„მამამ მიგვატოვა, არავინ გვყავს, რომ დაგვეხმაროს“ – ქალი შვილის გადარჩენას ითხოვს

„ჯერ სახეში დამარტყა, მერე თმაში წამავლო ხელი და თმით მითრია. მაშინ ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი. ამის შემდეგ კიდევ იძალადა ჩემზე“, – ამბობს 31 წლის ქალი „ბათუმელებთან“, რომლის რეალურ სახელს მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ.  ხატია (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ ქმრის გარდა, სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა დედამთილისა და მულისგანაც. „აღარ მინდა სოციალურ ქსელებში შემომივარდნენ …

შაქარწყალზეც კი ვიძინებ, ოღონდ ბავშვებს საჭმელი ჰქონოდეთ – როგორ გააქვს თავი დედა-შვილს ბათუმში

„ყველაზე რთული მარტოობაა, როცა მარტოხელა ხარ და ყველა ზურგს გაქცევს, როცა აღარავის უნდიხარ,“ – თვალზე ცრემლი ადგება ქალს და მზერას გვარიდებს. – „გაჭირვებაა კიდევ უფრო რთული: რამდენჯერ შაქარწყალზე დამიძინია, ოღონდაც ბავშვებს საჭმელი ჰქონოდეთ,“ – გვიყვება მარტოხელა დედა დალი თებიძე. ის 25 წელია ბათუმში ცხოვრობს, ნაქირავებ ბინაში.  დალისთან ერთადაა მისი შვილი სოფო, რომელიც ამბობს, რომ მოძალადე …

„მარწყვი 8 ლარი ღირდა. ვერ ვუყიდე“ – მარტოხელა დედისა და 5 წლის ლუკას ცხოვრება ნაქირავებში

„ვიბრძვი, რომ ყველა ეტაპი რაღაცნაირად გადავლახო, მარტოხელობა ძალიან ძნელია,“ – ამბობს ნონა ხიმშიაშვილი, რომელიც 5 წლის ლუკასთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. იგი გვიყვება, რასთან უწევს გამკლავება, როგორც მარტოხელა დედას. „6 წელია აქ ვარ, გაუსაძლისი პირობებია“, – ნონა ქვის იატაკს დაჰყურებს და მერე აივნისკენ იმზირება: აივნის კართან ცემენტის ტომრებზე ქალს გაზქურა მოუწყვია, გაზის ბალონი კი, …

მარტოხელა ქალი, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა – „კიდევ კარგი, უფასო სასადილო არსებობს“

„…სროლის დაწყებიდან რამდენიმე საათში სრულად გადაივსო საავადმყოფოები, აღარ იყო ადგილები, აღარ ვიცოდით, სად წაგვეყვანა დაჭრილი ჯარისკაცები,“ – აფხაზეთის ომის დაწყების პირველ დღეს იხსენებს ნაზიბროლა გუგუშვილი, ექთანი ქალი, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა. მარტოხელა, დევნილი ქალი ვეტერანობისთვის თვეში 100 ლარს იღებს, ასევე აქვს სოციალური შემწეობა [50 ლარი] და პენსია [260 ლარი], თუმცა ხშირად წამლის ფულიც არ რჩება. …

ბათუმის ცნობილი მასწავლებელი მარტოობაში – წითელი თმა და აუხდენელი ოცნება პარიზზე

5 წელია, რაც ქუჩაში არ გასულა. სამყაროს თავისი ბინის პატარა აივნიდან ეკონტაქტება. მხოლოდ აქედან შეუძლია დაინახოს, როგორ იცვლის გაავდრებისას ზღვა ფერს და მუქდება, ან როცა კამკამა ცისფერს იკიდებს. ბოლო დროს აივანზე გასვლასაც კი ვეღარ ახერხებდა. ამბობს, რომ სამი თვის წინ ოთახში დაეცა და მთელი ეს დრო საწოლში გაატარა. „მეზობლები დამეხმარნენ და ლოგინზე დამაწვინეს. შემდეგ ახლობელმა …

ქმარი ფიზიკურად ძალადობდა ჩემზე, თვალი მან დამიზიანა – მარტოხელა ქალი

„ზოგჯერ პურს ვასხამ ცხელ წყალს და მაგით ვერევი შიმშილს… ზამთარი მოდის, ისევ უნდა გადავიტანო სიცივე გათბობის გარეშე ფაცხაში, რომელიც ჩემი არ არის,“ – ამბობს ნადიკო ცეცხლაძე. ის 61 წლისაა და ბათუმში, კახაბრის დასახლებაში ცხოვრობს. „მცემდა ქმარი, ვერ მოვდიოდი ოჯახიდან და მაშინ წამოვედი, როცა თივის „ვილკა“ გამიყარა ყელში… ქუჩაში დავრჩი, ეს იყო 28 წლის წინ,“ – …

როგორ აღმოჩნდა 2 შვილის დედა თავშესაფარში – „ის დღეები რომ მახსენდება, სხეულში ახლაც მსუსხავს“

„მახსენდება, როგორ დამტოვა ექიმმა სამშობიაროდ ოთახში მთელი ღამით მარტო და მეგონა, რომ მე და ჩემი შვილი მოვკვდებოდით, როგორ ველოდებოდი გათენებას, რომ ვინმეს მაინც შემოეღო კარები. მახსენდება ის დღეები, როცა მშიერ, მძინარე ბავშვებს დავყურებდი და მეშინოდა, რომ ძილში მოკვდებოდნენ შიმშილისგან… როცა ის დღეები მახსენდება, მთელს სხეულში ახლაც მსუსხავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნატალია აივაზიანი, 53 წლის ქალი, …

„ციხიდან რომ გამოვედი, შვილებმა არ მიმიღეს“ – ქალი უსახლკაროდ და მარტო

„სამი შვილის დედა ვიყავი. გოგო 6 წლის იყო, ბიჭები კი – 5 და 9 წლის, როცა მეუღლის მკვლელობის გამო დამაპატიმრეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შვილებმა ჩემთან დაბრუნება არ მოისურვეს. მას შემდეგ 21 წელი გავიდა და სულ წვალებაში ვარ, ასე უსახლკაროდ და მარტო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 60 წლის გულნარა ლორთქიფანიძე. მეუღლესთან ერთად ის აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. …

რას ჰყვება ქალი ხულოდან, რომელზეც 12 წელი ძალადობდნენ

39 წლის მარტოხელა დედა, მარინე გ. [სახელი შეცვლილია] ხულოს ერთ-ერთ სოფელში 3 შვილსა და პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მარინე უკვე 6 წელია, რაც შვილებს მარტო ზრდის. ქალის თხოვნით მის ვინაობას არ ვასაჯაროებთ, რადგან არსებობს იმის რისკი, რომ კაცი ამ სტატიამ გააღიზიანოს და ისევ გამოჩნდეს საქმის გასარჩევად. ქალი 12 წელი ცხოვრობდა ქმართან ერთად, რომელიც ხშირად თვრებოდა …

რატომ ეშინია გათენების ყოფილ ბუღალტერს ბათუმიდან

„ჩემს თვალზე ცრემლი არ გამშრალა. ყოველი დღის გათენების მეშინია, არ ვიცი რა მელოდება ხვალ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 68 წლის ეთერ შარაძე. ის საუბრის დროსაც ვერ მალავს ცრემლებს. ამბობს, რომ მთელი ცხოვრება შრომობდა, არასდროს გაჩერებულა, თუმცა ხანდაზმულ ასაკში მაინც ბინის გარეშე, სოციალურად დაუცველი აღმოჩნდა. ეთერი ახლა ნივთებს ალაგებს, მუყაოს ყუთებში ფუთავს და ელოდება, როდის ეტყვის ბინის …

როცა 70 წლის ხარ და მარტო ცხოვრობ მაღალმთიანი აჭარის სოფელში 

70 წლის თამარ გობაძე საკუთარ თავს ბუნებით რომანტიკოსს უწოდებს. თამარი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში ზამთრობით მარტო რჩება. თამარი სოფლის განაპირას ცხოვრობს და მის უბანში 7 სახლი იკეტება ზამთარში. მეზობლები, რომლებიც ზამთრობითაც რჩებიან დიდაჭარაში, თამარის სახლისგან მოშორებით ცხოვრობენ.  წელს ხულოში დიდი ზამთარია, მაგრამ ამბობს, რომ თავისი გადაწყვეტილება – სოფელში დარჩენა, წამითაც არ უნანია. პროფესიით ბიოლოგია და …

შშმ ქალი, რომელიც მშენებლობაზეც მუშაობდა – ზოგჯერ ღამე შიმშილისგან მეღვიძება

„…დღეს, მაგალითად, უფასო სასადილოდან ლობიო წამოვიღე და ნახევარი პური მომცეს, მაგრამ ლობიოს სუნელები საერთოდ არ აქვს. მე სუნელებით მიყვარს ლობიო. სუნელების ფულიც არ მქონდა, რომ მეყიდა,“ – გვიყვება ლელა ოსეფაშვილი. ის თბილისში, ნაქირავებ ოთახში მარტო ცხოვრობს. ლელა ოსეფაშვილი 50 წლისაა. როგორც მეორე ჯგუფის ინვალიდი, პენსიას იღებს, სოციალურ შემწეობას, უფასო სასადილოთი სარგებლობს და ოთახის ქირას თბილისის …

Exit mobile version