ავიარეისი კიევი-ბათუმი კვირაში სამჯერ შესრულდება

 

31მაისს, 13:00 საათზე, ბათუმის აეროპორტში პირველი ჩარტერული ფრენა უკრაინიდან განხორციელდება. ავიაფრენას ტურისტებთან ერთად 40-მდე უკრაინელი ტუროპერატორი და 12 ჟურნალისტი ჩამოყვება.


ივნისში რეისები კვირაში 3-ჯერ: სამშაბათობით, პარასკეობით და კვირაობით განხორციელდება, ხოლო 15 ივლისიდან რეისები დამატებით ოთხშაბათობითაც შესრულდება. 

კიევიდან ფრენა (უკრაინის დროით) 09:00 საათზე განხორციელდება და ტურისტი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში (საქართველოს დროით) 12:15 საათზე შეძლებს ჩამოსვლას. ბათუმიდან კიევის მიმართულებით ფრენა საქართველოს დროით 14 საათზე შესრულდება.

ბილეთის მინიმალური ფასი ერთი მიმართულებით 99 ევროდან, ხოლო ორი გზა 199 ევროდან დაიწყება. აღნიშნული ტარიფში ტაქსის მომსახურებასაც შედის.

PR მენეჯერის ვაკანსია თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

 

მოთხოვნები:


• თანამედროვე ხელოვნების სფეროში, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის შესახებ ცნობადობა.

 

• PR-ის სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;

 

• ღონისძიებების მიმართულებით, PR სტრატეგიის მომზადების გამოცდილება;

 

• საქართველოს მედია სივრცის ცოდნა; (უცხოური მედია კონტაქტები მისასალმებელია)


• კომუნიკაციის კარგი უნარი;


• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; (წერა, კითხვა, საუბარი)


• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა Microsoft Office, Adobe…


წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი :

• სამოტივაციო წერილი ქართულ და ინგლისურ ენებზე;

• CV;

• ერთი სარეკომენდაციო წერილი;

 

განაცხადები მიიღება 8 ივნისის ჩათვლით 18:00 საათამდე შემდეგ ელექტრონურ მისამართზე:
casbatumi@gmail.com

საკონტაქტო ტელეფონი: +995 593604595

დამატებითი ინფორმაცია:

 

• შერჩეული მონაწილეები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებისათვის;

• საბოლოოდ შერჩეული მონაწილე, იქნება აყვანილი 3 თვით გამოსაცდელი ვადით,რომლის შედეგად სამუშაო მოვალეობების წარმატებით შესრულების შემთხვევაში, მას გაუფორმდება ერთწლიანი სამუშაო ხელშეკრულება.

Pink Floyd-ის საღამო ხელოვნების უნივერსიტეტში [ფოტო]

 

საღამოს წამყვანმა, პოეტმა ბექა მურვანიძემ და შეკრებილმა მელომანებმა, ჯგუფის შესახებ ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე ისაუბრეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკრაინელი მოჭადრაკე ჩაქვში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

 

ნატალია ჟუკოვა
ნატალია ჟუკოვა

ჩემპიონატის დასაწყისში ქულათა მაქსიმუმით – 5 პარტიიდან 5 გამარჯვებით რუმინელი მიქაელა სანდუ ლიდერობდა, მეექვსე ტურში დაწინაურდა ბათუმელი მოჭადრაკე, ნინო ბაციაშვილი, რომელმაც ლიდერის პოზიცია ოთხი ტურის მანძილზე შეინარჩუნა, თუმცა მეათუ ტურში ნინო უკრაინელ ნატალია ჟუკოვასთან დამარცხდა და ჩემპიონის ტიტულისათვის გადამწყვეტი შეხვედრა დასკვნით ტურში  შედგა ნატალია ჟუკოვასა და სომეხ დიდოსტატ, ელინა დანიელიანს შორის. შეხვედრა უკრაინელი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა. ჟუკოვამ უკვე მეორე მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. აღსანიშნავია, რომ ის ბათუმში 2000 წელს გამართული პირველი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.


ნინო ბაციაშვილი | ქალთა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში, მეშვიდე ტური | ჩაქვი, 25 მაისი 2015
ნინო ბაციაშვილი | ქალთა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში, მეშვიდე ტური | ჩაქვი, 25 მაისი 2015

ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი კი ნინო ბაციაშვილმა მოიპოვა და მის საერთაშორისო რეიტინგს 26 ქულა მოემატა. 


ბრინჯაოს მედალი რუსეთის წარმომადგენელ ალინა კაშლინსკაიას ერგო.


ევროპის ჩემპიონატის საბოლოო შედეგები ასე გამოიყურება: 


I ადგილი – ნატალია ჟოკოვა (უკრაინა;2456) – 9,5 ქულა

II ადგილი – ნინო ბაციაშვილი (საქართველო; 2473) – 9 ქულა

III ადგილი – ალინა კაშინსკაია (რუსეთი; 2423) – 8 ქულა

IV ადგილი – ელინა დანიელიანი (სომხეთი; 2458) – 7,5 ქულა

V ადგილი – მარინა გუსევა (რუსეთი; 2391) – 7,5 ქულა

VI ადგილი – ოლგა გირია (რუსეთი; 2479) – 7,5 ქულა

VII ადგილი – მონიკა სოჩკო (პოლონეთი; 2467) – 7,5 ქულა

VIII ადგილი – სალომე მელია (საქართველო;2452) – 7,5 ქულა

IX ადგილი – ინნა გაპონენკო (უკრაინა; 2391) -7,5 ქულა


ჩემპიონატში დაწესებული იყო საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდი 60 000 ევროს ოდენობით, რომელიც შემდეგნაირად განაწილდა ადგილების მიხედვით:

I ადგილი – 11 000 ; II ადგილი – 9 000 ; III ადგილი – 7 000;
IV ადგილი – 5 500; V ადგილი – 4 000; VI ადგილი -3 000;
VII ადგილი – 2 500; VIII ადგილი – 2 250; IX ადგილი – 2 000;
X ადგილი – 1 750; XI ადგილი – 1 600; XII ადგილი – 1 500;
XIII ადგილი – 1 400; XIV ადგილი – 1 300 ; XV ადგილი – 1 200
XVI – XX ადგილი – 1 000 

ბაციაშვილი გარდა ქართველი მონაწილეებიდან საერთაშორისო წოდების ნორმები შეასრულეს: მირანდა მიქაძემ საერთაშორისო დიდოსტატის ქალთა შორის,ხოლო ალექსანდრა ვახანიამ და მერი ჟორჟოლიანმა საერთაშორისო ოსტატის ქალთა შორის.


ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი ხელბურთში

 

 

ოთარ ფაღავას ტურნირი ხელბურთში | ბათუმი, სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი | 30 მაისი 2015

 

  ტურნირი აჭარის ხელბურთის რეგიონალური ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ფედრაციის მთავარი მწვრთნელის მერაბ ჭანტურიას ინფორმაციით მასში ოთხი ბათუმის კუნდი და ორი გორიდან და ფოთიდან მოწვეული გუნდი მონაწილეობს.

 

ჩემპიონატი სამ დღეს გაგრძელდება და 1 ივნისს-ბავშვთა დაცვის დღეს დაჯილდოვების ცერემონიით დასრულდება.

 

თამაშები ხვალ და ზეგ 10 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.


ოთარ ფაღავას ტურნირი ხელბურთში | ბათუმი, სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი | 30 მაისი 2015

 

 

ოთარ ფაღავას ტურნირი ხელბურთში | ბათუმი, სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი | 30 მაისი 2015

 

 

ხუცუბანში წყალსადენ სისტემას აკეთებენ

 

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „წყალკანალ რემშენი“ აწარმოებს, სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 1 160 000 ლარია გათვალისწინებული.


ინფრასტრუქტურული პროექტი ოქტომბრის თვეში დასრულდება, რომლის შემდეგაც წყალსადენი სისტემის შიდა დაქსელვითი სამუშაოების დაწყება იგეგმება. 

ბათუმის ”დინამომ” ფანკლუბს ეთამაშა

 

ბათუმის ”დინამო” და ფანკლუბი ”პირატები”

 

„სეზონის დასასრულს სასიამოვნო ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, რათა უფრო უკეთ გაეცნოთ ქომაგებს ფებხურთელები. გუნდმა საჩუქრად გადმოგვცა თავიანთი ლურჯი მაისურები,  მადლობა მათ ამისთვის. ევროთასების შესარჩევ ეტაპზე  ვუსურვებთ წარმატებას“ – უთხრა „ბათუმელებს“ ფანკლუბის ხელმძღვანელმა გივი გაგუამ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის უმაღლესი ლიგის 2014-2015 წლის სეზონის დასასრულს, ბათუმის „დინამო“ ვერცხლის მედალოსანი გახდა და 17 წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. 

 

22 ივნისს “უეფა” კენჭისყრას ჩაატარებს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ვის ეთამაშება ბათუმის “დინამო” 2 და 9 ივლისს.



ბათუმის ”დინამოსა” და ”პირატების” ამხანაგური შეხვედრა | 29 მაისი 2015


ბათუმის ”დინამოსა” და ”პირატების” ამხანაგური შეხვედრა | 29 მაისი 2015

 

 

ბათუმის ”დინამოსა” და ”პირატების” ამხანაგური შეხვედრა | 29 მაისი 2015

 

ბათუმის ”დინამოსა” და ”პირატების” ამხანაგური შეხვედრა | 29 მაისი 2015



ბათუმის ”დინამოსა” და ”პირატების” ამხანაგური შეხვედრა | 29 მაისი 2015



 

ფოტო და ვიდეო მასალა გამოყენებულია “დინამოს” ფანკლუბის “შავი ზღვის მეკობრეების” (Black Sea Pirates) facebook-სა და youtube-ს ოფიციალური გვერდებიდან




ბათუმი-სარფის გზის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე მუშაობა დაიწყო

 

ქობულეთისა და ბათუმის ასაქცევი გზები [ავტობანი] აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული სესხით (500 მილიონი აშშ დოლარი) დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში შენდება.

 

აჭარის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია ჩოლოქის ხიდიდან ოჩხამურამდე მონაკვეთი; ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ოჩხამურიდან ჩაქვის გვირაბამდე, ხოლო დაგეგმილია მშენებლობა ჩაქვის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე მონაკვეთში.

 

რაც შეეხება ჭოროხის ხიდიდან სარფამდე მონაკვეთს, დეტალური პროექტი დღემდე არ არსებობს, ამ მონაკვეთის გეოგრაფიული მდებარეობისა და მისი სპეციფიკური ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლების  გამო.

 

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე, „საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1-ის“ [ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტი] ფარგლებში ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების [Feasibility Study] დაფინანსების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულება მიმდინარე წლის 29 მაისს გამოქვეყნდა.

 

ავტობანი, ჩოლოქი

როგორ მუშაობენ ტრენერი მასწავლებლები

 

მასწავლებელთა ტრენინგები
მასწავლებელთა ტრენინგები

თებერვალში დამტკიცებული მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, მასწავლებელთა სავალდებულო აქტივობებს სამოდელო გაკვეთილის წარმართვა დაემატა. სამუშაო შეხვედრებზე, ვორქშოფებზე, რასაც აჭარაში დასაქმებულ პედაგოგებს სთავაზობს ფონდი, სწორედ სამოდელო გაკვეთილებია წარმოდგენილი.

 

„ჩვენ მიერ შეთავაზებული ვორქშოფები მომხიბლავია მასწავლებლებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ სამოდელო გაკვეთილს. მოსწონთ ის, რომ ეს არის ერთდღიანი შეხვედრა. რაიონებში ყოველთვის ჭირდა გადაადგილება“, – ამბობს ლალი ლომთათიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის მიმართულებით.

 

სამუშაო შეხვედრები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ თითქმის ყველა საგანში ტარდება. ვორქშოფზე დასასწრებად მასწავლებლებმა ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე: www. aef.ge

 

„მასწავლებელთა სახლმა ტრენინგების ჩატარება შარშან დაიწყო. შარშან აპრილიდან ივნისის ჩათვლით ჩავატარე სამი მოდული. თითო მოდული 26-საათიანია, ხუთსაათიანია ერთი შეხვედრა. წელს, რადგან ტრენინგებს აღარ ვატარებთ, ტრენერებმა შევიმუშავეთ შეხვედრების გეგმა. ზოგს ორსაათიანი შეხვედრა გვაქვს, ზოგს – ოთხიანი. ვორქშოფები დავარქვით, რომელსაც ვატარებთ ჩვენი მასალებით,“ – ამბობს მათემატიკის მიმართულების ტრენერი მაია ძაძამია.

 

კითხვაზე, თუ რას სწავლობენ ვორქშოფებზე მასწავლებლები, მაია პასუხობს: „შეხვედრა დიდი მოდულისგან განსხვავებულია. დიდ მოდულში იყო მთელი მასალა, რაც კი მათემატიკის მასწავლებელს სჭირდება, გნებავთ სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის, გნებავთ სკოლაში გაკვეთილის ჩასატარებლად. ყველა საკითხი შედიოდა, ამიტომ იყო ძალიან დიდი. ოთხსაათიან შეხვედრაში უკვე კონკრეტულად რაღაც თემას ვიღებთ, რომელიც საჭირბოროტოა მასწავლებლებისათვის სკოლაში და აი, ამ თემას გავშლით. ეს მერე გამოადგებათ მასწავლებლებს, თუ როგორ უნდა ასწავლონ მოსწავლეებს. მეთოდოლოგია ძირითადად ისეთია, რომ აუცილებელია პრაქტიკული სამუშაოები, დისკუსიები“.

 

ფიზიკის მიმართულებით ტრენერი მერაბ გობაძე ამბობს, რომ მათ მიერ ჩატარებული ვორქშოფები პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში ეხმარება.

 

„ხშირად პედაგოგები სასკოლო პროგრამაში არიან ჩაკეტილნი. ვმუშაობთ ამოცანების ამოხსნაზე, კონკრეტულ საკითხებს უფრო სიღრმისეულად ვხსნით. თუ რაიმე სიახლეებია, ვაწოდებთ ამ სიახლეებსაც,“ – ამბობს მერაბ გობაძე.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ტრენერი მაია მენაბდე იმ სირთულეებზე საუბრობს, რის წინაშეც მაღალმთიანეთში მცხოვრები პედაგოგები დგანან.

 

ტრენინგი ქედაში
ტრენინგი ქედაში

„მაღალმთიანი რეგიონებისათვის ბევრი რესურსი არის მიუწვდომელი. ბევრ პედაგოგს ინტერნეტი არა აქვს, სახელმძღვანელო იქნება ეს თუ ინტერნეტმასალა, მათთვის ხელმისაწვდომი არ არის. ეს უქმნის მასწავლებლებს ბევრ პრობლემას. სწავლებაში თანამედროვე მეთოდების დანერგვა თავისთავად გულისხმობს კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენებასაც“ – ამბობს მაია მენაბდე.

 

ბათუმის მასწავლებელთა სახლის ისტორიის მიმართულების ტრენერი კახაბერ ჩაკვეტაძე ამბობს, რომ იმ ტრენინგებიდან, რომელიც მას აჭარის რეგიონში ჩაუტარებია, ყველაზე დიდი დაინტერესება ხულოში მცხოვრები პედაგოგებისგან იყო.

 

„ჩემი, როგორც ტრენერის აზრით, ყველაზე მონდომებული ხულოს პედაგოგიური კოლექტივი იყო. ხულოში ვინც ესწრება ჩვენს ვორქშოფებს, ყველა მონდომებულია და შედეგსაც ვიღებთ. სამუშაო შეხვედრის დროს მასწავლებლები ძირითადად სწავლობენ, თუ როგორ დაგეგმონ გაკვეთილი, სწავლობენ ინოვაციური მეთოდების გამოყენებას, სწავლობენ, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის შეფასება. აგრეთვე არის ის კატეგორია მასწავლებლებისა, რომლებიც ემზადებიან სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის. რაც შეეხება სირთულეებს, ტრენინგების მომზადების დროს არანაირი პრობლემა არ არის. მასწავლებლების პრობლემა, რასაც ვხედავ, ისაა, რომ მაგალითად, შორი გზიდან უხდებათ ხულოში ან ქედაში ჩამოსვლა, ტრანსპორტზე არიან დამოკიდებული. მაგალითად, ერთ-ერთმა მსმენელმა მითხრა, ტრენინგი რომ მთავრდება, მარშუტკა სანამდეც მიმიყვანს, იქედან ექვსი კილომეტრი უნდა ვიარო, რომ სახლში მივიდეო. მიუხედავად ამისა, დიდი ენთუზიაზმით დადიან. გარდა ამისა, მაღალმთიანეთში რესურსების სიმწირეც არის. ჩვენი ჩასვლა მათთვის არის ერთგვარი პოზიტივი. ჩვენგან იღებენ თითქმის ყველანაირ ინფორმაციას, რადგან ძირითადად მარტო სახელმძღვანელო წიგნებზე არიან დამოკიდებული, მეთოდური ლიტერატურა ნაკლებად აქვთ. ინტერნეტიც არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. მეთოდოლოგიური რესურსების კუთხით ერთადერთი ვართ ჩვენ და ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია,“ – ამბობს კახაბერ ჩაკვეტაძე.

 

მასწავლებელთა გადამზადების მიზნით ტრენერების მომზადება ბათუმის მასწავლებელთა სახლმა 2013 წელს დაიწყო. გასულ წელს აჭარაში 79 ტრენერი იყო, აქედან 54 ტრენერს დამოუკიდებლად შეეძლო ტრენინგების ჩატარება, ხოლო 19-ს მეწყვილესთან ერთად უწევდა მუშაობა. აჭარის განათლების ფონდში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გრძელვადიანი ტრენინგები, რისთვისაც ტრენერები მოამზადეს, მას შემდეგ გაგრძელდება, რაც თბილისის მასწავლებელთა სახლი აღადგენს ტრენინგების ჩატარებას. მანამდე კი პედაგოგებს მოკლევადიანი შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. 

რა უნდა ვიცოდეთ კბილების გათეთრების შესახებ

კბილების გათეთრების ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: ლაზერული და გათეთრება სახლის პირობებში, რომელთაც წინ კიდევ ერთი, აუცილებელი სტომატოლოგიური პროცედურა – კბილების გაწმენდა უძღვის, რაც კბილებიდან ნადებისა და ქვების მოშორებას გულისხმობს. სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტალ გალერეას“ ხელმძღვანელი, სტომატოლოგი რომან თურმანიძე ამბობს, რომ კბილების გაწმენდა ხშირად ეშლებათ კბილების გათეთრებაში, რეალურად კი, ეს ორი სრულიად სხვადასხვა პროცედურაა: „კბილებიდან ნადების მოშორება უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც შესაძლოა გაკეთდეს ულტრასომის მცირე ვიბრაციით ან AIR FLOW მეთოდით – სხვადასხვა არომატიზებული კრისტალური წვრილი ფხვნილის მეშვეობით“ – ამბობს სტომატოლოგი.

სახლის პირობებში კბილების გასათეთრებლად სტომატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. „პაციენტისთვის ინდივიდუალურად მზადდება მისი კბილების ფორმის კაპები, რომელსაც სხვა დროსაც გამოიყენებს. კაპებზე პაციენტმა უნდა მოათავსოს სპეციალური გელი და დაიფიქსიროს ზედა და ქვედა ყბაზე ღამით, 6-8 საათის განმავლობაში“ –  განმარტავს რომან თურმანიძე. გელის ნაკრები 8 შპრიცისგან შესდგება და პაციენტი პროცედურებს დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იტარებს. სტომატოლოგის თქმით, კბილების გათეთრების ეს მეთოდი კბილის ემალს უფრო მეტად აღიავებს, ვიდრე ეს ლაზერული გათეთრებითაა შესაძლებელი.

კლინიკა „ინდიგოს“ ჰიგიენისტი, პარადონტოლოგი ოლია შონუსი ამბობს, რომ კბილების ლაზერული გათეთრება მათ კლინიკაში „Beyond Polus“-ის აპარატით კეთდება, რომელიც ასეთივე აპარატების ძველი მოდელებისგან განსხვავებით, სრულიად უსაფრთხოა. „სხივი, რომელიც გამოიყოფა აპარატიდან, არის ჰალოგენური ანუ ლაზერული სხივია და მას აქვს მრავალჯერადი მფილტრავი ლინზა და არ იწვევს დამწვრობას, პიგმენტაციას, არ ახასიათებს პროცედურის შემდეგ ტკივილი და ზოგადად, ემალისთვის არ არის სტრესი“ –  ამბობს ოლია. მისივე თქმით, კბილების ლაზერული გათეთრებისთვის კბილების ზედაპირზე ათავსებენ სპეციალურ გელს, რომელზეც აპარატის ლამპას ასხივებენ: „კბილების ზედაპირზე გელს ვათავსებთ 3-ჯერ და 10-10 წუთის განმავლობაში ვასხივებთ. ვუსვამთ გელს, ვასხივებთ, შემდეგ ამ გელს ვაცილებთ, ვასვენებთ და ვიმეორებთ პროცედურას კიდევ ორჯერ. ამ შუქით ხდება აქსელერაცია ანუ აქტივაცია გელის, რომლის შემადგენლობაშიც შედის წყალბადის ზეჟანგი და ხდება გათეთრება ანუ დენტინის გაღიავება“.

კბილების ლაზერული გათეთრების პროცესი საშუალოდ საათ-ნახევარს გრძელდება და 400 ლარი ღირს, კბილის ემალის სახლის პირობებში გაღიავებისათვის საჭირო კაპებისა და გელის ფასი კი 350 ლარია.

კბილების გათეთრება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს კბილის ემალზე აღენიშნება პიგმენტაცია (აჭრელებულია) ან თუ იგი გახეთქილი და გაბზარულია. „არ ვურჩევ კბილების გათეთრებას იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ ბჟენები (ე.წ. პლომბები), რადგან ფერს შეიცვლის მხოლოდ კბილი, ბჟენი კი ისევ მუქ ფერზე დარჩება“ – ამბობს რომან თურმანიძე.

იმის გამო, რომ კბილების გათეთრების ორივე პროცედურას შეიძლება თან ახლდეს დროებით მომატებული მგრძნობელობა კბილებზე, არსებობს მითი, თითქოს ამ დროს კბილის ემალის ზედა ფენის მოშორება ხდება, რაც ექიმების განმარტებით, არ შეესაბამება რეალობას. რომან თურმანიძის თქმით, თუ პაციენტის კბილები ჯანმრთელია, ემალი არის სქელი და მასზე არ არის დაზიანებები, მაშინ მგრძნობელობის მომატების რისკი დაბალია. ოლია შონუსი ამბობს, რომ მგძნობელობა გარკვეული პერიოდით უფრო მეტად სახლის პირობებში გათეთრების მეთოდს ახასიათებს: „დიოდის შემთხვევაში, მართალია უფრო მაღალი კონცენტრატის გელი გამოიყენება, მაგრამ უფრო ხანმოკლე პროცედურაა, სახლის პირობებში კი ორი კვირის განმავლობაში ვიყენებთ ამ გელს, რის გამოც პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს მგძნობელობის მომატება, თუმცა როგორც წესი, ყველაფერი 2-3 დღეში გადადის.“

რომან თურმანიძე
რომან თურმანიძე

რამდენად ეფექტურია კბილის გათეთრების ხალხური მეთოდები (ლიმონი, სოდა, ნახშირი და ა.შ.) – რომან თურმანიძე ამბობს, რომ გარკვეული ხანმოკლე ეფექტი ხალხურ საშუალებებსაც აქვთ, თუმცა ეს არ არის ის შედეგი, რაც კლინიკაში მიიღწევა. „ხანმოკლეა ასეთი ეფექტი, რადგან როცა ლამპით ხორციელდება გელის აქტივაცია, იგი უფრო ღრმად აღწევს და უშუალოდ დენტინს აღიავებს, ხალხური საშუალებები კი დროებით გამათეთრებელ ეფექტს იძლევა, რადგან ისინი მხოლოდ ზედაპირულად აშორებენ ნადებს“ – ამბობს ის.

სტომატოლოგების მიერ ჩატარებული კბილების გათეთრების ეფექტის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პაციენტის პირის ღრუს ჰიგიენაზე. `გამომდინარე იქედან, ეწევა თუ არა ადამიანი სიგარეტს, სვამს ყავას ან იღებს სხვა, ფერად საკებს, გათეთრების ეფექტი 1-დან 6 წლამდე ძლებს“ – ამბობს ოლია შონუსი.
ჯანმრთელი და ქათქათა კბილებისათვის ზრუნვა კი, სტომატოლოგების თქმით, ჯერ კიდევ ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდში იწყება.

რომან თურმანიძე: „იმისთვის, რომ კბილები ჯანმრთელი იყოს, ნაყოფის ჩასახვის შემდეგ მომავალმა დედამ უნდა მიიღოს კალცით მდიდარი საკვები (მაგალითად, რძის ნაწარმი). ზრდასრული ადამიანისთვის ყველაზე კარგი პროფილაქტიკა პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაა, კერძოდ კი, კბილების გამოხეხვა დილით და დაწოლის წინ 10-10 წუთის ხანგრძლივობით. ასევე, ყველა ორ თვეში ერთხელ კბილის ჯაგრისის შეცვლა და კბილის პასტის სტომატოლოგის რეკომენდაციით შერჩევა.“

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს აფრთხილებს

 

სააგენტოს ინფორმაციით განაცხადის შევსება შესაძლებელია ელექტრონულადაც  შემდეგ მისამართზე: info@nfa.gov.ge  

 

ბიზნესოპერატორის აღიარება ხდება სააგენტოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების  საფუძველზე. საქართველოს კანონმდებლობით, აღიარების ან პირობითი აღიარების გარეშე საქმიანობა აკრძალულია და იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

2015 წლის 1 აგვისტომდე ბიზნესოპერატორები პირობითად აღიარებულად ითვლებიან.

 

აღიარება ნიშნავს ბიზნესოპერატორის საქმიანობის შესაბამისობის დადასტურებას  სურსათის ჰიგიენის ნორმატიულ მოთხოვნებთან. აღიარების პროცედურა ერთწლიანია. 

 

აღიარების პროცედურა უფასოა.

ბათუმში თამარის დასახლებას ელექტროენერგია 1 ივნისს შეზღუდვებით მიეწოდება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, 1 ივნისს დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე ბათუმში, თამარის დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის მონაცემებით შეზღუდვები ბათუმის თამარის დასახლებაში [ბნქ] 3766 აბონენტს შეეხება. დენის მიწოდების შეზღუდვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

სად გადის ზღვარი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და მოქალაქეთა პირადი სივრცის დაცვას შორის

 

დისკუსიას  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა გაუძღვება. დისკუსიის დაწყებამდე ნაჩვენები იქნება გერმანელი რეჟისორის ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკის 2006 წელს გადაღებული ფილმი “სხვების ცხოვრება”, რომელიც ასახავს 1984 წელს აღმოსავლეთ ბერლინში, საიდუმლო პოლიციის საქმიანობას.

დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია. დასაწყისი 17 საათზე.

დისკუსია მზადდება „ნედის“ (NED) მხარდაჭერით.

 

ველოსიპედებით მსვლელობა ბათუმში [ფოტო]

ველომოყვარულები დანიშნულების ადგილზე 07:30 საათზე შეიკრიბნენ.



ველომსვლელობაში გაზეთ “ბათუმელების” წარმომადგენელიც მონაწილეობდა.






ველომსვლელობის ყველაზე პატარა მონაწილე.

08:00 საათზე კი რუსთაველის ქუჩის მიმართულებით დაიძრნენ.


მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 8 კილომეტრი იყო, ველოსიპედისტები რუსთველის ქუჩის ბოლომდე ჩავიდნენ და შემდეგ გორკის ქუჩით დაბრუნდნენ ერას მოედანზე.







საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარო ჩხაიძე შესაძლოა კობა ნაკაიძემ ჩაანაცვლოს

 

 

 

”არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. იმედი მაქვს დავიწყებ სამსახურს” – უთხრა მან ”ბათუმელებს”.

 

ამ დროისთვის მარო ჩხაიძე სამსახურში რჩება და მოვალეობას ასრულებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ჯერ მისი განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, არ დაუკმაყოფილებია. 


აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ამ თანამდებობაზე მთავრობის თავმჯდომარეს დასაქმების სააგენტოს მოქმედი თავმჯდომარის  კობა ნაკაიძის კანდიდატურა წარუდგინა.

 

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გადადგომას ითხოვს

ზაზა ხალვაში

ბეჟან გობაძე ამბობს, რომ საბჭოს ჯერ არ გადაუწყვეტია დააკმაყოფილებს თუ არა ზაზა ხალვაშის განცხადებას. „საბჭო ჯერჯერობით ამაზე მსჯელობს“, – უთხრა ბეჟან გობაძემ „ბათუმელებს“.

ბეჟან გობაძემ მოკლედ განმარტა ზაზა ხალვაშის დღევანდელი მოტივაციის შესახებაც. „როდესაც ზაზა ხალვაში აირჩიეს სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, მაშინ ამ საბჭოში სულ სამი წევრი იყო. ახლა ხუთი წევრი ვართ, ამიტომ ბატონმა ზაზამ თქვა, რომ გადადგება. ეს ჩვენ არ მოგვითხოვია“, – ამბობს ბეჟან გობაძე.

ბეჟან გობაძე „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არის აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოში მოხვედრილი. ბეჟან გობაძის საბჭოში არჩევას თავის დროზე მხარი არ დაუჭირა უმაღლესი საბჭოს სახელისუფლებო კოალიცია – „ქართულმა ოცნებამ“. ბეჟან გობაძემ უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში. სასამართლომ ბეჟან გობაძის მოთხოვნა დააკმაყოფილა და უმაღლეს საბჭოს  მისი დანიშვნა დაავალდებულა.

კიდევ ერთი წევრი აჭარის ტელევიზიის ბორდში – ასევე უმცირესობის კვოტით მოხვედრილი ირაკლი დარცმელიძე, როგორც ბეჟან გობაძემ უთხრა „ბათუმელებს“, დღეს პირველად მივიდა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე. ირაკლი დარცმელიძეც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაინიშნა ბორდში, რადგან თავის დროზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ არც მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობს თავად ზაზა ხალვაში და არც საბჭოს სხვა წევრები.

აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომლის ხუთწევრიან სამეთვალყურეო საბჭოს აჭარის უმაღლესი საბჭო ირჩევს.

ჩაქვში მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

 

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 278-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სატრანსპორტო დანაშაულისათვის: სხვა სატრანსპორტო მოწყობილობის დაზიანება, განადგურება ან ექსპლუატაციისათვის სხვაგვარად გაუვარგისება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

 

დახმარების სურვილი თუ პოლიტიკური სპეკულაცია

 

 

ქედის საკრებულოს ენმ-ის წევრი ვაჟა ბოლქვაძე განკარგულების პროექტით მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მაღალი თანამდებობის პირების კვარტალური პრემიით სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახურავის შეძენას მოითხოვდა. ვაჟა ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი პროექტი დამსწრე 18 დეპუტატიდან მხოლოდ ოთხმა მოიწონა.

 

 

განკარგულების განხილვას მწვავე დისკუსია მოჰყვა დეპუტატებს შორის, უმრავლესობამ ვაჟა ბოლქვაძეს მისი მუშაობის პერიოდი შეახსენა. ცხრა წელი პრემიაც თქვენს ხელში იყო და ხელფასიც, რატომ არ გამოიყენეთ მაშინ?“ – ჰკითხა ამირან დევაძემ მომხსენებელს. საკრებულოს სხვა წევრმა კი თქვა, რომ უმჯობესია საქველმოქმედო ფონდი შეიქმნას და ვისაც სურვილი ექნება, მან გაიღოს ხელფასიდან ქველმოქმედება.

 

ერთი პარტია თავის გამოსაჩენად სვამს საკითხს, მეორეც სათავისოდ უარყოფს, ვფიქრობ უპრიანი იქნება შეიქმნას საქველმოქმედო ფონდი, ფონდში შემოსული თანხით კი შეჭირვებულ ოჯახებს დავეხმაროთ, მართალია ყველას ვერ დაეხმარებით, მაგრამ ერთ ოჯახსაც რომ გადაუჭრა პრობლემა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია“ – ამბობს უშანგი ბერიძე.

 

ვითხოვდი, თანამდებობის პირების გამგებელის, მოადგილეების, სამსახურის უფროსების, განყოფილების უფროსების, საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, ფრაქციებისა და კომისიის თავმჯდომარეების კვარტალური პრემია გაღატაკებულ ოჯახებს მოხმარებოდა. თანამდებობის პირებს პრემია არ აეღოთ, რაც 45 440 ლარს შეადგენს, ეს თანხა კი 37 ოჯახის პრობლემას მოაგვარებდა. დემაგოგიური პროექტი არისო, მე ვთავაზობ მათ მოამზადონ ანალოგიური პროექტი, ოღონდ ხალხს წაადგეს“ – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

 

საპრემიო ფონდი ამოწურულია, თანხა არ არის, ეს თვითონაც იცოდა, მაგრამ საკითხი შემოიტანა იმ მიზნით, რომ აჩვენოს თითქოს ხალხზე ფიქრობს, ასეთი დემაგოგია როგორ შეიძლება, რაც შეეხება საქველმოქმედო ფონდის შექმნას, მე მხარს დავუჭერ“ – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე.

 

 

 საკრებულოს სხდომას  ქედაში 2012 წელს მიწის ძვრის დროს დაზარალებული სოფელ ნამლისევში მცხოვრები ალექსანდრე აზნაურიშვილიც ესწრებოდა, მან საკრებულოს კიდევ ერთხელ დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც ხელთ არსებული გეოლოგიური დასკვნა დეპუტატებს აჩვენა.  იგი ამბობს, რომ უკვე სამი წელია უშედეგოდ ითხოვს დახმარებას – “სამი წელია ვითხოვ დახმარებას, სად წავიდე? ვის მივმართო? სად ვიპოვო სამართალი?… “.

 

 

 

 

უკრაინელი ბიზნესმენების ვიზიტი აჭარაში

სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუმრებს რეგიონის საინვესტიციო კლიმატზე სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინეს. საუბარი შეეხო ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონასაც.

დელეგაციას ვინიცის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის გუბერნატორის პირველი მოადგილის მრჩეველი და „ვინიცის საქმიან ხალხთა კლუბის“ პრეზიდენტი ნადეჟდა ლისეცკაია ხელმძღვანელობდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე უკრაინელი ინვესტორები აჭარის რეგიონში ბიზნესის წარმოების რეგულაციებითა და გმირთა ხეივნის ტერიტორიით დაინტერესდნენ.

29-30 მაისს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასაც ეწვევიან. უკრაინელი ინვესტორები რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდებიან და აჭარაში ბიზნესის წარმოების თაობაზე მათ გამოცდილებას გაეცნობიან.

შეხვედრა სტუდენტებთან შავი ზღვის პრობლემებთან დაკავშირებით

 

 

შეხვედრა პროექტის -“სუფთა მდინარეები-სუფთა ზღვა” -ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანია დაეხმაროს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს წყლის დაბინძურების შემცირებაში.

 

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიკო ახობაძემ თქვა, რომ შეხვედრის მიზანია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მათი სფეროთი, მიაწოდონ ინფორმაცია შავი ზღვის მიმდინარე პროექტებისა და ეკოლოგიური თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ – “ჩვენი მიზანია მოვამზადოთ და გავაფორმოთ მემორანდუმი, ევროპის ქვეყნებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის, რომელთათვისაც ჩვენი სფერო არის ახლო. ჩვენი მიზანია ჩავრთოთ ისინი კვლევებში” – თქვა მან.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს შავი ზღვის აქტიურ პრობლემებზე, რომლებიც ეხება: კომერციული ზღვის ცოცხალი რესურსების დაცვას; შავი ზღვის საზღვაო და სანაპირო ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატის დაცვას და ზღვის წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. “შავი ზღვის დაცვის მთავარი მიზანი არის შავი ზღვის 60-იანი წლების ეკოლოგიური ვითარების მიღწევა” – თქვა სოფიკო ახობაძემ.

 

როგორც შეხვედრაზე ითქვა, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოვლინდა რისკის ქვეშ არსებული ზედაპირული წყლის ობიექტები. როგორც აღმოჩნდა ჭოროხი-აჭარის წყლის მდინარის აუზზე ყველაზე დიდი ზეწოლა ადამიანის მეურნეობით არის გამოწვეული, შემდგ სამეწარმეო ობიექტების საქმიანობით. ანგარიშში ნახსენებია ყველა ის გაცემული ლიცენზია რაც აუზიდან გრუნტისა და ხრეშის გაცემაზე გაიცა. 

 

სოფიკო ახობაძის თქმით, პროექტის მთავარი მიზანია წყლის სააუზო მართვის ტერიტორიული ერთეულის შექმნა, რომელიც სავარაუდოდ აჭარაში განთავსდება. 

 

სასწრაფოდ იყიდება კომერციული ფართი

 

ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ეკლესიასთან, სასწრაფოდ იყიდება 150-კვ.მ ფართობი კომერციული ფართი.

ფასი: 38 ათასი დოლარი.

მობ: 579120841

აჭარის განათლების სამინისტროს კონკურსის სამი გამარჯვებული

 

ოთარ ნაკაშიძე – „ლირიკული მასტერკლასის მე-2 გამოცემაში მონაწილეობა“ 

ინგა ჯახუტაშვილი – „ლირიკული მასტერკლასის მე-2 გამოცემაში მონაწილეობა“

 ბავშვთა ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია „მწვერვალი“ – „საგასტროლო ტურნეში მონაწილეობა“ (სომხეთი – ქ. ერევანი და საქართველო – ქ. თელავი)


 

„ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის კონკურსის“ ორი გამარჯვებული, აჭარის საოპერო დასის წარმომადგენლები – ოთარ ნაკაშიძე და ინგა ჯახუტაშვილი დაფინანსდნენ 2 875 ლარით და გაემგზავრნენ იტალიაში ქ. რომში „ ლირიკული მასტერკლასის მეორე გამოცემაში მონაწილეობის“ მისაღებად 2015 წლის 14- 19 მაისს. მასტერკლასში მონაწილეობის მისაღებად იბრძოდა 32 ქვეყნის 300-ზე მეტი მომღერალი, ამათგან შერჩეულ იქნა 12 მომღერალი, მათ შორის ორი ბათუმელი შემსრულებელი, რაც დიდი გამარჯვებაა ბათუმის საოპერო თეატრისათვის საოპერო დასის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციის კუთხით. ბათუმელი შემსრულებლები 15-17 მაისის ჩათვლით დაესწრნენ ლირიკულ მასტერკლასებს, სადაც საქართველოს გარდა მონაწილეობდნენ გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, ესპანეთის, პოლონეთის, უკრაინისა და იტალიის წარმომადგენლები. ფინალური კონცერტი ჩატარდა იტალიის ქალაქ ტრევინიანო რომანოს კულტურის ცენტრში.

 

 

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა ბათუმის საოპერო დასის წარმომადგენლებისათვის, რამდენადაც ხელი შეუწყო მათ შემოქმედებით/პროფესიულ ზრდას და გამოცდილების გაღრმავებას, საერთაშორისო პროფესიული კონტაქტების დამყარებას და მათ შემდგომ განვითარებას, ბათუმის საოპერო დასის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე; ასევე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა შედეგიანი აღმოჩნდა ბათუმის საოპერო დასის სხვა წარმომადგენელთათვისაც, რადგან მასტერკლასის ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ოთარ ნაკაშიძე და ინგა ჯახუტაშვილი ადგილობრივ კოლეგებსა და დამწყებ საოპერო მომღერლებსაც გაუზიარებენ.


 

ბავშვთა ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია „მწვერვალი“ საგასტროლო ტურნეს გამართავს 2015 წლის 30 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით.




ექსკურსია ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ოჯახის წევრებისთვის

 

აჭარასა და სამეგრელო ზემო-სვანეთში მცხოვრები პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ოჯახის წევრებისთვის (მოზარდები და მშობლები) გასვლითი პროგრამა ისტორიული ადგილების მონახულებას და ინფორმაციის შეგროვებას ითვალისწინებს. 

საექსკურსიო პროგრამით დაგეგმილია: პრომეთეს მღვიმის, ასევე გელათის, მოწამეთა და ბაგრატის ტაძრების დათვალიერება. ექსკურიაზე სულ 67 ადამიანი გაემგზავრება.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება პროექტის: ,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციის კამპანია’’ ფარგლებში გაიმართება. აღნიშნულ პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2013 წლის 23 ნოემბრიდან ახორციელებს.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები გულისხმობს, აჭარისა და სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონებში ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას. კერძოდ, იურიდიულ დახმარებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებას, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება-განვითარებას, სამედიცინო დახმარებას და სხვადასხვა კულტურულ – საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურ ჩართულობას.

 

 ბათუმიდან გასვლა იგეგმება: 09:00 საათზე,  „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ოფისიდან.

 

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები უნივერსიტეტში – ორი ფაკულტეტის შედეგები

 

28 მაისს არჩევნები გაიმართა ორ – ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიულ ფაკულტეტზე. ეკონომიკის ფაკულტეტზე 10 წევრი, ხოლო იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტური თვითმმართველობის 5 წევრი აირჩიეს.  

საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 1128 ამომრჩევლიდან 445 გამოცხადდა საარჩევნო უბანზე. ბათილად იქნა მიჩნეული 2 ბიულეტენი, ხმები კი ასე გადანაწილდა: 


გვანცა თურმანიძე  – 67 ხმა 

ზურაბ პაპუნიძე – 46 ხმა

დავით კონცელიძე  – 41 ხმა 

მეგი ჭითანავა – 11 ხმა 

ნაზიბროლა მიქელაძე – 2 ხმა

თამუნა ცეცხლაძე – 23 ხმა

ლელა ირემაძე – 34 ხმა 

სალომე დუმბაძე – 36 ხმა 

გიორგი ბაგრატიონი – 30 ხმა 

ჯიმშერ გორგილაძე  – 32 ხმა

იაგო ბერიძე – 15 ხმა 

ინგა ათაბაგი – 29 ხმა

მელანო აბაშიძე  – 24 ხმა 

თედო ბაგრატიონი – 25 ხმა 

დავით ფარტენაძე – 19 ხმა 

მარიეტა ფუტკარაძე – 3 ხმა 

რამაზ მელაძე – 6 ხმა 


[წითლად აღნიშნულია კანდიდატები, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს და შესაბამისად, გამარჯვებულად ითვლებიან.]


რაც შეეხება იურიდიულ ფაკულტეტს, აქ 423 ამომრჩევლიდან ხმა 261-მა მისცა. ბათილად იქნა მიჩნეული სამი საარჩევნო ბიულეტენი. ხმები ასე გადანაწილდა: 


ცისნამ დუმბაძე – 51 ხმა 

მინურ პაქსაძე – 59 ხმა 

მამუკა ზოიძე – 38 ხმა 

გიორგი გაბაიძე – 19 ხმა 

ლევან კუტუბიძე – 1 ხმა 

რამინ მაჭარაშვილი – 19 ხმა 

სალომე კარალიძე – 9 ხმა 

ირაკლი ფაღავა – 9 ხმა 

თენგიზ ბოლქვაძე – 5 ხმა 

ანა ძიძიგური – 9 ხმა 

ნინო ნინიძე – 31 ხმა 

ნიკა ცეცხლაძე  – 0 ხმა

ია ბაკურიძე – 7 ხმა 


გიორგი გაბაიძემ და რამინ მაჭარაშვილმა ხმების თანაბარი რაოდენობა (19-19 ხმა) დააგროვეს. უნივერსიტეტის იურისტის, გიორგი დიასამიძის თქმით, მსგავსი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა უნივერსიტეტში და საკითხზე, თუ როგორ უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული ამ ორი კანდიდატიდან, იმსჯელებენ. 


დღეს, 29 მაისს, არჩევნები გაიმართება ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა  [10 წევრი] და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე [5 წევრი].  

არჩევნები უნივერსიტეტში 3 ივნისს დასრულდება. 



 

დღის სტატისტიკა – პარკირების წესების დარღვევაზე

წყარო: ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო

 

 

ექიმის როლი ოჯახში ძალადობის გამოვლენაში

ცვლილება კანონში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” გასული წლის 17 ოქტომბერს შევიდა. ”ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციისა და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებების, არასრულწლოვნის შემთხვევაში – ასევე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს” – ვკითხულობთ კანონში.

ოჯახის ექიმი ნატა ჩაკვეტაძე ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პაციენტი მას პრაქტიკაში ორჯერ ჰყავდა და ორივე შემთხვევაში ძალადობის ფაქტზე საუბრის ინიციატორი პაციენტები იყვნენ: `ამის შესახებ მე კითხვა არ დამისვამს, პაციენტმა თავად ჩათვალა საჭიროდ, რომ ეთქვა ჩემთვის. მე შევთავაზე, რომ ჩავაყენებდი შესაბამის ორგანოებს საქმის კურსში, რაზეც თავიდან დამთანხმდა. ამ საკითხზე უბნის პოლიციელს გავესაუბრე, ვკითხე, თუ რა შემეძლო გამეკეთებინა. მითხრა, რომ შეგიძლიათ შემოიტანოთ საჩივარი, მაგრამ რა შედეგი ექნება არ ვიცითო. საქმეს ბოლომდე მაინც არ მივყოლილვართ, მეორე დღეს მოვიდა ეს ქალი და კატეგორიული უარი მითხრა სამართალდამცავების ჩარევაზე. თქვა, რომ ამის გამო უარესი პრობლემები შეექმნებოდა~.
ნატა ჩაკვეტაძე ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლი მეორე პაციენტიც ქალი იყო, რომელზეც ადრე მისი ქმარი ძალადობდა და სწორედ ამას უკავშირდებოდა მისი ახლანდელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები: ”მე არ მქონია პაციენტის გახსნის მცდელობა, ძალადობის შესახებ შეკითხვაც კი არ დამისვამს, პაციენტმა თვითონ ახსენა, რომ მასზე ადრე ძალადობდნენ და ამ ძალადობის შედეგად ჰქონდა ახლა მას პრობლემები” – ამბობს ექიმი.

ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ქეთევან გოგინაშვილის თქმით, როცა ოჯახისა და სოფლის ექიმები გადიოდნენ საკანონმდებლო გადამზადებას, მათ ეუბნებოდნენ, რომ ასეთი ფაქტები უნდა აცნობონ შესაბამის სამსახურებს, ხოლო გაიდლაინი, რომლითაც ექიმებმა უნდა იხელმძღვანელონ ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებისთვის, UNICEF-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ითარგმნა. ”UNICEF-მა თარგმნა ეს გაიდლაინი, ჩვენ კი მისი ადაპტირება გავაკეთეთ საქართველოს პირობებისთვის და იგი ალბათ წელს დამტკიცდება პარლამენტის მიერ. იქ ალგორითმია დახატული, თუ როგორ უნდა გაირჩეს ძალადობა ჩვეულებრივი ტრავმისგან, როგორ უნდა მოიქცეს ექიმი, როცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან აქვს შეხება და ასე შემდეგ” – ამბობს ქეთევან გოგინაშვილი. გაიდლაინი დასამტკიცებლად უკვე გადაგზავნილია პარლამენტში. `მათ ჰქონდათ შენიშვნები, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ გაიდლაინი არ ყოფილიყო მხოლოდ ქალებზე ან მხოლოდ ბავშვებზე ორიენტირებული და მოგვეხდინა მასში სხვა კომპონენტების ჩართვა. ეს ალგორითმი კარგად არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლებზე მორგებული” – ამბობს ქეთევან გოგინაშვილი. მისივე თქმით, გაიდლაინის დამტკიცების შემდეგ ამ თემაზე შესაბამისი თემატიკის ტრენინგებიც იგეგმება.

ეჭვი ოჯახური ძალადობის შესახებ შესაძლოა გაჩნდეს პაციენტთან, რომელსაც აღენიშნება ჩალურჯებები, ქრონიკული ტკივილი, გაურკვეველი ტიპის დეპრესია ან უმიზეზო აგზნებულობა. ასევე, ეჭვი ოჯახში ძალადობაზე ექიმს შეიძლება გაუჩნდეს იმ პაციენტთან მიმართებაში, რომელიც ხშირად მიმართავს ექიმს უმნიშვნელო ან ახსნასთან შეუსაბამო დაზიანებებით, ან აქვს აუხსნელი გინეკოლოგიური პრობლემები.
ქეთევან გოგინაშვილის თქმით, თუ დადგინდა, რომ პაციენტი არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მისი ყველა სამედიცინო მომსახურების ხარჯს (მიუხედავად იმისა, ფარავს თუ არა მას საყოველთაო დაზღვევა), სახელმწიფო ანაზღაურებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის იანვრის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის 591 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან აჭარაში მოხდა 53 შემთხვევა, მათ შორის ერთი მკვლელობა და 3 – ჯანმრთელობის დაზიანება. 2015 წლის აპრილის მონაცემებით კი, საქართველოს მასშტაბით ოჯახში ძალადობის 56 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 11 აჭარაში მოხდა.

რა პრაქტიკა და გამოცდილება არსებობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცხოეთში? სხვადასხვა კვლევაში აღნიშნულია, რომ ძალადობის მსხვერპლები გულახდილად საუბრობენ ამ თემაზე ექიმებთან, როცა საუბრის ინიციატორი თავად ექიმია.

ამერიკის სამედიცინო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის (ჟურნალი JAMA Internal Medicine) თანახმად, ექიმები ხშირად თავს იკავებენ პაციენტისთვის ოჯახში ძალადობის შესახებ პირდაპირი კითხვების დასმისგან, თუმცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მათი უმეტესობა მიზანშეწონილად მიიჩნევს ექიმებისა და მედდებისგან პირდაპირ კითხვებს ოჯახში ძალადობის შესახებ.

ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების შესახებ სახელმძღვანელოში, რომელიც ბრიტანეთის ოჯახის ექიმების ყველაზე დიდმა პროფესიულმა კავშირმა (50 000-ზე მეტი წევრი) ორი წლის წინ დაამტკიცა, წერია, რომ გამოკითხული ქალების ნაწილი ენდობა თავის ექიმს და მიიჩნევს, რომ ისინი არიან იმ ადამიანებს შორის, ვისთანაც შეუძლიათ ისაუბრონ ამ თემაზე, თუმცა გამოკითხულთა უმეტესობამ თქვა, რომ ისინი ვერ ისაუბრებენ ოჯახში ძალადობის შესახებ ექიმთან პირდაპირ დასმული კითხვების გარეშე. “მათ სურდათ, რომ ექიმს ეკითხა პრობლემების შესახებ და მოლოდინი ჰქონდათ მათგან შესაბამისი რეაგირების” – აღნიშნულია კვლევაში. ამავე კვლევის თანახმად გამოკითხული ექიმების ნაწილმა არ იცოდა როგორ ეკითხა ქალებისთვის ოჯახში ძალადობის შესახებ და რა რეაგირება უნდა მოეხდინა დადებითი პასუხის შემთხვევაში.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: როცა მათ კომფორტს შეეხება საქმე, ოპოზიცია უკან იხევს

 

 

 

ბატონო ანზორ, რაც უმაღლეს საბჭოში ხართ, რა გააკეთეთ თქვენი ამომრჩევლისთვის?

ორ წელზე მეტია ვხელმძღვანელობ აგრარულ, გარემოს დაცვისა და თვითმმართველობის კომისიას. არ იყო ეს სფერო ჩემთვის რთული, რადგან თერთმეტი წელი გარემოს დაცვის მინისტრი ვიყავი. ციხისძირის მეურნეობაშიც მაქვს ნამუშევარი, სოფლის მეურნეობასთან მჭიდრო კავშირი მქონდა. ორივე დარგში პროფესიონალური კადრებით დაკომპლექტებული უწყებებია და აქტიურად ვითანამშრომლეთ, რომ დაგვესახა პრიორიტეტები, როგორც აჭარის მაღალმთიან რაიონებში, ასევე ბარში. ვიმუშავეთ ბევრ პროგრამაზე და ამით კმაყოფილი ვარ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ათი პროგრამა აქვს წელს, რაც ყოველწლიურად განახლებადია. სხვადასხვა სეგმენტი ემატება ამ პროცესს და ათასობით მცირე მექანიზაცია გვაქვს მოსახლეობაზე მიწოდებული შეღავათიან ფასად. რაც შეეხება გარემოს დაცვას, ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია აჭარის ტყეების, ტყეთმოწყობის პროექტი.

თქვენი ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ უმაღლეს საბჭოს იმის გამო, რომ ერთი კანონპროექტიც არ მოგიმზადებიათ, რომელსაც შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებდა…

არის გარკვეული ხარვეზები. არის ნაწილი, რომელიც დამტკიცდა და რომელიც დაბრუნდა და ხელახალ დამუშავებას საჭიროებს. რაც რეკომენდაციით დაგვიბრუნდა – დამუშავების პროცესშია. მთავარი მაინც ისაა, რომ ამ კუთხით არ აქტიურობენ ის უწყებები, რომელთა კანონის შეცვლაზეც ვმუშაობთ დეპუტატები. კანონი უნდა იცვლებოდეს პროცესში, როდესაც მეურნეს, მაგალითად, სამინისტროს მუშაობის პროცესში წინააღმდეგობა შეხვდება. სულ ერთი ან ორი ინიციატივაა აჭარის მთავრობიდან შემოსული. ვცდილობთ დავეხმაროთ და ვხედავთ, რომ მთავრობა არ აქტიურობს. საქართველოს პარლამენტში კი პროექტების 80 პროცენტი მთავრობიდან შედის. გასული წლის პირველი კვარტალის ანგარიშის მიხედვით შესრულება 50 პროცენტი იყო. ძირითად პრობლემად ჩავარდნილი ტენდერები სახელდებოდა. თუ ეს ხელს გიშლის რატომ არ მეუბნები? – ხომ შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივით შემოხვიდე, თუ რა კუთხით შეიძლება ტენდერების კანონში შევიტანოთ ცვლილებები. თუ არ გაქვს ინიციატივა, მაშინ მე ვერ მივიღებ მიზეზებს. ან სხვა მიზეზები უნდა მოვძებნოთ, რომ თავის მართლებისთვის ეს სეგმენტი არ იყოს გამოყენებული. ხალხი ელოდება პროგრამის განხორციელებას და შენ რაღაც მიზეზების გამო გამოყოფილ თანხას ვერ ითვისებდე – ამას გამართლება არა აქვს. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ მიწის რეფორმასთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღებაზე. მე ვფიქრობ, თუ ამ ცვლილებას მივიღებთ, რის შემდეგაც ხელვაჩაურსა და ქობულეთში მიწის რეფორმა განხორციელდება, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ.

როგორც მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი, მთავრობის მუშაობას როგორ შეაფასებდით?


მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ისევ დიდი კოლმეურნეობების მმართველი სამინისტროა. ბოლო ორი წლის განმავლობაში მე ციტრუსის სეზონის აღარ მეშინია, იმიტომ, რომ საწარმოო სიმძლავრეები, რაც ამ ბოლო დროს შევქმენით, მნიშვნელოვანია. წელიწად-ნახევრის წინ ჩვენ დამოკიდებული ვიყავით მხოლოდ ქობულეთის წვენების ქარხანზე, რომელიც მხოლოდ კონცენტრატს ამზადებდა. წელს თითქმის 36 შემფუთავი საწარმო იმუშავებს, ეს ქონება განადგურების პირას იყო, არც კარი ჰქონდა და არც ფანჯარა, თანდათან აღდგა. ახლა ქობულეთში უზარმაზარი ევროსტანდარტების სიმძლავრის ქარხანაა და ვფიქრობთ, რომ ეს ქარხანა წლის ბოლომდე კონცენტრატის დამზადებას კი არა მის ჩამოსხმასაც შეძლებს.

რამდენიმე კვირის წინ დეპუტატები არ მოვიდნენ სხდომაზე, როცა ფინანსთა მინისტრს ბიუჯეტის ანგარიში უნდა წარედგინა. რატომ?


მომავალ სესიაზე ჩვენ მოვისმენთ 2015 წლის პირველი კვარტალის ანგარიშს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისგან. თუ სხდომა ჩაიშლება, დააკლდება იმ დეპუტატებს, რომლებიც არ მოვლენ სხდომაზე. წლიური ანგარიშისთვის მოვიდა არამარტო მინისტრი, არამედ მთავრობის მთელი შემადგენლობა მინისტრებთან ერთად. რეგლამენტით მინისტრს არა აქვს ვალდებულება მეორედ მოსვლის. თუ სურვილი ექნება – მოვა. არ უნდოდა მოსმენა ოპოზიციას? – თუ არ უნდოდათ კი ბატონო, ძალიან მარტივად გაიარა ეკონომიკის მინისტრმა ეს პროცედურა. ჩვენ გვაქვს ეს მონაცემები. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად დაესწრებიან 2015 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის მოსმენას. გასული წელი 51 პროცენტი იყო ფაქტობრივი შესრულება, წელს 93 პროცენტზე მაღალია შესრულება. ეს საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო ხუთი წლის ანალიზით.

აჭარის უმაღლეს საბჭოში აღარ არის ის განლაგება, “ქართულ ოცნებას” რომ ჰქონდა. 13 დეპუტატი ვიყავით და ვიყავით უმრავლესობაში. გარდა ამისა, კომისიაში მუშაობის კვოტირება შვიდი დეპუტატით განისაზღვრა, აქედან ოთხი ოპოზიციური ფრთის დეპუტატია და სამი – “ქართული ოცნებიდან”, ანუ ნებისმიერ კომისიაში ნებისმიერი საკითხის დაბლოკვა შეუძლია ოპოზიციას. ეს, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რადგან ვერც ერთი ციფრი იოლად ვერ გავა და თითოეულ ციფრზე იქნება კირკიტი. უკვე შევხვდი მინისტრს, ასევე საბიუჯეტო სექტორის წარმომადგენლებს და მთავრობის თავმჯდომარეს. ვუთხარი, რომ დასრულდა იოლად გასვლის პერიოდი და ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თითოეულ ციფრს, თითოეულ სიტყვას, რადგან ამას ჩვენი ცხრაკაციანი მხარდაჭერა არ ეყოფა-მეთქი.
უმრავლესობა დღეს არის ოპოზიცია. ეს კონფიგურაცია ყველაზე უფრო ართულებს ჩემი კომისიის მუშაობას, რადგან ამ საკითიხებზე უკვე პასუხების გაცემის ვალდებულება მე მაქვს, მაგრამ თქვენს მკითხველს ვპირდები, რომ სანამ მე ჩავდგები პასუხების გაცემის რეჟიმში, პასუხს აუცილებლად მივიღებ და ეს იქნება არა მარტო ციფრები. მე ვითხოვ ანალიტიკურ პასუხებს. ასევე, ყოველდღიურ ინფორმაციას ხარჯვით და შემოსავლით ნაწილზე, რომ ჩემთვის მოულოდნელი არ იყოს ნახევარი წლის შედეგები.

ფინანსთა მინისტრი წამოვა ყოველდღიურად ანგარიშის ჩაბარების რეჟიმზე?


როგორ არ წამოვა? თუ მას უნდა მხარდაჭერა და ის, რომ გავიდეს მისი პროექტები, მან და მისმა გუნდმა უნდა ითანამშრომლონ უმაღლეს საბჭოსთან იმ რეჟიმში, რომელსაც მოვითხოვთ.

უმაღლესი საბჭოს ირგვლივ გახმაურებულ ამბებზე, რაც ეხებოდა დეპუტატების კომფორტს, თქვენ პირადად უხერხულობა გქონიათ?

არასდროს არ გამჩენია სურვილი ახალი მანქანა მქონოდა. იკადრონ, ბატონო და ისარგებლონ ოთხი თუ ხუთი წლის მანქანით. მათი წინაპრები ფაეტონით დადიოდნენ რომელიმე? – არც ერთი. რაც არის, ის უნდა გამოვიყენოთ. გადამეტებულად მიმაჩნია ამ თემის აჟიტირება, რაც გამოიწვია მასმედიამ. უამრავი ახალი ჯიპია შეძენილი არამარტო აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იმდენად მაღალი რანგის სტუმრებთან აქვს შეხვედრები, ნამდვილად სჭირდება ნორმალური მანქანა. ჩვენ გვაქვს პირობები, რაც დადგენილი იყო მანამდეც და ახლაც არის. ბიუჯეტის გაზრდის პროცედურა უფრო რთულია, ვიდრე შემცირება, მაგრამ ასეც დადგა საკითხი დღის წესრიგში. ოპოზიციის მოთხოვნა იყო, ეს თანხა ამოიღეთო, ამოვიღეთ. მაგრამ მეც შევთავაზე ოპოზიციას, რომელიც პოპულიზმის გამო მოდის ამ სიტუაციებზე. ვუთხარი, მოდი გავაკეთოთ ასე – ყველა დეპუტატმა უფლებამოსილების ხარჯიდან ხუთასი ლარი მოვიკლოთ, ექვსი ფრაქციაა – 9 ათასი აქვს ერთ ფრაქციას და დავუტოვოთ სამი ათასი, რაც თავისუფლად ეყოფა. გამოთავისუფლებული ექვსი ათასი რომ გავამრავლოთ ათ თვეზე, 400 000-ს მივიღებთ. 110 000 ლარი მივლინების ხარჯიც ჩამოვიყვანოთ 50 000-ზე_მეთქი და თოფით წამოვიდნენ. აი, ოპოზიცია. მე მზად ვარ ნახევარი მილიონით შევამცირო უმაღლესი საბჭოს ასიგნებები, მაგრამ არც ერთი დეპუტატი ამაზე არ წამომყვება. ოპოზიცია მხოლოდ ლაპარაკობს, როდესაც მათ კომფორტს შეეხება გადაწყვეტილება, უკან იხევენ. მივლინებას არ შევეხოთო. რატომ? – ამიხსნას ერთმა დეპუტატმა რას მიკეთებს მივლინებაში. წარმოადგინონ ანგარიში, ვინ რა გამიკეთა. ისე კი მინდა გითხრათ, რომ თუ არ იმუშავებ უმაღლეს საბჭოში, დიდი კომფორტია.

რატომ დატოვეთ “თავისუფალი დემოკრატები” და “ქართულ ოცნებაში” გადახვედით?

დღესაც გული მწყდება, რადგან ამ პარტიის დამფუძნებელი ვარ მე და ჩემი შვილიც. მაგრამ გადაადგილებებს, რაც იყო და რის გამოც უმცირესობაში რჩებოდა “ქართული ოცნება”, პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა შეეძლო. ძალიან გამიჭირდა და ერთი კვირა ვიფიქრე, შემდეგ კი მივიღე გადაწყვეტილება სახელმწიფო აზროვნებიდან გამომდინარე.

ირაკლი ალასანიამ რა გითხრათ?

_ ირაკლი ალასანიას შევხვდი და ვუთხარი, რომ მე ბატონ ბიძინას ვერ ვუღალატებ და თუ ღალატში ჩამითვლი, ჩამითვალე-მეთქი. ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და გადავეხვიეთ. გვაქვს შეთანხმება, რომ არასოდეს ერთმანეთს თავს არ დავესხმებით.

ველოსიპედისტების მოძრაობას შესაძლოა ბათუმის მერიც შეუერთდეს

 

ამ მსვლელობას, შესაძლოა, ბათუმის მერიც შეუერთდეს.

 

გიორგი ერმაკოვი

 

„ვერ გეტყვით რომ დიდი ველოსიპედისტი ვარ, მაგრამ სურვილი მაქვს და რამდენად მექნება შესაძლებლობა [შევუერთდე ველოსიპედისტების მოძრაობას], შევხედავ“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა.

 

გადაადგილებისთვის რა ტრანსპორტს ანიჭებთ უპირატესობას?


ფეხით სიარული მიყვარს და ფეხით სიარულს ვანიჭებ უპირატესობას. უფრო მეტ ხარვეზსაც ვხედავ, რასაც კაბინეტიდან ვერ დაინახავ, მანქანიდან ვერ დაინახავ, ასე რომ დიდი მოყვარული მანქანის არ ვარ.


თუ შეგიმჩნევიათ რამდენად უსაფრთხოა ველოსიპედით გადაადგილება ბათუმში?


ხარვეზებსაც ვხედავ, ზოგჯერ იმ ხარვეზებსაც, რაც არის ტროტურზე,  კეთილმოწყობაში, ამიტომ ვანიჭებ უპირატესობას ფეხით სიარულს და მერე ვცდილობ, როგორც ქალაქის მერმა, ყველა ზომა მივიღო, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში გამოვასწორო.


…უსაფრთხო მოძრაობაზე რა მოგახსენოთ, საპატრულო პოლიციის ან სხვა დანაყოფის საქმიანობა ცალკეა განსაზღვრული ჩემი ცალკეა, ჩემთვის მთავარია ველობილიკები მოეწყოს ნორმალურად იქ სადაც არ არის.


სამომავლოდ სად იგეგმება ველობილიკებისა და ტერმინალების მოწყობა?


ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს, სადაც შესაძლებლობა გვექნება ვცდილობთ ველობილიკების არსებობა გავითვალისწინოთ. როცა დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჭაობის, ბონი-გარადოკის, ბენზე-ბარცხანის, თამარის დასახლებაში – ყველაგან სადაც მიწისქვეშა სამუშაოებს დავამთავრებთ და გზების და ტროტუარების კეთილმოწყობას დავიწყებთ აუცილებლად გავითვალისწინებთ.


ველოსიპედისტების ღონისძიების საინფორმაციო ფურცელი



მიწის დამუშავებისას მოტობლოკმა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

 

„დილის რვის ნახევარი იქნებოდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა, საკუთარ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა მამაკაცი მოტობლოკით, როდესაც მექანიზატორმა ჩაითრია… სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროზე მოვიდა, თუმცა გარდაცვლილი იყო“, – ამბობს სოფლის რწმუნებული გოგი ბოლქვაძე.

 

ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ მექანიზატორით ადამიანის დაზიანების შემთხვევა ადრეც ყოფილა, თუმცა ეს ადამიანის გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა.

 

ბესიკ ბუაჩიძე: „სამწუხაროდ, ცუდი ფაქტი მოხდა, მიწის დამუშავებისას მექანიზატორის ჩათრევის შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი. მსგავსი შემთხვევა, რომ მექანიზატორით ადამიანი გარდაცვლილიყო, არ ყოფილა. თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც მიწის დამუშავებისას მამაკაცმა მცირე დაზიანება მიიღო“.

 

 

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-12 კლასელები

სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წლიდან ფუნქციონირებს. სკოლას აქვს აგრეთვე საბავშვო ბაღიც. თურქული ენის პედაგოგის ჯუმბერ ღოღობერიძის თქმით, ამჟამად სკოლა-ლიცეუმში 550 მოსწავლე სწავლობს.

„კურსდამთავრებულთა უკვე მე-15 გამოშვება გვქონდა. წელს მე-12 კლასი 10-მა მოსწავლემ დაასრულა. ჩვენი კურსდამთარებულების საკმაოდ დიდი ნაწილი სწავლას უცხოეთში აგრძელებს. ათი კურსდამთავრებული ამერიკაში სწავლობს, რამდენიმე კურსდამთავრებული წავიდა  ჰოლანდიასა და გერმანიაში“- ამბობს პედაგოგი.

ღონისძიებას მშობლებისა და მოსწავლეების გარდა ესწრებოდნენ სტუმრები ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტიდან, ასევე აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან.

სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები

მე-12 კლასელი გოგონები

მე-12 კლასელი ბიჭები

ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ

ოლიმპიური ცეცხლი მაღალმთიან აჭარაში

 

„ქედის რეალობაში ისტორიული დღეა. იმდენად სასიხარულო, რომ 15-20 წლის წინ ვერავინ იოცნებებდა, ქედელი კაცი ოლიმპიადის ჩირაღდანს დახვდებოდა, უმასპინძლებდა და გააცილებდა კიდეც. ყველას ვულოცავ ამ ლამაზ დღეს, მადლობას ვუხდი ოლიმპიადის ორგანიზატორებს, რომ დაგვდეს პატივი და ოლიმპიური ცეცხლის საქართველოში შემობრძანებიდან მეორე დღეს ქედის მუნიციპალიტეტს მიეცა შესაძლებლობა, გვემასპინძლა ცეცხლისთვის. წარმატებას ვუსურვებ ოლიმპიადაში მონაწილე ყველა ქართველს, კვარცხლბეკის სამი საფეხურიდან ერთ-ერთი მაინც დაეკავებინოთ“ – განაცხადა ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ.

 

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ცეცხლი ჩაიტანეს დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. ოლიმპიური ცეცხლი ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა, მეჩირაღდნეებმა: ირინე ლეონიძემ, შორენა შარაძემ, ნანი კირკიტაძემ, გენადი ჩხაიძემ, დავით მარკოიძემ, ნინო მგელაძემ და ანა დუმბაძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში მიიტანეს. ოლიმპიური ცეცხლის ხელვაჩაურში შეტანას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. დამსწრე საზოგადოებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ახვლედიანმა მიმართა. ღონისძიებაზე ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების მიერ მრავალჟამიერი და განდაგანა შესრულდა.

პარლამენტის წარმომადგენელი: ფარული თვალთვალი კონსტიტუციურია

 

საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის სახელით გამოდის, განმარტა, რომ კანონი, რომელსაც ასაჩივრებენ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია და სამართალდამცავი ორგანოები მოქალაქეებს კანონიერად უსმენენ: „სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პირის კონტროლის მექანიზმი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე”. მისივე განმარტებით, ამის  ერთ-ერთი მიზანია დანაშაულის გახსნა.

 

მოსარჩელეების მთავარი არგუმენტი კი, რის გამოც კანონის გაუქმებას ითხოვენ, პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია. ეს უფლება ირღვევა, მაგალათად იმ შემთხვევაში, როცა შს სამინისტრო აკონტროლებს ვის ურეკავ, საიდან და რატომ? გარდა ამისა, სახელმწიფოსთვის ცნობილია პირის კომპიუტერში არსებული მონაცემები. სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ აკონტროლონ, თუ კონკრეტული ადამიანი  საკუთარი კომპიუტერიდან რომელ საიტზე შევიდა, რამდენს ხანს დარჩა ამ საიტზე და სად იმყოფებოდა მოცემულ დროს.

 

მოპასუხემ, ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ ამას სასამართლოს დადგენილება სჭირდება. თუმცა მოპასუხისავე განმარტებით, სასამართლოს მიერ თვალთვალის დაკანონებას სამართალდამცავები მხოლოდ მაშინ ითხოვენ, როცა კონკრეტული მასალის  სასამართლოში გამოყენებას გეგმავენ.

 

სასამართლო შესვენების შემდეგ მხარეებს კითხვებს დაუსვამს.

 

საკონსტიტუციო სასამართლო მოგვიანებით გადაწყვეტს მიიღებს თუ არა აღნიშნულ სარჩელს წარმოებაში. 

შარშან სასამართლომ 1637-ჯერ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა მიენიჭებინათ ადამიანებისთვის თვალთვალის უფლება, ბოლო 16 თვის განმავლობაში კი იგივე უფლება მთლიანობაში 3228-ჯერ გაიცა.

Exit mobile version