„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს“ მიერ ბათუმში გამართული აქცია გააპროტესტეს. ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თორნიკე ხალვაში აღნიშნული აქციის ორგანიზებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ადანაშაულებს: „დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ დღევანდელი აქცია, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ იყო ორგანიზებული. ეს აქცია იყო უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარის მიერ დაკვეთილი, კორკოტაშვილის …
Tag Archives: აქცია
ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს [ფოტო-ვიდეო]
დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმში, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ჩვენი სამშობლო“ საპროტესტო აქცია გამართა. აქცია დილით, 11 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყო და მოგვიანებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისთან გადმოინაცვლა. მონაწილეთა მოთხოვნა „ენმ-ს აკრძალვა, ხოლო მისი წარმომადგენლების, როგორც სისხლისმღვრელი რეჟიმის შემქმნელების დასჯა“ იყო. აქცია წინასწარ იყო დაანონსებული, მათ შორის ისიც, რომ აქციის მონაწილეები გეგმავდნენ ენმ-ს ბათუმის ოფისის …
Continue reading “ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს [ფოტო-ვიდეო]”
იპოთეკით დაზარალებულები მთავრობის სახლთან კარავს არ გაშლიან, ჯერჯერობით
17 ივლისს აჭარაში მცხოვრებ იპოთეკით დაზარალებულ პირებს აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს მეორედ შეხვდა აჭარის მთავრობის სახლთან. აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის თავმჯდომარე მათ მომავალ კვირას შეხვდება და დაწვრილებით გაესაუბრება. იპოთეკით დაზარალებულთა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი მთავრობის სახლთან კარვის გაშლას აპირებდნენ, თუმცა რადგან პატარაძისგან შეხვედრის და მათი პრობლემების მოსმენის პირობა მიიღეს, კარავს აღარ …
Continue reading “იპოთეკით დაზარალებულები მთავრობის სახლთან კარავს არ გაშლიან, ჯერჯერობით”
აქცია ბათუმში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
17 ივლისს, ბათუმში, ფონდმა „იალქანმა“ და „ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა“ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქცია გამართეს. ორგანიზატორების განცხადებით აქციის ფარგლებში ღონისძებები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება, გამართავენ შეხვედრებს სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ქალებთან, ხოლო მომავალ კვირას ღონისძიებების ციკლი უფრო ფართომასშტაბიანი აქციით დასრულდება.
აქცია შუქის მოთხოვნით
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან დღეს, ბათუმში, თამარის დასახლებაში [ტბეთის ქუჩა 12-ში] უნებართვოდ შესახლებული ოჯახების წევრები შეიკრიბნენ. ისინი სამინისტროსგან ითხოვენ თანხმობას, რათა შეძლონ დარეგისტრირდნენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებად. აღნიშნულ მისამართზე უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, სადაც ეს ოჯახები ცხოვრობენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. ამ დროისთვის აქ 20-მდე ოჯახი, ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. 2014 წლის დეკემბერში …
რას ედავებიან გიორგი პაპუაშვილს – აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან
როლანდ ბლადაძის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გიორგი პაპუაშვილის სამოსამართლეო უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ. როლანდ ბლადაძეს საცხოვრებელი ბინა გორგილაძის ქუჩაზე 2005 წელს ჩამოართვეს და იგი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს გადასცა სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად გიორგი პაპუაშვილს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. აქციის წევრების შეფასებით, გიორგი პაპუაშვილმა ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი, …
Continue reading “რას ედავებიან გიორგი პაპუაშვილს – აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან”
აქციის მონაწილე: ვაპროტესტებთ პოლიციის ძალადობრივ სისტემას
2 ივლისს აჭარის პროკურატურის წინ მოქალაქეებმა აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, არიან ყოფილი პოლიტპატიმრები, მათი ახლობლები, ასევე უკანონო პატიმრების ოჯახის წევრები და მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას: „ძალადობრივი სისტემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს“. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ გიორგი პაპიძის და ირაკლი ჯაშის პატიმრობაში ყოფნას, რადგან მათი აზრით, ეს პირები პოლიციის ძალადობის მსხვერპლნი არიან. „მახარაძე როცა დააკავეს, გადაიყვანეს ნარკოლოგიურ …
Continue reading “აქციის მონაწილე: ვაპროტესტებთ პოლიციის ძალადობრივ სისტემას”
ბათუმში იპოთეკარებმა „ოცნებას“ დაპირება კიდევ ერთხელ შეახსენეს
30 ივნისს ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისთან იპოთეკით დაზარალებული პირები შეიკრიბნენ და „ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირება შეახსენეს. არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბერიძის თქმით, აქციის ადგილი შემთხვევითი არ არის: „სწორედ ქართული ოცნება დაპირდა ხალხს დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხების გაცემას… დაზარალებულები ელოდებიან ბანკთან შუამდგომლობას, აინტერესებთ, შეინარჩუნებენ თუ ვერა სახლებს. თუ კი ლოდინის პროცესი დიდხანს გაგრძელდება, გაგრძელდება საპროტესტო …
Continue reading “ბათუმში იპოთეკარებმა „ოცნებას“ დაპირება კიდევ ერთხელ შეახსენეს”
დაკავებულია აქციის სამი მონაწილე [ვიდეო]
გონიოელების აქცია მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პლიციელებს შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა. პოლიციელებთან ერთად არიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულებიც, რომლებიც ჟურნალისტის კითხვაზე ხართ თუ არა პოლიციელი?; ფორმა რატომ არ გაცვიათ?- არ პასუხობენ და კამერებს ერიდებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან ვიდრე პოლიცია დაკავებულებს არ გაათავისუფლებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ …
ჰესების მშენებელი კომპანია “აჭარ ენერჯი 2007” დაზარალებულებს შეპირებულ კომპენსაციას არ უხდის
დღეს კირნათისა და მარადიდის მოსახლეობამ მდინარე ჭოროხზე ჰესების მშენებელი კომპანის წინააღმდეგ გამაფრთხილებელი აქცია გამართა. მოსახლეობა შეპირებულ კომპენსაციას ითხოვს. მათი თქმით, კომპანია უკვე ჰესის ამუშავებას გეგმავს, მოსახლეობას კი ჯერ კიდევ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმ ნაკვეთებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპანიამ დაიკავა. გარდა ამისა, მოსახლეობა კომპანიისგან იმ ნაკვეთების შესყიდვასაც ითხოვს, რომლებიც ჰესების მშენებლობის დაწყების შემდეგ მათთვის სასარგებლო აღარ …
აქციის მონაწილე: „სამინისტრომ მესაკუთრეს მიწა უკანონოდ გაუყიდა“
ამ წუთებში ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა მახუნცეთში, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს. აქ შეკრებილები ჩანჩქერის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას და ამ მიწის ზურაბ ხაბაძისთვის გადაცემას მოითხოვენ. მოსახლეობის თქმით, ტერიტორია, რომელიც გასულ წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის წესით გაყიდა და სადაც ამ დროინდელი მფლობელი, უკრაინელი ინვესტორი სასტუმროს აშენებს, კერძო საკუთრებაა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ეკონომიკის …
Continue reading “აქციის მონაწილე: „სამინისტრომ მესაკუთრეს მიწა უკანონოდ გაუყიდა“”
აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად ევროპის მოედანზე [ფოტო]
17 აპრილს ევროპის მოედანზე მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს ძველი ბულვარის დასაცავად. საინიციატივო ჯგუფი და საზოგადოების ნაწილი ბულვარის ახალ კონცეფციაზე მუშაობის შეწყვეტას და ძველი ბულვარის კონსერვაციას სთხოვს მთავრობას. აქციის ორგანიზატორების თქმით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციები გაგრძელდება.
“ჩვენ აღარ გვინდა ქუჩაში ლოცვა” – რას ითხოვს მუსლიმი მრევლი [ფოტო]
დღეს, ლოცვის შემდეგ მუსლიმმა მრევლმა, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის მოსაპოვებლად, კიდევ ერთი მშვიდობიანი აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა, მსვლელობა მოაწყვეს და მთავრობის სახლთან სამი ძირითადი მოთხოვნა გააჟღერეს. ისინი ბათუმში მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფისა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, ასევე ქობულეთის ბავშვთა პანსიონის საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარებას და მუსლიმთა უფლებების დაცვას ითხოვენ. აქცია, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეებს …
Continue reading ““ჩვენ აღარ გვინდა ქუჩაში ლოცვა” – რას ითხოვს მუსლიმი მრევლი [ფოტო]”
რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები უერთდებიან კამპანიას ,,ეს შენ გეხება”
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალურ გაერთიანებას წარმოადგენს, უერთდება არასამთავრობო სექტორის მიერ ინიცირებულ კამპანიას „ეს შენ გეხება.“ “ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა სამოქალაქო ორგანიზაციას და მოქალაქეს, შემოუერთდეს კამპანიას „ეს შენ გეხება“, რითიც არა მხოლოდ არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურებას და დამნაშავეთა გამოვლენასა და დასჯას მოვითხოვთ, …
Continue reading “რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები უერთდებიან კამპანიას ,,ეს შენ გეხება””
ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია ბათუმში [ფოტო/ვიდეო]
დღეს ბათუმში, უკრაინელი მფრინავი ქალის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. უკრაინელი მფრინავის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები მსოფლიოს მასშტაბით იმართება. მოსკოვში გამართულ აქციაზე 8 მარტს 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ნადია სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა 23 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. მას ბრალად ორი რუსი ჟურნალისტისა და რამდენიმე რუსეთის მოქალაქის მკვლელობა ედება. სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა დანაყოფში პილოტად მსახურობდა. ის …
Continue reading “ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია ბათუმში [ფოტო/ვიდეო]”
ტყიბულელი მუშების მხარდასაჭერი აქცია ბათუმში [ფოტო]
დღეს, 26 თებერვალს 13 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე ტყიბულელი მუშების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციას სტუდენტები, არასამთავრობო სექტორისა და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქციის ორგანიზატორი სტუდენტი ედიშერ მჟავანაძეა. მისი თქმით, აქციის მიზანია სოლიდარობა გამოუცხდადოს ყველა იმ ადამიანს ვინც თავისი შესრულებული სამუშაოს ექვივალენტურ ანაზღაურებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. „მივმართავთ მესამე სექტორს, უფრო აქტიურად ჩაერთოს შრომითი უფლებების გაუმჯობესებაში და მთავარი …
Continue reading “ტყიბულელი მუშების მხარდასაჭერი აქცია ბათუმში [ფოტო]”
ტყიბულში გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართება
ბათუმში, ევროპის მოედანზე, 26 თებერვალს, 13:00 საათზე, ტყიბულში გაფიცული მაღაროელების სოლიდარობის აქცია გაიმართება. ტყიბულში მაღაროელები უკვე მეთორმეტე დღეა გაფიცულები არიან. ისინი გაუსაძლისი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების მომატებას და მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობას მოითხოვენ. როგორც მაღაროელები ამბობენ, მათ “საქნახშირის” ადმინისტრაციას ზემოაღნიშნული მოთხოვნებით ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებში მიმართეს, თუმცა მათგან დამაკმაყოფილებელი პასუხის ვერმიღების გამო, გაფიცვა გადაწყვიტეს. …
Continue reading “ტყიბულში გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართება”
ბათუმის მერია: უკანონო ავტოსადგურების მონიტორინგი გამკაცრდება
საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსების იმ მძღოლების მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებმაც ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს, ბათუმის მერიამ განცხადება გაავრცელა. მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დღეს ბათუმის მერიასთან საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები შეიკრიბნენ და ქალაქის ტერიტორიაზე არაფორმალური, უკანონო ავტოსადგურების არსებობა გააპროტესტეს. მიკროავტობუსების მძღოლებს ქალაქის მერი და ვიცე-მერი შეხვდნენ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გამკაცრდება უკანონო ავტოსადგურების მონიტორინგი. 24-საათიან რეჟიმში, შაბათ-კვირის ჩათვლით, მერიის ა(ა)იპ სატრანსპორტო …
Continue reading “ბათუმის მერია: უკანონო ავტოსადგურების მონიტორინგი გამკაცრდება”
იპოთეკარების აქცია მთავრობის შენობასთან
დღეს, აჭარის მთავრობის შენობასთან იპოთეკარების აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი, თამაზ ბაკურიძე ამბობს – “უკვე რამდენიმე დღეა, რაც შესულია აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში წერილი მოთხოვნებით – დაბალპროცენტიან გრძელვადიან კრედიტებთან დაკავშირებით და საერთოდ, იპოთეკითა და ბანკით დაზარალებული ადამიანების პრობლემების შესწავლის მოთხოვნით, მაგრამ არანაირი პასუხი ოფიციალური სტრუქტურებიდან არ გამოდის, გარდა იმისა რაც ფინანსთა სამინისტროდან მივიღეთ – ამ პროგრამაში რომელიც …
„არ გადამრგო“ – ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქცია ბათუმში
აქცია „არ გადამრგო“ დღეს აჭარის მთავრობის სახლის წინ „ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო. აქციის მონაწილეებმა ტრანსფარანტები წარწერით – „ არ გადამრგო“ მთავრობის სახლის წინ ხეებზე ჩამოკიდეს. ამ ფორმით მათ აჭარის მთავრობის ნებართვით მრავალწლოვანი ხეების ე. წ. ბიძინა ივანიშვილის პარკში გადატანა გააპროტესტეს. აქციაზე პარტიის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები იმ კარვების დაშლას გეგმავენ, რომლებიც მდუმარე აქციის …
Continue reading “„არ გადამრგო“ – ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქცია ბათუმში”
ზურაბ ბაქრაძე: ბულვარში ჩარევა საზოგადოების გარეშე არ უნდა ხდებოდეს [ვიდეო]
„ბათუმის ბულვარში სავალი ბილიკის გაუქმება და მოლის დაგება არსებითი ჩარევაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში… ბათუმელების, საზოგადოების ნებართვის გარეშე, ბულვარში ჩარევა არ უნდა შეიძლებოდეს“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე, რომელიც დღეს ბათუმში, ძველი ბულვარის დასაცავად გამართულ აქციაზე იმყოფებოდა. „რაც გასაჯაროვდა, მართალია არ არის სრულყოფილი კონცეფცია, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო, თუმცა, პირველი ესკიზის დონეზე ის უარსაყოფია“ – …
Continue reading “ზურაბ ბაქრაძე: ბულვარში ჩარევა საზოგადოების გარეშე არ უნდა ხდებოდეს [ვიდეო]”
აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად და ბულვარი დღეს |ფოტო|
კვირას, 17 იანვარს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე „ვარდების სკვერში“ [ქალაქის მერიასთან] დაგეგმილია მორიგი აქცია – „არა ბულვარის დამახინჯებას“. აქციის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქზე” ვრცელდება. აქციის ორგანიზატორთა ძირითადი მოთხოვნებია: „ბათუმის ძველ ბულვარში არსებული ხეივნებისა და ბილიკების შენარჩუნება; მათი სათანადოდ მოვლა, არსებული მწვანე საფარის და ნარგავების შენარჩუნება. კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რისი აგებაც შესაძლებელია ბათუმის ძველ ბულვარში. დაუშვებლად …
Continue reading “აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად და ბულვარი დღეს |ფოტო|”
მოხალისეები 3 იანვარს ბათუმის ბულვარში ხეების გადასარჩენად შეიკრიბებიან
ბათუმში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს. თოვლმა დააზიანა ბათუმის ბულვარი, დაზიანებულია მრავალწლოვანი ხეები და ნერგები. ხვალ, 12 საათზე ბულვარში, სასტუმრო “ინტურისტთან” და ბათუმის მერიასთან მოხალისეები შეიკრიბებიან და ხეების თოვლისგან გათავისუფლებაში მიიღებენ მონაწილეობას. აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
გამაფრთხილებელი აქცია ბათუმში ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად
25 დეკემბერს ბათუმის ბულვარში ძველი ბულვარის დასაცავად გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქალაქის ისტორიულ ბულვარში ახალი კონცეფციის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. ახალი კონცეფციის თანახმად, ბულვარში უქმდება ფეხით სავალი ერთი ზოლი, ამ ნაწილს გამწვანება და კაფე-ბარები ემატება, იცვლება სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაც. სწორედ ამ ცვლილებების წინააღმდეგ გამოვიდნენ დღეს ძველ ბულვარში მოქალაქეები. დღის პირველ საათზე ბულვარში, სასტუმრო „ინტურისტის“ წინ ხალხი …
Continue reading “გამაფრთხილებელი აქცია ბათუმში ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად”
ხვალ, 25 დეკემბერს, ძველი ბულვარის დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართება
„არა ძველი ბულვარის დამახინჯებას“ – ამ სლოგანით აქცია ბათუმში ხვალ, 25 დეკემბერს, 13 საათზე, სასტუმრო „ინტურისტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. აქციის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქზე“ ვრცელდება. „აქციის მიზანია ხელი შეუშალოთ ძველი ბულვარის დამახინჯებას და უგემოვნო რეკონსტრუქციას“ – აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში. აჭარის მთავრობა რომ ძველი ბულვარის რეკონსტრუქციას აპირებს, ამის შესახებ ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი. ძველი ბულვარის რეკონსტრუქციის …
Continue reading “ხვალ, 25 დეკემბერს, ძველი ბულვარის დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართება”
ეკომიგრანტების საპროტესტო აქცია ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტის სოციალურ სახლში მცხოვრებმა 11-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა, დღეს, 8 დეკემბერს გამგეობის ეზოში საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას იმ თანხის დაბრუნების ვადის გახანგრძლივებას თხოვენ, რომელიც ხელისუფლებამ სოფელ ჯალაბაშვილებში პირველ და მეორე კატეგორიის ოჯახებს 2010 წელს გადასცა. მაშინ 57 000 ლარი ამ ოჯახებს სახლების ადგილმონაცვლეობისთვის გადაეცათ. რადგან საცხოვრებელი სახლის ადგილმონაცვლეობა ვერ შეძლეს, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ხელისუფლებამ მათ ბინები სოციალურ …
აქცია ”ნუ გაათხოვებ” ბათუმსა და ქობულეთშიც გაიმართება
25 ნოემბერს 15 საათზე, ბათუმში, ვარდების ბაღში, ადრეული ქორწინების წინააღმდეგ აქცია გაიმართება. დაახლოებით ამავე დროს, იგივე იდეის მხარდასაჭერად ადამიანები საქართველოს კიდევ 12 ქალაქში, წინასწარ განსაზღრულ ადგილებზე შეიკრიბებიან.
საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა. ქალთა მოძრაობის ცნობით, საგანგაშოა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
მდუმარე აქცია ბათუმში [ფოტო]
ბათუმში მოქალაქეებმა სტიქიის დროს დაზარალებულებს სოლიდარობა მდუმარე აქციით გამოუცხადეს.
აქციის გამო რუსთაველის ქუჩაზე რამდენიმე წუთით მოძრაობა შეჩერდა
ბათუმში, ეკომიგრანტებმა, თვითნებურად შესახლებულებმა და გონიოში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. წალკიდან დაბრუნებული მოქალაქეები საცხოვრებელ ფართებს ითხოვენ, გონიოში მცხოვრებლები კი მიწების დაკანონებას.
გაიღე სისხლი ბავშვების გადასარჩენად – აქცია
დღეს ბათუმში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად აქცია, „გაიღე სისხლი – გადაარჩინე ბავშის სიცოცხლე“, მიმდინარეობს.
გზავნილი ყირიმში – ბათუმში უკრაინის მთლიანობის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
დღეს ბათუმში, სანაპიროსთან უკრაინის მხარადასაჭერი აქცია გაიმართა.
ღურტაში მთავრობას ელოდებიან
არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გენო გელაძის ინფორმაციით, რომელიც სოფელ ღურტაში ორი საათის წინ წავიდა, ამ წუთებში ხეობაში მოსახლეობას დანთებული აქვს კოცონი და ელოდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს.
აქცია გონიოში მიწის დაკანონების მოთხოვნით
გონიოს მოსახლეობა მიწის დაკანონებას ითხოვს. ადგილობრივებმა დღეს გონიოს ციხესთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. აქციის მონაწილის, ანზორ მიქელაძის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა ჩამორთმეული მიწების დაკანონებაა.
აქცია – ბათუმში ასზე მეტმა სტუდენტმა სისხლი გაიღო
დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სისხლის ბანკისთვის“ სისხლი გაიღეს, აქციის ინიციატორი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტია.
„ჩვენი და უკრაინელი ხალხის ბედი დღეს წყდება“ – უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბათუმში
ბათუმში, „ვარდების სკვერში“, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კიევში, „ევრო მეიდანზე“, შეტაკებების დროს დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვეს და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში თანადგომა გამოუცხადეს.
მძღოლების აქცია – მერვე დღე
მერვე დღეა, რაც ბათუმის ავტოტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ. მათგან სამი მძღოლი ხუთი დღეა შიმშილობს. გაფიცული მძღოლების მოთხოვნებს დღეს ადგილზე ინტერფრაქციული ჯგუფი გაეცნო და ორივე მხარის _ მძღოლებისა და ხელმძღვანელობის _ პოზიცია მოისმინა.