ბათუმის საკრებულოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილისა და ბიზნესმენის დაპირისპირებას გამოეხმაურნენ. ისინი შესაბამის რეაგირებას ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს სთხოვენ. „სამწუხარო და ამავდროულად უბედურებაა ის, რომ მერიის თანამშრომლები უკვე, ლამის დეშეკათი დარბიან, იმისთვის, რომ ქალაქში ზედამხედველობის სამსახურმა თავისი ფუნქცია შეასრულოს. მერის ასე ჩუმად ყოფნა და დუმილი ნიშნავს იმას, რომ მას უფლება …
Tag Archives: ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია
ბიზნესმენი ამბობს, რომ ბათუმის მერიის მაღალჩინოსანი იარაღით დაემუქრა – გამოძიება დაიწყო
გამოძიება დაიწყო მუქარის მუხლით – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში შემთხვევაზე, რაზეც ბათუმელი ბიზნესმენი, მერაბ ფარტენაძე საუბრობს. ბიზნესმენის თქმით, მას ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ბესო ცეცხლაძე იარაღით დაემუქრა. ბიზნესმენი ამ დროისთვის საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზეა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრის განმარტებით, „აეროპორტის გზატკეცილზე 259ბ-ში პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე მონიტორინგის მიზნით გასულ მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფს მოქალაქეთა …
9 კორპუსის უკანონო მშენებლობა ბათუმში – რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში
„ეს არის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მოსამართლეს ჰქონდა სრული საფუძველი შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა და შეეჩერებინა მშენებლობა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოზე, რომელმაც გოგოლის ქუჩაზე 9 კორპუსის უკანონო მშენებლობის შეჩერებაზე უარი თქვა. ბათუმში, გოგოლის 11-ში, უკანონო მშენებლობას, სადაც 7 კორპუსს კიდევ 2 დაემატა, ხელისუფლება არ აჩერებს. ოფიციალურად ბათუმის მერია და ხელისუფლების სხვა პირები აცხადებენ, …
Continue reading “9 კორპუსის უკანონო მშენებლობა ბათუმში – რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში”
კიდევ 2 დაზიანებული მზიდი კედელი ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად
26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის გვერდით, ტრაგედიის დატრიალების და 9 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ორი მრავალბინიანი კორპუსის პირველ სართულებზე აღმოაჩინა, რომ კომერციული სივრცის მოწყობის პროცესში დაზიანებულია მზიდი კედლები. ეს შეიძლება იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს. ერთი კორპუსის შესახებ მერია გუშინ საღამოდან საუბრობს, მას აქეთ, როცა ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, 40 ოჯახის …
Continue reading “კიდევ 2 დაზიანებული მზიდი კედელი ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად “
რატომ ჩამოვარდა და დაიღუპა მუშა მშენებლობიდან
შპს „სუპერ გრუპის“ წინააღმდეგ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ განმეორებითი საქმის წარმოება დაიწყო გასულ შაბათს, 30 იანვარს. სწორედ ამ დღეს სამშენებლო ობიექტიდან 35 წლამდე მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა. ინსპექციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „სამართალდამრღვევს კანონის შესაბამისად მიეცა მითითება“. კომპანია იმავე მიზეზით – „უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო“ – გასულ წელს ორჯერ გააფრთხილეს, შესაბამისი საქმის წარმოება კი ორივე შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორების …
Continue reading “რატომ ჩამოვარდა და დაიღუპა მუშა მშენებლობიდან “
„სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს“ – ავტობუსების კონტროლიორი
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ლელა ჩხაიძე ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, მას შემდეგ, რაც ის აჭარის მთავრობის სახლის წინ, ე.წ. თავისუფლების კვარტალში საპროტესტო აქციებზე დააფიქსირეს. ლელა ჩხაიძე არ მალავს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. „მაგრამ ვერავინ დამიმტკიცებს, რომ სამუშაო საათებში ვიყავი აქციაზე“, – ამბობს ის. ლელას თქმით, ის 31 დეკემბერს გაუთავისუფლებიათ, თუმცა მან ამის …
Continue reading “„სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს“ – ავტობუსების კონტროლიორი”
მუნიციპალურმა ინსპექციამ აკუსტიკური ხმაურის გამო ბათუმში 9 პირი დააჯარიმა
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ადგილების შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ხაზობრივი ნაგებობების, გარე რეკლამისა და იერსახის მონიტორინგის მიმართულებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში 64 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 9 სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა, ცხრა პირი დაჯარიმდა აკუსტიკური ხმაურის გამოც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აკუსტიკურ ხმაურზე სულ 34 შეტყობინება …
Continue reading “მუნიციპალურმა ინსპექციამ აკუსტიკური ხმაურის გამო ბათუმში 9 პირი დააჯარიმა”
ბათუმში ტროტუარზე ავტომობილის პარკირებისთვის 71 პირი დააჯარიმეს
ბათუმში ტროტუარზე ავტომობილის პარკირებისთვის 71 პირია დაჯარიმებული, ამკრძალავ ნიშანზე დგომისთვის კი 52 ოქმი შედგა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე ივლისის თვეში პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა 1729 ოქმი გამოწერა. პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის კი, ბოლო 5 დღის განმავლობაში, 1586 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა.
ბათუმის მერიის ინსპექცია 42 560 ლარად სპეცტანსაცმელს იყიდის
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისთვის სპეციალური ტანსაცმლის შესაძენად 42 560 ლარია გათვალისწინებული ქალაქის ბიუჯეტიდან. ინსპექციამ სპეცტანსაცმლის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინსპექცია ყიდულობს 133 ქურთუკს, ამდენივე ჟილეტს, 266-266 მაისურს მოკლე და გრძელი სახელოთი, 133 კეპს და 133 საწვიმარ ლაბადას. ტენდერის პირობის მიხედვით, ტანსაცმელი იკერება ინდივიდუალური, თითოეულ თანამშრომელზე ზომის აღებით [ყოველ თანამშრომელზე ზუსტი ზომის მორგებით]. არაზუსტი ზომების შემთხვევაში, შესყიდვის …
Continue reading “ბათუმის მერიის ინსპექცია 42 560 ლარად სპეცტანსაცმელს იყიდის”
რუსეთის მოქალაქემ კორპუსს უკანონოდ სართული დააშენა ბათუმის ცენტრში
ბათუმში, ლუკა ასათიანის #13-ში, დასრულებულ რვასართულიან კორპუსზე კიდევ ერთ სართულს აშენებენ, რომელსაც შუშით ფუთავენ. ამ სართულის დამატებაზე მერიას ნებართვა არ აქვს გაცემული. ბათუმის ცენტრში სართულს უკანონოდ შპს „გლობალმშენი“ აშენებს. ამ კომპანიის 100-ვე პროცენტის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა. ბათუმის მერისთვის, ლაშა კომახიძისთვის გვინდოდა გვეკითხა, როგორ მოხდა, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობიდან 200 მეტრის დაშორებით, უკანონოდ აშენებენ ? – …
Continue reading “რუსეთის მოქალაქემ კორპუსს უკანონოდ სართული დააშენა ბათუმის ცენტრში”
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სამხრე კამერებით იმოძრავებს
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია სამხრე კამერებით აღიჭურვება. ინსპექცია 49 კამერას ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. კამერებისთვის 23 520 ლარია გათვალისწინებული, ანუ ერთი კამერისთვის – 480 ლარი. ბათუმის მერიის ა(ა)იპ „მუნიციპალური ინსპექცია“ 2019 წლის ბოლოს შეიქმნა. ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში კი ინსპექციისთვის 3 444 000 ლარია გათვალისწინებული. ინსპექციაში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 110, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა …
Continue reading “ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სამხრე კამერებით იმოძრავებს”
ავეჯი, დაცვა – მერიის ახალშექმნილი ინსპექცია 255-ათასიან ტენდერებს აცხადებს
ავეჯი, საჯარიმო ქვითრები, დაცვა, კურიერები, საკანცელარიო ნივთები – ეს იმ საგნებისა და მომსახურების ჩამონათვალია, რომლებსაც ბათუმის მერიის ახალშექმნილი მუნიციპალური ინსპექცია ტენდერით შეისყიდის. ელექტრონული ტენდერები, ჯამში, 255 226 ლარითაა გამოცხადებული. მერიის ინსპექციას 31 500 ლარი აქვს გათვალისწინებული 2020 წლის განმავლობაში დაცვის მომსახურებისთვის. პირობის თანახმად, „ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის „ობიექტის“ დაცვა, ცოცხალი ძალით, სპეციალური უნიფორმით და …
Continue reading “ავეჯი, დაცვა – მერიის ახალშექმნილი ინსპექცია 255-ათასიან ტენდერებს აცხადებს”
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსად პოლიციელი არჩილ კონცელიძე დაინიშნა
ბათუმის მერიის ახალდაფუძნებული ა(ა)იპის „მუნიციპალური ინსპექციის“ ხელმძღვანელი ურეხის პოლიციის უფროსი არჩილ კონცელიძე იქნება. მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება უკვე მზადაა. ეს ინფორმაცია დღეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დაგვიდასტურა. მერის თქმით, ახალი მუნიციპალური აიპის „ბათუმის ინსპექციის“ ხელმძღვანელს სამართალდამცავად მუშაობის გამოცდილება აქვს: „მას, როგორც სამართალდამცავს, აქვს მუშაობის კარგი გამოცდილება და იმედი გვაქვს, რომ მისი სახით გვეყოლება ძლიერი პიროვნება, …
Continue reading “ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსად პოლიციელი არჩილ კონცელიძე დაინიშნა”
ბათუმის მერიის ასუცნობიანი პასუხი შტატების გაზრდაზე ახალი წლიდან
ბათუმის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი უკვე მოამზადა და საკრებულოს გადაუგზავნა განხილვისა და დამტკიცებისთვის. ბიუჯეტის ერთხელ დაკორექტირებულ ვარიანტში, მიუხედავად იმისა, სრულად გაითვალისწინა თუ არა მერიამ საკრებულოს შენიშვნები, უკვე არაფერი შეიცვლება [პრეცედენტი ამ დრომდე არ ყოფილა]. ბიუჯეტის ახალი პროექტის თანახმად, იანვრიდან თავისი დაფინანსება ექნება მერიის ახალ ა(ა) იპს – „ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასაც“. თანხა 3 …
Continue reading “ბათუმის მერიის ასუცნობიანი პასუხი შტატების გაზრდაზე ახალი წლიდან”