საახალწლოდ მობილიზებულია პოლიცია და გდდ – 234 ათასი ლარი დაიხარჯება მათი კვებისთვის რეგიონებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში საახალწლო დღეების გამო დამატებითი საპოლიციო ჯგუფებია შექმნილი. ამ ჯგუფებისთვის კი საჭირო გახდა მათი კვებით უზრუნველყოფა, რისთვისაც სხვადასხვა მიმწოდებლებთან საკვების შეძენაზე ხელშეკრულებები პირდაპირი წესით [ტენდერის გარეშე] გააფორმეს. პოლიციის დეპარტამენტების მიერ გაფორმებული ზოგიერთი ხელშეკრულებების შინაარსი უცნობია. შსს ზოგადად ასეთი შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებს უკვე 6 წელია ფაქტობრივად აღარ აქვეყნებს. სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ამ …

აჭარის პოლიცია 52 ტელევიზორს იყიდის, შენობის რემონტში კი 1 მილიონს უტენდეროდ დახარჯავს 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტი ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N11ა-ში მდებარე ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობის რემონტში 1 051 845 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. დეპარტამენტი 52 ახალ ტელევიზორსაც იყიდის, რაზეც ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 30 048 ლარით. აჭარის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული და საშტატო ცვლილების საფუძველზე შეიქმნა 2 ახალი მთავარი სამმართველო და …

ფურთხება, უშვერი გინება, ფეხის სახეში ჩარტყმა – როგორ ექცევა დგებუაძე დაკავებულებს

ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ბათუმში აქციაზე დაკავებულები ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებენ. გინება, ფურთხება, ფეხის სახეში ჩარტყმა, დაკავებულის თავით კედელზე მიხეთქება – ეს ის ბრალდებებია, რაც ირაკლი დგებუაძის მისამართით ისმის. არიან მოწმეებიც, ვინც დგებუაძის მხრიდან ძალადობა საკუთარი თვალით დაინახა.  შეფურთხება, გინება, უარი წყალსა და ტუალეტით სარგებლობაზე – მზია ამაღლობლის საქმე  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, …

„შუამთობაზე“ 310 პოლიციელი იყო მობილიზებული – მათ კვებაზე 4 247 ლარი დაიხარჯა

„შუამთობის“ დღესასწაულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 310 პოლიციელი ჰყავდა მობილიზებული. შუამთობა ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ ბეშუმში, 2024 წლის 4 აგვისტოს გაიმართა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბეშუმში პოლიციელთა მობილიზებით შეიქმნა „გადაუდებელი აუცილებლობა დეპარტამენტის თანამშრომლების საკვებით, წყლით და გაზიანი გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყოფაზე“, რისთვისაც დაიხარჯა 4 247 ლარი. „შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის პატაკის საფუძველზე დაგვევალა აღნიშნულ …

ეზოში შემოსასვლელი მანქანებით იკეტება, ამიტომ ყოველდღე გვიწევს ჩხუბი- მოქალაქე მერიას და პოლიციას

მოქალაქემ ბათუმის მერიას და საპატრულო პოლიციას მისწერა, რომ ვალენბერგის #4-ში, მრავალბინიანი კორპუსის ეზოში შესვლა წესების დარღვევის გარეშე შეუძლებელია. მოქალაქის წერილის მიხედვით შესასვლელები კონკრეტულ საათებში სრულად იკეტება, რადგან ახლოს მეჩეთია, სადაც მოქალაქეები სალოცავად ავტომანქანებით მიდიან და იქვე აჩერებენ. ამ პერიოდს ემთხვევა რიგი მოქალაქეების სამსახურიდან დაბრუნებისა და მეორე ცვლაში წამსვლელთა გადაადგილებაც, რაც 85 ბინიან კორპუსს სრულად უკეტავს …

აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე ამ თანამდებობაზე გიორგი ხურციამ ჩაანაცვლა. აქამდე 37 წლის გიორგი ხურცია შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსად მუშაობდა. გიორგი ხურცია, როგორც შს სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი, ქონებრივ დეკლარაციას 2012 წლიდან ავსებს. რაც შეეხება დავით მაღრაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, მაღრაძე …

შსს 1,3 მილიონს დახარჯავს ბათუმსა და ქობულეთში შენობების გარემონტება-დემონტაჟში

ბათუმსა და ქობულეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობების გარემონტებასა და დემონტაჟისთვის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 302 831 ლარია. ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები: ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N11ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული ორი შენობის რემონტი ქობულეთში, შოთა რუსთაველის N168ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული სამი შენობის დემონტაჟი, ერთი შენობის გარემონტება, ნივთმტკიცების შენობის მშენებლობა და …

პოლიციის უფროსმა დგებუაძემ კაბინეტში პისტოლეტი დამიმიზნა, ბესელიამ კი მაგინა – მოქალაქე

„აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია თავის სამუშაო კაბინეტში ჯერ არდაბადებული ბავშვით დამემუქრა, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ კი, პისტოლეტი მომიშვირა… ამ შეხვედრას ესწრებოდა დათო რიჟვაძეც, თორნიკე რიჟვაძის მამა,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები კახა გურგენაძე. მოქალაქე პოლიციის მაღალჩინოსნებს პოლიციის შენობაში კრიმინალის ჩადენაში ადანაშაულებს. მისი თქმით,  5 სექტემბერს ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში, პოლიციის მაღალჩინოსნებმა მას …

ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციის უფროსად დანიშნეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ავთანდილ გალდავა დანიშნეს. აქამდე ამ პოსტზე კოტე ანანიაშვილი მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ნიკოლოზ დიასამიძემ ავთანდილ გალდავა შეცვალა. ავთანდილ გალდავა ფიგურირებს ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღების საქმეში, როცა გამტაცებელმა ბადრი …

აჭარის პოლიციის უფროსი: დავაჯარიმეთ 2 სარიტუალო დარბაზი

„დღეის მდგომარეობით დაჯარიმდა ორი ობიექტი, სადაც დარღვეული იყო სოციალური თავშეყრის ოდენობა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოეცათ მათ საჯარიმო,“  – აღნიშნა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა. დღეს, 10 სექტემბერს, აჭარის მთავრობაში შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი სხვადასხვა უწყების წარმომადგენელს შეხვდა, მათ შორის, აჭარის პოლიციის უფროსს. კოტე ანანიაშვილმა არ დააკონკრეტა, რომელი ობიექტები დაჯარიმდნენ. „ეს იყო სარიტუალო დარბაზები, სადაც იმართება საქორწინო …

აჭარის პოლიციის უფროსი: მიმდინარეობს მონიტორინგი ქალაქში და სოფლებშიც

„დაფიქსირდა საგანგებო რეჟიმის დარღვევის რამდენიმე ფაქტი, რაზედაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს პერიოდულად… მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდონ შეზღუდვებს და მაქსიმალურად შეეცადონ არ დაარღვიონ საგანგებო რეჟიმის პირობები“, – განაცხადა დღეს, 1-ელ აპრილს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა. კოტე ანანიაშვილის თქმით, თერმოსკრინინგის დროს დღეს არ დაფიქსირებულა, რომ რომელიმე მოქალაქეს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.  თერმოსკრინინგით ამოწმებენ მოქალაქეებს …

აჭარის პოლიციის უფროსად კონსტანტინე ანანიაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის პოლკოვნიკი კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. იგი ამ დრომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა. კონსტანტინე ანანიაშვილმა ამ თანამდებობაზე ლაშა გოგნიაშვილი შეცვალა, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 2016 წლის 19 იანვრიდან მუშაობდა. შსს-ს ინფორმაციით, კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. კონსტანტინე ანანიაშვილი 2013-2016 წლებში შინაგან …

ბესიკ ამირანაშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბესიკ ამირანაშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. 2016-2017 წლებში ბესიკ ამირანაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ის ამ თანამდებობიდან 2017 წლის 9 ივნისს კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ბესიკ ამირანაშვილის კადრების განკარგულებაში გადასვლას წინ უძღოდა საერთაშორისო სკანდალი, – …

აჭარის პოლიციას ავტომანქანების ტექმომსახურებისთვის 2,2 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს, თავის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისთვის 2 276 815 ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამის ტენდერში გამარჯვებული, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად უნდა მოემსახუროს დეპარტამენტს. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ჩამონათვალში 17 ავტომობილი და ერთი კვადროციკლია, რომლებსაც შესაძლოა დასჭირდეს ტექნიკური მომსახურება, თუ შეკეთება. ავტომობილების მომსახურება გაწეული …

გიორგი მღებრიშვილი: საზღვაო სეზონს წელსაც სათანადოდ მომზადებულები შევხვდით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა. „შს მინისტრმა აჭარის პოლიციის ხელმძღვანელებისგან საკურორტო სეზონზე დამსვენებელთა უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა,“ – აცხადებენ სამინისტროში. „საზღვაო სეზონს ჩვენ წელსაც სათანადოდ მომზადებულები შევხვდით. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი კვლავ წარმატებით და უდიდესი პასუხისმგებლობით გაართმევს თავს …

აჭარის პოლიციიდან ბესიკ ამირანაშვილის კადრების დათხოვნა დაიწყო

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი თბილისში დაიბარეს. ბათუმში ამბობენ, რომ მას თანამდებობას ატოვებინებენ. ლაშა გოგნიაშვილი შს მინისტრის აწ უკვე ყოფილი პირველი მოადგილის – ბესიკ ამირანაშვილის კადრია. ისინი 2015 წელს ერთად ჩამოვიდნენ ბათუმში სამუშაოდ. 2016 წელს ბესიკ ამირანაშვილი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ლაშა გოგნიაშვილს კი აჭარის პოლიცია ჩააბარეს. მინისტრის პირველი მოადგილე ამირანაშვილი ორი კვირის …

აჭარის პოლიციის ავტომანქანები ტექნიკური მომსახურების გარეშე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი თავის ბალანსზე არსებულ SHKODA-ს, TOYOTA-ს, ასევე სხვადასხვა მარკის [HYUNDAI, MITSUBISHI, NISSAN] ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე დროებითი ხელშეკრულების გაფორმებას ტენდერის გარეშე ითხოვს. „გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი მოძველებულია, ამასთან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რიგ შემთხვევაში გადაადგილება უხდებათ რთულ რელიეფურ მიდამოებში, რის გამოც აუცილებელია მათი სისტემატიური ტექნიკური მომსახურება. ამასთან, შპს „მათემოტორსის“ …

ავტომანქანების დეფიციტი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში

11-12 მარტის მოვლენების დროს, შსს-ს  ინფორმაციით, ბათუმში პოლიციის კუთვნილი 5 ავტომანქანა დაიწვა. რამდენი ავტომანქანა დაზიანდა, აქედან რამდენი იყო საპატრულო პოლიციის და რამდენი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, შსს-ს პრესამსახურში არ გვითხრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი 4 ავტომანქანაა დამწვარი, ხოლო ათამდე დაზიანებულია [დაზიანებული და დამწვარია მოქალაქეთა კუთვნილი ავტომანქანებიც] . „ბათუმელების“ ინფორმაციით, დეპარტამენტში ავტომანქანების არასაკმარისი რაოდენობა 11 მარტის …

შსს: ბათუმში გამოძალვის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დავაკავეთ

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ე.ბ., 1988 წელს დაბადებული ს.ბ., 1977 წელს დაბადებული ფ.ე. და საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მ.მ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის …

რეორგანიზაცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტში

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ყოფილი უფროსი ვახტანგ ტერაშვილი ამავე სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების [ნარკოტიკებთან ბრძოლის] უფროსად დაინიშნა. ვახტანგ ტერაშვილი დეტექტივების სამმართველოს უფროსად მიმდინარე წლის მაისში დანიშნეს და ამ თანამდებობაზე დაახლოებით ოთხი თვე მუშაობდა, რის შემდეგაც ის ბექა გელაშვილით ჩაანაცვლეს. გელაშვილი დღემდე დეტექტივების სამმართველოს უფროსია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში რეორგანიზაცია გასული წლის ნოემბერში …

შსს: სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი: 1970 წელს დაბადებული ტ.ხ. და 1969 წელს დაბადებული კ.ხ. დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, გონიოს დასახლებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაეყენეს და …

აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 6 ახალი „შკოდა“ გადასცეს

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტს „შკოდას“ მარკის 6 ახალი ავტომანქანა გადასცეს. შს მინისტრის პირველი მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, დეპარტამენტის ავტოპარკის განახლების გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სამართალდამცველების სამსახურებრივი შესაძლებლობების განვითარების მიზნით მიიღო. „შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება.“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საია: აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაკავებულებთან ადვოკატებს არ უშვებენ

აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან ამ წუთებში იმყოფება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, პოლიციის შენობაში გადაყვანილ ორ დაკავებულ პირთან ადვოკატებს არ უშვებენ: დღეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2 პირი, რომლებიც გადმოიყვანეს მთავარ სამმართველოში ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების მიზნით. დაკავებულებმა უარი განაცხადეს ნიმუშის ჩაბარებაზე. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, რადგან მოქალაქეს აქვს უფლება საკუთარი თავის წინააღმდეგ …

ლაშა გოგნიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ლაშა გოგნიაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროს პრესცენტრში დაუდსტურეს. 30 წლის ლაშა გოგნიაშვილი ახალ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი წინამორბედი საქართველოს შს მინისტრის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს. ლაშა გოგნიაშვილი ბათუმში სამუშაოდ მას შემდეგ გადმოვიდა, რაც ბესიკ ამირანაშვილი გადმოიყვანეს სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. მაშინ ლაშა გოგნიაშვილი ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. შესაბამისად, …

Exit mobile version