სად შეწყდება გაზის მიწოდება ბათუმში, ხელვაჩაურში 10-12 იანვარს და როდის აღდგება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებით, 10 იანვარს დილის 08:00 საათიდან ბათუმში ფრიდონ ხალვაშის, აღმაშენებლის, ტაბიძის, გულუას, ლეონიძის, ხახულის, ევდენოზისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა. ამ ქუჩებზე აბონენტებს გაზის მიწოდება 11 იანვრის 10:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანიის განცხადებით, გაზის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს ხელვაჩაურში [მათ შორის ფრიდონ ხალვაშის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე] ხვალ, 11 …

10 იანვარს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე გაზის მიწოდება შეწყდება

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 10 იანვრის 08:00 საათიდან 11 იანვრის 10:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ფრიდონ ხალვაშის გამზირს გაზმომარაგება შეუწყდება. „სოკარის“ ინფორმაციით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. სულ გაითიშება 6900 აბონენტი. კომპანიის ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ. „სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ …

როდის აღდგება გაზის მიწოდება ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, 4 იანვარს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა #17-ში მცხოვრებ აბონენტებს გაზის მიწოდება შეუწყდათ. კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. „სოკარის“ ცნობით, ამ დროისთვის გაზი არ მიეწოდება 829 აბონენტს. „ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს. ბუნებრივი გაზის მიწოდება დაიწყება 5 იანვრის 15:00 საათიდან და სრულად აღდგება 5 იანვრის დღის ბოლომდე“ – აცხადებს კომპანია. …

როდის აღდგება გაზის მიწოდება რურუას ქუჩაზე, ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, დღეს, 23 დეკემბერს, დღის 12 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდათ რურუას ქუჩის აბონენტებს. „სოკარის“ ცნობით, რურუას ქუჩაზე გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება დღესვე, 16:00 საათიდან და ქუჩის გაზმომარაგება სრულად აღდგება 23 დეკემბრის დღის ბოლომდე. კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის …

რა მისამართებზე გაითიშება გაზი ბათუმსა და ქობულეთში 23 დეკემბერს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 23 დეკემბერს ბათუმსა და ქობულეთში გაზი რამდენიმე მისამართზე გაითიშება. ბათუმში გაზის მიწოდება 23 დეკემბრის 10:00 საათიდან შეუწყდებათ ვაჟა-ფშაველას #53 ქუჩის აბონენტებს. „სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება დაიწყება 23 დეკემბრის 13:00 საათიდან და სრულად აღდგება 23 დეკემბრის დღის ბოლომდე. 23 დეკემბრის 11:00 საათიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეუწყდება ნინოშვილის, ჭავჭავაძის, აღმაშენებლისა და ლესელიძის  ქუჩის აბონენტებს. „სოკარის“ …

რა მისამართებზე გაითიშება გაზი ხვალ ბათუმსა და ქობულეთში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, ხვალ, 16 დეკემბერს, ბათუმსა და ქობულეთში გაზი ორ მისამართზე გაითიშება. კერძოდ, ბათუმში გაზის მიწოდება 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეუწყდებათ ბაგრატიონის ქუჩის #129-ში, ხოლო ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის #121ა-ში მცხოვრებ აბონენტებს.  „სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.  კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

მახინჯაურში გაზი 3 საათით გაითიშება

18 ნოემბრის 12:00 საათიდან 18 ნოემბრის 15:00 საათამდე ბათუმში, მახინჯაურის დასახლების აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდებათ. კომპანია „სოკარის“ ცნობით, აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება. გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

კორპუსები ბათუმში, სადაც გაზის გაყვანილობა სახიფათოა – რატომ არ შეიძლება მილების გადაბმა 

„ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე დახურულ სივრცეში,“ – ამბობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კონტრაქტორი ფირმის საპროექტო და სამშენებლოს ყოფილი უფროსი ლაშა წულუკიძე ერთ-ერთ გადაბმულ მილზე, რაც შეფუთვის გადაწევის შემდეგ გამოჩნდა. ეს კადრი ბათუმში, წმინდა ევდემოზის ქუჩის 48-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსშია გადაღებული. ერთი შეხედვით, ამ ახალ კორპუსში საფრთხის შემცველი არაფერია: გაზის მილები სადარბაზოში არ ჩანს და შეფუთულია, …

„ბომბია ფაქტობრივად“ – „სოკარის“ ყოფილი მენეჯერი საფრთხეზე, რასაც ადასტურებს სემეკიც

„ბომბია, ფაქტობრივად, რომელიც ოდესღაც შეიძლება აფეთქდეს, მერე ვინ იქნება პასუხისმგებელი?“ – კითხულობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კონტრაქტორი ფირმის საპროექტო და სამშენებლოს ყოფილი უფროსი ლაშა წულუკიძე გაზის მილებზე, რომლებიც ბათუმში, ერთ-ერთ ახალ კორპუსში, აეროპორტის ქუჩა #73-ში, პირდაპირ ფასადიდან შეუყვანიათ. „სოკარის“ ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ გაზის შეყვანა ფასადიდან ახლა დაიწყეს, მას შემდეგ, როცა სემეკმა დაადასტურა, რომ ბათუმში, კორპუსების …

რა მისამართებზე გაითიშება გაზი ბათუმში 20 ივლისს

„სოკარის“ ცნობით, ხვალ, 20 ივლისს, ბათუმში გაზმომარაგება შეწყდება ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე. კერძოდ: 13:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზი შეუწყდებათ აბუსერიძის #73 და კობალაძის #15 აბონენტებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი გაზი გაეთიშებათ ვაჟა-ფშაველას #53-ში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. „აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ“ – აცხადებს „სოკარ ჯორჯია გაზი” …

ბათუმში დღეს ორ მისამართზე შეწყდება გაზი

კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო დღეს, 13 ივლისს, 14:00 საათიდან 13 ივლისის 16:00 საათამდე ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდება ორ მისამართზე მცხოვრებ აბონენტებს. ეს მისამართებია: ტბელ აბუსერიძის #73 და კობალაძის #15. „სოკარის“ ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ …

რა მისამართებზე გაითიშება ხვალ გაზი ბათუმში

„სოკარის“ ცნობით, 28 ივნისს ბათუმში გაზი გაითიშება რამდენიმე მისამართზე. კერძოდ: 13:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება აღმაშენებლის #2გ-სა და ანგისის 46-ა აბონენტებს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე კი გაზმომარაგება შეუწყდებათ აბუსერიძის #73 და კობალაძის #15 აბონენტებს „სოკარის“ ინფორმაციით, გაზის გათიშვის მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კომპანიის ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

გაზი ბიზნესისთვის 23 თეთრით ძვირდება პირველი ივლისიდან

2022 წლის პირველი ივლისიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ და „საქორგგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის გაზი 23 თეთრით ძვირდება. ამჟამად არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 1.15 ლარია, „სოკარის“ ცნობით კი, პირველი ივლისიდან, 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი იქნება 1 ლარი და 38 თეთრი, დღგ-ს ჩათვლით. „ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული რეალობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რაც განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებზე …

დღეს სალიბაურში გაზი 2 საათით გაითიშება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, დღეს, 5 აპრილს, სოფელ სალიბაურს გაზის მიწოდება ორი საათით შეუწყდება. კერძოდ, გაზი გაითიშება 14:00 საათიდან 16:00 საათამდე. „სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სამუშაოებია. „აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება,“ – აცხადებს კომპანია.

ბათუმში 4 აპრილს გაზის მიწოდება შეწყდება ორ მისამართზე

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, 4 აპრილს ბათუმში გაზის მიწოდება შეწყდება ორ მისამართზე. კერძოდ, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ ჭავჭავაძის #32ა-ში მცხოვრებ აბონენტებს. ასევე, 4 აპრილს, 11:00 საათიდან 13:00 გაზი შეწყდება ანგისის ქუჩა #2-ში.  „სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სამუშაოებია. „აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება,“ – აცხადებს კომპანია.

გერმანია და ავსტრია მომავალში გაზის მოხმარების შეზღუდვას განიხილავენ

მას შემდეგ, რაც კრემლმა „არამეგობრული ქვეყნების” სიაში შეყვანილ სახელმწიფოებს გაზის საფასურის რუბლში გადახდა მოსთხოვა, გერმანიამ და ავსტრიამ დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გათბობის დეფიციტის შემთხვევაში. ევროპის ქვეყნებს შორის უმძლავრესი ეკონომიკის ქვეყანამ, გერმანიამ, რომელიც საჭირო გაზის მარაგების ნახევარს იღებდა რუსეთისგან, დღეს, 30 მარტს, საგანგებო გეგმის პირველი ფაზა გამოაცხადა და საკუთარ მოსახლეობას მომავალში გაზის …

ბათუმში 14 მარტს გაზის მიწოდება შეწყდება სამ მისამართზე

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, 14 მარტს ბათუმში გაზის მიწოდება შეწყდება ცალკეულ მისამართებზე. კერძოდ,  11:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება აბუსერიძის ქუჩის #73 და კობალაძის ქუჩის #15-ში მცხოვრებ აბონენტებს. ასევე, 14 მარტს,  10:00 საათიდან 12:00 გაზი შეწყდება ფიროსმანის #19-ში. „სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სამუშაოებია. „აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება,“ – აცხადებს კომპანია.

რა ელის რუსეთს, თუ ევროპა არ იყიდის მის ნავთობსა და გაზს – ინტერვიუ ექსპერტთან

უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ რუსეთს მრავალმხრივი სანქცია  დაუწესა. რუსეთის ყოფილმა პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპის მოსახლეობას ბევრად მაღალი ფასის გადახდა მოუწევს გაზში, ვიდრე რუსეთთან თანამშრომლობის შემთხვევაში უწევდა. ეს ერთგვარი მუქარა აჩენს ლოგიკურ მოლოდინს, რომ შესაძლოა რუსეთმა ევროპის ქვეყნებს გაზმომარაგება შეუზღუდოს. ვინ რამდენადაა დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე? შეუძლია თუ არა ევროპას თქვას …

რა ქუჩებზე და რა დროით გაითიშება ხვალ გაზი ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, 17 თებერვლის 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ბათუმში ნევრესტან შაშიკაშვილის და ენვერ ხაბაძის ქუჩის აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდება. ასევე, ხვალ, 17 თებერვლის 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდება ბაგრატიონის ქუჩის #161-ში მცხოვრებ  აბონენტებს. „სოკარის“ ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად მიეწოდება. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში …

ბათუმში ბინაში გაზის შეყვანა 300 ლარით გაძვირდა და 1 100 ლარია – სემეკის განმარტება

„ბათუმში როცა ბინა შევიძინე, მაშინ მითხრეს, რომ გაზის შეყვანას 800 ლარი სჭირდებოდა და ამ თანხაში შედიოდა ერთი წერტილი. ახლა გადაგვახდევინეს 1 100 ლარი და ის ერთი წერტილი არ შედის, კიდე უნდა გადაიხადოთ თანხაო. „სოკარში“ მითხრეს მარეგულირებელი წყვეტს ამ საკითხებსო და იქნებ გაგვარკვიოთ რა ხდება“ – მოგვწერა ბათუმის ერთ-ერთმა მცხოვრებმა. „ბათუმელები“ მარეგულირებელს, ანუ საქართველოს ენერგეტიკისა და …

რატომ არ აწვდიან გაზს მოსახლეობას ქობულეთის სოფლებში, სადაც მილები შარშან გაიყვანეს

ქობულეთის სოფლებში – ალამბარსა და მუხაესტატეში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაზის მილების გაყვანა 2021 წლის აპრილში დასრულდა, თუმცა მოსახლეობის გაზიფიცირება ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ სოფლებში გაზსადენი ქსელის მოსაწყობად ბიუჯეტიდან ჯამში 3 083 678 ლარი დაიხარჯა. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ გაზიფიცირების არდაწყების მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია, რასაც „ბათუმელებთან“ უარყოფს პროექტის განმახორციელებელი „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“. „ჩატარდა შესაბამისი …

დენის, გაზის და წყლის გადასახადის გადამოწმება ტელეფონითაც შეგიძლიათ – სემეკი

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება უკვე შეგიძლიათ ტელეფონის საშუალებითაც მოითხოვოთ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის [სემეკ] ინფორმაციით, ეს ახალი ფუნქცია *303#-ის მომსახურებას დაემატა. სემეკის ინფორმაციით, *303#-ის ახალი ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში: მომხმარებელს აღარ დასჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლ ცენტრთან დაკავშირება, არამედ *303#-ის საშუალებით მარტივად და მოკლე დროში მიიღებს კომუნალური …

14 დეკემბერს გაზი შეწყდება ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე

„სოკარის“ ცნობით, ხვალ,  14 დეკემბრის 10:00 საათიდან 14 დეკემბრის 16:00 საათამდე ბათუმში გაზის მიწოდება შეუწყდებათ გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის აბონენტებს. ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. „სოკარის“ ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად მიეწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზი”  აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

გაზზე მომუშავე მოწყობილობების გაძვირება ამჯერად დეკემბრამდე გადაიდო

აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ გადაწია. რეგლამენტი, რომელიც ასეთი მოწყობილობების უსაფრთხოების მიზნით იქნა შემუშავებული, 2021 წლის პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. ტექნიკური რეგლამენტი 2021 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს ვადა ჯერ ივლისამდე, შემდეგ კი სექტემბრამდე გადაწია. მთავრობის 8 ივლისის დადგენილებით კი ეს ვადა 2021 წლის 1-ელი დეკემბრისთვის …

პირველ ივლისს აჭარაში გაზი 9 საათით გაითიშება

1-ელ ივლისს, 23:00 საათიდან 2 ივლისის 08:00 საათამდე აჭარას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს. შეზღუდვის მიზეზი აჭარის გამზომ კვანძზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია. აჭარის გარდა გაზის მიწოდება შეუწყდება ასევე ურეკის, ლაითურის და ოჩხამურის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

გაზზე მომუშავე მოწყობილობების გაძვირება სექტემბრამდე გადაიდო

საქართველოს მთავრობამ აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გადაწია. რეგლამენტი, რომელიც ასეთი მოწყობილობების უსაფრთხოების მიზნით იქნა შემუშავებული, 2021 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. ბიზნესი, რომელიც ასეთი მოწყობილობებით ვაჭრობს, აცხადებდა, რომ რეგლამენტის ამოქმედება სამმაგად და მეტად გააძვირებდა ბაზარზე პროდუქციის [უკვე შემოტანილი თუ ქსელში გატანილი შესაბამისი მოწყობილობების] ფასს. რეგლამენტი 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო. …

ბათუმში გაზი 800-მდე აბონენტს არ მიეწოდება – როდის აღდგება გაზმომარაგება

ბათუმის რამდენიმე ქუჩას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. საუბარია ჩხაიძის, გოგიტიძის, მაიაკოვსკის და მიმდებარე ქუჩებზე. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი ავარიული დაზიანება გახდა. „800-მდე აბონენტია გათიშული. გუშინ, გვიან ღამით, ავარია მოხდა, მანქანა დაეჯახა მილს და ვმუშაობთ აღდგენაზე. შუადღისთვის დავიწყებთ გაზის ჩართვას,“ – გვითხრეს „სოკარში“.  

ბათუმში გაზის მიწოდება კვირას დილიდან დაიწყება – კომპანია

აჭარასა და გურიაში ბუნებრივი აირის მიწოდება კვირას, 29 ნოემბერს, დილიდან აღდგება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბუნებრივი აირი დღეს ღამით საავადმყოფოებს, კოვისსასტუმროებს და სტრატეგიული დანიშნულებს ობიექტებს მიეწოდება, მოსახლეობას კი – კვირას დილიდან. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით კი, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენიდან 5 დღე იქნება საჭირო, რომ გაზი ყველა აბონენტთან მივიდეს. „ყველა ჭიშკართან ვიქნებით …

ვის გადაუხდის გაზის, დენის, წყლის გადასახადს სახელმწიფო ნოემბრიდან

2020 წლის ნოემბერ-დეკემბრისა და 2021 წლის იანვარ-თებერვლის კომუნალურ გადასახადებს იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებს, რომლებიც თითოეულ თვეში 200 კუბურ მეტრ ან ამაზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, ასევე 200 კილოვატ/საათს ან ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზის, დენის, წყლისა და სანდასუფთავების გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხდიან. მოქალაქეებს, როგორც წესი, ნოემბრის თვის გადასხადი მომდევნო, დეკემბრის თვეში მიუვათ, ხოლო თებერვლის თვის – მარტში. შესაბამისად, …

17 ივნისს ბათუმში 9 ქუჩაზე გაზი შეწყდება

„სოკარის“ ინფორმაციით, ხვალ, 17 ივნისს, 12:00 საათიდან 19 საათამდე ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდება ბაგრატიონის, ჰაიდარ აბაშიძის, სელიმ ხიმშიაშვილის, კომახიძის ქუჩის აბონენტებს. გაზი შეწყდება ასევე, 17 ივნისის 11 საათიდან 17 ივნისის 18 საათამდე, ლეონიძის, ტაბიძის, აღმაშენებლის, რურუას და ხახულის ქუჩებზე.  გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. „სოკარის“ განცხადებით, აბონენტებს ბუნებრივ გაზს სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად მიაწვდიან. „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, …

*303# – ახალი კოდი დენის, გაზისა და წყლის გადასახადებზე ინფორმაციის უფასოდ მისაღებად

კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებით უფასო ინფორმაციის მისაღებად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] ინფორმაციით, ახალი მომსახურება დანერგეს. მობილურ ტელეფონებზე კოდის *303# აკრეფით მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი. …

შეღავათზე უარი 3534-მა პირმა განაცხადა – აპრილის შეღავათზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 მაისია

სემეკის ინფორმაციით, მარტის შეღავათებით სარგებლობაზე უარი 3534-მა პირმა განაცხადა. მარტის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 11 აპრილს ამოიწურა, აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადა კი, 2020 წლის 11 მაისია. მოქალაქეებს, რომლებსაც არ სურთ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, აპრილისა და მაისის სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება სემეკის ვებგვერდზე შეუძლიათ: პლატფორმაზე შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ …

მარტში გაზისა და დენის სუბსიდირებაზე უარის თქმა ხვალამდე შეგიძლიათ

მომხმარებელს, რომელსაც სურს უარი თქვას მარტის თვეში მოხმარებული დენისა და გაზის სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებაზე, ამის შესაძლებლობა სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე დღეს, 11 აპრილს, საღამოს 12 საათამდე აქვს. რაც შეეხება აპრილისა და მაისის გადასახადების სუბსიდირებაზე უარის თქმას – ეს პროცესი გაგრძელდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] ინფორმაციით, სახელმწიფო სუბსიდირებაზე უარი უკვე 1100-ზე მეტმა მოქალაქემ …

გაზის შეწყვეტაზე სმს-ებს ყურადღება არ მიაქციონ მათ, ვისაც სუბსიდია ეხება – „სოკარი“

მოქალაქეების ნაწილს, რომლებსაც მარტში მოხმარებულ ბუნებრივი აირის გადასახადზე სახელმწიფო შეღავათები ეხებათ, კომპანია „სოკარისგან“ მიუვიდათ ელექტრონული შეტყობინება, რომ აქვთ დავალიანება და გადაუხდელობის შემთხვევაში კონკრეტული თარიღიდან შეუწყდებათ გაზმომარაგება. „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარში“ განუცხადეს, რომ იყო ერთგვარი პროგრამული ხარვეზი და დავალიანების დაფარვაზე შეტყობინებები ყველას ერთნაირად მიუვიდა სტანდარტულად, როგორც ამ დრომდე ხდებოდა. „იმ აბონენტებმა, რომლებსაც ეხებათ სუბსიდია, შეუძლიათ ამ შეტყობინებებს …

შეძლებთ, უარი თქვათ სახელმწიფოს დახმარებაზე და კომუნალურები თავად გადაიხადოთ – სემეკი

მოქალაქე, რომელსაც ეკუთვნის სახელმწიფო სუბსიდია კომუნალურ გადასახადებზე, შეძლებს ამ შეღავათზე უარი თქვას და გადასახადები თავად გადაუხადოს კომპანიას. სახელმწიფოს მიერ მისთვის გადახდილი თანხა კი, დაბრუნდება ბიუჯეტში. რა ფორმით მოხდება ეს, როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] „ბათუმელებს“ უთხრეს, საკითხზე მუშაობენ. „შესაძლოა, შეიქმნას სპეციალური ინტერნეტპლატფორმა, სადაც მოქალაქე დააფიქსირებს, რომ ის უარს ამბობს ამა თუ …

სოკარი: მარტში ვინც გადაიხადა 114 ლარი და ნაკლები, თანხა შეენახებათ პირად ანგარიშზე

აბონენტმა, რომელმაც მარტის თვეში მოიხმარა 200 და ნაკლები კუბ/მ გაზი, ანუ გადასახდელი აქვს 114 ლარი ან ამაზე ნაკლები, მას გაზის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს. „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 კუბ/მ-სა [ანუ, არაუმეტეს 114 ლარი], სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად ბარათზე. ანუ, მარტის …

Exit mobile version