„მე დიასპორა არ ვარ“ – რატომ არ ესმის პარლამენტს ეთნიკური უმცირესობების

დღეს, 18 მარტს, საქართველოს პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები – სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობა, საპროტესტო აქციას გამართავს სლოგანით – „მე დიასპორა არ ვარ“. 16 მარტს საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შექმნა. პროტესტი სწორედ დეპუტატების ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ეს კომიტეტი სხვადასხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს განიხილავს როგორც დიასპორას. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია …

ეთნონაციონალიზმის წახალისება – რატომ შეუქმნა უმცირესობებს პარლამენტმა დიასპორების საბჭო 

საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს შექმნის იდეა, როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, პარლამენტის წევრ რიმა ბერაძეს ეკუთვნის, რომელიც ამ საბჭოს უხელმძღვანელებს. ოდიშარიამ საბჭოს დაარსების შესახებ განცხადების გაკეთებისას აღნიშნა, რომ შესაძლოა ამ საბჭოს შექმნამ გამოიწვიოს დისკუსია და „ვიღაცისთვის შეიძლება გახდეს თემა“. სოციალურ ქსელებში მართლაც …

21 წლის სტუდენტი, რომელიც მარნეულში ახალგაზრდებს ქართულს ასწავლის

არზუ ბაირამოვა 21 წლისაა. მარნეულში, სოფელ კასუმლოში ცხოვრობს. ამბობს, რომ საქართველოში დაიბადა, აქ დაამთავრა სკოლაც, ახლა ილიას უნივერსიტეტში სამართალს სწავლობს, კარგად ფლობს ქართულ ენას. არზუ მარნეულში დედასთან, ბებიასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობს. „ქართულად ჩემი დაც კარგად საუბრობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და სოციოლოგიას სწავლობს. ჩვენ არ გვისარგებლია 1+4-ის პროგრამით, რომელიც  ეთნიკური უმცირესობებისთვის არის შექმნილი. სიმართლე …

როგორც ცხოვრობენ ქობულეთელი ბოშები უმუშევრად და უკომპენსაციოდ 

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში 250-მდე ბოშა ცხოვრობს. მათი მდგომარეობა პანდემიაში საქართველოს დანარჩენ მოსახლეობაზე მეტად რთულია – კულტურული, ენობრივი თუ ეკონომიკური იზოლაციის გამო. ბოშები ბოლო წლების განმავლობაში ვაჭრობით ირჩენდნენ თავს. 2008 წლიდან ბოშა ბავშვებმა სკოლაშიც დაიწყეს სწავლა. ახლა კი, როცა სწავლება დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, უფროსკლასელი ბოშებიდან გაკვეთილებს თითქმის ვეღარავინ ესწრება სმარტფონისა და კომპიუტერის უქონლობის გამო. ბავშვებს შინ …

გელაურელი ბოშების ბუნდოვანი მომავალი – შიმშილი პანდემიაში

„სხვა რამის კეთება არ შეუძლიათ, მოწყალების თხოვნით ცხოვრობენ“, „მოსწონთ ასე ცხოვრება“, „თვალის ასახვევად ითხოვენ ფულს, სინამდვილეში მდიდრები არიან“ – ეს იმ სტერეოტიპული წარმოდგენების არასრული ჩამონათვალია, რაც საქართველოში ბოშებზე აქვთ. ქობულეთში 250-მდე ბოშა ცხოვრობს კომპაქტურად დასახლებულ თემში. დაბნეულობა, შიში, გაჭირვება, გაუცხოება, კულტურული და ეკონომიკური იზოლაცია, ოჯახების ტრაგიკული ისტორიები – ეს არის ის, რასაც ბოშების მიკროსამყაროში შებიჯებისთანავე …

ხუდია ბორჩალოელი – მეფე ერეკლეს ყველა ბრძოლის თანამგზავრი ქართველი აზერბაიჯანელი

საქართველოს ისტორიაში თითქმის არაფერი წერია ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების როლზე ქვეყნის მშენებლობაში. ისტორიის სახელმძღვანელოებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო მხოლოდ ეთნიკური ქართველების სამშობლო იყო, რაც არ არის სიმართლე. აგრესიულად განწყობილი ადამიანების ჯგუფები დღესაც არ უშვებენ ხელსაყრელ მომენტს, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ეპითეტებით მოიხსენიონ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები. მათ ხშირად მოუწოდებენ, რომ დროა წავიდნენ თავიანთ „სამშობლოში“. დღეს …

არაქართულენოვან სკოლებს სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიას სთავაზობენ

არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამომცემლობები გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე უფასო წვდომას სთავაზობენ. მაგალითად, მე-5-დან მე-6 კლასის ჩათვლით ხელმისაწვდომი იქნება  გამომცემლობა „კლიოს“ ხელოვნების სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე და ამავე გამომცემლობის „ჩვენი საქართველო“, იმავე კლასებისთვის. გამომცემლობა სიდის „მე და საზოგადოება“ მე-3-მე-4 კლასებისთვის, გამომცემლობა „ინტელექტის“ მუსიკა მე-5 და მე-6 კლასებისთვის და მათემატიკა …

დაგვიანებული ტელეგაკვეთილები ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 13 აპრილს, ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელეგაკვეთილები დაიწყება. „სატელევიზიო გაკვეთილები განკუთვნილი იქნება ყველა კლასის მოსწავლისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების ტელეგაკვეთილები ჩატარდება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. „ტელესკოლა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი – განათლება“ ეთერით მოსწავლეებისთვის 30 მარტიდან …

„ძალიან გვწყინს, როცა წერენ, „წავიდნენ თავიანთ აზერბაიჯანში“ – სიძულვილის კამპანია FB-ში

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში იმატა ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებმა. აქტივისტები, რომლებმაც ფეისბუქში სიძულვილის ენის საპასუხოდ კამპანია წამოიწყეს, ამბობენ, რომ სოციალურ ქსელებში იწერება უამრავი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი კომენტარი. ამის საპასუხოდ, აქტივისტები და მხარდამჭერები კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში აზიარებენ ტექსტს …

RAYON – ახალგაზრდების სათქმელი მარნეულიდან

„რაიონი“ სამოყვარულო კამერით გადაღებული 24-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელშიც მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებია ნაჩვენები. ფილმს სამი თვის განმავლობაში იღებდნენ ახალგაზრდები ნათხოვარი კამერით და მოყვარული მსახიობებით. ფილმის შემქმნელებიც და მსახიობებიც მარნეულში ცხოვრობენ, მაგრამ სტუდენტები არიან – თბილისში სწავლობენ. ფილმი 23 წლის სტუდენტმა, ელმარ ხალილოვმა გადაიღო  თავის ძმასთან და მეგობრებთან ერთად. სცენარის ავტორი და რეჟისორიც ელმარ ხალილოვია. „რაიონი“ …

როცა სოფლის სკოლაში მიდიხარ სამუშაოდ და 16 წელი რჩები – წყვილის გზა ეროვნულ ჯილდომდე

„როცა პირველად წალკაში წავედი, სოფელში ჩასვლისას პირველი რაც გავიფიქრე, იყო ის, რომ რას წაიღებდნენ წლების შემდეგ აქედან ბავშვები. პატარა სოფელია – აიაზმა, აქ ბავშვებისთვის ისტორია და გეოგრაფია უნდა მესწავლებინა. რთული იყო განსხვავებულ კულტურულ თუ კლიმატურ გარემოში ცხოვრება, უცხო ადამიანებთან შეგუება და ერთი გაფიქრება გავიფიქრე კიდეც, რომ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი-მეთქი, თუმცა შემდეგ შემრცხვა ამ ფიქრების. უკან …

როგორ იცნობ ბოშებს? | ქვიზი

Batumelebi.ge  იწყებს კამპანიას “ბოშები გელაურიდან”. კამპანიის ფარგლებში გაეცნობით ქობულეთში, სოფელ გელაურში მცხოვრები ბოშების ყოველდღიურობას, საქმიანობას, ადათებს. თვალი გვადევნეთ და გაიგეთ მეტი.

ტროლები, რომლებიც საქართველოში ანტისომხურ განწყობას ქმნიან 

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ფეისბუქპოსტები, რომელთა მიზანიც ქართულ საზოგადოებაში ანტისომხური განწყობების გაღვივებაა. ხშირად ამგვარი ფეისბუქპოსტები ,,ფეიქგვერდებზე“ ვრცელდება და საზოგადოების დიდ ვნებათაღელვას იწვევს. როგორც წესი, „ფეიქგვერდები“ ისეთი თემებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როგორიცაა ქართული ტრადიციები, პატრიოტიზმი, ქართული სამზარეულო, ეროვნული ღირებულებები… – თემებით, რის მიმართაც ქართული საზოგადოების მგრძნობელობა მაღალია. მაგალითად, ფეისბუქგვერდმა – „ტრადიციები ჩვენი სიმდიდრეა“ 2019 წლის …

პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

8 აპრილს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება, რომელიც 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს: ტურიზმის,  მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და ა.შ. მიმართულებებით. სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტურიზმისა და  ტრანსპორტის მიმართულებებით მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ  …

როცა ქართულის შესასწავლად კილომეტრებს გადიხარ

ქართული ენის კარგად ცოდნა ეთნიკური უმცირესობებისთვის ინტეგრაციის გზაზე გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. როგორ დგამენ ამ ნაბიჯებს ისინი, რა გარემოებებს მიჰყავთ ენის ცოდნის აუცილებლობამდე და როგორია იმ ადამიანების გამოცდილება, ვინც შეძლო და ქართული ენა ზედმიწევნით კარგად ისწავლა. აინურ ახმედოვა, აიდან იუსუბოვა და ოქტაი ქაზუმოვი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები არიან. ქართულად კარგად საუბრობენ, თუმცა სამივე მათგანმა ენა ნელ-ნელა …

Exit mobile version