საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცსებზე არასამთავრობოები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც რეგიონში მოქმედი 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორმა მაუწყებლის ოთხ მთავარ პოზიციაზე, თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, გამოაცხადა კონკურსი, ხოლო მანამდე მიიღო გარკვეული საკადრო გადაწყვეტილებები, რომლის მიზანშეწონილობამ და სამართლიანობამ საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გააჩინა. 

საზოგადოებრივ მაუწყებელში ნებისმიერი საკითხი, ფინანსური, ტექნიკური, საკადრო, უნდა წყდებოდეს მრჩეველთა საბჭოს და დირექტორის მიერ არა მხოლოდ მათი სუბიექტური შეხედულებით, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსა და, ზოგადად, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებითაც. მრჩეველთა საბჭომ და დირექტორმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი საქმიანობა ყოველთვის იყოს კოორდინირებული და ეფექტური.

აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორსა და აჭარაში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის შინაარსის ანალიზის, დასმული კითხვების, მათზე გაცემული პასუხების, წარმოჩენილი პრობლემების შეფასების შემდეგ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ და დირექტორმა გაითვალისწინონ, ყურადღება გაამახვილონ შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებზე:

  1. გამომდინარე იქედან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო წარმოადგენს საზოგადოებრივ (ხალხის) ტელევიზიას, ის ყოველთვის მოექცევა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესის ქვეშ. აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი იყოს მაქსიმალურად ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი, რაც პირველ რიგში უნდა უზრუნველყოს მრჩეველთა საბჭომ და რა თქმა უნდა, მრჩეველთა საბჭოს მიერ კონკურსის გზით შერჩეულმა დირექტორმა. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად დაფუძნებული საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჩამოყალიბებისა და ფორმირების პროცესში არ იქნეს დაშვებული ისეთი შეცდომები, რომელთა შემდგომი გამოსწორება გართულდება და/ან შეუძლებელი იქნება.

  1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ და დირექტორმა უნდა უზრუნველყონ, რომ უმოკლეს ვადაში დაინტერესებული პირების (სპეციალისტების) ჩართულობით მომზადდეს მაუწყებელში თანამშრომელთა მიღების პროცედურების მარეგულირებელი პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც საკონკურსო პირობებს დაექვემდებარება მაუწყებელში დასაქმების მსურველი ნებისმიერი პირი;

  1. მაუწყებლის დირექტორმა უნდა უზრუნველყოს, რომ თანამშრომელთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შეიქმნას კონკურსის გამოცხადებამდე, კომისიის შემადგენლობაში კი უმრავლესობას უნდა წარმოადგენდნენ საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირები, ასევე სხვა პირები ვაკანსიის მიმართულების და სპეციფიკის გათვალისწინებით;

  1. მაუწყებელში არსებულ ყველა ვაკანსიაზე კონკურსის გამოცხადებამდე შემუშავდეს კრიტერიუმები, განისაზღვროს პირობები/პროცედურები, დადგინდეს განაცხადების წარდგენის გონივრული ვადები, ხოლო კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს არა მარტო მაუწყებლის ვებ-გვერდზე, არამედ საქართველოში ცნობილ სამუშაოს საძიებო ვებ-პორტალებზეც (jobs.ge, hr.ge);

  1. მაუწყებლის დირექტორმა უნდა უზრუნველყოს, რომ მაუწყებელში ყველა თანამდებობა დაექვემდებაროს სამართლიან კონკურსს და არ იქნას დაშვებული არც ერთი გამონაკლისი. ბუნებრივია, როგორც ზოგადად კონკურსის ჩატარება, ისე ნებისმიერი თანამშრომლის აყვანა უნდა ხდებოდეს სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე პროცესების ფონზე, პროფესიონალი, ობიექტური და საზოგადოებრივი ნდობის მქონე პირებით დაკომპლექტებულ კომისიასთან ერთად.

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს მაუწყებელში მიმდინარე პროცესებში, რამეთუ მაუწყებლის სწორად და ეფექტურად განვითარებაზე პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე უპირველესად მრჩეველთა საბჭოს ეკისრება.

ჩვენ, წინამდებარე მიმართვაზე ხელისმომწერი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მზადყოფნას გამოვთქვამთ მომავალი ურთიერთანამშრომლობისათვის.

პატივისცემით,

დემოკრატიის ინსტიტუტი

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ინტელექტი

ბორჯღალი

ჩვენი თაობა

სიმართლისა და სამართლის ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისათვის
პროგრესი

Art Way

ხანდაზმულ ქალთა ასოციაციაღირსეული სიბერე

შემოსავლების სამსახური 9-14 დეკემბერს დაჯარიმებულებს ჯარიმებს მოუხსნის

შემოსავლების სამსახური აჭარაში უშუქობით გამოწვეულ პრობლემას ეხმაურება და შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

„9-14 დეკემბერს, დიდთოვლობის გამო, აჭარის რეგიონს ელექტროენერგია შეფერხებებით მიეწოდებოდა. ელექტროენერგიის ეტაპობრივად აღდგენის პარალელურად, საკონტროლო შესყიდვების პროცესში დაფიქსირდა რამდენიმე სამართალდარღვევა და, შესაბამისად, გამოიწერა სამართალდარღვევის ოქმები. 

თუმცა, ფორსმაჟორული ვითარების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, გადამხდელები, რომლებიც 9-14 დეკემბრის პერიოდში გამოწერილ სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით მიმართავენ შემოსავლების სამსახურს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპიდან გამომდინარე, გათავისუფლდებიან დაკისრებული ჯარიმისაგან“.

ცნობილია, რომ აჭარაში უშუქობის გამო სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულება ვერ ახერხებდა საკასო აპარატის დამუხტვას, რის გამოც გაყიდული პროდუქციის აღნუსხვას, ანუ შესაბამისი ჩეკის ამობეჭდვას ვერ ახერხებდა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები უშუქობის დღეებში ინტენსიურად აკვირდებოდნენ სავაჭრო დაწესებულებებს და ბევრი მათგანი სწორედ იმ მიზეზით დააჯარიმეს, რომ სალარო აპარატიდან ქვითარი არ ამობეჭდა. 

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატები

აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ზაზა ხალვაშის ინფორმაციით, 17:30 საათისთვის დირექტორობის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები შეიტანეს სოსო სტურუამ (მოქმედი დირექტორი), მირანდა ჩარკვიანმა (სახალხო დამცველის ოფისის ყოფილი თანამშრომელი), ირაკლი თავართქილაძემ (საქართველოს ყოფილი ელჩი საბერძნეთში), სულხან მელაძემ (კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ყოფილი პრესსპიკერი) თამილა დოლიძემ და თინათინ ცისკარაძემ (ჟურნალისტები).

ზაზა ხალვაშის ინფორმაციით, ზოგიერთ კანდიდატს დოკუმენტები სრულად არ აქვს წარდგენილი, შესაბამისად, მათ ხარვეზის შესავსებად მისცემენ კანონით დადგენილ ორ დღეს…

დირექტორის დამტკიცების ბოლო ვადა 23  დეკემბერია.

ზაზა ხალვაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დირექტორის არჩევის საკითხთან დაკავშირებით არავითარი ზეწოლა უმაღლესი საბჭოდან თუ აჭარის მთავრობიდან სამეთვალყურეო საბჭოზე არ ხორციელდება. „სიმართლე გითხრათ, ამაზე იმდენად დიდი მითქმამოთქმა იყო, რომ ცოტა მიკვირს კიდეც“, – უთხრა ზაზა ხალვაშმა ნეტგაზეთს.

წინასწარი ინფორმაციით კი, აჭარის ტელევიზიის დირექტორად სამეთვალყურეო საბჭო სოსო სტურუას დამტკიცებას აპირებს. ამ საკითხზე კომენტირებისას ზაზა ხალვაში ამბობს, რომ „არავის არ აქვს გარანტირებული ადგილი. ყველაფერს საბჭო გადაწყვეტს კანონის შესაბამისად“

აჭარის ტელევიზიის დირექტორს ტელევიზიის ხუთწევრიანი სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს. თავის მხრივ სამეთვალყურეო საბჭო დაამტკიცა აჭარის უმაღლესმა საბჭომ, ცოტა ხნის წინ და კანონის დარღვევით, როცა ხუთივე ვაკანსია მმართველი კოალიციის კანდიდატებით დააკომპლექტა, ანუ ოპოზიციის კვოტებიც მიითვისა.

უმაღლესი საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაასაჩივრა. სასამართლომ საბჭოს ორ წევრს – ოლიკო ჟღენტსა და ვახტანგ ღლონტს უფლებამოსილების ვადა  შეუჩერა.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სწორედ ამ ორი წევრის არჩევის კანონიერების საკითხი განიხილა. გადაწყვეტილებას საქმეზე სასამართლო 19 დეკემბერს გამოაცხადებს.

შესაბამისად, აჭარის ტელევიზიის დირექტორს სამეურვეო საბჭოს დარჩენილი სამი წევრი დაამტკიცებს.

აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად სულ ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა, მანამდე ის აჭარის ხელისუფლების საქვეუწყებო დაწესებულება იყო.

საკრებულოში ვიცე-მერად დანიშნული გიორგი ერმაკვის დანიშვნას განიხილავენ

„თქვენ დღეს, ხვალ თუ არა ზეგ საკრებულოს გვერდის ავლით ბათუმს დაუნიშნავთ მერს. ეს იქნება კატასტროფული ქმედება თვითმმართველობის ისტორიაში. ისე წყნარად მიდის ეს ყველაფერი, ვითომ რიგითი სამსახურის ხელმძღვანელი დავნიშნეთ, ან მთავარი  სპეციალისტი მოვიყვანეთ. რაღაცას ვცვლით  ქალაქში, იმას რაც მეც მეხება, როგორც საკრებულოს წევრს და მიუხედავდ იმისა, რომ მე მეხება, თქვენ ამის უფლებას მართმევთ“, -უთხრა გიორგი კირთაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს.

ირაკლი ჩავლეიშვილმა  გიორგი კირთაძის მოსაზრებას ეჭვი, მარჩიელობა და ჭორი უწოდა:

„ეს ჭორი შეიძლება ისე განვითარდეს, რომ ტყუილი ფაქტად მოეჩვენოს ადამიანს. ყველა საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტილებაში, რაც ხდება ქალაქში, მე და ბატონი ჯემალი ერთად ვართ და კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“.

საკრებულოს თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ ჯემალ ანანიძესთან ერთად მუშაობის დროს კომფორტულად გრძნობს თავს. თუმცა, თუ ჯემალ ანანიძე „თანამდებობას დატოვეს ქალაქი მერის გარეშე არ დარჩება“.

გიორგი კირთაძე ვარაუდობს, რომ მერის გადაყენაბის საკითხზე, გუშინ საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჩავლეიშვილი თბილისში დაიბარეს.

ja

ცვლილება საქართველოს მთავრობის №165 დადგენილებით დაზღვეულებს, 0-5 წლის ასაკის ბავშვებს, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალებს და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცებს, სტუდენტებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და საქართველოს მთავრობის N218 დადგენილების მოსარგებლეებს, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და პედაგოგებს შეეხება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის შემდეგ სახელმწიფო სადაზღვევეო პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვთ სამედიცინო დაწესებულება ქვეყნის მასშტაბით სურვილისამებრ აირჩიოს, თუმცა მათ სამედიცინო მომსახურება იმ დაფინასებით მიეწოდებათ, რასაც სახელმწიფო სადაზღვეო პაკეტი ითვალისწინებს.

ყოფილი პოლიტპატიმრები „მოქალაქეს“ უერთდებიან

ისინი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას „მოქალაქეს“ შეუერთდნენ. „ჩვენ ვაპირებთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში ჩავერთოთ. ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გავდივართ, რომ ვიმუშაოთ საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე“-განაცხადა ჯემალ დუაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორი დღის, წინ 23 იანვარს დააფუძნა. ორგანიზაციის ძირითადი ორიენტირი ქვეყანაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და ადამიანის უფლებების დაცვაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები პარლამენტს უჩივიან (Duplicate) 2

 სასამართლო  სხდომას დღეს მოქმედი ბორდის მხოლოდ 6 წევრი ესწრება. ერთ-ერთი მათგანის, ემზარ გოგუაძის ინფორმაციით, სარჩელს ხელს არ აწერს,  მაგრამ სარჩელს ეთანხმება ბორდის კიდევ ერთი წევრი ნინო დანელია, რომელიც ამჟამად ამერიკაშია.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ახალი წესის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამეურვეო  საბჭოს დაკომპლექტება ავტომატურად იწვევს ძველი სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაც, მათი აზრით, არის სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი მაუწყებლის საქმიანობაში უხეში ჩარევა და იწვევს საქართელოს კონსტიტუციის 24-ე, 29-ე 30-ე  მუხლებით გარანტირებული უფლების დარღვევას.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების  მოქმდებამ შესაძლოა მათ უფლებებს მიაყენოს ზიანი და ამიტომაც საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმების ამოქმედების შეჩერებას მანამ სთხოვენ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.

„ძალიან იჩქარა პარლამენტმა.  არ გაითვალისწინა ექსპერტების რეკომენდაცია, არც  ეუთოს რეკომენდაცია, დაარღვია როტაციის პრინციპი  ჯერ კიდევ ზაფხულში  მიღებული ცვლილებების საფუძველზე.  არც ეს იკმარა და ნოემბერში არაკონსტიტუციური  შესწორება მიიღო გარდამავალ მუხლში, რითაც ფაქტობრივად სამეურვეო საბჭო დატოვა საკონსულტაციო  უფლებით, აჭარის ტელევიზია ფაქტობრივად დარჩა ბიუჯეტის გარეშე “, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ემზარ გოგუაძემ.

ბორდის წევრებს მიაჩნიათ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ 2013 წლის 12 ივლისის #833 -რს და 20 ნოემბრის რს -1628 საქართველოს კანონების რიგი ნორმები ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო  საბჭოს ახალი წესით დაკომპლექსების მეურვეების არჩევისა და მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხს.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას, შეჩერდება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფლებამოსილება შეუჩერდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის იმ ახალ 4 წევრებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აირჩია პარლამენტმა. 

ახალი კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის 9-წევრიანი ბორდის დაკომპლექტების შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ ცოტა ხნის წინ არ გამოიყენა, როცა პარლამენტს კენჭისყრაზე არ წარუდგინა 3 კანდიდატურა, რისი უფლებაც მას ჰქონდა. პარლამენტის უმრავლესობამ ასევე მხარი არ დაუჭირა აჭარის უმაღლესი საბჭოსა და უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები პარლამენტს უჩივიან (Duplicate) 1

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები პარლამენტს უჩივიან

ოპოზიცია ბათუმის მერის გადადგომაზე

ის მიიჩნევს, რომ თანამდებობის დატოვება არა ჯემალ ანანიძის სურვილით, არამედ ზემდგომი ორგანოდან იყო მოთხოვნილი:

„სამი დღის წინ, როცა საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია ჯემალ ანანიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ, საკრებულოს თავმჯდომარე და ქალაქის მერიც აცხადებდნენ, რომ თანამდებობას არავინ არ ტოვებდა.

მე ვფიქრობ, ეს იყო ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის. ცუდია, ხელისუფლებამ რომ ვერ ისწავლა, უფრო გამჭვირვალე და ღია გახდეს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება“.

ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს დილით გააკეთა. მანამდე კი ის ამ ინფორმაციას უარყოფდა.

მერია შშმ პირების განცხადებას პასუხობს

  თუ შშმ პირი სოციალურად დაუცველია და მას 70000 ქულაზე მეტი აქვს,  შეუძლია მას 90-პროცენტიანი ფასდაკლებით სარგებლობა.

მიქელაძის განმარტებით, 2014 წლის ბიუჯეტში სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შეღავათები გათვალისწინებული არ არის.  აღნიშნული პროგრამა უკვე მესამე წელია ხორციელდება.

რის ხარჯზე გაიზარდა ექსპორტი

 აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, თუ რის ხარჯზე გაიზარდა ექსპორტი. 

ადრეული ჩარევის პროგრამის პრეზენტაცია

ადრეული ჩარევის პროგრამა უზრუნველყოფს 0-7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების სათანადო განვითარებას და ზრუნავს მათ სოციალურ ინტეგრაციაზე. პროგრამა ხორციელდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ბათუმში ადრეული ჩარევისა და განვითრების პროგრამამ ფუნქციონირება დაიწყო 2012 წელს და ამ ეტაპზე ემსახურება განვითრების შეფერხების მქონე 0-7 წლამდე ასაკის 30-40 ბავშვს.

“პირველი ნაბიჯი საქართველო“  ჯეინ ქორბოისა და ნინო ქადაგიძე-ჟვანიას მიერ დაფუძნებული არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება ფიზიკური და ინტელექტუალური  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.

თავისი არსებობის 15 წლის მანძილზე, ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგად, ასობით ბავშვმა დატოვა ბავშვთა სახლი, დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს, გაიარა სარეაბილიტაციო მომსახურება და შეძლო განათლების სისტემაში ჩართვა და ინტეგრაცია. ორგანიზაცია  ახორციელებს სხვადასხვა სახის სამედიცინო, ფსიქო-სოციალურ და საგანმანათლებლო პროგრამებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის –  დღის  ცენტრები (თბილისსა და ქუთაისში),  შინ მომსახურება (ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის), ადრეული ჩარევა (0-6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის).

საკონსტიტუციო სასამართლო: GPB-ის წევრების სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება უახლეს პერიოდში გახდება ცნობილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის მოქმედი წევრები საქართველოს პარლამენტს უჩივიან.  სასამართლო სხდომას დღეს, 6 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი ბორდის 6 წევრი ესწრებოდა.

ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი წესის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამეურვეო  საბჭოს დაკომპლექტება ავტომატურად იწვევს ძველი სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაც, მათი აზრით, არის სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი მაუწყებლის საქმიანობაში უხეში ჩარევა და იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე, 29-ე 30-ე მუხლებით გარანტირებული უფლების დარღვევას.

 მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების  მოქმდებამ შესაძლოა მათ უფლებებს მიაყენოს ზიანი და ამიტომაც საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმების ამოქმედების შეჩერებას მანამ სთხოვენ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა ამ საქმეს წარმოებაში სასამართლო განსახილველად. 

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში, „ბათუმელებთან“ კომენტარი ამ საქმეზე არ გააკეთა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები პარლამენტს უჩივიან (Duplicate) 3

 სასამართლო  სხდომას დღეს მოქმედი ბორდის მხოლოდ 6 წევრი ესწრება. ერთ-ერთი მათგანის, ემზარ გოგუაძის ინფორმაციით, სარჩელს ხელს არ აწერს,  მაგრამ სარჩელს ეთანხმება ბორდის კიდევ ერთი წევრი ნინო დანელია, რომელიც ამჟამად ამერიკაშია.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ახალი წესის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამეურვეო  საბჭოს დაკომპლექტება ავტომატურად იწვევს ძველი სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაც, მათი აზრით, არის სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი მაუწყებლის საქმიანობაში უხეში ჩარევა და იწვევს საქართელოს კონსტიტუციის 24-ე, 29-ე 30-ე  მუხლებით გარანტირებული უფლების დარღვევას.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების  მოქმდებამ შესაძლოა მათ უფლებებს მიაყენოს ზიანი და ამიტომაც საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმების ამოქმედების შეჩერებას მანამ სთხოვენ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.

„ძალიან იჩქარა პარლამენტმა.  არ გაითვალისწინა ექსპერტების რეკომენდაცია, არც  ეუთოს რეკომენდაცია, დაარღვია როტაციის პრინციპი  ჯერ კიდევ ზაფხულში  მიღებული ცვლილებების საფუძველზე.  არც ეს იკმარა და ნოემბერში არაკონსტიტუციური  შესწორება მიიღო გარდამავალ მუხლში, რითაც ფაქტობრივად სამეურვეო საბჭო დატოვა საკონსულტაციო  უფლებით, აჭარის ტელევიზია ფაქტობრივად დარჩა ბიუჯეტის გარეშე “, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ემზარ გოგუაძემ.

ბორდის წევრებს მიაჩნიათ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ 2013 წლის 12 ივლისის #833 -რს და 20 ნოემბრის რს -1628 საქართველოს კანონების რიგი ნორმები ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო  საბჭოს ახალი წესით დაკომპლექსების მეურვეების არჩევისა და მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხს.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას, შეჩერდება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფლებამოსილება შეუჩერდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის იმ ახალ 4 წევრებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ აირჩია პარლამენტმა. 

ახალი კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის 9-წევრიანი ბორდის დაკომპლექტების შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ ცოტა ხნის წინ არ გამოიყენა, როცა პარლამენტს კენჭისყრაზე არ წარუდგინა 3 კანდიდატურა, რისი უფლებაც მას ჰქონდა. პარლამენტის უმრავლესობამ ასევე მხარი არ დაუჭირა აჭარის უმაღლესი საბჭოსა და უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. 

ნინო მახარაძე მკლავჭიდში ჩემპიონი გახდა

საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის ხარჯებს მკლავჭიდის ფედერაცია დააფინანსებს. პირველ ადგილზე გასულ პირებს 1000 ლარი გადაეცემათ, მეორე საპრიზო ადგილზე გასული მიიღებს 800 ლარს, მესამე ადგილზე გასული კი 600 ლარით დაჯილდოვდება.  

აჭარის ჩემპიონატი მკლავჭიდში

507 დღე მას შემდეგ, რაც არაფერი დამიწერია

ახლა კი  ცარიელ  წიგნაკში მხოლოდ ერთადერთი ჩანაწერია, სულ ნახევარი გვერდი: „გუკა, არ ვიცი რა მოგწერო, მგონია სიტყვები – თავს გაუფრთხილდი – ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ხარ ჩვეულებრივ ომში, როგორც არ უნდა გაუფრთხილდე, მაინც არ გამოგივა, ყოველი გამოშვების შემდეგ გირეკავ და გეუბნები „თავს გაუფრთხილდი”; ყოველი გამოშვების წინ კი გიკავშირდები და ისევ გეუბნები – „მასალა როდის გექნება? მოგვესწრება თუ არა? არ ვიცი რას ვითხოვ მე ან სხვები, ნეტა, რომელი უფრო გვინდა – თავს გაუფრთხილდე, თუ ცეცხლმოკიდებული მაიდნიდან შენ და გიორგის გქონდეთ პირველი კადრები იმაზე, თუ როგორ გაჰყავთ ცხედრები? საკუთარ თავს ვეკითხები – ნეტა ვინ ვარ ახლა? ჩვეულებრივი, ძარღვებში სისხლგაყინული „ტექნიკოსი”? იწყება ყველაზე მძიმე – კონფლიქტი საკუთარ თავთან, ასე ხდება ხოლმე, როცა კითხვაზე ვინ ხარ – პასუხი არ გაქვს, ან გაქვს და არ გაკმაყოფილებს.”

დღიურში ჩანაწერი აქ სრულდება. ამ ჩანაწერის წინაპირობა “გაზეთ ბათუმელების” მკითხველს მინდა გავუზიარო: 20 თებერვალია, საქართველოში იმ დღის მთავარი ამბავი უკრაინის მოვლენებია. მაიდანს ჩვენც პირდაპირ ეთერში გადმოვცემთ. გაჰყავთ დასისხლიანებული დაჭრილები, ადამიანი პირდაპირ ეთერში დაჭრეს. მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, სნაიპერები შენობის სახურავებიდან ისვრიან… “იმედის” ნიუსრუმში კი გაუთავებლად და შემაწუხებლად რეკავს ტელეფონი… 

გამოშვება იწყება, რამდენიმე წუთია დარჩენილი. უცხოეთის ბლოკის რეპორტიორი  ია თუ ნათია კითხულობს: “კაცი არის ოჯახში?” ყველამ იცის რისთვის ეძებს, მაგრამ ვიღაც აბეზარი მაინც ეკითხება „გააჩნია რისთვის გინდა?” (მგონი, ეს აბეზარი მიშა ფეიქრიშვილია. ბიჭი იმიტომ სჭირდებოდათ, უკრაინული და რუსული ინტერვიუები  გაახმოვანონ.) მძიმე დღის მიუხედავად, ორჯერ გამიხარდა – მასალა მოესწრო და  კარგი რაკურსით გადაღებული კადრები გვქონდა. გუკა (გურამ როგავა) უკრაინის მოვლენების შესახებ ყვება, ამჯერად საკმაოდ მშვიდად. მის სახეზე აზარტი და ჟინის ჩრდილები დავინახე, მის უკან კი ცხედრებია, არა ერთი და ორი – არამედ  ათეულობით.

გაცნობიერება რომ დავიწყე, სირცხვილი და შიში ვიგრძენი. სირცხვილი რამდენიმე წუთის წინ განცდილი კმაყოფილების გამო. შიშიც პრინციპში ბიჭების უსაფრთხოების და დიდწილად საკუთარი თავის გამო… (დედაჩემი ფიქრობს, რომ უშიშარი ვარ. სინამდვილეში ეს ასე არ არის, უბრალოდ, ბავშვობიდან შიშის დაძლევას ვახერხებდი. ერთ-ერთი პირველი სწორედ სიკვდილის დაძლევის შიში იყო, ეს მაშინ გამოვცადე, როცა გავაცნობიერე, როგორ მინდოდა სიცოცხლე და რისთვის.) 

იმ კადრების ეთერში გასვლის შემდეგ, რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდი, ჩვენმა შემადგენლობამ სამუშაო დღე დაასრულა… გუკა, გიორგი, უკრაინა და ეროვნული ამბებიც დილის ჯგუფმა გადაიბარა…

სოციალური ქსელისთვის მოვიცალე. ეს ის შემთხვევა იყო, ქართველ ჟურნალისტებს  აქებდნენ, საზოგადოება, რომელიც ხშირად აკრიტიკებს მედიას გრამატიკის წესებისა თუ სხვა ბევრი რამის არცოდნისა თუ მანერულობის გამო, ვარდისფერ გულებს უგზავნიდნენ და ამხნევებდნენ. ფრაზა „თავს გაუფრთხილდი”  იქაც  სჭარბობდა.    დღიურის წერა დავიწყე. რაც დღიურში დავწერე, პრინციპში, გუკასაც ის მივწერე.

მეორე  დღეს გურამმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა – ის წუხდა: “დაღუპულთა შესახებ მუდმივად მზარდ მონაცემებს ისე ვასახელებთ, თითქოს ვალუტის კურსის ცვლილებაზე ვლაპარაკობთ. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი სტატისტიკაა. იმ მომენტში, ტრაგედიის გაანალიზების დრო არ გაქვს, როგორც ჟურნალისტს, ჯერ ფაქტები გაინტერესებს…

მეორე დღეს ჯანმრთელი და უვნებელი რომ იღვიძებ და სარკეში შენს გამურულ სახეს ხედავ, მხოლოდ მაშინ იწყებ ფიქრს კონკრეტული ადამიანების ტრაგედიაზე. გიჩნდება კითხვა, ნეტა რაზე ოცნებობდნენ? რა იყო სიკვდილის წინ ნათქვამი ბოლო ფრაზა?

“უკრაინას გაუმარჯოს!”, – დარწმუნებული ვარ, ამას დაიყვირებდნენ.

ნეტა ვინმემ თუ უპასუხა “დიდება გმირებს?!”

გუკა 20 თებერვლის დღეს და მის რეპორტაჟს გულისხმობდა. მეც ჩემს ჩანაწერზე პასუხი მივიღე. გურამზე ხომ ვწერდი: “მის სახეზე აზარტი და ჟინის ჩრდილები დავინახე, მის უკან კი ცხედრებია”.

სხვათა შორის, მაიდანზე გარდაცვლილთა შორის ჟურნალისტებიც იყვნენ. ალბათ, ბევრი არ ფიქრობს, რომ ისინი სულელური მიზნებისთვის დაიღუპნენ.

საქართველოს პარლამენტში იმ დღეს ბორჯომის ბოთლები ესროლეს ერთმანეთს… მიზეზი ალბათ რიგითი სისულელე იყო, ყოველ შემთხვევაში იმ დღეს ასე მომეჩვენა.

ჩემი დღიური ისევ 507-ე დღეზე შეჩერდა…

ნეტა რა მოხდება ყირიმში? ბიჭები “ქრონიკისთვის”  ახლა იქედან მუშაობენ. ვინ იცის, იქ ჩვენს კოლეგებს 10 წუთის განმავლობაში რამდენჯერ მოუწევთ არჩევანის გაკეთება და არავინ იცის, ეს არჩევანი რამდენჯერ გამოიწვევს მორალურ კრიზისს.

სოფელი, სადაც წვიმის დროს მეწყერი ესიზმრებათ 1

გოგნიძეებში, მთის თავზე, საიდანაც მეწყერი იღებს სათავეს, დაჭაობებული ადგილებია. მოსახლეობა შიშობს, რომ ძლიერი წვიმის დროს შეიძლება აქ წყალი დაგუბდეს, რასაც მოშლილი ქანები ვეღარ გაუძლებს და მთის გარკვეული მასა კვლავ შეძლება დაიძრას სოფლისკენ. მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრები სოფელი  დახმარების მოლოდინშია.

 „წვიმის დროს ხშირად მესიზმრება, რომ მეწყერი მოდის და მეღვიძება. ასეააქ მცხოვრებთა უმრავლესობა და ფსიქიკაც მოგვეშალა ამ დაძაბულობაში. გვინდა ბავშვები იყვნენ დაცული. ბოლო წლებია ახალგაზრდობა საერთოდ წავიდა სოფლიდან.“ – ამბობს გოგინიძეების მკვიდრი ნანუკა შარაშიძე.

2011 წელს, ზვავის განვითარების შემდგომ, 40 დღის მანძილზე, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. მაშველები მოსახლეობას საცხოვრებლად სახლებში არ უშვებდნენ, რადგან  ზვავსაშიშროება იყო. 40 დღის შემდეგ, გეოლოგების შეფასებით, ზვავი საშიშროებას აღარ წარმოადგენდა, რის შემდეგაც მოსახლეობას მისცეს უფლება, თავიანთ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებულიყვნენ.

 მას შემდეგ სამი წელი გავიდა. მოსახლეობა დღესაც შიშის ქვეშ ცხოვრობს და ყოველი გაწვიმების დროს ზვავის გააქტიურებას ელოდება.

  მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ზვავი განვითარდა, 14 ოჯახს მე-2 კატეგორია მიანიჭეს იმ მოტივით, რომ სახლები დაზიანებული არ იყო. მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას, რომ შეეცვალათ მათთვის მინიჭებული კატეგორია, მაგრამ ხელისუფლების განცხადებით, დღეს არსებული რეგულაციები კატეგორიის შეცვლის საშუალებას არ იძლევა.

„ალბათ ოდესმე პირველ კატეგორიასაც მოგვანიჭებენ, სახლები როცა დაინგრევა, მაგრამ ამ დროს რამდენი ჩვენგანი დარჩება ცოცხალი, აღარ ვიცი…“  – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

ნანუკა შარაშიძე, სოფლის მკვიდრი, ასეთ ისტორიას იხსენებს: „სოფლის განაპირას ცხოვრობდა ზურაბ შერვაშიძის ოჯახი. ცოლ-ქმარი იყო ოჯახში მარტო, ორივე შეზღუდული შესაძლებლობების. დიდთოვლობის გამო დაბაში ნაქირავებ ბინაში იყვნენ და ზაფხულობით ამოდიოდნენ აქ. იმ დღეს აპირებდნენ ამოსვლას და რომ ვუთხარით, დიდი თოვლიაო, აღარ ამოსულან. ბედი მაგათ ჰქონიათ, იმ საღამოს მეწყერი დაატყდა სოფელს და  სახლი ჩაიტანა თან მიწაში. გამგეობამ მათ ქედის სოციალურ სახლში ორი ოთახი გადასცა და ახლა იქ ცხოვრობენ“.  

ყველაზე მოთხოვნადი წიგნები

, შარშანდელთან შედარებით წიგნების რეალიზაცია წელს უფრო დაბალია მაგრამ ახალი წიგნების შემოტანასთან ერთად იმედოვნებენ რომ გაიზრდება მკითხველის რიცხვიც.

მაღაზია “ინტელექტის” კონსულტანტის მთვარისა ჯაყელის თქმით: ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდებში დათო ტურაშვილის ნაწარმოებებია, ასევე წიგნები რომლებიც ტომებად გამოდის. მთვარისა ამბობს, რომ მკითხველის მოთხოვნის შესაბამისად ახერხებს ურჩიოს თუ რისი წაკითხვაა უმჯობესი.

აჭარწიგნის კონსულტანტის მაია მდინარაძის თქმით “თინეიჯერებში ყველაზე პოპულარული ავტორებია: პაოლო კოელიო, დათო ტურაშვილი და ორჰან ფამუქის”. ასევე ქალბატონი ამბობს რომ ახალგაზრდების რიცხვმა რომელიც წიგნების კითხვისკენაა მიდრეკილი საგრძნობლად მოიმატა, მათ უჭირს სასურველი წიგნი შეურჩიონ ახალგაზრდებს რადგან უმეტესწილად ამ წიგნების დიდი ნაწილი მათ უკვე წაკითხული აქვთ.

ლიტერატურულ კაფეში ამბობენ რომ : ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარულია დათო ტურაშვილის ნაწარმოებებია, შარშანდელი და წლევანდელი სტატისტიკით შარშან უფრო მეტი მოთხოვნა იყო ამათუიმ წიგნებზე.

შს სამინისტრომ ბათუმში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებაში ბრალდებულები დააკავა

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკები წინასაარჩევნოდ

დაახლოებით ერთ თვეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა განახლებაში სასმელი წყლის აუზის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. ამ სამუშაოებისთვის საჭირო თანხა –  63 655 ლარი მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში 27 თებერვლის სხდომაზე გაითვალისწინა. გარდა ამისა, გამგეობამ 24 000 ლარი გამოყო საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოების დასაფინანსებლად. ხელვაჩაურის გამგეობა ბიუჯეტში შესატანი ცვლილებისთვის საკრებულოს ამ დღეებშიც მიმართავს. მორიგი სხდომა, სავარაუდოდ, 30 მარტს გაიმართება, სხდომაზე საკრებულო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცებასაც გეგმავს.

„ახლა სოფლების კრების ოქმები მუშავდება, რითაც გამოიკვეთება პრიორიტეტები. დოკუმენტი შემდეგ გაიგზავნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. სამინისტრო მიმართავს მთავრობას და უკვე გაწერილი პროგრამის დამტკიცების შემდეგ დავიწყებთ მუშაობას. პროცედურა დაახლოებით აპრილის ბოლომდე მორჩება“, – ამბობს ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილე ნოდარ ხალვაში.

მაისის დასაწყისში კი, მუნიციპალიტეტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილი სამუშაოებისთვის შემსრულებელ კომპანიებს დაიქირავებენ.

გამგებლის მოადგილის განმარტებებით ირკვევა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები მაისში დაიწყება და წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვევა. თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 15 ივნისს უნდა ჩატარდეს.

მარტის ბოლოს საბიუჯეტო ცვლილებებს ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც გეგმავენ. გამგეობის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სოფლებში – დაგვაში, ბობოყვათში, კვირიკეში, ზენითში, ქაქუთსა და მუხაესტატეში საბავშვო ბაღების მოწყობის სამუშაოები უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, გამგეობა სანაპირო ზოლის სავალი ნაწილის ორკილომეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობისა და ჯებირის აღდგენის სამუშაოების დაწყებასაც გეგმავს.

ქობულეთის საკრებულოს მარტის სხდომაზე ქუჩებში საგზაო ნიშნულების დამონტაჟების საკითხზეც იმსჯელებენ, რასაც მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვდა.

სახეცვლილ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების სარეაბილიტაციო თანხაც. სიახლეებს შესთავაზებენ მუნიციპალიტეტის სპორტულ საკლუბო გუნდებსაც.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა უკვე დაამტკიცეს და დავით ნარმანიას უწყებაში განსახილველად გადააგზავნეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებმა. გამგებლის – ბესიკ ბაუჩაძის თქმით, სამინისტროდან პროგრამის დაბრუნების შემდეგ ცვლილებები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც შევა.

იგივე სურათია სხვა მუნიციპალიტეტებში.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე პროგრამის ამუშავებისა და  წინასაარჩევნო პერიოდის თანხვედრაში პრობლემას ვერ ხედავს. „გასულ წელსაც ამ დროს დავიწყეთ. არჩევნები ამასთან არაფერ შუაშია“, –  ამბობს ნოდარ ხალვაში.

ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით საბიუჯეტო პროგრამების გამოყენებაზე არასამთავრობო ორგანიზაციები გასულ წლებშიც მუდმივად საუბრობდნენ. იყო შემთხვევები, როცა მუნიციპალიტეტის სოფლებში მძიმე ტექნიკა სამთავრობო პარტიის საარჩევნონომრიანი სტიკერით მუშაობდა, მუშებს კი ამ პარტიის მაისურები ეცვათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტის ანა ბერძენიშვილის აზრით, „მუნიციპალურ ბიუჯეტში ცვლილება ხარჯვით ნაწილში, რაც მარტის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, არ ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს, რადგან ამავე კოდექსის 29-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია ბიუჯეტში ცვლილების განხორციელება, როცა პროგრამა არ არის გაწერილი. ახალი პროგრამის დამატება მხოლოდ არჩევნებამდე სამოცი დღით ადრეა შეუძლებელი. რადგან არჩევნებამდე სამოც დღეზე მეტია დარჩენილი, აღნიშნული ცვლილება არ შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო კოდექსის დარღვევად. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს არ შეუძლია იმის თქმა, რომ ეს არ არის წინასაარჩევნო კამპანია“.

არაკონკურენტული გარემო ბათუმის მერიის შესყიდვებში

სტატიის სრული ვერსია გაზეთ „ბათუმელების“ ახალ ნომერში.

Exit mobile version