საპენსიო დანაზოგის დაბანდების 3 ვარიანტი – ასარჩევად ვადა 6 სექტემბრამდე გაქვთ

საპენსიო სააგენტომ, მოქალაქეებისგან დამოუკიდებლად, მათი საპენსიო დანაზოგები სხვადასხვა რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელებში გადაანაწილა. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა საპენსიო დანაზოგები ამ დროისთვის გადანაწილებულია მაღალრისკიან, საშუალორისკიან და ნაკლებადრისკიან პორტფელებში. საპენსიო სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოქალაქეებს 2023 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით აქვთ ვადა, რათა მათ თავიანთი დანაზოგი მათთვის სასურველ რომელიმე პორტფელში გადაიტანონ ან გადაანაწილონ რამდენიმეში [ორ-სამ პორტფელში]. „6 …

საპენსიო ფონდში ახალ დირექტორს 1.1 მილიარდი ლარი დახვდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორად 15 დეკემბრიდან გიორგი დანელია მუშაობს, რომელიც ამ დრომდე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. დაგროვებითი საპენსიო ფონდი 1 მილიარდ 151 მილიონს აჭარბებს. გიორგი დანელიას დარიცხული ხელფასი კი სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 12 500 ლარი იქნება. რამდენი იყო მისი ხელფასი საპარტნიორო ფონდში უცნობია. გიორგი დანელიას ამ დრომდე დეკლარაცია შევსებული არ აქვს. საპარტნიორო ფონდში, სადაც …

სად წაიღეს საპენსიო ფონდის 235,9 მილიონი ლარი – სააგენტოს განმარტება

ეროვნულ ბანკში საპენსიო სააგენტოს თანხა ერთ დღეში 235,9 მილიონით შემცირდა. საპენსიო სააგენტოს მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში (სებ) გახსნილ ანგარიშებზე, 2020 წლის 27 თებერვალს, 254 398 515 ლარი იყო განთავსებული, მეორე დღეს, 28 თებერვალს კი, ეს თანხა 235 995 869 ლარით შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით, ეროვნულ ბანკში, საპენსიო სააგენტოს ანგარიშებზე …

როგორ აიღებთ დაგროვებით პენსიას – სააგენტომ ინსტრუქცია დაამტკიცა

საპენსიო სააგენტომ დაამტკიცა ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთათვის პენსიის დაანგარიშების, დანიშვნის, გაცემისა და გადაანგარიშების, ასევე, გარდაცვლილ მონაწილეთა მემკვიდრეების მიერ საპენსიო აქტივების მიღების წესსა და პროცედურებს. ინსტრუქცია 2019 წლის 31 ივლისს ამოქმედდა. საპენსიო ასაკის მიღწევისას საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია პენსია მიიღოს: პროგრამული გატანით, სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით, ერთიანი გადახდით, შესაძლებლობის შეზღუდვისას, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის …

საპენსიო ფონდში უკვე 311 მილიონი ლარი დაგროვდა

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, სქემაში ჩართული მოქალაქეების საპენსიო ანგარიშებზე, 2 აგვისტოს მდგომარეობით, ჯამში, დარიცხულია 311 მილიონამდე ლარი. აქედან 306 მილიონზე მეტი ლარი აკუმულირებულია უშუალოდ დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ, ხოლო 4 მილიონ 600 ათასამდე ლარი არის ამონაგები [დარიცხული პროცენტი. ეს თანხა ჯერჯერობით ბანკებშია]. სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისთვის ჩართულია 854 500-ზე მეტი დასაქმებული და …

დაგროვებითი საპენსიო სქემა 853 ათასიდან 130 ათასამდე ადამიანმა დატოვა

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიის სქემაში ჩართული იყო 853 000 ადამიანი, 2019 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით კი, სქემიდან გასულთა რაოდენობამ 15% შეადგინა. ანუ საპენსიო სქემა მაისიდან დღემდე 127 950-მა ადამიანმა დატოვა. „ივლისის თვეში საგრძნობლად იკლო მომართვიანობამ სქემიდან გასვლის შესახებ, პარალელურად კი იმატა სქემაში დაბრუნებულთა რაოდენობამ. მარტო ივლისის თვეში 1000-მდე ის ადამიანი დაუბრუნდა საპენსიო სქემას, რომლებმაც ის …

საპენსიო სქემაში უკვე 715 000 ადამიანი ჩაერთო

საპენსიო სააგენტოს ცნობით, ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი პენსიის სქემაში უკვე ჩართულია 715 000 ადამიანი, ხოლო 71-მა პირმა საპენსიო სქემა დატოვა. დღეის მდგომარეობით სააგენტოს ფონდში ჯამში 150 მილიონზე მეტი ლარია, დაგროვებით საპენსიო სქემაში კი 48 ათასი კომპანიაა ჩართული. „ყოველდღიურად სულ უფრო მეტი კომპანია რეგისტრირდება. ბევრი კომპანიაა, რომელსაც აქვს გახსნილი დეკლარაცია, ჯერ არ დაუხურავს, ჩვენთვის ათვლის წერტილი არის დახურული დეკლარაცია …

საპენსიო სააგენტო ავეჯში 61 830 ლარს დახარჯავს

საპენსიო სააგენტომ ავეჯის შესაძენად ოთხი ტენდერი უკვე გამოაცხადა. ავეჯისათვის სააგენტო 61 830-მდე ლარის დახარჯვას აპირებს. სააგენტო აპირებს ტენდერით შეიძინოს 7 რბილი დივანი, ნაჭრის ან ტყავის ზედაპირით, 7 200 ლარად; კაბინეტის მაგიდები, ჟურნალის მაგიდა და კარადები – 19 900 ლარად;  ოფისის ავეჯი (ტრანსპორტირებით და მონტაჟით) – 13 980 ლარად და სავარძლები [40 ცალი], საკონფერენციო მაგიდა და საკონფერენციო სკამები [სულ 50 …

მისამართები აჭარაში, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ განცხადება დაგროვებითი პენსიიდან გასვლაზე

საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40  ან მეტი წლის. თუ პირს 40 წელი 2018 წლის 7 აგვისტოს ან შემდეგ შეუსრულდა, მას საპენსიო სქემიდან გამოსვლის უფლება კანონით აღარ აქვს.  საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა ნებისმიერ პირს, ვისაც სქემის დატოვების უფლება აქვს, შეუძლია საპენსიო …

როგორ დავტოვოთ დაგროვებითი საპენსიო სქემა – მოკლედ

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა ნებისმიერ პირს, ვისაც სქემის დატოვების უფლება აქვს, შეუძლია საპენსიო სააგენტოს ოფისში, რომლის მისამართია თბილისი, ყიფშიძის 7ბ. განცხადების დაწერა ასევე შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში საქართველოს მასშტაბით, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მისამართების ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე: https://ssa.gov.ge/index.php სამუშაო საათებია: 9-დან 18 საათამდე. საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც …

საპენსიო სააგენტო: პირად საპენსიო ანგარიშებზე თანხას საშუალოდ 7% სარგებელი უკვე ერიცხება

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 18 მარტის მდგომარეობით, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე ამ დროისთვის ჯამში 107 მილიონი ლარია განთავსებული. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში ამ დროისთვის სულ 620 ათას მოქალაქეზეა გახსნილი, დაგროვებით საპენსიო სქემაში კი 47 ათასი კერძო კომპანიაა ჩართული. „ეს თანხა არის მიმდინარე ნომინალურ ანგარიშებზე იმავე ბანკებში, რომელთანაც აქვთ გაფორმებული ფულის მიმოქცევაზე ხელშეკრულებები დასაქმებულებს და ასევე ეროვნულ …

დაგროვებითი პენსიის გაუქმებაზე დავა საკონსტიტუციოში – პირველი სხდომა

„დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის ვალდებულება არღვევს დასაქმებულის ნების ავტონომიას და დამსაქმებელს აიძულებს საპასუხო სარგებლის მიღების გარეშე საპენსიო ფონდში ფინანსური შენატანის გაკეთებას,“ – მიიჩნევენ მოსარჩელეები და დაგროვებითი პენსიის ახალ რეგულაციებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ. დღეს, 7 მარტს, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, განიხილება თუ არა სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ არსებითად. დავის საგანი კანონის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ რამდენიმე მუხლია.  დაგროვებით …

როგორ უნდა გადაიხადოს არამომგებიანმა ორგანიზაციამ თანამშრომლის საპენსიო შენატანი

როგორ უნდა გადაიხადოს არამომგებიანმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ის 2%, რომელიც ამ ორგანიზაციის სახელით უნდა გადაირიცხოს დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე? ამ კითხვაზე საპენსიო სააგენტოში ზუსტი პასუხი არ აქვთ და ამბობენ, რომ „ორგანიზაციამ ეს თანხა უნდა მოიძიოს“. იურისტის შეფასებით, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით მომგებიანი და არამომგებიანი ორგანიზაციების [დაბეგვრის კუთხით] თანაბარ პირობებში ჩაყენება არ არის შესაბამისობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპთან. საუბარია არამომგებიან …

ვის და როდის შეუძლია დატოვოს დაგროვებითი საპენსიო სქემა

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, თუ პირი 2018 წლის 6 აგვისტოსთვის იყო 40 და მეტი წლის, ამასთან არ იყო დასაქმებული და შემდეგ დასაქმდა, ის ავტომატურად ერთვება საპენსიო სქემაში სამი თვის განმავლობაში. ამ სამი თვის შემდეგ, მომდევნო ორ თვეში კი შეუძლია გამოვიდეს სქემიდან. მაგალითად, თუ თქვენ 2018 წლის 6 აგვისტოს იყავით 40 და მეტი წლის და დასაქმდით, ვთქვათ, …

რა დაწერა მოქალაქემ დაგროვებითი პენსიის წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელში

„სახელმწიფო ადამიანების ნაცვლად წყვეტს, რა არის მათთვის უკეთესი. სახელმწიფო გვიწყვეტს, რომ ჩვენთვის უკეთესია დანაზოგის შექმნა და ამასთანავე, იძულებით გვრთავს დანაზოგის შექმნის მისივე შემუშავებულ კონკრეტულ წესრიგში. აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების დაცული სფეროს შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობის შემთხევაში,“ – მიიჩნევს ედუარდ მარიკაშვილი. იგი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგროვებითი პენსიის ახალ წესს ასაჩივრებს. ედუარდ მარიკაშვილი არასამთავრობო …

როგორ გადარიცხავენ საპენსიო თანხას საჯარო სამსახურები და იქ დასაქმებული პირები

2019 წელს, დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ საჯარო უწყებებში დასაქმებულ პირებს, თავიანთ საპენსიო ანგარიშზე შესატანი ხელფასის 2%-ს ის უწყებები გადაურიცხავენ, სადაც არიან დასაქმებულები. ორგანიზაცია თანხას დასაქმებულის სახელით გადარიცხავს ამავე მოხელის პირად საპენსიო ანგარიშზე. ანუ, საჯარო მოხელეს მხოლოდ დაუბეგრავი ხელფასის 2% ჩამოეჭრება. ეს ეხება ყველას, ვინც მუშაობს სახელმწიფო, აჭარის, თუ მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსებულ დაწესებულებებში. დაგროვებით საპენსიო სქემაში …

როგორ გადაიხდით საპენსიო შენატანს და რა გზით მიიღებთ წვდომას საკუთარ საპენსიო ანგარიშზე

ნებისმიერი დასაქმებული, ვისაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის არ შესრულებია 60 წელი – კაცების შემთხვევაში და 55 წელი – ქალების შემთხვევაში, 2019 წლის იანვრის თვის ხელფასის მიღებისთანავე ავტომატურად ხდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე. შესაბამისად, ის ვალდებულია გადაიხადოს საპენსიო შენატანი – თავისი დაუბეგრავი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით. თუმცა, ამ 2%-ს [დასაქმებულის ხელფასიდან] იხდის დამსაქმებელი და დასაქმებულს გადახდის პროცედურასთან შეხება …

სააგენტო: საპენსიო სქემაში ამ დროისთვის 4000-მდე ორგანიზაციაა ჩართული

დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისთვის [8 იანვრის 13 საათისთვის] 4000-მდე ორგანიზაციაა ჩართული. ამაში შედის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კომპანიები და საჯარო სამსახურები. საპენსიო სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ  საპენსიო სქემაში თვითდასაქმებულებიც რეგისტრირდებიან, თუმცა დიფერენცირებული მონაცემები, თუ რამდენი კერძო, სახელმწიფო კომპანია, საჯარო უწყება თუ თვითდასაქმებულია დარეგისტრირებული ამ დროისთვის სქემაში, სააგენტოში, როგორც გვითხრეს, ჯერ დამუშავებული არ აქვთ. საპენსიო სააგენტოს …

თავად გამოთვალეთ, რამდენი გექნებათ პენსია ახალი სქემის პირობებში – საპროგნოზო მთვლელი

საპენსიო სააგენტომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა საპროგნოზო საპენსიო მთვლელი, რომლის მიხედვითაც, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია გამოთვალოს, დაახლოებით რამდენ პენსიას მიიღებს ყოველთვიურად, როცა საპენსიო ასაკს მიაღწევს. ამ მთვლელის მიხედვით, თუ მაგალითად, დღეს, 40 წლის დასაქმებულის დარიცხული ხელფასი არის 800 ლარი, პენსაიაზე გასვლის შემდეგ ქალი [60 წლის ასაკიდან] დაგროვებითი სქემიდან თვეში მიიღებს პენსიას 189 ლარს, ხოლო კაცი …

გიბრუნდება თუ არა თანხა, როცა ორმოცი/მეტი წლის ხარ და დაგროვებით საპენსიო სქემიდან გამოხვედი 

დასაქმებულს, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის იყო 40 და მეტი წლის, მაგრამ არ სურს იყოს დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილე, შეუძლია, 2019 წლის პირველი აპრილიდან პირველ ივნისამდე პერიოდში, მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს სქემიდან. პირველი ივნისის შემდეგ კი მას სქემიდან გასვლის უფლება აღარ ექნება და ავტომატურად დარჩება ამ სქემის მონაწილედ. დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სქემიდან გამოსულ პირს ნებისმიერ …

40 წლის ზემოთ პირს შეუძლია დაგროვებით პენსიაში ჩართვაზე უარი თქვას – ამისათვის ორი თვე გაქვთ

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით, საპენსიო შენატანების შეტანა 2019 წლის იანვრიდან დაიწყება. კანონმა დაგროვებით საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩართო ყველა დასაქმებული, თუმცა არის გამონაკლისიც – დასაქმებულს, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე შეუსრულდა 40 ან მეტი წელი და არ სურს იყოს სქემის მონაწილე, შეუძლია სქემაში ავტომატურად გაწევრიანებიდან 5 თვის ვადაში [მაგრამ არაუადრეს გაწევრიანებიდან 3 თვისა] წერილობით მიმართოს საპენსიო …

Exit mobile version