ბათუმის დრამატული თეატრის კომერციული დარგის მენეჯერი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და განათლების მინისტრს მიმართავს. თენგიზ სურმანიძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება თორნიკე რიჟვაძემ და მაია ხაჯიშვილმა დაგეგმეს. “ხო მიიღეთ გადაწყვეტილება ჩემი ბათუმის დრამატული თეატრიდან განთავისუფლების შესახებ? “მალადეც”. შენ “ზონდეროვიჩი” ხარ და ეს არ განიხილება, თქვენ მაია, რატო იქეცით “ზონდერად”? ის რო უნამუსოა, …
Tag Archives: ბათუმის დრამატული თეატრი
ახალგარემონტებულ ბათუმის თეატრში რეპეტიციის დროს განათება ჩამოვარდა
ბათუმის დრამატულ თეატრში რამდენიმე დღის წინ სცენის განათება ჩამოვარდა. ამ დროს სცენაზე რეჟისორი და მსახიობები იმყოფებოდნენ. თეატრის დირექტორი ოთარ კალანდაძე ამბობს, რომ ჩამოვარდა არა განათება, არამედ განათების ტროსი, რადგან პერსონალმა, რომელიც მართვის ღილაკთან იდგა, ღილაკს ხელი დროულად არ გაუშვა. „ხელი დროზე არ აუშვა ღილაკს და მაქსიმალურად რომ ავიდა სიმაღლეზე, იქ ბოლო წერტილს გადაცდა და გადმოვარდა ტროსი. …
Continue reading “ახალგარემონტებულ ბათუმის თეატრში რეპეტიციის დროს განათება ჩამოვარდა”
„ხანუმა“ – სპექტაკლის პრემიერა ბათუმის განახლებულ დრამატულ თეატრში
2-3 აპრილს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრი ავქსენტი ცაგარელის „ხანუმას“ წარმოადგენს. სპექტაკლის რეჟისორი ანდრო ენუქიძეა. სპექტაკლში როლებს ასრულებენ: თათია თათარაშვილი, მამუკა მანჯგალაძე, ანანო იაშვილი, ანო ზურაშვილი,ზაალ გოგუაძე, მაია ცეცხლაძე, კახა კობალაძე, ქეთევან ეგუტიძე, ტიტე კომახიძე, ოთარ ქათამაძე, ზაზა ზოიძე, ინგა ღირდალაძე, ნინო კვიტაიშვილი, ნოდარ ძიძიგური, დიანა ჩახუნაშვილი, ხატია ფოფხაძე, ნანა კიკვაძე, მერი ნაკაშიძე და .შ. დასაწყისი: …
Continue reading “„ხანუმა“ – სპექტაკლის პრემიერა ბათუმის განახლებულ დრამატულ თეატრში”
„ძველი ბათუმი საფრთხეშია“ – ბათუმში პრემიერსა და პრეზიდენტს პროკლამაციები გადააყარეს
დღეს, 27 მარტს, ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობის გახსნაზე მოსულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძესა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სპექტაკლის დასრულების შემდეგ პროკლამაციები გადააყარეს. „ამხანაგებო! ძველი ბათუმი საფრთხეშია! ვერაგი მთავრობა თავისი ცემენტიანი ხელებით ეპოტინება ბათუმს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ქალაქს! ქუდზე კაცი და კოლგოტზე ქალი ძველი ბათუმის დასაცავად“ – ეწერა პროკლამაციაში. აქცია-პერფორმანსის ავტორი ბათუმელი სტუდენტი, …
ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეძახილებით დახვდნენ
დღეს, 27 მარტს, საქართველოს პრემიერ – მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეაბილიტირებული ბათუმის თეატრის გახსნაზე შეძახილების ფონზე შევიდნენ. თეატრთან აქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამართა. „კორუფცია! კორუფცია!“ – სკანდირებდნენ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები. მათ აქციაზე ის ბანერები მიიტანეს, რომელზეც აჭარაში დაწყებული, მაგრამ დაუმთავრებელი პროექტები იყო გამოსახული. „თეატრის წინ აქცია იმიტომ გავაკეთეთ, გვეჩვენებინა ხალხისთვის, რომ …
Continue reading “ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეძახილებით დახვდნენ”
ბათუმში დრამატული თეატრის გახსნას პრემიერი და პრეზიდენტი დაესწრებიან
დღეს, 27 მარტს, ბათუმში ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული დრამატული თეატრი გაიხსნება. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თეატრის გახსნას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრებიან. დრამატულ თეატრში გაიმართება სპექტაკლის – „KLDIASHVILI.GE“ პრემიერა დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით, რომლის რეჟისორია ანდრო ენუქიძე. თეატრის რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ 2015 წელს დაიწყო. შეცვლილია თეატრის მთავარი სცენის ინტერიერი, რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს, შეიცვალა იატაკი და …
Continue reading “ბათუმში დრამატული თეატრის გახსნას პრემიერი და პრეზიდენტი დაესწრებიან”
ბათუმის დრამატული თეატრი 450 ათას ლარად Steinway-ის მარკის როიალს ყიდულობს
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 450 ათას ლარად ერთი Steinway-ის მარკის როიალის ყიდვას ტენდერის გარეშე აპირებს. თეატრმა შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა. განაცხადში ნათქვამია, რომ თეატრს 2019 წლის ივლის-აგვისტოში გათვალისწინებული აქვს საერთაშორისო რანგის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ჩატარება, „შესაბამისად, მონაწილეების მოთხოვნათა შორის პირდაპირ მითითებულია Steinway-ის ინსტრუმენტის არსებობა“. „მსოფლიო არტსცენის შესაბამისი სტანდარტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, …
Continue reading “ბათუმის დრამატული თეატრი 450 ათას ლარად Steinway-ის მარკის როიალს ყიდულობს”
„პეპი მაღალიწინდა” – ანშლაგი ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე
ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენა შობა-ახალი წლის წინ მაყურებელს ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელიწინდას“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სთავაზობს. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი მანანა კვირკველიაა, პეპის როლს კი 24 წლის მსახიობი, ხატია ფოფხაძე ასრულებს. ხატიასთვის პეპი პირველი როლია ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე. სპექტაკლის პრემიერა ბათუმში 23 ნოემბერს შედგა. მსახიობებმა ბავშვების საყვარელი მწერლის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი …
Continue reading “„პეპი მაღალიწინდა” – ანშლაგი ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე”
ბათუმის დრამატული თეატრის დახურული გახსნა
დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ეწვია მთავრობის წევრებთან ერთად და მსახიობებსაც შეხვდა. ოფიციალური ცნობით, პრემიერმა თეატრი დღეს, დილის 11 საათზე გახსნა, თუმცა არ შემდგარა გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც ფართო საზოგადოება დაესწრებოდა და შეხვედრა მსახიობებთან მედიისთვისაც დახურული იყო. ჟურნალისტები შენობის გარეთ დარჩნენ, მათ თეატრის გახსნის და მსახიობებთან შეხვედრის გაშუქების შესაძლებლობა არ …
Continue reading “ბათუმის დრამატული თეატრის დახურული გახსნა”
როგორ შეიცვალა შენობა – ბათუმის დრამატულ თეატრში რემონტი სრულდება [ფოტო]
ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდა. შეცვლილია თეატრის მთავარი სცენის ინტერიერი, რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს, შეიცვალა იატაკი და გათბობის სისტემა. შენობა მთლიანად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. თეთრის ნაცვლად ღია ნაცრისფერით შეცვლილია იარუსების ფერიც. “გადაიღება ეს [იარუსები] და დავიდა საპროექტო ფერზე. ის თეთრი ფერი იყო ისეთი [ბრჭყვიალა] და ის არ შეესაბამებოდა თეატრს. არეკვლა ხდებოდა ფერის. ბრჭყვიალა …
Continue reading “როგორ შეიცვალა შენობა – ბათუმის დრამატულ თეატრში რემონტი სრულდება [ფოტო]”
ზურაბ პატარაძემ ბათუმის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზე გადავიდა. დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან და ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. თეატრის რეაბილიტაცია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით 2015 წელს დაიწყო. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით აჭარაში …
Continue reading “ზურაბ პატარაძემ ბათუმის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა”
ბათუმის დრამატული თეატრი რუსეთში ფესტივალზე გამგზავრებას არ აპირებს
ბათუმის დრამატული თეატრი რუსეთში ფესტივალზე არ გაემგზავრება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თეატრის დირექტორმა ოთარ კალანდაძემ განუცხადა. თეატრალურ ფესტივალზე ბათუმის თეატრი ორლოვის თავისუფალმა თეატრმა მიიწვია. „გადავწყვიტეთ, რომ არ წავიდეთ. არც თანხები გვაქვს ამ მიმართულებით. წასვლის შემთხვევაში გზის ფული ჩვენ უნდა გადაგვეხადა, დანარჩენი ხარჯი – სასტუმრო, კვება, მასპინძელი მხარის იყო. ასე ეწერა მოწვევის დოკუმენტში“, – გვეუბნება ოთარ კალანდაძე. …
Continue reading “ბათუმის დრამატული თეატრი რუსეთში ფესტივალზე გამგზავრებას არ აპირებს”
„კონკიას“ თანამედროვე ვერსია ბრიტანელი რეჟისორებისგან ბათუმში
ბრიტანეთის საკონსულოს ინფორმაციით, 12 დეკემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში „კონკიას“ თანამედროვე ვერსია დაიდგმება. დადგმა ეკუთვნის ბრიტანელ რეჟისორს ქრესიდა ბრაუნის. პიესის ამ ვერსიაზე მუშაობდნენ ბრიტანელი ხელოვანები – სელი ქოქსონი და ადამ ფექსი. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი ზღაპრის ვერსია თანამედროვე ოჯახზე, სიყვარულზე, ახლებურად დანახულ მარადიულ ღირებულებებზე. სპექტაკლში მაყურებელი თავად ხდება მონაწილე კონკიას თავს დატეხილი მწუხარების, …
Continue reading “„კონკიას“ თანამედროვე ვერსია ბრიტანელი რეჟისორებისგან ბათუმში”
სპექტაკლი ალჟირის ბანაკის ქართველ ტყვე ქალებზე – ბათუმის თეატრის ახალ სცენაზე
გრიბოედოვის თეატრი 172-ე სეზონს ბათუმში გასტროლით ხსნის სპექტაკლით „ალჟირი“ [აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისათვის]. სპექტაკლი 6 და 7 სექტემბერს გაიმართება საღამოს რვა საათზე ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე. სპექტაკლი ალჟირის ტყვეებს ეძღვნება, ქალბატონებს საქართველოდან … „ალჟირი“ – ავთანდილ ვარსიმაშვილის დოკუმენტური დრამაა. გაცოცხლებული ისტორია, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. იგი მოგვითხრობს სტალინური ეპოქის ყველაზე საშინელი ადგილის – გულაგის ერთერთი „კუნძულის“ შესახებ. თეატრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: „ბანაკის …
Continue reading “სპექტაკლი ალჟირის ბანაკის ქართველ ტყვე ქალებზე – ბათუმის თეატრის ახალ სცენაზე”
როგორ მიმდინარეობს დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები – ბათუმს სამი თეატრალური სცენა ექნება
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის გაზაფხულიდან უტარდება. სამუშაოების შედეგად თეატრის შენობას ახალი გათბობა-ვენტილაციის სისტემა ექნება, რაც ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის, ანდრო ენუქიძის თქმით, წლების განმავლობაში ნაგებობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. ამ ეტაპზე შენობა უკვე დაიქსელა გათბობის თანამედროვე მილებით. დამონტაჟდება განათებისა და გახმოვანების ახალი აპარატურა. რესტავრაცია უტარდება თეატრის ჭაღსა …
„ნუ დამითვლით ნაოჭებს“ – ნინო საკანდელიძე
„ძალიან გთხოვთ, ნუ დაითვლით ჩემს ნაოჭებს“ – საქართველოს დამსახურებული არტისტი, 82 წლის ნინო საკანდელიძე, მაყურებელს და ახლა უკვე მკითხველს საკუთარი წიგნის ფურცლებიდან მიმართავს. ბათუმის დრამატული თეატრის გვერდით, 12- სართულიანი კორპუსი დგას, რომლის მეთორმეტე სართულზე მსახიობი ცოლ-ქმარი – ნინო საკანდელიძე და მანუჩარ შერვაშიძე – ცხოვრობს. ინტერვიუს ჩასაწერად მისულს სახლში მხოლოდ ნინო მხვდება. ათასჯერ მაქვს ჩემი ისტორია …
Continue reading “„ნუ დამითვლით ნაოჭებს“ – ნინო საკანდელიძე”