ნეტგაზეთი • RU

მერია შშმ პირების განცხადებას პასუხობს

 

მერიის ჯანდაცვის, სოციალური პროგრამის ხელმძღვანელის სოფო მიქელაძის განმარტებით, პირველი ჯგუფის შშმ უსინათლო პირები გაზიფიცირებას 90 % -იანი ფასდაკლების პროგრამით  სარგებლობენ.

 

  თუ შშმ პირი სოციალურად დაუცველია და მას 70000 ქულაზე მეტი აქვს,  შეუძლია მას 90-პროცენტიანი ფასდაკლებით სარგებლობა.

მიქელაძის განმარტებით, 2014 წლის ბიუჯეტში სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შეღავათები გათვალისწინებული არ არის.  აღნიშნული პროგრამა უკვე მესამე წელია ხორციელდება.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ინაიშვილი