მთავარი,რეკლამა,სიახლეები

სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 2018 წლის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება

31.10.2017
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 2018 წლის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება

სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზანია, სრულფასოვანი განათლება ყველა მოსწავლემ თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღოს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამით კაპრეშუმის საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. 2017 წლის 26 თებერვალს სოფელ კაპრეშუმში სკოლის მშენებლობის კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ჩააგდეს. თანამედროვე სტანდარტების ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება მალე უმასპინძლებს პატარებს. სკოლა 300 ბავშვზეა გათვლილი. მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ საკლასო ოთახებში. სკოლაში იფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტი.

კაპრეშუმის სკოლის სპორტ დარბაზი

წლების განმავლობაში კაპრეშუმის საჯარო სკოლაში შეუსაბამო გარემოში ტარდებოდა სასწავლო პროცესი. პროექტის მიხედვით სოფელ კაპრეშუმში აშენდა ორსართულიანი სკოლა, რომელსაც აქვს ცენტრალიზებული გათბობა, სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 911 002 ლარს. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია.

ამ პერიოდისთვის მიმდინარეობს სკოლის შიდა და გარე ფასადის სამღებრო და ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოების დასკვნითი ეტაპი. სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით.

აგარის საჯარო სკოლა

მიმდინარე წელს დასრულდა ხულოს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელ აგარაში ახალი სკოლის მშენებლობა, სადაც აშენდა 4-სართულიანი შენობა სპორტული დარბაზით. შენობა გათვლილია 200 მოსწავლეზე. შენობაში მოეწყო საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული კაბინეტები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი და სპორტდარბაზი, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. შენობა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. მალე შუახევის მუნიციპალიტეტში გაიხსნება ახალაშენებული ფურტიოს საჯარო სკოლა.  სკოლა გამოირჩევა არასტანდარტული, თანამედროვე არქიტექტურით.

სარფის სკოლა, მაკეტი

2017 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დასრულდა 3 საჯარო სკოლისა და დაიწყო სარფის საჯარო სკოლის მშენებლობა. სარფში სამსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა 250 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლის მშენებლობას 2017 წლის 1 სექტემბერს ჩაეყარა საფუძველი. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ახალი სკოლის გახსნას მთელი სოფელი ელოდება. პედაგოგები მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეთა კონტინგენტის გაზრდასაც ელოდებიან.

სარფის საჯარო სკოლის კაფსულის ჩაგდება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აჭარის მთავრობის დაფინანსებით ხუთივე მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარა 37 საჯარო სკოლას. რეგიონში გრძელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

[highlight color=”red”]2018 წელს იგეგმება 10 ახალი სკოლის მშენებლობა და 25 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია[/highlight]

აჭარის მთავრობა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: