„ბათუმური შემოდგომის“ საფესტივალო პროგრამა ასე გამოიყურება:
5 ოქტომბერი: ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი, ოთარ ქათამაძის საბავშვო მუსიკალური სპექტაკლით „სათამაშო ცხენი“.
11 ოქტომბერი: კლასიკური მუსიკის საღამო სიმფონიური ორკესტრი, საოპერო სტუდიის სოლისტები, დირიჟორი – ემინ გუვენ იაშლიჯამი (თურქეთი), სოლისტი – პეტრე ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსის I პრემიის ლაურეატი – ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო).
დოკუმენტურ-მუსიკალური ფილმის ,,როიალი ზღვაში” ავტორი – ნინელი გოგიტიძე და მუსიკალური ცენტრის წიგნი-ალბომი ,,ბათუმი, მუსიკალური ეპიზოდები”-ის პრეზენტაცია, ავტორი – ლიკა აროშიძე.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის სოლო კონცერტი
23 ოქტომბერი: „კლასიკური მუსიკის საღამო“ – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპეროს სტუდიის სოლისტები
29 ოქტომბერი: საოპერო სპექტაკლი – პიეტრო მასკანის ოპერა ,,სოფლის ღირსება“, დირიჟორი მაურიციო პრეციოზი (იტალია)
2 ნოემბერი: ქართველი მუსიკოსის ზაზა მარჯაიშვილის საავტორო კონცერტი „საჩუქარი ბათუმს“
9 ნოემბერი: ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის, საქართველოს სახალხო არტისტის – ენვერ ხაბაძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო ქალაქ ბათუმის მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბათუმი”, აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსაბლი, სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი ,,ბათუმი”, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ბათუმის ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა, პედაგოგი – ეკატერინე ღლონტი.
ბათუმის მუსიკალური ცენტრის დირექტორის განცხადებით მუსიკალური ფესტივალის „ბათუმური შემოდგომისათვის“ აბონემენტები გაიყიდება. ფესტივალზე სულ 7 საღამო გაიმართება, მასზე დასასწრები აბონემენტის ღირებულება კი 10 ლარი იქნება.
„ერთი ლარი და ორმოცი თეთრიც არ გამოდის თითო საღამოზე დასწრების ღირებულება. იქნებ ახლა მაინც მოვიდეს მაყურებელი,“ – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბათუმის მუსიკალური ცენტრის დირექტორმა გიორგი მიქელაძემ.
ის ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე დაიბადა… მას დიდხანს ელოდნენ და… ისიც გაჩნდა… დიდი ზღვისფერი თვალებითა და კულულა თმით… ბუნდოვნად ახსოვს ბავშვობა – ძმებთან ერთად ეზოში ფეხბურთის თამაში… ფიჭვნარში მოსეირნე დედ-მამა… საღამოს – ვახშამი ბებია-ბაბუასთან… პირველი ზღაპარი… პირველი წიგნი… მოგიზგიზე ბუხარი… ტალღებზე მოლივლივე თოლიები… ხმაურიანი ტალღები… ზღვა… ხან ლურჯი, ხან მოვარდისფრო, ხან ცისფერი… ხანაც, შავი ზღვა… სკოლა… პირველი ზარი… დედასთან განშორებით გამოწვეული პირველი ცრემლი… პირველი სიყვარული… ეს ყველაფერი მართალია, ძალიან ბუნდოვნადაა ჩარჩენილი მის მეხსიერებაში, მაგრამ ის გრძნობა, რაც მაშინ ჰქონდა, არასოდეს ტოვებს… ჰქონდა მთავარი – სულიერი სიმშვიდისა და სილაღის განცდა…
უცებ ყველაფერი ავტომატის და ქვემეხების ხმამ შთანთქა… მამა და ძმები სადღაც წავიდნენ… ირგვლივ ყველაფერს თითქოსდა შავი ფარდა გადაეფარა, ომის ფარდა… მას შემდეგ ზღვაც შავი ფერია… გამუდმებით…
როცა ძალიან უჭირს… ზღვის სანაპიროზე მიდის, გონებით ცდილობს დაუბრუნდეს იმ ვარდისფერ სამყაროს… მაგრამ არ გამოსდის… გაჰყურებს ზღვას… ის კი არც ვარდისფერია და არც ლურჯი… მას კვლავ შავი ფარდა გადაკვრია… შეჰყურებს ზღვისფერ სამყაროს, გაჰყურებს ტალღებს, ცას… მეორე ნაპირს… აინტერესებს: იქ, რა ფერია სამყარო… იქნებ იქ ზღვა ლურჯია… ან ცისფერი, ან სულაც მოვარდისფრო… ან იქნებ, იქაც შავია ზღვა… უნდა იცოდეს მაინც… თუმცა, ამაზე ფიქრიც კი აშინებს… არათუ, ამ ფიქრის ვინმესთვის გამხელა…
ეს ალისას ისტორიაა… თითქოსდა განსაკუთრებული არაფერია… უამრავი მსგავსი ისტორია გვაქვს მოსმენილი – ტელევიზიით, გაზეთით თუ პირად საუბრებში… იმ მომენტში გულდასმით ვუსმენთ, გვტკივა, განვიცდით, მაგრამ მალევე გვავიწყდება… მე კი ალისა და მისი ემოცია დღემდე ვერ დავივიწყე… ვერ დავივიწყე პატარა, მეოცნებე გოგონა… ლამაზ სამყაროზე მეოცნებე…
წლების წინ, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე… ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები ერთობლივად ვსწავლობდით მოლდოვაში არსებულ ტერიტორიულ კონფლიქტს… მის გამომწვევ მიზეზებს და ერთად ვეძებდით გამოსავლის გზებს… ამ პროექტის ქვეტექსტი ალბათ, ყველასთვის ნათელია… აღარ ჩავუღრმავდები… უბრალოდ, ის მინდოდა მეთქვა, რომ ალისა იქ გავიცანი და პირველი კითხვა, რაც მან დამისვა იყო: „ზღვა ბათუმშიც მუდამ შავია? თუ ხანდახან ლურჯი, ცისფერი ან მოვარდისფრო?“. როცა ჩემს გაოცებულ სახეს შეხედა, მითხრა: ვხუმრობო. ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში არაერთხელ გამჩენია კითხვა: რას გულისხმობდა ალისა ზღვის ფერში?… მხოლოდ დამშვიდობების დღეს გავბედე მეკითხა… დღემდე ამაყი ვარ იმით, რომ ალისამ გამანდო მისი ოცნებები, გრძნობები, ინტერესი…
ის სოხუმის მახლობლად ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე ცხოვრობს… და ზუსტად ისევე სტკივა, ისევე უხარია, ოცნებობს თუ დარდობს, როგორც მე… მე, რომელიც ბათუმში, ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობ…
ომის, ქაღალდების, საქმეების, მოლაპარაკებების, კონფლიქტების, ბიუჯეტის, სტრატეგიების, კანონების, სხვა სიტყვებისა თუ ცნებების ქვეშ არის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რამ, ეს – ადამიანები, ადამიანური ისტორიები, გრძნობები, ემოციები, მიზნები და ოცნებებია. საუკეთესო საშუალება კომუნიკაციის, სიძლიერის, ერთობის, განვითარების, წარმატების…
მას შემდეგ ვაკვირდები ტალღებს ინტერესით… წელიწადის ყოველ დროს… თითქოსდა ვამოწმებ, მეშინია რამე არ გამომეპაროს… ვაითუ ვერ დავიჭირო ფერთა გრადაცია… (ან – ვაითუ გამომრჩეს (ან/და ვაითუ დავკარგო) ფერთა გრადაცია… პოეტურად ჟღერს) არადა, ალისა ელოდება პასუხს კითხვაზე: „ზღვა ბათუმშიც მუდამ შავია? თუ ხანდახან ლურჯი, ცისფერი ან მოვარდისფრო?“
მასწავლებელთა სახლი არის კარგი საშუალება მასწავლებლებისთვის, აიმაღლონ პროფესიული დონე. ჩვენი მიზანია სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ზოგს ჰგონია, რომ მოვა მასწავლებელთა სახლში და საგანს ვასწავლით, მაგრამ არაა ასე. ჩვენთან უნდა მოვიდეს პროფესიონალი, რომელმაც უკვე კარგად იცის საგანი და ჩვენ ვასწავლით მას სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიას. ჩვენ ვასწავლით როგორ ვასწავლოთ, როგორ ავხსნათ მიმზიდველად ესა თუ ის საკითხი, საინტერესო რომ იყოს ბავშვებისთვის. საუბარია არა საგნობრივ მომზადებაზე, არამედ გადამზადებაზე.
პროფესიული ტრენინგები ტარდებოდა თბილისში. ჩვენი პედაგოგები ვერ ახერხებდნენ ყოველთვის წასვლას, რადგან გარკვეულ ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული. გარდა ამისა, ხშირად ტრენინგების გრაფიკი არ იყო მისაღები მასწავლებლებისთვის. ამიტომ შევქმენით აჭარაში მასწავლებელთა სახლი. ახლა გამოცხადებული გვაქვს კონკურსი ადგილობრივი ტრენერების შესარჩევად. ამ დროისთვის განაცხადების მიღება უკვე დამთავრებულია – სულ 280 განაცხადია შემოსული. კონკურსის წესით შეირჩევიან მომავალი ტრენერები, რომლებიც გადაამზადებენ მასწავლებლებს. პირველი ეტაპი არის განაცხადების მიღება, გადახედვა, შემდგომ იქნება გასაუბრება, გასაუბრების შემდეგ კი იქნება მესამე ეტაპი – მასწავლებელთა დატრენინგება და ტრენერებად მომზადება. ტრენინგის გავლის შემდეგ გადაწყდება საბოლოოდ, თუ ვინ გახდება ტრენერი.
რამდენიტრენერიუნდაშეირჩესთითოეულსაგანში?
არ გვაქვს ტრენერთა რაოდენობაზე შეზღუდვა. დავუშვათ ერთ საგანში შემოსულია 15 განცხადება. ღმერთმა ქნას მოხდეს ისე, რომ 15-ვე შეირჩეს. ჩვენ 15-ვეს მივცემთ საშუალებას, იყოს ტრენერი. ყველა ერთდროულად ვერ დაიწყებს ბუნებრივია, მაგრამ რეზერვში გვეყოლება. გვინდა ადგილობრივი ბაზა გვქონდეს. ტრენინგები გრძელვადიანია – 18-19 დღეს გრძელდება. წარმოიდგინეთ 18 დღე უცხო ქალაქში წასვლა მასწავლებლებისთვის რა ხარჯებთან არის დაკავშირებული და რამდენად რთულია. ბათუმში კი აჭარის მასშტაბით ნებისმიერ პედაგოგს შეეძლება მოსვლა და გადამზადება.
სერტიფიცირებისთვის მომზადებაზეც არის საუბარი, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ პედაგოგი მარტო სერტიფიცირებისთვის მოსამზადებლად მოვიდეს. პირიქით, პედაგოგი თვითონ უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება მეტი ახალი ინფორმაცია მიიღოს. „აი, ახლა მე სერტიფიკატი ავიღე, მეტი ტრენინგი და გადამზადება აღარ მინდა“, – ასეთი შეხედულება არ უნდა იყოს… ალბათ რესურსცენტრებიც ჩაერთვება, თავად სკოლის დირექტორიც უნდა იყოს დაინტერესებული იმითი, რომ მის სკოლაში ყველა მასწავლებელი იყოს თანამედროვე მეთოდოლოგიასთან ადაპტირებული, რაც შეიძლება მეტი ტრენინგი გაიაროს და რაც შეიძლება მეტად საინტერესო გახადოს გაკვეთილები. რაც უფრო მაღალი დონის პედაგოგები გვეყოლება, იმდენად მაღალი იქნება სწავლის დონეც.
რამდენსაგანშიაპირებთმასწავლებლებისგადამზადებას?
ზოგადი პროფესიული უნარები, განათლების დაწყებითი საფეხური, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, ფრანგული, გერმანული, ინგლისური, რუსული ენები. ყველა საგანში იქნება საგნობრივი კონსულტანტი და ამ საგნობრივ კონსულტანტს ეყოლება კოორდინატორი.
რამდენიმასწავლებლისგადამზადებაადაგეგმილიწელს?
ჩვენ დაგეგმილი გვაქვს თვეში შვიდი გრძელვადიანი და ოთხი მოკლევადიანი ტრენინგის ჩატარება. ანუ შვიდი გრძელვადიანი ჯგუფი უნდა დავატრენინგოთ და ოთხი _ მოკლევადიანი. ჩვენთან ნებისმიერ პედაგოგს ექნება საშუალება უფასოდ გადამზადდეს. სწავლის ხარისხს ვერ გააუმჯობესებ, თუკი არ გყავს კვალიფიციური პედაგოგი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ საფო კობალაძის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ. საქმესთან მიმართებაში მოწმის სახით სასამართლომ უმაღლესი საბჭოს ხუთი თანამშრომელი – მარინა ბერიძე, პაატა კეშელავა, შალვა ჯინჭარაძე, აკაკი ბერიძე და თამარ წილოსანი დაკითხა. ორი მოწმე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
მოწმეებმა განაცხადეს, რომ უმაღლეს საბჭოში მედეა ვასაძესა და სოფიო კობალაძეს შორის მომხდარი შელაპარაკების უშუალო თვითმხილველები არ არიან. თუმცა ესმოდათ სოფიო კობალაძე ხმამაღლა როგორ ესაუბრებოდა დეპუტატ მედეა ვასაძეს. ასევე ამბობენ, რომ მომხდარი ინციდენტის შესახებ წერილობითი ახსნა-განმარტება, ვინმესგან ზეწოლის გარეშე, ინდივიდუალურად ჩააბარეს.
საფო კობალაძე კი ყვება, რომ მედეა ვასაძე თვითონ უყვიროდა მას და ქალაქის დატოვინებითაც დაემუქრა. მისივე თქმით, ფაქტის შესახებ იქ მყოფმა ოცამდე თანამშრომელმა მაინც გაიგო.
მომჩივან მხარეს ეჭვი ეპარება მოწმეების სიმართლეში, რასაც საფო კობალაძის ადვოკატი ირაკლი შავაძე რამდენიმე გარემოებით ხსნის:
„მოწმეებმა თქვეს ერთმანეთის დაწერილი ახნა-განმარტებებით არ გვისარგებლიაო. თუმცა ახსა-განმარტების შესავალი და ბოლო ნაწილი არის იდენტური, სიტყვებიც კი არაა გადაადგილებული. მოწმეების ჩვენებათა გაზიარება არ შეიძლება, რადგან ნაწილი მათგანი არის მედეა ვასაძის ნათესავი; ნაწილი სამსახურეობრივად დაქვემდებარებული, რომლებიც თუკი სიმართლეს იტყვიან, აღმოჩნდებიან სოფიო კობალაძის მდგომარეობაში. შემიძლია ვთქვა, რომ სოფიო კობალაძის სამსახურიდან გათავისუფლება ემსახურებოდა ერთ მიზანს -უმაღლეს საბჭოში შეექმნათ ალიბი იმის საწინააღმდეგოდ, თუკი ჩემი მარწმუნებელი იტყოდა სიმართლეს დოდო დიასამიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, მათ ჰყოლოდათ მოწმეები, თითქოს სოფიო კობალაძე ემუქრებოდა მედეა ვასაძეს ჩვენების შეცვლით“.
კონფლიქტი უმაღლეს საბჭოსა და მის ყოფილ თანამშრომელს შორის, როგორც ეს უკანასკნელი ამბობს, მას შემდეგ დაიწყო, როცა დეპუტატსა და მოქალაქე დიანა (დოდო) დიასამიძის შორის მომხდარი ინციდენტის თვითმხილველმა საფო კობალაძემ აღიარა, რომ მედეა ვასაძემ ნამდვილად სცემა დიანა დიასამიძე და ნივთმტკიცების – მობილური ტელეფონის შეცვლა სთხოვა.
სასამართლოს მედეა ვასაძე პროცესში ჯერ არ ჩაურთავს. მის მოწმის სახით დაკითხვაზე მომჩივანი მხარე კვლავ აპირებს სასამრთლოს თხოვნით მიმართოს.
რაც შეეხება მესამე მხარედ ლია ვაჩეიშვილის ჩართვას, მან ისარგებლა უფელბით და უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე. ლია ვაჩეიშვილი საფო კობალაძის ყოფილ თანამდებობას იკავებს.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა მომდევნო სასამართლო სხდომა 2013 წლის 9 ოქტომბერს 16:00 საათზე დანიშნა. შემდეგ პროცესზე, დღეს არ გამოცხადებულ მოწმეებს – ჟუჟუნა ცენტერაძესა და მანანა ფარტენაძეს დაკითხავენ.
დღეს ბათუმში ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. აქციაში რომლის ორგანიზატორი ასკა – აჭარის სამოქალაქო კლუბების ალიანსი იყო, ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი მარიამ კოჩალიძე თავად ძალადობის მსხვერპლი გახდა,“ „ჩვენ ვგმობთ ძალადობას“, „არ გვინდა ვიყოთ ძალადობის მსხვერპლნი“ – ამ შინაარსის პლაკატებით აქციის მონაწილეებმა აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა გამართეს და მარიამ კოჩალიძის მკვლელობა დაგმეს, რომელიც გასულ წელს მსგავსი აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო.
„დღეს არის ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ამ აქციით ვგმობთ მარიამ კოჩალიძის მკვლელობას,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მირანდა ტაკიძე.
„მსგავს ამ აქციას ჩვენ ყოველი წლის 2 ოქტომბერს ვმართავთ. წინა წელს აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო მარიამ კოჩალიძე, რომელიც მოგეხსენებათ რომ გარდაიცვალა. დღევანდელი ჩვენი მთავარი მიზანი არის ის რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას რომ მარიამისმსგავსი აქტიური მოქალაქეები გვჭირდება. ძალადობამ არ უნდა შეიწიროს ადამიანი, მითუფრო ისეთი ადამიანი რომელსაც თვითონ ებრძვის ძალადობას,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორიმა, ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ქებულაძემ.
დისკუსიას „53-ბატალიონის“ ტერიტორიაზე მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ.
„სამთავრობო სიების მიხედვით ამ ბატალიონის ტერიტორიაზე დაახლოებით 1400 ადამიანია ჩასახლებული. ჩვენი მონიტორინგით 205 ადამიანის იდენტიფიცირება და მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული აქტების გადამოწმება შევძელით. ამ აქტებიდან 80% დაეთანხმა იქ მოცემულ ინფორმაციას, 20 % კი არა. ვაპირებთ ამ 20%-ის ადგილზე შესწავლას. მეორე ეტაპზე დავიწყებთ კონკრეტულად მოქალაქეების დოკუმენტებში მოცემული პრობლემების შესწავლას და მათი გადაწყვეტის გზებზე მუშაობას. დამაიმედებელი აღმოჩნდა ის, რომ მუნიციპალური კომისიების ამ მიმართულებით მუშაობა სამართლიანადაა ჩატარებული, რაც დაგვეხმარება შემდეგი კვლევის განხორციელებაში“. – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ ხელმძღვანელმა ლევან გობაძემ.
გარკვეული მიზეზების გამო გადამოწმების პროცესი არ დასრულებულა ქედასა და ბათუმში. მონიტორინგის დასრულებას ხელს უშლის ის გარემოებაც, რომ „53-ე ბატალიონში“ მცხოვრებლების ნაწილი ადგილზე არ იმყოფება და თურქეთშია წასული. ლევან გობაძემ აღნიშნა, რომ მონიტორინგის პროცესი ოქტომბერში დასრულდება.
დისკუსიაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა, რომელმაც მთავრობის წარმომადგენელ კობა ჩხეიძეს ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან შესაძლო დახმარების თხოვნით მიმართა:
„ჩემთვის სრულიად გასაგებია ამ ეტაპზე მთავრობა რომ ვერ შეძლებს მათ დახმარებას, მაგრამ იქნებ ელექტროენერგიისა და სანდასუფთავების პრობლემა მაინც მოუგვაროთ“.
არასამთავრობოებმა დისკუსიის ბოლოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, იმის ნიშნად, რომ ისინი ამ მიმართულებით სამომავლოდაც გააგრძელებენ ერთობლივად მუშაობას.
„ლუხუმ კაპანაძე, სერგი კაკალაშვილი, პაატა დათიშვილი, გივი თევზაძე, გოჩა კურტანიძე, თამაზ კაპანაძე, თამაზ მღებრიშვილი“, – ამ პირებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა 26 სექტემბერს ჩაატარა. იმ დღეს მოსამართლეს პროკურორმა და ადვოკატმა აცნობეს, რომ თამაზ მღბრიშვილთან საპროცესო გარიგებას აფორმებენ, ამიტომაც „კაპანაძისა და სხვათა მიმართ“ საქმიდან, ბრალდებულ მღებრიშვილის საქმის ცალკე გამოყოფა ითხოვეს.
მოსამართლემ ადვოკატ შოთა ბოლქვაძის და პროკურორ გელა კუჭაშვილის ერთობლივი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საპროცესო შეთანხმება პროკურატურისა და ბრალდებულ თამაზ მღებრიშვილს შორის იმავე დღეს სხვა მოსამართლემ გოჩა ფუტკარაძემ დაამტკიცა.
რა მნიშვნელოვანი ინფორმაციის სანაცვლოდ დათანხმდა პროკურატურა თამაზ მღებრიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ საქმის პროკურორს გელა კუჭაშვილს მიმართა.
„ინფორმაცია, როგორც ასეთი, არაფერი მოუწოდებია. ფაქტობრივად დადგენილია, რომ მას [თამაზ მღებრიშვილს] ამ გადაწყვეტილებით [ქარხნის იაფად გაყიდვა] სარგებელი არ მიუღია. ადამიანი ნასამართლევი არ არის. თან იცოდა მაგან, რომ კაკალაშვილები და კაპანაძეები სარგებლობდნენ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერით. აღიარებს, რომ არ უნდა გამეტანა ამ ციფრებში ქარხანა აუქციონზეო“.
რა კრიტერიუმებით ისარგებლა პროკურატურამ, როცა თამაზ მღებრიშვილის 50 ათასი ლარით დაჯარიმება გადაწყვიტა, მაშინ, როდესაც მისი ქმედებით სახელმწიფომ მინიმუმ 3 233 856 ლარი იზარალა? – ეს იყო კიდევ ერთი კითხვა, რაზეც პროკურორი გელა კუჭაშვილი განმარტავს:
„ასე გადაწყდა ხელმძღვანელობასთან, ბატონ ანზორთან [ანზორ უსტიაძე – აჭარის პროკურატურა – ავტ.] შეთანხმებით… კი იცით ახლა, ამ გარიგებიდა სარგებელი მღებრიშვილს არ მიუღია. მისი უძრავ-მოძრავი ქონება – ყველაფერი დაყადაღებული გვაქვს. ერთი რამ შეიძლება დავაფიქსირო, კაკალაშვილი და კაპანაძე რომ გამოცხადდენ ძიებასთან, ზიანს, რაც არის, თუ არ აანაზღაურებენ, არ გაუფორმდებათ საპროცესო. ეს არის გადაწყვეტილი ყველგან, პროკურატურაში“.
თითქმის ერთი თვის წინ ამავე საქმეზე საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კიდევ ერთ ყოფილ მოხელეს – აბესალომ გურგენიძეს გაუფორმა. აბესალომ გურგენიძეს ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
ძიების ვერსიით, აბესალომ გურგენიძეს და თამაზ მღებრიშვილს ბიზნესმენები სერგი კაკალაშვილი და ლუხუმ კაპანაძე სახელმწიფო თანამდებობის პირების ავტორიტეტის გამოყენებით დაუკავშირდნენ და აცნობეს ქიმიურ ფარმაცვეტული ქარხნის შესყიდვას რომ აპირებდნენ. „ავტორიტეტულ პირად“ ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი სახელდება.
თავის მხრივ გურგენიძემ ძიებას განუმარტა, რომ დოკუმენტების მომზადება მას თამაზ მღებრიშვილმა დაავალა.
დაავალა თუ არა ქარხნის იაფად გაყიდვა თამაზ მღებრიშვილს ვანო მერაბიშვილმა? – ამ კითხვაზე პასუხი პროკურორ გელა კუჭაშვილს თამაზ მღებრიშვილისგან უნდა მიეღო. პროკურორის განმარტებით, „თამაზ მღებრიშვილმა თქვა, უბრალოდ, ვიცოდი, რომ კაპანაძისა და კაკალაშვილის უკან ვინ იდგაო – ამიტომ დათანხმდა ამ საქმის გაკეთებას“.
4 344 856 ლარად შეფასებული „ბათუმის ქიმიურ ფარმაცევტული“ ქარხნის 1 111 000 ლარად გაყიდვის გამო აჭარის ფინანსთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები პროკურატურამ 2013 წლის თებერვალში დააკავა. ლუხუმ კაპანაძე და მასთან დაახლოებული სხვა პირები მაშინაც და ახლაც უცხოეთში იმყოფებიან.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ბიზნესმენმა, ლუხუმ კაპანაძემ თავისი ბიზნესის ძირითადი ნაწილი საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე გადაყიდა ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებზე.
დღეს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოხუცებულთა თავშესაფარს ეწვევიან.
პრესცენტრის ცნობით, ბათუმის მოხუცებულთა სახლს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე და „ჩემი ოჯახის კლინიკის“ წარმომადგენლები 12 საათისთვის ეწვევიან.
„სამინისტროსა და „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ხანდაზმულებს უფასო გამოკვლევები 2 თვის წინ ჩაუტარდათ“, – ნათქვამია პრესრელიზში.
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა.
„ერთი ხე ერთი სიცოცხლე“ – ამ სახელწოდების აქცია დღეს ბათუმში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გამართეს. აქციის მონაწილეები მწვანე საფარის განადგურებაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნას პეტიციაზე ხელმოწერით შეუერთდნენ.
„დღევანდელი აქცია თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად იმართება. აქციის მიზანია რეკრეაციული ზონების გაზრდა ქალაქსა და რეგიონში. ხელს ვაწერთ პეტიციას, რომლის საფუძველზე უნდა მოხდეს მორატორიუმის გამოცხადება იმ ნებართვებზე, რომელიც გაცემული იქნა და რომელიც ხელყოფს ქალაქის რეკრეაციულ ზონას. სახელმწიფომ, როგორც თვითმმართველობის, ასევე ცენტრალურ დონეზე უნდა შეიმუშავოს მწვანე საფარის შენარჩუნება-განვითარების სტრატეგიის ეფექტური მექანიზმი,“ – განაცხადა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის წარმომადგენელმა ნათია აფხაზავამ.
“მოვითხოვთ, შეჩერდეს მწვანე საფარის განადგურება, გამწვანებული ტერიტორიების გასხვისება და მათზე სამშენებლო ნებართვების გაცემა, მოხდეს უკვე გაცემული ნებართვების მოქმედების შეჩერება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და გამოცხადდეს მორატორიუმი, მანამ ადმინისტრაციულ ორგანოებთან არ შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭოები,”- ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელსაც დღეს ხელი ბათუმში მოაწერეს.
„სირცხვილის“ შესახებ ვიკიპედიაზე წაიკითხავთ, რომ ეს არის რომანი ხანშიშესულ პროფესორზე, რომელიც სტუდენტ გოგონასთან გააბამს სასიყვარულო ურთიერთობას და ეს შემთხვევა მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. თითქოს რითი შეიძლება დაინტერესდეს მკითხველი, თითქოს უკვე ისე გაცვდა ლიტერატურაში ეს ჰუმბერტ ჰუმბერტები და ლოლიტები სხვადასხვა ბრუნვაში… მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს წიგნი სულაც არაა კიდევ ერთი თავგზააბნეული, კლიმაქსის ასაკს მიახლოვებული კაცისა და მორიგი სექსუალური, შოტლანდიურქვედაკაბიანი და ლოლიპოპიანი გოგოს შესახებ – ეს არის უმძიმესი ამბავი პურიტანული საზოგადოების ფსევდომორალზე, ამ ფსევდომორალის უარყოფაზე და უარყოფით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე. ჰო, გაგიკვირდებათ და კიდევ მამაშვილობაზეა კუტზეეს ეს საოცრად დახვეწილი, ფაქიზი წიგნი.
დევიდ ლური კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორია და ძალიან, ძალიან მოიხიბლება სტუდენტი გოგონათი. საბოლოოდ, ამ გოგოსთან სექსუალურ კავშირსაც დაამყარებს, სხვათა შორის, გოგოს თანხმობით. მელანი ისააქსი სრულწლოვანია, თუმცა, პროფესორზე ბევრად უმცროსია და თან მისი სტუდენტი. უკვე სახეზეა გაბატონებული მორალური შეხედულებიდან აცდენა. უკვე იქმნება მოლოდინი, რომ ეს კავშირი დევიდ ლურისთვის იოლად არ ჩაივლის.
შოკისმომგვრელია საზოგადოების რეაქცია – დევიდ ლური მთლიანად მოკვეთილი ხდება, კარგავს სამუშაოს, მეგობრებს… და ქალიშვილთან მიემგზავრება, რომელიც სოფელში ცხოვრობს და სრულიად მარტო ეწევა ფერმერის ცხოვრებას. ამას არავინ აიძულებს, ეს ლუსის არჩევანია – ერთი შეხედვით, „კაცური“ სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულება, მუშაობა, როგორც პროტესტი პატრიარქალური საზოგადოების წინააღმდეგ.
რომანში ყველაზე ფაქიზი დევიდისა და მისი შვილის ურთიერთდამოკიდებულებაა. დევიდის ფიქრები ქალიშვილთან დაკავშირებით იმდენად სკრუპულოზურად, მიკროსკოპის ქვეშაა აღწერილი, რომ კუტზეე აშკარად ბეწვის ხიდზე გადის – თითქოს სულ ერთი ნაბიჯი და ლური მამაშვილობის აკრძალულ ზღვარს გადააბიჯებს, თითქოს სადაცაა, მისი ინცესტური მიდრეკილებები გამჟღავნდება.
ლუსი, თავის მხრივ, მიწას ეჭიდება და მამამისივით, ისიც ანგრევს საზოგადოებაში გაბატონებულ წესრიგს – საზოგადოება, ამჯერად, სოფლის მამაკაცური ნაწილია, მასკულინური, უხეში ძალა, რომელიც თვლის, რომ მიწაზე ქალი არ უნდა გაპარპაშდეს. დევიდის მსგავსად, ლუსისაც ძვირად უჯდება დოგმების მსხვრევა, მეტისმეტად ძვირადაც, მაგრამ სწორედ იმ უბედურებაში გამოჩნდება მისი ხსნა, რომელსაც მამაკაცები დაატეხენ თავს.
ჩვენი მკითხველისთვის, ვფიქრობთ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ეს წიგნი, ბოლო წლებში საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებიდან და მენტალური რყევებიდან გამომდინარე. უმრავლესობა ძნელად ეგუება წინააღმდეგობას. ეს არის კეიპტაუნი. ეს არის საქართველო. ეს არის ცხოვრება.
მაღაზია „წიგნები ბათუმში“ გამომცემლობა „დიოგენეს“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. გამომცემლობამ ამჯერად ირლანდიელი მწერლის ჯონ ბენვილის „ზღვა“ წარმოადგინა. ის სერიიდან „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ მეცხრამეტე წიგნია.
„ეს არის ამ ავტორის ერთგვარი დებიუტი ქართულ საგამომცემლო სივრცეში. ბენვილი თანამედროვე მნიშვნელოვანი ავტორია, ღრმა და პოეტური. ვფიქრობ, ბათუმელი მკითხველი იმსახურებს ამ შეთავაზებას, ამიტომაც ჩამოვედით დღეს აქ“, – ამბობს „დიოგენეს“ დირექტორი თამარ ლებანიძე. მისივე თქმით, კლასიკოსი მწერლების ეს სერია მანამდე გაგრძელდება, სანამ გამომცემლობა იარსებებს.
თარგმანი ზაზა ჭილაძის და გია ჭუმბურიძის მიერაა შესრულებული.
რედაქტორი ირმა ტაველიძე ავტორის განსაკუთრებულობად გასაგებ ენას, სიმსუბუქეს და რიტმულ თხრობას მიაჩნევს, რაც მკითველში საკუთარი თავის იდენტიფიცირებას იწვევს.
ჯონ ბენვილი თანამედროვე ირლანდიული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. „ზღვა“, რომელიც ავტორის მე-18 რომანია, მის ყველაზე ცნობილ წიგნად ითვლება. ამ წიგნისთვის 2005 წელს მწერალს ბუკერის პრემია მიენიჭა.
„დიოგენეს ბიბლიოთეკის“ მომდევნო წიგნად ინგლისელი მწერლის რადიარდ კიპლინგის რომანი „კიმი“ გამოიცემა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობა“ სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გამართა. მათ წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრეს.
„სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობას“ თავმჯდომარემ, დავით ბერიძემ ერთი კვირის წინ მომხდარი ფაქტის შესახებ მოუთხრო დამსწრე საზოგადოებას. მონათხრობის მიხედვით დაბა ხელვაჩაურის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კომისიის წევრობაზე 7 ადამიანს უსაფუძვლოდ უთხრეს უარი. გარდა ამისა, ის მუნიციპალიტეტში გამგებლების მასობრივ შეცვლას არჩევნების მოახლოებას უკავშირებს.
„დაბა ხელვაშაურის საარჩევნო უბნებზე „ქართულ ოცნებას“ შერჩეული ჰყავდა საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის კომისიის წევრები. 7 ადამიანს მიატანინეს ყველა ის საბუთი, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს მოეთხოვება. საუბნო საარჩევნო კომისიის გახსნამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, რომ მათ კომისიის წევრობაზე უარი უთხრეს. შტაბში ასე განუმარტეს: ზემოდან არის დარეკილი, კონკრეტულად მურმან დუმბაძემ დარეკა – მე ჩემი ხალხი მჭირდებაო. რა თქმა უნდა, პარტიას აქვს ამის უფლება, მაგრამ მაშინ, როცა ამ ადამიანებს დრო აღარ ჰქონდათ სხვა პარტიიდან ყოფილიყვნენ კომისიაში წარდგენილი, ვფიქრობ, არასამართლიანია ასეთი ქმედება. ეჭვს იწვევს მურმან დუმბაძეს კარუსელის დატრიალება ხომ არ სურს?“
დისკუსიას „დემოკრატიული მოძრაობა საქართველოსთვის“ ბათუმის წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, თამარ გუდავამ მათან მიმართებაში დარღვებზე ისაუბრა:
„წერილობით მივმართეთ ქალაქის მერიას, საკრებულოს, რომ განგვეთავსებინა სააგიტაციო ბანერები გარე განათების ბოძებზე, რა თქმა უნდა, საკრებულოს დადგენილების ნორმების მიხედვით. მივიღეთ აბსოლუტურად გაუგებარი პასუხი სადაც ეწერა, რომ მათ საჭიროდ არ მიაჩნიათ გამოყონ ადგილები ბანერების გასათავსებლად. სატელევიზიო ინტერვიუში კი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა ასეთი რამ განაცხადა – გარეგანათების ბოძები ვერ გაუძლებენ სარეკლამო ბანერებსო.
როგორც არასამთავრობოებმა გვირჩიეს, ვაპირებთ ცსკოში საჩივრის შეტანას, რადგან ის პასუხი, რომ გარეგანათების ბოძები ბანერებს ვერ გაუძლებენ, უსაფუძვლოა“.
რაც შეეხება შვიდ ადამიანს, რომელთაც კომისიის წევრობაზე უარი უთხრეს, დავით ბერიძე ამბობს, რომ იმათგან ერთ-ერთი უნდა მისულიყო „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე, მაგრამ იმის გამო, რომ შტაბში ახლობელმა მიიწვია სამუშაოდ, დისკუსიაში ჩაბმისგან თავი შეიკავა.
დღეს, 13:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დაიწყო ე.წ. „ოცნების ქალაქში“ უკანონოდ ჩასახლებულ მოსახლეობის სამთავრობო კომისიების მიერ ჩატარებული კვლევის მონიტორინგის პირველადი შედეგების პრეზენტაცია.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა რემიგრირებულ ეკომიგრანტთა პრობლემების სატელეფონო კვლევის შედეგები.
როგორც ცნობილია, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხელვაჩაურში, ყოფილი # 53 სატანკო ბატალიონის ტერიტორიაზე უკანონოდ შესახლდნენ რეგიონის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები, მათ შორის უკუმიგრირებული ეკომიგრანტები.
პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ აჭარის ა.რ. მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, უკანონოდ განსახლებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და რემიგრირებული ეკომიგრანტები.
პრეზენტაციას წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ: ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“, ასოციაცია „ბორჯღალი“, დემოკრატიის ინსტიტუტი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
მონიტორინგი და კვლევა ჩატარდა პროექტის ფარგლებში – „აჭარის რეგიონში სოციალურად დაუცველთა და ეკომიგრანტთა განსახლების პროცესის მონიტორინგი“.
პროექტი ხორციელდება ევრაზიის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.
საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში – „თანაბარი საარჩევნო გარემო-პირობების შექმნის ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის“, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა.
თუ რატომ გახდა პრიორიტეტული სტუდნტების ინფორმირება, სემინარის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია – „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, ხელმძღვანელი რატი იონათამოშვილი განმარტავს:
„სტუდენტები არის ის ძალა, ვისაც უნდა დაეყრდნოს ის ცვლილებები, რა ცვლილებების წინაშეც დღეს ვდგავართ, რომ იყოს საზოგადოების ცნობიერება ამაღლებული და ჩვენი უფლებების არ გათვალისწინება ან დარღვევა ვერავინ გაბედოს. ახლოვდება არჩევნები და გვინდა მაქსიმალურად აქტიურები ვიყოთ უნარშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. მოძრავი ყუთის მეშვეობით კი არა საარჩევნო უბანზე მისვლით ვიღებდეთ არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის ჩვენთვის პრინციპული ღირებულება“.
საარჩევნო სიმულაციამ სტუდენტებს აჩვენა თუ როგორ შეუძლია უსინათლოს, ეტლით მოსიარულეს საარჩევნო უბანზე მისვლით ხმის მიცემა დამოუკიდებლად. თუმცა ამისთვის, საჭიროა საარჩევნო უბანი უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცედურების ამსახველი სურდო-თარგმანითა და ეტლით მოსიარულე ამომრჩევლებისათვის ადაპტირებილი.
„თანაბარი საარჩევნო გარემო ნიშნავს იმას, რომ მათ სხვისი დახმარების გარეშე მიიღონ მონაწილეობა და არ დასჭირდეთ გადასატანი ყუთი…
ცესკოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამუშაო ჯგუფი 2011 წლიდან არსებობს. მან შეიმუშავა 2012-2014 არჩევნების სამოქმედო გეგმა. ეტაპობრივად ვცდილობთ პრობლემურ საკითხებზე მუშაობას, ეს ეხება სმენადაქვეითებულ ამომრჩეველთა საარჩევნო პროცედურების ამსახველი სურდო-თარგმანით უზრუნველყოფას, ეტლით მოსიარულე ამომრჩევლებისათვის იდენტიფიცირებული საარჩევნო უბნების ადაპტირებას, ასევე მობილური ჯგუფებით ამომრჩეველთა მომსახურებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ კენჭისყრაში უსინათლოების დამოუკიდებლად მონაწილეობას“, – ამბობს ცესკოს კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფორსი სოფიო სიჭინავა.
ამჟამად არ არის ცნობილი რამდენი ადაპტირებული უბანი იქნება საქართველოში. სოფიო სიჭინავას თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. რვა ადაპტირებული საარჩევნო უბანს უშუალოდ სტუდენტები გააკეთებენ.
წელს 1500 ეტლით მოსიარულე გაიგებს თუ როგორ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო 555 სმენადაქვეითებულ ადამიანის გადაეგზავნება SMS შეტყობინება საარჩევნო უბნებზე სურდო თარგმანის არსებობის შესახებ.
მსგავსი სიმულაციების ჩატარება სხვა ქალაქებში, ბათუმის შემდეგ კი თბილისშიც იგეგმება. აჭარის რეგიონში ეს ღონისძიება პირველად ჩატარდა.
ბათუმის უნივერსიტეტისთვის საინფორმაციო სემინარი – „სტუდენტების როლი და ინიციატივა თანაბარი არჩევნების უზრუნველყოფისათვის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ორგანიზებით გაიმართა.
იპოთეკით დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ ახალი ხელისუფლება, პირადად ბიძინა ივანიშვილმიც კი შეპირდათ დაბალპროცენტიანი სესხებით დახმარებას.
„საპარლამენტო არჩევნების მერე იპოთეკით დაზარალებულები ქუჩაში ვართ. ახლად არჩეული ხელისუფლება გვპირდებოდა პრობლემის მოგვარებას. გვიჭირდა, ამიტომ შევაჩერეთ პროცენტების შეტანა. პროცენტი პროცენტს ემატებოდა, ვერ გადავიხადეთ და დავრჩით უსახლკაროდ. ნუთუ ამდენ ლტოლვილებსა და უსახლკაროებს ჩვენი უსახლკარობაც უნდა დაემატოს. ახლა უკვე არჩევნები მოდის და ვიცით ვის უნდა მივცეთ ხმა,“ – ამბობს აქციაზე მყოფი ერთ-ერთი კერძო იპოთეკით დაზარალებული ვარდო თურმანიძე.
აქცია დღის 4 საათზე მერიასთან უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის ხელმძღვანელობით დაიწყო. იქ შეკრებილებმა ხელვაჩაურში თვითნებურად შესახლებულებისთვის დენის მიწოდება და სანიტარიული მდგომარეობის მოწესრიგება მოითხოვეს.
„არა გვაქვს შუქი. მეორე ზამთარი მოდის რაც სიცივესა და ანტისანიტარიაში ვიმყოფებით. შუქს არ გვირთავენ, თვითნებურად შესახლებულები ხართო. 11 წლის ბავშვი მყავს, ქმარი კი ციხეშია,“ – გვიყვება ხელვაჩაურში მცხოვრები ზეინაბ გურგენიძე.
აქციამ მსვლელობით ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები ქუჩებში სკანდირებდნენ: „გაუმარჯოს სოციალური სამართლიანობის აღდგენას“ და ხელში დაჭერილ ალუმინის ქვაბებსა და კოვზებს ახმაურებდნენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამაზ ბაკურიძე აღნიშნავს, რომ ეს აქცია ჯერ კიდევ აგვისტოში დაანონსეს, როცა განაცხადეს, რომ თუკი ხელისუფლება ამ ადამიანების სოციალურ პრობლემებს არ მოაგვარებდა სექტემბრიდან დაიწყებდნენ მასშტაბურ გამოსვლებს:
„ეს გამაფრთხილებელი აქციაა, იმ დიდი აქციებისა, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ სოციალური სამართლიანობის აღდგენის მიზნით. თუ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს და ხალხის პრობლემებს არ მიხედავს, ხალხი მოიყვანს იმ ხელისუფლებას, რომელიც იზრუნებს ხალხზე,“ – აცხადებს თამაზ ბაკურიძე.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მანამდე არ გაჩერდებიან, სანამ სოციალურ სამართლიანობას არ მიაღწევენ. მათივე თქმით 29 სექტემბერს ისინი კვლავ მოაწყობენ საპროტესტო მიტინგს.
გამოფენაზე ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის 50 ფოტო იყო წარმოდგენილი ,რომელსაც ის 20 წლის განმავლობაში იღებდა. ფოტოებზე ასახულია სტალინის კულტი ყოველდღიურობაში.
გამოფენა-დისკუსია ჰიანრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა. ბიუროს პროგრამების კოორდინატორის, ხათუნა სამნიძის თქმით „გამოფენისა და დისკუსიის მიზანია საზოგადოებას დავეხმაროთ წარსულის გააზრებაში. სოციალოგიური გამოკითხვის შედეგები არის ერთ-ერთ პუბლიკაციაში, რომელიც ამ დისკუსიაზე წამოვიღეთ, სადაც ჩანს, რომ სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართვერლოში განსაკუთრებულია სტალინის კულტი. გამოფენისა და დისკუსიის მიზანიც სწორედ ეს არის, გავიაზროთ რატომაა სტალინის კულტი ისევ აქტუალური საქართველოში“.
ფოტო გამოფენა „ძეგლებით თამაში: სტალინი აქ და ამჟამად“ პირველად თბილისში ლიტერატურის მუზეუმში 21 დეკემბერს გაიმართა. იგივე გამოფენა-დისკუსიის გამართვა წლის ბოლომდე თელავსა და გორშიც იგეგმება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მედეა ვასაძის ყოფილი თანაშემწის, სოფიო კობალაძის სასამართლო გაიმართა. სოფიო კობალაძე უმაღლეს საბჭოს უკანონოდ გათავისუფლებაში ედავება. მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა საჭიროდ ცნო საქმეში მესამე პირის ჩართვა, რის გამოც პროცესი 2013 სლის 2 ოქტომბრისთვის გადაიდო. სასამართლო დისკუსიის ხანგრძლივობის გამო ვერც მოწმეების დაკითხვა მოესწრო.
პროცესის მსვლელობის დროს სოფიო კობალაძის ადვოკატმა ირაკლი შავაძემ დარბაზში ლია ვაჩეიშვილის ყოფნა გააპროტესტა, რომელსაც ამჟამად სოფიო კობალაძის ყოფილი თანამდებოდა უკავია. სწორედ ლია ვაჩეიშვილი გამოცხადდა საქმეში მესამე პირად. სასამართლო სხდომის დახურვის შემდეგ ირაკლი შავაძემ განაცხადა:
„მედეა ვასაძის თანაშემწე, რომელიც არ წარმოადგენდა აჭარის უმაღლეს საბჭოს, როგორც მხარეს, სამუშაო საათებში იმყოფებოდა სასამართლო სხდომაზე. ფაქტობრივად, დღეს ის აცდენდა სამუშაოს. რისთვის ვიხდით ჩვენ შემოსავლების ოც პროცენტს, იმიტომ რომ ქალბატონმა მედეამ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომელი მოავლინოს სასამართლოში იმის გასაგებად, თუ ვინ რას იტყვის?“
ლია ვაჩეიშვილი სასამართლო პროცესს ბოლომდე ესწრებოდა. პროცესზე დასწრების მიზეზი ჟურნალისტებისთვის მას არ განუმარტავს.
სოფიო კობალაძის უფლებების დამცველები ირაკლი შავაძე და ადმინისტრაციულ საკითხებში უფლების დამცველი – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ჟანა ჩიქოვანი, საქმის ობიექტურად განხილვისთვის კვლავ ითხოვენ მოწმის სახით მედეა ვასაძის დაკითხვას.
როგორც მოსამართლე ამბობს, მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში შეთანხმება ეხება მომჩივანი მხარის მოთხოვნას სამუშაოს აღდგენასა და გაცდენილი დროის ანაზღაურებას. 16 სექტემბერს გამართული სასამართლო სხდომაც მხარეთა შორის შეთანხმებას განიხილავდა, რაც დადებითად ვერ გადაწყდა. პროცესზე უმაღლესი საბჭოს დამცველმა მხარემ – გელა ღოღობერიძემ და კახაბერ კახიძემ მომჩივან მხარეს აცნობეს, რომ უმაღლეს საბჭოში ამჟამად თავისუფალი თანამდებობა არ არსებობს.
სოფიო კობალაძე მხარეთა შორის შეთანხმებაზე აცხადებს:
„დავთანხმდები თუ არა დაბალანაზღაურებად ხელფასზე, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი რას შემომთავაზებენ. მე დავაფიქსირე წინა სხდომაზე, რომ იგივე ანაზღაურებად ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე ვიქნები თანახმა“.
კომენტარი არც უმაღლესი საბჭოს დამცველმა მხარემ გააკეთა.
სოფიო კობალაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თანაშემწეობიდან 2013 წლის 7 ავვისტოს გაათავისუფლეს. ის დაკავებულ თანამდებობაზე, ხელფასის სახით, 2000 ლარს იღებდა.
გია ნოდია თვლის, რომ 20 წლის წინანდელი ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგების ყველაზე რეალური რესურსი სწორედ ადამიანური ურთიერთობებია, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებას აფერხებს ამ თემაზე დისკუსიების სიმწირე და პრობლემის სწორად გაუანალიზებლობა.
„ჩემი აზრით ღია დისკუსია ამ თემაზე მაინცადამაინც არ მიმდინარეობს. უფრო ურთიიერთბრალდებებისა და წმინდა პოლიტიზირებული დისკუსიებია. საჭიროა ვისაუბროთ სტრატეგიული თვალსაზრისით რაში მდგომარეობს პრობლემა და თუ შეიძლება მას ეშველოს. მე პირადად ვერ ვხედავ კონფლიქტების მოგვარებას უახლოეს პერსპექტივაში. ჩემი აზრით ქართველ საზოგადოებას არა გვაქვს გაანალიზებული ამ პრობლემის არსი, გვაქვს მითოლოგიზირებული წარმოდგენა და ამ ილუზიებიდან უნდა გამოვიდეთ. ვთვლი ეს არის ქართული საზოგადოების მთავარი ამოცანა დღეს“- აღნიშნა გია ნოდიამ. ილუზიად კი მას მიაჩნია, მაგალითად, ის მოსაზრება, რომ რუსეთი რომ არა, ეს კონფლიქტებიც არ იქნებოდა.
პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ურთიერთობის რამდენიმე წლის წინანდელ მდგომარეობას რომ დავუბრუნდეთ, რვა წელიწადი მაინცაა საჭირო:
„ურთიერთობის პროცესი გაჩერდა 2006 წელს, 2008 წლის ომმა კი მთლიანად გააქრო 20 წლიანი კავშირები. მანამდე ქართულ -აფხაზური, ქართულ-ოსური დიალოგი არ გამწყდარა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე პოლიტიკურ დონეზე. 2006 წელს კოდორში ჯარების შეყვანით გაწყდა ეს კონტაქტები. ურთიერთობის 2006 წლის მდგომარეობამდე რომ მივიდეთ, ორი წელიწადი მაინც არის საჭირო. ამის შემდეგ მინიმუმ ექვსი წელი დასჭირდება ისეთი შედეგის მიღებას, რომელზეც საქართველოს ყოველი მოქალაქე იტყვის სწორ პოლიტიკას ვადგავართო. ეს ის დროა, როცა ნებისმიერი კონფლიქტი იმდენად მწიფდება, რომ მხარეები ენდობიან ერთმანეთს და ახალ ნაბიჯისთვის ემზადებიან“.
გარდა ურთიერთობების გაღრმავებისა აფხაზებისა და ოსების დასაბრუნებლად, მინისტრის სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლური ვექტორის უფრო თამამად გაცხადება მიაჩნია, რაც აფხაზებს და ოსებს მისცემს არჩევანის საშუალებას – დარჩნენ ნეოიმპერიალურ გავლენებში თუ საქართველოსთან ერთად იყვნენ ევროპულ სივრცეში.
„ღონისძიების მიზანია ამ ბავშვების სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებაში მათი ინტეგრირება. ბავშვების წერილების გათვალისწინებით. შევუსრულებთ სურვილებს. შვიდ ბავშვს გადაეცემა ადაპტირებული პლანშეტური კომპიუტერი, რომლებიც სპეციალურად ამ ბავშვებისთვის ამერიკიდან ჩამოვიდა. ასევე რესტორანმა „პრაღამ“ გამოთქვა დახმარების სურვილი და კვირაში ერთხელ ბავშვებს უფასო საქველმოქმედო ვახშამს გაუმართავს. საზღვაო სასწავლო ცენტრი კი კარგ ამინდში გემით გასეირნებას შეპირდა,“- ამბობს ღონისძიების ორგანიზატორის საერთაშორისო გაზეთ „კავკასუს თაიმსის“ მთავარი რედაქტორი იოსებ კავკავაშვილი.
კონცერში ათი თბილისიდან ჩამოსული მომღერალი და სხვადასვა ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ. იმღერეს და ლექსები თქვეს ბავშვებმაც.
საქველმოქმედო კონცერტები წლის ბოლომდე გაგრძელდება. მსგავი ღონისძიება იგეგმება ქუთაისში, ზუგდიდში, დეკემბრის ბოლოს კი, როგორც ორგანიზატორი ამბობს, თბილისის ფილარმონიაში წინა საახალწლოდ იქნება დიდი დღესასწაული, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას.
იგი ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების გახორციელებისათვის.
კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში 130 ქვეყანა მონაწილეობს (საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და ის რიგით 121-ე ქყვეყანა იყო, რომელიც დატანილ იქნა მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე).
2013 წლის სექტემბრის მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა: ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობა.
2013 წელს, “დავასუფთაოთ მსოფლიო” კამპანიის პარალელურად, საქართველოში მეოთხედ ტარდება.
“დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია, რომელიც მოიცავს ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტებს, სადაც ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორების ორგანიზებით ჩატარდება დასუფთავების აქციები.
თბილისში- ისევე, როგორც რეგიონებში- დასუფთავების აქცია დაიწყება 20 სექტემბერს და სამი დღის განმავლობაში დასუფთავდება წინასწარ შერჩეული ტერიტორიები.
აქცია “დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო” ტარდება პროექტის – “დავასუფთაოთ საქართველო“ -საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა 2) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი “ეკოხედვა” და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით. გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.
პროექტი: “დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები მართვის გაუმჯობესების პროცესში” (ფაზა II)
NGO Consortium: Greens Movement of Georgia/Friends of the Earth Georgia (GMG/FOE Georgia); Georgian Society of Nature Explorers “Orchis” ( GSNE “Orchis”); EcoVision-the Union for Sustainable Development (EcoVision)
ესპანელი ბიზნესმენები საქათველოში ბიზნესგარემოს შესასწავლად ჩამოვიდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ ხაბაძემ განაცხადა, მათი ინტერესი აჭარის მიმართ განსაკუთრებულია:
„ესპანელი ბიზნესმენები საქართველოში მოგზაურობენ და ეცნობიან საინვესტიციო კლიმატს ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენი რეგიონი. ეს იყო პირველი შეხვედრა და განსაკუთრებული ინტერესი ჩანს აჭარის მიმართ. სამომოვლოდ თუკი ეს ინტერესი შენარჩუნდება, ურთიერთობის გაღრმავებისთვის კონკრეტულ სამოქმედო დეტალებზეც გადავალთ. ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო, საინვესტიციო დეპარტამენტიც იმუშავებს. მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციები იყვნენ წარმოდგენილი და ვფიქრობ მათ კარგი გამოცდილება აქვთ. თუკი ახლო მომავალში მათი ინტერესი და ჩვენი შეთავაზებები ერთმანეთს დაემთხვევა შედგება საინვესტიციო პროგრამები“.
ბიზნესდელეგაციის წევრები სამშენებლო საინჟინრო, თევჭერის, სოფლის მეურნეობის, ხის ექსპორტის, საბადოების ექსპლუატაციის, ტექსტილის წარმოებასა და სხვა სფეროში მოღვაწეობენ. ისინი გაცნობითი შეხვედრით კმაყოფილი დარჩნენ:
„ძალიან მოგვეწონა საქართველო. დიდ პერსპექტივას ვხედავთ ინვესტიციების განხახორციელებლად. კმაყოფილები მივდივართ აქედან. ვთვლით, რომ შესაძლებელია კარგი ბიზნესურთიერთობის დამყარება აჭარის მთავრობასთან,“- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესდელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, ხოსე გარსია ერნანდესმა.
„თავს ვალდებულად ვთვლი იმ უხერხულობასთან დაკავშირებით მოგახსენოთ, რაც ამ ინტერვიუში გაჟღერდა. როცა ლაპარაკია, რომ წინა ხელისუფლებას ხალხთან ჰქონდა ნაკლები კომუნიკაცია და ხალხისგან იყო დაშორებული, იქვე აუცილებელად უნდა ითქვას, რომ ახალ ხელისუფლებასაც აქვს მსგავსი ტიპის პრობლემები და ვფიქრობ აჭარბებს წინა ხელისუფლების ხალხთან დაშორებას. კერძოდ, უმაღლეს საბჭოში მოხდა არაერთი მოქალაქის დათრგუნვა, ერთ-ერთ მოქალაქე ცემეს, ლაპარაკი მაქვს დიანა დიასამიძეზე, აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ ექცევიან ჟურნალისტებს, თითქმის ყოველ დღე სკანდალია უმაღლეს საბჭოსა და ჟურნალისტებს შორის“.
ბეჟან გობაძემ მთავრობის ტელევიზიის საქმიანობაში ჩაურევლობა დადებითად შეაფა, თუმცა ასევე გაკრიტიკა არჩილ ხაბაძის საუბარი ერთ ლარად მიწის გაყიდვასა და ათამდე საწარმოო ობიექტის მშენებლობა:
„ის, რომ მთავრობის თავმჯდომარე თვითონ არ ერევა ტელევიზიის მუშაობაში, ეს კარგია მივესალმები, მაგრამ სხვები რომ უხეშად ერევიან, ესეც მისი პასუხისმგებლობის საკითხია რამდენადაც ის აჭარაში არის პირველი პირი.
გადაცემაში, როცა არჩილ ხაბაძე ათამდე ობიექტისა და მიწების ერთ ლარად გაყიდვასა და ინვესტიციებზე საუბრობს, თვითონ გამოთქვამს ეჭვს, რომ ამ ობიექტებიდან რამდენიმე შეიძლება ამუშავდეს. გამოდის მიწები, საწარმო ობიექტები ისევ გაიცემა ერთ ლარად, რომლის ამუშავების და ადამიანების დასაქმების საკითხი ეჭვქვეშ დგას“.
„თავს ვალდებულად ვთვლი იმ უხერხულობასთან დაკავშირებით მოგახსენოთ, რაც ამ ინტერვიუში გაჟღერდა. როცა ლაპარაკია, რომ წინა ხელისუფლებას ხალხთან ჰქონდა ნაკლები კომუნიკაცია და ხალხისგან იყო დაშორებული, იქვე აუცილებელად უნდა ითქვას, რომ ახალ ხელისუფლებასაც აქვს მსგავსი ტიპის პრობლემები და ვფიქრობ აჭარბებს წინა ხელისუფლების ხალხთან დაშორებას. კერძოდ, უმაღლეს საბჭოში მოხდა არაერთი მოქალაქის დათრგუნვა, ერთ-ერთ მოქალაქე ცემეს, ლაპარაკი მაქვს დიანა დიასამიძეზე, აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ ექცევიან ჟურნალისტებს, თითქმის ყოველ დღე სკანდალია უმაღლეს საბჭოსა და ჟურნალისტებს შორის“.
ბეჟან გობაძემ მთავრობის ტელევიზიის საქმიანობაში ჩაურევლობა დადებითად შეაფა, თუმცა ასევე გაკრიტიკა არჩილ ხაბაძის საუბარი ერთ ლარად მიწის გაყიდვასა და ათამდე საწარმოო ობიექტის მშენებლობა:
„ის, რომ მთავრობის თავმჯდომარე თვითონ არ ერევა ტელევიზიის მუშაობაში, ეს კარგია მივესალმები, მაგრამ სხვები რომ უხეშად ერევიან, ესეც მისი პასუხისმგებლობის საკითხია რამდენადაც ის აჭარაში არის პირველი პირი.
გადაცემაში, როცა არჩილ ხაბაძე ათამდე ობიექტისა და მიწების ერთ ლარად გაყიდვასა და ინვესტიციებზე საუბრობს, თვითონ გამოთქვამს ეჭვს, რომ ამ ობიექტებიდან რამდენიმე შეიძლება ამუშავდეს. გამოდის მიწები, საწარმო ობიექტები ისევ გაიცემა ერთ ლარად, რომლის ამუშავების და ადამიანების დასაქმების საკითხი ეჭვქვეშ დგას“.
„გარდა ამისა, დარღვევით არის შედგენილი ჩხრეკის ოქმი. დაკავებულთა ჩხრეკა განხორციელდა მათი ფაქტობრივი დაკავებიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ. სწორედ ამ შუალებში ჰქონდა ადგილი მათ მიმართ არააადამიანურ მოპყრობას. ჩხრეკის ოქმში წერია, რომ დაკავებულებს არ ჰქონდათ პოლიციელების მიმართ პრეტენზია, რაც ვფიქრობ ყალბი ჩანაწერია, რადგან ერთ-ერთი დაკავებული ცემის შედეგად უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის მსგავს განცხადებას ვერ გააკეთებდა“-აცხადებს ირაკლი შავაძე.
ადვოკატის თქმით, ბრალის წარდგენა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ გაემართლებინათ განსაკუთრებული სისასტიკით ცემის ფაქტი. „სინამდვილები დაკავებულის მხრიდან სამართალდამცავების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფატს, ადგილი არ ჰქონია. მიგვაჩნია, რომ ბათუმის სასამართლომ ბრალდებულებს აბსოლუტურად უკანონოდ შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.“
ადვოკატი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს და მოითხოვს, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს და არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით სწრაფი და ეფექტური გამოძიება დაიწყოს.
ფირუზ წულუკიძე, თემურ ბახუნტარიძე და რუსეთის მოქალაქე, ჩეჩენი ეროვნების იუსუფ ლაკიევი ბათუმში 13 სექტემბერს დააკავეს. მათ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ წინასწარი პატიმრობა 16 სექტემბერს შეუფარდა. სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო იუსუფ ლაკიევი.
წულუკიძემ და ბახუნტარიძემ მოსამართლეს განუცხადეს რომ დაკავების დროს მათ პოლიციელები არააადამიანურად მოექცნენ. თემურ ბახუნტარიძე სასამართლოში სისხლიანი ტანსაცმლით მოიყვანეს.
გამომცემლობა „პოლიგრაფისტის“ დირექტორმა ილია ქმადაძემ დღეს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენრტში“ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე, აღსრულების ეროვნული ბიურო, უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა. ილია ქამადაძის განცხადებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზეწოლა მოახდინა საჯარო რეესტრზეც, რის შემდეგაც, საწარმოს კუთვნილი ქონება შპს „მირათს“ დაურეგისტრირდა, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს „პოლიგრაფსერვისთან“.
„2011 წლის 31 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „პოლიგტაფისტის“ აქციონერების, შოთა და ჯემალ ფუტკარაძეების სარჩელი და დავალდებულა „პოლიგრაფისტი“, რომ 2009 წლის 10 ოქტომბრის აქციონერთა საოქმო გადაწყვეტილებით, დაწყებულიყო „პოლიგრაფისტის“ გაყოფის პროცესი. საწარმოს გაყოფის პროცედურა გაწერილია მეწარმეთა და საჯარო რეესტრის შესახებ კანონით, გარდა კანონით გაწერილი პროცედურებისა, საწარმოს გაყოფის სხვა ფორმა არ არსებობს. სასამართლომ სს „პოლიგრაფისტი“ დავალდებულა, რომ საწარმო გაყოს. ეს აბსურდია, რადგან „პოლიგრაფისტი“ თავის თავს ვერანაირად ვერ გაყოფს“.
გარდა ამ კაზუსისა, ილია ქამადაძის განცხადებით, სასამართლომ არ განიხილა მათი სარჩელი აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ, რომელმაც ყოფილი აქციონერების მიერ დაარსებულ იურიდიულ პირს, „პოლიგრაფისტის“ კუთვნილი ქონება გადასცა: „კანონით, საწარმოს გაყოფამდე აუცილებელია კრედიტორების გასტუმრება ან მათი თანხმობის მოპოვება, რაც არ ყოფილა. თუკი ქონება დაყადაღდება როგორ უნდა მოხდეს კრედიტორების გასტუმრება? გარდა ამისა, ჯემალ და შოთა ფუტკარაძეებმა დაარსეს შპს „მირათი“, რომელმაც საჯარო რეესტრში „პოლიგრაფისტის“ კუთვნილი 1579კმ. ფართობის რეგისტრაცია მოითხოვა.
როცა რეესტრმა უარი უთხრა, იმავე დღეს, 2011 წლის 17 სექტემბერს, საჯარო რეესტრს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილი გაუგზავნა და იძულების წესით მოთხოვა ქონების გარეგისტრირება, თუმცა, რომელი კანონის ან გადაწყვეტილების საფუძველზე, არ მიუთითებია“.
„პოლიგრაფისტს“ 80-მდე აქციონერი ჰყავს თუმცა, ილია ქამადაძის განცხადებით, საწარმოს გაყოფისა და სხვა დავების განხილვის პროცესში, სასამართლოს ისინი არ ჩაურთავს.
„მოვითხოვ საკითხი შეიწავლოს ბიზნეს-ომბუცმენმა და სასამართლოსა და სააღსრულებო ბიუროს ქმედებებით დაინტერესდეს იუსტიციის სამინისტრო“-აცხადებს ილია ქამადაძე.
2013 წლის 20-22 სექტემბერს შუახევის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს ლიტერატურულ ფესტივალს _ „ზე-კართან“. ფესტივალის ფარგლებში მუნიციპალიტეტს მწერლები და პოეტები ეწვევიან. დაგეგმილია ექსპედიციები შუახევში არსებულ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებსა და ადგილებში, შემდგომი ისტორიული ესეები, ლექსების, მოთხრობის, ნოველებისა და ჩანახატების შექმნის მიზნით. შექმნილი ნამუშევრები თავს მოიყრის სპეციალურ კრებულში.
პროექტი ასევე მოიცავს შეხვედრებს მწერლებსა და პოეტებთან, მათ შემოქმედებით საღამოებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში. ფესტივალის მიზანია შუახევში ლიტერატურული ფესტივალის დამკვიდრება და ახალგაზრდებში წიგნის პოპულარიზაცია.
დაინტერესებული პირებისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მარშრუტები ასე გამოიყურება: 1. ნიგაზეული – სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის ციხე 2. მარეთის ხეობა – მთისუბნის ციხე (დარჩიძეები) 3. ოქროპილაურის ციხე 4. ჭვანის ხეობა, ტაკიძეები (ოთოლთა) 5. ფურტიოს საჯაროს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც 2012 წლის აგვისტოში ადგილები არქეოლოგებმა შეისწავლეს. ამ მონაკვეთის გათხრის შედეგად ეკლესიის საძირკვლის ნაწილი, სამარხები, მოჭიქული თიხის ჭურჭელი, მონეტები, ფიალები და მრავალი სხვა ნივთი აღმოაჩინეს.
ლიტერატურული ფესტივალის განრიგი კი ასე გამოიყურება: პირველი დღე (20 სექტემბერი) 12:00 – სოფელ ფურტიოს თაღოვანი ხიდის მონახულება. 11:30 – სოფელ ფურტიოს ნაეკლესიარის მონახულება; 13:00 – ფურტიოს საჯარო სკოლის ეზოში პროექტის მონაწილეების შემოქმედებითი საღამო; 15:30 – სოფელ ნიგაზეულში სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის საფლავის მონახულება; 16:00 – სელიმის ციხის ტერიტორიაზე პროექტის მონაწილეების შემოქმედებითი საღამო.
21 სექტემბერი: 11:00 – გასვლა ჭვანის ხეობაში;
22 სექტემბერი: 11:00 – გასვლა მარეთის ხეობაში; 17:00 დაბა შუახევი, კულტურის ცენტრის ეზოში შემაჯამებელი ლიტერატურული საღამო და ადგილობრივი ანსამბლების – `შუახევისა~ და „ფესვების“ კონცერტი.
პროექტის მონაწილეები: 1. დავით თედორაძე (პოეტი), ბათუმი 2. ვახტანგ ღლონტი (პოეტი), ბათუმი 3. შოთა ზოიძე (პოეტი), ბათუმი 4. დათო ტურაშვილი (მწერალი), თბილისი 5. ლიკა ყიფშიძე (მწერალი), თბილისი 6. მინდია არაბული (პოეტი), თბილისი 7. ირაკლი შამათავა (პროზაიკოსი), თბილისი 8. როინ აბუსერიძე (პოეტი), ბათუმი 9. გენრი დოლიძე (პოეტი), ბათუმი 10. თორნიკე ჭელიძე (პოეტი), თბილისი 11. თამაზ მეტრეველი (მწერალი), თბილისი 12. მირიან გორგილაძე (პოეტი), ბათუმი 13. ცისანა ანთაძე (პოეტი), ბათუმი 14. ბელა ქებურია (პოეტი), ბათუმი 15. გიორგი ჭეიშვილი (პროზაიკოსი), ქუთაისი 16. ნიკა ფუტკარაძე (პოეტი), ბათუმი 17. ზურაბ ზოიძე (პოეტი), შუახევი. 18. ნინო გუგეშაშვილი (მწერალი), თბილისი 19. რამაზ სურმანიძე (მწერალი), ბათუმი 20. ემენ დავითაძე (მწერალი), ბათუმი 21. აჩი ბერიძე (პოეტი), ბათუმი 22. ნინო მოდრეკილაძე (პოეტი), თბილისი.
ღონისძიებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა („თავისუფალი პროექტების ფარგლებში)“ და შუახევის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
პროექტის მედიაპარტნიორები არიან: აჭარის ტელევიზია, რადიო აჭარა, გაზეთები – „აჭარა“, „ბათუმელები“, „პრაიმტაიმი“. ლიტერატურული ფესტივალის – „ზე-კართან“ იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლავართ მე, ვახტანგ ბერიძე, რეჟისორი. ფესტივალით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მომმართონ შემდეგ ტელეფონზე: 591 98 86 04.
იმპროვიზებული კინოთეატრი ამაღამ, 20:00 საათზე გაიხსნება. მაყურებლები თინათინ გურჩიანის ფილმს, „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ ნახავენ, რომელიც თბილისის მე–13 საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქართულ ფილმად აღიარეს.
ღია ცის ქვეშ ფილმებს ფესტივალის მაყურებლები 21 სექტემბრის ჩათვლით ნახავენ. პროგრამა ასე გამოიყურება:
17 სექტემბერი: 20:00: ქინ-ძა-ძა / რეჟისორი გიორგი დანელია/ 22:00: მოკლემეტრაჟიანიფილმები
დღეს ბათუმის საავტორო კინოს მერვე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ გახსნა. “კინო ჩვენი მოგონილია,” – განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.
კაფე „Mon Ami“-ში თბილისელი მხატვრის, დავით ქოიავას ფერწერულ ნამუშევართა გამოფენა გაიმართა სახელწოდებით – „ნუ გამოიგონებ, არამედ იპოვე და აღმოაჩინე“.
გამოფენა მხატვრის 22 ნამუშევარს მოიცავს და თავისი ექსპერიმენტულობით გამოირჩევა – ფერწერული ნამუშევრები გადამდნარი პლასტელინითაა შესრულებული. როგორც დავით ქოიავა ამბობს, ეს მისი ერთგვარი მიგნება იყო ახლის ძიების გზაზე:
„ფერწერა კია, მაგრამ ახალი ტექნიკით გავაკეთე. დიზაინერი ვარ. გამოყენებითი ხელოვნება დავამთავრე, ქსოვილის მიმართულებით, მაგრამ გადავწყვიტე ფერწერაში მემუშავა. დღეს ბევრი მხატვარია და რაღაც ახალი ტექნოლოგიით მინდოდა მუშაობა. მოვიფიქრე ასეთი რამ – გადავადუღე პლასტელინი და იქიდან ამოვიღე ფერი. ჩვეულებრივი საღებავისგან განსხვავება ისაა, რომ დაგრუნტვა არ სჭირდება და ფერს ინარჩუნებს“.
დავით ქოიავამ დღემდე სამი პერსონალური გამოფენა მოაწყო. ამჯერად ის თავისი ნამუშევრების გამოფენით ბათუმში პირველად იმყოფება.
დაინტერესებულ პირებს გადადუღებული პლასტელენით შესრულებული ფერწერული ნამუშევრების დათვალიერება18 სექტემბრამდე შეეძლებათ.
ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ავღანეთგამოვლილი სამხედროების ფოტოების გამოფენა მოეწყო. ფოტოებს თან ახლავს სამხედროების წერილებიდან ამონარიდები. სწორედ აქედან მომდინარეობს გამოფენის სახელწოდება „წერილები ავღანეთიდან“.
„იყო შემთხვევები, როდესაც ტერორისტებისგან ხის იარაღები ამოგვიღია, მეთაურები ურიგებენ და ეუბნებიან, რომ ეს არის სამოთხის გასაღები და თუ კოალიციის ჯარისკაცს მოკლავს, სამოთხეში მოხვდება“.
„ხშირად ბავშვები საკუთარი მამის მიერ დაგებულ ნაღმზე ფეთქდებიან. ისინი ჩვენს ბაზებზე მიგვყავს და სამედიცინო დახმარებას ვუწევთ ხოლმე“, – ეს არის ამონარიდები ჯარისკაცების წერილებიდან.
ბათუმამდე იგივე გამოფენა თბილისში საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორმა, სამხედრო ჟურნალისტმა და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანმა ზაირა მიქატაძემ ღონისძიების მთავარ არსზე ისაუბრა:
„გამოფენა „წერილები ავღანეთიდან“ პირველად თბილისში გაიმართა. აქ წარმოდგენილია ქართველი მეომრების მიერ ავღანეთში გადაღებული ფოტოები, რომელიც თვითონ მომაწოდეს. დღევანდელი დღე მივუძღვენი ახლახან ქაბულიდან დაბრუნებულ ბათუმის ბატალიონს. ამ გამოფენის მთავარი მიზეზი იყო „ნიუ-იორკ თაიმსში“ ქართველი ჯარისკაცების რეპუტაციის შემლახავი სტატიის გამოქვეყნება. ფოტოებში მოცემულია არა მარტო ავღანელ მოსახლეობასთან ურთიერთობა, არამედ ჩვენი მეომრების ყოფა ცხოვრების ამსახველი ფოტოები, თუ როგორ ასრულებენ ისინი საერთაშორისო მისიაში თავიანთ მოვალეობას“.
„წერილები ავღანეთიდან“ ბათუმის მერიისა და უმაღლესი საბჭოს თანადგომით განხორციელდა. გამოფენის ორგანიზატორს სურს ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერას მასშტაბური სახე მისცეს, რის გამოც ის თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ავღანეთში ჩასვლას და დოკუმენტური ფილმზე მუშაობას გეგმავს.
დღევანდელი ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯარისკაცები, ბათუმის მერიისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. ისინი ახალსოფელში დაღუპულ ჯარისკაცის თემურ კახიძის საფლავს გვირგვინით შეამკობენ. მოგვიანებით კი სამხედროებს უმაღლეს საბჭოში უმასპინძლებენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ორი დღის წინ უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფას გამოეხმაურა. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
არჩილ ხაბაძე
„მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ მოვლენებს და აღვნიშნო, რომ ვგმობ საჯარო მოხელის მიერ ჟურნალისტების და სხვა მოქალაქეების მიმართ ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელ განცხადებას. საჯარო მოხელეს აქვს თმენის ვალდებულება, ამიტომაც მისი ნებისმიერი სახის გამოხმაურება უნდა იყოს კორექტული.
დარწმუნებული ვარ უმაღლესი საბჭო სათანადოდ გამოიკვლევს გუშინ მომხდარ ინციდენტს და რეაგირებას მოახდენს. ასევე ვიმედოვნებ, რომ ეს ინციდენტი მოსახლეობის და მედიის მხრიდან არ იქნება აღქმული, როგორც ხელისუფლების არსებული დამოკიდებულება მათ მიმართ. კონკრეტული საჯარო მოხელის მხრიდან ღირსების შემლახავ საქციელს ჩვენი ხელისუფლება გმობს და ემიჯნება.
ორი დღის წინ აჭარის უმაღლესის საბჭოს თანამშრომლის, კობა ადეიშვილის მხრიდან ჟურნალისტრის შეურაცყოფის ფაქტზე აჭარის უმაღლესის საბჭოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, რასაც უცვლელად ვაქვეყნებთ:
მანანა მიქელაძე, უმაღლესი საბჭოს აპარატის პრესსამსახურის უფროსი სპეციალისტი
„გაზეთ “ბათუმელებში” (9-15 სექტემბერი) 34-ე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას – “ვინ იზეიმა ბათუმობა 240 ათას ლარად” უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის თანამშრომლის, კობა ადეიშვილის მხრიდან მოჰყვა სრულიად გაუმართლებელი და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი შეფასებები. ამას არა მარტო აღნიშნული გაზეთის, არამედ სხვა მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი და მწვავე რეაქცია მოჰყვა, რაც “პრესკაფეში” 2013 წლის 11 სექტემბერს 14 საათზე გამართულ და ამ ფაქტისადმი მიძღვნილ შეხვედრაზეც ითქვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
მათ დაგმეს საჯარო მოხელის მხრიდან მედიის მისამართით ამ ფორმით გამოთქმული შეხედულებები და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობის მხრიდან მოითხოვეს შესაბამისი რეაგირება.
მომხდართან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური გაცნობებთ, რომ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარინე კუპრეიშვილმა გუშინვე, დაახლოებით სამი საათისთვის, მოხსენებითი ბარათით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს და მოითხოვა ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
გუშინვე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკანონმდებლო ორგანოს აპარატმა დაიწყო ადმინისტრაციული მოკვლევა. ჩვენ ხელთ გვაქვს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის, ბატონი რამაზ ბოლქვაძის შესაბამისი ბრძანება. გადაწყვეტილება და სამართლებრივი შეფასება საჯარო მოხელის ქმედებაზე მხოლოდ მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“.
აჭარის არ უმაღლესი საბჭოს აპარატის პრესსამსახურის თანამშრომლის კობა ადეიშვილის უცენზურო და სიძულვილის შემცველი კომენტარები „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიას – „ვინ იზეიმა ბათუმობა 240 ათას ლარად“ მოჰყვა. უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი ფეისბუქის ღია ჯგუფში გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის ლინკს აშეარებდა და წერდა:
„რა კავშირი აქვს ამ ღონისძიებასთან აჭარის უმაღლეს საბჭოს? მაგრამ რატომღაც „ბათუმელები“ ცდილობს კავშირების გავლებას კი არა, მთავარ დამნაშავედ წარმოაჩინოს უმაღლესი საბჭო. შემიძლია ამ სტატიიდან გამომდინარე დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს გამომცემლობა არის სრულიად ტენდენციური. პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე. მკიდია თუ თმენის ვალდებულება მაქვს. ეს თქვენ იდარდეთ. მიჩივლეთ, მო…ნთ პატრონი“.
შემდგომ დიალოგში უმაღლესი საბჭოს თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთს და ჟურნალისტები ქვეყნის მტრად მოიხსენია. ჩინოვნიკი, ასევე ღირსების შემლახავი გამონათქვამებით და სიტყვებით მოიხსენიებდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სექსიალურ უმცირესობებს.
პრესკაფეში დღეს ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მოიწვიეს. თუმცა დისკუსიაზე მხოლოდ ორი დეპუტატი – სვეტლანა კუდბა და ეკატერინე თარგამაძე მოვიდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში მომუშავე ჟურნალისტების განცხადებით, უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა და დეპუტატები ვალდებულნი არიან, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინონ ჩინოვნიკის მისამართით, რომელიც არღვევს საჯარო მოხელის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს.
„ეს არ არის პრობლემა, რომელიც ეხება ვინმე კობა ადეიშვილის ზრდილობის, უფრო ზუსტად უზრდელობის საკითხს. პრობლემაა ის, რომ საჯარო მოხელე თავს აძლევს უფლებას მედიაგამოცემა ლანძღოს, აგინოს დაუსაბუთებლად და ამავე დროს ჰქონდეს დაუსჯელობის განცდა. პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში დაბალი რანგის საჯარო მოხელეს კი არა, იმ უწყებას ეკისრება, სადაც მუშაობს ეს ადამიანი. თუ აჭარის უმაღლესი საბჭო ამ ფაქტზე თვალს დახუჭავს და უმნიშვნელოდ ჩათვლის მათი თანამშრომლის ქცევას, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ასეთი საქციელი არის მოწონებული და წახალისებული ამ უწყებაში. სხვაგვარად ეს ვერ აიხსნება,“- ამბობს „ბათუმელების“ ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მარინე კუპრეიშვილის განცხადებით, ის ემიჯნება მისი თანამშრომლის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმულ მოსაზრებებს.
„ჩვენ როგორც უმაღლესი საბჭო, მე როგორც მისი უშუალო ხელმძღვანელი, როგორც პრესსამსახური, ვემიჯნებით ასეთ დამოკიდებულებას და ვთვლით, რომ ეს არის არაეთიკური. ეს არის არასწორი, ეს არ არის ის ფორმა, რა ფორმითაც შეიძლება მიმართოს მედია საშუალებას. თუმცა ასევე კობა ადეიშვილი საჯარო მოხელის გარდა არის პიროვნება, რომელსაც აქვს გარკვეული მოსაზრებები. თავისი, ჩემი აზრით გაუმართლებელი პოზიციის დროს, ის არ ხელმძღვანელობდა როგორც უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი და არ იყენებდა თავის მდგომარეობას. ეს გარკვეულწილად სიტუაციას არბილებს,“ – განაცხადა მარინე კუპრეიშვილმა.
„ბათუმელების“ კითხვაზე, აპირებს თუ არა საკუთარი თანამშრომლის მიმართ რაიმე ტიპის სანქციების გატარებას, უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური პასუხობს:
„რომ გატარდეს რამე სანქციები, უნდა იყოს გარკვეულწილად ან მოსარჩელე, ან მომჩივანი ან დაზარალებული ან ადამიანი, რომელიც მოითხოვს თავის უფლებების დაცვას. თუკი ასეთი ტიპის განცხადება ან ასეთი ტიპის საჩივარი ან ასეთი ტიპის თხოვნა შემოვა ჩვენთან, რომ ამ კონკრეტულ ფაქტზე უნდა მოხდეს რეაგირება და უმაღლესმა საბჭომ უნდა იმსჯელოს იმ საჯარო მოხელის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელმაც არასამსახურეობრივი მოვალობის შესრულების დროს, პირადი დამოკიდებულებით გააკეთა ვთქვათ ესა თუ ის განცხადება და იქნება ამისი მოთხოვნა, ადმინისტრაცია, აპარატი საჭიროდ ჩათვლის, რომ ჩატარდეს გარკვეული ადმინისტრაციული მოკვლევა. ალბათ ამას ექნება მსვლელობა. მაგრამ ვფიქრობ, სოციალურ ქსელში გაჟღერებული გამონათქვამები არ შეიძლება გახდეს დიდი ადმინისტრაციული სასჯელის საფუძველი,“ – აცხადებს მარინე კუპრეიშვილი.
დღესვე პრესკაფეში გამართულ დისკუსიაზე განცხადება გააკეთა აჭარის ტელევიზიის წინასწარი დაგემვის პროდიუსერმა ტარიელ ცეცხლაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მარინე კუპრეიშვილი საინფორმაციო სამსახურზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
„დღეს ჩვენი ჟურნალისტი დაუკავშირდა მარინე კუპრეიშვილს. ამ თემაზე მასალას ვაკეთებთ და კომენტარი გვჭირდებოდა. კომენტარის ნაცვლად კუპრეიშვილმა დარეკა ხელმძღვანელთან და განაცხადა, რომ მზადდებოდა მორიგი შავი პიარი, რომელშიც მონაწილეობდნენ აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებიც და ეს იყო პროვოკაცია და სთხოვა არ გასულიყო ეს მასალა ეთერში. ეს იყო ერთგვარი რჩევის სახით. თუმცა როცა საჯარო მოხელე ტელევიზიაში რეკავს და ამა თუ იმ სიუჟეტის შეჩერებას ითხოვს, ეს უკვე ნიშნავს ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევას,“ – ამბობს ტარიელ ცეცხლაძე.
მარინე კუპრეიშვილმა „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა და განაცხადა, რომ მსგავს საკითხზე ტელევიზიის დირექტორთან საუბარი არ ჰქონია.
,,ჩემი ხმის არ მიცემა ნიშნავდა იმას, რომ ბატონ დავითს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არამგონია შეძლოს დაწყებული საქმეების კეთება“ აცხადებს საკრებულოს დეპუტატი ზვიად თურმანიძე.
თავად ახალდანიშნული გამგებელი ამბობს რომ მისი ძირითადი პრიორიტეტი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაა.
,,ჩემი პრიორიტეტია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ხელისუფლების კურსის გატარება და წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება, შვეცდებით ხელისუფლების დაპირებები შევასრულოთ, ჩემი ოცნებაა ქედელი კაცი საშოვარზე საზღვარგარეთ არ გადიოდეს“ აცხადებს დავით დუმბაძე და დასძენს, რომ საკადრო ცვლილებები პოლიტიკური კუთხით არ გატარდება ,,არ მგონია საკადრო ცვლილებები პარტიული ნიშნით გატარდეს, ის სპეციალისტი, რომელიც ქედაში ცხოვრობს, ქედისთვის მუშაობს და იღწვის უნდა დარჩეს და აკეთოს ის საქმე, რაც ქედას წაადგება“ .
,,დუმბაძის კანდიდატურას მხარი ერთი მოსაზრების გამო დავუჭირე, საზოგადოება დაუსრულებელმა კოჰაბიტაციამ დაღალა, დროა ახალმა ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღოს მთლიან ქვეყანაზე და ასევე ქედის პრობლემებზე, რომ სამომავლოდ არ იყოს სალაპარაკო ხელისშემშლელი ფაქტორებია საკრებულო, გამგეობა, ნაციონალური მოძრაობისა თუ სხვადასხვა პარტიები, ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი ქვეყნის მომავალზე“ აცხადებს საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის დეპუტატი ელგუჯა ნაკაშიძე.
აღნიშნული საკითხის გარდა საკრებულომ კენჭი უყარა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯემალ შარაძის იმპიჩმენტის საკითხსაც.
დეპუტატთა ნაწილმა ჯემალ შარაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება საკრებულოში 3 სექტემბერს შეიტანა, წარმოდგენილი განცხადების მიხედვით საკრებულოს 10 წევრი მის გათავისუფლებას არაჯეროვნად შეფასებული მოვალეობის შესრულების გამო მოითხოვდა, თუმცა დღეს გამართულ სხდომაზე ჯემალ შარაძის გათავისუფლების საკითხს მხარი მხოლოდ სამმა დეპუტატმა დაუჭირა.
საკრებულოს დეპუტატი როსტომ ბერიძე ამბობს, რომ აღნიშნული საკითხს ისევ დაუბრუნდებიან:
,,ჯემალ შარაძის გადაყენება უმრავლესობამ მოითხოვა, რადგან მან ვერ შეძლო იმ საკითხების გადაწყვეტა, რაც უმრავლესობის მოთხოვნით უნდა გასულიყო, ავტონომიურად მოიქცა, დღეს უმრავლესობამ დატოვა, თუმცა შემდგომიში ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით“ – აცხადებს დეპუტატი.
,,მე ვიყავი გამგებლის კონკურსით გამოვლენის მომხრე, უმრავლესობამ კი მხარი დუმბაძის კანდიდატს დაუჭირა, დღემდე ვრჩები იმ აზრზე, რომ გამგებელი კონკურსით უნდა ინიშნებოდეს, თუ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და საუბარია სამართლიანობის აღდგენაზე, იმაზე რომ ყველაფერი კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს, ეს მოხდა მექანიზმებით, იძულებით და ზეწოლით, ჩემი იმფიჩმეტის საკითხიც ამიტომ დააყენეს“ აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
პროფესიით ინჟინერი დავით დუმბაძე 22 წლის განმავლობაში სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში მუშაობდა, გავრცელებული ინფორმაციით ის საქართველოს პარლამენტარის მურმან დუმბაძის ნათესავია, თავად მოქმედი გამგებელი კი პარლმენტართან ნათესაურ კავშირს უარყოფს.
„მე დაგიბარეთ ცოტა არასასიამოვნო თემაზე სალაპარაკოდ… იძულებული გავხდი დამეძახებინეთ რამენაირად, პირდაპირ რომ ვთქვათ, არის ასეთი სიტუაცია, მოვიდა დავალება, რომ ბატონ თემურისთან მე მგონი მოგვიწევს დაშორება, ოღონდ თქვენი თანხმობით და არა ჩხუბით და დავიდარაბით. …თქვენთანაც ვიყავი და იქაურებმა შეაწუხეს თავმჯდომარე ძაან. მეც დამიბარა [არჩილ ხაბაძემ] ეხლა და მითხრა, რომ დაიბარე [თემურ ბერიძე] და ელაპარაკეო, მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ჭკვიანი კაცია, შეხედავს და შეაფასებს სიტუაციასო. ეს ისეთი საქმეა, მე ამის თქმას სიკვდილი მირჩევნია“.
„სწორად გამიგეთ, თქვენი ნაბიჯი, რომ ირაკლისთან მიბრძანდებით და… ცოტა მძიმე კაცია, წინასწარ გეუბნებით, ცოტა მძიმე კაცია. თვითონ არის ინიციატორი ამის… რომ მიხვიდეთ და დაელაპარაკოთ, ამას ჩაგითვლით დემარშში“.
აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსი გურამ სალაძე, არჩილ ხაბაძისა და მისი მთავრობის აპარატის უფროსის – ირაკლი ჭეიშვილის სახელით ხულოს არქივის ხელმძღვანელს ეუბნება, რომ განცხადება დაწეროს სამსახურიდან წასვლაზე.
ვიდეოში არაერთგზის ისმის სახელი და გვარი – ირაკლი ჭეიშვილი.
ირაკლიჭეიშვილიჩანაწერისშესახებ:
ვინ იქნება ხულოს არქივში უფროსი – გურამისთვის ამ თემაზე არაფერი დამივალებია. პირიქით, ეგ ადამიანი [თემურ ბერიძე] მე დამიკავშირდა, როცა თავის უშუალო ხელმძღვანელთან საერთო ენა ვერ გამონახა, იმის შემდეგ დაახლოებით ხუთი თვეა გასული და ეგ ადამიანი მანდ ისევ მუშაობს. ხარვეზებზე გურამს ჰქონდა საუბარი… დეტალურად არ გავცნობივარ საკითხს. თუ ასე ჩიხშია საქმე შესული, შეიძლება დავინტერესდე და გავეცნო, აქვს თუ არა უსამართლობას ადგილი.
რაც შეეხება არჩილ ხაბაძეს, რაც გურამი დაინიშნა თანამდებობაზე, თავმჯდომარემ ის სულ ერთხელ ნახა. მაგას თუ ამბობს [გურამ სალაძე], ეგ არის დიდი ტყუილი, თავმჯდომარემ ისიც კი არ იცის, ვინ არის ხულოს არქივის უფროსი.
რა შუაშია ბატონი ირაკლი, თუკი რამე მოდიოდა, უნდა წამოსულიყო ჩემგან ხომ, რა შუაშია ბატონი ირაკლი. ჩვენ ამ თემაზე საუბარი თავმჯდომარესთან, ბატონ არჩილთან და არც ბატონი ირაკლისთან არ გვქონია.
არ ვიცი რა ჩანაწერია, მაგრამ მე ასეთ ჩანაწერს არ ვიცნობ, თუ გამაცნობთ ასეთ ტექსტს, მერე დაგეთანხმებით… მასთან ყოველთვის მქონდა, როგორც ხელმძღვანელს ქვეშევრდომთან საუბარი, არანაირი სხვა მიმართვები ჩემგან არ ყოფილა.
ამ კაცს პარანოია დაეწყო, მე რომ მაგის თქმა დამჭირვებოდა, არასდროს მოვერიდებოდი ბატონ თემურთან ასეთ საუბარს… არ ვარ მე ის პიროვნება, ვინმეს რამე ვაიძულო.
ჩემი, როგორც ხელმძღვანელის და სამმართველოს გვერდის ავლით, მაგ ბატონმა [თემურ ბერიძემ] მოამზადა დოკუმენტაცია და პასუხი გასცა არასამთავრობო ორგანიზაციას ეკომიგრანტებთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტები ჩვენთან, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ იყო შემოტანილი.
დავამატებდი – სისხლის სამართლისკენ მიდის ეს საქმე. აღურიცხავი დოკუმენტები მიღება-ჩაბარების აქტების გარეშე… არის ბევრი ნიუანსი.
სანამ კომისიის დასკვნა არ იქნება, ვერ გეტყვით ჩაიდინა თუ არა ამ ბატონმა დანაშაული. 11 რიცხვში ამ ბატონს უთავდება ვადა, რომ წარმოადგინოს საკუთარი წინადადება. მერე ვილაპარაკოთ.
აგვისტოს ბოლოს ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი განყოფილების მაგიდაზე შევნიშნე ექვსი წიგნი. აღმოჩნდა, რომ ეკომიგრანტების შესახებ მონაცემები იყო – სახელობითი სია, განსახლების თარიღი და სხვა. ვიფიქრე, არ დაიკარგოს ეს წიგნები-მეთქი და არქივში წამოვიღე, მაგრამ საცავში არ შემიტანია.
აგვისტოს შუა რიცხვებში არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტისგან“ მივიღე წერილი – ზუსტად იმ ინფორმაციას ითხოვდნენ, რაც ცოტა ხნის წინ ვიპოვე იმ 6 წიგნში. თანამშრომელს ვუთხარი, რომ დაექსეროქსებინა წიგნი, ამასობაში მე აღრიცხვის საკითხს მოვაგვარებდი. დაქსეროქსებული მონაცემებიდან 148 ფურცელს დავარტყი ბეჭედი და ხელი მოვაწერე. 43 ფურცელი კი ხელმოუწერელი მქონდა – ვიფიქრე, საჭირო პროცედურას რომ მოვრჩებოდი, მერე მოვაწერდი ხელს და გავცემდი ინფორმაციას. 10 დღის ვადა 29 აგვისტოს იწურებოდა.
27 აგვისტოს კომისია შემოვიდა უფროსთან ერთად ხულოს არქივის შესამოწმებლად. ვერაფერი არსებითი ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ აქტი მაინც დამიწერეს ბეჭედდასმული 148 ფურცლის გამო, რომელიც „ინტელექტისთვის“ უნდა მიმეწოდებინა. იმას მედავებიან, თითქოს არქივში აღურიცხავი დოკუმენტის გაცემას ვაპირებდი. ეს დოკუმენტი მე არ გამიცია, ამას ვაპირებდი, მაგრამ აღრიცხვაზე აყვანის შემდეგ. კომისიამ აქტი დამიწერა 4 სექტემბერს, თუ მე ვაპირებდი ინფორმაციის გაცემას, მაშინ 10 დღის ვადა რატომ დავარღვიე?
რატომ მე და არა სხვა მუნიციპალიტეტების არქივების უფროსები? – გურამ სალაძე მეგობარს ადგილს უთავისუფლებს, იბრძოდაო. მან ხულოში ყოფნის დროს თავის მეგობარს – როინ პაქსაძეს უთხრა, შენ იქნები არქივის უფროსიო. მეორე მიზეზი ის არის, რომ წინა ხელისუფლების დროს ვმუშაობდი.
შუახევში გურამ სალაძის მოსვლის შემდეგ ორჯერ შეცვალეს უფროსი. პირველად არ ვიცი ვინ იყო, ვიღაცას ბათუმიდან აგზავნიდა, მაგრამ უთხრეს, რომ ეს არ გაეკეთებინა, ამიტომ დანიშნული კაცი სამ დღეში მოხსნა. მერე შუახევის ყოფილი გამგებლის ძმისშვილის დანიშვნა უნდოდათ, მაგრამ, რადგან იმას არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, თანამშრომელი გადაიყვანეს უფროსად იმ პერსპექტივით, რომ გამგებლის ძმისშვილი ისწავლიდა მუშაობას და მერე ჩაანაცვლებდნენ. გამგებლის ძმისშვილი ახლა სამსახურის უფროსია. შესაბამისად, შუახევში არქივის უფროსის შეცვლის არანაირი ინტერესი არ აქვთ.
შეიძლება არც უნდა ვამბობდე, რადგან ქედის არქივის უფროსი ჩემი მეგობარია, მაგრამ ის გურამ სალაძესთანაც მეგობრობს. უფროსი მისი ბასეინის ხშირი სტუმარია.
რაც შეეხება ქობულეთსა და ხელვაჩაურს, აქ გადამწყვეტ სიტყვას ამბობს გურამ სალაძის მოადგილე – თენგიზ სალუქვაძე. რადგან გურამ სალაძეს არქივის მართვაზე წარმოდგენაც კი არ აქვს, თენგიზ სალუქვაძე მისი დასაყრდენია. ადრე თენგიზ სალუქვაძე ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელი იყო, ის ახლა დააწინაურეს. ქობულეთისა და ხელვაჩაურის არქივებში თენგიზ სალუქვაძის მეგობრები არიან ხელმძღვანელები.
თანამშრომლის იძულება – განცხადება დაწეროს სამსახურიდან წასვლაზე, არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება – ზეწოლა 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ვიდეოკადრები, სადაც ჩანს იძულება, ხმის იდენტიფიკაციის შემდეგ მტკიცებულებად მიიჩნევა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე სომხეთის დელეგაციას უმასპინძლა. მთავრობის პრესამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სომხეთის ლორეს ოლქის გუბერნატორი არტურ ნალბანდიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ოვანეს მანუკიანი, გენერალური კონსული ბათუმში არამ გრიგორიანი, ბათუმში სომხეთის კონსულის მეორე მდივანი არმენ გრიგორიანი და ქალაქების სპიტაკის, ალავერდის და ახთალის მერები.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკის ლორეს ოლქს შორის თანამშომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ეკონომიკის, ვაჭრობის, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურის სფეროში თანამშრობლობას ითვალისწინებს. ხელშეკრულება ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.
დელეგაცია დღესვე შეხვდება ბათუმის მერს ჯემალ ანანიძეს.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მეზობელი ქვეყნის დელეგაციის წევრები დაათვალიერებენ ქალაქს, მოინახულებენ აჭარული ღვინის სახლს ქედაში და გაისეირნებენ საბაგირო გზით. ასევე დაესწრებიან წირვას გრიგორიანულ ეკლესიაში, სადაც დელეგაციის წევრები შეხვდებიან სომხური დიასპორის წარმომადგენლებს. ვიზიტის დასასრულს კი ბათუმის საზაფხულო თეატრში სპეციალურად სომხეთის დელეგაციისთვის გაიმართება მინი კონცერტი სომხური ჯგუფების შესრულებით.