„ჩვენ გამოვრიცხავთ ყველა სახის მანიპულაციას. დაინტერესებული ვართ მხოლოდ იმით, რომ ინვესტორებმა იმუშაონ ჩვენს რეგიონში“, – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, სადაც დღეს თქვეს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ბათუმის პორტს მიზანმიმართულად აკოტრებს და პორტის ხელში ჩაგდებას ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია ცდილობს. ზურაბ პატარაძე: „ეს არის აბსურდული განცხადება, უსაფუძვლო და პროვოკაციული. მინდა შევახსენო მათ, …
Tag Archives: ზურაბ პატარაძე
სოსო გოგიტიძის ახლობლის წერილი ზურაბ პატარაძეს – მორიგება ჩამორთმეულ ქონებაზე
„ბათუმელების“ მიერ დღემდე მოპოვებული დოკუმენტები და სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდა, რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ მსჯავრდებულ სოსო გოგიტიძის დისშვილისთვის დაებრუნებინა ბიძისთვის ჩამორთმეული ქონება. მით უფრო, რომ თავდაპირველად სწორედ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სთხოვდა სასამართლოს, არ დაეკმაყოფილებინა ცეცხლაძის მოთხოვნა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2006 წელის 15 აგვისტოს სოსო გოგიტიძეს ადამიანის გატაცების …
Continue reading “სოსო გოგიტიძის ახლობლის წერილი ზურაბ პატარაძეს – მორიგება ჩამორთმეულ ქონებაზე”
ზურაბ პატარაძის მეგობარი პირსის, პლაჟსა და მიწის ნაკვეთებს ითხოვს – მერია თანახმაა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეგობრის, ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის კომპანია ბათუმის ზღვისპირა პარკში რესტორან „სანრემოს“ მიმდებარედ არსებულ პლაჟს, რამდენიმე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას, იჯარის წესით, 2067 წლამდე ვადით ითხოვს. 2017 წლის შემოდგომამდე ამ ტერიტორიის ნაწილი კომპანია „ხიდი 2006“-ს ჰქონდა იჯარით აღებული. კომპანია „ხიდი 2006“, რომელსაც რესტორან „სანრემოს“ შენობა იჯარით ჰქონდა აღებული, ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წლის ოქტომბერში …
ბათუმში ელექტროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება
აჭარის მთავრობის ვიზიტი ჩინეთის ქალაქ სიანიანში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად, 25-26 მარტს სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ზურაბ პატარაძე და ლაშა კომახიძე ჰუბეის პროვინციის ქალაქ სიანიანის მუნიციპალური მთავრობის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას სიანიანის მუნიციპალური მთავრობის მერი, მუნიციპალური პარტიის კომიტეტის მდივანი, მერის მოადგილე, მთავრობის მდივანი, სიანიანის საგარეო …
Continue reading “ბათუმში ელექტროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება”
წყავროკელ რუსუდან რომანაძეს ელექტროეტლი ზურაბ პატარაძემ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გადასცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან ერთად, სოფელ წყავროკაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რუსუდან რომანაძეს ელექტროსავარძელი გადასცა. აჭარაში ჯანდაცვის სამინისტრო „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს ელექტროსავარძელ-ეტლები გადაეცემა. ერთ-ერთი ასეთი გადაადგილების საშუალება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 28 წლის რუსუდან რომანაძეს გადაეცა. „მისასალმებელია, რომ …
ზურაბ პატარაძე: მახუნცეთის ჩანჩქერთან სასტუმროების მშენებლობა იგეგმება
მახუნცეთის ჩანჩქერთან ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. არიან თუ არა ამ ადგილით დაინტერესებული ინვესტორები და იგეგმება თუ არა მოსახლეობის განსახლება ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიიდან? ჰკითხა „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს 3 მარტს, ქედაში. ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროების მშენებლობაა დაგეგმილია. რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის განსახლებას, ზურაბ პატარაძე ამას არ გამორიცხავს. „მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია …
Continue reading “ზურაბ პატარაძე: მახუნცეთის ჩანჩქერთან სასტუმროების მშენებლობა იგეგმება”
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე სასწორებს დააყენებენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომობილების ტვირთის სიმძიმის გასაკონტროლებლად, უახლოეს პერიოდში, სპეციალურ სასწორებს დააყენებენ და იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილები ცენტრალურ საავტომობილო გზაზე კანონით განსაზღვრულ ტვირთის ზღვრულ ნორმას გადააჭარბებენ, დაჯარიმდებიან. ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე ინერტული მასალის მომპოვებელ კომპანიებს მდინარის სანაპიროდან ამოღებული მძიმე ტვირთი ყოველდღიურად გადააქვთ, ტვირთის სიმძიმეს კი, არავინ აკონტროლებს. „მართალაც …
Continue reading “ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე სასწორებს დააყენებენ”
აჭარა ქვემო სილეზიის სავოევოდოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდა
თანამშრომლობის მოკლე მიმოხილვა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას ბოლო წლებია სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში გამორჩეულ ადგილს იკავებს რეგიონული თანამშრომლობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სილეზიისა და ქვემო სილეზიის სავოევოდოებს შორის. თანამშრომლობის ფარგლებში დამეგობრდნენ ქალაქები და კურორტები, ამოქმედდა გაცვლითი საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები, ჩამოყალიბდა მჭიდრო ურთიერთობები ჯანდაცვის მიმართულებით, გადამზადდნენ ადგილობრივი ექიმები და მედდები, …
Continue reading “აჭარა ქვემო სილეზიის სავოევოდოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდა”
ენმ-ი სოსო გოგიტიძის ჩამორთმეული ქონების მისი დისშვილისთვის დაბრუნებას ეხმაურება
დღეს, 26 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რეზო ხარაზმა, ბათუმში ასლან აბაშიძის ცოლისძმის და მისივე ხელისუფლების უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის ყოფილ ქონებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ქონება, რომელიც უშიშროების ყოფილ მინისტრს სახელმწიფომ ასლან აბაშიძის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჩამოართვა, 2016 წლის 29 დეკემბერს, სოსო გოგიტიძის დისშვილს, ენვერ ცეცხლაძეს სასამართლო განჩინებით სახელმწიფომ დაუბრუნა. ამის შესახებ „ბათუმელები“, 23 თებერვალს წერდა. …
Continue reading “ენმ-ი სოსო გოგიტიძის ჩამორთმეული ქონების მისი დისშვილისთვის დაბრუნებას ეხმაურება”
ზურაბ პატარაძე ახალი მეჩეთის მშენებლობაზე: შეთანხმება ზეპირსიტყვიერად მიღწეულია
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე განმარტება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გააკეთა. დღეს, 20 თებერვალს, სასამართლო პროცესი ბათუმის მერიის მოთხოვნით გადაიდო. მერიამ მუსლიმ თემთან მოლაპარაკების მზადყოფნა გამოხატა. „შეთანხმება ზეპირსიტყვიერად ფაქტობრივად მიღწეულია,“ – ამბობს ზურაბ პატარაძე, თუმცა მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს არ დააკონკრეტა, რომელ მხარეებს შორის შედგა შეთანხმება და გასცემს თუ არა მერია მშენებლობის ნებართვას ქალაქში ახალი მეჩეთის …
Continue reading “ზურაბ პატარაძე ახალი მეჩეთის მშენებლობაზე: შეთანხმება ზეპირსიტყვიერად მიღწეულია”
პატარაძის განმარტება ასლან აბაშიძის გარემოცვისთვის k2-ის შუამდგომლობაზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მანამ, სანამ იმის შესახებ განაცხადებდა, რომ დღეიდან k2-ზე [მშენებლობის დაგეგმილზე მეტით სიმაღლეში გაზრდა] შუამდგომლობის გაცემას აღარ გეგმავს და ამ ფუნქციას მთლიანად ბათუმის მერიას უბრუნებს, უკვე გაცემულ შუამდგომლობებზე განმარტა. ზურაბ პატარაძის თქმით, ეს იყო მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის შუამდგომლობები და არ იყო „მითითება, ბრძანება ან კარნახი“, რომ მათი შესრულება სავალდებულო ყოფილიყო. მეორეს მხრივ კი, მან თქვა, რომ …
Continue reading “პატარაძის განმარტება ასლან აბაშიძის გარემოცვისთვის k2-ის შუამდგომლობაზე”
ზურაბ პატარაძე K2-ის შუამდგომლობაზე უარს ამბობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, დღეს, 20 თებერვალს, ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა, რომ უარს ამბობს K2 კოეფიციენტის შუამდგომლობის მოთხოვნის უფლებაზე, რისი საშუალებაც მას, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ჰქონდა. K2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია, რომელიც შენობის სიმაღლეს განსაზღვრავს. „ამ საკითხს მერია გადაწყვეტს“, – თქვა ზურაბ პატარაძემ და დასძინა, რომ აჭარის მთავრობა პროცესებს გარედან გააკონტროლებს. …
Continue reading “ზურაბ პატარაძე K2-ის შუამდგომლობაზე უარს ამბობს”
ზურაბ პატარაძემ ბიზნესმენებს ქონება პირდაპირ გადასცა, მათ შორის თავის მეგობარს
შპს „გთმ გროუპმა“ 5000 კვადრატული მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთი პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, 85 250 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით შეისყიდა. გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით გადაცემაზე ზურაბ პატარაძემ მიიღო [ბრძანება #258 7/12/2017]. შპს „გთმ გროუპი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეგობრის, ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიაა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებთან“ თავად ზურაბ პატარაძემ დაადასტურა. „აჭარა პატარა რეგიონია და …
Continue reading “ზურაბ პატარაძემ ბიზნესმენებს ქონება პირდაპირ გადასცა, მათ შორის თავის მეგობარს”
ყაზბეგის ქუჩაზე კორპუსები სიმაღლეში გაიზრდება – პატარაძის ოთხი შუამდგომლობა
სამშენებლო კომპანია „ბათმშენი 2007“ ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე, #17/19-ში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტი ცხრა სართულის მშენებლობას ითვალისწინებდა, თუმცა შესაძლოა ის სიმაღლეში კიდევ გაიზარდოს. პროექტის დადგენილზე მეტად სიმაღლეში გაზრდაზე [კ2 კოეფიციენტი] კომპანიას ბათუმის მერიასთან ზურაბ პატარაძემ უშუამდგომლა. ბათუმის მერისთვის მიწერილ შუამდგომლობის წერილში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წერს, რომ კომპანიამ ამ ადგილზე ახალი სახლის …
Continue reading “ყაზბეგის ქუჩაზე კორპუსები სიმაღლეში გაიზრდება – პატარაძის ოთხი შუამდგომლობა”
ზურაბ პატარაძე: სამინისტროების რაოდენობა აჭარაში შესაძლოა გაიზარდოს
საკონსტიტუციო ცვლილებებზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, საბოლოო მიღების შემთხვევაში, ახალი სამთავრობო უწყებების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე ამბობს, რომ სამთავრობო უწყებების შექმნაზე ინიციატივის დაყენების უფლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქვს, თუმცა ის ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდის მომხრე არ არის. დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, …
Continue reading “ზურაბ პატარაძე: სამინისტროების რაოდენობა აჭარაში შესაძლოა გაიზარდოს”
უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს
ჩაქვში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მრავალწლოვანი ცრუ ქაფურის 6 ხე 19 500 ლარად კომპანია „ზიმოს“ ზურაბ პატარაძემ მას შემდეგ მიჰყიდა, როცა ამ ხეების ამოღება უკვე დაწყებული იყო. ხეები ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. ხეების მოჭრა-ამოღებაზე „ბათუმელები“ მიმდინარე წლის 11 იანვარს წერდა. მას შემდეგ აჭარის მთავრობისგან ვითხოვდით დოკუმენტს, თუ რის საფუძველზე იღებდნენ მრავალწლოვან …
Continue reading “უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს”
ბათუმში სტადიონის მშენებლობა დაიწყო [ფოტო]
საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობას ბათუმში დღეს, 21 იანვარს, ჩაუყარეს საძირკველი. სტადიონი 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და მისი მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. სტადიონის საძირკვლის ჩაყრას ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „დღეს არის განსაკუთრებული გრძნობა, ყველანი ბედნიერები ვართ. ყველას გვიხარია ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა. ძალიან მალე, ორ წელიწადში მივიღებთ ახალ სტადიონს. დარწმუნებული ვარ, …
Continue reading “ბათუმში სტადიონის მშენებლობა დაიწყო [ფოტო]”
„პატარაძეს მიესჯება მილიონი ხის დარგვა“ – პერფორმანსი ხეების ჭრის წინააღმდეგ [ვიდეო]
დღეს, 15 იანვარს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ენმ-ის წევრების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი მთავრობის სახლის წინ ბენზოხერხებით და იმ ადგილზე გადაღებული ფოტოებით მივიდნენ, საიდანაც ბიძინა ივანიშვილს ხეები გადააქვს. მათი განცხადებით, ხეების გადატანის გამო გაჩეხილია 800-მდე მწვანე ნარგავი, დაზიანებულია გარემო, რაზეც ხელისუფლება არ რეაგირებს. „ამ ბენზოხერხების ხმა ისმის დღეს ქობულეთში, ჩაქვში, ციხისძირში, ბათუმში და ყველგან, მაგრამ …
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ენმ-ის ინიციატივაზე – ჩვენ შევისწავლით წინადადებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 300-ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დაწესების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გამოეხმაურა. „ჩვენ შევისწავლით წინადადებას, შესაძლებლობის და საჭიროების შემთხვევაში დამატებით მივიღებთ ზომებს. თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღეს აჭარაში მუშაობს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები. ის პროგრამები, რომელიც დღეს მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებულად სხვადასხვა სამინისტროში, მათ შორის ჯანდაცვის …
Continue reading “აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ენმ-ის ინიციატივაზე – ჩვენ შევისწავლით წინადადებას”
საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ქედაში ცხოვრობს
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეტყეში მცხოვრებ თურმანიძეების ოჯახს ესტუმრა, ხასან და ზექიე თურმანიძეების უხუცეს წყვილს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა. ,,დღეს თურმანიძეების ოჯახს ვსტუმრობდით და საქართველოში ყველაზე ხანდაზმულ წყვილს დამდეგი შობა–ახალი წელი მივულოცეთ. თურმანიძეების ოჯახი სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ოჯახების ნათელი მაგალითია, რომლებმაც …
Continue reading “საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ქედაში ცხოვრობს”
კიდევ ერთხელ ზონალური საბჭოს დათხოვნაზე – ზურაბ პატარაძის „უახლესი პერიოდის გეგმები“
დღეს, 19 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სხვა საკითხებთან ერთად ზურაბ პატარაძე შეეხო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს დათხოვნის შესახებ მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას: „თქვენ იცით, რომ დედაქალაქში საერთოდ გაუქმდა ზონალური საბჭო. გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ექსპერტებთან. თუ ეს საბჭო გააგრძელებს მუშაობას ამ ფორმით, ჩვენ მზად ვართ მასში …
24 დეკემბერს გომარდულს, სავარაუდოდ, გახსნიან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, სავარაუდოდ კვირის ბოლოს, 24 დეკემბერს აჭარის მთავრობა ზამთრის კურორტ „გომარდულის“ გახსნას გეგმავს. ზურაბ პატარაძის თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რაც კურორტს საგადასახადო ვალდებულებებისგან ათავისუფლებს და მისი გახსნის შესაძლებლობას იძლევა. სააქციო საზოგადოება „გომარდული“ საგადასახადო დავალიანებების გამო დაყადაღებული იყო. დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს აჭარის მთავრობამ მიმართა. „სანაცვლოდ ინვესტორთა ჯგუფი იქ უზრუნველყოფს გარკვეული სამუშაოების ჩატარებას, …
Continue reading “24 დეკემბერს გომარდულს, სავარაუდოდ, გახსნიან “
შევინარჩუნებ ინტრიგას – ბათუმის მერი ქალაქის საახალწლო სამზადისზე
როგორი საახალწლო განათება ექნება წელს ბათუმს – ამ საკითხით დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაინტერესდა. მან სთხოვა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ინფორმაცია საახალწლო განათებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ბათუმის მერის ინფორმაციით, საახალწლო განათებასთან დაკავშირებული სამონტაჟო სამუშაოები 25 დეკემბერს უნდა დასრულდეს. საერთო ჯამში 37 ქუჩაზე დაამონტაჟებენ საახალწლო განათებებს. აქედან 111 ახალი კონსტრუქცია იქნება, …
Continue reading “შევინარჩუნებ ინტრიგას – ბათუმის მერი ქალაქის საახალწლო სამზადისზე”
აჭარის განათლების მინისტრი სკოლებში სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე
აჭარის განათლების მინისტრის, ინგა შამილიშვილის ინფორმაციით, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამინისტროსთან ერთად, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შეამოწმა აჭარაში მოქმედი ყველა სკოლა, მათ შორის კერძო სკოლები. ამის შემდეგ სკოლების ხელმძღვანელებს გადაეცათ განკარგულება, სადაც გაწერილია კონკრეტული საჭიროებები, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მინისტრის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეთვალყურეობით სასწავლო განგაში ჩატარდა ორ სკოლაში. ბევრი სკოლა კი ამ …
Continue reading “აჭარის განათლების მინისტრი სკოლებში სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე”
ენმ: აჭარის მთავრობა სარესტორნო ხარჯებს მალავს
„აჭარის მთავრობა მალავს ინფორმაციას სარესტორნო ხარჯების შესახებ,“ – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძროაბის“ წევრი, ლაშა ადამია. მან დღეს ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ აჭარის მთავრობის აპარატმა მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა ბიუჯეტის ხარჯზე გამართული სადილების და ვახშმების შესახებ. „ჩვენ გამოვითხოვეთ ყველა სამართლებრივი აქტი იმისთვის, რომ გაგვეგო, ვისთვის გაიმართა ეს შეხვედრები, რა მიზანი ჰქონდა კონკრეტულ ვახშამს. მოგვაწოდეს …
Continue reading “ენმ: აჭარის მთავრობა სარესტორნო ხარჯებს მალავს”
რა უთხრა დახურულ კარს მიღმა პატარაძემ ბიზნესმენებს – შეხვედრა სახანძრო უსაფრთხოებაზე
სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბიზნესმენებს სასტუმრო „რედისონში“, დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრას არ დასწრებია სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯმენტი. „ჩვენ მოვუწოდეთ ბიზნესსექტორს, რომ ჩაატარონ ტრენინგები,“ – თქვა ზურაბ პატარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. „ჩვენ მოვისმინეთ ბიზნესსექტორიდან რა ვითარება არის, მოვუწოდეთ მათ, რომ ჩაატარონ წვრთნები პერმანენტულად და მოხდეს პერსონალის გადამზადება. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ იმოქმედებს კრიტიკულ სიტუაციებში …
ზურაბ პატარაძე ზონალური საბჭოს დათხოვნას არ ჩქარობს
ერთი თვის წინ, 31 ოქტომბერს, პრივატულ შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ორგანიზაცია „ბათომს“ შეჰპირდა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს დაითხოვდა და ახალ საბჭოს დარგის სპეციალისტებით დააკომპლექტებდა. „ბათომში“ მიიჩნევენ, რომ საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული საბჭო ვერ მიიღებს კვალიფიციურ გადაწყვეტილებებს ძეგლებთან მიმართებაში, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, საბჭოს წევრებს დარგთან მხოლოდ ირიბი შეხება აქვთ. ორგანიზაციაში თვლიან, რომ ამ …
Continue reading “ზურაბ პატარაძე ზონალური საბჭოს დათხოვნას არ ჩქარობს “
დავით სერგეენკომ ხანძრის შედეგად დაშავებული პირები მოინახულა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბათუმში „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული პირები საავადმყოფოში მოინახულა. მინისტრის გარდა საავადმყოფოში მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს ამ დროისთვის დაშავებული ოთხი პაციენტი გადის. აქედან, ორი პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ორი პაციენტი კი კლინიკა „მედცენტრში“. …
Continue reading “დავით სერგეენკომ ხანძრის შედეგად დაშავებული პირები მოინახულა”
პატარაძე „ლეოგრანდში“ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით: კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა
დღეს, 25 ნოემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გუშინ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე დროა, ყველა ძალიან ვღელავთ, მძიმე წუთებია ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქელებისთვის და მინდა ყველას მივუსამძიმრო, მართლაც დიდი ტრაგედია. გამოძიება დაწყებულია, ახლახანს დავასრულე საუბაში შს სამინისტროს და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან, გავმართეთ სამუშაო შეხვედრა. არის ძალიან ბევრი …
ართვინის გუბერნატორი: საბაჟოზე ინციდენტის გამო თანამშრომლების ნაწილი გათავისუფლებულია თანამდებობებიდან
„მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლის ფარგლებშიც, ინციდენტის მონაწილე თანამშრომლების ნაწილი გათავისუფლებულია თანამდებობებიდან, ხოლო ნაწილი – სხვა ლოკაციაზეა გადაყვანილი“ – განაცხადა დღეს, 16 ნოემბერს, ართვინის გუბერნატორმა ომერ დოღანაიმ იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტსა და თურქ მებაჟეებს შორის. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით თურქეთში, ართვინის გუბერნიაში სამუშაო ვიზიტით მთავრობის თავმჯდომარე …
ზურაბ პატარაძე: გზების მოვლაზე პასუხისმგებელ კომპანიებზე კონტროლი გამკაცრდება
კითხვაზე, რამდენად მომზადებული ხვდება ხელისუფლება მოახლოებულ ზამთარს და უხვი ნალექის შემთხვევაში რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მოსახლეობას აჭარის მთაში? იქნება თუ არა ცენტრალური საავტომობილო გზების ჩაკეტვისა თუ შუქის გათიშვის შემთხვევებში? აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პასუხობს, რომ გზების მოვლა – პატრონობაზე პასუხისმგებელ კომპანიების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლის მექანიზმი გამკაცრდება: „წელს მაქიმალურად გამკაცრდება კონტროლის მექანიზმი, აღმასრულებელი ხელისუფლება და საკრებულოების …
Continue reading “ზურაბ პატარაძე: გზების მოვლაზე პასუხისმგებელ კომპანიებზე კონტროლი გამკაცრდება”
პატარაძე ზონალური საბჭოს შეცვლას აპირებს – როგორ დასრულდა შეხვედრა „ბათომთან“
დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა დღეს, 31 ოქტომბერს, შეხვედრა საზოგადოება „ბათომსა“ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შორის. შეხვედრაზე, რომელიც საზოგადოება „ბათომის“ თხოვნით გაიმართა, ზონალური საბჭოს დაკომპლექტებაზე იყო საუბარი. კულტურული მემკვიდრეობის დამცველები მიიჩნევენ, რომ უნდა შეიცვალოს ზონალური საბჭოს დაკომპლექტების და გადაწყვეტილების მიღების წესი, რადგან ამჟამად საბჭო საჯარო მოხელეებისგანაა დაკომპლექტებული და არა – სპეციალისტებისგან, რაც, არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების …
Continue reading “პატარაძე ზონალური საბჭოს შეცვლას აპირებს – როგორ დასრულდა შეხვედრა „ბათომთან“”
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 2018 წლის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება
სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზანია, სრულფასოვანი განათლება ყველა მოსწავლემ თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღოს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამით კაპრეშუმის საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. 2017 წლის 26 თებერვალს სოფელ კაპრეშუმში სკოლის მშენებლობის კაფსულა აჭარის მთავრობის …
Continue reading “სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 2018 წლის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება”
ზურაბ პატარაძე ჰომოფობიაზე: არ ვიცნობ გურამ კაშიას და კომენტარს არ გავაკეთებ
როგორია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამოკიდებულება ფეხბურთელ გურამ კაშიას ქმედებაზე, როცა მან ლგბტ თემის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და არაძალადობრივ კამპანიაში ჩაერთო – ზურაბ პატარაძეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ მთავრობის სხდომის შემდეგ დაუსვა. ჰომოფობიაზე საუბრის ნაცვლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აქცენტის გაკეთება ახალ სტადიონზე ამჯობინა. „მე, ზოგადად, მიყვარს სპორტი. ბათუმში აშენდება არაჩვეულებრივი სტადიონი და იქ ძალიან კარგი თამაშები ჩატარდება. შესაბამისად, …
Continue reading “ზურაბ პატარაძე ჰომოფობიაზე: არ ვიცნობ გურამ კაშიას და კომენტარს არ გავაკეთებ”
საზოგადოება „ბათომი“ ზურაბ პატარაძეს შეხვდება
დღეს, 31 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, საზოგადოება „ბათომის“ წევრებს შეხვდება. შეხვედრის მიზანი ზონალური საბჭოს დაკომპლექტების წესის განხილვაა. „ბათომის“ წევრები მიიჩნევენ, რომ ზონალური საბჭო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარედ არსებულ შენობებზე დაშენების, მიშენების ან ახალი პროექტების განხორციელებაზე გასცემს ნებართვებს, დაკომპლექტებულია მერიისა და სამინისტროებში მომუშავე ჩინოვნიკებით და არა – პროფესიონალებით, რამაც, ურბანული თვალსაზრისით, მძიმე შედეგები მოუტანა ქალაქს. …
Continue reading “საზოგადოება „ბათომი“ ზურაბ პატარაძეს შეხვდება”
2013-2017 წლებში აჭარაში 42 ახალი ბაღი აშენდა
ბოლო წლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. ახალი საბავშვო ბაღები გაჩნდა ისეთ სოფლებშიც, სადაც სკოლამდელი დაწესებულების სივრცეები არასოდეს ყოფილა. სულ აჭარაში 112 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, მათგან ბოლო 4 წელიწადში 42 ბაღი აშენდა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 50-მდე ბაღს. [red_box]19 ოქტომბერს ბათუმში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი გაიხსნა[/red_box] …
Continue reading “2013-2017 წლებში აჭარაში 42 ახალი ბაღი აშენდა”