ბათუმის ახალ ბულვარში უკვე ხალხმრავლობაა – ადამიანები ვარჯიშობენ, ისვენებენ, სეირნობენ, მათ შორის, ველოსიპედებით, თუმცა აქ ველობილიკი მოშლილია. ველოსიპედების ტრასა რესტორან „აჭარული სახლიდან“ აკვაპარკამდე გადათხრილია. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და 15 დღეში დასრულდება. ქვაფენილის ნაცვლად აქ ბეტონის ბილიკის მოწყობაა დაგეგმილი. „აქ მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ვინაიდან ველობილიკი ისედაც ამორტიზებული …
Tag Archives: ახალი ბულვარი
დავა სასამართლოში ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურები გამო – ბულვარის განმარტება
ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურებში, რომლებიც დაზიანებულია და ახალ ბულვარში ალაგია, ბულვარის ადმინისტრაციას თანხა გადახდილი არ აქვს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ადმინისტრაციაში უთხრეს. ფიგურებში დახარჯული თანხის გამო, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ალიგატორი 1“ ბულვარს სასამართლოში ედავება. 2016 წლის აპრილში, ბულვარსა და კომპანია „ალიგატორი 1“-ს შორის, ანტივანდალური ფიგურების შეძენა-მონტაჟზე ხელშეკრულება 69 140 ლარზე გაფორმდა. კომპანიამ ფიგურები ბულვარში დაამონტაჟა [ეს …
ფიგურების „სასაფლაო“ ახალ ბულვარში [ფოტო]
ბათუმის ახალ ბულვარში, ე.წ. ამფითეატრის მიმდებარედ, ერთ დროს ბულვარში განთავსებული ფიგურები, დეკორატიული სკულპტურები, ფილები თუ სხვადასხვა სახის ინვენტარი, ღია ცის ქვეშ, უწესრიგოდ ყრია. ფიგურების და ინვენტარის უმეტესობა დაზიანებულია. ამ ადგილზე დაზიანებული ნივთები ბოლო რამდენიმე წელია ალაგია, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ წლის ბოლოს მიმდინარეობდა ინვენტარიზაცია და დაახლოებით 10 დღის შიგნით ტერიტორია დალაგდება. …
Continue reading “ფიგურების „სასაფლაო“ ახალ ბულვარში [ფოტო]”
„ნუ აძვრებით ქვებზე“ – უსაფრთხოა თუ არა ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვარში
ბათუმის ახალ ბულვარში სასეირნო ბილიკის, ნაპირდამცავი ნაგებობების და ხელოვნური პლაჟის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 55 მილიონამდე ლარი იხარჯება. ნაპირის დაცვის მიზნით აქ დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძეზე ჩაწყობილია ქვის ლოდები, რომელთა უმეტესობა, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, 3-დან 7-ტონამდე იწონის. ეს ხელოვნური ნაგებობა უსაფრთხო არ არის, რასაც ფონდშიც ადასტურებენ. ქვებს შორის არის სიცარიელე, რის გამოც, გამაფრთხილებელი ნიშნებია განთავსებული …
Continue reading “„ნუ აძვრებით ქვებზე“ – უსაფრთხოა თუ არა ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვარში”
როგორ ამაგრებენ ბათუმის სანაპიროს ახალი ბულვარიდან აეროპორტამდე [ფოტო]
ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე ნაპირგამაგრების სამუშაოები გრძელდება. პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2017 წლიდან ახორციელებს. სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები, სავარაუდოდ, 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ნაპირგამაგრების სამუშაოების [ქვის ლოდების დალაგება, რკინაბეტონის ჯებირი] პარალელურად დაწყებულია პრომინადის მოწყობაც. პლაჟის გასწვრივ თავის დროზე მოწყობილი სასეირნო ბილიკი აქ …
Continue reading “როგორ ამაგრებენ ბათუმის სანაპიროს ახალი ბულვარიდან აეროპორტამდე [ფოტო]”
ახალი წესები იმ კვადროციკლებისთვის, რომლებიც ბათუმის ბულვარში იმოძრავებენ
ბათუმის საკრებულოში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ბათუმის ბულვარში კვადროციკლებისა და ელექტრომობილების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით უნდა გადავადდეს. უკვე მზადაა დადგენილების პროექტი, რომელიც ადრე დამტკიცებულ დოკუმენტში აკრძალვის ამოქმედების თარიღის ცვლილებას ითვალისწინებს: „ნაცვლად 2019 წლის პირველი მაისისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბერს“. ცვლილების მიზეზად კი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ასახელებენ. იცვლება ადგილიც, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე შეზღუდვა ისევ შენარჩუნდება, კვადროციკლები ბათუმის დელფინარიუმიდან …
Continue reading “ახალი წესები იმ კვადროციკლებისთვის, რომლებიც ბათუმის ბულვარში იმოძრავებენ”
კვადროციკლების მფლობელები აქციებს წყვეტენ
დღეს, პირველ მაისს, კვადროციკლების მფლობელები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა კვადროციკლების მფლობელებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ისინი საპროტესტო აქციებს დღეს შეწყვეტენ, რადგან შეთანხმება მიღწეულია. კვადროციკლები ძველი ბულვარის ნაცვლად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იმოძრავებენ. „რა როგორ გაკეთდება, თუ რა ლოკაციები იქნება, ამას გადავწყვეტთ მუშაობის პროცესში, თუმცა საბოლოო შეთანხმება მიღწეულია და კვადროციკლები …
Continue reading “კვადროციკლების მფლობელები აქციებს წყვეტენ”
“სანდასუფთავებამ” ახალ ბულვარში ძროხები დაიჭირა
ახალი ბულვარის ტერიტორიაზე “სანდასუფთავების” სამსახურის თანამშრომლებმა ცხრა სული პირუტყვი დაიჭირეს, რომლებიც საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. საქონლის მფლობელები ადმინისტრაციული წესით, 50 ლარით დაჯარიმდნენ. ახალი ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება
ახალი ბულვარის რეაბილიტაციისთვის 2 041 884 ლარი დაიხარჯება
ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, ახალ ბულვარში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 000 კვ.მ მოცულობის ტერიტორიას, სადაც წლების განმავლობაში ამორტიზებული ფილები სრულად გამოიცვლება, განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წვიმამიმღები ჭები, ბილიკები კი გრანიტის ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით კეთილმოეწყობა. ახალ ბულვარში დეკორატიული არხებისა და შადრევნების სარემონტო სამუშაოებიც მიმდინარეობს. ბათუმის ბულვარში სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი – ამფითეატრის მოედნიდან მეჯინისწყლის ხიდამდე. მეორე ეტაპი- …
Continue reading “ახალი ბულვარის რეაბილიტაციისთვის 2 041 884 ლარი დაიხარჯება”
ხელოვნური პლაჟი და ზღვაზე გადასასვლელი ხიდები ახალ ბულვარში – ნაპირდაცვა [ფოტო]
ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე პლაჟი ხელოვნურად მოეწყობა. ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, უშუალოდ პლაჟის მოწყობის სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2017 წლიდან ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტის დასრულებას 1,5 წელი მაინც დასჭირდება. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით …
Continue reading “ხელოვნური პლაჟი და ზღვაზე გადასასვლელი ხიდები ახალ ბულვარში – ნაპირდაცვა [ფოტო]”
როდის დასრულდება ახალი ბულვარის რეაბილიტაცია – მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები
ბათუმის ბულვარში ფეხით მოსიარულეთა ბილიკის [პრომინადის] დაზიანებული ადგილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. „ბათუმის ბულვარში“ აცხადებენ, რომ მთლიანი პრომინადის შეცვლა ბევრ თანხასთან არის დაკავშირებული და შეცვლის აუცილებლობა არ არის, ამიტომ დაზიანებულ ადგილებს ამოჭრიან და მის ადგილზე რკინაბეტონის ახალ საფარს მოაწყობენ. პლაჟის გასწვრივ, პრომინადზე დაწყებული სამუშაოები პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს. სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ბულვარის ადმინისტრაციას 148 ათას 895 …
Continue reading “როდის დასრულდება ახალი ბულვარის რეაბილიტაცია – მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები”
ბულვარში ახალი ველობილიკის მოსაწყობად 1 მილიონ 763 ათასი ლარი დაიხარჯება
ბათუმის ბულვარში ახალი ველობილიკის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება ბულვარის ადმინისტრაციამ მიიღო. საუბარია არსებული ველობილიკების შეცვლაზე პანორამული ბორბლიდან ახალ ბულვარში მდებარე ხიდამდე. ველობილიკზე ფილების ნაცვლად ბეტონის ნარევის სხმული დაიგება [ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ველობილიკი ბეტონის ნარევის სხმულითაა მოწყობილი]. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ბილიკი ამორტიზებულია და მის ხელახლა მოწყობაზე ტენდერი უახლოეს ორ კვირაში გამოცხადდება. ჯამში 19 424 …
Continue reading “ბულვარში ახალი ველობილიკის მოსაწყობად 1 მილიონ 763 ათასი ლარი დაიხარჯება”
სად აღადგენს WHERE–ს ბათუმის ბულვარი
ქანდაკება WHERE–ს აღდგენითი სამუშაოებისთვის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 7362 ლარი გამოყო. ქანდაკება, რომელიც ახალ ბულვარში პლაჟის გასწვრივ იდგა, შტორმის შედეგად დაზიანდა. ის აქ დღეს არ დგას. ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხელახლა დასამზადებელია მხოლოდ ერთი დეტალი – E ასო, ქანდაკების დანარჩენი ნაწილები კი დასაწყობებულია. ქანდაკება ისევ ახალ ბულვარში, თუმცა ახალ ადგილზე, შადრევნის მიმდებარედ დაიდგმება, ვინაიდან „პლაჟის გასწვრივ …
„ნაგავსაყრელი“ ბათუმის სანაპიროსთან [ფოტო, ვიდეო]
ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ზღვისპირა ზოლი, ფაქტობრივად, სამშენებლო მოედნად და არაოფიციალურ თუ ოფიციალურ ნაგავსაყრელადაა ქცეული. პლაჟზე გასასვლელი, ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე, რკინის ბადითაა შემოღობილი – აქ ნაპირგამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს [თუმცა დღეს, 30 აპრილს, კარგ ამინდში, საღამოს 6 საათზე, აქ ერთი ტრაქტორი იდგა და არავინ მუშაობდა]. აქ ინტენსიურად მოძრაობდნენ მძიმე სატვირთო ავტომობილები, რომლებიც მშენებლობის მოედნიდან ამოღებულ …
Continue reading “„ნაგავსაყრელი“ ბათუმის სანაპიროსთან [ფოტო, ვიდეო]”
ხუთბალიანი შტორმი ზღვაზე [ვიდეო]
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 17 თებერვალს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის სიმძლავრე 5-6 ბალს აღწევდა. შტორმი ბათუმის სანაპიროზე განსაკუთრებით ახალ ბულვარს აზიანებს.ხვალიდან შავ ზღვაზე შტორმის სიმძლავრე დაიწევს და გამოიდარებს. ამავე თემაზე: ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს
როგორ გამოიყურება ახალი ბულვარი გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად [ფოტო]
ახლახან ახალ ბულვარში ხე-მცენარეებისა და მწვანე ნარგავების მოვლისა და ფილაქნების სარეველებისგან გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ამ ტერიტორიაზე, დაზიანებული ფილების აღდგენა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის თქმით, უკვე არსებობს ახალი ბულვარის განვითარების, რამდენიმე საინვესტიციო პროექტი, რომლებიც მოსახლეობასთან, ბათუმელებთან შეთანხმებით დაიწყება. ბათუმის ბულვარის მოვლა შენახვისთვის 2017 წლის ბიუჯეტიდან 7 590 300 ლარი დაიხარჯება, რომლის …
Continue reading “როგორ გამოიყურება ახალი ბულვარი გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად [ფოტო]”
ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის 12 მილიონამდე ევრო დაიხარჯება
წვიმისა და შტორმის დროს ბათუმის დატბორვის პარალელურად ზღვის სანაპირო ზოლიც ირეცხება, რის შედეგადაც იშლება და ზიანდება ამ ზოლში არსებული ინფრასტრუქტურა – განსაკუთრებით, ახალი ბულვარის ტერიტორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კი ნაპირგამაგრების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტი ფაქტობრივად არ განხორციელებულა. მიმდინარე წლის 16 ივნისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განაცხადა ბათუმის ნაპირგამაგრების სამუშაოებისთვის ტენდერში მონაწილეობის მიღების შესახებ. ფონდი საამისოდ, ფაქტობრივად, სამი …
Continue reading “ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის 12 მილიონამდე ევრო დაიხარჯება”
ახალი ბულვარი შტორმის შემდეგ [ფოტო]
„ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურის განცხადებით, ამ წუთებში მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რაც ბულვარში 14 აგვისტოს შტორმმა გამოიწვია: „ ჩვენს პრეროგატივაში რაც შედის, ეს არის გარე განათების ბოძების აღდგენა. აღდგენითი სამუშაოები კი ზარალის დათვლის შემდეგ დაიწყება“. შტორმმა სანაპირო ზოლი და სასეირნო ბილიკი დააზიანა. აღსანიშნავია, რომ ბულვარის ეს მონაკვეთი ყოველი შტორმის დროს ზიანდება.
ახალი ბულვარი ტურისტებისა და კონცეფციის გარეშე
აგვისტოში, ტურისტული სეზონის პიკზე, განსაკუთრებული დატვირთვით სანაპირო ზოლი და ბულვარი გამოირჩევა. თუმცა ბულვარის ახალი და ძველი ნაწილი კონტრასტულ სურათს ქმნის. მაშინ, როდესაც ძველ ბულვარში სიცოცხლე დუღს, ახალ ბულვარში ადამიანები კანტიკუნტად დადიან. დღის განმავლობაში ძველ ბულვარში შესამჩნევი ხალხმრავლობაა. სკამებზე, მინდვრებსა და ხეივანში დასასვენებლად გამოსულ უამრავ ადამიანს შენიშნავთ. დიდი დატვირთვით მუშაობს სხვადასხვა კვების ობიექტი, ჯიხური თუ მაღაზია. …
Continue reading “ახალი ბულვარი ტურისტებისა და კონცეფციის გარეშე”