არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, სათამაშო ბიზნესის ნებართვის მიმღებ 10 კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” და მის საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1,496,500 ლარი შესწირეს. ორგანიზაციის ცნობით, პარტიის შემწირველებს შორის 29 პირი სათამაშო ბიზნესის ლიცენზიის მქონე კომპანიების მოქმედი/ყოფილი მეწილეები და დირექტორები არიან. „გამჭვირვალობა“ წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიის სასარგებლოდ ყველაზე მსხვილი შეწირულება გაიღეს „ევროპაბეთის“ (ყოფილი …
Tag Archives: კაზინოები ბათუმში
15 მილიონი სამ თვეში – სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბათუმის ბიუჯეტის მზარდი შემოსავლის წყაროა
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით მერიამ, 3 თვეში, 15 მილიონ 342 000 ლარი ამოიღო. მათ შორის: სათამაშო აპარატებიდან – 7 მილიონ 735 4 ათასი ლარი. წამახალისებელი გათამაშებიდან – 179 900 ლარი. სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით კი, კლუბის და სამორინეს მაგიდიდან ბიუჯეტში 7 მილიონ 426 700 ლარი …
ბათუმის მერიამ სათამაშო ბიზნესიდან 6 თვეში 36 მილიონზე მეტი ამოიღო
2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 36 მილიონ 544 ათას 900 ლარი შევიდა. რაც გეგმის 101.5 პროცენტია. სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 17 მილიონ 227 ათას 500 ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან – 194 600 ლარი. კლუბების და სამორინეს მაგიდიდან კი ბიუჯეტში 19 მილიონ 122 ათას 800 ლარი შევიდა. ასე თუ გაგრძელდა, მერიამ შეიძლება სათამაშო …
Continue reading “ბათუმის მერიამ სათამაშო ბიზნესიდან 6 თვეში 36 მილიონზე მეტი ამოიღო”
კაზინოებიდან 8,5 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში – I კვარტალი
ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში პირველ კვარტალში სათამაშო ბიზნესიდან 16,6 მილიონი ლარი შევიდა. აქედან 8,5 მილიონი ლარი უშუალოდ კლუბისა და კაზინოს [სამორინეს] მაგიდიდან. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ბათუმში [2024 წლის 24 ივნისის მდგომარეობით] 15 კაზინო მუშაობს. აქედან 2 კაზინოზე ნებართვა 2024 წლის აპრილშია გაცემული, ერთზე კი – ამავე წლის თებერვალში. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის …
Continue reading “კაზინოებიდან 8,5 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში – I კვარტალი”
სამ კვარტალში ბათუმის ბიუჯეტში კაზინოებიდან 47 მილიონი ლარი შევიდა
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით ბათუმის ბიუჯეტში სამ კვარტალში 47 მილიონ 191 800 ლარი შევიდა. მათ შორის სათამაშო აპარატებიდან მიღებულმა შემოსავალმა ბიუჯეტში 22 მილიონ 656 300 ლარი შეადგინა. წამახალისებელი გათამაშებიდან – 296 900 ლარი შევიდა ბიუჯეტში. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან – 300 000 ლარი, ხოლო სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით -23 მილიონ 938 600 ლარი აისახა …
Continue reading “სამ კვარტალში ბათუმის ბიუჯეტში კაზინოებიდან 47 მილიონი ლარი შევიდა”
სათამაშო ბიზნესიდან ბათუმი 37 მილიონზე მეტს ელის – მერია მოსაკრებელს ზრდის
ბათუმის მერია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს ზრდის. შესაბამისი დადგენილების პროექტი საკრებულოში დასამტკიცებლად უკვე გადაგზავნილია. ამ პროექტის მიხედვით, მერია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების სახით კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობებს გამოიყენებს. შესაბამისად, მომავალ წელს ამ კატეგორიიდან 9 მილიონით მეტის ამოღებას გეგმავს. ბიუჯეტის საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, 2022 წლის გეგმა 28 მილიონი იყო, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, სათამაშო ბიზნესიდან მერია …
Continue reading “სათამაშო ბიზნესიდან ბათუმი 37 მილიონზე მეტს ელის – მერია მოსაკრებელს ზრდის”
სათამაშო ბიზნესიდან 23 მილიონი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში გასულ წელს
სათამაშო ბიზნესიდან 2021 წელს ბათუმის ბიუჯეტში 23 მილიონ 440 ათას 800 ლარი შევიდა. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბიუჯეტშის ანგარიშში ასახულია „სხვა შემოსვლების“ ნაწლში, რამაც გასულ წელს ჯამში 43 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ „სხვა შემოსვლების “ ნახევარზე მეტი. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შენატანი ბიუჯეტში ასე გადანაწილდა: სათამაშო აპარატებიდან – 12 მილიონ 487 ათას 500 ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან – …
Continue reading “სათამაშო ბიზნესიდან 23 მილიონი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში გასულ წელს”
ღარიბები და საჯარო მოხელეები კაზინოში ვერ ითამაშებენ – კიდევ ვის ეკრძალება აზარტული თამაში
2022 წლის პირველი მარტიდან საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ. თამაში ეკრძალებათ ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს. შესაბამისი კანონი საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და ის 2022 წლის პირველი მარტიდან სრულად ამოქმედდება. ამავე კანონით, „იმ პირის სათამაშო ანგარიშზე განთავსებული თანხები, რომელსაც …
სათამაშო ბიზნესის გაჩერებით ბათუმის ბიუჯეტმა 30,3 მილიონი ლარი დაკარგა
კაზინოებისა და სხვა სათამაშო ბიზნესის გაჩერების გამო ბათუმის ბიუჯეტმა, 2020 წელს, უკვე დაკარგა 30,3 მილიონი ლარის შემოსავალი. თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, ქალაქს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით, ჯამში 32 მილიონ 100 ათასი ლარი უნდა მიეღო. თუმცა, ამ მოსაკრებელმა ჯამში, დღევანდელი, 10 ოქტომბრის მონაცემებით, მხოლოდ 1 724 500 ლარი შეადგინა [აქედან 1 224 500 ლარი, 2020 წლის …
Continue reading “სათამაშო ბიზნესის გაჩერებით ბათუმის ბიუჯეტმა 30,3 მილიონი ლარი დაკარგა”
მამუკა ხაზარაძე: არ შეიძლება ქვეყნის მომავალი ააწყო კაზინოებსა და აზარტულ თამაშებზე
მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში კაზინოებისა და ონლაინთამაშების მიმართულებით კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს. იგი ამბობს, რომ ეს ბიუჯეტში თანხის მოზიდვის იოლი გზაა, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას ხელს არ შეუწყობს. „მე ვფიქრობ, რომ ერთი-ერთი დიდი პრობლემა არის კაზინოების თემა. შეიძლება თვლიან, რომ ეს არის ტურიზმის მოზიდვის წყარო, მაგრამ ამავე დროს ამას აქვს ძალიან დიდი …
მომდევნო ორ წელში აჭარაში კიდევ 7 კაზინო გაიხსნება – შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან
2019 წელს ქალაქ ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 24,3 მილიონი ლარი შევიდა [სამი კვარტალის გეგმის თითქმის 100 პროცენტი]. აქედან, უშუალოდ კაზინოს მაგიდებიდან მიღებული შემოსავალი, 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, 9,2 მილიონი ლარია. სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის მერია წელს, ჯამში, 32 100 000 ლარს ელოდება, თითქმის 4 მილიონი ლარით ნაკლებს, ვიდრე 2018 წელს. გასულ წელს ამ ბიზნესიდან ქალაქის …
ახალი შეღავათები საქართველოში კაზინოს მოწყობისთვის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2019 წლის 11 აპრილიდან სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან 10 წლით გათავისუფლდება სამორინეს მოწყობა გრიგოლეთსა და ფოთში ახლად აშენებული არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე. 2019 წლის 4 აპრილიდან კი, მთავრობის დადგენილებით, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან საერთოდ გათავისუფლებულია სამორინეს მოწყობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში. საქართველოს მთავრობამ ზოგიერთი მუნიციპალიტეტისთვის სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებიც განსაზღვრა. …
Continue reading “ახალი შეღავათები საქართველოში კაზინოს მოწყობისთვის”
„მეტრომ“ კუთვნილი ხელფასები არ მოგვცა – კაზინო „ინტურისტის“ ყოფილი თანამშრომელი
„მეტრო ჰოლდინგმა“ 21 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომ კაზინო „ინტურისტის“ [„ლიბერთი კაზინოს“] ყოფილ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანებას 22 თებერვალს სრულად აუნაზღაურებდა. დღეს, 23 თებერვალს, „ბათუმელებს“ კაზინოს ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ „მეტროს“ მათთვის კუთვნილი ხელფასები სრულად არ აუნაზღაურებია. „ვინც მივედით გუშინ, ყველას დაგვირიგეს 1000-1000 ლარი, მიუხედავად იმისა, 500 ლარი გვქონდა ასაღები ყოფილ თანამშრომლებს თუ – …
Continue reading “„მეტრომ“ კუთვნილი ხელფასები არ მოგვცა – კაზინო „ინტურისტის“ ყოფილი თანამშრომელი”
რატომ იხურება კაზინოები ბათუმში და რა ელის უმუშევრად დარჩენილ 400-მდე თანამშრომელს
ბათუმში 2019 წელს ორი კაზინო – „ინტურისტი“ და „აჭარაბეთი“ დაიხურა. კაზინოების დახურვით 400-მდე ადამიანი დარჩა უმუშევარი. „ინტურისტის“ შემთხვევაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კაზინოს მოწყობის ლიცენზიას ვადა გაუვიდა, „აჭარაბეთის“ შემთხვევაში კი – კაზინოს დახურვის კონკრეტული მიზეზი უცნობია, ამ კაზინოს ლიცენზიას ჯერ ვადა აქვს. რატომ დაიხურა ბათუმში კაზინო „აჭარაბეთი“ ბათუმში კაზინო „აჭარაბეთის“ მოწყობის ლიცენზიის მფლობელი კომპანია „ს გემბლინგ ჰოლია“. ლიცენზიას …
რა თანხა შევიდა წელს ბათუმის კაზინოებიდან ქალაქის ბიუჯეტში
ბათუმში, ქალაქის მერიის მონაცემებით, დღეს 11 კაზინო ფუნქციონირებს. კაზინოებიდან ქალაქის ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ კი, 2018 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში, 14 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა. ამ თანხაში შედის მოსაკრებელი როგორც მაგიდებიდან, ასევე კაზინოებში განთავსებულ სათამაშო აპარატებიდან. მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ქალაქის ბიუჯეტში კაზინოებიდან დამატებით 14 მილიონზე მეტი ლარი კიდევ შევა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …
Continue reading “რა თანხა შევიდა წელს ბათუმის კაზინოებიდან ქალაქის ბიუჯეტში”
1 მილიონზე მეტი ვიზიტორი ბათუმის კაზინოებში და 39 მილიონი ლარი ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან
2017 წელს აჭარაში მოქმედ სამორინეებში ვიზიტორთა რაოდენობამ ჯამურად 1 მილიონ 96 ათასი კაცი შეადგინა, რაც 668 560-ით [61%] მეტია წინა წელთან შედარებით. ვიზიტორთა 68% [745 280] უცხო ქვეყნის, დანარჩენი [32%] კი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. ამ მაჩვენებლებს რეგიონში მოქმედი სამორინეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 2017 წელს აჭარაში, კერძოდ ბათუმში, ფუნქციონირებდა 9 სამორინე. …
16 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის ბიუჯეტში
ბათუმის მერიამ ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის ანგარიში საკრებულოს განსახილველად უკვე გადაუგზავნა. ამ ანგარიშის მიხედვით, ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 16 846 400 ლარი შევიდა, მათ შორის სამორინის მაგიდიდან 6 156 000, სათამაშო აპარატებიდან კი 9 079 100; 1 470 000 ლარი შეადგინა ბიუჯეტში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობების მოსაკრებელმა. ბიუჯეტში თანხები შევიდა ასევე წამახალისებელი გათამაშებიდან – 30 800 …
Continue reading “16 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის ბიუჯეტში”
კაზინოების წილი ბიუჯეტში
ბათუმის სამორინეებს გასულ წელს 680 600 ვიზიტორი ეწვია. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი – 517 256 (ვიზიტორთა 76 პროცენტი) უცხოელი იყო, დანარჩენი კი – საქართველოს მოქალაქე. ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებია. ბათუმში ამ დროისთვის ცხრა კაზინო მუშაობს, თბილისში – ხუთი. სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო თუ ადგილობრივ ბიუჯეტებში სოლიდური თანხა შედის. რადგან ყველაზე მეტი კაზინო ბათუმშია განთავსებული, …
კაზინოდან სასამართლოში – მოგებული ფულის მისაღებად
ლევენთ სადულა მუსა ბათუმში კაზინოში სათამაშოდ 11 აგვისტოს ჩამოვიდა. ამბობს, რომ ცნობილი მოთამაშეა და კაზინო „პეგასის“ წარმომადგენელი ბათუმიდან თავად დაუკავშირდა, თვითმფრინავის ბილეთები დაუჯავშნა და სასტუმროც. ლევენთი ერთადერთი არ არის, ვინც ბათუმში, კაზინოში მოგებული თანხა ვერ აიღო და ბათუმის საქალაქო სასამართლოში იჩივლა. „მესამეჯერ ჩამოვედი ამ ზაფხულს საქართველოში. მანამდე დავდიოდი გუდაურში. ჩემი გატაცებაა სნოუბორდიც. ბათუმში პირველად ვიყავი,“ …
Continue reading “კაზინოდან სასამართლოში – მოგებული ფულის მისაღებად”