“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, 1 ივნისს დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე ბათუმში, თამარის დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის მონაცემებით შეზღუდვები ბათუმის თამარის დასახლებაში [ბნქ] 3766 აბონენტს შეეხება. დენის მიწოდების შეზღუდვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
სად გადის ზღვარი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და მოქალაქეთა პირადი სივრცის დაცვას შორის

დისკუსიას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა გაუძღვება. დისკუსიის დაწყებამდე ნაჩვენები იქნება გერმანელი რეჟისორის ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკის 2006 წელს გადაღებული ფილმი “სხვების ცხოვრება”, რომელიც ასახავს 1984 წელს აღმოსავლეთ ბერლინში, საიდუმლო პოლიციის საქმიანობას.
დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია. დასაწყისი 17 საათზე.
დისკუსია მზადდება „ნედის“ (NED) მხარდაჭერით.
ველოსიპედებით მსვლელობა ბათუმში [ფოტო]
ველომოყვარულები დანიშნულების ადგილზე 07:30 საათზე შეიკრიბნენ.



ველომსვლელობაში გაზეთ “ბათუმელების” წარმომადგენელიც მონაწილეობდა.






ველომსვლელობის ყველაზე პატარა მონაწილე.
08:00 საათზე კი რუსთაველის ქუჩის მიმართულებით დაიძრნენ.


მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 8 კილომეტრი იყო, ველოსიპედისტები რუსთველის ქუჩის ბოლომდე ჩავიდნენ და შემდეგ გორკის ქუჩით დაბრუნდნენ ერას მოედანზე.







№17 ავტობუსის ახალი მარშრუტი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარო ჩხაიძე შესაძლოა კობა ნაკაიძემ ჩაანაცვლოს

”არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. იმედი მაქვს დავიწყებ სამსახურს” – უთხრა მან ”ბათუმელებს”.
ამ დროისთვის მარო ჩხაიძე სამსახურში რჩება და მოვალეობას ასრულებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ჯერ მისი განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, არ დაუკმაყოფილებია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ამ თანამდებობაზე მთავრობის თავმჯდომარეს დასაქმების სააგენტოს მოქმედი თავმჯდომარის კობა ნაკაიძის კანდიდატურა წარუდგინა.
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გადადგომას ითხოვს
ზაზა ხალვაში
ბეჟან გობაძე ამბობს, რომ საბჭოს ჯერ არ გადაუწყვეტია დააკმაყოფილებს თუ არა ზაზა ხალვაშის განცხადებას. „საბჭო ჯერჯერობით ამაზე მსჯელობს“, – უთხრა ბეჟან გობაძემ „ბათუმელებს“.
ბეჟან გობაძემ მოკლედ განმარტა ზაზა ხალვაშის დღევანდელი მოტივაციის შესახებაც. „როდესაც ზაზა ხალვაში აირჩიეს სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, მაშინ ამ საბჭოში სულ სამი წევრი იყო. ახლა ხუთი წევრი ვართ, ამიტომ ბატონმა ზაზამ თქვა, რომ გადადგება. ეს ჩვენ არ მოგვითხოვია“, – ამბობს ბეჟან გობაძე.
ბეჟან გობაძე „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არის აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოში მოხვედრილი. ბეჟან გობაძის საბჭოში არჩევას თავის დროზე მხარი არ დაუჭირა უმაღლესი საბჭოს სახელისუფლებო კოალიცია – „ქართულმა ოცნებამ“. ბეჟან გობაძემ უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში. სასამართლომ ბეჟან გობაძის მოთხოვნა დააკმაყოფილა და უმაღლეს საბჭოს მისი დანიშვნა დაავალდებულა.
კიდევ ერთი წევრი აჭარის ტელევიზიის ბორდში – ასევე უმცირესობის კვოტით მოხვედრილი ირაკლი დარცმელიძე, როგორც ბეჟან გობაძემ უთხრა „ბათუმელებს“, დღეს პირველად მივიდა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე. ირაკლი დარცმელიძეც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაინიშნა ბორდში, რადგან თავის დროზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ არც მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობს თავად ზაზა ხალვაში და არც საბჭოს სხვა წევრები.
აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომლის ხუთწევრიან სამეთვალყურეო საბჭოს აჭარის უმაღლესი საბჭო ირჩევს.
ჩაქვში მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 278-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სატრანსპორტო დანაშაულისათვის: სხვა სატრანსპორტო მოწყობილობის დაზიანება, განადგურება ან ექსპლუატაციისათვის სხვაგვარად გაუვარგისება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

დახმარების სურვილი თუ პოლიტიკური სპეკულაცია

ქედის საკრებულოს ენმ-ის წევრი ვაჟა ბოლქვაძე განკარგულების პროექტით მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მაღალი თანამდებობის პირების კვარტალური პრემიით სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახურავის შეძენას მოითხოვდა. ვაჟა ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი პროექტი დამსწრე 18 დეპუტატიდან მხოლოდ ოთხმა მოიწონა.

განკარგულების განხილვას მწვავე დისკუსია მოჰყვა დეპუტატებს შორის, უმრავლესობამ ვაჟა ბოლქვაძეს მისი მუშაობის პერიოდი შეახსენა. „ცხრა წელი პრემიაც თქვენს ხელში იყო და ხელფასიც, რატომ არ გამოიყენეთ მაშინ?“ – ჰკითხა ამირან დევაძემ მომხსენებელს. საკრებულოს სხვა წევრმა კი თქვა, რომ უმჯობესია საქველმოქმედო ფონდი შეიქმნას და ვისაც სურვილი ექნება, მან გაიღოს ხელფასიდან ქველმოქმედება.
„ერთი პარტია თავის გამოსაჩენად სვამს საკითხს, მეორეც სათავისოდ უარყოფს, ვფიქრობ უპრიანი იქნება შეიქმნას საქველმოქმედო ფონდი, ფონდში შემოსული თანხით კი შეჭირვებულ ოჯახებს დავეხმაროთ, მართალია ყველას ვერ დაეხმარებით, მაგრამ ერთ ოჯახსაც რომ გადაუჭრა პრობლემა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია“ – ამბობს უშანგი ბერიძე.
„ვითხოვდი, თანამდებობის პირების გამგებელის, მოადგილეების, სამსახურის უფროსების, განყოფილების უფროსების, საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, ფრაქციებისა და კომისიის თავმჯდომარეების კვარტალური პრემია გაღატაკებულ ოჯახებს მოხმარებოდა. თანამდებობის პირებს პრემია არ აეღოთ, რაც 45 440 ლარს შეადგენს, ეს თანხა კი 37 ოჯახის პრობლემას მოაგვარებდა. დემაგოგიური პროექტი არისო, მე ვთავაზობ მათ მოამზადონ ანალოგიური პროექტი, ოღონდ ხალხს წაადგეს“ – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.
„საპრემიო ფონდი ამოწურულია, თანხა არ არის, ეს თვითონაც იცოდა, მაგრამ საკითხი შემოიტანა იმ მიზნით, რომ აჩვენოს თითქოს ხალხზე ფიქრობს, ასეთი დემაგოგია როგორ შეიძლება, რაც შეეხება საქველმოქმედო ფონდის შექმნას, მე მხარს დავუჭერ“ – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე.

საკრებულოს სხდომას ქედაში 2012 წელს მიწის ძვრის დროს დაზარალებული სოფელ ნამლისევში მცხოვრები ალექსანდრე აზნაურიშვილიც ესწრებოდა, მან საკრებულოს კიდევ ერთხელ დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც ხელთ არსებული გეოლოგიური დასკვნა დეპუტატებს აჩვენა. იგი ამბობს, რომ უკვე სამი წელია უშედეგოდ ითხოვს დახმარებას – “სამი წელია ვითხოვ დახმარებას, სად წავიდე? ვის მივმართო? სად ვიპოვო სამართალი?… “.
უკრაინელი ბიზნესმენების ვიზიტი აჭარაში

სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუმრებს რეგიონის საინვესტიციო კლიმატზე სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინეს. საუბარი შეეხო ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონასაც.
დელეგაციას ვინიცის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის გუბერნატორის პირველი მოადგილის მრჩეველი და „ვინიცის საქმიან ხალხთა კლუბის“ პრეზიდენტი ნადეჟდა ლისეცკაია ხელმძღვანელობდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე უკრაინელი ინვესტორები აჭარის რეგიონში ბიზნესის წარმოების რეგულაციებითა და გმირთა ხეივნის ტერიტორიით დაინტერესდნენ.

29-30 მაისს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასაც ეწვევიან. უკრაინელი ინვესტორები რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდებიან და აჭარაში ბიზნესის წარმოების თაობაზე მათ გამოცდილებას გაეცნობიან.
შეხვედრა სტუდენტებთან შავი ზღვის პრობლემებთან დაკავშირებით

შეხვედრა პროექტის -“სუფთა მდინარეები-სუფთა ზღვა” -ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანია დაეხმაროს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს წყლის დაბინძურების შემცირებაში.
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიკო ახობაძემ თქვა, რომ შეხვედრის მიზანია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მათი სფეროთი, მიაწოდონ ინფორმაცია შავი ზღვის მიმდინარე პროექტებისა და ეკოლოგიური თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ – “ჩვენი მიზანია მოვამზადოთ და გავაფორმოთ მემორანდუმი, ევროპის ქვეყნებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის, რომელთათვისაც ჩვენი სფერო არის ახლო. ჩვენი მიზანია ჩავრთოთ ისინი კვლევებში” – თქვა მან.
შეხვედრაზე ისაუბრეს შავი ზღვის აქტიურ პრობლემებზე, რომლებიც ეხება: კომერციული ზღვის ცოცხალი რესურსების დაცვას; შავი ზღვის საზღვაო და სანაპირო ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატის დაცვას და ზღვის წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. “შავი ზღვის დაცვის მთავარი მიზანი არის შავი ზღვის 60-იანი წლების ეკოლოგიური ვითარების მიღწევა” – თქვა სოფიკო ახობაძემ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოვლინდა რისკის ქვეშ არსებული ზედაპირული წყლის ობიექტები. როგორც აღმოჩნდა ჭოროხი-აჭარის წყლის მდინარის აუზზე ყველაზე დიდი ზეწოლა ადამიანის მეურნეობით არის გამოწვეული, შემდგ სამეწარმეო ობიექტების საქმიანობით. ანგარიშში ნახსენებია ყველა ის გაცემული ლიცენზია რაც აუზიდან გრუნტისა და ხრეშის გაცემაზე გაიცა.
სოფიკო ახობაძის თქმით, პროექტის მთავარი მიზანია წყლის სააუზო მართვის ტერიტორიული ერთეულის შექმნა, რომელიც სავარაუდოდ აჭარაში განთავსდება.
სასწრაფოდ იყიდება კომერციული ფართი
ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ეკლესიასთან, სასწრაფოდ იყიდება 150-კვ.მ ფართობი კომერციული ფართი.
ფასი: 38 ათასი დოლარი.
მობ: 579120841
აჭარის განათლების სამინისტროს კონკურსის სამი გამარჯვებული
ოთარ ნაკაშიძე – „ლირიკული მასტერკლასის მე-2 გამოცემაში მონაწილეობა“
ინგა ჯახუტაშვილი – „ლირიკული მასტერკლასის მე-2 გამოცემაში მონაწილეობა“
ბავშვთა ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია „მწვერვალი“ – „საგასტროლო ტურნეში მონაწილეობა“ (სომხეთი – ქ. ერევანი და საქართველო – ქ. თელავი)
„ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის კონკურსის“ ორი გამარჯვებული, აჭარის საოპერო დასის წარმომადგენლები – ოთარ ნაკაშიძე და ინგა ჯახუტაშვილი დაფინანსდნენ 2 875 ლარით და გაემგზავრნენ იტალიაში ქ. რომში „ ლირიკული მასტერკლასის მეორე გამოცემაში მონაწილეობის“ მისაღებად 2015 წლის 14- 19 მაისს. მასტერკლასში მონაწილეობის მისაღებად იბრძოდა 32 ქვეყნის 300-ზე მეტი მომღერალი, ამათგან შერჩეულ იქნა 12 მომღერალი, მათ შორის ორი ბათუმელი შემსრულებელი, რაც დიდი გამარჯვებაა ბათუმის საოპერო თეატრისათვის საოპერო დასის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციის კუთხით. ბათუმელი შემსრულებლები 15-17 მაისის ჩათვლით დაესწრნენ ლირიკულ მასტერკლასებს, სადაც საქართველოს გარდა მონაწილეობდნენ გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, ესპანეთის, პოლონეთის, უკრაინისა და იტალიის წარმომადგენლები. ფინალური კონცერტი ჩატარდა იტალიის ქალაქ ტრევინიანო რომანოს კულტურის ცენტრში.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა ბათუმის საოპერო დასის წარმომადგენლებისათვის, რამდენადაც ხელი შეუწყო მათ შემოქმედებით/პროფესიულ ზრდას და გამოცდილების გაღრმავებას, საერთაშორისო პროფესიული კონტაქტების დამყარებას და მათ შემდგომ განვითარებას, ბათუმის საოპერო დასის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე; ასევე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა შედეგიანი აღმოჩნდა ბათუმის საოპერო დასის სხვა წარმომადგენელთათვისაც, რადგან მასტერკლასის ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ოთარ ნაკაშიძე და ინგა ჯახუტაშვილი ადგილობრივ კოლეგებსა და დამწყებ საოპერო მომღერლებსაც გაუზიარებენ.
ბავშვთა ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია „მწვერვალი“ საგასტროლო ტურნეს გამართავს 2015 წლის 30 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით.
ექსკურსია ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ოჯახის წევრებისთვის
აჭარასა და სამეგრელო ზემო-სვანეთში მცხოვრები პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ოჯახის წევრებისთვის (მოზარდები და მშობლები) გასვლითი პროგრამა ისტორიული ადგილების მონახულებას და ინფორმაციის შეგროვებას ითვალისწინებს.
საექსკურსიო პროგრამით დაგეგმილია: პრომეთეს მღვიმის, ასევე გელათის, მოწამეთა და ბაგრატის ტაძრების დათვალიერება. ექსკურიაზე სულ 67 ადამიანი გაემგზავრება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება პროექტის: ,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციის კამპანია’’ ფარგლებში გაიმართება. აღნიშნულ პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2013 წლის 23 ნოემბრიდან ახორციელებს.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები გულისხმობს, აჭარისა და სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონებში ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას. კერძოდ, იურიდიულ დახმარებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებას, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება-განვითარებას, სამედიცინო დახმარებას და სხვადასხვა კულტურულ – საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურ ჩართულობას.
ბათუმიდან გასვლა იგეგმება: 09:00 საათზე, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ოფისიდან.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები უნივერსიტეტში – ორი ფაკულტეტის შედეგები
28 მაისს არჩევნები გაიმართა ორ – ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიულ ფაკულტეტზე. ეკონომიკის ფაკულტეტზე 10 წევრი, ხოლო იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტური თვითმმართველობის 5 წევრი აირჩიეს.
საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 1128 ამომრჩევლიდან 445 გამოცხადდა საარჩევნო უბანზე. ბათილად იქნა მიჩნეული 2 ბიულეტენი, ხმები კი ასე გადანაწილდა:
გვანცა თურმანიძე – 67 ხმა
ზურაბ პაპუნიძე – 46 ხმა
დავით კონცელიძე – 41 ხმა
მეგი ჭითანავა – 11 ხმა
ნაზიბროლა მიქელაძე – 2 ხმა
თამუნა ცეცხლაძე – 23 ხმა
ლელა ირემაძე – 34 ხმა
სალომე დუმბაძე – 36 ხმა
გიორგი ბაგრატიონი – 30 ხმა
ჯიმშერ გორგილაძე – 32 ხმა
იაგო ბერიძე – 15 ხმა
ინგა ათაბაგი – 29 ხმა
მელანო აბაშიძე – 24 ხმა
თედო ბაგრატიონი – 25 ხმა
დავით ფარტენაძე – 19 ხმა
მარიეტა ფუტკარაძე – 3 ხმა
რამაზ მელაძე – 6 ხმა
[წითლად აღნიშნულია კანდიდატები, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს და შესაბამისად, გამარჯვებულად ითვლებიან.]
რაც შეეხება იურიდიულ ფაკულტეტს, აქ 423 ამომრჩევლიდან ხმა 261-მა მისცა. ბათილად იქნა მიჩნეული სამი საარჩევნო ბიულეტენი. ხმები ასე გადანაწილდა:
ცისნამ დუმბაძე – 51 ხმა
მინურ პაქსაძე – 59 ხმა
მამუკა ზოიძე – 38 ხმა
გიორგი გაბაიძე – 19 ხმა
ლევან კუტუბიძე – 1 ხმა
რამინ მაჭარაშვილი – 19 ხმა
სალომე კარალიძე – 9 ხმა
ირაკლი ფაღავა – 9 ხმა
თენგიზ ბოლქვაძე – 5 ხმა
ანა ძიძიგური – 9 ხმა
ნინო ნინიძე – 31 ხმა
ნიკა ცეცხლაძე – 0 ხმა
ია ბაკურიძე – 7 ხმა
გიორგი გაბაიძემ და რამინ მაჭარაშვილმა ხმების თანაბარი რაოდენობა (19-19 ხმა) დააგროვეს. უნივერსიტეტის იურისტის, გიორგი დიასამიძის თქმით, მსგავსი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა უნივერსიტეტში და საკითხზე, თუ როგორ უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული ამ ორი კანდიდატიდან, იმსჯელებენ.
დღეს, 29 მაისს, არჩევნები გაიმართება ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა [10 წევრი] და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე [5 წევრი].
არჩევნები უნივერსიტეტში 3 ივნისს დასრულდება.

დღის სტატისტიკა – პარკირების წესების დარღვევაზე

წყარო: ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო
ექიმის როლი ოჯახში ძალადობის გამოვლენაში

ცვლილება კანონში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” გასული წლის 17 ოქტომბერს შევიდა. ”ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციისა და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებების, არასრულწლოვნის შემთხვევაში – ასევე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს” – ვკითხულობთ კანონში.
ოჯახის ექიმი ნატა ჩაკვეტაძე ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პაციენტი მას პრაქტიკაში ორჯერ ჰყავდა და ორივე შემთხვევაში ძალადობის ფაქტზე საუბრის ინიციატორი პაციენტები იყვნენ: `ამის შესახებ მე კითხვა არ დამისვამს, პაციენტმა თავად ჩათვალა საჭიროდ, რომ ეთქვა ჩემთვის. მე შევთავაზე, რომ ჩავაყენებდი შესაბამის ორგანოებს საქმის კურსში, რაზეც თავიდან დამთანხმდა. ამ საკითხზე უბნის პოლიციელს გავესაუბრე, ვკითხე, თუ რა შემეძლო გამეკეთებინა. მითხრა, რომ შეგიძლიათ შემოიტანოთ საჩივარი, მაგრამ რა შედეგი ექნება არ ვიცითო. საქმეს ბოლომდე მაინც არ მივყოლილვართ, მეორე დღეს მოვიდა ეს ქალი და კატეგორიული უარი მითხრა სამართალდამცავების ჩარევაზე. თქვა, რომ ამის გამო უარესი პრობლემები შეექმნებოდა~.
ნატა ჩაკვეტაძე ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლი მეორე პაციენტიც ქალი იყო, რომელზეც ადრე მისი ქმარი ძალადობდა და სწორედ ამას უკავშირდებოდა მისი ახლანდელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები: ”მე არ მქონია პაციენტის გახსნის მცდელობა, ძალადობის შესახებ შეკითხვაც კი არ დამისვამს, პაციენტმა თვითონ ახსენა, რომ მასზე ადრე ძალადობდნენ და ამ ძალადობის შედეგად ჰქონდა ახლა მას პრობლემები” – ამბობს ექიმი.
ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ქეთევან გოგინაშვილის თქმით, როცა ოჯახისა და სოფლის ექიმები გადიოდნენ საკანონმდებლო გადამზადებას, მათ ეუბნებოდნენ, რომ ასეთი ფაქტები უნდა აცნობონ შესაბამის სამსახურებს, ხოლო გაიდლაინი, რომლითაც ექიმებმა უნდა იხელმძღვანელონ ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებისთვის, UNICEF-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ითარგმნა. ”UNICEF-მა თარგმნა ეს გაიდლაინი, ჩვენ კი მისი ადაპტირება გავაკეთეთ საქართველოს პირობებისთვის და იგი ალბათ წელს დამტკიცდება პარლამენტის მიერ. იქ ალგორითმია დახატული, თუ როგორ უნდა გაირჩეს ძალადობა ჩვეულებრივი ტრავმისგან, როგორ უნდა მოიქცეს ექიმი, როცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან აქვს შეხება და ასე შემდეგ” – ამბობს ქეთევან გოგინაშვილი. გაიდლაინი დასამტკიცებლად უკვე გადაგზავნილია პარლამენტში. `მათ ჰქონდათ შენიშვნები, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ გაიდლაინი არ ყოფილიყო მხოლოდ ქალებზე ან მხოლოდ ბავშვებზე ორიენტირებული და მოგვეხდინა მასში სხვა კომპონენტების ჩართვა. ეს ალგორითმი კარგად არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლებზე მორგებული” – ამბობს ქეთევან გოგინაშვილი. მისივე თქმით, გაიდლაინის დამტკიცების შემდეგ ამ თემაზე შესაბამისი თემატიკის ტრენინგებიც იგეგმება.
ეჭვი ოჯახური ძალადობის შესახებ შესაძლოა გაჩნდეს პაციენტთან, რომელსაც აღენიშნება ჩალურჯებები, ქრონიკული ტკივილი, გაურკვეველი ტიპის დეპრესია ან უმიზეზო აგზნებულობა. ასევე, ეჭვი ოჯახში ძალადობაზე ექიმს შეიძლება გაუჩნდეს იმ პაციენტთან მიმართებაში, რომელიც ხშირად მიმართავს ექიმს უმნიშვნელო ან ახსნასთან შეუსაბამო დაზიანებებით, ან აქვს აუხსნელი გინეკოლოგიური პრობლემები.
ქეთევან გოგინაშვილის თქმით, თუ დადგინდა, რომ პაციენტი არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მისი ყველა სამედიცინო მომსახურების ხარჯს (მიუხედავად იმისა, ფარავს თუ არა მას საყოველთაო დაზღვევა), სახელმწიფო ანაზღაურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის იანვრის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის 591 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან აჭარაში მოხდა 53 შემთხვევა, მათ შორის ერთი მკვლელობა და 3 – ჯანმრთელობის დაზიანება. 2015 წლის აპრილის მონაცემებით კი, საქართველოს მასშტაბით ოჯახში ძალადობის 56 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 11 აჭარაში მოხდა.
რა პრაქტიკა და გამოცდილება არსებობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცხოეთში? სხვადასხვა კვლევაში აღნიშნულია, რომ ძალადობის მსხვერპლები გულახდილად საუბრობენ ამ თემაზე ექიმებთან, როცა საუბრის ინიციატორი თავად ექიმია.
ამერიკის სამედიცინო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის (ჟურნალი JAMA Internal Medicine) თანახმად, ექიმები ხშირად თავს იკავებენ პაციენტისთვის ოჯახში ძალადობის შესახებ პირდაპირი კითხვების დასმისგან, თუმცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მათი უმეტესობა მიზანშეწონილად მიიჩნევს ექიმებისა და მედდებისგან პირდაპირ კითხვებს ოჯახში ძალადობის შესახებ.
ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების შესახებ სახელმძღვანელოში, რომელიც ბრიტანეთის ოჯახის ექიმების ყველაზე დიდმა პროფესიულმა კავშირმა (50 000-ზე მეტი წევრი) ორი წლის წინ დაამტკიცა, წერია, რომ გამოკითხული ქალების ნაწილი ენდობა თავის ექიმს და მიიჩნევს, რომ ისინი არიან იმ ადამიანებს შორის, ვისთანაც შეუძლიათ ისაუბრონ ამ თემაზე, თუმცა გამოკითხულთა უმეტესობამ თქვა, რომ ისინი ვერ ისაუბრებენ ოჯახში ძალადობის შესახებ ექიმთან პირდაპირ დასმული კითხვების გარეშე. “მათ სურდათ, რომ ექიმს ეკითხა პრობლემების შესახებ და მოლოდინი ჰქონდათ მათგან შესაბამისი რეაგირების” – აღნიშნულია კვლევაში. ამავე კვლევის თანახმად გამოკითხული ექიმების ნაწილმა არ იცოდა როგორ ეკითხა ქალებისთვის ოჯახში ძალადობის შესახებ და რა რეაგირება უნდა მოეხდინა დადებითი პასუხის შემთხვევაში.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: როცა მათ კომფორტს შეეხება საქმე, ოპოზიცია უკან იხევს

ბატონო ანზორ, რაც უმაღლეს საბჭოში ხართ, რა გააკეთეთ თქვენი ამომრჩევლისთვის?
ორ წელზე მეტია ვხელმძღვანელობ აგრარულ, გარემოს დაცვისა და თვითმმართველობის კომისიას. არ იყო ეს სფერო ჩემთვის რთული, რადგან თერთმეტი წელი გარემოს დაცვის მინისტრი ვიყავი. ციხისძირის მეურნეობაშიც მაქვს ნამუშევარი, სოფლის მეურნეობასთან მჭიდრო კავშირი მქონდა. ორივე დარგში პროფესიონალური კადრებით დაკომპლექტებული უწყებებია და აქტიურად ვითანამშრომლეთ, რომ დაგვესახა პრიორიტეტები, როგორც აჭარის მაღალმთიან რაიონებში, ასევე ბარში. ვიმუშავეთ ბევრ პროგრამაზე და ამით კმაყოფილი ვარ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ათი პროგრამა აქვს წელს, რაც ყოველწლიურად განახლებადია. სხვადასხვა სეგმენტი ემატება ამ პროცესს და ათასობით მცირე მექანიზაცია გვაქვს მოსახლეობაზე მიწოდებული შეღავათიან ფასად. რაც შეეხება გარემოს დაცვას, ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია აჭარის ტყეების, ტყეთმოწყობის პროექტი.
თქვენი ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ უმაღლეს საბჭოს იმის გამო, რომ ერთი კანონპროექტიც არ მოგიმზადებიათ, რომელსაც შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებდა…
არის გარკვეული ხარვეზები. არის ნაწილი, რომელიც დამტკიცდა და რომელიც დაბრუნდა და ხელახალ დამუშავებას საჭიროებს. რაც რეკომენდაციით დაგვიბრუნდა – დამუშავების პროცესშია. მთავარი მაინც ისაა, რომ ამ კუთხით არ აქტიურობენ ის უწყებები, რომელთა კანონის შეცვლაზეც ვმუშაობთ დეპუტატები. კანონი უნდა იცვლებოდეს პროცესში, როდესაც მეურნეს, მაგალითად, სამინისტროს მუშაობის პროცესში წინააღმდეგობა შეხვდება. სულ ერთი ან ორი ინიციატივაა აჭარის მთავრობიდან შემოსული. ვცდილობთ დავეხმაროთ და ვხედავთ, რომ მთავრობა არ აქტიურობს. საქართველოს პარლამენტში კი პროექტების 80 პროცენტი მთავრობიდან შედის. გასული წლის პირველი კვარტალის ანგარიშის მიხედვით შესრულება 50 პროცენტი იყო. ძირითად პრობლემად ჩავარდნილი ტენდერები სახელდებოდა. თუ ეს ხელს გიშლის რატომ არ მეუბნები? – ხომ შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივით შემოხვიდე, თუ რა კუთხით შეიძლება ტენდერების კანონში შევიტანოთ ცვლილებები. თუ არ გაქვს ინიციატივა, მაშინ მე ვერ მივიღებ მიზეზებს. ან სხვა მიზეზები უნდა მოვძებნოთ, რომ თავის მართლებისთვის ეს სეგმენტი არ იყოს გამოყენებული. ხალხი ელოდება პროგრამის განხორციელებას და შენ რაღაც მიზეზების გამო გამოყოფილ თანხას ვერ ითვისებდე – ამას გამართლება არა აქვს. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ მიწის რეფორმასთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღებაზე. მე ვფიქრობ, თუ ამ ცვლილებას მივიღებთ, რის შემდეგაც ხელვაჩაურსა და ქობულეთში მიწის რეფორმა განხორციელდება, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ.
როგორც მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი, მთავრობის მუშაობას როგორ შეაფასებდით?
მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ისევ დიდი კოლმეურნეობების მმართველი სამინისტროა. ბოლო ორი წლის განმავლობაში მე ციტრუსის სეზონის აღარ მეშინია, იმიტომ, რომ საწარმოო სიმძლავრეები, რაც ამ ბოლო დროს შევქმენით, მნიშვნელოვანია. წელიწად-ნახევრის წინ ჩვენ დამოკიდებული ვიყავით მხოლოდ ქობულეთის წვენების ქარხანზე, რომელიც მხოლოდ კონცენტრატს ამზადებდა. წელს თითქმის 36 შემფუთავი საწარმო იმუშავებს, ეს ქონება განადგურების პირას იყო, არც კარი ჰქონდა და არც ფანჯარა, თანდათან აღდგა. ახლა ქობულეთში უზარმაზარი ევროსტანდარტების სიმძლავრის ქარხანაა და ვფიქრობთ, რომ ეს ქარხანა წლის ბოლომდე კონცენტრატის დამზადებას კი არა მის ჩამოსხმასაც შეძლებს.
რამდენიმე კვირის წინ დეპუტატები არ მოვიდნენ სხდომაზე, როცა ფინანსთა მინისტრს ბიუჯეტის ანგარიში უნდა წარედგინა. რატომ?
მომავალ სესიაზე ჩვენ მოვისმენთ 2015 წლის პირველი კვარტალის ანგარიშს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისგან. თუ სხდომა ჩაიშლება, დააკლდება იმ დეპუტატებს, რომლებიც არ მოვლენ სხდომაზე. წლიური ანგარიშისთვის მოვიდა არამარტო მინისტრი, არამედ მთავრობის მთელი შემადგენლობა მინისტრებთან ერთად. რეგლამენტით მინისტრს არა აქვს ვალდებულება მეორედ მოსვლის. თუ სურვილი ექნება – მოვა. არ უნდოდა მოსმენა ოპოზიციას? – თუ არ უნდოდათ კი ბატონო, ძალიან მარტივად გაიარა ეკონომიკის მინისტრმა ეს პროცედურა. ჩვენ გვაქვს ეს მონაცემები. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად დაესწრებიან 2015 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის მოსმენას. გასული წელი 51 პროცენტი იყო ფაქტობრივი შესრულება, წელს 93 პროცენტზე მაღალია შესრულება. ეს საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო ხუთი წლის ანალიზით.
აჭარის უმაღლეს საბჭოში აღარ არის ის განლაგება, “ქართულ ოცნებას” რომ ჰქონდა. 13 დეპუტატი ვიყავით და ვიყავით უმრავლესობაში. გარდა ამისა, კომისიაში მუშაობის კვოტირება შვიდი დეპუტატით განისაზღვრა, აქედან ოთხი ოპოზიციური ფრთის დეპუტატია და სამი – “ქართული ოცნებიდან”, ანუ ნებისმიერ კომისიაში ნებისმიერი საკითხის დაბლოკვა შეუძლია ოპოზიციას. ეს, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რადგან ვერც ერთი ციფრი იოლად ვერ გავა და თითოეულ ციფრზე იქნება კირკიტი. უკვე შევხვდი მინისტრს, ასევე საბიუჯეტო სექტორის წარმომადგენლებს და მთავრობის თავმჯდომარეს. ვუთხარი, რომ დასრულდა იოლად გასვლის პერიოდი და ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თითოეულ ციფრს, თითოეულ სიტყვას, რადგან ამას ჩვენი ცხრაკაციანი მხარდაჭერა არ ეყოფა-მეთქი.
უმრავლესობა დღეს არის ოპოზიცია. ეს კონფიგურაცია ყველაზე უფრო ართულებს ჩემი კომისიის მუშაობას, რადგან ამ საკითიხებზე უკვე პასუხების გაცემის ვალდებულება მე მაქვს, მაგრამ თქვენს მკითხველს ვპირდები, რომ სანამ მე ჩავდგები პასუხების გაცემის რეჟიმში, პასუხს აუცილებლად მივიღებ და ეს იქნება არა მარტო ციფრები. მე ვითხოვ ანალიტიკურ პასუხებს. ასევე, ყოველდღიურ ინფორმაციას ხარჯვით და შემოსავლით ნაწილზე, რომ ჩემთვის მოულოდნელი არ იყოს ნახევარი წლის შედეგები.
ფინანსთა მინისტრი წამოვა ყოველდღიურად ანგარიშის ჩაბარების რეჟიმზე?
როგორ არ წამოვა? თუ მას უნდა მხარდაჭერა და ის, რომ გავიდეს მისი პროექტები, მან და მისმა გუნდმა უნდა ითანამშრომლონ უმაღლეს საბჭოსთან იმ რეჟიმში, რომელსაც მოვითხოვთ.
უმაღლესი საბჭოს ირგვლივ გახმაურებულ ამბებზე, რაც ეხებოდა დეპუტატების კომფორტს, თქვენ პირადად უხერხულობა გქონიათ?
არასდროს არ გამჩენია სურვილი ახალი მანქანა მქონოდა. იკადრონ, ბატონო და ისარგებლონ ოთხი თუ ხუთი წლის მანქანით. მათი წინაპრები ფაეტონით დადიოდნენ რომელიმე? – არც ერთი. რაც არის, ის უნდა გამოვიყენოთ. გადამეტებულად მიმაჩნია ამ თემის აჟიტირება, რაც გამოიწვია მასმედიამ. უამრავი ახალი ჯიპია შეძენილი არამარტო აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იმდენად მაღალი რანგის სტუმრებთან აქვს შეხვედრები, ნამდვილად სჭირდება ნორმალური მანქანა. ჩვენ გვაქვს პირობები, რაც დადგენილი იყო მანამდეც და ახლაც არის. ბიუჯეტის გაზრდის პროცედურა უფრო რთულია, ვიდრე შემცირება, მაგრამ ასეც დადგა საკითხი დღის წესრიგში. ოპოზიციის მოთხოვნა იყო, ეს თანხა ამოიღეთო, ამოვიღეთ. მაგრამ მეც შევთავაზე ოპოზიციას, რომელიც პოპულიზმის გამო მოდის ამ სიტუაციებზე. ვუთხარი, მოდი გავაკეთოთ ასე – ყველა დეპუტატმა უფლებამოსილების ხარჯიდან ხუთასი ლარი მოვიკლოთ, ექვსი ფრაქციაა – 9 ათასი აქვს ერთ ფრაქციას და დავუტოვოთ სამი ათასი, რაც თავისუფლად ეყოფა. გამოთავისუფლებული ექვსი ათასი რომ გავამრავლოთ ათ თვეზე, 400 000-ს მივიღებთ. 110 000 ლარი მივლინების ხარჯიც ჩამოვიყვანოთ 50 000-ზე_მეთქი და თოფით წამოვიდნენ. აი, ოპოზიცია. მე მზად ვარ ნახევარი მილიონით შევამცირო უმაღლესი საბჭოს ასიგნებები, მაგრამ არც ერთი დეპუტატი ამაზე არ წამომყვება. ოპოზიცია მხოლოდ ლაპარაკობს, როდესაც მათ კომფორტს შეეხება გადაწყვეტილება, უკან იხევენ. მივლინებას არ შევეხოთო. რატომ? – ამიხსნას ერთმა დეპუტატმა რას მიკეთებს მივლინებაში. წარმოადგინონ ანგარიში, ვინ რა გამიკეთა. ისე კი მინდა გითხრათ, რომ თუ არ იმუშავებ უმაღლეს საბჭოში, დიდი კომფორტია.
რატომ დატოვეთ “თავისუფალი დემოკრატები” და “ქართულ ოცნებაში” გადახვედით?
დღესაც გული მწყდება, რადგან ამ პარტიის დამფუძნებელი ვარ მე და ჩემი შვილიც. მაგრამ გადაადგილებებს, რაც იყო და რის გამოც უმცირესობაში რჩებოდა “ქართული ოცნება”, პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა შეეძლო. ძალიან გამიჭირდა და ერთი კვირა ვიფიქრე, შემდეგ კი მივიღე გადაწყვეტილება სახელმწიფო აზროვნებიდან გამომდინარე.
ირაკლი ალასანიამ რა გითხრათ?
_ ირაკლი ალასანიას შევხვდი და ვუთხარი, რომ მე ბატონ ბიძინას ვერ ვუღალატებ და თუ ღალატში ჩამითვლი, ჩამითვალე-მეთქი. ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და გადავეხვიეთ. გვაქვს შეთანხმება, რომ არასოდეს ერთმანეთს თავს არ დავესხმებით.
ველოსიპედისტების მოძრაობას შესაძლოა ბათუმის მერიც შეუერთდეს
ამ მსვლელობას, შესაძლოა, ბათუმის მერიც შეუერთდეს.

„ვერ გეტყვით რომ დიდი ველოსიპედისტი ვარ, მაგრამ სურვილი მაქვს და რამდენად მექნება შესაძლებლობა [შევუერთდე ველოსიპედისტების მოძრაობას], შევხედავ“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა.
გადაადგილებისთვის რა ტრანსპორტს ანიჭებთ უპირატესობას?
ფეხით სიარული მიყვარს და ფეხით სიარულს ვანიჭებ უპირატესობას. უფრო მეტ ხარვეზსაც ვხედავ, რასაც კაბინეტიდან ვერ დაინახავ, მანქანიდან ვერ დაინახავ, ასე რომ დიდი მოყვარული მანქანის არ ვარ.
თუ შეგიმჩნევიათ რამდენად უსაფრთხოა ველოსიპედით გადაადგილება ბათუმში?
ხარვეზებსაც ვხედავ, ზოგჯერ იმ ხარვეზებსაც, რაც არის ტროტურზე, კეთილმოწყობაში, ამიტომ ვანიჭებ უპირატესობას ფეხით სიარულს და მერე ვცდილობ, როგორც ქალაქის მერმა, ყველა ზომა მივიღო, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში გამოვასწორო.
…უსაფრთხო მოძრაობაზე რა მოგახსენოთ, საპატრულო პოლიციის ან სხვა დანაყოფის საქმიანობა ცალკეა განსაზღვრული ჩემი ცალკეა, ჩემთვის მთავარია ველობილიკები მოეწყოს ნორმალურად იქ სადაც არ არის.
სამომავლოდ სად იგეგმება ველობილიკებისა და ტერმინალების მოწყობა?
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს, სადაც შესაძლებლობა გვექნება ვცდილობთ ველობილიკების არსებობა გავითვალისწინოთ. როცა დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჭაობის, ბონი-გარადოკის, ბენზე-ბარცხანის, თამარის დასახლებაში – ყველაგან სადაც მიწისქვეშა სამუშაოებს დავამთავრებთ და გზების და ტროტუარების კეთილმოწყობას დავიწყებთ აუცილებლად გავითვალისწინებთ.

მიწის დამუშავებისას მოტობლოკმა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
„დილის რვის ნახევარი იქნებოდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა, საკუთარ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა მამაკაცი მოტობლოკით, როდესაც მექანიზატორმა ჩაითრია… სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროზე მოვიდა, თუმცა გარდაცვლილი იყო“, – ამბობს სოფლის რწმუნებული გოგი ბოლქვაძე.
ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ მექანიზატორით ადამიანის დაზიანების შემთხვევა ადრეც ყოფილა, თუმცა ეს ადამიანის გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა.
ბესიკ ბუაჩიძე: „სამწუხაროდ, ცუდი ფაქტი მოხდა, მიწის დამუშავებისას მექანიზატორის ჩათრევის შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი. მსგავსი შემთხვევა, რომ მექანიზატორით ადამიანი გარდაცვლილიყო, არ ყოფილა. თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც მიწის დამუშავებისას მამაკაცმა მცირე დაზიანება მიიღო“.
შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-12 კლასელები
სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წლიდან ფუნქციონირებს. სკოლას აქვს აგრეთვე საბავშვო ბაღიც. თურქული ენის პედაგოგის ჯუმბერ ღოღობერიძის თქმით, ამჟამად სკოლა-ლიცეუმში 550 მოსწავლე სწავლობს.
„კურსდამთავრებულთა უკვე მე-15 გამოშვება გვქონდა. წელს მე-12 კლასი 10-მა მოსწავლემ დაასრულა. ჩვენი კურსდამთარებულების საკმაოდ დიდი ნაწილი სწავლას უცხოეთში აგრძელებს. ათი კურსდამთავრებული ამერიკაში სწავლობს, რამდენიმე კურსდამთავრებული წავიდა ჰოლანდიასა და გერმანიაში“- ამბობს პედაგოგი.
ღონისძიებას მშობლებისა და მოსწავლეების გარდა ესწრებოდნენ სტუმრები ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტიდან, ასევე აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან.


სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები



მე-12 კლასელი გოგონები

მე-12 კლასელი ბიჭები

ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ
ოლიმპიური ცეცხლი მაღალმთიან აჭარაში

„ქედის რეალობაში ისტორიული დღეა. იმდენად სასიხარულო, რომ 15-20 წლის წინ ვერავინ იოცნებებდა, ქედელი კაცი ოლიმპიადის ჩირაღდანს დახვდებოდა, უმასპინძლებდა და გააცილებდა კიდეც. ყველას ვულოცავ ამ ლამაზ დღეს, მადლობას ვუხდი ოლიმპიადის ორგანიზატორებს, რომ დაგვდეს პატივი და ოლიმპიური ცეცხლის საქართველოში შემობრძანებიდან მეორე დღეს ქედის მუნიციპალიტეტს მიეცა შესაძლებლობა, გვემასპინძლა ცეცხლისთვის. წარმატებას ვუსურვებ ოლიმპიადაში მონაწილე ყველა ქართველს, კვარცხლბეკის სამი საფეხურიდან ერთ-ერთი მაინც დაეკავებინოთ“ – განაცხადა ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ.


ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ცეცხლი ჩაიტანეს დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. ოლიმპიური ცეცხლი ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა, მეჩირაღდნეებმა: ირინე ლეონიძემ, შორენა შარაძემ, ნანი კირკიტაძემ, გენადი ჩხაიძემ, დავით მარკოიძემ, ნინო მგელაძემ და ანა დუმბაძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში მიიტანეს. ოლიმპიური ცეცხლის ხელვაჩაურში შეტანას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. დამსწრე საზოგადოებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ახვლედიანმა მიმართა. ღონისძიებაზე ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების მიერ მრავალჟამიერი და განდაგანა შესრულდა.


პარლამენტის წარმომადგენელი: ფარული თვალთვალი კონსტიტუციურია

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის სახელით გამოდის, განმარტა, რომ კანონი, რომელსაც ასაჩივრებენ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია და სამართალდამცავი ორგანოები მოქალაქეებს კანონიერად უსმენენ: „სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პირის კონტროლის მექანიზმი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე”. მისივე განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზანია დანაშაულის გახსნა.
მოსარჩელეების მთავარი არგუმენტი კი, რის გამოც კანონის გაუქმებას ითხოვენ, პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია. ეს უფლება ირღვევა, მაგალათად იმ შემთხვევაში, როცა შს სამინისტრო აკონტროლებს ვის ურეკავ, საიდან და რატომ? გარდა ამისა, სახელმწიფოსთვის ცნობილია პირის კომპიუტერში არსებული მონაცემები. სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ აკონტროლონ, თუ კონკრეტული ადამიანი საკუთარი კომპიუტერიდან რომელ საიტზე შევიდა, რამდენს ხანს დარჩა ამ საიტზე და სად იმყოფებოდა მოცემულ დროს.
მოპასუხემ, ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ ამას სასამართლოს დადგენილება სჭირდება. თუმცა მოპასუხისავე განმარტებით, სასამართლოს მიერ თვალთვალის დაკანონებას სამართალდამცავები მხოლოდ მაშინ ითხოვენ, როცა კონკრეტული მასალის სასამართლოში გამოყენებას გეგმავენ.
სასამართლო შესვენების შემდეგ მხარეებს კითხვებს დაუსვამს.
საკონსტიტუციო სასამართლო მოგვიანებით გადაწყვეტს მიიღებს თუ არა აღნიშნულ სარჩელს წარმოებაში.
შარშან სასამართლომ 1637-ჯერ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა მიენიჭებინათ ადამიანებისთვის თვალთვალის უფლება, ბოლო 16 თვის განმავლობაში კი იგივე უფლება მთლიანობაში 3228-ჯერ გაიცა.
თვითმმართველობის არჩევნები უნივერსიტეტში [ვიდეო]
კონკურსი ბათუმის ეზოს ამბებში მონაწილეობის მისაღებად
“მონაწილე მხატვრების ერთმანეთთან და ეზოს მაცხოვრებლებთან თანამშრომლობით შეიქმნება ინდივიდულაური და ერთობლივი ნამუშევრები, რომელთა ინსპირაციის წყარო ეზოს და მისი მობინადრეების კულტურული მემკვიდრეობა, პერსონალური ისტორიები, საყოფაცხოვრებო ინფრატრუქტურა, ძველი ბათუმის ეზოების არქიტექტურული თავისებურებები და ყოველდღიური ცხოვრების დინამიკა იქნება,” – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ კონკურსის შესახებ ინფორმაციაში.
პროექტის მონაწილეებს დაუფინანსებათ მგზავრობა (საქართველოში), საცხოვრებელი, ნამუშევრის წარმოება, დღიური თანხა და ჰონორარი.
საკონკურსო პორტფოლიოების (PDF) მიღების ბოლო ვადა 2015 წლის 15 ივნისია. კონკურსანტებმა განაცხადი ელ-ფოსტაზე – info@backyardstories.ge უნდა გააგზავნონ. ინფორმაცია შერჩეული მონაწილეების შესახებ კი 20 ივნისს გამოქვეყნდება.
წელს “ბათუმის ეზოს ამბები” 18 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება. პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს. კერძოდ, სადავო ნორმების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებისათვის თითოეული მუნიციპალიტეტი, თბილისის გარდა, წარმოადგენდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქს, ხოლო თბილისში იქმნებოდა 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა, ხოლო სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, შეძლებისდაგვარად, თანაბარი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად.
მოსარჩელეების მოსაზრებით, მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები არ იყო თანაბარი ძალის მქონე. კერძოდ, საარჩევნო ოლქებში არ იყო რეგისტრირებული თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველი. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თანაბარი გავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე.
მაგალითად, საბურთალოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 128 545 ამომრჩეველი ირჩევდა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს, იმ დროს, როდესაც, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა მხოლოდ 5 810 ამომრჩეველი. ამდენად, ყაზბეგის ამომრჩევლის ხმა 22-ჯერ უფრო წონადი იყო, ვიდრე საბურთალოს საარჩევნო ოლქის ამომრჩევლის ხმა, რაც აშკარად მეტყველებდა სისტემის დისკრიმინაციულობაზე. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ ამომრჩეველთათვის არათანაბარი შესაძლებლობების მინიჭება, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, – საარჩევნო უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა საყოველთაო საარჩევნო უფლების მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ იგი, თავისთავად, არ მოითხოვს რომელიმე კონკრეტული საარჩევნო სისტემის მოდელის ჩამოყალიბებას, თუმცა აუცილებელია, არსებულმა საარჩევნო სისტემამ უზრუნველყოს ხალხის ნების თავისუფალი და თანასწორი ასახვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფორმირების პროცესში. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, თავად განსაზღვროს როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მოდელები და თავისებურებები იმ პირობით, რომ ამ პროცესში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებისას, წარმოიშობა ფაქტობრივი სირთულეები და, შესაძლოა, შეუძლებელი აღმოჩნდეს საარჩევნო ოლქების იმგვარი გადანაწილება, რომ ამომრჩევლების ხმებს აბსოლუტურად იდენტური „წონა“ ჰქონდეს. თუმცა, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ასეთი უთანასწორობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. ამასთანავე, სასამართლომ არ გამორიცხა, რომ გარკვეული რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე, კანონმდებელმა შემოიტანოს ტერიტორიული წარმომადგენლობის ელემენტები, ასევე, საარჩევნო ოლქების მუნიციპალურ ერთეულებზე მიბმა, შესაძლოა საარჩევნო ოლქების საზღვრებით მანიპულირების საფრთხის პრევენციასაც ისახავდეს მიზნად, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს იმგვარი უთანასწორობა, რომ გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ხმების გავლენა ზომაზე მეტად შემცირდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმების მიღებით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ოლქები მექანიკურად დაუკავშირა მუნიციპალიტეტებს, ისე, რომ არ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა. საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული იყო ამომრჩეველთა მკვეთრად განსხვავებული რაოდენობა. შესაბამისად, საარჩევნო ოლქები და მანდატები იმგვარად იყო გადანაწილებული, რომ ერთ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა რამდენჯერმე უფრო მეტად „ფასობდა“ ვიდრე – მეორე ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი გადახრა ხმათა თანაბრობის პრინციპიდან და არათანაზომიერად დაამცრო ამომრჩეველთა დიდი ნაწილის გავლენა საარჩევნო პროცესებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (თანასწორობის უფლება) და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან (საყოველთაო საარჩევნო უფლება) მიმართებით.
იყავი თანამედროვე, აირჩიე ჯანმრთელობა – მოსწავლეთა კონფერენცია
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს მოზარდთა ცნობიერების ამაღლებას ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემები:
• სწორი კვება
• წყალი
• თამბაქო
• C ჰეპატიტი
კონფერენციის ფარგლებში პრეზენტაციებს წარმოადგენენ: ბათუმის №1, N2, საჯარო სკოლების, ჭარნალის საჯარო სკოლის, ქობულეთის N6 საშუალო სკოლის, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VII – XI კლასის მოსწავლეები.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სუვენირები და სამახსოვრო საჩუქრები.
კონფერენციის მხარდამჭერები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ბათუმის, ქიბულეთისა და ხელვაჩაურის განათლების რესურსცენტრები.
კონფერენციის ორგანიზატორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.
ადამიანებისთვის თვალთვალის სტატისტიკა

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის იმ ნორმას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზე შს სამინისტრო მოქალაქეებს ფარულად უსმენს.
„ჩვენ გვაქვს იმის პრაქტიკა, რომ ქვეყანაში მოსამართლის ნებართვის გარეშე იწერდნენ მოქალაქეების სატელეფონო საუბრებს, ეცნობოდნენ მიმოწერებს, რომელიც ელექტრონული ფოსტით ან სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა. ეს ფაქტია. როგორ უნდა განადგურდეს ფარული ჩანაწერები, აი ესეც გვინდოდა, რომ ყოფილიყო დაცული და მიახლოებული ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი კანონით მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება არ არის გათვალისწინებული “, _ ამბობს ზვიად ქორიძე.
ზვიად ქორიძის თქმით, შს სამინისტროს კანონით აქვს ფარული თვალთვალის უფლება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელიც ვალდებულია ეს პროცესი გააკონტროლოს, ამის არანაირი მექანიზმი არ გააჩნია: „აი, აქ არის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს საკანონმდებლო ჩანაწერი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა”.
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი”, ანუ ახალი სამთავრობო უწყება 2013 წელს შეიქმნა საქართველოში. მისი მოვალეობაა მოქალაქეთა პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის დაცვა. თუმცა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალაუფლება არ არის საკმარისი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონულ კომუნიკაციებზე სისტემატური უკანონო თვალთვალის შესაჩერებლად – ეს პოზიცია აქვს არასამთავრობო სექტორს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დაინიშნა (2013 წლამდე ის ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო-ავტ). “საინტერესო ის არის, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია რა მექანიზმითაც აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს სისტემა შექმნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, – ამბობს ლიკა საჯაია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” საპარლამენტო მდივანი.
ლიკა საჯაიას ინფორმაციით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ყველა ქვეყანაში არის მაკონტროლებელი, საქართველოში კი ეს უწყება პროცესის მონაწილეა: „ყველა განვითარებულ ქვეყანაში [ევროპის უმრავლესობაში] სამართალდამცავი მიდის სასამართლო განჩინებით კომუნიკაციის კომპანიაში და კომპანია უშვებს მას მოსმენებზე. ანუ ე.წ. მოსმენების გასაღები ყველგან კომუნიკაციების კომპანიებს აქვთ. შვეიცარიაში არსებობს დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც არ აწარმოებს გამოძიებას, არ არის სახელმწიფო სტრუქტურა და მის ხელშია გასაღები. შს სამინისტრო არის დაინტერესებული მხარე, რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება, მით უფრო მარტივად გახსნის დანაშაულს. არ ვისაუბროთ იმაზე, რომ შეიძლება სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ ფარული ჩანაწერები, მაგალითად, შანტაჟისთვის. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არაა მოსმენების გასაღები იმის ხელში, ვინც პროფესიულად არის დაინტერესებული, რომ მიიღოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. ეს ჰგავს იმას, მგელს ცხვარი მივაბაროთ”.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის გიორგი გოცირიძის აზრით, არ შეიძლება გასაღები ჰქონდეს უწყებას, რომელიც დაინტერესებულია დანაშაულის გახსნით: `ეს ინტერესი აიძულებს მას უკანონო ქმედებას. მას სულ ექნება ცდუნება ნახოს მეტი, გააკონტროლოს მეტი დანაშაულის გახსნისთვის”.
გიორგი გოცირიძეც ეთანხმება ლიკა საჯაიას და ამბობს, რომ ფარული მოსმენის უფლება უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელ უწყებას, რომელსაც გამოძიების ინტერესი არ აქვს. ასეთ უწყებად ვახტანგ ხმალაძე კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას მოიაზრებდა, მაგრამ კანონპროექტი პარლამენტის უმრავლესობამ დაიწუნა.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ერთი ნაწილის სარჩელს, მაშინ კანონი მოსმენებისა და ფარული მიყურადების შესახებ გაუქმდება, პარლამენტი კი იძულებული იქნება, მოსმენების უფლება სხვა უწყებას მიანიჭოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის” საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია „ბათუმელებთან” ამბობს, რომ არის ორი მთავარი საკითხი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ: 1. კანონის ნორმა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევს შესაძლებლობას მობილური კომპანიებისა თუ ინტერნეტპროვაიდერებიდან იღებდეს ინფორმაციას შეუზღუდავად. 2. მონაცემთა ბანკები. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მონაცემთა ბანკში შენახულ ყველა ინფორმაციას – აბონენტის მიერ განხორციელებული ყველა ზარი, რამდენი ხანი ან სად ისაუბრა, რომელ საიტებზე შევიდა და სად იმყოფება – აკოპირებს ყოველგვარი ნებართვის გარეშე. მას სასამართლო ნებართვა მაშინ სჭირდება, თუ ამ ინფორმაციის გამოყენება უნდა სასამართლოში”.
არსებული კანონით კონკრეტული სამართალდამცავის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, ვის მოუსმენენ და ვის – არა. ეს იმას ნიშნავს, რომ არამხოლოდ დანაშაულში „ეჭვმიტანილი“ ადამიანის, არამედ ნებისმიერი პირის პირად ინფორმაციაზე წვდომის კანონიერი უფლება აქვს შს სამინისტროს: “ინფორმაცია უდევთ უჯრაში. სიტყვაზე თუ ვენდობით, ამ ინფორმაციას სასამართლო ნებართვის გარეშე არ იყენებენ”.
საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტს სახალხო დამცველიც უჩივის. უჩა ნანუაშვილის მოადგილე ნათია კაციტაძე „ბათუმელებთან” ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის ჩანაწერს ასაჩივრებს: „ვფიქრობთ, რომ სამართალდამცავი უწყებების მიერ მონაცემების შენახვა ორი წლის ვადით არის პრობლემური, ვინაიდან ის არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას”.
„ბათუმელების” ხელთ არსებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ფარულ თვალთვალზე პირველი ინსტანციის სასამართლოებმა შარშან 2 555 შუამდგომლობა განიხილეს, 2015 წლის ოთხ თვეში კი – 753. ეს სტატისტიკა რედაქციას უზენაესმა სასამართლომ მოაწოდა. “ეს ძალიან დიდი ციფრია. როცა მოსმენების კანონზე ვმუშაოდით, ევროპელმა კონსულტანტებმა გვითხრეს, რომ, მაგალითად, გერმანიაში წელიწადში 200-მდე შუამდგომლობაა ფარული მიყურადების ნებართვის მისაღებად”, – ამბობს ლიკა საჯაია.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, საგამოძიებო უწყებებს აქვთ უფლება, ნებისმიერ ადამიანს უთვალთვალონ ფარულად. იმავე კანონის თანახმად, საგამოძიებო უწყება ვალდებულია ერთი წლის განმავლობაში უთხრას ადამიანს, რომ მას ფარულად უთვალთვალებდნენ. ასეთი ფაქტი – როცა ადამიანს აცნობეს, რომ მას ფარულად უთვალთვალებდნენ, ჯერჯერობით, არ ყოფილა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაში არც ისეთი საქმე ყოფილა, რომ მოქალაქეს საგამოძიებო უწყებების ფარული მიყურადება გაესაჩივრებინოს. ამას ერთი ახსნა აქვს -შეუძლებელია მოქალაქემ სასამართლოს გზით დაადასტუროს, რომ მას უთვალთვალებდნენ.
შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაზე მახინჯაურსა და ხელვაჩაურში
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე: 12:00–დან 18:00 საათამდე 3337 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში დილისკა, ოკამი და მიმდებარედ, 10:00–დან 17:00 საათამდე 1856 აბონენტს ამბროლაურში, 11:00–დან 18:00 საათამდე 2021 აბონენტს დუშეთში, 06:00–დან 10:00 საათამდე 1358 აბონენტს ზუგდიდის გარეუბანში და სოფლებში – რუხი, აბასთუმანი და მიმდებარედ;
29 მაისს კი 11:00–დან 17:00 საათამდე 6823 აბონენტს ნინოწმინდის რაიონში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ახალი ემბლემა აქვს

2015 წელს დამტკიცებული ემბლემის აღწერილობა: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა არის ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიიანი მრგვალი ჰერალდიკური ფარი, რომლის ველსაც ოთხ თანაბარ ნაწილად ჰყოფს წითელი ჯვარი. ოთხივე ნაწილში თეთრ ფონზე გამოსახულია თანაბარი ზომის თითო წითელი ბოლნური ჯვარი. ველის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ოთხკუთხა ფარი. ფარის ველი ლურჯია. ფარის ზედა ნაწილში ლურჯ ველზე გამოსახულია ორი ვერცხლის სტილიზებული ლომი (პროფილში). ლომებს წინა თათებით ვერცხლის გაშლილი გრაგნილი უპყრიათ, რომელზეც გადაშლილი ლაჟვარდისფერი (ლურჯი) წიგნია გამოსახული. წიგნის თითოეულ გვერდზე თითო ვერცხლისფერი გასაღებია მოთავსებული. მარცხენა გასაღების გამღები ნაწილი ზემოთ არის მიმართული, მარჯვენისა კი – ქვემოთ. წიგნის ქვემოთ (ვერცხლის გრაგნილზე) სასწორის პინები ისეა გამოსახული, რომ სასწორის ფუნქციას სიმბოლურად წიგნის ქვედა მხარე ასრულებს. ფარის ქვედა ნაწილში ციხე-კოშკია გამოსახული. ფარის ქვედა ნაწილზე გადმოფენილია თეთრი სადევიზე ბაფთა, რომლის წინა ველზე ლურჯი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი „კანონი და ღირსება“. მრგვალ ჰერალდიკურ ფარს ორი ქობა შემოჰყვება. კიდეზე შემოყოლებული ქობა ნაცრისფერია და სისქით სამჯერ მცირეა სიღრმეში შემოყოლებულ ლურჯ ქობაზე. ლურჯ ქობაზე ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსახულია ვერცხლისფერი წარწერა: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო”.

2014 წელს დამტკიცებული ემბლემის აღწერილობა: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს სამკუთხოვან ფარს. ფარის ველი ლურჯია. ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია ორი ვერცხლის სტილიზებული ლომი (პროფილში). ლომებს წინა თათებით ვერცხლის გადაშლილი წიგნი უპყრიათ. წიგნის ქვემოთ ციხე-კოშკია გამოსახული. ფარის ზემოთა ნაწილში ლურჯ ველზე ვერცხლით ჩაწერილია – „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო“.

2009 წელს დამტკიცებული ემბლემის აღწერილობა: საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ფარს. ფარის ველი ლურჯია. ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია ოქროს სიმბოლური ფარი, რომლის ლურჯ ველზე მოთავსებულია ოქროს სტილიზებული ლომი (პროფილში). ლომს წინა თათებით ვერცხლის გაშლილი გრაგნილი უპყრია, რომელზეც ლურჯი გადაშლილი წიგნია გამოსახული. წიგნის თითოეულ გვერდზე თითო გასაღებია მოთავსებული. მარცხენა გასაღების გამღები ნაწილი ზემოთ არის მიმართული, მარჯვენასი კი ქვემოთ. წიგნის ქვემოთ (ვერცხლის გრაგნილზე) სასწორის პინებია გამოსახული ისე, რომ თვითონ სასწორის ფუნქციას სიმბოლურად წიგნის ქვედა მხარე ასრულებს. ფარს ორი ოქროს ქობა შემოყვება. კიდეზე შემოყოლებული ქობა სისქით ორჯერ აღემატება უფრო სიღრმეში შემოყოლებულ ქობას. ორ ქობას შორის ლურჯ ველზე ოქროთი ჩაწერილია – „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო”.
30 მაისს ბათუმში წყვილთა რბოლა გაიმართება

წყვილთა რბოლაში ჩემპიონატი აჭარის რეგიონალური საავტომობილო ფედერაციის ორგანიზებით მოეწყობა. ჩემპიონატს 15 მსაჯი ეყოლება. უსაფრთხოებას 10 პოლიციელი და ერთი სახანძრო მანქანა დაიცავს. ტერიტორია კი, სადაც შეჯიბრება უნდა ჩატარდეს, სპეციალური საშუალებით შემოიღობება.
ფედერაციის პრეზიდენტის იური ლომთათიძის ინფორმაციით, რბოლაში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ყველა მსურველს შეუძლია, ვისაც აქვს მართვის მოწმობა.
ჩემპიონატში მონაწილეთა რეგისტრაცია 30 მაისს, 11 საათზე დაიწყება, უშუალოდ შეჯიბრება კი 2 საათზეა დაგეგმილი და საღამოს დასრულდება.
გამოვლინდება გამარჯვებული წინა წამყვან თვლებს, უკანა წამყვან თვლებსა და კვადროში, რის შემდეგაც პირველ ადგილზე გასულები, მეოთხე კლასში – აბსოლუტურში გაეჯიბრებიან ერთმანეთს.
იური ლომთათიძის თქმით, ჩემპიონატის ჩატარებისთვის 1500 ლარია გაწერილი, რომელსაც აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი გამოყოფს. ფედერაცია გამარჯვებულებს თასებს, მედლებსა და სიგელებს გადასცემს, ხოლო აბსოლუტურში გამარჯვებულს – ფულად საჩუქარსაც.
Imagine Studio – ფოტოგრაფია








რატომ არის სახიფათო სახლი, რომელშიც ცხოვრობთ

„მე მაქვს ნანახი სახლი, რომლის გარე კედლის სისქე 10 სანტიმეტრია, საევაკუაციო კიბე კი – 152 სმ. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია“ – ამბობს არქიტექტორი გია რამიშვილი. მისი თქმით, კანონის ლიბერალიზაციამ ცუდი შედეგი გამოიღო, რადგან მშენებლები თითქმის აღარ იცავენ უსაფრთოების ნორმებს, მაკონტროლებელი სტრუქტურა კი სახელმწიფოში არ არსებობს.
„გარდა იმისა, რომ საცხოვრებელ კორპუსებში არ არის დაცული სახანძრო უსაფრთოების ნორმები, მშენებლები ვერ აკმაყოფილებენ სხვა ნორმებსაც. მაგალითად, სახლებს არ აქვთ საკმარისი ეზო და გამწვანება, არ აქვთ ავტოსადგომები, დარღვეულია ლიფტისა და კიბის უჯრედების რაოდენობა სახლის ფართობიდან გამომდინარე, სახლებში არ არსებობს ინდივიდუალური ან საერთო საკუთრებაში არსებული საშრობები, რაც, ერთი შეხედვით, თითქოს წვრილმანია, მაგრამ რეალურად ძალიან პრობლემატური საკითხია, არ არის დაცული ბუნებრივი კონდიცირება, განათება და სხვა უამრავი დეტალი“ – ამბობს გიორგი რამიშვილი.
140-ე დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს გააუქმა, რის შემდეგაც მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოებს უფლება აღარ აქვთ მშენებლებს ტექნიკური ნორმების დაცვა მოსთხოვონ. უსაფრთხოებისა და სხვა ნორმების დაცვაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დეველოპერებსა და საპროექტო ორგანიზაციებზე გადავიდა. კანონის ჰიპერლიბერალიზაციის შედეგი, როგორც არქიტექტორები აცხადებენ, სავალალოა.
ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ კანონით დადგენილი ნორმების გაუქმება მშენებლობის ტემპების დაჩქარებაზე იყო ორიენტირებული, რასაც ცუდი შედეგი მოჰყვა:
„57-ე დადგენილებამ, რომელიც მთავრობამ 2009 წელს გამოსცა, ფაქტობრივად ყველა სამშენებლო მოთხოვნა გაამარტივა. მშენებლებს აღარ აქვთ ვალდებულება არც სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, რომელიც ადრე სახანძრო სამსახურთან უნდა შეთანხმებულიყო, არც წყლისა და კანალიზაციის, არც ელექტროობის და სხვა ნორმების დაცვის ვალდებულება. მარტო ეს კი არა, კონსტრუქციების მოთხოვნის ვალდებულებაც კი აღარ აქვს არქიტექტურის სამსახურს. აქედან გამომდინარე, მთლიანად დამკვეთზე და საპროექტო ორგანიზაციებზეა გადატანილი პასუხისმგებლობა,“ – ამბობს ირაკლი ახალაძე.
ძველი დადგენილების თანახმად დამკვეთი ვალდებული იყო გარდა საევაკუაციო კიბეებისა, საცხოვრებელი სახლი ხანძარსაწინააღმდეგო სხვა სისტემებითაც აღეჭურვა: „სართულებზე უნდა ყოფილიყო სახანძრო წყლის ონკანები, ქვიშა და ა.შ რასაც დღეს ვეღარ ვთხოვთ. სკოლებისა და ბაღების მშენებლობის შემთხვევაშიც კი არ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ეს ნორმები, რადგან კანონი არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას“ – ამბობს არქიტექტურის სამსახურის უფროსი.
სახანძრო სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის თქმით, სასურველია მშენებლებმა საევაკუაციო გასასვლელები გაითვალისწინონ. „ზოგიერთი მშენებელი მოგვმართავს და ჩვენ ვუწევთ მათ კონსულტაციას, თუ გამოუვალი სიტუაციაა, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენი, სახანძრო კიბის მეშვეობით უნდა მოხდეს ევაკუაცია“ – ამბობს სახანძრო სამსახურის უფროსი.
ირაკლი ახალაძის აზრით, 57-ე დადგენილებაში აუცილებლად უნდა შევიდეს ცვლილება და გამკაცრდეს ტექნიკური ნორმების დაცვა.
„ქობულეთში მომხდარი ხანძრის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა ამ თემაზე და ვფიქრობ აუცილებლად შევა დადგენილებაში ცვლილება, რის შემდეგაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ოფიციალურად, კანონის ძალით მოვთხოვოთ დამკვეთებს ამ ნორმების დაცვა“.
როგორც ირაკლი ახალაძე ამბობს, თვითმმართველ ორგანოს შეუძლია გარკვეული ნორმების დაწესება, თუმცა ამის შესაძლებლობასაც საქართველოს კანონი უნდა ითვალისწინებდეს: „მთავარი დოკუმენტი რითაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა, არის მთავრობის დადგენილება. ამიტომ, რაღაც განსხვავებული ნორმების დამატება რთულია. თუ კანონში არ წერია, რომ თვითმმართველობისთვის ეს შესაძლებელია, ცალკე მოთხოვნებს ჩვენ ვერ დავაწესებთ“.
ბათუმის მერიას გარკვეული ნორმები აქვს დაწესებული მაღლივი კორპუსების შეფუთვაზე. ამ ნორმის მიხედვით, დაუშვებელია სახლი შეიფუთოს სწრაფად აალებადი, ხის და ხისგან კომბინირებული მასალით. „რაც შეეხება პლასტიკატს, ამაზე ჩანაწერი არსად არ არსებობს“ – ამბობს ირაკლი ახალაძე.
სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსის ირაკლი მოქიას განცხადებით, რა მასალით იფუთება დღეს საცხოვრებელი კორპუსები, ფაქტობრივად, უცნობია: „პროექტების 80 პროცენტში არ წერია რა მასალით იფუთება სახლი. მითითებულია მხოლოდ ფერი და ჩვენც ამ ფერს ვამოწმებთ“.
ირაკლი მოქიას თქმით, ქალაქში არ არსებობს შენობა, სადაც პროექტი დარღვეული არ იყოს. „სავინტილაციო სისტემა კი არა, ყველა საზოგადოებრივ ობიექტს უნდა ჰქონდეს საევაკუაციო გასასვლელი და გეგმა ყველა სართულზე გაკრული, რომელიც მხოლოდ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს და ზოგიერთ საცხოვრებელ სახლებს გააჩნიათ, სხვა მრავალბინიან სახლებში მე ასეთი რამ არსად მინახავს.“
ამის მიზეზად სამსახურის უფროსი, არქიტექტორის მსგავსად, 57-ე დადგენილებას ასახლებს, რომელიც საექსპლუატაციო პირობების ჩამონათვალში დეტალებს არ აზუსტებს. „დღეს ქალაქში 10-15 კორპუსია, რომელიც ექსპლუატაციაში პროექტის დარღვევის გამო არ მივიღეთ, თუმცა იქ ხალხი ცხოვრობს. ამიტომ, იქ რაიმე რომ მოხდეს, ყველანაირი პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლის სამართლის, ეკისრება დამკვეთს.“
არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტი მალე განიხილავს მშენებლობის კოდექსს, რის შემდეგაც უსაფრთხოების ნორმები და სხვა ტექნიკური მოთხოვნები აუცილებლად გამკაცრდება.
იმ საცხოვრებელ სახლებში, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, ბინის ღირებულება საკმაოდ ძვირია. საშუალო ფასი 500 დოლარიდან იწყება და ცენტრალურ ზონებში 800-900 დოლარამდეც აღწევს.
„ჩვენთან ბაზარიც ტლანქია და ხარისხიანსაც და უხარისხოსაც ერთი ფასი აქვს. როცა ქალაქის მთავარი არქიტექტორი ვიყავი, მქონდა მცდელობა ხარისხის კუთხით რაღაც გაგვეუმჯობესებინა, მაგრამ ყველასგან აბსოლუტური წინააღმდეგობა შეგვხვდა, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებიდანაც“, – ამბობს გია რამიშვილი. მისი აზრით, სახელმწიფო პოლიტიკა და მშენებლების პასუხისმგებლობაც, შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებისა და მედიის აქტიურობის შედეგად შეიცვალოს.
ქუჩის მუსიკის ფესტივალი ბათუმში

პროექტი – „იგრძენი ბათუმის გულისცემა“ – ევროპის კომისიის „ერასმუს+-ის“ და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.
„იგრძენი ბათუმის გულისცემა“ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც იმართება ევროპის კომისიის „ერასმუს+-ის“ პროგრამის ფარგლებში და მასში საქართველოსთან ერთად 36 უცხოელი მუსიკოსი მონაწილეობს. პროექტში ჩართულია ჩეხეთი, ესტონეთი, ლიტვა, უკრაინა, სომხეთი და საქართველო.
უცხოელ მონაწილეებს საქართველოდან 160 მუსიკოსი შეუერთდება, რომლებიც წინასწარი რეგისტრაციის მეშვეობით შეირჩნენ.
კონცერტების გასამართად ბათუმში მოეწყობა 5 სცენა: ბათუმის ბულვარში, ცენტრალურ შესასვლელში; პიაცაზე; ევროპის მოედანზე; მ. აბაშიძის გამზირზე კინოთეატრ „აპოლოსთან“ და საჯარო ბიბლიოთეკის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე – ვაჟა-ფშაველასა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში.
კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.
პროექტის მიზანია ქუჩის მუსიკის პოპულარიზაცია, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა არტისტების დამეგობრება, საქართველოსა და მოწვეულ ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და საერთო კულტურული პროგრამების ორგანიზება.
ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას და ფესტივალს ორგანიზებას უწევს ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“ და კომპანია EREDELI’s Art.
EREDELI’s Art ახალგაზრდულ, კულტურულ-შემეცნებითი პროექტების და ფესტივალების განმახროციელებელი ორგანიზაცია. კომპანიას უკევ განხორციელებული აქვს რამდენიმე ფესტივალი. მათ შორის: „Black Sea Sound“, „Kobuleti Summer Fest“, „Healthy World DJ Fest”.
როგორ ცხოვრობენ ქობულეთელი ბოშები [ვიდეო]
ბათუმში „ჯეოსელის“ განახლებული ოფისი გაიხსნა
როგორც „ჯეოსელის“ პრესცენტრში აცხადებენ, ახალი ოფისი იგივე „იასამნისფერ მაღაზია ბათუმში“, განახლებული სერვისებით, თბილისის შემდეგ პირველად ზღვისპირა ქალაქში გაიხსნა. ასევე პრესცენტრის ინფორმაციით, იმავე ტიპის ოფისის გახსნას კომპანია მალე ქობულეთშიც გეგმავს.
ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილის ბიუსტი დაიდგმება
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ბიუსტის ავტორია დავით ბოლქვაძე. წინასწარი ინფორმაციით სამუშაოები 15 ივნისამდე დასრულდება. ბიუსტისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 65 ათასი ლარი დაიხარჯება.
სელიმ ხიმშიაშვილის ძეგლის დადგმის მოთხოვნით ფეისბუქზე გვერდიც კი იყო შექმნილი – „აჭარას სჭირდება სელიმ ხიმშიაშვილის ძეგლი“, რომლის წევრებიც ძეგლის დადგმის მოთხოვნას უერთდებოდნენ.

3 ივნისს აჭარაში „სელიმობა“ აღინიშნება, სახალხო დღესასწაული, რომელსაც ტრადიციულად ხულოში აღნიშნავენ.


