„რუსეთი ღრმა ალყის გაკეთებას და უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ვერ შეძლებს“ – ინტერვიუ

„რუსეთი ღრმა, შემოვლითი ალყის გაკეთებას და უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ვერ შეძლებს,“ – ასეთია გადამდგარი გენერლის პროგნოზი რუსეთის აგრესიის მეორე ფაზაზე უკრაინაში. ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ 9 აპრილს ინტერვიუში ამბობდა, რომ 10 დღეში რუსეთი მორიგ შეტევას დაიწყებდა. დღეს, 19 აპრილს, უკრაინაში რუსეთმა ომის ახალი ფაზა დაიწყო. გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, დაახლოებით ორ კვირა-ნახევარში რუსეთს ისევ დასჭირდება პაუზა, როცა …

„დაწყებულია ბრძოლის ველის საცეცხლე მომზადება“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ახლა საუბარია არა მასობრივად ქალაქებში შესვლაზე, არამედ ძლიერად ფორტიფიცირებულ უკრაინულ გამაგრებაზე შეტევა, ეს სხვა ტაქტიკას და კონცენტრაციას მოითხოვს, როგორც საცეცხლე შესაძლებლობების, ისე ჯარების,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც მუდმივად აკვირდება რუსეთის ომს უკრაინაში და მიიჩნევს, რომ ყოველდღე შესაძლოა გააქტიურდეს ომის ახალი ეტაპი. „დაწყებულია ბრძოლის ველის საცეცხლე მომზადება“, – დასძინა მან ინტერვიუს დროს. თუმცა …

რუსეთმა შესაძლოა ჩახოცოს მთელი არმია, მაგრამ რაღაც შედეგი 9 მაისამდე უნდა დადოს – ინტერვიუ

„მორიგი შეტევა დაიწყება დაახლოებით 10 დღის ფარგლებში და ეს გაცილებით მძიმე იქნება, რაც აქამდე იყო,“ – მძიმე პროგნოზი აქვს გადამდგარ გენერალ-მაიორს, ვახტანგ კაპანაძეს რუსეთ-უკრაინის ომზე. გადამდგარი გენერალი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს არ წააგებს, მაგრამ ხედავს, რომ რუსული არმია მორიგი შეტევისთვის ემზადება, უფრო ხელსაყრელი პირობებით. სამხედრო ექსპერტი თვლის, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ამ ეტაპზეც უკრაინისთვის შეიარაღების დროულად …

ეს დროის მოგებას ჰგავს, ფრონტის გასწორებას დონბასზე – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„რუსეთისთვის ახლა მთავარი დარტყმის მიმართულება არის დონბასი,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი თქმით, ახლა მეორე ეტაპია რუსეთ-უკრაინის ომის და სამხედრო დანაკარგები გადაწყვეტს – რა ელის, როგორც რუსეთს, ისე უკრაინას და დანარჩენ სამყაროს. გენერლის დაკვირვებით, ომის გასაგრძელებლად რუსეთი „ძალებს იკრებს,“ უკრაინა კი, ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან სამხედრო აღჭურვილობას ელის, რამაც ომში წარმატებების ბედი უნდა განსაზღვროს. …

„რუსები ცდილობენ დაბლა იფრინონ“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ახლა პუტინი სარგებლობს მოლაპარაკების პერიოდით, იყენებს ოპერატიულ პაუზას იმისთვის, რომ მოახდინოს გადაჯგუფებები და ძალები მოიკრიბოს,“ – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა, როცა მას ვკითხეთ: რა დატვირთვა აქვს ახლა მოლაპარაკებებს რუსეთ-უკრაინას შორის? სამხედრო ექსპერტი თვის ბოლოსთვის რუსეთისგან ფართომასშტაბიანი შეტევის მეორე ტალღას ელოდება უკრაინაში. რა მოხდება ამჯერად? ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს …

შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს ქიმიური იარაღი – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ამ მეთოდის მიზანია ის, რომ უკვე მოსახლეობამ აიძულოს ზელენსკი წავიდეს მოლაპარაკებებზე, ასევე იმ მებრძოლებმა, რომლებიც არიან წინა პოზიციებზე და აქვთ პირდაპირი საფრთხე,“ – მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე. მას ვკითხეთ, რამდენად რეალურია დღეს რუსეთმა უკრაინაში გამოიყენოს ქიმიური იარაღი, როგორც ეს გააკეთეს სირიაში? სირია, კონკრეტულად კი, ალეპო, ვახტანგ კაპანაძემ „ბათუმელების“ წინა ინტერვიუშიც ახსენა, როცა გვესაუბრა რუსეთის …

რა ძალები დარჩა რუსეთს უკრაინაში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

ყარაბაღი ახსენდება გადამდგარ გენერალს რუსეთ-უკრაინის ომის საუბრის დროს დღეს, 11 მარტს, ომის დაწყებიდან მე-17 დღეს.  სამხედრო ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთი ეცდება ომი „პატარ-პატარა შეტაკებების“ ეტაპზე გადაიყვანოს და უკრაინა ასე „გამოფიტოს“. გადამდგარი გენერალი ინტერვიუს დროს გვიმხელს წინათგრძნობას – „გაყინვის ფაზამდე“ რუსეთი კიდევ ერთ ფართომასშტაბიან შეტევას წამოიწყებს პაუზის შემდეგ, რომელიც ახლა აქვს რუსეთს აღებული დასუსტებული არმიის მოსაძლიერებლად. …

რა შემთხვევაში შეუძლია პუტინს „წითელი ღილაკის“ გამოყენება – ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან

რეალურად რა ნაბიჯების გადადგმა მოუწევს პუტინს, თუკი იგი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს? – ამ თემაზე ვახტანგ კაპანაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ვახტანგ კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ბატონო ვახტანგ, თქვენი აზრით, რამდენად არსებობს ბირთვული ომის დაწყების საფრთხე და პრაქტიკულად რა პროცედურები არსებობს, ვიდრე ვინმე „წითელ ღილაკს“ თითს დააჭერდეს?  …

ექსპერტების თქმით, უკრაინისთვის შექმნილი რუსული დაჯგუფების 30% განადგურებულია

„ახლა რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოიპოვოს და უკრაინა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გაათავისუფლოს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ცოტა მძლავრად დასხდნენ,“ – მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე. ის ჯერჯერობით ომის დასრულებას არ ელის, პირიქით, რუსეთ-უკრაინის ომის მეორე ფაზას ელოდება. ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი იყო ორჯერ. „ბათუმელებმა“ მასთან …

კიევს ძლიერი სამხედრო კოლონა უახლოვდება, დიდი შეტაკებები იქნება – გადამდგარი გენერალი

„წინააღმდეგობა ვერ დათრგუნეს რუსებმა, ვერ გატეხეს უკრაინელები, ომიც ამიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს,“ – უკრაინაში მიმდინარე ომის დაკვირვების დროს გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს „გრავიტაციის ძალა“ ახსენდება, რომლითაც სამხედრო მეთაურები ომის დროს თურმე ადგენენ როგორია არა ჯარისკაცების, არამედ მოქალაქეების წინააღმდეგობა მტრის იერიშის დროს. გრავიტაციის ძალით გენერლები ერთგვარ პროგნოზს აკეთებენ, რა შეიძლება მოხდეს ბრძოლის ველზე. გადამდგარი გენერლის აზრით, …

იუნკერთა ინტეგრაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

საერთაშორისო კვირეული ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 21-25 მარტს რიგით მეორე საერთაშორისო კვირეული ჩატარდა. ღონისძიებებში ეთას იუნკრებთან ერთად, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანისა და თურქეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კადეტები მონაწილეობდნენ. სტუდენტთა ინტეგრაციის პროცესი ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ კვირეულის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კადეტების ადგილობრივ აქტივობებში ჩართვასა  და ცოდნისა და …

Exit mobile version