რა ეღირება ტროტუარი გარევაჭრობისთვის – მერია ახალ ფასებს ადგენს

ბათუმის მერს საკრებულო აძლევს თანხმობას გარე ვაჭრობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გასცეს საზოგადოებრივი სივრცეები [მათ შორის ტროტუარი] და დაადგინოს საფასურიც. შესაბამისი პროექტი [ფასებთან ერთად] საკრებულოში უკვე შეტანილია და მას 31 მარტს სხდომაზე განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი სივრცეების შეღავათიან ფასად პირდაპირი წესით სარგებლობაში გადაცემის უფლება ბათუმის მერს საკრებულომ 2021 წლის აპრილში მისცა. მიზეზად მაშინ კორონავირუსის პანდემია …

„ტროტუარიც და ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის“ – ინტერვიუ

ბათუმში მარტივად შესამჩნევია, თუ როგორ აქვთ კაფეებს მიტაცებული ტროტუარები, რაც ფეხითმოსიარულეებს, ეტლით მოსარგებლეებსა და ველოსიპედისტებს ხშირად უქმნის პრობლემებს. ზოგიერთი მოქალაქე პრობლემას არ იმჩნევს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ძალებით, აქტივიზმით ცდილობენ უფლებების დაცვას. მათ შორისაა ბათუმელი ანა ნიქაბაძეც. ანამ ტროტუარის მიტაცების ამსახველი ბოლო ფოტო 16 ივლისს გამოაქვეყნა ფეისბუქის პირად გვერდზე და ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას რეაგირებისკენ …

ბათუმში ტროტუარზე კაფეს მოსაწყობად მეტლახი დააგეს და დაფარეს უსინათლოთა ბილიკიც | ფოტოამბავი

ბათუმში, გორგასლისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში ტროტუარი რკინისა და შუშის კონსტრუქციით შემოღობეს. აქ კაფე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, თუმცა როგორც ჩანს, ახლა მისი რეკონსტრუქცია გადაწყვიტეს. ტროტუარზე კაფესთვის ადგილის მოწყობის სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის. ტროტუარზე კაფეს მოსაწყობად აქ მეტლახს აგებენ, კონსტრუქცია კი პირდაპირ უსინათლოთა ბილიკზე დგას. ალბათ მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება ქალაქი, სადაც უსინათლოთა ბილიკის მოსაწყობად ბიუჯეტიდან …

როგორ მოახერხა რესტორანმა ბათუმში ტროტუარის მიტაცება

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, რესტორანმა „თამადამ“ ტროტუარი მიიტაცა და ფეხით მოსიარულეთა გზა ჩაკეტა. „ბათუმელებმა“ ფოტოები, რომლებზეც შემოღობილი ტროტუარია აღბეჭდილი, დღეს, 27 აპრილს, გადაიღო. მიმდინარე მშენებლობების გამო შარტავას ქუჩაზე გადაადგილება ფეხით მოსიარულეთათვის ისედაც შეზღუდული იყო. დამატებითმა ბარიერმა და რესტორნის წინ დარგულმა ხეებმა, რომელთა ძირებიც პლაჟიდან აღებული ქვებითაა მოპირკეთებული, სრულად შეუძლებელი გახადა ქვეითებისთვის ამ მონაკვეთზე გადაადგილება. მოქალაქე იძულებულია, …

მერია ტროტუარებს გადასცემს რესტორნებს პირდაპირი წესით და შემცირებული ფასით

ბათუმის მერიამ გადაწყვიტა, პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ქალაქში არსებულ კომერციულ ობიექტებს საქმე გაუადვილოს და საზოგადოებრივი სივრცეების ათვისების შესაძლებლობა აუქციონისა და ზედმეტი სირთულეების გარეშე, პირდაპირი წესით მისცეს. ეს სიახლე ძირითადად იმ მაღაზიებს, რესტორნებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეხება, რომლებიც გარე ვაჭრობით ან სხვადასხვა ტიპის მომსახურების გაწევის მიზნით ტროტუარებს იყენებენ. გარდა იმისა, რომ ტროტუარების ათვისებას დაინტერესებული პირები …

ჩაბეტონებული ტროტუარები – ახალი „ტენდენცია“ ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

„გაგიგიათ გამოთქმა სხვის სუფრასთან რა გინდოდაო? – ჰოდა, სხვის სუფრასთან რომ არ მოვხვდე, პირდაპირ ქუჩაში მანქანების სავალზე გადავდივარ. აბა, რა ვქნა, ბილიკზე გაივლი, ველოსიპედი გისიგნალებს, ჩაგივლის აგრესიული საყვედურით, სად დადის ეს ხალხიო; აქეთ კაფეა, იქითაც კაფეა, ნაბიჯს გადადგამ მანქანა დგას, არაა საშველი, ახლაც სულ ტყუილად ვლაპარაკობთ, აღარ უნდა მაგას ლაპარაკი, აგერ მერიაა, მაგრამ მაგათაც არ …

ბათუმში გარევაჭრობის გადასახადი აღარ გაიზრდება – გაუქმებული დადგენილება

ბათუმის მერიის ინიციატივით და საკრებულოს თანხმობით, დღეს ძალადაკარგულად გამოცხადდა დადგენილება, რომელიც ბათუმში გარევაჭრობის საფასურის გაზრდას ითვალისწინებდა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ბათუმის საკრებულომ. 2020 წლის თებერვალში ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე განმარტავდა, რომ  დაბალი გადასახადი ხშირად ტროტუარების დიდი მასშტაბით ათვისების მიზეზი იყო, რაც ქალაქში პრობლემებს ქმნიდა. კომერციული ობიექტები, ძირითადად რესტორნები, ტროტუარებს გარევაჭრობის მიზნით ითვისებდნენ, მიუხედავად …

ბათუმში რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარზე რკინის კონსტრუქცია დადგა

ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, რესტორანმა „მიუნჰენმა“ ტროტუარი რკინის კონსტრუქციით მთლიანად აითვისა. ბათუმის მერიამ ძველ ბათუმში, მათ შორის ამ ქუჩაზეც, ერთი თვის წინ რეიდი ჩაატარა და კაფე-ბარების მეპატრონეებს სარეკლამო აბრები ჩამოახსნევინა, ასევე, ტროტუარზე გამოტანილი სკამები და მაგიდებიც აალაგებინა. ერთი თვის წინ, როცა მერიამ ქუთაისის ქუჩაზე არსებულ დაწესებულებების წინ გამოტანილი სკამები აალაგებინა, კაფე-ბარების მფლობელი მეწარმეები აცხადებდნენ, რომ ბათუმის მერია ყველა …

ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარები გაფართოვდება – მერია ახალ რეგულაციაზე მუშაობს 

ძველ ბათუმში კაფე-ბარების მეპატრონეებს ბათუმის მერიამ სარეკლამო აბრები ჩამოახსნევინა, ტროტუარზე გამოტანილი სკამები და მაგიდები კი – აალაგებინა. ცვლილება, ძირითადად, შეეხო ზვიად გამსახურდიასა და ქუთაისის ქუჩაზე მდებარე რესტორნებს. რესტორნების მეპატრონეთა ნაწილი შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს. მათ მიაჩნიათ, რომ ბათუმის მერია ყველა მეწარმეს თანაბარ მდგომარეობაში არ აყენებს. ამბობენ იმასაც, რომ თუკი მერია კაფეს გარეთ მაგიდების დადგმის ნებას არ …

ბათუმში გარევაჭრობისა და ხმის დონის დამრღვევებს ადგილზე დააჯარიმებენ

დღეიდან, პირველი აგვისტოდან, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თანამშრომლებს უფლება აქვთ, სამართალდამრღვევვები დააჯარიმონ და ადგილზევე შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. აქამდე ეს ფუნქცია, როგორც მერიაში ამბობენ, მხოლოდ მერიის ზედამხედველობის სამსახურს ჰქონდა, სადაც მონიტორინგის კუთხით სამი თანამშრომელი მუშაობს. მუნიციპალური სერვისების სააგენტოში კი, ამ მიმართულებით 44 თანამშრომელია დასაქმებული. სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, მუნიციპალური ქონების აღრიცხვის, ინვენტარიზაციისა და მონიტორინგის 28 …

შემოღობილი ტროტუარი გორგასლის ქუჩაზე

ბათუმში, ვახტანგ გორგასლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში, რესტორმა „იკრამ“ ტროტურზე სავალი ნაწილი ხის ღობით შემოსაზღვრა. გადაკეტილი ტროტუარის გამო ფეხით მოსიარულეები იძულებულნი არიან, ველობილიკზე გაიარონ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის, ეკონომიკური საქმიანობის, ნებართვების განყოფილების უფროსი, თამაზ გოგიტიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ რესტორან „იკრას“ ტროტუარის შემოღობვაზე ნებართვა მერიისგან არ აქვს. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, თენგიზ მესხიძე კი ამბობს, …

ბათუმის მერი ქალაქში მიტაცებულ ტროტუარებზე: ხშირ შემთხვევაში ჯარიმა არაადეკვატურია

„ძალიან მალე, ვფიქრობ არაუგვიანეს ამ თვის ბოლოს, ავამოქმედებთ ახალ ვებ ინსტრუმენტს ჩვენს ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება შევიდეს და ნახოს, კონკრეტულ ადგილზე რა სავაჭრო ნებართვებია გაცემული – იქნება ეს ღია კაფეები, სხვა ტიპის ვაჭრობა, წერტილოვანი ვაჭრობა – ვთქვათ, წვენის აპარატები, ნაყინის დახლები თუ სხვა. აქვე, პირველ ეტაპზე თუ არა, უმოკლეს ხანში მაინც იქნება ატვირთული შესაბამისი …

ქუთაისის ქუჩის კაფეები ტროტუარზე

ბათუმში,  ხულოსა და ქუთაისის ქუჩების გადაკვეთაში მდებარე რამდენიმე კაფეს, სკამები და მაგიდები ისე აქვს განლაგებული ტროტუარზე, რომ შეუძლებელია ეტლით მოსარგებლემ გაიაროს. მზიან ამინდში, როცა ტროტუარზე განლაგებული კაფეები ხალხით ივსება, ამ მონაკვეთში ფეხით გავლაც შეუძლებელია. ბათუმის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისისა და ხულოს ქუჩებზე რამდენიმე ოქმია დაწერილი, თუმცა კაფეების მეპატრონეებს არსებული სიტუაცია არ გამოუსწორებიათ. „განმეორებით …

როგორ აითვისა McDonald’s-მა ფეხით მოსიარულეთა სივრცე ევროპის მოედანთან

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-ის გახსნა მაისში იგეგმებოდა, თუმცა, როგორც კომპანიაში გვითხრეს, ობიექტის გახსნა გადაიდო: „ზუსტად არ არის დადგენილი, თუმცა გახსნა გადატანილია 6 ივნისისთვის“. ევროპის მოედანთან, ყოფილი „ლიზარანის“ ადგილზე, სადაც ბათუმში „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორნი უნდა გაიხსნას, ამჯერად სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანია „თ და კ რესტორნებმა“, რომელიც McDonald’s-ის სწრაფი კვების საერთაშორისო ქსელს ოპერირებს საქართველოში, ევროპის მოედანთან 142 …

ეტლით მოსარგებლისთვის გაუვალი ტროტუარი ბათუმში

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ბარ „ფლორიდას“ კონსტრუქცია  ისე აქვს მიშენებული, რომ ფეხით მოსიარულე იძულებულია ან ველობილიკზე გადავიდეს, ან მიშენებულ კონსტრუქციაზე ააბიჯოს. მიშენება განსაკუთრებით ართულებს ამ ადგილზე  ეტლით გავლას. მერიის ინფორმაციით, ეს კონკრეტული ობიექტი აღრიცხულია მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ, მისამართზე რამდენჯერმე იყო გასული ზედამხედველობის სამსახური, მაგრამ ობიექტი დაკეტილია და მფლობელის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. როგორც მერიაში ამბობენ, …

გადაკეტილი ტროტუარი ჭავჭავაძის ქუჩაზე [ფოტო, ვიდეო]

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე,  „პლაზასთან“, ტროტუარი რამდენიმე თვეა გადაკეტილია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „პლაზას“ შენობის ქვეშ კერძო ავტოსადგომი კეთდება, ქვეითად მოსიარულეებს კი, ტროტუარიდან  გზის სავალ ნაწილზე უწევთ გადასვლა. აქვეა ქალაქის ღია ავტოპარკინგი და განთავსებულია ნაგვის ურნები, რის გამოც გადაადგილება ჭირს. ჩვენ დავუკავშირდით ბათუმის მერიას, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ მონაკვეთში უახლოეს პერიოდში შეიცვლება ღია ავტოპარკინგი და მოეწყობა ტროტუარი. მერიის …

ბათუმის მერია კაფეების მეპატრონეებს აფრთხილებს

“ბათუმელები” დღეს, 15 მაისს, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კაფეს შესახებ წერდა, რომელსაც მაგიდებითა და ყუთებით  ტროტუარი სრულად ჰქონდა ათვისებული. მეპატრონე დაინტერესდა, ვისი დაკვეთით გავაშუქეთ მისი კაფეს შესახებ და გამოთქვა პრეტენზია, რომ მხოლოდ ის რატომ გამოვარჩიეთ. რადგან ეს საკითხი აქტუალურია, „ბათუმელებმა“ სცადა გაერკვია, რის გაკეთებას აპირებს ბათუმის მერია, რომ კერძო მფლობელებმა ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი სივრცე …

კაფეს მიერ სრულად ათვისებული ტროტუარი – როგორ გავიაროთ ფეხით და ეტლით

კაფე „აჭარული ხაჭაპურის სახლს“ ტროტუარი ვახტანგ გორგასლის ქუჩის მხარეს მაგიდებით ისე აქვს ათვისებული, რომ გავლა შეუძლებელია. იმისთვის, რომ ფეხით მოსიარულემ ქუჩის ამ მონაკვეთზე გადაადგილება მოახერხოს, ორი გზაა, ან ველობილიკზე გადავიდეს, ან რკინის კონსტრუქციებით შემოსაზღვრულ კაფეში გაიაროს. გარდა მაგიდებისა, კაფეს კედლის მხარეს  ცარიელი ბოთლებით სავსე ყუთები აქვს ჩამწკრივებული და ტროტუარს სათავსოდ იყენებს. გორგასლის ქუჩის ამ მონაკვეთზე …

Exit mobile version