„პროპაგანდას არ აქვს მორალი“ – ივანიშვილი ფოტოზე ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად

„პროპაგანდას არ აქვს მორალი, ამიტომ ჩვენი ანტიდოტი არის სიმართლე. ჩვენ მოვყვეთ ნამდვილი ამბავი, ისენი მოყვებიან ტყუილებს. მერე ვნახოთ, რომელს ექნება უფრო დიდი ძალა. ისტორიულად, უფრო მეტი ძალა ყოველთვის აქვს სიმართლეს“- ამბობს მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე „ბათუმელებთან“. დღეს, 26 მაისს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ, საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები – მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია, ბიძინა …

დამოუკიდებლობის ციფრული მუზეუმი – „გაესაუბრე ილიას“

რა არის დამოუკიდებლობა? – დამოუკიდებლობის ციფრულ მუზეუმში, მაგალითად, ნოე ჟორდანიას შეგიძლიათ დაუსვათ ეს შეკითხვა, ცხადია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. „როდესაც 1918 წლის 26 მაისს ვაცხადებდი საქართველოს დამოუკიდებლობას, ვიცოდი, რომ ეს იყო ჩვენი ხალხის ბედისწერის წყვეტის მომენტი,“ – გპასუხობთ ნოე ჟორდანია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, – „დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ ფორმალური …

„გვჭირდება შეკრება ერთ მაგიდასთან“ – ბათუმში დღეს, 7 მაისს დისკუსია გაიმართება

დღეს, 7 მაისს, ბათუმში ფილმს აჩვენებენ და დისკუსია გაიმართება დამოუკიდებლობის თემაზე. ამ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. „ისტორიულად, ქართველები სუფრასთან ვიკრიბებოდით და ვმსჯელობდით ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე. ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მძიმე დროს, დღესაც გვჭირდება შეკრება ერთ მაგიდასთან, ერთმანეთის მოსმენა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა. ამიტომ, 26 მაისამდე საქართველოს შემოვივლით და ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუსმენთ სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში. …

„თუ გაიწელა ეს პროცესი, მეტი დანაკარგებით მოგვიწევს გამოსვლა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ყველა მეგობარი „ქართულმა ოცნებამ“ მოიმდურა. არათუ მოიმდურა, არამედ პრაქტიკულად ერთ დონეზე დააყენა ოკუპანტ ქვეყანასთან… ამ გადასახედიდან თუ შევხედავთ, ჩვენი რეალური მეგობრებისგან სრულიად „დამოუკიდებლები“ ვართ,“ – ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე – რეალურად როგორ უქმნის „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს საქართველოს დამოუკიდებლობას. „ჩვენ არათუ სუსტი, არამედ ფორმალური დემოკრატია ვართ. სერიოზული ნიშნებია იმის, …

„დაიცავი დამოუკიდებლობა!“ – 26 მაისს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ხვალ საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილია მასშტაბური საპროტესტო აქციები. 26 მაისთან დაკავშირებული აქტივობები დაგეგმილია ბათუმშიც. 3 საათზე (კარფურთან ხიდზე) გადმოიფინება ბანერი – „დაიცავი დამოუკიდებლობა“. 19:00 საათიდან დაიწყება შეკრება საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც 20:00 საათისთვის გაიმართება საჯარო ლექცია საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ისტორიულ ასპექტებზე. დაგეგმილია ასევე მსვლელობა „ბათუმელების“ რედაქციისკენ, სადაც აქციის მონაწილეები გამოხატავენ …

რას ამბობდა პატრიარქი კირიონი 105 წლის წინ, როცა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს – ინტერვიუ

„გაუმარჯოს ყველა ამ ერებს, რომელნიც ჩვენთან ერთად იცხოვრებენ თავისუფალ საქართველოში!“ – 105 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, პატრიარქ კირიონ მეორის ფრაზა ახსენდება თეოლოგ შოთა კინწურაშვილს, როცა მას საქართველოს დამოუკიდებლობაზე ვესაუბრეთ. რატომ ხდება ეს დღეს: ეკლესია ეროვნული იდენტობის დამცველად წარმოაჩენს თავს, ამ დროს კი, ცდილობს დაგვაახლოოს სახელმწიფოებრიობის მთავარ საფრთხესთან – რუსეთთან? თეოლოგი პირველ რესპუბლიკას იხსენებს …

როგორ აღნიშნავს ბათუმი 26 მაისს – ევროკავშირის დროშა არც აქ გამოფინეს

ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, თუმცა ბათუმში ეროვნული სადღესასწაულო განწყობა ნაკლებად იგრძნობა. სახელმწიფო დროშები, როგორც ბათუმის მერიაში გვეუბნებიან, მხოლოდ რამდენიმე წრიულზეა განთავსებული, ასევე მემედ აბაშიძის, რუსთაველის და ბაქოს ქუჩების განათებებზე იგეგმება დღეს პატარა დროშების დამაგრება,  დიდი დროშების გამოფენა გათვალისწინებული არ არის. ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა ბათუმში 26 მაისს, ნაშუადღევს, 14:00 საათზე დაიწყება ადგილობრივი მეწარმეების …

23-26 მაისს თბილისში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

შსს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება. 23 მაისს,  24:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნამდე. ასევე, მოძრაობა შეიზღუდება  რუსთაველის გამზირზე გამომავალ ყველა ქუჩაზე. 25 მაისს, 24:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანი სრულად დაიკეტება. შსს ინფორმაციით, ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის …

როგორ ულოცავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საქართველოს 26 მაისს

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ულოცავს. დამოუკიდებლობის დღის მოსალოცად საქართველოს დროშის ფერებში განათდა ჰეიდარ ალიევის ცენტრის შენობა ბაქოში. თხევადი ფორმების შენობა ცნობილი ერაყელ-ბრიტანელი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის მიერ არის დაპროექტებული. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრიუსელში ცნობილი ქანდაკება დღეს საქართველოს ეროვნულ სამოსში – ჩოხაშია გამოწყობილი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვილნიუსში …

7 მიზეზი, რატომაც არ ვართ დამოუკიდებელი – თამთა მიქელაძე

„დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ. ჩვენი დამოუკიდებლობა დღეს პირველი რესპუბლიკის იდეალებით და ოცნებებით არის ნასაზრდოები, რომელიც სამართლიანობის, სოლიდარობის, თავისუფლების იდეებზე იდგა და ქართული სოციალ-დემოკრატიის უნიკალურ გამოცდილებას დაეფუძნა,“ – წერს სოციალ;ურ ქსელ ფეისბუქში თამთა მიქელაძე,  „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ინფორმაცია დღეს, 26 მაისს ამ ორგანიზაციამ გაავრცელა იმის შესახებ, თუ რატომ არ ვართ დამოუკიდებლები. …

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოულოცა

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს სრულად: „მინდა გულთბილად მივულოცო საქართველოს და მის ხალხს დამოუკიდებლობის დღე. ამ დღეს ევროკავშირი საქართველოს გვერდზე ყოფნით ამაყობს, რადგან ჩვენ მისი დამოუკიდებლობის, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერები ვართ. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დაბადებას პირველი რესპუბლიკისა, რომელიც 100-ზე მეტი წლის წინ ევროპის ერებმა აღიარეს. მიუხედავათ იმისა, რომ …

ვისი მოწვევით ჩამოვიდა რუსული ჯგუფი ბათუმში დამოუკიდებლობის აღსანიშნავად

ვისი მოწვევით ჩამოვიდა ბათუმში რუსული ჯგუფი, რომლის წევრებმაც დღეს, 26 მაისს, საზეიმო მსვლელობის დროს  რუსეთის ფედერაციის დროშები გამოიყენეს? – აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ მონაწილეები ფესტივალ „ოქროს დელფინის“ ორგანიზატორებმა მოიწვიეს. ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი კი აჭარის განათლების სამინისტროა. მემედ აბაშიძის გამზირზე დროშებით მარშირებისთვის მინისტრი ინგა შამილიშვილი დღესვე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „ოფიციალურად არა, მაგრამ არაოფიციალურად გვქონდა საუბარი. …

რუსეთის დროშები ბათუმის ქუჩებში 26 მაისს

ბათუმში ქუჩებში 26 მაისს საზეიმო მსვლელობა 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოაწყვეს. მემედ აბაშიძის გამზირზე ჩავლის დროს მსვლელობაზე რუსეთის დროშები გამოჩნდა და ტრანსფარანტიც – Russia. “ეს იყო პროვოკაცია… რუსეთი არ მონაწილეობს ჩვენს ფესტივალში,”- გვითხრა თეა ჭანტურიშვილმა, აჭარის განათლების სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ამ სამინისტროს ორგანიზებით უკვე მე-19 წელია ბათუმში ფესტივალი “ოქროს დელფინი” იმართება. ფესტივალის ფარგლებში იმართება საზეიმო …

ქედაში ,,საქართველოს დამოუკიდებლობის“ 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

,,საქართველოს დამოუკიდებლობის“ 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ქედაში დღეს, სიმბოლურად, ქედის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, თემატური პუბლიკაციებისა და ნახატების გამოფენით გაიხსნა. მოეწყო სემინარი – ,,ყადირ შერვაშიძე”, რომლის ფასილიტატორი ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორი, ლია მახარაძე იყო. სემინარში მონაწილეობდნენ ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო პირველი აჭარელი ექიმის, თამარ მეფის ორდენის კავალერისა და საზოგადო მოღვაწის – ყადირ თუფანის ძე შერვაშიძის …

რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს ბათუმში

შაბათს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი: 12:00 – 14:00 საათზე პროექტი „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“, მოეწყობა მსვლელობა ქალაქში და სანახაობა საოცრებათა პარკში 12:00 -20:00 საათზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკის გამოფენა „ალი და ნინოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00 – 20:00 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ანბანის კოშკის გასწვრივ გამოფენას მოაწყობს 12:00 – 20:00 …

ბათუმს სტამბოლის მერი ეწვია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღეს ბათუმს ქალაქ სტამბოლის მერი ქადირ თოფბაში ეწვია. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ეს ქადირ თოფბაშის პირველი ვიზიტია საქართველოში.  მას აეროპორტში დახვდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტამბოლის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს, 17 საათზე, ბათუმის სახელმწიფო …

სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი ბათუმში [ვიდეო]

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში, წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა: თბილისი – თავისუფლების მოედანი; კახეთი – იყალთოს მონასტრის ეზო; სამეგრელო – ნოქალაქევის ციხესიმაგრე; სამცხე-ჯავახეთი – ვარძიის მიმდებარე ტერიტორია;  იმერეთი – ქუთაისის თეატრის წინ;  აჭარა – ბათუმის ბულვარი. ცერემონიალმა ერთგვარი ფლეშმობის სახეც მიიღო. თბილისში, თავისუფლების მოედანზე მყოფ ქვეყნის პრეზიდენტს, საქართველოს უმაღლეს მთავარსარდლს, სამხედრო ფიცის დადების …

Exit mobile version