სიახლეები

ადრეული ჩარევის პროგრამის პრეზენტაცია

03.02.2015
ადრეული ჩარევის პროგრამის პრეზენტაცია

 

ადრეული ჩარევის პროგრამა უზრუნველყოფს 0-7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების სათანადო განვითარებას და ზრუნავს მათ სოციალურ ინტეგრაციაზე. პროგრამა ხორციელდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ბათუმში ადრეული ჩარევისა და განვითრების პროგრამამ ფუნქციონირება დაიწყო 2012 წელს და ამ ეტაპზე ემსახურება განვითრების შეფერხების მქონე 0-7 წლამდე ასაკის 30-40 ბავშვს.

 

 

“პირველი ნაბიჯი საქართველო“  ჯეინ ქორბოისა და ნინო ქადაგიძე-ჟვანიას მიერ დაფუძნებული არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება ფიზიკური და ინტელექტუალური  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.

 

 

თავისი არსებობის 15 წლის მანძილზე, ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგად, ასობით ბავშვმა დატოვა ბავშვთა სახლი, დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს, გაიარა სარეაბილიტაციო მომსახურება და შეძლო განათლების სისტემაში ჩართვა და ინტეგრაცია. ორგანიზაცია  ახორციელებს სხვადასხვა სახის სამედიცინო, ფსიქო-სოციალურ და საგანმანათლებლო პროგრამებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის –  დღის  ცენტრები (თბილისსა და ქუთაისში),  შინ მომსახურება (ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის), ადრეული ჩარევა (0-6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის).

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.