აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურორტ „გოდერძიზე“ მიწის 11 ნაკვეთს პირობებიანი აუქციონის წესით, იჯარით გასცემს. მიწის ნაკვეთებით სარგებლობის პერიოდი 2018 წლის მაისამდეა, აუქციონის საწყისი ფასი კი 150-200 ლარი თითოეულ ნაკვეთზე. მოიჯარეებმა 2017 წლის 10 დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე უნდა განათავსონ თხილამურების გასაქირავებელი [4 ცალი] და სწრაფი კვების ობიექტის შესაბამისი [4 ცალი] მსუბუქი კონსტრუქციები, ხოლო …
Tag Archives: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავტომანქანების მრეცხავს ეძებს
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ავტომანქანების მრეცხავის პოზიციაზე გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა, საკონკურსო განაცხადის მიხედვით შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სრულ განაკვეთზე, ხოლო მისი ანაზღაურება 625 ლარი იქნება. განაცხადის მიხედვით დასაქმების მსურველი უნდა იყოს პუნქტუალური, კომუნიკაბელური, ორგანიზებული და მას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. კონკურსი ორეტაპიანია. პირველი ეტაპზე განაცხადებს გადაარჩევენ, შემდეგი ეტაპი კი გასაუბრება იქნება. აჭარის ფინანსთა და …
Continue reading “აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავტომანქანების მრეცხავს ეძებს”
აჭარის მთავრობამ ივანიშვილს მწვანე კონცხზე კიდევ მიწის ხუთი ნაკვეთი მიჰყიდა
შპს „ბიზნეს დეველოპმენტმა“, რომელიც მწვანე კონცხზე იმ პროექტს ახორციელებს, რომლის ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია, საკუთრებაში მიწის ახალი ნაკვეთები დაირეგისტრირა. მიწის ნაკვეთები კომპანიას აჭარის მთავრობამ მიჰყიდა. ამ ნაკვეთებთან ერთად კომპანია მწვანე კონცხზე კიდევ 6 346 კვ/მ პლაჟსაც ითხოვს იჯარით. „ბიზნეს დეველოპმენტის“ მიერ საკუთრებაში ახლადარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 7 944 კვ/მ-ია. აქედან 650 კვ/მ მახინჯაურში, ხოლო დანარჩენი …
Continue reading “აჭარის მთავრობამ ივანიშვილს მწვანე კონცხზე კიდევ მიწის ხუთი ნაკვეთი მიჰყიდა”
ივანიშვილის ფონდის პარტნიორი მიწას ითხოვს ანბანის კოშკთან, სადაც „სილქ თაუერი“ უნდა აშენდეს
ბათუმში „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად „სილქ თაუერის“ მშენებლობა ყოფილი „რივიერას“ ადგილზეა დაგეგმილი. ახალი პროექტის განხორციელება „სილქ როუდ ჯგუფმა“ გუშინ, 7 ნოემბერს დაანონსა. „სილქ თაუერის“ პროექტის ფინანსური პარტნიორი საქართველოს თანაინვესტირების ფონდია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. „სილქ თაუერი“ და მიმდებარე ტერიტორია ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება…“ – განაცხადა გიორგი რამიშვილმა, სილქ როუდ ჯგუფის ხელმძღვანელმა. „პირველ ეტაპზე იგეგმება „სილქ თაუერის“ მშენებლობა და …
პორტთან ესტაკადის მშენებლობის ზედამხედველობას სამინისტროს 137 000 ლარად სთავაზობენ
ბათუმის პორტთან დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობას კომპანია „ოიკო ჯგუფი“ 137 ათას ლარად გაუწევს ზედამხედველობას იმ შემთხვევაში, თუ მას შესაბამის ტენდერში გამარჯვებულად გამოავლენს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. ეს კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმში ესტაკადის მშენებლობის ზედამხედველობისთვის ბიუჯეტში 140 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადას მოაწყობაზე გამოცხადებულ …
აჭარის ეკონომიკის სამინისტრო „სოკარს“ 7127 ლარს და 20 თეთრს სთხოვს
7127 ლარსა და 20 თეთრს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიმს“ სთხოვს. დავის საგანი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაა, რაშიც „სოკარი“ 2014 წლის 8 ივლისიდან 2015 წლის 24 მარტამდე ფულს არ იხდიდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს. საუბარია „მაკდონალდსის“ გარე ტერიტორიის ნაწილსა და გზაზე [აქ „სოკარს“ ბენზინგასამართი სადგურიც …
Continue reading “აჭარის ეკონომიკის სამინისტრო „სოკარს“ 7127 ლარს და 20 თეთრს სთხოვს”
მწვანე კონცხზე მიწა ბერა ივანიშვილმაც იყიდა
მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა აღარ დგას. დაინგრევა უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მრავალსართულიანი შენობაც. ეს შენობები და მიწის ნაკვეთები აქ აჭარის მთავრობამ „ბიზნეს დეველოპმენტს“ მიჰყიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. აქვე 6003 კვ/მ ტერიტორია, რომელიც საერთო საცხოვრებელს ესაზღვრება, სახელმწიფომ აჭარას გადასცა საკუთრებაში. ამ ნაკვეთის შეძენითაც „ბიზნეს დეველოპმენტია“ დაინტერესებული. მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი იყიდა შპს „ურეკი რეზიდენსმაც“, რომლის …
Continue reading “მწვანე კონცხზე მიწა ბერა ივანიშვილმაც იყიდა”
ესტაკადა ბათუმის პორტთან – 15 მილიონი ლარი და 2 პრეტენდენტი
ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მოწყობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორი კომპანია სთავაზობს: „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“. პირველი კომპანია მზადაა გადასასვლელი საავტომობილო ხიდი 15 297 410 ლარად ააშენოს, ხოლო მეორე კომპანია იგივე სამუშაოს – 14 370 000 ლარად შეასრულებს. სამინისტროს სატენდერო თანხა 15 297 410 ლარი იყო. ტენდერში წინადადებების მიღება 17 ოქტომბერს დასრულდა. …
Continue reading “ესტაკადა ბათუმის პორტთან – 15 მილიონი ლარი და 2 პრეტენდენტი”
ბათუმის პორტთან ესტაკადა აშენდება – 15 მილიონიანი ტენდერი შეზღუდულ ვადაში ჩატარდება
ბათუმის შემოსასვლელში, პორტის მიმდებარედ, სატრანსპორტო კვანძის [ესტაკადის] მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მშენებლობისთვის 15 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, თუმცა ტენდერი, შეზღუდულ ვადაში ჩატარდება – წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს დაიწყება და სამ დღეში, 17 ოქტომბერს დასრულდება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ესტაკადა უნდა აშენდეს, შპს „აიდიემის“ მიერაა მომზადებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …
ვის მიყიდა საქართველოს მთავრობამ მიწები მახინჯაურში
მახინჯაურში, ზღვისპირას მდებარე მიწის ოთხი ნაკვეთი [ჯამში 8867 კვ/მ], საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 660 ათას ლარად „აჭარის კურორტებს“ მიყიდა. „აჭარის კურორტების“ აქციების მფლობელ კომპანია – „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს კი აჭარაში 21 საკურორტო/ტურისტული ობიექტი [მათ შორის „მედეა“ და „მესხეთი“] 11 წლის წინ გადასცეს, რომლებზეც ე.წ. ყაზახური ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა. გასულ წელს …
Continue reading “ვის მიყიდა საქართველოს მთავრობამ მიწები მახინჯაურში”
ISFED: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წინასაარჩევნო აგიტაციის წესი დაარღვია
სამართლიანმა არჩევნებმა ბათუმსა და ყვარელში წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე ცესკოს მიმართა. „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც ოფიციალური ფეისბუქგვერდი წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა. „კერძოდ, სამინისტრომ 12 სექტემბერს გამოაქვეყნა პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტოები. ფოტოებში გამოყენებულია პარტიის დროშა და ლოგო. გარდა ამისა, სამინისტროს გვერდმა …
შეწყვეტილი აუქციონი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საწარმოს ამოქმედების პირობით დაბა ხელვაჩაურში 10 418 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემას გეგმავდა, თუმცა ამ მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი დღეს შეწყდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ დაბა ხელვაჩაურში, სამრეწველო ზონაში, სადაც ნაკვეთის იჯარით გაცემა იგეგმება, შიდა გზის გაყვანაა დაგეგმილი. გზის გაყვანას გარკვეულ ტერიტორია სჭირდება, ამიტომაც საიჯარო ნაკვეთის საზღვრები …
ექვსი ვაკანსია აჭარის ფინანსთა სამინისტროში
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ექვს ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურია საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის, სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ურბანული განვითარების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა. კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი …
Continue reading “ექვსი ვაკანსია აჭარის ფინანსთა სამინისტროში”
ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ 1,6 მილიონ ლარად გაიყიდა
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან მდებარე 3 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი 1 მილიონ 648 ათას ლარად პირობებიან აუქციონზე გაიყიდა. ტერიტორია, სადაც ადრე სანატორიუმი „ქობულეთი“ ფუნქციონირებდა, აუქციონზე შპს „კრისტალ ბილდინგმა“ შეისყიდა. კომპანია საქართველოში 2015 წელს აზერბაიჯანის მოქალაქეებმა დააფუძნეს. ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე პირობებით გაიტანა. მყიდველმა ამ ტერიტორიაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვეში უნდა დაასრულოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, …
Continue reading “ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ 1,6 მილიონ ლარად გაიყიდა”
ბათუმი-ქედის გაზსადენის მშენებლობის ზედამხედველს სამინისტრო ტენდერით შეარჩევს
ბათუმი-ქედის მონაკვეთის [ხიჭაურის დასახლებამდე] გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 126 700 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამინისტრო ტექნიკურ ზედამხედველს ტენდერით შეარჩევს. ტექნიკურმა ზედამხედველმა ტექნიკური ზედამხედველობა გაზსადენის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებასა და მათ ხარისხიანად შესრულებაზე 18 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს. გაზსადენი წელიწადნახევარში უნდა აშენდეს, მაგრამ თუ სამშენებლო სამუშაოების დასრულება ვერ განხორციელდა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, ტექნიკური ზედამხედველი …
Continue reading “ბათუმი-ქედის გაზსადენის მშენებლობის ზედამხედველს სამინისტრო ტენდერით შეარჩევს”
რა იგეგმება მწვანე ტბასთან და მთა ღომაზე
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მწვანე ტბისა და ღომას მთის მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობისა და განვითარების პროექტების შედგენაზე კონკურსები გამოაცხადა. მწვანე ტბის შემთხვევაში მაქსიმალური თანხა 67 700 ლარია, ხოლო მთა ღომას განვითარების პროექტში სამინისტრო 84 700 ლარს გადაიხდის. ორივე კონკურსი 2017 წლის 7 სექტემბერს დასრულდება, პროექტები კი სამინისტროს ამავე წლის 16 დეკემბრამდე უნდა ჩაბარდეს. საკონკურსო წინადადების მიხედვით მწვანე ტბასთან, …
სად გაივლის ახალი გაზსადენი ბათუმიდან ხიჭაურამდე
აჭარაში ახალი ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა იწყება. გაზსადენი ბათუმიდან შუახევის სოფელ ხიჭაურამდე მონაკვეთში, მაქსიმუმ ორ წელში უნდა აშენდეს. მაღალმთიანი აჭარის სოფლების გაზიფიკაცია ცენტრალური გაზსადენის აშენების შემდეგ დაიწყება. ახალი გაზსადენის მშენებლობა ბათუმში, სალიბაურის დასახლებაში, დაიწყება და შინდისისა და სვიშევსკის ქუჩების გავლით გაზსადენი გადავა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ სამებაში. სამებადან გაზსადენი გაივლის მარშრუტს: ახალშენი-ხეღრუ-ქვემო ჯოჭო-ერგე. ერგედან მდინარე ჭოროხის …
Continue reading “სად გაივლის ახალი გაზსადენი ბათუმიდან ხიჭაურამდე”
ბათუმის სპორტსკოლასთან მიწის ნაკვეთს მთავრობა 1,3 მილიონ ლარად ყიდის
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 3022 კვ/მ მიწის ნაკვეთს, პირობებიან აუქციონზე, 1,3 მილიონ ლარად ყიდის. მიწის ნაკვეთი დღეს აჭარის ქონებას წარმოადგენს და ის გარკვეული პერიოდი ბათუმის სასპორტო სკოლის სარგებლობაში იყო. ამ ტერიტორიაზე სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები უნდა აშენდეს. ქონების მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე, სამინისტროში წარადგინოს საპროექტო …
Continue reading “ბათუმის სპორტსკოლასთან მიწის ნაკვეთს მთავრობა 1,3 მილიონ ლარად ყიდის”
ქობულეთის ცენტრალურ პარკთან 2,9 ჰექტარი მიწა 1,6 მილიონად აუქციონზე იყიდება
ქობულეთის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, 29 ათასი კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობიან აუქციონზე ყიდის. ქონების საწყისი ფასი 1,6 მილიონი ლარია, ბიჯი – 48 ათასი ლარი. აღნიშნული ტერიტორია ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 277 ნომერში მდებარეობს და აქ წლების წინ სანატორიუმი „ქობულეთი“ ფუნქციონირებდა. აუქციონის პირობების მიხედვით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მყიდველი ვალდებულია: საბოლოო საპრივატიზებო საფასური …
Continue reading “ქობულეთის ცენტრალურ პარკთან 2,9 ჰექტარი მიწა 1,6 მილიონად აუქციონზე იყიდება”
სამინისტრო: ახალ სავაჭრო ცენტრში 22 ბრენდი განთავსდება
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ახალ სავაჭრო ცენტრში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წელს სულ 22 საერთაშორისო და ქართული ბრენდის განთავსება იგეგმება. აღნიშნულ მისამართზე, დღეს, 27 ივლისს, მარკეტი „კარფური“, ასევე „ვენდის“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები გაიხსნა. სამინისტროს ინფორმაციით, „ვისოლ ჯგუფმა“ ობიექტის მშენებლობისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სავაჭრო ცენტრი ჯამში 10,015 კვ.მ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომლის 5,754 …
Continue reading “სამინისტრო: ახალ სავაჭრო ცენტრში 22 ბრენდი განთავსდება “
ვინ იყიდა აკვაპარკთან მდებარე მიწა
ზღვის პირას, აკვაპარკის მიმდებარედ მიწა კომპანია „დარ ბილდინგმა“ შეიძინა. წინასწარ განსაზღვრული პირობების მიხედვით, კომპანიამ აქ მრავალპროფილიანი შენობა უნდა ააგოს. აუქციონი 12 971 კვადრატული მეტრის გასხვისებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული. აუქციონის დასრულებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებდა, რომ მიწა შეუსაბამოდ დაბალ ფასად იყიდებოდა და საქმე კორუფციასთან გვაქვს. პარტიაში ეჭვობდნენ, რომ ამ მიწას აჭარის მთავრობის …
რა აშენდება აკვაპარკთან – ენმ კორუფციულ სქემაზე საუბრობს
ზღვის სანაპირო ზოლში, აკვაპარკთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიწის ნაკვეთს ყიდის. აუქციონზე 12 971 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 4 მილიონ 100 ათასი ლარია. „ერთი კვადრატული მეტრის ფასი 316 ლარი გამოდის. ასე იაფი მიწა ზღვის პირას არ ღირს, თან ამ ზოლში, სადაც გასაყიდი მიწა აღარაა დარჩენილი. მიწის ნაკვეთს აკვაპარკთან ზურაბ პატარაძის სამეგობრო შეიძენს,“ – …
Continue reading “რა აშენდება აკვაპარკთან – ენმ კორუფციულ სქემაზე საუბრობს”
უმსხვილესი ჩინური კომპანია აჭარაში ტურიზმის სფეროთი დაინტერესდა
აჭარაში შემოსვლით ჩინური კომპანია „ჰუალინგ ჯგუფია“ დაინტერესებული. კომპანიის პრეზიდენტ მი ენ ჰუა ბათუმში დაახლოებით სამი კვირის წინ ჩამოვიდა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს შეხვდა. ამ შეხვედრიდან მალევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გასაყიდად ოთხი საინვესტიციო ნაკვეთი გამოიტანა. მინისტრმა აჭარაში 100- მილიონიანი ინვესტიციის შესაძლო განხორციელების შესახებ დააანონსა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტთან შეხვედრას …
Continue reading “უმსხვილესი ჩინური კომპანია აჭარაში ტურიზმის სფეროთი დაინტერესდა”
ბათუმის ესტაკადის პროექტის კორექტირებაზე სამხარაულის ბიურო იმუშავებს
სამხარაულის ბიურო მის მიერ დაწუნებულ ბათუმის ესტაკადის პროექტს თავად დააკორექტირებს. რისთვისაც ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება. სამინისტროს ინფორმაციით ამ თანხაში შედის პროეტის ექსპერტიზის დაფინანსებაც. საავტომობილო ესტაკადის მშენებლობის პროექტი აჭარის მთავრობას „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა. უშუალო შემსრულებელი კი შპს „საქ გზა მეცნიერებაა“. პროექტი სამინისტრომ გადამოწმების მიზნით სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადააგზავნა, ექსპერტიზის გავლის შემდეგ ბიურომ …
Continue reading “ბათუმის ესტაკადის პროექტის კორექტირებაზე სამხარაულის ბიურო იმუშავებს”
აჭარის ფინანსთა მინისტრი 100 მილიონი ლარის ინვესტიციაზე
აჭარაში 100-მილიონიანი ინვესტიციის შესაძლო განხორციელების შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ დღეს, 27 ივნისს, ახალი მოადგილის წარდგენისას განაცხადა. „… ინვესტიციის განხორციელებას ველოდებით იმ მიწის ნაკვეთების პრივატიზებით, რომელთა ელექტრონული აუქციონი დღეს გამოცხადდება. რაც ნიშნავს იმას, რომ რეგიონის ეკონომიკა კიდევ უფრო ძლიერდება. შედეგად, თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსები და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები გაჩნდება ქალაქში,“ – განაცხადა …
Continue reading “აჭარის ფინანსთა მინისტრი 100 მილიონი ლარის ინვესტიციაზე”
აჭარის ფინანსთა მინისტრის ახალი მოადგილე
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ კონსტანტინე მეგრელიშვილი დაინიშნა. ახალი მოადგილე სამინისტროს თანამშრომლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ წარუდგინა. კონსტანტინე მეგრელიშვილი საკონსულტაციო კომპანია „ბრეინსტორმის“ დამფუძნებელია. ის ასევე არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. 2012-2013 წლებში ის იყო ნავთობის სატრანსპორტო კომპანია [ყაზტრანსოილის ჯგუფი] „პეტროტრანსის“ კომერციული დირექტორი. მუშაობდა ასევე კორპორაციული განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე ბათუმის ნავთობის …
კომპანია, რომელსაც აჭარის მთავრობამ „მზიური“ და „მახინჯაური“ პირდაპირ მიჰყიდა, ამ ქონებას ყიდის
ყოფილი პანსიონატი „მზიური“ და სანატორიუმი „მახინჯაური“ კომპანია „სტატოტელს“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით 3,9 მილიონ ლარად გასული წლის სექტემბერში მიჰყიდა. კომპანიამ კი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 20 დღეში, 2016 წლის 4 ოქტომბერს, სამინისტროს ორი წერილით მიმართა, რომლებითაც ამ ქონების [ან ქონების ნაწილის] იპოთეკით დატვირთვასა და გასხვისებაზე ითხოვდა ნებართვას. „აღნიშნული უძრავი ქონე[ბე]ბის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის საკითხზე გაცნობებთ, …
ზურაბ პატარაძემ „ოცნების“ შემწირველს მერიასთან K2-ის გაზრდაზე უშუამდგომლა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, K2-ის გაზრდაზე მერიასთან შუამდგომლობის თხოვნით ასზე მეტმა ინვესტორმა მიმართა. K2 – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია და მის გაზრდაზე თანხმობა მშენებლობის სიმაღლის გაზრდას ნიშნავს. ინვესტორების უმეტესობას მთავრობის თავმჯდომარემ უარი უთხრა. თანხმობის მიღება კი მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ მოახერხა. მათ შორისაა ყოფილი ჩინოვნიკისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, აკაკი სონგულიას კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსი“. …
Continue reading “ზურაბ პატარაძემ „ოცნების“ შემწირველს მერიასთან K2-ის გაზრდაზე უშუამდგომლა”
ძეგლი ბათუმში, რომელსაც არავინ უვლის
ბათუმში, ნინოშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში ყოფილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არავინ უვლის. ძეგლის მესაკუთრეა ბაბილონ თაუერის მშენებელი კომპანიის „Tam Geo“-ს დამფუძნებლების მფლობელობაში არსებული კიდევ ერთი კომპანია შპს „EVENTUS“-ი რომელმაც სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებები რამდენჯერმე ვადის გაგრძელების მიუხედავად ვერ შეასრულა. ყოფილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …
კონკურსი რვა ვაკანსიაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ რვა ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადა. სამინისტრო კონკურსის წესით შეარჩევს: [checklist] საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსს და ამავე დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს; სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ურბანული განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტს და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტს. [/checklist] სამინისტრომ კონკურსი გამოსცხადა ასევე შემდეგ თანამდებობებზე: [checklist] ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი ქონების მართვისა და …
Continue reading “კონკურსი რვა ვაკანსიაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში”
„ბაბილონ თაუერი“ – დაუსრულებელი მშენებლობა ბათუმის ცენტრში
უკვე სამ წელზე მეტია ბათუმში ჩამოსულ დამსვენებელს ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩის N30-ში, დაუსრულებელი მშენებლობა, მაღლივი კარკასი, ერთსა და იმავე მდგომარეობაში ხვდება. აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმებით, ამ ადგილზე ინვესტორს 47-სართულიანი სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2015 წლის ბოლოს უნდა დაესრულებინა. აჭარის მთავრობამ კომპანიას მშენებლობის ვადა რამდენჯერმე გადაუვადა ისე, რომ პირობის დარღვევისთვის ერთხელაც არ დაუჯარიმებია. აჭარის ფინანსთა …
Continue reading “„ბაბილონ თაუერი“ – დაუსრულებელი მშენებლობა ბათუმის ცენტრში”
რა ფუნქცია ექნება აჭარის მთავრობის მიერ შექმნილ ახალ სამსახურს
აჭარის მთავრობამ ახალი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური შექმნა. ჯერ უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ახალ სამსახურს. დებულების მიხედვით, სამსახურის უფროსს აჭარის მთავრობა ნიშნავს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, თუმცა „მთავრობას მიზანშეწონილობის მოტივით შეუძლია ნებისმიერ დროს მისი გათავისუფლება“, – აღნიშნულია ახალი სამსახურის დებულებაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მოადგილეს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დანიშნავს. დებულების მიხედვით, ახალმა …
Continue reading “რა ფუნქცია ექნება აჭარის მთავრობის მიერ შექმნილ ახალ სამსახურს”
ვინ მოამზადა ბათუმის სატრანსპორტო ესტაკადის პროექტი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საავტომობილო ესტაკადის მშენებლობის პროექტი აჭარის მთავრობას „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა. უშუალო შემსრულებელი კი შპს „საქ გზა მეცნიერებაა“. სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსის ნუგზარ ძნელაძის ინფორმაციით, პროექტი სამინისტრომ გადამოწმების მიზნით სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადააგზავნა: „…ამჟამად პროექტი გადის ექსპერტიზას, იყო რაღაც შენიშვნები, რომლებიც სწორდება. მისი დასრულების შემდეგ კი ტენდერი …
Continue reading “ვინ მოამზადა ბათუმის სატრანსპორტო ესტაკადის პროექტი”
დეპუტატი სავარაუდო კორუფციაზე – ბათუმის პორტთან ესტაკადის პროექტი ექსპერტიზაზეა
„ბათუმის პორტთან, რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები აჭარის მთავრობამ პირდაპირი წესით შეისყიდა,“- ამ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ ამ ხელშეკრულებას ხელი დახურულ შეხვედრაზე „ანბანის კოშკში“ მოაწერა. დეპუტატის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია და არსებობდა შეთანხმება, რომ ის ყაზახურ კომპანიას უნდა აეშენებინა. „სწორედ ამიტომაც ჩნდება ეჭვი კორუფციულ გარიგებაზე. ჩვენ …
Continue reading “დეპუტატი სავარაუდო კორუფციაზე – ბათუმის პორტთან ესტაკადის პროექტი ექსპერტიზაზეა”
როგორ მოახერხა ირაკლი ცეცხლაძემ 5 მილიონის მითვისება
„5 მილიონის მითვისების საქმეზე“ შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორს, ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „ჰიგიენა 2009“-ში 100-პროცენტიან წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა სამართლებრივი რეგულაციები აქვს ხელისუფლებას იმისთვის, რომ სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელის მხრიდან თანხის უკანონო მითვისება გამორიცხოს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ასეთი მექანიზმი 5 მილიონის მითვისებამდე არ …
Continue reading “როგორ მოახერხა ირაკლი ცეცხლაძემ 5 მილიონის მითვისება”
სად მოაწყობს საპიკნიკე ადგილებს ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. 6 ობიექტის დოკუმენტაციის შედგენაში კი, მაქსიმუმ 33 ათას 898 ლარს გადაიხდის. აჭარაში დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილები მოეწყობა შემდეგ პუნქტებში: [checklist] სოფელი ბუკნარი – სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ორივე მხარეს; ბათუმი, მახინჯაურის დასახლება – სარკინიგზო გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ; ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი დანდალო – დანდალოს ხიდის მიმდებარედ; ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი …
Continue reading “სად მოაწყობს საპიკნიკე ადგილებს ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში”