ქ. ასტანაში, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მშენებლობის, ტურიზმისა და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტიც იგეგმება. ღონისძიებაში ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მონაწილეობს. ბიზნესფორუმზე პრეზენტაციებით ბათუმის საზღვაო პორტი, სასტუმრო „ჰილტონი“, სამშენებლო კომპანია „ორბი“ და ტურისტული კომპლექსი „დრიმლენდ ოაზისი“ წარსდგებიან.
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ყაზახეთის რესპუბლიკის საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების სამინისტრო, ექსპორტისა და ინვესტიციების ეროვნული სააგენტო – კაზნექს-ინვესტი.
30 მარტს დაგეგმილ ბიზნესფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. დელეგაცია ყაზახეთს 31 მარტს დატოვებს.
შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე: 1992 წელს დაბადებული ჯემალ ჭ, 1990 წელს დაბადებული გოგიტა ბ, 1991 წელს დაბადებული თამაზ ტ. და 1989 წელს დაბადებული გიორგი დ. ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
საბაჟო-გამშვებ პუნქტ “ყაზბეგის” მიმდებარედ მდინარე თერგის კალაპოტის დროებითი ნაპირსამაგრი ღონისძიებების შესყიდვაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი 20 მარტს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 354 ათას 240 ლარი იყო. ელექტრონულ ტენდერში 7 პრეტენდენტი იღებდა მონაწილეობას.
სატენდერო კომისიამ დოკუმენტაციის დასაზუსტებლად შპს „კალასის“ ვადა 31 მარტამდე მისცა, რის შემდეგაც კომისია კომპანიას გამოაცხადებს გამარჯვებულად, ან მოახდენს მის დისკვალიფიკაციას.
ტენდერის მოთხოვნის მიხედვით სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 15 ივლისამდე პერიოდი. ჩასატარებელ ძირითად სამუშაოთა სახეობები კი – მიწის სამუშაოები, ქვაყრილისა და ბუტო-ბეტონის კედლის მოწყობა.
შემსრულებელი პასუხისმგებელია ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის პირობებში შეასრულოს სამუშაოები პერსონალის უსაფრთხო პირობების და ეკოლოგიურად მისაღები გზით და ვალდებულია დაიცვას შემეგი პირობები:
უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა;
მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა;
სამუშაოების დასრულების შემდეგ თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა. შ.;
სამუშაო ადგილის ფარგლებში უზრუნველყოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმადე დაყვანა.
გასული წლის მაისში დარიალის ხელობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვა გამოიწვია. ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.
საავტომობილო მოძრაობას ბათუმში, ჭავჭავაძისა და გორგილაძის ქუჩების ბოლო მონაკვეთებში, კიდევ უფრო ართულებს პუშკინის ქუჩის გადაკეტვა ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის [აქაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და ეს მონაკვეთის მინიმუმ 1 თვე იქნება გადაკეტილი].
GE DIGITAL CAMERA
მიუხედავად იმისა, რომ გორგილაძის ქუჩის ბოლოში ინტენსიური მოძრაობაა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად არ მიმდინარეობს. ეს მონაკვეთი მეორედ გადაკეტეს, თუმცა, როგორც აქ დასაქმებული ადამიანები ამბობენ „მიწისქვეშა ქსელებია შესაცვლელი, რასაც ალბათ 20 დღე დასჭირდება. შემდეგ მოვაასფალტებთ“.
თავზე კეპი ახურავს და ნახატებს ჩაჰკირკიტებს. საუბარს იმით იწყებს, რომ კარგი ორატორი არ არის და აქვე იხსენებს: „ბავშობაში პატარა პიესაში უნდა მეთამაშა, სულ სამი სიტყვა იყო: „მე წავალ და მოვემზადები“. მთელი დღე ვვარჯიშობდი სარკესთან, გავედი სცენაზე, დავიბენი, მაგრამ წარმოვთქვი ეს სამი სიტყვა და სიცილი ატყდა დარბაზში. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. რეჟისორმა მითხრა კულისებში გასულს – რა თქვი ბიჭო ესო? იმის ნაცვლად რომ მეთქვა, „მე წავალ და მოვემზადები!“, მითქვამს: „მე წავალ და მოვხაზირდები!“ არ გამომდის ლაპარაკი.“
ლაპარაკი გამოსდის. მიხსნის, რატომ არის მნიშვნელოვანი მხატვრის ყოფნა არქეოლოგიური გათხრების დროს: „პირველ რიგში უნდა დაიხაზოს ის ტერიტორია, სადაც გათხრები იწყება. ჩემი მოვალეობაა ადგილზევე ჩავიხატო ნივთი, რომელსაც არქეოლოგები პოულობენ. ყველაფერი უნდა აჩვენოს მხატვარმა, ყველა დეტალი… ზოგიერთი ნივთი ისეთია, შეიძლება ადგილზე დაიშალოს, ამიტომ ჩახატვა უნდა მოასწრო. ხანდახან მხატვარს მაშინაც უწევს ველზე დარჩენა, როცა ყველა მიდის, რადგან მას სამუშაო ბევრი აქვს.“
ანზორი ამბობს, რომ მის საქმიანობაში მთავარი სიზუსტეა – ისე უნდა გაკეთდეს, რომ ყველაფერი იოლად აღსაქმელი იყოს მნახველისთვის. არქეოლოგიური გათხრებისას მხატვრის ყოფნა დღესაც, ციფრული ფოტოგრაფიის პირობებშიც, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ადრე. „აი, მაგალითად,“ – მაჩვენებს ნახატს ანზორ ჯაველიძე, „- ეს ბრინჯაოს ცულია, ფოტო ასე კარგად ვერ აჩვენებს ზედ დატანილ ორნამენტს. გარდა ამისა, უნდა გაკეთდეს ზედხედი, დეტალები უნდა ჩაიხატოს, იმას, რასაც აჩვენებს მხატვარი, ვერ აჩვენებს ფოტოგრაფი.“
არქეოლოგიურ მუზეუმში დაარსების დღიდან მუშაობს. მანამდე კვლევით მუზეუმში მუშაობდა. ზუსტად ახსოვს ის დღე, როცა მუშაობა დაიწყო: „არქიტექტურას ვსწავლობდი ჯერ თბილისში, ოთხი წელი, თუმცა არ დამისრულებია სწავლა, ისე ჩამოვედი ბათუმში. მერე აქ ისტორიული დავამთავრე. გავლილი მქონდა პრაქტიკა ხატვაში, გეოდეზიაშიც და ერთ დღესაც გავიარე კვლევით ისტიტუტში, სადაც ჩემს ძველ მეგობარს ვეძებდი, იმ პერიოდში ვეძებდი სამსახურსაც და ისე მოხდა, რომ ორივე ვიპოვე. 1966 წელი იყო. ადრე უფრო მეტი სამუშაო იყო, ხანდახან დაღამებამდეც ვმუშაობდით, რომ მოგვესწრო“, – იხსენებს ანზორ ჯაველიძე. უმუშავია ფიჭვნარში, ხიხაძირში, კალოთაში, ღორჯომში, გურიანთაში, მახვილაურში, გონიოში და სხვა ადგილებში.
ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენის უშუალო მონაწილეა, მაგრამ ერთის, ანტიკური პერიოდის ბერძნული ჭურჭლის, კრატერის აღმოჩენა განსაკუთრებით კარგად ახსოვს: „1967 წელი იყო ჩემთვის ყველაზე კარგი წელი. ამ წელს აღმოვაჩინეთ ცნობილი კრატერი და მთელი თბილისი ჩამოვიდა მის სანახავად. ფიჭვნარში ჩამოვიდნენ ლადო გუდიაშვილი, შალვა ამირანაშვილი, ლევან გოთუა, ირაკლი აბაშიძე… ძალიან დასამახსოვრებელი მომენტი იყო.“
არქეოლოგების ძველი ტრადიციის, „ნათლობის“ შესახებ, რომლის დროსაც ახალბედა არქეოლოგს კოლეგები ეხუმრებიან და საგანგებოდ აღმოაჩენინებენ ვითომ ძველ ნივთს, ერთ შემთხვევას იხსენებს: „მეგობარი მყავდა ერთი და იმას გავუკეთე: გავთალე ჯოხი, ჩაის ყლორტების და ანწლის წვენისგან გავამუქე, დავამუშავე ისე, რომ დამსგავსებოდა ძველ ისრის პირს. დიდი სამარხი გქონდა, სადაც შუბი იყო აღმოჩენილი და ჩავდე იქ, მიწა მივაყარე და გავაფრთხილე ყველა, რომ მალე ახალი „აღმოჩენა“ გვექნებოდა. დაიწყო თხრა და ბანაკში მოვიდა გახარებული, გამარჯვებული სახით, სინზე დადებული ნივთებით და არქეოლოგ ამირან კახიძეს ეუბნება: „ბატონო ამირან, 64 ისრის პირი ვნახეთ!~ ამირანმა გადმომხედა, ერთი ჩადე და 64 საიდანო? – მეკითხებოდა მზერით. მეც დავიბენი, ვიფიქრე, რომ ვიღაცამ გამამხილა და ხუმრობდა. ჩემმა მეგობარმა კი გააგრძელა – 64 ვნახე, მაგრამ ერთი განსაკუთრებულიაო და გახსნა ბამბაში სათუთად შეხვეული ჩემი ისრის პირი. სინამდვილეში თურმე იქვე აღმოჩნდა 63 ნამდვილი, სკვითური ისრის პირი, კარგი დამთხვევა იყო. ამოვისუნთქე შვებით, მაჩვენე ერთი ვნახო-მეთქი, მოვკიდე ხელი და გავღუნე და გავტეხე. რას შვებიო – იყვირა, რა დაემართა, შეგიძლია წარმოიდგინოთ“, – იცინის ანზორ ჯაველიძე.
წელს წავა თუ არა ფიჭვნარში, არქეოლოგიურ ექსპედიციაში, ჯერ არ იცის, მაგრამ მიხსნის, რა არის ექსპედიციის მონაწილისათვის ყველა ახალი სეზონი: „ეს არის მოლოდინი. ყოველი წელი ელოდები ახალ აღმოჩენას და თქვენ არ იცით, რა სიხარულია საინტერესო აღმოჩენა!“
ავტომანქანების საცობებში ხანგრძლივი დგომა, განსაკუთრებით შუადღის საათებში, ბათუმისთვისაც ჩვეულებრივი ნორმა ხდება. სწორედ ასეთ ვითარებაში ახალაშენებულ კორპუსებსა და კომერციულ დაწესებულებებში პარკინგისთვის გამოყოფილი ადგილი კომერციული მიზნებისთვის არის გამოყენებული, მაგალითად, „ბათუმი პლაზაში“ პარკინგის ნაცვლად სავაჭრო ცენტრია განთავსებული, პარკინგს კი უმნიშვნელო ნაწილი აქვს დათმობილი. ავტოსადგომი დაკეტილია LC Waikiki-სა და ყოფილი „დომბიტის“ ტერიტორიაზე აგებულ მრავალბინიან სახლებშიც. ამ სახლის ავტოსადგომის მეთვალყურე ნოდარ გორგაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პარკინგი გაიხსნება, თუმცა მისი მომსახურება მობინადრეებისთვის ფასიანი იქნება.
„უფასო არ იქნება, მაგრამ მცხოვრებლებისთვის შეღავათიანი ფასი დაწესდება. ფასი ჯერ უცნობია, პარკინგის ამოქმედების შემდეგ დაზუსტდება და ალბათ მერიის პარკინგთან შედარებით იაფი იქნება“, – ამბობს ის.
„ბათუმის პლაზას“ დირექტორის, ნათია მეტრეველის განცხადებით, პარკინგი არა მარტო მცხოვრებლებზე, არამედ მთლიან კომპლექსზეა გათვლილი, თუმცა, მინუს სართულზე, ავტოსადგომისთვის საკმაოდ მცირე ფართობი ფუნქციონირებს. სადგომის მეთვალყურე ამბობს, რომ ტერიტორია, რომელიც ამჟამად სავაჭრო ცენტრს უკავია, ავტოპარკინგისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ამ ინფორმაციას ნათია მეტრეველი უარყოფს:
„სავაჭრო ცენტრი კომერციულ ფართობშია განთავსებული, ის არ არის საპარკინგე ნაწილი. რა ფუნქციით დაიტვირთება ფართობი, ამას მეპატრონე წყვეტს“.
ის, რომ მიღება-ჩაბარების დოკუმენტის შემდეგ, მერია ვერ აკონტროლებს პროექტით დამტკიცებულ პარკინგის ტერიტორიას რა მიზნით იყენებს მესაკუთრე, ამას ირაკლი ახალაძეც ადასტურებს.
„იმ შემთხვევაში, თუ ასაშენებენ კორპუსს მანქანებისთვის საჭირო პარკირება არ ექნება, მერიის არქიტექტურის სამსახური მშენებლობაზე ნებართვას არ გასცემს. ანუ პარკინგის ქონა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ახალი მშენებლობის წარმოების დროს. თუმცა მერიის შესაბამისი სამსახური აღარ აკონტროელებს, იყენებს თუ არა მეპატრონე ამ ფართს პარკინგისთვის. ჩვენ ამაზე ზემოქმედების ბერკეტი არ გვაქვს“.
როგორ დატვირთავს დამკვეთი მშენებლობის დსრულების შემდეგ ფართს, ამას ვერც არსებული კანონმდებლობა არეგულირებს:
ირაკლი ახალაძის თქმით, ეს სამართლებრივი საკითხია და საკრებულოს დონეზე უნდა გადაწყდეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩავლეიშვილი კი ამბობს, რომ ფრაქცია „რესპუბლიკელები“ ბათუმის საკრებულოში მუშაობენ პროექტზე, რომლითაც არა მარტო ავტოსადგომებთან დაკავშირებული დეტალები იქნება კანონში დაკონკრეტებული, არამედ მშენებლობებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი მხარეებიც დაზუსტდება:
„ვაღიარებ, რომ კანონმდებლობაში არსებობს პრობლემა, რაც ქალაქზეც აისახება. პროექტში, რომელსაც ვამზადებთ, საუბარია, მაგალითად, იმაზეც, თუ როგორ უნდა განთავსდეს კონდიციონერები შენობებზე, რომ მშენებლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სარეცხის საშრობები შენობაში, როგორ უნდა შეიფუთოს სახლი და ასე შემდეგ. უნდა არსებობდეს ვალდებულება, რომ სახლები იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვისაც“.
ყველა ეს დეტალი, როგორც ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, საკანონმდებლო ნორმაშია მოსაქცევი. „ამ საკითხებს კი სჭირდება საკრებულოს სხდომაზე გატანა და უმრავლესობის მხარდაჭერა“.
კანონმდებლობის მოწესრიგებამდე ირაკლი ახალაძე პასუხისმგებლობას მოქალაქეებს აკისრებს: „თვითონ, მოქალაქეები ქმნიან დისკომფორტს, რადგან არ სარგებლობენ მერიის ფასიანი პარკინგით და ცდილობენ ავტომანქანები ტროტუარებსა ან სკვერების მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერონ, რის გამოც ქუჩები იხერგება და ქალაქის ინფრასტრუქტურაც ზიანდება“.
თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ამ პრობლემის მოგვარება მერიას სწორი ადმინისტრირებით შეუძლია: „იქ, სადაც ამკრძალავი ნიშნებია განთავსებული და მანქანა მაინც დგას, მძღოლები უნდა დაჯარიმდნენ“.
ბათუმში ბოლო ორი თვის განმავლობაში მშენებლობის ნებართვა 70 საცხოვრებელ სახლზე გაიცა.
„მართალი გითხრათ, სერიოზულად ამ თემაზე არ მქონია არც საუბარი და არც მე არ ჩავღრმავებულვარ. რაღაც გაორებული ვარ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ქალთა კვოტირება ცუდი არ იქნება. საზოგადოებაც მიეჩვევა და ქალების მხრიდან იქნება მეტი მონდომება.
დიდად არც პარტიების დავალდებულების მომხრე ვარ, მაგრამ რადგან გამოსავალი არ არის და ფაქტობრივად წლების განმავლობაში შედეგს ვერ მივაღწიეთ, ალბათ პირველ ეტაპზე ეს კანონი ხელს შეუწყობს ქალთა წარმოჩენას და გააქტიურებას. ვინაიდან, ამ წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა საჭირო რაოდენობის ქალთა შესვლა საკანონმდებლო ორგანოში, ეტყობა მაინც საჭიროა რაღაც საკანონმდებლო ინიციატივა, რომ ეს ვალდებულება კანონის დონეზე ავიღოთ.
გენდერული ბალანსი დაცული უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანოში და ეს სურათს შეცვლის იმ კუთხით, რომ აქტიური ქალის როლი მნიშვნელოვანი იქნება“.
ღონისძიება, რომელსაც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული „მწვანე კლუბის“ წევრებიც ესწრებოდნენ, სამმართველოს უფროსმა ვახტანგ წულაძემ გახსნა.
მან მოზარდებსა და სტუდენტებს იმ გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ ესაუბრა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა და ზოგადად, პლანეტა დგას. შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და გლობალური დათბობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დასრულდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს აჭარის ტურისტული პოტენციალი გააცნო და სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა. შეხვედრას ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მამუკა ბერძენიშვილი ესწრებოდნენ.
თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაცია იურიდიული სტატუსის მქონე პროფესიული ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი მიზანია ტურისტული სააგენტოების მომსახურების ხარისხის და პროფესიონალიზმის გაზრდა, ტურიზმის სექტორის განვითარება, პროფესიული ეთიკისა და სოლიდარობის დაცვა.
სხვა დამეგობრებულ რეგიონებთან ერთად, აჭარის სტენდზე ვიზიტორებს შეეძლებათ აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო მასალების ხილვა. გამოფენის ფარგლებში გაიმართება ასევე საქმიანი შეხვედრების პოლონეთის ტურისტულ კომპანიებთან.
ინფორმაციას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
„ვაღიარებ, რომ ქალებს უფრო მეტი შეუძლიათ, მაგრამ ქალების საკანონმდებლო ორგანოში კვოტირება ხელოვნურობად მიმაჩნია. ეს ქალებს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. პოლიტიკური აქტიურობისთვის არ უნდა იყოს განმსაზღვრელი ქალი იქნება თუ კაცი.
მიმაჩნია, რომ ეს ეს ყველაფერი წინასწარ, პოლიტიკურ ბრძოლაში და საქმიანობაში უნდა იასახოს და არა საარჩევნო სიებში კვოტირებით, რომ სიაში ყოველი მეორე იყოს ქალი. ხელოვნურობა უნდა მოვაშოროთ და ჩვენი ბუნებრივი რაც არის, რაც უფალს ქალისთვის მონიჭებული აქვს, ის უნდა გამოვიყენოთ.
რას ვგულისხმობ? – ქალს უფლისგან მონიჭებული აქვს, რომ იქ, სადაც ქალია, იქ არის მშვიდობა, სიყვარული, ამ თვისებებით ქალი უფრო მეტ წვლილს შეიტანს, როცა იტრიალებს ოჯახში, საზოგადოებაში. მაგრამ თუ გამოჩნდებიან ისეთი ქალებიც, რომლებიც იტრიალებენ, იფუსფუსებენ საკანონმდებლო ორგანოში, რა თქმა უნდა, ეს ჩემი მხრიდან მისასალმებელი იქნება.
ჩვენ სხვა სტიმული უნდა შევუქმნათ პარტიებს, თუნდაც დაფინანსების კუთხით. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ქალები უფრო მძიმეწონიანი ფიგურები აღმოჩნდნენ პარლამენტში და უფრო მეტი ადგილი დაიკავონ. ამიტომ, ხელოვნურად არ უნდა იყოს ადგილები შექმნილი მათთვის“.
„მე ხელოვნურობისა და იძულების წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ, რომ კვოტირების თემაც იძულებითია და არ იქნება სწორი, თუ პარტიებს ვალდებულებას ავკიდებთ, რომ უნდათ თუ არა ქალები ჰყავდეთ პარტიაში. ეს პრობლემებს შექმნის.
მართალია, პოლიტიკური პარტიები წაახალისეს, როცა დაფინანსება გაეზარდათ პარტიაში ქალთა რაოდენობის ზრდისთვის, თუმცა ეს არ არის რეალური წახალისება და სამომავლოდ ამაზეც უნდა ვიფიქროთ. რომ გავჩერდეთ და ქალები არ გავააქტიუროთ, არც ეს იქნება სწორი. როგორ? ეს უნდა მოვიფიქროთ.
კვოტირებაზეც უნდა ვიფიქროთ, ოღონდ მოგვიანებით, რომ პარტიებსაც ჰქონდეთ მოფიქრებისთვის დრო“-აცხადებს დავით ბაციკაძე.
„ფონდის დამფუძნებლები თამთა დემურიშვილი და თინათინ მაღალაშვილი არიან. ფონდი თბილისში დაფუძნდა, ამ დროისთვის ბათუმშიც ვაპირებთ საქველმოქმედო საქმინობას და გვინდა პროექტში სამეგრელოც ჩავრთოთ.
„პროექტის – „შვილობილები“ – ფარგლებში ამ დროისთვის ბათუმში 35 ოჯახს გავუწიეთ დახმარება. ბათუმსა და ქობულეთში სულ 70 სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავს აღრიცხული და გვინდა, რომ თვის ბოლომდე ყველასთან მისვლა შევძლოთ“ – ამბობს ფონდის წარმომადგენელი ბათუმში თიკო აბაშიძე.
საქველმოქმედო ფონდი პროექტის ფარგლებში მოლაპარაკებას აწარმოებს რესტორნებთან და კაფე-ბარებთან, რომლებიც სურვილის შემთხვევაში, კვირაში ერთხელ შეძლებენ, ღარიბი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტის გამოყოფას. „პროდუქტების ოჯახამდე მიტანას ჩვენი ფონდი უზრუნველყოფს“- გვეუბნება თიკო აბაშიძე.
თიკო აბაშიძის განცხადებით, ამ დროისთვის საქველმოქმედო აქციაში ჩართვის სურვილი მხოლოდ სამმა რესტორანმა გამოთქვა: „კარგი იქნება თუკი უფრო მეტი კვების ობიექტი ჩაერთვება ამ პროცესში. ასევე, მინდა ვთხოვო ყველას, თუკი ექნებათ მათ სოციალურად დაუცველ, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ბავშვების შესახებ ინფორმაცია, მოგვაწოდონ, რომ მათი დახმარებაც შევძლოთ“.
თიკო აბაშიძის თქმით, გარდა საკვები პროდუქტებისა, მსურველებს შეუძლიათ ოჯახების დასახმარებლად ტანსაცმელი და სხვა საოჯახო ნივთებიც შეაგროვონ.
„მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოთქვეს დახმარების სურვილი და ცოტა ხნის წინ ტანსაცმელი შეაგროვეს. სამწუხაროდ, ოფისი არ გვაქვს ბათუმში, ამიტომ ჯერჯერობით ჩემს ბინაში გვიხდება ნივთების შეგროვება.“
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების მსურველებს შეუძლიათ ორგანიზაციის წარმომადგენელს, თიკო აბაშიძეს დაუკავშირდნენ ტელეფონზე: 599 20 96 46.
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ბათუმში | 27-03-2015
როგორც ეროვნული ნაკრების წევრი, ცენტრალური თავდამსხმელი გია ოგანეზიანი გვეუბნება საქართველოს ნაკრები შეხვდება არაბეთის, ჰონკონგის, ბოსნიის, ლუქსემბურგისა და თურქეთს გუნდებს.
გია ოგანეზიანი: „ამ შეკრებაში ფავორიტი თურქეთის გუნდია, რადგან ის მეორე დივიზიონში ასპარეზობდა. იმ პირობის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სტანდარტული მოედანი მხოლოდ ბათუმშია და წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვვარჯიშობთ აქ, ზამთრის პერიოდში კი – ბაკურიანში მხოლოდ ორი თვე, ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე მზად ვართ“.
საქართველოს ჰოკეის ეროვნულ ნაკრებს ამჟამად უკრაინელი სპეციალისტი ევგენი ალიპოვი წვრთნის. ის საქართველოს ნაკრებთან 2010 წლიდან მუშაობს.
„ბათუმელები“ საათნახევრიანი ვარჯიშის შემდეგ, რომელიც წუხელი ღამის 12 საათზე დამთავრდა, ევგენი ალიპოვს ესაუბრა:
– გვიან ღამით რატომ ვარჯიშობთ?
– ასეთი გრაფიკი მოგვიწია. გარდა ამისა, დღისით მეტი სითბოა და სუნთქვა ჭირს. დილით და საღამოს კი, ცივა და კარგი ყინულია.
– როგორ შეაფასებთ თქვენს გუნდს, რამდენად მზად არიან მოთამაშეები?
– ეს აღარ არის ის ჯგუფი, რომელიც იყო გასულ წლებში. წელს საქართველოს ნაკრები იქნება სიურპრიზი ბევრი სპეციალისტისთვის და სხვა გუნდებისთვის. ჩვენ უკვე კარგად შეგვიძლია თამაში. თუმცა საქართველოს ნაკრებმა რომ წარმატებით იასპარეზოს მსოფლიო ჩემპიონატის ტურებში, საჭიროა თბილისში, ქუთაისში, ბაკურიანში მინიმუმ ისეთი პირობები როგორიცაა ბათუმში, რადგან ბევრი ახალგაზრდა, გოგოები და ბიჭები არიან ყინულის ჰოკეით დაინტერესებული.
– კიდევ რამდენი ვარჯიშს ჩაატარებთ იზმირში გამგზავრებამდე?
– დაგვრჩა ოთხი დღე. ორ დღეს ორ-ორი ვარჯიში გვექნება დილით და საღამოს და ორი დღე თითო ვარჯიში. დაგეგმილი გვაქვს ორი საკონტროლო თამაში ჩვენს გუნდს შორის, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ შევამოწმოთ რამდენად მზად არიან ისინი თამაშისთვის.
– რა შემადგენლობით გაემგზავრებით თურქეთში?
20 მოთამაშე, აქედან ორი მეკარე გვეყოლება.
ევგენი ალიპოვი – საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშზე
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირი დაჯარიმდა და სანქციის სახთ 3411,20 ლარის გადახდა შეეფარდა.
ასევე, 25 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. თურქეთის მხრიდან სამგზავრო ავტობუსით შემოსული სომხეთის მოქალაქე ჰ.რ.-ის მიმართ ეჭვის საფუძველზე ავტობუსის დათვალიერების შედეგად, მათ აღმოაჩინეს აღნიშნული პირის კუთვნილი არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: ოქროს ნაკეთობები – საერთო წონით 546,95 გრამი, ვერცხლის ნაკეთობები – საერთო წონით 1485,22 გრამი, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 28976,57 ლარი, ასევე, ხელოვნური თვლები.
მგზავრს საქონელი დამალული ჰქონდა ავტობუსში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს.
ასევე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადა 25 მარტს „წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე ტ.მ.-მ. დათვალიერების შედეგად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მას 4738,43 ლარის ღირებულების 4 ცალი ოქროს ყელსაბამი აღმოუჩინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4738,43 ლარის ოდენობით.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ნავერიანი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქეს სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მინიჭებასა და სახელმწიფო შემწეობის დანიშვნაში დახმარებას დაჰპირდა. ლევან ნავერიანმა მოქალაქე ასევე დაარწმუნა, რომ მის ქონებრივ სტატუსს სოციალური აგენტი არ შეამოწმებდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, ყოველწლიურად მოითხოვა ერთი თვის შემწეობის თანხა – 350 ლარი. აღნიშნული თანხიდან 200 ლარი 2014 წლის ნოემბერში, ხოლო 150 ლარი 2015 წლის მარტში გამოართვა“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
შემსყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 (ორმოცდაორი) თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 24-სართულიანი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შეყვანა. ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის განმავლობაში კი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობიდან არანაკლებ 100 სასტუმრო ნომრის ფუნქციონირებისათვის და კაზინოსათვის საჭირო ფართობის ცალკე საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, სასტუმროსა და კაზინოს ამოქმედება და აღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე (მხოლოდ სასტუმროსა და კაზინოს ნაწილზე) ამოქმედებიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება.
შემსყიდველმა ასევე უნდა უზრუნველყოს აღნიშნულ პროექტში არანაკლებ ცხრა მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება.
პირობიანი ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და იგი 6 აპრილს, 17 საათზე დასრულდება.
ბათუმში, პუშკინის ქუჩის მონაკვეთი ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის, გადაკეტილია. გადაკეტილია გრიბოედოვის ქუჩაც პუშკინის ქუჩის კვეთაში. ქუჩების გადაკეტვის მიზეზი კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებაა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და პუშკინის ქუჩის მონაკვეთები ეტაპობრივად გადაიკეტება.
სამუშაოები პარალელურად უნდა დაიწყოს პორტის მიმდებარე ტერიტორიიდანაც [გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩების კვეთა].
„ბათუმელების” ინფორმაციით, შუქნიშანი რამდენიმე დღის წინ მოიპარეს, ქურდობაში ბრალდებული მონადირეა და მან შუქნიშანი ნადირობისთვის მოიპარა. „ბათუმელები” დამატებითი დეტალების დაზუსტებას ცდილობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
კოდექსში ამ მუხლის ფორმულირება ასეა ჩამოყალიბებული: “ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.”
ქედის გამგებლის დავით დუმბაძის თქმით, ნარჩენების მართვის გასაუმჯობესებლად გამგეობა წელს 100 ურნას შეიძენს.
„დასუფთავების აქცია მნიშვნელოვანია, გასულ კვირას ცხმორისის ცენტრი დავასუფთავეთ, სამომავლოდ კი მოსახლეობის მონაწილეობით მსგავსი აქციები მოეწყობა ადმინისტრაციულ თემებსა და სოფლებში. რაც შეეხება ნარჩენების მართვას, ჩვენ ვფიქრობთ შევიძინოთ 100-მდე ურნა, სოფლებში, სკოლებსა და ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიებზე განვათავსოთ, რომ არ გადაიყაროს საყოფაცხოვრებო თუ არასაყოფაცხოვრებო ნარჩენები სოფლის გზებსა და ხრამებში“ – ამბობს ის.
გადაუდებელი დახმარების შესახებ შესული შეტყობინება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს გადაეცემა. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები მიიღებენ.
„ახალი სერვისი მნიშვნელოვნად შეცვლის ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთა ცხოვრებას, ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებლობას და ინტეგრაციას საზოგადოებაში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომპლექსური მომსახურება – SMS და ვიდეოზარი, მხოლოდ სამ ევროპულ ქვეყანაშია დანერგილი: ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და მალტაში“, – განაცხადა “112”-ის ხელმძღვანელმა გიორგი ბიჭაშვილმა ახალი სერვისის პრეზენტაციაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით, „112″-ის ახალი მომსახურება, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის, შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და პირდაპირ პასუხობს, როგორც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის დონე იზომება იმ ფაქტორით, თუ რა დამოკიდებულებაა საზოგადოებაში ამა თუ იმ ჯგუფის, მაგალითად, სმენადაქვეითებული ადამიანების მიმართ. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი სმენადაქვეითებულ პირებს დამატებით შესაძლებლობას აძლევს, რაც მათ აქამდე არ გააჩნდათ. ეს შესაძლებლობა მათ საშუალებას აძლევს, დარეკონ გადაუდებელი დახმარების სამსახურში და დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანების უმეტესობას არც კი უფიქრია აქამდე, რომ ეს პრობლემა საერთოდ არსებობდა. ასევე, რაც ძალიან მომწონს ამ სერვისში არის ის, რომ ის იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, მაგრამ ამავდროულად ის მარტივი და ეფექტურია, ეს დიდი შეღავათი იქნება ამ ადამიანებისთვის“, – თქვა გაერო-ს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა.
“112”-ის ინიციატივა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. სერვისის შემუშავებაში ჩართული იყო საქართველოს ყრუთა კავშირი, ხოლო გაერო-სა და შვედეთის ელჩებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია ახალი სერვისის შესახებ ვრცელდება სატელევიზიო ეთერსა და სოციალურ მედიაში.
სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია “112”-ის ვებ-გვერდზე.
აქციის ფარგლებში კონსულტაცია და სხვადახვა სახის კვლევა 220 ადგილობრივს ჩაუტარდა – ექოსკოპიური კვლევა – 74 პაციენტს, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა – 33 პაციენტს, გლუკომეტრია 3 – პაციენტს, სპირომეტრია კი – 5 პაციენტს.
ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ალერგოლოგის, ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, და ექოსკოპისტის კონსულტაციის მიღება ადგილობრივ მოსახლეობას დილიდან შეეძლო.
აქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდავის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე გაეცნენ.
„ბათუმის სტადიონი შექმნილია მრაფალფუნქციური გამოყენებისთვის. აქ გაიმართება ისეთი ღონისძიებებიც, როგორიცაა: კონცერტები, მიღებები და საზოგადო მოღვაწეების გამოსვლები” – აღნიშნულია პროექტის აღწერილობით ბარათში. აქვე ვკითხულობთ, რომ მზის სინათლის თავიდან არიდების მიზნით მისი მდებარეობა ორიენტირებული იქნება ჩრდილო-სამხრეთისაკენ. სტადიონის ვიზუალი – ტალღოვანი ზოლები დაკლაკნილი ხვეულებით, პროექტის ავტორების კონცეფციით აღნიშნავს მდინარე ჭოროხის შესართავსა და შავი ზღვის ტალღებს.
სტადიონის პროექტი განათების დროს
სტადიონის კომპლექსში იქნება მაღაზიები, რესტორნები, საინფორმაციო პუნქტები, საპირფარეშოები, გამოსაცვლელი ოთახები, საკონფერენციო დარბაზები, სასწრაფო დახმარების ცენტრი. ევროპისა (UEFA) და მსოფლიოს (FIFA) ფეხბურთის ფედერაციების მიერ დაწესებული სტანდარტების მიხედვით მაყურებლის ზონისგან ცალკე უნდა იყოს განსაკუთრებული სტუმრებისთვის 400 კვ.მ-ზე განთავსებული 500-ადგილიანი VIP ზონა და 150-ადგილიანი VIP პარკირების სივრცე; საფეხბურთო მოედანი ზომით – 105X68 მეტრი და მის ირგვლივ მძლეოსნობისთვის განკუთვნილი სარბენი ბილიკები. მსაჯებისთვის განკუთვნილი ოთახები – 20 კვ.მ-ზე; სტადიონი ფერადი მონიტორებით აღიჭურვება და ექნება 10 კვ. მ-ზე განთავსებული 4 კამერა.
სტადიონის კომპლექსში შედის მედიის სამუშაო სივრცე, რომელიც განთავსდება 300 კვ.მ-ზე და განკუთვნილი იქნება 75 მედიის წარმომადგენლისა და 25 ფოტოგრაფისთვის. ცალკე იქნება პრესის ოთახი – 100-ადგილიანი დახურული სივრცე სკამებითა და მაგიდით; რადიოგანყოფილება – 25 რადიო და ტელეკომენტატორისთვის და 2 სატელევიზიო სტუდია.
სტადიონის მიმდებარე ტერიტორია
ტერიტორია, სადაც სტადიონი უნდა აშენდეს, ლეონიძისა და გაგარინის ქუჩებს შორისაა მოქცეული. გაგარინის ქუჩა სტადიონის ჩრდილოეთით, ლეონიძის ქუჩა კი, სამხრეთით მდებარეობს. მოედანზე მაყურებელი ოთხ ნაკადად, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან მივა. სტადიონს სულ 16 შესასვლელი ექნება. ლეონიძის ქუჩის მხარეს განთავსდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკინგი და დამატებითი შესასვლელი. VIP მაყურებელს ცალკე შესასვლელი ექნება გაგარინის ქუჩიდან.
42100 კვ.მ ფართობზე, რომელიც საცალფეხო გზისთვის იქნება განკუთვნილი, ქვაფენილები დაიგება. დასავლეთით, სამკუთხედის ფორმის ნაწილში ფრენბურთის პავილიონი განთავსდება. ფრენბურთის ძირითადი დარბაზი 3500 მაყურებელს, დამხმარე დარბაზი კი, 800 გულშემატკივარს დაიტევს. პროექტის მიხედვით სტადიონის ირგვლივ მდებარე ქუჩები შეიძლება გაფართოვდეს.
სტადიონი წვიმის დროს
სტადიონის პროექტების პრეზენტაციაზე, რომელიც ბათუმში სასტუმრო „რედისონში” ორ დღეს გრძელდებოდა, ყველაზე მეტად ორი საკითხი გამოიკვეთა – რამდენად იქნება სტადიონი რეგიონის ამინდზე გათვლილი და სად განთავსდება ავტოსადგომი, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით 2000 ავტომობილი უნდა დაიტიოს.
სტადიონზე მაყურებელთა ტრიბუნები მთლიანად დახურული იქნება, ღია იქნება ფეხბურთის სათამაშო მოედანი. ეს პროექტი სპეციალურად შექმნილმა 19-კაციანმა კომისიამ საპროექტო კონკურსში მონაწილე 11 პროექტიდან შეარჩია.
არქიტექტორის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლისა და კომისიის ერთ-ერთი წევრის დავით ზოიძის თქმით, კონკურსის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ნებისმიერ ამინდში თამაშის შესაძლებლობა. „იმის გამო, რომ ბათუმი ნალექიანი ქალაქია, მოთხოვნა გვქონდა მაყურებელთა ტრიბუნები ასი პროცენტით დახურულიყო. როგორც წესი, ასეთი კომპლექსები მთლიანად გადახურული არსად არ არის. ფეხბურთელებს წვიმაშიც უწევთ თამაში, მზეშიც, ქარიან და თოვლიან ამინდშიც. ასი პროცენტით დახურული სტადიონი დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული და გააძვირებდა ობიექტის მშენებლობას. დღეს პროექტი ოცი ათას მაყურებელზეა გათვლილი, მაგრამ სამომავლოდ თუ უფრო მეტი პოპულარობა შეიძინა ფეხბურთმა და საჭიროება გაჩნდა, სტადიონს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს კიდევ რამდენიმე ათასი მაყურებელი დაემატოს” – აღნიშნა დავით ზოიძემ.
რატომ ეს პროექტი?
როგორც საკონკურსო კომისიის წევრმა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნათია აფხაზავამ განაცხადა ”ბათუმელებთან”, საკონკურსო კომისიის წევრები პროექტებს ქულებით აფასებდნენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: როგორ ჰქონდა წარმოდგენილი საპროექტო ტერიტორიის ურბანული განვითარება და სივრცითი მოცულობითი გადაწყვეტის სქემა; საპროექტო წინადადების ეკონომიურობა და განხორციელების პრაქტიკულობა, პროექტის ღირებულება, კვალიფიკაცია, გამოცდილება და ექსპლუატაციის ხარჯები.
პროექტის ავტორი და გამოცდილება
„IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT SL“ ესპანური საინჟნრო კომპანია. მათ საქართველოში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვთ როგორც კომპანია „CMD Ingenieros“ სახელით, რომლის პროექტების მიხედვით აშენდა საქართველოს პარლამენტი ქუთაისში, ბათუმის ზღვისპირა ბულვარი, გმირთა მემორიალი თბილისში და „ანბანის კოშკი“ ბათუმში. ანბანის კოშკის მშენებლობა, რომელიც ბათუმის მერიამ შეისყიდა დღემდე არ ჩაუბარებია კომპანიას. ამ მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტები ბათუმის მერიაში არ ინახება. როგორც მერიიდან მიღებული ოფიციალური წერილიდან ვიგებთ „ანბანის კოშკის“ მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული ყველა სახის დოკუმენტაცია 2013 წლის 11 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის, აჭარის და გურიის სამმართველომ ამოიღო.
შემთხვევა ბათუმში დღეს, 27 მარტს, დილით მოხდა, როცა მეორე სართულზე მცხოვრები სარეცხს ფენდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის აიპის, „ბათუმის კორპუსის“ თანამშრომლები. აიპის ხელმძღვანელი ზურაბ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მოაჯირის დაზიანების მიზეზი სარეცხის გასაფენი ტროსი გახდა:
„აივნის მოაჯირზე, ერთი სახლიდან მეორეზე, გადაქაჩული იყო ე.წ. სარეცხის ტროსი. მოაჯირი დროთა განმავლობაში სიმძიმისა და სიძველის გამო მოირყა. ზოგადად არ შეიძლება სარეცხის ტროსების დამაგრება მოაჯირზე, არ არის მოაჯირი ამ სიმძიმისთვის გათვლილი“ – ამბობს ზურაბ ნაკაიძე.
მისი თმით, „ბათუმის კორპუსს“ მსგავსი შემთხვებისთვის თანხა ბიუჯეტში არა აქვს გათვალისწინებული, თუმცა ამჯერად მათი სამსახურის თანამშრომლები მოსახლეობასთან აწარმოებენ მოლაპარაკებას „ხელოსნებს დავახმართ და უნდა შეკეთდეს, მიმდინარეობს ამაზე მუშაობა“ – განაცხადა ზურაბ ნაკაიძემ.
პირველი სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც დღეს შემოწმდა ”ინდიგოა”.
”სანიტარული მონიტორინგის ფარგლებში, მიმიდინარეობს სტომატოლოგიური კაბინეტების და კლინიკების შემოწმება ინსტრუმენტების სტერილობაზე, თუ როგორ ხდება სტომატოლოგიური იარაღების წინასასტერილიზაციო დამუშავება, როგრო ხდება თავად ინსტრუმენტების სტერილიზაცია და დეზინფექცია. ასევე მოწმდება სამედიცინო ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებელყოფის წესები. ჩვენთან არსებული ლაბორატორიის სპეციალისტების მეშვეობით, ხდება კლინიკიდან სტერილური ინსტრუმენტებისა და იარაღების აღება სტერილობაზე, რომლებიც გადაიგზავნება ლაბორატორიაში და 10 დღის შემდეგ გვეცოდინება დასკვნა თუ, როგორ არის იარაღები გასტერილებული” – ამბობს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ნუგზარ ცეცხლაძე.
შემოწმების ძირითადი მიზანია C ჰეპატიტის პრევენცია.
”რა თქმა უნდა მივესალმებით ამ შემოწმებას, ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ამ ნორმატივებით და ჩვენთვის ახალი არაფერი ყოფილა ამ შემთხვევაში. ვფიქრობ, რაკი სტომატოლოგიური მოსმახურება არის მაღალი რისკის შემცველი, ამისთვის აუცილებლად უნდა მოხდეს, წელიწადში ერთხელ მაინც სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა დაავადებები და გართულებები” – ამბობს სტომატოლოგიური კლინიკა ”ინდიგოს” ხელმძღვანელი, თათია ანდღულაძე.
სპეციალისტები ინსტრუმენტებს სტერილობაზე ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში ლაბორატორიულად შემოწმებენ.
მერია მსგავს შემოწმებებს პერიოდულად ახორციელებს. ბათუმში 80-მდე სტომატოლოგიური კაბინეტი ფუნქციონირებს და დღეისთვის მათგან 7 კაბინეტია შემოწმებული. ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, ამათგან ერთ-ერთ ობიექტზე გამოვლენილია დარღვევები.
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სტომატოლოგიურ კაბინეტებს მიეცემათ წერილობითი გაფრთხილებები და გარკვეული ვადა ხარვეზის აღმოფხვრისთვის. ”გადამოწმების შედეგად თუ არ აღმოიფხვრება ჩვენს მიერ დასახული ღონისძიებები მითითებულ ვადებში, მაშინ შესაბამისად განხორციელდება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობები” – თქვა ნუგზარ ცეცხლაძემ.
მერიის ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.
სტომატოლოგიური კაბინეტების გარდა, გარემოსდაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება რეგულარულად ახორციელებს მუნიციპალური სასადილოების, სკოლების, ბაღების, სავადმყოფოების, პოლიკლინიკების, სასტუმროების, სილამაზის სალონების, ბავშვთა გასართობი ცენტრებისა და საცურაო აუზების ლაბორატორიულ შემოწმებას.
ამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 77 ათას 526 ლარია გათვალისწინებული.
ჯანდაცვის სისტემის სოციალური მოდელი, სამედიცინო მოდელისგან განსხვავებით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს კონკრეტულ სერვისებს უშუალოდ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე სთავაზობს და არა დიაგნოზის საფუძველზე, როგორც ეს ამჟამად მოქმედი სამედიცინო მოდელის მიხედვით ხდება.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ხშირად სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა აღენიშნებათ. თუმცა, საქართველოს პორტიჯის ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ცინცაძე ამბობს, რომ დაუნის სინდრომის მქონე ზოგიერთი ბავშვი ინტენსიური მუშაობის შედეგად განვითარების ნორმისთვის შესაბამის დონესაც აღწევს, ზოგიერთს საშუალო ჩამორჩენა აქვს, მძიმე ჩამორჩენა კი შედარებით უფრო ნაკლებ პროცენტს აღენიშნება. აქედან გამომდინარე, ზოგიერთ ბავშვთან მეტი მუშაობაა საჭირო, ზოგიერთთან – ნაკლები.
გარდა ამისა, ამ სინდრომის მქონე ადამიანებში უფრო მაღალია გულის მანკის ალბათობა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების რისკი, ამიტომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ზოგიერთი ისეთი გამოკვლევა და თერაპია ესაჭიროებათ, რასაც ტიპიური განვითარების ბავშვები არ საჭიროებენ.
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (დაუნის სინდრომის, აუტიზმის, ცერემბრალური დამბლის მქონე და სხვა 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ლაგოდეხში – ადრეული ინტერვენციის ცენტრები ფუნქციონირებს. ამ პროგრამით სარგებლობისთვის სახელმწიფო თითოეულ ბავშვს 144-ლარიანი ვაუჩერით აფინანსებს. ადრეული განვითარების პროგრამა მოიცავს კვირაში ორ ვიზიტს – განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი კვირაში ერთი საათით მიდის ცენტრში, სადაც ჯგუფურ აქტივობებშია ჩართული თანატოლებთან ერთად და კვირაში კიდევ ერთი საათი, სპეციალისტი მიდის ბავშვთან სახლში და ინდივიდუალურად მუშაობს მასთან.
ნინო ცინცაძის თქმით, ადრეული ინტერვენციის პროგრამა მიმართულია სხვადასხვა სფეროში ამ ბავშვების უნარების განვითარებისკენ. ”აქ შედის ყველა სფერო, შემეცნებითი სფერო, კომუნიკაციური მეტყველების სფერო თუ სოციალური უნარების გამომუშავება, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ დამატებით სერვისები არ ესაჭიროებათ”, – ამბობს ის.
დღეს არსებული მონაცემებით, ამ პროგრამაში საქართველოს მასშტაბით 480 ბავშვია ჩართული.
დაუნის სინდრომის მქონე თითოეულ ბავშვს, ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ღირებულების გამოკვლევა თუ დამატებითი თერაპია ესაჭიროება, რისთვისაც სახელმწიფო მათ ყოველთვიურ პენსიას – 150 ლარს უნიშნავს, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც მათ შესაბამისი სტატუსი ენიჭებათ.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალთა კავშირის „ჩვენი ბავშვების“ პროექტების ხელმძღვანელის ლია ტაბატაძის თქმით, სტატუსის მინიჭების პროცესი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ხშირად დროშიც იწელება. ”სტატუსის მინიჭება სამ წლამდე არ ხერხდება. ჩემი გოგო ხუთი წლისაა და მას სტატუსი ჯერაც არ აქვს. ჩვენს ბავშვებს მუდმივად ესაჭიროებათ მეტყველების თერაპია, ფიზიოთერაპია, მასაჟები… სამ წლამდე ასაკში ბევრი გამოკვლევაა ჩასატარებელი სმენაზე, მხედველობაზე, ფარისებრ ჯირკვალზე და სხვა რისკებზე, სადაც დროული ჩარევაა საჭირო. ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირადღირებული სერვისია და ხშირად ოჯახებს ამის ფული არ აქვთ”, – ამბობს ის.
დღეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს სტატუსს დიაგნოზის საფუძველზე ანიჭებს. იმ დიაგნოზთა ჩამონათვალში, რომლითაც ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ენიჭებათ, დაუნის სინდრომი არ არის შეყვანილი, ამიტომ მათ სტატუსს ანიჭებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ ფუნქციური უნარების დარღვევა დაუდგინდებათ.
„ეს დიაგნოზი არის ძალიან მძიმე, როცა ჩატარდება და დასრულდება მკურნალობის კურსი, როცა დასრულდება სარეაბილიტაციო კურსი და მას არანაირი ფუნქციური გაუმჯობესება რომ არ ეტყობა, ამ შემთხვევაში ვანიჭებთ სტატუსს”, – განმარტავს სოციალური მომსახურების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი ნინო ჯინჯოლავა.
ლია ტაბატაძე ამბობს, რომ გაიდლაინი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სამედიცინო მეთვალყურეობის საჭიროებების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. პედიატრებისთვის, ნეონატოლოგებისა და ოჯახის ექიმებისთვის დაუნის სინდრომის სამედიცინო მეთვალყურეობის პროტოკოლის შექმნაზე ორგანიზაცია „ჩვენი ბავშვები” ორი წელი მუშაობდა.
„სამწუხაროდ, ბევრმა ჩვენმა პედიატრმა არ იცის რა ასაკში რა სჭირდება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს. უნიშნავენ ტვინის მკვებავებს, რაც ბავშვს არ სჭირდება, უშვებენ თავის სონოსკოპიაზე, აკვირდებიან ტვინს და ტყუილად ასხივებენ ბავშვს. სწორედ ამიტომ შევქმენით ეს გაიდლაინი და ერთწლიანი ხვეწნა-მუდარის შედეგად, ჯანდაცვის მინისტრმა სულ რამდენიმე დღის წინ მოაწერა ამ პროტოკოლს ხელი. იგი სულ მალე სამინისტროს ვებგვერდზეც აიტვირთება”, – ამბობს ის. მისივე თქმით, ახლა მათი მიზანია მიიღონ ამ პროტოკოლით გათვალისწინებულ გამოკვლევებზე მორგებული, ცალკე სადაზღვევო პაკეტი. `თუმცა, კი ვიცით, რომ ამას დრო დასჭირდება”, – ამბობს ლია.
სოციალური სააგენტოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სისტემის სოციალურ მოდელზე გადასვლის სამოქმედო სამთავრობო გეგმა 2014-2016 წლებზეა გაწერილი. ”შექმნილი გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და ახლა მულტიდისციპლინარული ჯგუფების დებულებაზე, წესდებასა და სხვა დოკუმენტების შემუშავებაზე ვმუშაობთ”, – ამბობს ნინო ჯინჯოლავა. მისივე თქმით, თუ დღეს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს საქართველოს მასშტაბით 69 სამედიცინო დაწესებულება ანიჭებს, 2016 წლიდან ამას სპეციალური ცენტრი გააკეთებს: ”ეს იქნება ახალი სისტემა, რომლის საფუძველზეც მათ არა მხოლოდ დროულად მიენიჭებათ სტატუსი, არამედ შევთავაზებთ რამდენიმე სერვისს, იქნება ეს სახელმწიფო პროგრამებში ჩართვა, სარეაბილიტაციო კურსი, მედიკამენტები, საკურორტო მკურნალობა თუ სხვა”.
[checklist]
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად – დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.
“სწორად არჩეული პროფესია არის საკუთარი მომავლის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძირითადი პირობა. განათლება, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ახალგაზრდებს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში, მაღალი ხარისხისაა და ამას ჩვენ კი არა, ის სერტიფიკატები და რეკომენდაციები მოწმობს, რასაც საზღვაო განათლების შემფასებელი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტები გასცემენ. რაც მთავარია, უნივერსიტეტში ჩვენ სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას, დაეუფლონ იმ პროფესიებს, რომლებიც მაღალანაზღაურებად და პერსპექტიულ სპეციალობებად არის მიჩნეული ჩვენს ქვეყანაში“ – ასე პასუხობს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია მიქელთაძე კითხვას, თუ რატომ უნდა აირჩიონ აბიტურიენტებმა მათი უნივერსიტეტი.
ნათია მიქელთაძე
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ უნივერსიტეტის მენეჯმენტმა, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გამოწვევებისა, სწავლის გადასახადი შეამცირა. ნათია მიქელთაძის თქმით, ხშირად არჩევანის გაკეთებისას როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია მატერიალური საკითხი და სწორედ ამიტომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, საბაკალავრო პროგრამებზე საზღვაო მიმართულებით სწავლის გადასახადი შეემცირებინა სასწავლებლის არსებობის მანძილზე პირველად: „თუ ჩვენთან აქამდე სწავლის გადასახადი იყო 2800 ლარი, 2015-2016 წელს ჩარიცხული სტუდენტები გადაიხდიან 2500 ლარს წელიწადში.“
უნივერსიტეტს აქვს სიახლეები საერთაშორისო ურთიერთობის კუთხითაც: ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში კიდევ ერთი ახალი პროგრამის შესახებ შეიტანა განაცხადი. პროგრამა ქართულ-უკრაინულია და მომზადებულია ნავიგაციის უნივერსიტეტისა და უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის ადმირალ მაკაროვის გემთმშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის ერთობლივი მუშაობის შედეგად. პროგრამის სახელწოდებაა „გემის ენერგეტიკული დანადგარები“. ახალი პროგრამა ბევრ კომპონენტს მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი _ სტუდენტთა გაცვლის ნაწილია, ანუ საქართველოში ჩარიცხული სტუდენტები რამდენიმე სემესტრს ისწავლიან უკრაინაში, ხოლო იქაური სტუდენტები _ ბათუმში. ამ პროგრამის საბოლოოდ გავლის შედეგად კურსდამთავრებული მიიღებს ორ დიპლომს, რაც კიდევ ერთი დამატებითი ინდიკატორი იქნება კურსდამთავრებულთა დასასაქმებლად.
განსაკუთრებული სიახლე აქვს უნივერსიტეტის ლოგისტიკის ფაკულტეტს, რომელიც ასევე ახალი საერთაშორისო მიღწევაა. ფაკულტეტის წარმომადგენლები მიმდინარე წლის მარტში მიიღებენ მონაწილებას სლოვაკეთში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელზედაც ბნსუ-ს ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ქეთევან გოლეთიანი ხელს მოაწერს ბნსუ-ს (საქართველო), ჩერნიგოვოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა (უკრაინა) და ბალუდიანსკის აკადემიურ საზოგადოებას (სლოვაკეთი) შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს; ხოლო მიმდინარე წლის მაისში ნავიგაციის უნივერსიტეტი უმასპინძლებს ბათუმში მასშტაბურ და წარმომადგენლობით კონფერენციას დარგის სპეციალისტებისთვის. ღონისძიებაზე დასწრებისა და წარმოჩენის საშუალება ექნებათ სტუდენტებსაც, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ კომპეტენციას ამ სფეროში.
„ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი – ახალგაზრდა აუცილებლად სახელმწიფო სასწავლებელში უნდა ჩაირიცხოს, რომ მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს. სხვადასხვა სასწავლებელში მუშაობის 21-წლიანი გამოცდილებით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუკი არსებობს განსხვავება სახელმწიფო და კერძო სასწავლებელს შორის, ეს განსხვავება მხოლოდ კერძო უნივერსიტეტის სასარგებლოდაა. დაწესებულება, რომლისთვისაც სტუდენტი შემოსავლის ძირითადი წყარო და საშუალებაა, ყოველთვის იქნება მიმართული იქითკენ, რომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას სტუდენტს, უკეთესი სპეციალისტი გაზარდოს, მის პროფესიონალიზმში ჩადოს მთელი თავისი რესურსი, რათა სამომავლოდ კიდევ მეტი და მეტი სტუდენტი მოიზიდოს. ამიტომ, ყველა მოტივირებულ ახალგაზრდას მოვუწოდებ ისწავლონ ჩვენთან, ჩვენ კი ვპირდებით, რომ სტუდენტი, რომელიც ჩვენთან ისწავლის, გახდება პროფესიონალი, დასაქმებული და წარმატებული მოქალაქე“ – ამბობს ნათია მიქელთაძე.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი – უზრუნველყავი შენი მომავალი – ისწავლე ჩვენთან!
მის.: თამარ მეფის გამზირი #38 დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +995 790 292525
პროგრამის ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონში 10 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია შეირჩევა, რომლებიც შერჩეულ მოხალისეებს ადგილობრივ დონეზე გაუწევენ კოორდინირებას. რეგიონული ორგანიზაციები მოხალისეებს რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში შეარჩევენ.
შერჩეული 134 მოხალისისა და 10 რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის 6-დან 10 მაისის ჩათვლით ჩატარდება 5- დღიანი მოსამზადებელი ტრეინინგსემინარი (საქართველოს მოხალისეთა ფორუმი), რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ შერჩეული ტრენერები ჩაატარებენ.
ახალგაზრდების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად:
კონკურსის პირველ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა 25 მარტიდან 17 აპრილამდე რეგისტრაცია უნდა გაიარონ პროექტის ვებგვერდზე. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.
კონკურსის მეორე ეტაპზეგადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება ორი გამარჯვებული და პროგრამის ფარგლებში გაფორმდება მოხალისეობის ხელშეკრულება.
შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ფაქტორები: ასაკი – 18დან – 25 წლამდე, მოტივაცია და კომუნიკაბელურობა,გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები, საზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტიურობა.
პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ, 6 – დან 10 მაისის ჩათვლით გაიარონ 5-დღიანი ტრენინგსემინარი დაბა ბაკურიანში, მიიღონ 45-ლარიანი ყოველთვიური მოხალისეთა სტიპენდია.
ისინი მონაწილეობას მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვა ღონისძიებებში, ჩაერთვებიან საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service).
ტრეინინგკურსის დასრულების შემდეგ „საქართველოს მოხალისეები“ საკუთარ მუნიციპალიტეტში, მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, უშუალოდ განახორციელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას, ჩაატარებენ წინასწარ დაგეგმილ ღონისძიებებსა და საკუთარ ინიციატივებს, ყოველთვიურად შეადგენენ მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს, რის საფუძველზეც გამოვლინდებიან წლის საუკეთესო მოხალისეები. მოხალისეები საკუთარი ინიციატივისა და მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე, ახორციელებენ ისეთ აქტივობებს როგორიცაა:
მოხალისეთა კლუბის შექმნა; გარემოსდაცვითი ღონისძიებები; საქველმოქმედო საქმიანობა – სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება; ფილმების ჩვენება; უცხო ენის კურსების გამართვა; ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები); შშმ ბავშვების ინტეგრაცია; ღირშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა; შემოქმედებითი საღამოების გამართვა; ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.
სოფელ ჩაოში უკუმიგრირებულთა შორის ერთ-ერთი მერაბ მახარაძის ოჯახია. მახარაძეების ოთხსულიანი ოჯახი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ხუთი წელი ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც ქართულ-ოსური დაპირისპირება დაიწყო, ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა და უკან დაბრუნებულიყო.
„სოფელში ზვავისა და მეწყრის შემთხვევა ხშირი იყო, გეოლოგიური დასკვნით აქ ცხოვრება არ შეიძლებოდა, სწორედ ეს იყო ჩვენი გადასახლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი“, – მიხსნის სოფლის მკვიდრი და სკოლის პედაგოგი მერაბ მახარაძე.
„სოფელ ხურვალეთში ოჯახთან ერთად ხუთი წელი ვიცხოვრე, მაგრამ მას შემდეგ, რაც არეულობა დაიწყო, იძულებული გავხდით უკან დავბრუნებულიყავით. საზღვარი ჩემს სახლთან გაიყვანეს, სახლი ჩვენ მხარეს იყო, მიწა და საკარმიდამო ადგილები კი ოსურ მხარეს დარჩა, მიწის გარეშე რით უნდა მერჩინა თავი, თან დაძაბულობა მატულობდა: საზღვრის მარჯვენა მხარეს, სახლთან ახლოს რუსულ-ოსურ ჯარი იდგა, მარცხენა მხარეს კი – ქართული გვარდია. როგორც კი ვითარება გართულდა, მივატოვეთ საცხოვრებელი და წამოვედით“, – ამბობს მერაბი.
სახლი, სადაც უკუმიგრირებული მახარაძეების ხუთსულიანი ოჯახი ახლა ცხოვრობს ცუდ მდგომარეობაშია, სახლს გამაგრება სჭირდება, რადგან ორი წლის წინ მთიდან ჩამოვარდნილმა ლოდმა ხის ერთსართულიანი სახლის საყრდენი ბოძი და კედელი ჩამოშალა. დაზიანებულ სახლს გასულ წელს ხე დაეცა და ისევ დააზიანა. ოთახი, რომელსაც ორი წლის წინ მისაღების დანიშნულება ჰქონდა, დღეს უფუნქციოა, რადგან, როგორც მერაბი ამბობს, იატაკი და კედლები მოირყა, ცხოვრება კი სახიფათოა. სახიფათოა დანარჩენი ოთახებიც. უსაფრთხოების მიზნით მისაღები ოთახი ოჯახმა სარდაფში მოაწყო. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ქვათა ცვენისა და ზვავის შემთხვევები ხშირია, რის გამოც ორი წელია, რაც მახარაძეები საცხოვრებელი სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის შესწავლას ითხოვენ.
„ორი წელია ვითხოვ საცხოვრებელი სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლას, შეიძლება თუ არა აქ ცხოვრება, მაგრამ ჩემი განცხადება ვერა და ვერ დაკმაყოფილდა. ხშირია ქვათაცვენისა და ზვავის შემთხვევა, მეწყერმა 2007 წელს ნალია დამინგრია, ორი წლის წინ ლოდი დაეცა სახლის საყრდენ ბოძს, შარშან კი – ხე, ამ ყველაფერმა გამოიწვია სახლის დეფორმირება. გვეშინია. სამი ბიჭი მყავს, სამივე ცოლ-შვილიანია, რადგან საშიშროების წინაშე ვართ და ხშირად არის მეწყრისა და ქვათაცვენის შემთხვევები, ერთი ბიჭი ცოლ-შვილთან ერთად მისი ცოლის დასთან გადავიდა საცხოვრებლად, მეორეს კი დაბა ხულოში ვუქირავე ერთოთახიანი ბინა და იქ ცხოვრობენ დროებით. ოჯახში მე ვმუშაობ მხოლოდ, როგორ მერჩინა 11 სული? კი იცით პედაგოგის ხელფასი რაც არის, რადგან სხვა გზა არ იყო -ჩემმა შვილმა ხულოში რომ ცხოვრობს, მეეზოვედ დაიწყო მუშაობა იმის მიუხედავად, რომ მეორე ჯგუფის ავადმყოფია, მარჯვენა ხელ-ფეხი პარალიზებული აქვს.
გასულ წელს ნაადრევად მოსულმა თოვლმა ტყეში საუკუნოვანი წიფლის ხეები დაგლიჯა და სოფლის განაპირა მხარეს მცხოვრებ 15 ოჯახს პრობლემა შეგვიქმნა, ზვავის საშიშროება გვემუქრება, 50 ძირი ხეა დაგლეჯილი, რომელსაც ქვა-ღორღი მოაქვს“, – ამბობს მერაბი.
მერაბის მსგავსად სოფლის დატოვება ჩაოში მცხოვრებ 74 ოჯახს მოუხდა, გადასახლებული 75 ოჯახიდან 15 ხურვალეთში დასახლდა, 35 – წითელუბანში, დანარჩენი კი – გრიგოლეთში. სოფელში იმ დროს მხოლოდ 43 ოჯახი დარჩა, მაშინ გეოლოგებმა გადაწყვიტეს, რომ მათი გასახლება საჭირო არ იყო, ეროზიის საშიშროება არ ემუქრებოდათ.
სკოლა ჩაოში
როგორც სოფელში საუბრობენ, ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყებიდან მალე ხურვალეთში ჩასახლებული 15 ოჯახიდან 10 ოჯახი ჩაოში დაბრუნდა, ხუთი დარჩა, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ხუთი ოჯახიდან ორ ოჯახსაც მოუწია სახლის მიტოვება.
„ჩემს მეზობლად, გორში, 15 ჩაოელი ოჯახი ცხოვრობდა, არეულობის შემდეგ მხოლოდ ხუთი დარჩა, დანარჩენი წამოვედით. ხურვალეთში დარჩენილი ორი ოჯახი, ბეგლარ აბულაძისა და ციალა აბულაძის ოჯახები 2008 წლის ომის დროს წამოვიდნენ და ფაქტობრივად უსახლკაროდ დარჩნენ, რადგან ჩაოში მათი სახლები დაინგრა. როგორც ვიცით, ბეგლარ აბულაძე ოცნების ქალაქს რომ ვეძახით, იქ აფარებს თავს, ციალა ლაბაძემ კი თავი ძმის ოჯახს შეაფარა“, – ამბობს მერაბი.
სოფლის მოქმედი გამგებელი და ჩაოს საჯარო სკოლის პედაგოგი გენადი ცეცხლაძე გვიყვება, რომ წლების წინ 34 ოჯახთან ერთად მის ოჯახსაც მოუხდა საცხოვრებლის მიტოვება და გორში, სოფელ წითელ უბანში გადასახლება. ამბობს, რომ კარგად განვითარებული მეურნეობა მოსახლეობას დიდ შემოსავალს აძლევდა და მშრომელ ადამიანს თავის რჩენის უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, ვიდრე ჩაოში, მაგრამ კონფლიქტმა და სოფელში გავლებულმა საზღვარმა ოჯახებს საცხოვრებლების დატოვება აიძულა. სოფელ წითელ უბანში ჩასახლებული 35 ოჯახიდან, გენადის თქმით, 15 უკან დაბრუნდა.
„სახლი ავაშენე, ჩემს ოჯახთან ერთად ახალაშენებულ სახლში გადასვლაც ვერ მოვახერხე, ისე მოგვიხდა სოფლის დატოვება, გვითხრეს საცხოვრებლები უნდა დაგვეცალა და გორში გადავსულიყავით… ვიდრე აქედან გადავიბარგებოდით, ჩავედი და ვნახე ის ადგილი, სადაც უნდა მეცხოვრა. მომეწონა, უარი არც მითქვამს. სოფლის უმრავლესობა ეროვნებით ოსი იყო, ჩემთან ერთად იმ სოფელში ჩაოელი 34 ოჯახი დაბინავდა. როგორც ვიცი, ჩვენს გადასახლებას გეოლოგიური მიზეზის გარდა პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა, ქართველებისა და ოსების დაახლოება უნდა მომხდარიყო.
ვერ ვიტყვი ცუდ მდგომარებაში ვცხოვრობდით-მეთქი, პირიქით ბევრად უკეთესი პირობებიც იყო, ვიდრე ჩაოში, მეურნეობა იყო განვითარებული და მშრომელი კაცი თავს ყველანაირად ირჩენდა. პირველად კლუბის შენობში დავბინავდით, სადაც ერთი წელი ვიცხოვრე, მერე ერთოთახიანი ბინა შემიძინეს და იქ გადავედით საცხოვრებლად, ვმუშაობდი, მეურნეობის მეთოდისტი ვიყავი, საკუთარი შემოსავალი გამაჩნდა და არც არაფერი გვიჭირდა, მაგრამ გადასახლებიდან ორი წლის შემდეგ იძულებული გავხდით სოფელს დავბრუნებოდი, რადგან არეულობა დაიწყო და რთული იყო იქ გაჩერება“, – ამბობს გენადი.
ლამარა ცინცაძე
უკუმიგრირებულ ოჯახებს შორის ლამარა ცინცაძის ოჯახიცაა. ლამარას წამოსვლის მიზეზიც დაპირისპირება და სოფელ კვარხეთში შექმნილი რთული ვითარება იყო. საკუთარ საცხოვრებელს დაბრუნებული მოხუცი დაბრუნებას ნანობს და ამბობს, რომ ვინც დარჩა და დაძაბულობას გაუძლო, დღეს უკეთეს პირობებში ცხოვრობს, ვიდრე სოფელში დაბრუნებული ოჯახები.
„კვარხეთში დაძაბულობა რომ დაიწყო, იძულებული გავხდით უკან გამობრუნებულიყავით, ერთი წლის წინ ჩაკეტილი კარები გავხსენით და მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ. ჩვენ წამოვედით, მაგრამ ჩემთან ერთად ჩასახლებული ჩემი მეზობლების ნაწილი დარჩა. როგორც ვიცი, ვინც დარჩა ის ოჯახები კარგად არიან, ჩვენ უფრო რთულ ვითარებაში ვართ. ზვავ და მეწყერსაშიში მდგომარეობაა ჩვენთან, საშიში მდგომარეობა რომ იყო, ამიტომ გაგვასახლეს თავის დროზე“, – მიყვება 74 წლის ლამარა.
ლამარას მეზობლად მცხოვრები ნაზი ცეცხლაძე ამბობს, რომ მათი ოჯახის სოფელში უკან გამობრუნების მიზეზი, გარდა კონფლიქტისა, ოჯახის უხუცესი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო:
„ჩვენს მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ქმრის დედ-მამამ ჰაერი ვერ აიტანა – ცუდად ხდებოდნენ, ამას მუდმივი სროლა ემატებოდა და იქ რა გაგვაჩერებდა. წამოვედი და დღემდე აქ ვცხოვრობთ. აქ ჩვენი სახლი ყოველდღე ფორმას იცვლის. ვითარდება გეოლოგიური პროცესები. ეზოში ნალია მქონდა, 2012 წელს ზვავი ჩამოწვა და დამინგრია, გეოლოგები მოვიდნენ, შეისწავლეს, მაგრამ რამდენად რთული ვითარება იყო, არაფერი უთქვამთ, არც კარგი და არც ცუდი“.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით ამ სოფლიდან არავის მოუმართავს. რაც შეეხება მერაბ მახარაძის საცხოვრებელ სახლს, გეოლოგები უახლოეს ხანში შეისწავლიან მდგომარეობას და ოჯახს გეოლოგიური დასკვნის შესაბამის დახმარებას გავუწევთ.
იმ შემთხვევაში თუ ოჯახები ნამდვილად უსახლკაროები არიან, ამის თაობაზე უნდა მოგვმართონ წერილობით. ამავდროულად შესაბამისი დოკუმენტები გვჭირდება, რომ ოჯახები ნამდვილად იქ ცხოვრობდნენ და მათი ყოფილი საცხოვრებლები დაინგრა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შუამდგომლობას გავუწევთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან შემდგომი რეაგირებისთვის.
რაც შეეხება მეწყერ და ზვავსაშიშროებას, ჩემი მუშაობის პერიოდში ამ სოფლიდან მსგავსი შემთხვევების შესახებ არ მსმენია. დაწვრილებით რაიმეს თქმა მხოლოდ გეოლოგიური შესწავლის შემდეგ შეიძლება“.
ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი დეკანის როსტომ ბერიძის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოიწურა. დეკანი უნივერსიტეტში აირჩევა ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
როსტომ ბერიძე ფაკულტეტის დეკანი იყო 2011 წლიდან, იგი დეკანის არჩევნებში მონაწილეობას წელსაც გეგმავს.
ტურიზმის ფაკულტეტის ახალი დეკანი შეიძლება გახდეს მხოლოდ ამავე ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. კანდიდატთა რეგისტრაცია 15 აპრილიდან 25 აპრილამდე გაგრძელდება, არჩევნები კი 27 აპრილს ჩატარდება.
არჩევნებში კანდიდატისთვის ხმის მიცემის უფლება ფაკულტეტის ყველა აკადემიურ პირს აქვს. ხმის მიცემის უფლება აქვთ ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტებსაც.
ტურიზმის ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფაკულტეტია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
„სპეციალურ სტენდზე რეგიონის ტურისტული, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო მასალებია გამოფენილი. წარმოდგენილია რეგიონისათვის დამახასიათებელი სამზარეულო, ტრადიციული ადგილობრივი ღვინოები: ჩხავერი, ცოლიკაური და საწური. ასევე საკონდიტრო და კულინარიული ნაწარმი. პარალელურად მონიტორზე რეგიონის შესახებ ვიდეო რგოლებს აჩვენებენ,“ – ამბობს ნათია სირაბიძე, აჭარის მტავრობის პრეს სამსახურის ხელმძღვანელი.
ნათია სირაბიძის ინფორმაციიით, 25 მარტს ევროპის საბჭოს შენობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალურმა დელეგაციამ სპეციალური მიღება გამართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს, ასამბლეაზე დამსწრე საზოგადოებას და დიპლომატებს პირადად გააცნო რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი. მიღებაზე მოწვეულ ევროსაბჭოს წევრებს არჩილ ხაბაძესთან ერთად კონგრესის პრეზიდენტი ბატონი ფრეკონი მიესალმა. ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებმა ქართული ღვინო და კერძები დააგემოვნეს“.
„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა გავიცნოთ აჭარის ტრადიციები. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ხაბაძეს, რათა მოგვცა საშუალება გავცნობოდით აჭარის რეგიონის მდიდარ კულტურას. ეს ღონისძიება არა მხოლოდ აჭარის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ემსახურება, არამედ მნიშვნელოვანია ზოგადად ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებისთვის. ვინაიდან გლობალიზაციის პირობებში, კულტურული ურთიერთდამოკიდებულება და მრავალფეროვნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში საერთო სტანდარტებისა და ამავე დროს განსხვავებათა პატივისცემის დამკვიდრებაში“ – აღნიშნა ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ფრეკონმა.
„მიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე აჭარა ღირსეულად არის წარმოდგენილი. ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რათა შედეგად ქვეყანაში მივიღოთ ევროპული სტანდარტის დემოკრატიული ინსტიტუტები, ევროპული მოდელის საბაზრო და ეკონომიკური სტანდარტები და ეფექტური, ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული მმართველობითი სისტემა ყველა დონეზე. დღეს წარმოდგენილი საინფორმაციო მასალა და ქართული სამზარეული ხელს შეუწყობს რეგიონის მიმართ ინტერესის ამაღლებას. 47 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება კონგრესს და შეიძლება ითქვას ამდენივე ქვეყანა გაიგებს თუ რა მდიდარი კულტურის და ტრადიციების მატარებლები ვართ.“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიულ-კულტურული სიმდიდრის და ტურისტული პოტენციალის ამსახველი გამოფენა გუშინ დასრულდა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და უმაღლესი საბჭოს წევრები.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მუზაფერ უსტაბაშს ბრალად ედება ბელგიის სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე, 322-ე, 323-ე, 461-ე, 468-ე, 471-ე, 472-ე და 484-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ყაჩაღობის ორგანიზებას ან ყაჩაღობას გულისხმობს. 2011 წელს ქალაქ ანდერლეხტში მდებარე ბულგარული სატრანსპორტო კომპანია „ექსპრესტრანსის“ მძღოლმა განაცხადა მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის შესახებ. განცხადების თანახმად, პოლიციელების ფორმაში გადაცმული 5 შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა კომპანიაში, რომლებმაც გაანეიტრალეს – „თურკისჰ ჭაყ“-ში მყოფი 5 დისპეტჩერი, აიყვანეს ისინი მძევლებად და მუქარით წაართვეს კონვერტი, რომელშიც, სავარაუდოდ, იყო 56-დან 87 700 ევრომდე თანხა. აგრეთვე, იქ მყოფ პირებს წაართვეს მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაული, სავარაუდოდ, მომზადებული იყო ვინმე „ტოტი“-ს მიერ. შემდგომი ღონისძიებების შედეგად, „ტოტი“ იდენტიფიცირებული იქნა როგორც მუზაფერ უსტაბაში.
ამჟამად მუზაფერ უსტაბაში დაკავებული და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.