„ხვალ ვინმე მშენებელმა, რომელსაც ჩაბარდება სხვა სკვერის რეაბილიტაცია და სხვა შადრევანზე იქნება პასუხისმგებელი, მან რა გზავნილი მიიღო? – მან მიიღო გზავნილი, რომ თუ ხელს არ დაადებს, მაგალითად, ქალაქის მერს, თუ იქნება ჩუმად, თუ ზემდგომებს არ დაასახელებს, თუ საზოგადოება ძალიან აღშფოთებული იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს, მაგრამ ეს სასჯელიც ძალიან მალე შეუმცირდება და ციხის უკანა …
Tag Archives: ანა ნაცვლიშვილი
„ახლა საკუთარ Facebook-ზეც ვეღარ დაწერ ვერაფერს, ოცნებას ამის მოხრჩობაც უნდა“ – ინტერვიუ
„ალტერნატივა მაინც რჩება პატარა კუნძულად. ეს ალტერნატივა მათ სიმახინჯეს და უზნეობას ფარდას ხდის და აი, ეს აღარ უნდათ, რომ აიტანონ. ამ ალტერნატივის ბოლომდე მოხრჩობა არის ახლა ამოცანა. მოქალაქეს არცერთი გზა აღარ უნდა დარჩეს, არცერთი ინსტრუმენტი, რომ ამ უზნეობას დაუპირისპირდეს. მოქალაქეს ეუბნებიან, თუ გაემიჯნები უზნეობას და უსამართლობას, დაგსჯი. დაერევიან იმ ადამიანებს, რომლებსაც დევნის და შევიწროების პირობებში …
„ამ პროტესტს ქალის სახე აქვს“ – ანა ნაცვლიშვილი პროტესტსა და მზია ამაღლობელის საქმეზე
ანა ნაცვლიშვილს, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, „ბათუმელები“ საპროტესტო აქციებში ქალების აქტიურობაზე, მათ როლზე და მზია ამაღლობელის საქმეზე ესაუბრა. ბათუმში დაგეგმილია ქალების მარში მზიას მხარდასაჭერად [ინტერვიუ ჩაწერილია 11 თებერვალს]. მინდა გკითხოთ ამ ტიპის მხარდაჭერის შესახებ, თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს და ასევე, რამდენად ხედავთ საზოგადოების მხარდაჭერას მზია ამაღლობელის საქმეში? მე ვფიქრობ, რომ სოლიდარობის ყველა აქტი, ერთკაციანიც …
მზად ხართ ზიდოთ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის ხელყოფის სიმძიმე? – ანა ნაცვლიშვილი გენპროკურორს
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა, დღეს, 29 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე გენპროკურორს მიმართავა და მზია ამაღლობლის საქმეს გამოეხმაურა. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან უკვე 18 დღეა შიმშილობს პროტესტის ნიშნად. „ჟურნალისტი მზია ამაღლობელი მის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი უსამართლობის და შეურაცხყოფის პასუხად მე-18 დღეა საპატიმროში შიმშილობს. ჩვენ ვიცით, რომ მზია ამაღლობელი არის ივანიშვილის რუსული …
„ძლიერმა საქართველომ“ სიების გახსნის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა
კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიების გასაჯაროების მოთხოვნით. კოალიცია აცხადებს, რომ სიებს ცესკო მიზანმიმართულად მალავს. კოალიციის განცხადებით, მათ საოლქო კომისიებმა უარი უთხრეს აპარატებში ჩატვირთული სიების გასაჯაროებაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს სიები არის დანაშაულის მთავარი სამხილი, რომელსაც მალავს საარჩევნო ადმინისტრაცია. „ჩვენ პირველი დღიდან ვითხოვთ გაიხსნას სიები, რაც უტყუარად ატარებს დანაშაულის …
Continue reading “„ძლიერმა საქართველომ“ სიების გახსნის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა”
„გავრილოვებო… თქვენ გელოდებათ ყველაზე სასტიკი, თქვენი შვილების სამსჯავრო – ნაცვლიშვილი „ოცნებას“
„თქვენ გგონიათ, რომ გადაურჩებით ამ დანაშაულისთვის სასჯელს, ვერ გადაურჩებით. თქვენ გაქვთ იმედი სასამართლო კლანის, რომელიც, სწორედ იმიტომ გყავთ სასამართლოში, რომ გაექცეთ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეთ და გაქვთ იმედი, რომ კლანი არ გაგასამართლებთ. მაგრამ თქვენ გელოდებათ სამყაროში ყველაზე საშინელი სამსჯავრო, რომელსაც ვერ გადაურჩებით, თქვენი შვილების სამსჯავრო გელოდებათ, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ“, – …
ნარკომოვაჭრეებს ხელისუფლებაში ჰყავთ მფარველები, ყველა ლოგიკით ასეა – ნაცვლიშვილი
„ბოლო პერიოდში ნარკომოხმარების პრობლემა პანდემიასავით გვაქვს ქვეყანაში“, – ამბობს პარლამენტარი ანა ნაცვლიშვილი. „ბათუმელები“ მას ახალგაზრდებში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ზრდის პრობლემასა და ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებზე ესაუბრა. ქალბატონო ანა, ბოლო კვლევებით საქართველოში 51%-ით არის გაზრდილი ნარკოდანაშაული, ასევე გაზრდილია ბავშვებსა და მოზარდებში სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკის მოხმარება. თქვენი აზრით, რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ რეალობის შესაცვლელად? პრობლემები ყოველთვის იყო, …
Continue reading “ნარკომოვაჭრეებს ხელისუფლებაში ჰყავთ მფარველები, ყველა ლოგიკით ასეა – ნაცვლიშვილი”
„მართლა აგენტო, ვის ინტერესებს წარმოადგენ?“ – ანა ნაცვლიშვილის შეკითხვა რუსული კანონის ავტორს
„მართლა აგენტო, ვის ინტერესებს წარმოადგენ?“ – ასე მიმართა დღეს, 7 მარტს, პარლამენტის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა რუსული კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატორს, გურამ მაჭარაშვილს „ხალხის ძალიდან“. საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, დღეს, 7 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონპროექტს განიხილავს. მანამდე „ოცნებამ“ განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდებოდა 9 მარტისთვის, თუმცა დღეს, 7 მარტს, დაჩქარებული წესით აპირებს პირველი მოსმენით მიიღოს რუსული კანონი. …
ამ კანონზე ხელმოწერით, თქვენ გადახაზავთ საკუთარ წარსულს – ნაცვლიშვილი პაპუაშვილს
დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში ისაუბრა რუსული კანონის – უცხოეთის გავლენის აგენტების საფრთხეებზე და განაცხადა, რომ კანონი მიმართულია არა გამჭვირვალობისკენ, არამედ სამოქალაქო საზოგადოების გაუქმებისკენ. შალვა პაპუაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) 10 წელზე მეტი მუშაობდა. „ბატონო შალვა, უკვე ხვდებით, რომ ამ კანონს ხელს არ მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი და პირადად თქვენი სახელის …
Continue reading “ამ კანონზე ხელმოწერით, თქვენ გადახაზავთ საკუთარ წარსულს – ნაცვლიშვილი პაპუაშვილს”
რა სჭირს ოპოზიციას – „მხოლოდ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს გვთავაზობენ“
„საჭიროა არა იმდენად „ახალი ძალა“, არამედ ქვეყნის მომავლის ახალი ხედვა, რომელიც არ აქვს არც მთავრობას და არც ოპოზიციურ პარტიებს. ისინი გვთავაზობენ იმ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს, რომლებმაც უკვე არ იმუშავა. საქართველოს მოსახლეობის 60% კი, თავის თავს ვერ აიგივებს ვერცერთ პოლიტიკურ პარტიასთან. ეს ნიშნავს, რომ არსებობს დიდი ვაკუუმი და კიდევ უფრო დიდი აცდენა პარტიებსა და ამომრჩევლებს …
Continue reading “რა სჭირს ოპოზიციას – „მხოლოდ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს გვთავაზობენ“”
ხელისუფლებამ ჯვარი ექსტრემისტების იარაღად აქცია – ნაცვლიშვილი
პარლამენტის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს, 12 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც პარლამენტში ხდება, „ქართული ოცნების“ მხრიდან დეპუტატების მსჯელობა ეთიკის კოდექსზე და მსაჯულთა არჩევაზე უზენაეს სასამართლოში არის გროტესკი. „დღეს პარლამენტში დაფხრიწეს, დაგლიჯეს ამ ქვეყნის კონსტიტუცია და რეგლამენტი, როდესაც სრულიად უკანონოდ, დეპუტატს შემიზღუდეს პარლამენტში შემოსვლის უფლებამოსილება. როცა ყველა წესი დაარღვიეს და ყველა წესის …
Continue reading “ხელისუფლებამ ჯვარი ექსტრემისტების იარაღად აქცია – ნაცვლიშვილი”
რატომ არ ხურავენ საპატრიარქოს სკოლა-პანსიონებს – სახელმწიფო კანონს არღვევს
„ნინოწმინდის პანსიონს ლიცენზია არასდროს ჰქონია შეჩერებული. ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა ტელევიზიაში, რომ რვა თვე ლიცენზიის გარეშე იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. ამ ეტაპზე საპატრიარქო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 5 მსხვილ ბავშვთა პანსიონს ფლობს. დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამდენი ბავშვი ცხოვრობს თუნდაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, არ არსებობს. მათი განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონმა სააგენტოსგან …
Continue reading “რატომ არ ხურავენ საპატრიარქოს სკოლა-პანსიონებს – სახელმწიფო კანონს არღვევს”
სოციალურად დაუცველი ბავშვები ვერ დაგველოდებიან, მათ სახელმწიფო უნდა მიეშველოს – ანა ნაცვლიშვილი
როგორ მოახერხებს „ლელო“ სიღარიბის დაძლევას, რა ვადაში იგრძნობს ცვლილებას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი ამ პარტიის „მარშალის გეგმის“ ამუშავების შემთხვევაში? – კითხვებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი პასუხობს. ქალბატონო ანა, რა ვადაში და როგორ შეეხება „მარშალის გეგმა“ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ თითოეულ ოჯახს, რომელსაც ყოველ დღეს აქვს საკვების პრობლემა, რომ არაფერი ვთქვათ ღირსეულ ცხოვრებაზე? ამ …
ვინ დაიცავს უფლებებს, როცა სასამართლოს მიმართ ნდობა იკლებს – ინტერვიუ ანა ნაცვლიშვილთან
ბოლო კვლევების მიხედვით, მცირდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ენდობიან სასამართლოს და მიიჩნევენ, რომ მოსამართლეები სამართლიანები არიან. სასამართლო რეფორმა ისევ გრძელდება, თუმცა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა ნაცვლიშვილს პოზიტიური მოლოდინი არ აქვს. იგი არ გამორიცხავს, რომ ნდობის ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდეს, თუკი სასამართლო სისტემა გამჭვირვალე არ გახდება. „ამ სისტემამ აჩვენა, რომ ცვლილების არანაირი სურვილი და რესურსი არა აქვს“, …
ანა ნაცვლიშვილის კრიტიკული გამოსვლა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე – მედია, სასამართლო
“დამოუკიდებელი პროფესიული სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბება არის გადადებული,” – განაცხადა დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ბათუმში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როსის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას. ანა ნაცვლიშვილი თავის გამოსვლაში საკონსტიტუციო ცვლილებებს, სასამართლო ხელისუფლებას და საქართველოში არსებულ მედია გარემოს შეეხო. “ვიცით, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობა ერთ ღამეში შეუძლებელია. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ არსებულ კონტექსტს – ქვეყანა, რომელსაც …
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: მუდმივად უნდა შეახსენო ხელისუფლებას, რომ ის შენ დაიქირავე
„ეს ხმა განსაკუთრებით უნდა ისმოდეს რეგიონებიდან,“ – ახსენა მოქალაქეებთან შეხვედრის დროს ანა ნაცვლიშვილმა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. ის დღეს, 24 იანვარს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კანონპროექტზე და პრეზიდენტის მიერ გამოყენებულ ვეტოს თაობაზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ „ბათუმელებმა“ ანა ნაცვლიშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე. ანა, დღეს გამართეთ შეხვედრა ბათუმში და ისაუბრეთ პრეზიდენტის ვეტოს …
ანა ნაცვლიშვილი ბათუმში შეხვედრას გამართავს
ხვალ 24 იანვარს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საქართველოს პრეზიდენტის საპარალამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი შეხვედრას გამართავს. დისკუსიის თემაა „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი“, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით გაუგზავნა. „ანა ნაცვლიშვილი შეხვედრის მონაწილეებს ვეტოს არგუმენტებს გააცნობს და დამსწრეთა კითხვებს უპასუხებს“, – ნათქვამია განცხადებაში. შეხვედრა 15:00 საათზე გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
პატიმარი ბათუმის ციხიდან აცხადებს, რომ მას უკანონოდ უთვალთვალებენ და მინისტრს მიმართავს
ბათუმის მე-3 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმარი ლეონიდე მ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს სთხოვს, მის საკანში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღონ. „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში პატიმარი მიუთითებს, რომ მას უკანონოდ უთვალთვალებენ. „2017 წლის 31 მარტის დაახლოებით 19:00 საათიდან ვიმყოფები #110 საკანში, სადაც მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა მოხდეს ელექტრონულ-ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობა. კერძოდ, ის უნდა მიმდინარეობდეს …