შეიქმნა გურიის ეროვნული პარკი

„გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი 2024 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევა. გურიის ეროვნული პარკი იქმნება ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი ჯამში 15 310 ჰექტარია. „ამ კანონის ძირითადი მიზნებია: უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის შექმნა; მოაწესრიგოს გურიის ეროვნული პარკის მართვისა და დაცვის, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების გამოყენების სამართლებრივი …

932 ათასი ლარი ფრინველებზე სათვალთვალო კოშკის ასაშენებლად ქობულეთში

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე, ფრინველებზე დაკვირვების სათვალთვალო კოშკის მშენებლობა იგეგმება. მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა 932 ათას 940 ლარით. სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს მომზადდა პროექტი, რომელიც ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ითვალისწინებს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯის, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას. „შემუშავებული სრული პროექტიდან სააგენტო გეგმავს მხოლოდ გადამფრენი …

სათაფლიაში მოძრავ დინოზავრებს დაამონტაჟებენ – სააგენტო ფასებს ადგენს

დაცული ტერიტორიების სააგენტო სათაფლიაში დინოზავრების მონტაჟს გეგმავს და ფასების დადგენის მიზნით, ბაზარს იკვლევს. ბაზრის შესწავლის შემდეგ კი, სააგენტო 6 დინოზავრის შეძენა-მონტაჟზე ტენდერს გამოაცხადებს. დინოზავრები მიახლოებისას უნდა რეაგირებდნენ ინფრაწითელი სენსორის მეშვეობით. სააგენტოს ინფორმაციით, დინოზავრების მიწოდების პარალელურად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი დამონტაჟება სათაფლიის აღკვეთილის ტერიტორიაზე [წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბანოჯა], შემსყიდველის მიერ შერჩეულ ლოკაციაზე. ტექნიკური დავალების მიხედვით: „თითოეული …

ჯიხვისა და მგლის შერკინება – როგორ გადაიღო კადრები ფოტოგრაფმა

5 ოქტომბერს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფეისბუქგვერდზე ნაკრძალში გადაღებული ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესხმის თავს მგელი ჯიხვს. იშვიათი კადრები ველური ბუნების ექსპერტმა, ნიკა ქერდიყოშვილმა გადაიღო. ნიკა ქერდიყოშვილი ზოოლოგია და ველურ ბუნებას იკვლევს. „ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, როგორ შეძლო ამ იშვიათი კადრების გადაღება. ნიკა ქერდიყოშვილმა გვითხრა, რომ ირმის მყვირალობის მილევის შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე წავიდა დასაკვირვებლად, აინტერესებდა, რა …

მსგავსი ტყეები და ტორფნარები მსოფლიოში არ არის – UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრების სტატუსი

მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, ასევე კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. რას ნიშნავს როცა გვაქვს ბუნება, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ არის? – „ბათუმელები“ მკვლევარს, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომელს, იზოლდა მაჭუტაძეს ესაუბრა. რამდენად მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიებისთვის UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება? მნიშვნელოვანია ის, რომ ამ …

ქობულეთში, კინტრიშის ხეობაში, საპიკნიკეები, ცხენების თავლა და სხვა ტურისტული ობიექტები მოეწყობა 

დაცული ტერიტორიების სააგენტო ქობულეთში, კინტრიშის ხეობის სოფლებში: ცხემვანში, ზერაბოსელსა და ხინოწმინდაში სხვადასხვა ტიპის ტურისტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას გეგმავს. ობიექტები კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსდება, რისთვისაც ტენდერი 139 500 ლარით არის გამოცხადებული. განმარტებითი ბარათის მიხედვით: [highlight color=”red”]სოფელ ცხემვანში[/highlight] გათვალისწინებულია: ორი საპიკნიკისა და ცხენების თავლის მშენებლობა. ასევე არსებული სველი წერტილის რეაბილიტაცია. თავლის პროექტი ითვალისწინებს …

გარეული ღორი კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე [ვიდეო]

გარეული ღორის ვიდეოს, რომელიც კინტრიშის დაცული ტერიტორიის ფოტომახეში მოხვდა დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფოტომახეში მოხვედრილი ღორი ტალახის აბაზანების მოყვარულია. ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე განთავსებულ ფოტოხაფანგებში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარეული ცხოველია დაფიქსირებული, მათ შორის ფოცხვერი, ნიამორი, ირემი, კვერნა და ა.შ. მაგალითად ნოემბერში, მტირალას ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა ფოცხვერის გარდა მურა დათვიც დააფიქსირა. See more …

ყველაზე მეტი მნახველი პრომეთეს მღვიმეში – ვიზიტორთა სტატისტიკა დაცულ ტერიტორიებზე

საქართველოში დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტი მნახველი, 2019 წლის პირველ ნახევარში, პრომეთეს მღვიმეს ეწვია – 74 289 ვიზიტორი იანვრიდან-ივნისის ჩათვლით პერიოდში. დაცული ტერიტორიის სააგენტოს მონაცემებით, 20 დაცული ტერიტორიიდან, ამავე პერიოდში, ვიზიტორთა რაოდენობით მეშვიდე ადგილზეა მტირალას ეროვნული პარკი – 25 616 ვიზიტორით; მეთორმეტე ადგილზეა ქობულეთის დაცული ტერიტორიები – 5 229 ვიზიტორი; მეთხუთმეტე ადგილზე მაჭახელას ეროვნული პარკი – …

რა შედეგები გამოიწვია დაცულ ტერიტორიებზე ფასების გაზრდამ

დაცული ტერიტორიების სააგენტომ დასავლეთ საქართველოში მდებარე დაცულ ტერიტორიებსა და მღვიმეებში შესასვლელი ბილეთის ფასი გაზარდა. 3 მაისიდან ტურისტებს უკვე გაზრდილი ფასის გადახდა უწევთ. ბილეთების გაძვირება გააპროტესტეს გიდებმა და ტურისტულმა კომპანიებმა, თუმცა უშედეგოდ. დაცული ტერიტორიების სააგენტო ფასის შემცირებას არ აპირებს. გიდებს კი წინასწარ გაყიდულ ტურებზე, ბილეთების გაზრდილი ფასის გამო თანხის დამატება უწევთ. სოციალურ ქსელში, პროფესიულ ჯგუფებში ორი …

რომელი ქვეყნებიდან გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა დაცულ ტერიტორიებზე

დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14 პროცენტით მეტია. ვიზიტორთა 52 პროეცენტი ქართველია, ხოლო 48 პროცენტი უცხოელი. სააგენტოს ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 27 პროცენტით გაიზარდა. საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: გერმანიიდან • პოლონეთიდან …

მარტვილის კანიონს შვიდ თვეში 86 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია

მარტვილის კანიონი ბუნების ძეგლია და იგი სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კანიონის სიგრძე 2400 მეტრია, ჩაჭრის სიღრმე კი – 20-30 მეტრი. კანიონში ორ ადგილზე შემონახულია კირქვის ბუნებრივი ხიდები, შუა წელში წარმოიშობა 12-15 მეტრი სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი ჩანჩქერი ცნობილია „დადიანების საბანაოს“ სახელით. აქ ჩასასვლელად კირქვის დიდი კვადრატებისგან აშენებულ კიბეს უნდა ჩაუყვეთ. ქვით მოკირწყლული წრიული საფეხმავლო …

რატომ ზრდის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო თანხას ყოველწლიურად

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გასულ წელს სხვადასხვა ქვეყანაში აჭარის რეკლამირებისთვის ბიუჯეტიდან 5 165 000 ლარი დახარჯა, წელს ამისთვის 6 მილიონ 720 ათასი ლარია გათვალისწინებული, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, რეგიონის რეკლამირებისთვის 7 270 000 ლარი დაიხარჯება. სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალი წელსაც თითქმის უცვლელია. სიახლე მხოლოდ ერთია –  ტურიზმის დეპარტამენტი დიდი ბრიტანეთში იწყებს სარეკლამო კამპანიას. სამიზნე ქვეყნების …

შქერის ყვავილობა მტირალას ნაკრძალში

მტირალას პარკში აპრილი-ივნისი ენდემური მცენარეების, პონტოსა და უნგერნის შქერის ყვავილობის პერიოდია. ამ დროს იწყებენ ტურისტები მტირალას ტყის მონახულებას. პონტოსა და უნგერნის შქერის ყვავილებს ღია და მუქი ვარდისფერი, ხანაც იისფერი შეფერილობა აქვს. უნგერნის შქერი, იგივე როდოდენდრონი (Rhododendron ungerni),  მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიებზეა გავრცელებული. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე მოყვავილე შქერი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი საქართველოს …

საოჯახო რესტორანი მტირალაზე

გაზაფხული საუკეთესო პერიოდია ლაშქრობების დასაგეგმად და დროის ბუნებაში გასატარებლად. ბათუმთან ახლოს მდებარე მტირალას პარკი ერთ-ერთი ადგილია, რომლის სიკეთეებითაც სარგებლობა არც ძალიან ძვირი ღირს და არც შორსაა. ბათუმის ავტოსადგურიდან ზუსტად მტირალას პარკის შესასვლელამდე კვირაში ორჯერ მოძრაობს სამარშრუტო ტაქსი: ორშაბათსა და პარასკევს. ტრანსპორტი ბათუმიდან 7:50-ზე გადის და პარკიდან იმავე დღეს, საღამოს 9 საათზე ბრუნდება უკან. მტირალას პარკი საუკეთესო …

ქობულეთში ვიზიტორთა ახალი ცენტრი გაიხსნა

ქობულეთში, ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ახალი ცენტრი გაიხსნა. შენობა ვიზიტორთა ცენტრს, საგამოფენო სივრცეს, სასტუმროს 4 ნომერსა და კაფეტერიას მოიცავს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებლობასა და შენობის კეთილმოწყობაზე 1 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შენობა კოლხეთის განვითარების ფონდისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მოეწყო. ჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2017 წელს, …

რა სიახლეს სთავაზობს დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურისტებს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, წელს დამთვალიერებლებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქტიულ საგამოფენო პავილიონს წარმოუდგენენ, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებულ სერვისებს გაეცნონ. დაცული ტერიტორიების საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნება ვირტუალური რეალობის სათვალეები (VR Oculus rift), რომლის დახმარებითაც, დამთვალიერებლები 7 დაცულ ტერიტორიაზე – ოკაცეს, კოლხეთის, მაჭახელას, მტირალას, მარტვილის, ალგეთის და ვაშლოვანის ეროვნულ პარკში შეძლებენ ვირტუალურ რეალობაში …

ყვითლად მონიშნული ბილიკით “მწვანე სამოთხეში“

„საკუთარი თვალით ნანახს არაფერი სჯობია“ – პრინციპით, უჩვეულოდ ადრე ვიღვიძებ და ვემზადები, რომ ვნახო „მწვანე სამოთხე“, რომელზეც ამდენს ყვებიან. დღეს მაჭახელას ეროვნულ პარკში მივდივარ. ფოტოებს დიდი ხანია ნაკლებად ვენდობი, თან მაღალმთიან აჭარაში დაბადებულ-გაზრდილს მთებით გააკვირვებ?! ბათუმიდან ორმოცი წუთი მანქანით და სოფელ აჭარისაღმართის ცენტრში, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობის ეზოში ხარ. ეროვნული პარკი წელს პირველად მასპინძლობს ვიზიტორებს, …

Exit mobile version