“გასაოცარი ფაქტია – ციხე დავითანხმეთ, რომ ლექციები მოეწოდებინათ და საკუთარი უნივერსიტეტი ვერა”, – სინდისის პატიმარი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს აგზავნის და იმ სირთულეების შესახებ წერს, რომელიც სწავლის პროცესში ექმნება. საზოგადოებისადმი ზვიად ცეცხლაძის მიმართვას მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ : „ჩვენი საზოგადოება უაღრესად მძიმე მდგომარეობაშია – ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა …
Tag Archives: თსუ
„მოგვატყუეს, პროგრამა შეგვიცვალეს, კონტრაქტი დაგვირღვიეს“- თსუ-ს სტუდენტების პროტესტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტები, მათი 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამის 3-წლიანად გადაკეთებას აპროტესტებენ. სტუდენტების თქმით, ისინი მოატყუეს, როცა თქვეს, რომ „ოცნების“ რეფორმა არ გავრცელდებოდა რეფორმამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე. სტუდენტები თსუ-ს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ იბრძოლებენ თავიანთი უფლებებისთვის. ის, რომ საბაკალავრო პროგრამების შემცირება 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებსაც შეეხებოდათ, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ …
თსუ-ს პროფესორების განცხადება – „ახალ სემესტრს ადმინისტრაცია სრულად მოუმზადებელი ხვდება“
დღეს, 2 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ჯგუფმა განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, უნივერსიტეტში ახალი სემესტრი იწყება, თუმცა ადმინისტრაცია სრულად მოუმზადებელი ხვდება ამ პროცესს „ქართული ოცნების“ ე.წ. რეფორმის გამო. „უნივერსიტეტი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა სასწავლო პროცესის განახლებას, რაც გამოწვეულია განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებით. უნივერსიტეტში სტუდენტთა მისაღები რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება წლიური ბიუჯეტი, რაც თავის მხრივ განაპირობებს სწავლა-სწავლების ხარისხს. …
თსუ-ს სენატი ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების წინააღმდეგია
დღეს, 4 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატმა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე იმსჯელა, რომელიც ითვალისწინებს თსუ-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას. როგორც სენატის ერთ-ერთი წევრი თეა ქარჩავა „ბათუმელებთან“ ამბობს, სენატმა მიიღო ოფიციალური განცხადება, რომლითაც უარყოფითად შეაფასა გადაწყვეტილება ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ და მოითხოვა ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის შეწყვეტა. მომხრე – ყველა, მოწინააღმდეგე – 0, თავი შეიკავა – …
Continue reading “თსუ-ს სენატი ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების წინააღმდეგია”
მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგები – სად არის საქართველო?
უმაღლესი განათლების ბრიტანული საკონსულტაციო ფირმა „ქვაქვარელი სიმანდსი“ [Quacquarelli Symonds, შემოკლებით QS] მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგს – QS World University Rankings 2024 აქვეყნებს. როგორც კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ეს რეიტინგი მოიცავს 104 ქვეყანასა და 1 500 უნივერსიტეტს. კვლევის მეთოდოლოგია ფირმის ისტორიაში ყველაზე გაფართოებულ მეთოდოლოგიურ მიდგომებს ეყრდნობა, სამი დამატებითი კრიტერიუმით: მდგრადობა, დასაქმების შედეგები და საერთაშორისო კვლევის ქსელი. „შედეგები ეყრდნობა …
Continue reading “მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგები – სად არის საქართველო?”
სტუდენტები რომ არ ჩარეულიყვნენ პოლიტიკაში, დღეს რუსული იქნებოდა სახელმწიფო ენა – ჯანაშია
20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა სტუდენტებს, რომლებმაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო პლაკატის გაშლა სცადეს. სტუდენტებს სცემეს, დააგორეს კიბეებზე, მოგვიანებით კი ერთ-ერთ დაშავებულ სტუდენტს შეიარაღებულმა პირმა საავადმყოფოშიც მიაკითხა. დღეს, 19 ივნისს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თსუ-ში პოლიტიკური აქტიურობის ადგილი არ არის და არავის მისცემენ პოლიტიკური აქტიურობის შესაძლებლობას. არის თუ არა …
რას ითხოვს 72 წლის ორი პროფესორი საკონსტიტუციოში – „ეს დისკრიმინაციაა“
დღეს, 17 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს ორი პროფესორის სარჩელს პარლამენტის, განათლების სამინისტროს და თსუ-ს აკადემიური საბჭოს წინააღმდეგ. დავის საგანია ის სამართლებრივი ნორმები, რაც კრძალავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევას. ასევე, კონკრეტულად თსუ-სა და ბსუ-ში აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესახებ გადაწყვეტილების …
Continue reading “რას ითხოვს 72 წლის ორი პროფესორი საკონსტიტუციოში – „ეს დისკრიმინაციაა“”
3 ათას სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებლის მშენებლობაზე თსუ-მ აუქციონი გამოაცხადა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 3 ათას სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებლის მშენებლობაზე აუქციონი ახლახან, 18 აპრილს, გამოაცხადა. სტუდენტებს განათლების სამინისტრო სტუდენტური ქალაქის მშენებლობას ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ჰპირდებოდა. აუციონის პირობით კი, ირკვევა, რომ თუ მშენებლობა დაგეგმილ ვადაში დაიწყო, ის მინიმუმ 2027 წელს დასრულდება. სტუდქალაქი თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე აშენდება. ტერიტორია თსუ-ს საკუთრებაშია. ორი წელია სტუდენტები ონლაინფორმატში სწავლობენ, …
Continue reading “3 ათას სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებლის მშენებლობაზე თსუ-მ აუქციონი გამოაცხადა”
სწავლას აუდიტორიებში განვაახლებთ, თუ 70% მაინც იქნება ვაქცინირებული – თსუ
როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში და შეძლებენ თუ არა უნივერსიტეტები ახალი სასწავლო წლის აუდიტორიებში განახლებას? „ბათუმელები“ ამ საკითხზე რამდენიმე უნივერსიტეტს დაუკავშირდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი, ლაშა საღინაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ პერსონალს არაერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ. მისი თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით 40 პროცენტია ვაქცინირებული უნივერსიტეტის მთლიანი პერსონალიდან, სტუდენტებიდან კი …
Continue reading “სწავლას აუდიტორიებში განვაახლებთ, თუ 70% მაინც იქნება ვაქცინირებული – თსუ”
მთავრობამ მედიაფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება გაზარდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მედიაფსიქოლოგიისა და კომუნიკაციების ინგლისურენოვან სამაგისტრო აკრედიტირებულ პროგრამაზე სასწავლო გრანტის თანხის მოცულობა გაზარდა. მთავრობის დადგენილებით, 2020-2021 სასწავლო წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის ამ პროგრამაზე სასწავლო გრანტის მოცულობა 3 200 ლარით იქნება განსაზღვრული. როგორც პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ გერსამია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ექსპერტების მხრიდან ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო პროგრამად შეფასდა. გერსამიას თქმით, სასწავლო პროგრამაზე საფასურის გაზრდის რეკომენდაციაც …
Continue reading “მთავრობამ მედიაფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება გაზარდა”
ყველა ნაშრომი რომ შევამოწმოთ, პროფესორების გარეშე დავრჩებით – ჯანაშია პლაგიატზე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი დადგინდა. სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა გამოაქვეყნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური პასუხი შარვაშიძის ნაშრომთან დაკავშირებით, სადაც წერია, რომ პლაგიატის ამომცნობმა პროგრამამ (Turnitin) აჩვენა, რომ „გიორგი შარვაშიძის ნაშრომში სრულად მეორდება“ სხვისი ნაშრომის ძირითადი ტექსტი. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი რექტორს ან რომელიმე აკადემიური ხარისხის მქონე პირს დაუდგინდა პლაგიატი, ვინ …
Continue reading “ყველა ნაშრომი რომ შევამოწმოთ, პროფესორების გარეშე დავრჩებით – ჯანაშია პლაგიატზე”
თსუ: საერთაშორისო ურთიერთობებზე შესაძლოა მეოთხე საგნად დაემატოს ზოგადი უნარები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ახალი მოდელის თანახმად, უნივერსიტეტი სხვადასხვა მიმართულებაზე 2020 წლის მისაღებ გამოცდებზე სხვადასხვა გამოცდას დააწესებს, ამის შესახებ კი, აბიტურიენტებს წინასწარ შეატყობინებს. „ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება დისციპლინების სპეციფიკიდან გამომდინარე,“- განაცხადა რექტორმა. „მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით შესაძლებელია მეოთხე საგნად დაემატოს უნარები, ზოგიერთ ფაკულტეტზე ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ის …
Continue reading “თსუ: საერთაშორისო ურთიერთობებზე შესაძლოა მეოთხე საგნად დაემატოს ზოგადი უნარები”
„კაკუნი სამოთხის კარზე“ და სხვა ქანდაკებები ძველი საფლავებიდან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა, გურანდა ბენიძემ და ეკა გიგაურმა თბილისსა და მის შემოგარენში უძველესი საფლავები შეისწავლეს ფინალური გამოცდისთვის. ძიების პროცესში მათ აღმოაჩინეს „კაკუნი სამოთხის კარზე“ თუ ედუარდ მუნკის მუზის – დაგნი იუელის საფლავის ქვა. როგორ და რატომ დაინტერესდნენ ამ თემით სტუდენტები? – „ბათუმელები“ ამის შესახებ სტუდენტებს ესაუბრა. „ვერასოდეს …
Continue reading “„კაკუნი სამოთხის კარზე“ და სხვა ქანდაკებები ძველი საფლავებიდან”