სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლო: GPB-ის წევრების სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება უახლეს პერიოდში გახდება ცნობილი

03.02.2015
საკონსტიტუციო სასამართლო: GPB-ის  წევრების სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება უახლეს პერიოდში გახდება ცნობილი

 

 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის მოქმედი წევრები საქართველოს პარლამენტს უჩივიან.  სასამართლო სხდომას დღეს, 6 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი ბორდის 6 წევრი ესწრებოდა.

 

ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი წესის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამეურვეო  საბჭოს დაკომპლექტება ავტომატურად იწვევს ძველი სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაც, მათი აზრით, არის სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი მაუწყებლის საქმიანობაში უხეში ჩარევა და იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე, 29-ე 30-ე მუხლებით გარანტირებული უფლების დარღვევას.

 

 მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების  მოქმდებამ შესაძლოა მათ უფლებებს მიაყენოს ზიანი და ამიტომაც საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმების ამოქმედების შეჩერებას მანამ სთხოვენ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა ამ საქმეს წარმოებაში სასამართლო განსახილველად. 

 

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში, „ბათუმელებთან“ კომენტარი ამ საქმეზე არ გააკეთა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.