ხეები ბათუმში მდებარე გალერეისა და კაფეს ინტერიერში [ფოტო]

გალერეისა და კაფეს პროექტში თავიდანვე იყო განსაზღვრული, რომ მშენებლობის გამო სკვერში მრავალწლოვანი ხეები არ უნდა მოეჭრათ, შესაბამისად, გალერეის შუაგულში, შემინულ ნაწილში, მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეა მოქცეული, რომელიც გალერეის ზემოთ მდებარე კაფეს ღია ტერასას ბუნებრივად ჩრდილავს. ტერასას ჩრდილავს მეორე მრავალწლოვანი მცენარეც, ქაფურის ხე, რომელიც ასევე შენარჩუნებული იქნა.

ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ მათ იდეას მშენებლების მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია: „ეს იყო წინასწარ პროექტში გათვალისწინებული და არქიტექტორმა, ზურაბ ვაშაკიძემ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა.“ 

გალერეა ყოველ დღე, ორშაბათის გარდა, მუშაობს,  კაფე კი ხელოვნების მუზეუმმა გააქირავა და ამჟამად აქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. 

გალარეა და კაფე

ხე გალერეის ინტერიერში

კაფე ამჟამად გახსნისათვის ემზადება

 

ბათუმის ”დინამო” ევროპის ლიგისთვის ემზადება

ბატონო ასლან, ჩვეულებრივი რეჟიმისგან განსხვავებული, უფრო დატვირთული რეჟიმით ხომ არ გიწევთ მუშაობა?

– ჩვეულებრივ რეჟიმში ვემზადებით, ვიცით ვისთან გვაქვს საქმე. „ომონია“ ერთ-ერთი წამყვანი გუნდია კვიპროსში. დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო შეხვედრებში. ჩვენს ყველა ფეხბურთელს გაცნობიერებული აქვს, რომ 18 წლის შემდეგ გუნდი გავიდა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ეს იყო დიდი წარმატება, ამიტომ თითოეული ფეხბურთელი გრძნობს ამ პასუხისმგებლობას. ყველა ძალიან მონდომებულია.

მომზადება დავიწყეთ 6 ივნისს ბათუმში. 18-ში თურქეთში ამხანაგურ მატჩებზე გავემგზავრეთ. ძალიან ცოტა დრო გვაქვს მოსამზადებლად, რადგან პირველივე ეტაპზე ჩავერთეთ ევროპის საკვალიფიკაციო თამაშებში. გვინდა, რომ ყველა ფეხბურთელი მოვამზადოთ, ვეძებთ სუსტ რგოლებს, ვიმუშავებთ ტაქტიკას. ამ დროისთვის სირთულეს ის წარმოადგენს, რომ ჩვენი ორი ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი ნიკა მგელაძე და ნახევარმცველი გიორგი ქავთარაძე გუნდს გამოეთიშა თურქეთში სპარინგ-შეხვედრებში მიღებული ტრავმების გამო. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება ამ ეტაპისთვის, რადგან ორივე ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები არიან. დავიმატეთ გიორგი გაბედავა „სამტრედიიდან“ და პაპუნა ფონიავა „მარტვილიდან“.

რამდენი ხნით გამოეთიშებიან თამაშს?

– ქავთარაძეს თამაშის მეტი შანსი აქვს, მგელაძე ვიცით, რომ პირველ თამაშს გამოტოვებს. ვფიქრობთ, განმეორებით თამაშზე კვიპროსში, ორივე მზად იქნება.

რომელ რგოლს მიიჩნევთ ყველაზე სუსტად და რა მიგაჩნიათ ბათუმის დინამოს ყველაზე ძლიერ მხარედ? რის ხარჯზე შეუძლია გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპების გადალახვა?

– ამ ფეხბურთელების ტრავმების გამო უკანა ხაზში გაგვიჩნდა პრობლემა. თუ სწრაფად აღდგება მათი ტრავმა, ვფიქრობ, კარგი გუნდი გვეყოლება წლევანდელ ჩემპიონატში და ევროპის პირველობაზეც. მთელი სამწვრთნელო შტაბი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევავსოთ ეს რგოლი. ვიცით, რომ კვიპროსის „ომონია“ შემტევ ფეხბურთს თამაშობს… გუნდი ძალიან კარგად ემზადება, შეტევით ხაზში ძალიან კმაყოფილები ვართ. გუნდს, ფაქტობრივად, გამოცდილება არ აქვს ევროპის ლიგაზე თამაშის. მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც საგრძნობი გამოცდილება აქვთ, მაგალითად, ბერიაშვილს, შონიას, ახალაძეს, გაბედავას, ქავთარაძეს. გუნდმა მებრძოლი გუნდის სახე მიიღო. შევეცდებით ღირსეულად გამოვიდეთ ამ ტურნირებზე.

რამდენად მნიშვნელოვანია ბათუმისდინამოსთვის ევროპის ლიგაზე ასპარეზობა?

– გადავწყვიტეთ, რომ ვინც დაიმსახურა და ვინც ვერცხლის მედლებისთვის იბრძოლა წლევანდელ სეზონში, ის ხალხი დავტოვოთ ძირითად ბირთვად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ გრძელვადიანი გეგმები გვაქვს, არ გვინდა ერთჯერადი გუნდი იყოს ბათუმის „დინამო“. გავუშვათ 10 კაცი, მოვიყვანოთ – ათი, პირველ რიგში ეს გავაჩერეთ და ასეთი მიდგომა არ იქნება, სანამ ჩვენ ვიქნებით ბათუმის „დინამოში“. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფეხბურთის დონე აჭარაში წამოიწევს აუცილებლად. გარდა ამისა, ბათუმს კიდევ ერთხელ გაიცნობს ევროპა და დაინახავს, რომ ბათუმის „დინამო“ ღირსეული გუნდია. თავისთავად ჩვენი სახელია, რომ ბათუმის „დინამო“ კიდევ ერთხელ მოხვდა ევროპის პირველობაზე საასპარეზოდ. ბიჭებს გაცნობიერებული აქვთ ყველაფერი და იციან რა საქმიდან რა საქმეზე მივედით.

თუკი გადალახეთ პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი, ვის შეხვდებით მეორე რაუნდში?

– კალენდარი მიახლოებით ვიცით. თუ დავძლიეთ პირველი ბარიერი, მეორე ეტაპი იქნება 14 და 19 ივლისს. პოლონეთის „იაგელონია ბელოსტოკისა“ და ლატვიის „კრუოიას“ შორის, რომელიც გაიმარჯვებს იმას შევხვდებით.

თუ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ გავიდა ბათუმის დინამო, ამ შემთხვევაში რა მოხდება?

– ამით არ მთავრდება არაფერი. ჩვეულებრივ რეჟიმში ვითამაშებთ. ჩვენ ვართ ვერცხლის პრიზიორები. გავაგრძელებთ მუშაობას. ბევრი საქმე გვაქვს წინ, აგვისტოში ეროვნული ჩემპიონატი გვეწყება. ჩვენი მიზანია გუნდის აშენება ისე, რომ მომავალში სისტემატიურად მონაწილეობდეს ევროპის პირველობებზე. წლევანდელი ასპარეზობა დიდ გამოცდილებას მოგვცემს.

როგორია თქვენი მოლოდინი?

– ორმოცდაათი ორმოცდაათზე. მე ოპტიმისტი ვარ და ვიცი, რომ ჩვენი გუნდი არ შეირცხვენს თავს. პირველი თამაშის მერე უფრო თამამად შემიძლია რაღაც-რაღაცებზე ვილაპარაკო.

ვინ მიგაჩნიათ ყველაზე ძლიერ მეტოქედ?

– ძალიან ბევრი კარგი გუნდია. ჩვენ მოვხვდით სხვა კალათაში წილისყრით, არიან უფრო ძლიერი და სახელგანთქმული გუნდები. ბუნდესლიგის, ინგლისის, იტალიის. ამ ეტაპს თუ გავივლით, მეორე ეტაპზე შეგვხვდება გერმანიის ბუნდესლიგისა და ინგლისის გუნდები. საქართველოს ჩემპიონატი კვალიფიკაციით დაბალ რეიტინგზეა და ამიტომ დავიწყეთ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ასპარეზობა, თორემ არიან ისეთი ძლიერი გუნდები, რომლებიც იწყებენ მესამე ეტაპიდან ასპარეზობას.

ვინ არიან ბათუმისდინამოსსპონსორები?

– ჯერჯერობით არავინ. მე როგორც ვიცი, კლუბს გენერალური სპონსორი არ ჰყავს. ალბათ იქნება მალე. ჩვენ ქალაქის მერია გვაფინანსებს.

ბათუმის ”დინამო”

ევროპის ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა 22 ივნისს უეფამ შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩაატარა. წილისყრის შემდეგ ბათუმის „დინამო“ პირველ რაუნდში კვიპროსის „ომონიას“ შეხვდება. საქართველოდან ევროპირველობაზე ასევე ასპარეზობენ უმაღლესი ლიგის გამარჯვებული თბილისის „დინამო“ და მესამე ადგილოსანი ცხინვალის „ცხინვალი“. დინამო „თბილისი“ აზერბაიჯანის „გაბალას“ შეხვდება, „ცხინვალი“ კი – რუმინეთის „ბოტოშანტანს“

როცა ქალაქში ისტორიის კვალი იშლება – დისკუსია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე

 

დისკუსია უნივერსიტეტში
დისკუსია უნივერსიტეტში

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი, საზოგადოება „ბათომის“ წევრი, დისკუსიის მომხსენებელი: დარწმუნებული ვარ, ბათუმში ყველა თქვენგანს აქვს საყვარელი ადგილი,  ან სახლი, რომელშიც ისურვებდა ეცხოვრა, ქუჩა, სადაც მოგწონთ სეირნობა… ბევრი ადამიანი ასახელებს სხვადასხვა ქუჩას, ამ პასუხებს ძირითადად აერთიანებს ის, რომ ყველას მოსწონს ის ქუჩები, ის ადგილები, სადაც დგას ძველი, ისტორიული შენობები, რომელთაც შეუძლიათ მომენტალურად მოგცენ დროში მოგზაურობის საშუალება. ეს ქუჩები უკვე არის ისტორია, ეს სახლები არის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც სჭირდება შენარჩუნება და უფრო მეტიც, სჭირდება დაცვა.

 

რატომ უნდა სჭირდებოდეს კულტურულ მემკვიდრეობას დაცვა საზოგადოებაში, რომელიც ამბობს, რომ ამაყობს თავისი ისტორიით, ლაპარაკობს წინაპრებზე და ასე შემდეგ. თუ გვიყვარს ჩვენი ისტორია და ვამაყობთ მისით, მაშინ, ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის შენობებიც, რომელიც ამ ქალაქში აშენდა ერთი საუკუნის, ზოგჯერ უფრო მეტი ხნის წინათაც კი. ეს სახლები ააშენა ბათუმელების პირველმა თაობამ, მათ დააპროექტეს ქუჩები და ააშენეს ქალაქი. ამ სახლების თავდაპირველი სახით შენარჩუნებით გვაქვს შანსი ვიმოგზაუროთ დროში, – 21-ე საუკუნიდან მე-19 საუკუნის ბოლოს ან მე-20 საუკუნის დასაწყისის ბათუმში. 

 

მაგრამ რას ვაკეთებთ დღეს: ვანგრევთ საუკუნის წინანდელ სახლებს და მის ნაცვლად ჩნდება მრავალსართულიანი კორპუსები. ანუ ვშლით ქალაქში ისტორიის კვალს. ჩემი აზრით, ვშლით მაშინაც კი, როცა უშუალოდ ჩვენ არ ვანგრევთ: შესაძლოა მე ან თქვენ, პირადად არ დაგვინგრევია ჩაქუჩით და ბულდოზერით რომელიმე ისტორიული შენობა ბათუმში, მაგრამ როცა ეს შენობები ინგრევა, ასეთ დროს პოზიციის არ ქონა, გულგრილობა, ნიშნავს თანამონაწილეობას.

 

კულტურული მემკვიდრეობა არის ქალაქის, ქალაქზე პასუხს აგებს ის თაობა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ცხოვრობს და არა მხოლოდ მთავრობა, რომელიც შედგება რამდენიმე ასეული ადამიანისგან. რა თქმა უნდა, ხელისუფლება, რომელსაც ირჩევს ხალხი, არის პასუხისმგებელი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას არ აქვს ეს პასუხისმგებლობა.

 

დაახლოებით ათი დღის წინ რუსთაველის უნივერსიტეტში ჩამოსული იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი რიპკემა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მუშაობს. მან აღნიშნა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ – აშშ-იც კი, მაღალგანვითარებულ ქვეყანაში, სადაც გადაწყვეტილებები კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ფრთხილად მიიღება, რომ არა სამოქალაქო საზოგადოება, რომ არა ძლიერი არასამთავრობო სექტორი, სახელმწიფო და ბიზნესი ბევრ არაფერს გააკეთებდა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.

 

როგორ უნდა დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა მოქალაქეებმა? – ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში იმ ადამიანების როლი, ვისაც გააზრებული აქვს რა არის კულტურული მემკვიდრეობა, იცის კონკრეტული შენობის ისტორია, აქვს ინფორმაცია. 21-ე საუკუნე არის ინფორმაციის საუკუნე, აქ ბრძოლაში იმარჯვებს ის, ვისაც აქვს ინფორმაცია, ამიტომ, თუ ვიცით კონკრეტული შენობის ისტორიის შესახებ, ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ სხვასაც, ანუ ვაჩვენოთ ერთმანეთს, რისი დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავართ.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არის მუდმივი ბრძოლა, თითო ბრძოლა თითო შენობისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ აქ არის ძალიან დიდი ბიზნესინტერესები, რომელსაც მთავრობა მხარს უჭერს. ყოველთვის აღმოჩნდება ვიღაც, ვისაც მოუნდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადაკეთება და ამით დიდი ფულის შოვნა, რადგან ეს ძეგლები მდებარეობს ქალაქის ცენტრში. ამიტომ ეს მუდმივი ბრძოლის თემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც კი.

 

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე ძირითადად ორი ჯგუფი ზრუნავს, – საზოგადოება „ბათომი“ და საინიციატივო ჯგუფი „გადავრჩინოთ ბათუმის რვფეხა“, რომელიც შეიქმნა კონკრეტულად „რვაფეხას“ გადასარჩენად. სხვათა შორის, აქცია „რვაფეხას“ დასაცავად, ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი აქცია იყო ბათუმში, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, რა ბედი ელის „რვაფეხას“.

 

დარწმუნებული ვარ, გაგიჩნდებათ კითხვა, ექნება თუ არა ამ ბრძოლას შედეგი? ხშირად მომისმენია, როგორ ამბობენ: რა აზრი აქვს რამეს, მაინც დაანგრევენ – ასე არ არის. განვითარებული ქვეყნების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ბრძოლას ნამდვილად აქვს შედეგი. კულტურული მემკვიდრეობის მიმართ გულგრილი საზოგადოება ძალიან ხშირად გულგრილია გარემოს დაცვის საკითხების, ადამიანის უფლებების მიმართაც, ეს საზოგადოების განვითარების ერთგვარი მაჩვენებელია. 

 

ნინო ინაიშვილი, არქეოლოგი, საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელი: ნანას მოხსენებიდან ჩანს, რომ ჩვენ ვართ ბრძოლაში, მაგრამ ამ  ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება ცოდნით შეიარაღება, რაც გვაკლია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ახალი ხილია. საბჭოთა პერიოდში მისი დაცვის სისტემა სხვაგვარი იყო. აღმოჩნდა ისე, რომ დამოუკიდებელ საქართველოში უფრო მეტი დავკარგეთ, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს მოხდა სწორედ იმიტომ, რომ ამ სფეროში არ გვაქვს სათანადო განათლება. მინდა მოვუწოდოთ სტუდენტებს და განსაკუთრებით ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტებს, რადგან კულტურული მემკვიდრეობა ხშირად სწორედ ეკონომიკური ინტერესის გამო იწირება და არა იმის გამო, რომ ხალხს ასე უნდა. უნდა შევიარაღდეთ ცოდნით, ჯერ ჩვენ უნდა გავიაზროთ და სხვებსაც  გავაგებინოთ,  რატომ არის კულტურული მემკვიდრეობა ღირებული და რა ღირებულება აქვს მას ეკონომიკური თვალსაზრისით. აუცილებლად უნდა ჩავატაროთ კვლევები და მოხალისეობის საფუძველზე სტუდენტებიც უნდა ჩავრთოთ მასში, თქვენც [სტუდენტები] ბევრ საინტერესოს გაიგებთ და დარწმუნდებით, რამდენად სასარგებლო იქნება კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

 

ბათუმის  ბულვარი იყო საზოგადოებრივი თავშეყრისა და შეხვედრების ადგილი და არ შეიძლება საზოგადოებრივი სივრცეები ასე გაქრეს და მათ ნაცვლად ბეტონის უზარმაზარი შენობები აღიმართოს. ეს უბნები არის ტურისტებისთვის მიმზიდველი და თუ ჩვენ გვინდა, რომ ტურიზმი განვავითაროთ, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. რით განსხვავდება ბათუმი სხვა ქალაქებისგან? „შერატონისა“ და „ჰილტონის“ სანახავად აქ არავინ ჩამოვა. უნდა გვქონდეს საინტერესო ადგილები ქალაქში. 

 

მინდა კიდევ ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტში   ჩართული არიან კულტურული მემკვიდრეობით მდიდარი ქალაქები, როგორიცაა: ვარნა, კონსტანცა, ოდესა და სხვები. ჩვენს ქალაქში იმდენად არის გაფუჭებული კულტურული ძეგლები, რომ ძალიან გაგვიჭირდა კულტურული ღირებულების ძეგლების არჩევა და მათი კულტურულ ტურში შეყვანა. მე არ ვიცი რას ანვითარებენ ქალაქში, რას უყვებიან გიდები ტურისტებს ბათუმზე?!

 

ნაირა ნაგერვაძე, მოსწავლე: მე ვცხოვრობ სახლში, რომელსაც აქვს ისტორიული სტატუსი, მაგრამ ეს შენობა იმდენად ძველია და  განადგურებული, რომ არავინ აქცევს ყურადღებას და თავისით ინგრევა. თქვენი აზრით, როგორ უნდა მივხედოთ ასეთ შენობას? თავისით დაინგრეს  თუ როგორმე  სიახლე შევიტანოთ მასში?

 

ნანა კვაჭაძე: ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – როგორ უნდა მოვიქცეთ და საუკეთესო შემთხვევაში რა შეიძლება გაკეთდეს? კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ზრუნავს სახელმწიფო. წარმოიდგინეთ, როგორ იქცევით, როცა სახლში გყავთ ავადმყოფი?! მას უმკურნალებთ ხომ და არ დაიწყებთ იმაზე ფიქრს, როგორ მოიშოროთ თავიდან. იგივე დამოკიდებულება უნდა იყოს კულტურული ძეგლების დაცვის თვალსაზრისითაც. იდეალურ შემთხვევაში უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო [მაშინ როცა მოქალაქეებს არა აქვთ ძეგლის შეკეთების შესაძლებლობა]. თუ თქვენი სახლი მდებარეობს ცენტრში, ჩნდება მოლოდინი, რომ მოვა ინვესტორი და ააშენებს უკეთეს სახლს, რომელშიც უფრო კარგად იცხოვრებთ. თქვენ შესაძლოა კარგად იცხოვროთ, მაგრამ ამით ზარალდება ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა, ამიტომ გამოსავალი არის ისევ სახელმწიფოს მაღალი ჩართულობა, რაც სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოს საზოგადოებამ. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა იცხოვროთ გამართულ სახლში, მე ვარ თქვენს მხარეს, ოღონდ არა ნგრევის ხარჯზე. გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც ასეთ შენობებში განთავსებულია ოფისები და ა.შ. ანუ ის კომპანიები, რომლებისთვისაც იმიჯი არის მნიშვნელოვანი, ინტერესდებიან ქალაქის ცენტრში მდებარე შენობებით. ზოგადად, ეს საინტერესო საკითხია და ხელისუფლების მხრიდან ხშირად ხდება იმითი მანიპულაცია, რომ აი, ხალხი ცუდად ცხოვრობს და რა ვქნათ, მათ ინტერესებშიც დანგრევა და ახლის აშენებაა. სხვაგვარად არც განიხილება საკითხი და არც ყოფილა პოლიტიკური ნება, რომ ამაზე ემსჯელათ.

 

რეზო ოკუჯავა, ბსუ: მძიმე თემაა. როდესაც ვამბობთ, რომ შვიდი კაცი გამოდის აქციაზე და ამაზე გული შეგვტკივა, საქმე იმაშია, რომ ბევრმა არ იცის ისტორია და რომ გამოკითხოთ სტუდენტები, მოსწავლეები, არამარტო მათ, არამედ მათმა მასწავლებლებმაც არ იციან რომელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, საერთოდ რას ნიშნავს ძეგლი და როგორ შეიძლება ის დაიცვა. უბედურება ის არის, რომ ბათუმელმა ბავშვმა არ იცის ბათუმის ისტორია, თბილისელმა კი – თბილისის. 

 

 

ზაურ ახვლედიანი, ბათუმის საკრებულოს წევრი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი: განათლების საკითხში მეც გეთანხმებით. ვფიქრობ, არ დგას ის იმ სიმაღლეზე, რომელზეც უნდა იდგეს. ეს არის სისტემური პრობლემა. არის სხვადასხვა ჯგუფი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მხრივ და ჩვენ გვჭირდება სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაცია და ერთობლივი მუშაობა, ვიდრე კრიტიკა. ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არის კანონში. კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არ იცის ბევრმა და მათ შორის მათაც, ვინც ცხოვრობს ასეთ ძეგლში. თუკი თქვენ ცხოვრობთ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლში, თავად ხართ ვალდებული დაიცვათ და შეინარჩუნოთ ეს ძეგლი. თუ თქვენ ვერ ახერხებთ ამის უზრუნველყოფას, სახელმწიფოს შეუძლია ეს გააკეთოს და შემდეგ სასამართლოს საშუალებით მოსთხოვოს მფლობელს თანხის ანაზღაურება, მაგრამ  ასეთი ფაქტი ჯერ არ გვქონია. პირადად მე, როგორც საკრებულოს წევრი, ვფიქრობ, საგადასახადო  შეღავათებით უნდა სარგებლობდნენ ძეგლის მესაკუთრეები. დღეს ასეთი შეღავათებით სარგებლობს მხოლოდ საფორტიპიკაციო და საკულტო ნაგებობები, ოღონდ  თუ კი ეს ნაგებობა წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლს, ვინც ახდენს მის რეაბილიტაციას, ის თავისუფლდება დღგ-ს გადასახადისგან. სხვა შეღავათი კულტურული მემკვიდრეობის მფლობელებს არ აქვთ. სხვა ქვეყნების პრაქტიკაში კულტურული მემკვიდრეობის მფლობელი გათავისუფლებულია ყველანაირი გადასახადისგან, ოღონდ მან არ უნდა მოსთხოვოს სახელმწიფოს  მისი რესტავრაცია.  ჩვენც ამ გზით  უნდა მივდიოდეთ.


დისკუსია ქვეყნდება შემოკლებით. 

მიეწოდება თუ არა ქობულეთს წყალი შეუფერხებლად

 

შპს „ქობულეთის წყალკანალს“ 3 500 აბონენტი ჰყავს, აქედან 300 აბონენტი წყალს საოჯახო დანიშნულებისთვის მოიხმარს, დანარჩენი 500 კი _ კომერციული მიზნით. ქობულეთის წყალკანალის დირექტორი ოთარ ზოიძე აცხადებს, რომ წყლის მიწოდებაში აბონენტებს წელს შეზღუდვა არ შეექმნებათ, რაშიც ახლად მოწყობილი წყლის ჭაბურღილები დაეხმარება.

 

„ჩვენი აბონენტები, ძირითადად, ქალაქის მცხოვრებლები არიან. მოსახლეობას წყალს 24-საათიანი გრაფიკით ვაწვდით. შეზღუდვები არ ყოფილა, თუმცა დამატებით ჭაბურღილები მოვაწყვეთ. ჭაბურღილები ჯერ არ გამოგვიყენებია, რადგან ამის საჭიროება არ ყოფილა. ვფიქრობთ, აგვისტოში დაგვჭირდება, როცა გვალვები დაიწყება, თან ამ დროს მოსახლეობა წყალს უყაირათოდ მოიხმარს. შესაბამისად, მოსახლეობას იმ ოდენობის წყალს მივაწვდით, რაც დასჭირდება. ჭაბურღილს ერთი საათის განმავლობაში 250 ტონა წყლის მოწოდება შეუძლია.

 

რაც შეეხება უშუალოდ სოფლებს – რიგი პრობლემები არის წყლის მიწოდებაში, პრობლემის მოსაგვარებლად სოფელ ოჩხამურში კეთდება წყლის პროექტი. ვფიქრობთ, ეს შეამცირებს სოფლებში არსებულ მდგომარეობას წყლის ნაკლებობასთან დაკავშირებთ“, – ამბობს ოთარ ზოიძე.
წყალკანალის დირექტორის თქმით, წყალი, რომელსაც აბონენტებს აწვდიან, სტანდარტს აკმაყოფილებს და დასძენს, რომ სამომავლოდ წყალს ბუნებრივი ხსნარით გაფილტრავენ.

 

ქობულეთის წყალკანალს 80 თანამშრომელი ემსახურება. წყალკანალის 2015 წლის ბიუჯეტი 150 000 ლარია. გასულ წელთან შედარებით მისი დაფინანსება წელს 100 000 ლარით შემცირდა.

„წყალს ყოველდღიურად ლაბორატორიულად ვამოწმებთ, შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ წყალი ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს. რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩვენი წლიური დაფინანსება 150 000 ლარია, გასული წლის ბიუჯეტი კი 250 000 ლარი იყო. ვფიქრობ, დაფინანსება საკმარისია გაწერილი სამუშაოების შესასრულებლად“.

 

წყლის საფასური ქობულეთში ერთ სულ მომხმარებელზე 1,80 ლარია. ოთარ ზოიძის თქმით, წყალკანალის ბიუჯეტის 80-90% წყლის საფასურიდან მიღებული თანხით ივსება.

 

 

 

 

აფეთქებული კლდე ზღვაში მიმდინარე მშენებლობისთვის

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მცხოვრები მოსახლეობა ინერტული მასალის მოპოვებას აპროტესტებს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც სოფლის დასახლებულ პუნქტთან ახლოს აფეთქებითი სამუშაოები დაიწყო, სახლებს ბზარები გაუჩნდა, სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა და სოფლის საავტომობილო გზა მწყობრიდან გამოვიდა. ინერტულ მასალას აქ ოთხი კომპანია მოიპოვებს. მოსახლეობამ ინერტული მასალისთვის აფეთქებითი სამუშაოებს აპროტესტებს სოფელ ჭინკაძეებშიც.

მთას სოფელ კვირიკეს დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში აფეთქებენ. აჭარის გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ინერტული მასალის მოპოვების ლიცენზია აქ სამ კომპანიას – „ქობულეთი მ-ს“, „ჯორჯიან ტრანსის“ და „ლიბერთის“ აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, ინერტული მასალის მოპოვება სამი თვის ვადით, მთავრობის განკარგულებით, შპს „ფერისაც“ მიეცა.

ინერტული მასალის გატანა სოფლიდან 2012 წელს შპს „ლიბერთიმ“ დაიწყო. მას შემდეგ მასალის გატანის უფლება სხვა კომპანიებმაც მოიპოვეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქების დაწყების შემდეგ საცხოვრებელ სახლებს თანდათან ბზარები გაუჩნდა. სამუშაოების შეწყვეტის მიზნით სოფლის მოსახლეობამ ინერტული მასალის მომპოვებელ კომპანიას გზა არერთხელ გადაუკეტა – კომპანიას სამუშაოების შეჩერებას სთხოვდ. თამარის დასახლება

„მას შემდეგ, რაც სოფელთან ახლოს აფეთქებითი სამუშაოები დაიწყეს, სახლებთან ერთად მწყობრიდან გამოვიდა შიდა სასოფლო გზა, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით ვის არ მივმართეთ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ბოლოს გზა გადავკეტეთ, გვინდოდა, როგორმე ხმა თბილისში მიგვეწვდინა და სამუშაოები ამ გზით შეგვეჩერებინა, მაგრამ ვერც გზის გადაკეტვამ გვიშველა, პირიქით, დაგვემუქრნენ კიდეც. გვითხრეს, თუ არ გავჩერდებოდით, დაგვიჭერდნენ. ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვდით, რომ სოფელს პრობლემა არ შექმნოდა და დროულად შეჩერებულიყო აფეთქებითი სამუშაოები, ან იმ სიმძლავრით გაეგრძელებინათ, რომ ჩვენთვის ზიანი არ მოეყენებინა. არც ერთი ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ გვიგვრძნია, ვიღაც რომ გამდიდრდეს, ამისთვის მთელს სოფელს და ხალხს აზარალებენ“, – ამბობს სოფლის მკვიდრი ჯამბულ ჯინჭარაძე.

ამავე სოფლის მცხოვრები მაყვალა ჯინჭარაძე ამბობს, რომ აფეთქების სიმძლავრემ განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმატა.
„სამი-ოთხი წელი იქნება, რაც აფეთქებები მიმდინარეობს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აფეთქების სიმძლავრემ მოიმატა და სახლზე ბზარების ოდენობაც გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლი 26 წლისაა, კედლები დაბზარულია, ეს იმ აფეთქების შედეგია, რომელიც აქვე ახლოს მიმდინარეობს. აფეთქება ისეთი ძლიერია, რომ მიწისძვრა გეგონება“.

მაყვალას მეზობლად მცხოვრები ვენერა ჯინჭარაძე ამბობს, რომ არ იცის მის სახლზე გაჩენილი ბზარები რისი შედეგია და დასძენს, რომ შეასრულა გეოლოგების რჩევა, მრავალწლოვანი ხეები გაეშენებინათ.

„ამბობენ, სადაც აფეთქებენ, გვირაბი გაჰყავთ და ქვის საჭრელს აკეთებენო, სხვა არაფერი ვიცი, ვერც იმას ვიტყვი, სახლზე ბზარი რის გამო გაჩნდა, რის ბრალია, თითქმის ყველას სახლი დაიბზარა, ზევით მეზობლად მცხოვრები კახიძეების საცხოვრებელი სახლი თითქმის სულ დაიშალა. დაახლოებით ერთი წლის წინ გეოლოგებმა გვირჩიეს ხეები დაგვერგო და ჩვენც გავითვალისწინეთ მათი რჩევა, დავრგეთ ხეები“, – ამბობს ვენერა.

მოსახლეობის თქმით, საცხოვრებელი სახლების გარდა ზიანდება სასოფლო გზაც და წვიმისას გადაადგილება ჭირს.

„ობიექტზე დღის განმავლობაში თითქმის 50-მდე მაღალი გამავლობის ავტომობილი მუშაობს, სოფლის გზაზე ყოველდღიურად მოძრაობენ. როგორც ვიცი, კვირიკედან ქვა-ღორღი ბენზეში მიაქვთ. გზა ისე ზიანდება, გადაადგილება ჭირს, საშინელი წყლის გუბეები იყო, ბოლოს კი შეაკეთეს, მაგრამ ისევ გამოვიდა მწყობრიდან გზა“, – ამბობს იმედა ჯინჭარაძე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რევაზ ხარაზი ამბობს, რომ კვირიკეში ინერტული მასალის მოპოვება მაშინ დაიწყო, როდესაც ხელისუფლების სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, თუმცა აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე თვეში კომპანიის მხრიდან ინერტული მასალის მოპოვებისას დარღვევები გამოიკვეთა და იმდროინდელი მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ბრძანებით, კომპანიას ინერტული მასალის მოპოვების უფლება შეუჩერდა.

„2012 წელს, როდესაც ინერტული მასალის მოპოვება დაიწყო კვირიკეში, ქობულეთის გამგებლის მოადგილე ვიყავი. იქედან გამომდინარე, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა დარღვევებს, 2012 წლის აგვისტოში ეს სამუშაოები შეწყდა, სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით მოსახლეობა აქციას მართავდა. კვირიკე ჩემი სოფელია და მოსახლეობასთან ერთად ჩემი პოზიცია იმ დროისთვის ის იყო, რომ კომპანიას სამუშაოები მხოლოდ მაშინ გაეგრძელებინა, თუ სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცეოდა ინერტული მასალის მოპოვება. ეს ასეც მოხდა, სამუშაოები შეწყდა, თუმცა 2013 წელს სამუშაოები განახლდა და გზაც მწყობრიდან გამოვიდა“, – ამბობს ხარაზი.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ვახტანგ ღოღობერიძე ამბობს, რომ 18 ივნისის მდგომარეობით სოფელ კვირიკეში ინერტული მასალის მომპოვებელ კომპანიებს მუშაობა შეჩერებული აქვთ. სამუშაოები რამდენიმე დღის წინ მხოლოდ ერთმა კომპანიამ „ჯორჯიან ტრანსმა“ დაიწყო და ისიც გაჩერებულია. ის აღნიშნავს, რომ ინერტული მასალის მომპოვებელი კომპანიები არაერთხელ დაჯარიმდნენ, რადგან შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აფეთქების სიმძლავრე დასაშვებ ნორმას აჭარბებდა.

„ჯორჯიან ტრანსის“ გარდა ყველა კომპანია რამდენჯერმე არის დაჯარიმებული ადმინისტრაციული წესით. ჩვენ ახლახან შევამოწმეთ „ლიბერთი“, სავარაუდოდ, დარღვევები აქვს. საბოლოო პასუხს ველოდებით სპეციალისტებისგან და მომავალ კვირას გვეცოდინება კონკრეტულად რა დარღვევები აქვს ამ კომპანიას.

„ჯორჯიან ტრანსმა“ სამუშაოები რამდენიმე დღეა დაიწყო კარიერზე, ამ კომპანიისა და „ქობულეთი მ“-ს გეგმიურად შევამოწმებთ. ჩვენ კომპანიებს ვამოწმებთ როგორც გეგმიურად, ასევე არაგეგმიურად. ხშირ შემთხვევაში კომპანიას დარღვევები აქვს“, – ამბობს ვახტანგ ღოღობერიძე.

კითხვაზე, არის თუ არა კვირიკეში ინერტული მასალის მოპოვება მოსახლეობისთვის სახიფათო და შესაძლოა თუ არა გამოიწვიოს ნგრევა? ვახტანგ ღოღობერიძე პასუხობს, რომ მათი უფლებამოსილება არის კონტროლი გაუწიოს რამდენად შეესაბამება ინერტული მასალის მოპოვებითი სამუშაოები ლიცენზიას, დარღვევის შემთხვევაში კი კომპანია დააჯარიმოს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურს ლიცენზიის შეწყვეტის უფლება არ აქვს. ვახტანგ ღოღობერიძის თქმით, გადაცდომის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მოსახლეობას ზარალი აუნაზღაუროს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზურაბ ამაღლობელი ამბობს, რომ ინერტული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით გამგეობის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია გააკონტროლოს, აზიანებს თუ არა ობიექტზე მომუშავე ავტომობილები სასოფლო გზას, დარღვევის შემთხვევაში კი ავტომობილის მესაკუთრე დააჯარიმოს. აფეთქების სიმძლავრის დასაშვებ ნორმას რაც შეეხება, ეს საკითხი გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაში არ შედის.

„ჩვენ შეგვიძლია ჩავერიოთ მაშინ, როდესაც ობიექტზე მომუშავე მანქანები საავტომობილო გზის სავალ ნაწილს აზიანებს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ობიექტზე მომუშავე ავტომობილის მესაკუთრე, კომპანია ან კერძო პირი დაგვიჯარიმებია“, – ამბობს ზურაბ ამაღლობელი.

კვირიკეს გარდა ინერტულ მასალას დღემდე მოიპოვებენ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებშიც. მოსახლეობამ ინერტული მასალისთვის აფეთქებითი სამუშაოების წარმოება ჯერ კიდევ გასულ წელს გააპროტესტა და შპს „ბათმმშენი ჯგუფს“ გზა გადაუკეტა. აქაურებიც ამბობენ, რომ აფეთქების სიმძლავრე დასაშვებ ნორმას აჭარბებდა და კომპანიისგან სამუშაოების შეჩერებას ითხოვდა, თუმცა ინერტული მასალის მოსაპოვებლად აფეთქებითი სამუშაოები ისევ გრძელდება. ქედის მუნიციპალიტეტიდან ინერტული მასალა კომპანიას სარფში, ნაპირგამაგრებით სამუშაოებისთვის გააქვს.

„ინერტულ მასალას მოიპოვებენ მახოსა და ჭინკაძეებშიც, თითქმის ყველა ობიექტი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არის“, – ამბობს გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აფეთქებული ინერტული მასალით ბათუმის პორტის მიმდებარედ, ზღვაში წარმოებული სამუშაოებისთვის იყენებენ. მშენებლობას აქ შს სამინისტრო ახორციელებს.

თამარის დასახლება
თამარის დასახლება

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება სარფის საბაჟოზე

 

სამართალდამცავებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 3 აბი და 18 ნატეხი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,061582 გრ. ნარკოტიკულ ნივთიერება „ბუპრენორფინს“ შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მუხრან ვახტანგაძე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

 

მუხრან ვახტანგაძე
მუხრან ვახტანგაძე

მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძე  1973 წლის 22 იანვარს არის დაბადებული. ის 2000 წელს, ავსტრალიის „სიდნეის „ ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი გახდა, 

2001 წელს – საბერძნეთის ქალაქ პეტრაში, მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი;

2003 წელს – ევროპის ჩემპიონატში მესამე ადგილი აიღო;

2003 წელს – ალმა–ატა– მსოფლიო თასზე პირველი ადგილიდაიკავა;

2004 წელს თბილისი–მსოფლიო თასზე – პირველი ადგილი.

მუხრან ვახტანგაძე 2000 წელს ღირსების,  2001 – 2003 წლებში კი  ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.  

ასოცირების ხელშეკრულების გამოწვევები

 

 ვანო ჩხიკვაძე: პირველად მაქვს პატივი, ვიყო თქვენთან ერთად უნივერსიტეტში. დღეს ჩვენი საუბრის თემაა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები. ეს თემა არის ძალიან საინტერესო და ასევე წინააღმდეგობრივი. შევეცდები მოგახსენოთ, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით საქართველოში და სად გვაქვს პროგრესი. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არის ქვეყნის მოდერნიზაციის ერთგვარად განმსაზღვრელი, ასე ვთქვათ, ბიბლია. ასევე ეს არის საშუალება იმისა, რომ ქვეყანა ნელ-ნელა დაუახლოვდეს ევროკავშირს.

 

1200-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს ყველაფერს – მედიცინას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, მათ შორის არის მანქანების ტექნიკური დათვალიერებაც, რაც ძალიან აქტუალურია, რადგან საქართველოში ეს გაუქმებულია. ხელშეკრულებით საქართველო იღებს ვალდებულებას მომავალი ოთხი წლის მანძილზე ეს კანონი შემოიღოს. თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ითვალისწინებს ევროკავშირის 320-მდე რეგულაციისა და კანონის მიღებას საქართველოში.

 

სანამ ასოცირების ხელშეკრულებას საქართველო ხელს მოაწერდა, ძირითადი აქცენტი იყო იმაზე, თუ ვინ მოაწერდა ხელს მას. ნაკლებად იყო საუბარი იმაზე, თუ ვინ შეასრულებდა და როგორ შეასრულებდა ასოცირების ხელშეკრულებას. პირველი გამოწვევა, ეს არის ხედვის არარსებობა ხელისუფლების შიგნით, თუ როგორ უნდა შესრულდეს ასოცირების ხელშეკრულება. მეორე გამოწვევა – ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს გარკვეული რეგულაციებისა და ინსტიტუციების შექმნას. წინა ხელისუფლების პირობებში – 2004-2012 წლებში საქართველოში ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო დერეგულაციაზე – ეს ინსტიტუციები უქმდებოდა. გაუქმდა სურსათის უვნებლობის სამსახური, რადგანაც მიიჩნიეს, რომ ეს იყო კორუფციის წყარო. ასევე გაუქმდა შრომის ინსპექცია, რომელიც დაკავებული უნდა ყოფილიყო იმითი, რომ შეესწავლა, თუ რამდენად დაცულია მუშახელის უფლებები. ასოცირების ხელშეკრულების პირობებში ამ ყველაფრის თავიდან შექმნა გვიწევს.

 

ეს არ არის დოკუმენტი, რომლის შესრულებასაც ეყოფა ორი წელი, შესაძლებელია მის სრულად შესასრულებლად საჭირო იყოს შვიდი წელი; არის რეგულაციები, რომლებსაც სჭირდება 12 წელიც კი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც მოვა სათავეში, არ თქვას, რომ ეს მისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია. ყველაზე დიდი სირთულე არის ის, თუ რამდენად მზადაა დღევანდელი მთავრობა გაატაროს მტკივნეული რეფორმები, რაც ხშირ შემთხვევაში მოქალაქეების ჯიბეზე აისახება და მოსახლეობის მხრიდან მოითხოვს ამ რეგულაციების გაძლებას. ერთ-ერთი სირთულეა საჯარო სამსახურში არსებული მდგომარეობაც. სამწუხაროდ, მისი სრულყოფილი რეფორმა საქართველოში არ მომხდარა და ასოცირების ხელშეკრულებაც ბევრი საჯარო მოხელისთვის არის დოკუმენტი, რომლის შესახებაც ცოტა იციან. კიდევ ერთი სირთულე ეს არის ფინანსური რესურსები და ცხადია, რომ ევროკავშირი ამ პროცესშიც გვეხმარება.

 

მე ვიტყოდი, რომ არის გარკვეული წინააღმდეგობა სიახლეებისადმი – ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არ არის ახალი რეგულაციები საჭირო, მაგალითად, შრომის ინსპექციის იდეას ბევრი არ უჭერს მხარს და მიაჩნიათ, რომ ამან შეიძლება გააძვიროს პროდუქცია. შრომის ინსპექცია ითვალისწინებს უსაფრთხოების ნორმებს, მაგალითად, ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად იღუპებიან ადამიანები, რისი ძირითადი მიზეზიც უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაა. სამწუხაროდ, ამ პროცესებში ცუდ როლს თამაშობს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით ეროვნული ვალუტის დევალვაცია. დიდი გამოწვევაა ასევე კომუნიკაცია ხელისუფლების მხრიდან, ერთხელაც არ მსმენია რაიმე კონკრეტული შედეგების შესახებ, რაც ასოცირების ხელშეკრულებამ მოგვიტანა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ძალიან სუსტი საპარლამენტო ზედამხედველობა ასოცირების ხელშელკრულების პროცესზე, – 10 თვის მანძილზე ერთი მოსმენაც არ ყოფილა, თუ როგორ სრულდება ეს ხელშეკრულება.

 

შიდა გამოწვევებს რაც შეეხება, პირველი _ მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ ეცემა და არის ევრაზიული კავშირის შექმნის მცდელობა, რომელსაც რუსეთი უდგას სათავეში, რომლის მხარდაჭერაც საქართველოს მოსახლეობაში 31%-ით გაიზარდა. საქართველოში არის პოტენციალი იმისა, რომ გაიზარდოს დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე, მაგალითად, იანვარ-აპრილის ოფიციალური მონაცემით, საქართველოს ექსპორტზე გაიყიდა დაახლოებით სამი მილიონი ბოთლი ღვინო და დაახლოებით 60% გავიდა რუსეთის ბაზარზე. ყველაზე დიდი ანტიევროპული პროპაგანდა ეს არის საუბარი მასზედ, რომ თითქოსდა „ქართველობას გვართმევენ“. მეორე _ ლიბერალური დემოკრატია, რუსეთი გვეუბნება, რომ შეხედეთ ევროპას, სადაც მაღალია უმუშევრობის დონე (ესპანეთის მაგალითზე). მოწოდება არის ის, რომ ევროპისკენ სვლა საფრთხეს უქმნის საქართველოს. ამის გავრცელებას კი ხელს უწყობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია, პოლიტიკური პარტიები. სწორედ ეს საფრთხეებია, რის წინაშეც ვდგავართ და გველოდება სამომავლოდაც.

 

ია თავარდმანიძე, სტუდენტი: რატომ მოხდება ეს ყველაფერი პარლამენტში, რაზეც თქვენ ისაუბრეთ? მაინტერესებს ასევე ვიზებთან დაკავშირებით ხომ არ ფიქრობთ, რომ მეტი ადამიანი გავა ქვეყნიდან? ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაინტერესებს – ყველა ის რეგულაცია, რასაც მივიღებთ, იქნება თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გათვალისწინებული? რა სახის გრანტებს მივიღებთ, რომელიც სხვადასხვა პროგრამის განხორციელების საშუალებას იძლევა?

 

ვანო ჩხიკვაძე: ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას საქართველოს ევროკავშირის ასოცირების კომიტეტი. ერთი წელი დასჭირდათ, რომ ეს კომიტეტი შეექმნათ. არამდგრადობის გამო დღემდე ვერ შევქმენით ევროკავშირის ასოცირების სრულყოფლი კომიტეტი. თუ რას ნიშნავს ეს კომიტეტი და რა წერია ასოცირების ხელშეკრულებაში, საქართველოს პარლამენტში ცოტამ იცის. იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ჩვენ პარლამენტში იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ამ ხელშეკრულების აზრი ეცოდინებათ.
რაც შეეხება ვიზებს _ არის რისკი და ამას ევროკავშირი კარგად აფასებს. ოფიციალურ დოკუმენტებში ოთხ რისკზე უთითებს ევროკავშირი უვიზო მიმოსვლასთან მიმართებაში. ერთ-ერთი რისკი არის ორგანიზებულ დანაშაულთა ჯგუფები.

 

ფორუმების მომზადების დროს დოკუმენტის ორი ვერსია განიხილებოდა. ეს პროცესი ბათუმში დაიწყო 2010 წელს. ან უნდა ჩაერთოთ ვინმე ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფალი ან უბრალოდ ყოფილიყო განაცხადი იმის შესახებ, რომ ეს ხელშეკრულება მანამ არ გავრცელებულიყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სანამ არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. გადაწყდა, რომ ეს არ გავრცელებულიყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.
გრანტებს რაც შეეხება, არის სამი სფერო – მართლმსაჯულება, საგადასახადო და საჯარო სამსახურების რეფორმირება. ამის გარდა, არის სოფლის მეურნეობაში კოოპერატივების ხელშუწყობა და პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.
სალომე დუმბაძე, სტუდენტი: კონკრეტულად რა ვალდებულებები გვაკისრია და ამ ვალდებულებების არ შესრულების შემთხვევაში რა მოხდება?

 

ვანო ჩხიკვაძე: ასოცირების ხელშეკრულებას ვითხოვდით ჩვენ და ჩვენი ინტერესია, რომ ეს შევასრულოთ. თუ ჩვენ ამას არ შევასრულებთ, ეს იქნება ერთ-ერთი უამრავ საერთაშორისო ხელშეკრულებათაგან, რომელსაც არ შევასრულებთ.
ია თავარდმანიძე, სტუდენტი: ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ უნდა გავხდეთ ევროპული ქვეყანა. რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ ორ წელში ვიქნებით ევროკავშირის წევრი?

 

ვანო ჩხიკვაძე: საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ წლის ბოლოს საქართველოში იქნება უვიზო მიმოსვლა, რაც არის მინიმუმ უპასუხისმგებლო განცხადება. 2008 წლის იანვარში არავინ იცოდა რა იყო მაპი, შემდეგ იყო მოლოდინი იმისა, რომ მაპს გვაძლევდნენ. ეს მოლოდინი შექმნა ხელისუფლებამ. შემდეგ მაპი საჯილდაო ქვად იქცა, ამის შემდგომ დავიწყეთ უვიზო მიმოსვლაზე საუბარი და დღეს ისევ იქმნება ეს მოლოდინი. არავინ ფიქრობს, თუ რა მოყვება ამ მოლოდინს შემდგომ.

ბათუმის პლაჟზე მამაკაცი დაჭრეს

 

“ბათუმელების” ინფორმაციით დღეს, 30 ივნისს, ბათუმის პლაჟზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა საღამოს მოხდა.  შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით,  საგამოძიებო მოქმედებები 118-ე მუხლით მიმდინარეობს – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. 

რატომ გვეშინია ევროპელობის

 

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი: თემა, რომელიც შევარჩიეთ, ძალიან პრობლემურია. ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებისა და საქართველოს ვალდებულებების ტექნიკური დეტალების მიღმა არსებობს ფუნდამენტური საკითხები, რაზეც დგას ეს ურთიერთობა და რის გამოც არის ღირებული საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა. სამწუხაროდ, ეს ის საკითხებია, რომლებიც აშინებს საზოგადოებას ან ქმნის მოლოდინს. რა სარგებელი შეიძლება ნახოს ქვეყანამ? მიდგომა ასეთია, როცა ევროკავშირზე ვსუბრობთ, იქნებიან ესენი ოპონენტები თუ მხარდამჭერები, მხოლოდ სარგებლიანობის მისაღებად არ არსებობს ევროპული სივრცე. ეს არ არის ადგილი, სადაც დოგმებით ურთიერთობენ, როცა ვთანხმდებით საერთო სახლში ცხოვრებაზე, საერთო წესებს ვადგენთ. მთავარი და პრინციპული საკითხია, რატომ გვინდა ევროკავშირში გაერთიანება და რატომ გვეშინია ევროპული სივრცის.

 

ჩვენს საზოგადოებაში ეს მტკივნეული მხარე დომინირებს: ბევრ რამეს დავკარგავთ, არსებითს დავკარგავთ, ღირებულს დავკარგავთ, სანაცვლოდ არაფერს შევიძენთ. საკითხი ყოველთვის დგას ასე, _ როდესაც შევალთ ევროკავშირში, მოგვარდება თუ არა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, აღმოიფხვრება თუ არა უმუშევრობა საქართველოში, არის თუ არა რაიმე ტიპის ეკონომიკური კრიზისი საქართველოში. ეს არის თემები, რომლებიც ევროპულ სივრცეშიც არ არის აღმოფხვრილი. მაგრამ არავინ გარბის ამ სივრციდან, საინტერესოა, რატომ ქმნიან ამ სივრცეს და მერე რატომ აღარ გარბიან ამ სივრციდან, რა არის ეს სივრცე, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ევროპელისთვის და ადამიანისთვის, რომელიც თავს ევროპელად მიიჩნევს. საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელს ევროპაში და მაშინვე გაჩნდა ფრაზა – “მე ვარ შარლი”. ეს ფრაზა გაჩნდა თბილისშიც, ბევრმა გაიკეთა ეს წარწერა. სკეპტიკოსები სვამდნენ კითხვას _ რატომ ხარ შარლი? ალბათ თქვენ ირგვლივაც ისმოდა ეს კითხვა, თქვენ რა პასუხს სცემდით?

 

სოფო ჟღენტი, ჟურნალისტი: ჩემ ირგვლივ ძირითადი აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ისინი ამ აქციით პროვოცირებას უკეთებდნენ და მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ადამიანის რწმენას აქილიკებდნენ. ასევე ამბობდნენ – თუ ეს გამოხატვის თავისუფლებაა, მაშინ იმათ რატომ არ ჰქონდათ უფლება გაბრაზებულიყვნენო? ასე არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ გაბრაზების უფლება ჰქონდათ.
ირინა ყურუა, ჟურნალისტი: ჩემ ირგვლივ ორად იყვნენ გაყოფილი: ნაწილი იცავდა იმათ, ვისაც სწამდა ეს რელიგია და რელიგიურ შეურაცხყოფად აღიქვამდნენ, მიიჩნევდნენ, რომ ესეც დასჯადი უნდა იყოს და სცილდება გამოხატვის თავისუფლებას.

 

ზვიად ქორიძე: ევროპულმა სივრცემ დიდი გზა განვლო იქამდე, სანამ აღიარებდა ადამიანის უფლებებს ფუნდამენტალურ ღირებულებად. `თუ ეს გამოხატვის თავისუფლებაა, იმათაც ხომ აქვთ გაბრაზების უფლება”, _ როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, იმ ტერაქტის მომწყობელსაც სწორედ ეს მიზანი ჰქონდა, რომ ევროპულ საზოგადოებას სხვანაირად დაეწყო ფიქრი, ხომ არ არის დრო, რომ გამოხატვის თავისუფლება შევზღუდოთ… ქრისტიანები ჩაიკეტონ და ისე ისწავლონ, მუსლიმები ჩაიკეტონ და ისე ისწავლონ, საბოლოო ჯამში ამით დაირღვეოდა თანასწორობის პრინციპი და ევროპული სივრცე, როცა ეს ირღვევა, იმარჯვებს ტერორისტი, რომელიც არღვევს ამ ევროპულ ცივილიზაციას. `მე ვარ შარლი~ ნიშნავს, არ მინდა უარი ვთქვა გამოხატვის თავისუფლებაზე, გადაადგილების თავისუფლებაზე, აზრის თავისუფლებაზე, ამიტომ აღმოჩნა ეს ფრაზა მაკონსოლიდირებელი ევროპისთვის და ამიტომ ვერ აღმოჩნდა ეს ფრაზა მაკონსოლიდირებელი -საქართველოსთვის. ჩვენ დავინახეთ ტერაქტი არის ცუდი. ამის მიღმა ამ ყველაფერმა რა კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს – ამაზე არ გვიფიქრია. ეს არის მთავარი ქვაკუთხედი _ რა სხვაობაა ქართულ და ევროპულ ღირებულებებს შორის. გზა, რომელიც გაიარა ევროპამ, ეს არის უნივერსალური გზა და სწორედ ამ უნივერსალური გზით გველაპარაკება ევროპა, შენ შეგიძლია გაითვალისწინო ეს გამოცდილება, შეგიძლია _ უარი თქვა. ევროპული სივრცე იღებს იმას, რაც არის ძვირფასი, მაგრამ რასაც ევროპული სივრცე გთავაზობს, ამისთვის გთხოვს პასუხისმგებლობას, ამის ტარება ძალიან რთულია. გაცილებით ძლიერ სახელმწიფოებსაც უჭირთ ამ პასუხისმგებლობის აღება, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო ინსტიტუციების ზრდის თვალსაზრისით უჭირთ ევროპასთან თანამშრომლობა.

 

ევროკავშირის სივრცის გაზრდის ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, გაზრდის ევროკავშირი თავის სივრცეს, აუდიტორიას, გავლენებს, მაგრამ ეს პრობლემას შეუქმნის ღირებულებებს, როდესაც ფუნდამენტურ ტექსტს წერდნენ ევროკავშირის დამფუძნებლები, პირველი ფრაზა იყო “ევროკავშირი ეს არის ევროპული ღირებულებები~ და არა ქვანახშირის ლიცენზირებული ამოღება ან ენერგეტიკული ერთიანი ბაზარი, სტანდარტების დაცვა. ეს არის ინსტრუმენტები, რომლებიც მერე შეიძლება ჩვენს სივრცეში მყოფი ადამიანების დასაცავად გამოვიყენოთ.

 

ირაკლი ჩავლეიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: ორ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს არის ის ფასეულობები, რომლებიც ჩვენ გვაქვს პატრიალქალურად გამჯდარი და რასაც ევროპა გვთავაზობს, უნდა ავირჩიოთ ვიყოთ ევროპის ნაწილი, თუ ჩავკეტოთ საზღვარი და ვიცხოვროთ საბჭოთა კავშირში ან ავტორიტარულ რეჟიმში. ეს არჩევანი აქვს ქართველ ხალხს, ეს ძალით არ გამოვა, არც რომელიმე პარტიის ნება-სურვილით, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. რეფერენდუმით ეს გადაწყვეტილია, მაგრამ რამდენად მზად ვართ ამისთვის? სწორია ევროპა, როცა ბარიერებს გვიქმნის უკეთ მოსამზადებლად, ევროპაში მოუმზადებელი შესვლა უფრო მეტ პრობლემებს გაგვიჩენს ჩვენ, ვიდრე – ევროპას.

 

ვილაპარაკებ ბათუმზე – ეს იყო ქალაქი, სადაც განსაკუთრებულად იგრძნობოდა ლტოლვა ევროპისკენ, რადგან ბათუმი ზღვისპირა ქალაქია, აქ იგრძნობოდა პირველი ევროპული ქარი. ჩვენს ქალაქში ბევრს ლაპარაკობენ, რომ თურქეთი დაგვიპყრობს, პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია აქვს განზრახული. ბოლო 500 წლის განმავლობაში თურქეთს თავისი პოლიტიკური ზრახვები გააჩნდა ისევე როგორც რუსეთს, მაგრამ ჩვენ არ გავმქრალვართ. შიში იმისა, რომ ჩვენ ვიღაც შეგვჭამს და გავქრებით, უსაფუძლოა. თუ გადავხედავთ ბათუმს, პორტო-ფრანკოს პერიოდში ყალიბდებოდა ევროპული ფასეულობები. სასტუმროები, სათამაშო ბიზნესი, ბორდელები, ნუდისტური პლაჟი, რომლებიც მუსლიმანურ სივრცეში იყო და ამას ქალაქი იღებდა, დიდხანს შემორჩა, საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი. ბათუმში აკეთებდნენ იმას, რასაც მთელ საბჭოთა კავშირში ვერ ახერხებდნენ. ამიტომ ბათუმი ყოველთვის იყო ევროპული ტიპის ქალაქი.

თამუნა ხოზრევანიძე, ჟურნალისტი: სოციალური კვლევის მიხედვით, ბათუმში შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხული 40 ადამიანიდან 34 იყო ევროკავშირის მომხრე.

აქციები და დაბალი ფასები კომპანია “სალვუს დეველოპმენტისგან”

არჩილ ფურცელაძემ ბინა ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ერთი თვის წინ იყიდა. მან სამშენებლო კომპანიის აქციით ისარგებლა და უძრავ ქონებაში ვაკის რაიონისთვის მნიშვნელოვნად ნაკლები თანხა – კვადრატულ მეტრში 750 აშშ დოლარი გადაიხადა, თან საჩუქრად საპარკინგე ადგილიც მიიღო.

“ბინის ფასი ხელმისაწვდომია, სხვა კომპანიებთან შედარებით. თვითონ კორპუსის დიზაინიც დახვეწილია, ირგვლის სიმწვანე, კარგი ჰაერი და, რაც ჩემთვის მთავარია, სიწყნარეა. კმაყოფილი ვარ კომპანიის შემოთავაზებით და კარგი პირობებით”, – ამბობს არჩილ ფურცელაძე.

ბინა, რომელიც უკვე არჩილს ეკუთვნის, ვაკეში, შატბერაშვილის 74-ში მდებარე მშენებარე კოროპუსშია. კორპუსს დეველოპერული კომპანია „სალვუს დეველოპმენტი“ აშენებს.

მიმდინარე აქციები

შატბერაშვილის 74-ში კვადრატული მეტრის ფასი ამ ეტაპზე 750 აშშ დოლარია. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის თქმით, ვაკეში ეს ყველაზე დაბალი ფასია.

“ვაკის უბანში პატარა კვლევა ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ ყველაზე დაბალი ფასი ჩვენ გვაქვს, სხვაობა მინიმუმ 100 დოლარია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სართულის მატებასთან ერთად, როგორც წესი, ფასიც იზრდება ხოლმე, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე, 750 დოლარი გვაქვს ფიქსირებული ყველა სართულზე”, – ამბობს „სალვუს დეველოპმენტის“ მარკეტინგის მენეჯერი ანი მურვანიძე.

“სალვუს დეველოპმენტი” მომხმარებელს სხვადასხვა აქციებს მუდმივად სთავაზობს. ამ ეტაპზეც, კომპანიას რამდენიმე მიმდინარე აქცია აქვს:

  • საზაფხულო აქციის ფარგლებში, რომელიც მხოლოდ 30 ივლისამდე გაგრძელდება, ბინის შეძენა მსურველს 660 აშშ დოლარად შეუძლია და პირველადი შესატანი მხოლოდ 35%-ია. დარჩენილ თანხაზე კი 12-თვიანი შიდა უპროცენტო განვადება მოქმედებს. ასეთი ექსკლუზიური შეთავაზება კომპანიას მხოლოდ 4 ბინაზე აქვს.
  • საზაფხულო აქციის მიღმა ძალაშია ასევე აქცია, რომლითაც არჩილ ფურცელაძემ ერთი თვის წინ ისარგებლა. ამ შემთხვევაში, მყიდველი კვადრატულ მეტრში, სართულის მიუხედავად, 750 აშშ დოლარს იხდის და საჩუქრად საპარკინგე ადგილს იღებს, რომლის ფასიც, აქციის გარეშე, დაახლოებით 7 ათასი აშშ დოლარია.
  • გარდა ამისა, კვლავ ძალაშია აქცია, რომლის ფარგლებშიც, მყიდველს შეუძლია, პირველი შენატანი – ბინის ღირებულების 30%, აშშ დოლარის 1,77-იანი კურსით გადაიხადოს.

მდებარეობა

შატბერაშვილის ქუჩაზე მშენებარე ორსადარბაზოიანი საცხოვრებელი სახლი, ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომით, მრგვალი ბაღიდან 700 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ის ახლოსაა კუს ტბასთან, რომლის მიმართულებითაც პირდაპირი გზა უკვე იჭრება და კორპუსი რეკრეაციულ ზონას მალე ბილიკით დაუკავშირდება. კორპუსს უკნიდან ხეებით დაფარული ბორცვი აკრავს, შესაბამისად, ირგვლივ სიმწვანეა და ქალაქის სხვა ცენტრალურ ქუჩებთან შედარებით, ტემპერატურაც განსხვავებულია და ჰაერიც შედარებით სუფთაა.

გარდა იმისა, რომ ირგვლივ ბუნებრივი მწვანე საფარია, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად, მწვანე სკვერებისა და ეზოების მშენებლობას თვითონ შატბერაშვილის 74-ის პროექტიც ითვალისწინებს.

“პროექტში გათვალისწინებული გვაქვს მწვანე სკვერები, სასეირნო ბილიკი. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ კომფორტული ბინა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გახსნილი სივრცე და ლამაზი ხედები ქალაქის ცენტრთან ახლოს, და, ამავდროულად, ქალაქის ხმაურისა და მტვრისაგან მოშორებით”, – ამბობს კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ მარკეტინგის მენეჯერი ანი მურვანიძე.

პროექტში ჩადებულია ასევე  საბავშვო ბაღისა და სპორტული მოედნის მოწყობა. გარდა ამისა, როგორც ეზო, ასევე კორპუსი სრულად აღიჭურვება პანდუსებით, იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადაადგილების არანაირი პრობლემა არ შეექმნათ.

ბინების ფართობი 60 კვადრატული მეტრიდან იწყება. კომპანია ბინებს ე.წ. თეთრი კარკასის სახით აბარებს, თუმცა ანი მურვანიძის თქმით, მათ თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალური მიდგომა აქვთ და, შესაბამისად, პირობები შესაძლოა შეიცვალოს.

„სალვუს დეველოპმენტი“ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომლის საქმიანობაც ინვესტიციების მართვას, უძრავი ქონების დეველოპმენტსა და მშენებლობას მოიცავს. კომპანიამ უკვე წარმატებით დაასრულა პირველი პროექტი, საცხოვრებელი კომპლექსი – “კრწანისი რეზიდენსი”, რომელიც კრწანისის ქუჩა #21-ში მდებარეობს. ამ ეტაპისთვის “კრწანისი რეზიდენსში” ყველა ბინა გაყიდულია.

 

 

შს სამინისტრომ გარყვნილი ქმედებისთვის ძებნილი დააკავა

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირი ანკარის ინტერპოლის მიერ 2014 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

აჰმეთ სამი ონეი დამნაშავედ ცნეს თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 103/1-ე, 53/1-2-3-ე, 103/6-ე და 62-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ბინა 7-შვილიან ოჯახს

 

ბინა, რომელსაც დღეს დიანა და გენადი ჯორბენაძეების შვიდშვილიან ოჯახს გადასცემენ, როგორც მერიის პრესსამსახური იუწყება, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ოჯახს მერიისგან უკვე გადაეცა 31 ათასი ლარი, ბინაში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად.

 

მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ბინები ბათუმში საჩუქრად  უკვე ექვს ოჯახს გადაეცა.

 

„დინამო“ – „ომონია“ – ბილეთების გაყიდვა დაიწყო

 

ბათუმის ”დინამი” – ნიქოზის ”ომონია” | ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

 

 

საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ განცხადებით მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია, ბათუმის მასშტაბით, საქართველოს ფოსტის პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში.
ბილეთები 4 და 5 ლარი ღირს. ფან–ზონა (აღმოსავლეთ ტრიბუნა) – 4 ლარი; დასავლეთ ტრიბუნა – 5 ლარი.

 

ბილეთების გაყიდვა გუშინ დაიწყო.

 

ქართველი სპორტსმენები ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებში

 

 

მარცხნივ ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძე | ”ბაქო 2015”

 

პირველი შემთხვევა იყო, როცა ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენლობა ასეთი დიდი დელეგაციით გაემგზავრა. სპორტსმენები საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებმა 8 ივნისს გააცილეს. პირველი შედეგი გუნდურად მოპოვებულია და მშვილდოსნებს ეკუთვნით. ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძე ფინალურ შეხვედრაში იტალიასთან 3:5 დამარცხდნენ და მეორე ადგილზე გავიდნენ. მესამე ადგილი უკრაინას ერგო.

 

წარუმატებელი აღმოჩნდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ასპარეზობა. ეს სახეობა ტრადიციულ სპორტის სახეობადაც კი მიიჩნევა, რომლითაც საერთაშორისო ასპარეზობაზე ხშირად ლიდერობს საქართველო. სანაცვლოდ, 5 მედალი, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო ერგოთ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს. 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში თბილისელი ელიზბარ ოდიკაძე ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ხეთაგ გაზიუმოვთან (1:3) დამარცხდა. მანამდე კი სძლია ლიტველ მინდაუგას რუმბუტის (4:1), უკრაინელ ვალერი ანდრიიცევს (3:1) და სლოვაკ ჯოზეფ იალოვიარს (3:1).

 

რუმინელი გეორგიტა სტეფანიდი და სანდრო ამინაშვილი

 

 

გაზიუმოვისა და ოდიკაძის შეხვედრა პირველი არ ყოფილა. ისინი გასულ წელს ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირში შეერკინენ ერთმანეთს, სადაც ოდიკაძემ გაიმარჯვა. „ხეთაგ გაზიუმოვი ძლიერი მოწინააღმდეგეა. ის მსოფლიოს ჩემპიონი, რამდენიმე გზის ოლიმპიური პრიზიორი და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია. დიდი იმედით შევედი საჭიდაო მოედანზე, რომ კიდევ უნდა დამემარცხებინა. მაგრამ ფინალში ისე არ იყო როგორც ვფიქრობდი. ცოტა ემოციურადაც ვიყავი განწყობილი, ძალიან მინდოდა მოგება და ალბათ მაგანაც იმოქმედა“, –  გვითხრა საქართველოში დაბრუნებულმა ელიზბარ ოდიკაძემ.

 

 

მეორე ადგილი მოიპოვა 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქუთაისელმა სპორტსმენმა 23 წლის ბექა ლომთაძემ. ის ფინალურ შეხვედრაში რუს ალექსანდრ ბოგომოევთან დამარცხდა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს, ისინი გენო პეტრიაშვილს (125 კგ), სანდრო ამინაშვილს (86 კგ) და ჯუმბერ ქველაშვილს (74) ერგოთ. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, ამ შედეგს მოელოდნენ, თუმცა ნაკრებს უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. „ჩვენი შრომიდან გამომდინარე ველოდებოდით მსგავს შედეგს. გუნდი გამოიკვეთა და ჩანს, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილს ველოდებოდით. ბექა ლომთაძემ ფაქტობრივად მოიგო, მაგრამ ბოლოს მსაჯებმა სხვანაირად შეაფასეს. რუსს შეხვდა ფინალში.

 

ოთხქულიანი ფანდი გაუკეთა, ჯერ მოგვცა მსაჯმა, მერე იმათ გააპროტესტეს და ასე დაგვაკლეს ქულა. ასევე ფინალში გადიოდა გენო პეტრიაშვილი, ოთხი ქულა ეკუთვნოდა მასაც. ქულა არ ჩაგვითვალეს. კიდევ ერთი მედლის მოპოვების ასპროცენტიანი შანსი გვქონდა 57 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში, სადაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ასპარეზობდა, ინციდენტი რომ არ მომხდარიყო და ასპარეზობიდან რომ არ მოეხნათ. მოწინააღმდეგემ იუხეშა, ხინჩეგაშვილიც აჰყვა და ბოლოს ორივე მოხსნეს ასპარეზობიდან“.

 

საბოლოო ჯამში, 19 ივნისის მონაცემებით, ოლიმპიური თამაშებიდან საქართველოს 6 მედალი აქვს, რაც ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და ბაქოს პირველ ევროპის თამაშებში საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელის ელგუჯა ბერიშვილის შეფასებით, კარგი შედეგია: „სამწუხაროდ, მედალი ვერ მოვიპოვეთ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სამაგიეროდ გაცილებით უკეთესი შედეგი გვქონდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. არამარტო ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელობას, არამედ ჩვენი სპორტის გულშემატკივრებს, გვერჩივნა ერთი ოქროს მედალი ყოფილიყო. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ოქრო აუცილებლად იქნება. მინდა ვთქვა, ხათუნა ნარიმანიძემ და მისმა მეწყვილემ ლაშა ფხაკაძემ მოახერხეს და შევიდნენ ისტორიაში, როგორც პირველი ქართველი სპორტსმენები, რომლებმაც პირველ ევროპის თამაშებზე აიღეს პირველი მედლები. შეიძლება ითქვას, ეს ჩვენთვის სიურპრიზი იყო“, – უთხრა ელგუჯა ბერიშვილმა „ბათუმელებს“.

 

გარდა უპრეცედენტო მნიშვნელობისა, „ბაქო 2015“-ში მონაწილე სპორტსმენები რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობის სალიცენზიო ქულებსაც მოიპოვებენ.

 

ბაქო 2015-ში ყველაზე მეტი 352 სპორტსმენი რუსეთიდან მონაწილეობს. 19 ივნისის შედეგებით რუსეთს ეკუთვნის ყველაზე მეტი საპრიზო ადგილიც, რომლის სპორტსმენებმაც სხვადასხვა სახეობაში 26 ოქროს, 12 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

„ბაქო 2015“, რომელიც ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ტარდება სპორტის 20 სახეობაში, 28 ივნისს დასრულდება. ამავე დღესაა დაგეგმილი ძიუდოისტთა გუნდური  სპარეზობაც, რომლის პირველობისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებიც ჩაერთვება.

 

50-დან 500-ლარამდე ჯარიმა ბულვარის დანაგვიანებისთვის

 

გიორგი ზირაქაშვილი, ფოტო ფეისბუქის პირადი გვერდიდან
გიორგი ზირაქაშვილი, ფოტო ფეისბუქის პირადი გვერდიდან

ბატონო გიორგი, როგორ განსაზღვრეთ ვინ რამდენით უნდა დააჯარიმოთ ნარჩენების დაყრის შემთხვევაში და გასულ წელთან შედარებით რა შეიცვალა?


ტარიფი კანონმდებლობაში არსებული ნორმებით განვსაზღვრეთ. გასულ წელს 2 კილოგრამამდე ნარჩენების დაყრისთვის ჯარიმა იყო 50 ლარი, წელს 80 ლარია. ჩვენი ჯარიმების 90% ძირითადად მოდის ორ კილოგრამამდე ნარჩენებზე, თუ იურიდიული პირია, ჯარიმა 500 ლარია. ტერიტორია, სადაც დამსვენებელი მოძრაობს, ძირითადად დანაგვიანებულია ცივი სასმელების ქილებით, ბოთლებით, სიგარეტის ნამწვავით ან მზესუმზირით.

 

სანაპირო ზოლი საკმაოდ გრძელია, როგორ აპირებთ მის გაკონტროლებას?


შარშან მონიტორინგის სამსახური შევქმენით, 7-კაციანი ჯგუფია, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარტო ადამიანების დაჯარიმებაზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, – ადამიანის ცნობიერება უნდა გაიზარდოს აუცილებლად. გარდა ამისა, ვამზადებთ სარეკლამო რგოლს, რომელიც საჯარიმო სანქციებთან ერთად, წესით, იმუშავებს.

 

აღსრულების რა მექანიზმები არსებობს, ეს გასულ წელს საკმაოდ პრობლემური იყო…


როცა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი ხედავს დანაგვიანების ფაქტს, ოქმს წერს, რომელიც იგზავნება სასამართლოში და შემდეგ მას გამოაქვს განაჩენი. არის შემთხვევა, როდესაც არ ემორჩილება პიროვნება ჯგუფის წევრს, ამიტომ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული დაცვის სამსახურთან, პრობლემები რომ გამოვრიცხოთ. რაც შეეხება სასამართლოს, ის ან გაფრთხილებით შემოიფარგლება, ან დაჯარიმებით. ეს სასამართლოს პრეროგატივაა.

 

გასულ წელს ტენდენცია როგორი იყო – სასამართლო უფრო იზიარებდა თქვენს მიერ დაწერილ ოქმებს თუ პირიქით?


როგორც მახსოვს, შარშან  დაახლოებით 93 ოქმი შევადგენეთ და აქედან დაახლოებით 15-20 საჯარიმო ქვითარი გააუქმა, ანუ გაფრთხილებით შემოიფარგა – დანარჩენ შემთხვევაში დატოვა ჯარიმა.

 

პირის მიერ ჩადენილი დარღვევის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულების შექმნა იგეგმება თუ მხოლოდ ოქმები იქნება?


კამერებს გულისხმობთ? – ამ ეტაპზე არ იგეგმება ასეთი რამის გაკეთება. საჯარიმო ოქმში ფიქსირდება დრო, ადგილი, პიროვნების სახელი-გვარი, ეს პიროვნებაც აწერს ხელს ოქმს. კამერას ასე პირდაპირ ადამიანებს ვერ მივცემთ, არ იქნება სწორი.

 

გასულ წელს სანაპიროს ასუფთავებდა მობილური ჯგუფები. წელს რას აპირებთ?


წელს სანდასუფთავებასთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება. ეს კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ სეზონზე, დღის განმავლობაში, ბულვარი და პლაჟი დღეში ორჯერ დაალაგოს. როცა პიკს აღწევს სეზონი (ივნისი-აგვისტოში) ოთხჯერ ალაგებს. გარდა ამისა, თუ რაღაც ისეთი ხდება, მაგალითად, თუ ზღვა ღელვის შედეგად დაანაგვიანებს სანაპიროს, ჩვენც სანდასუფთავებასთან ერთად ვმუშაობთ დასუფთავებაზე.

 

ამის მიუხედავად გასულ წელს სანაპიროზე, განსაკუთრებით ღამის საათებში ნაგვის გროვებიც კი იდგა. წელს რას აპირებთ ეს რომ აღარ მოხდეს?


ადამიანების ცნობიერება თუ არ შეიცვალა, ჩვენ მარტო ვერაფერს გავხდებით – როცა ნაგვის ურნები  დგას და 10 მეტრის გავლა არ უნდათ, რომ ცარიელ ურნაში ჩააგდონ ნარჩენები… ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად ცნობიერების შეცვლაზეც უნდა ვიმუშავოთ. ჩვენი მხრივ, ცხადია, წელს უფრო მეტი ძალისხმევის გაღებას ვაპირებთ იმისათვის, რომ ნაკლებად დანაგვიანდეს ტერიტორია – ადამიანებზე ზემოქმედებისთვის ვაპირებთ  საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას და საჯარიმო სანქციების გამოყენებას. 


ბულვარი
ბულვარი

ბათუმში სპორტულ ცეკვებში ორდღიანი საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

 

Batumi Open 2015

  

 საერთაშორისო ტურნირში მსოფლიოს 21 ქვეყანა (ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელორუსია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, ისრაელი, იტალია, კვიპროსი, ლიტვა, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, უკრაინა, უნგრეთი პოლონეთი) და 50 წყვილი მიიღებს მონაწილეობას.

 

აჭარის სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტის ნინო ქავზინაძის თქმით, „Batumi Open 2015“-ზე, რომელიც მეათედ ტარდება, წელს აჭარიდან ხუთი წყვილი გამოვა საასპარეზოდ.

 

შეჯიბრებები ჩატარდება ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ევროპული და ლათინო-ამერიკული ცეკვების პროგრამით, ხოლო ღონისძიების უმნიშვნელოვანესი შეჯიბრი უფროსი ასაკის მოცეკვავეებს შორის (19–35 წ.წ.) ლათინო-ამერიკული ცეკვების პროგრამით – WDSF World Open Latin ჩატარდება კვირას – 5 ივლისს. შეჯიბრის დასკვნითი რაუნდები, კვირას 18:00 სთ-ზედაიწყება.

 

„Batumi Open 2015“ აჭარის სპორტული ცეკვების ფედერაციის, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ტარდება.




30 ივლისს ბათუმში Adjara Fashion Week 2015 გაიხსნება

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, “Adjara Fashion Week”-ზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 16 დიზაინერის ნამუშევრები, გაიმართება გამოფენა-გაყიდვები. მოდის კვირეულის 4 დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აჭარაში კულტურული ტურიზმის განვითარებას, ახალგაზრდა დიზაინერების წარმოჩენას, მოდისა და ბიზნესის წარმომადგენლების თანამშრომლობას.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ქ. ბათუმის მერია, გენერალური სპონსორებია შპს “GIMG” და შპს “GIMG Apartments”.

30 ივლისს, მოდის კვირეულით გაიხსნება მრავალფუნქციური სასტუმრო და გასართობი კომპლექის „Grand Hotel Batumi Black Sea”-ს ბიზნეს კლასის რეზიდენცია და ღია საცურაო აუზი. პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა და იგი ითვალისწინებდა 11.500 მ2-ზე გაშენებულ 51 რეზიდენციასა და 1.300 მ2-ზე მოწყობილ სარკეებიან, ზღვის წყლით სავსე აუზის მოწყობას. რეზიდენციაში შედის ასევე 8 500 მ2 ფართობზე არსებული ინფრასტრუქტურა: დახურული გალერეა, რეცეფცია, გასახდელები, მოსასვენებელი და გასარუჯი ზონები აუზის და პავილიონის ღია ტერასებზე, ღია ბარი და კვების ბლოკი, ევკალიპტებისა და პალმების რეკრეაციული “მწვანე” ზონა.

მესაზღვრეებისთვის აჭარაში 350 კუბ/მ შეშა მოიჭრება

 

ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სასაზღვრო პოლიციისთვის აჭარის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საწვავი შეშის (ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე) მოჭრა, დაპობა 30–35სმ სიგრძის კოტრებად, დიამეტრი არანაკლებ 20სმ და მითითებულ მისამართებზე მიტანა–დაცლა საკუთარი ტრანსპორტით. შეშის დამზადება უნდა დასრულდეს 2015 წლის ნოემბრამდე, ხელშეკრულების გაფორმებიდან.

 

350 კუბ/მეტრი შეშის დამზადებისა და ადგილებზე [სასაზღვრო დაცვის ობიექტებზე] მიტანისთვის საზღვრის დაცვის დეპარტამენტი მაქსიმუმ 39 550 ლარს გადაიხდის. სატენდერო განაცხადის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს და სატყეო სააგენტოსათვის მომსახურების საფასურს დეპარტამენტი გადაიხდის.

 

სატენდერო წინადადებების მიღება 1-ელ ივლისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.

ხელისუფლების მიერ ლობირებული სამშენებლო ბიზნესი – “ბათუმელების“ მთავარი თემა [ანონსი]

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის მერია დეველოპერებს სამშენებლო პროექტების სიმაღლის გაზრდაზე ნებართვას აძლევს. გარდა ამისა, სამთავრობო პროგრამა მათ უსახური საცხოვრებლების ათვისების სანაცვლოდ ბათუმის ფასიან ზონაში კოეფიციენტის გაზრდის ანუ სიმაღლის გადასახადისგან ათავისუფლებს. შარშან ამ გადასახადმა ბათუმის ბიუჯეტს მილიონზე მეტი ლარი შემატა.

 

წაიკითხეთ „ბათუმელების“ 29 ივნისის ნომერში,  ვის ინტერესშია ინვესტორის შემოსავლების გაორმაგება ბიუჯეტის დაზარალების სანაცვლოდ და რა ნიშნით ირჩევს არჩილ ხაბაძე დეველოპერებს, როცა ზოგიერთს შუამდგომლობაზე თანხმდება, ზოგიერთს კი უარს ეუბნება?! 


ბათუმის თანამედროვე არქიტექტურა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმის თანამედროვე არქიტექტურა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

სასწრაფოდ იყიდება ბინა გორგილაძის ქუჩაზე

 

ბათუმში, გორგილაძის (გორკის) ქუჩაზე სასწრაფოდ იყიდება ოროთახნახევრიანი ბინა პირველ სართულზე. ბინა მდებარეობს სკოლა „ევრო2000“-ის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კორპუსში, ქალაქის ცენტრში. 


ფასი: 35 000 $ 


ტელეფონი: 599 44 96 54 

იყიდება სახლი სოფელში 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთით

 

 შენობა-ნაგებობები: ორსართულიანი სახლი, პირველი სართული ქვის კედლებით, მეორე სართული წაბლისა და თელისაგან არის ნაგები. მეორე სართულზე ხუთი ოთახია, შემინული აივნით, 4 ბუხრით. ჭერის სიმაღლე პირველ სართულზე – 2, 50 სმ, მეორე სართულზე – 3,20 სმ. სახლი დახურულია ჩეხური შიფერით. პირველ სართულზე ყოველდღიური ოთახის და სამზარეულოს გარდა განთავსებულია ღვინის სარდაფი. 


ეზოში არის მარანი, სამზადისი შუაცეცხლით, ასევე ცალკე  შენობა –  40 კვმ მეტრი ფართობი, ბუხრით.  ეზო გაშენებულია ხეხილითა და თხილის ნარგავებით.  2000 კვმ უჭირავს ბამბუკის პლანტაციას.  სახლი მდებარეობს ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის გვერდით.

 

ფასი შეთანხმებით.  ტელ:  599 38 10 64

კონსულტაცია ცნობილ ექიმებთან კლინიკა ინ ვიტროში

 

გინეკოლოგიური პრობლემები; 

ორსულთა მართვა;

ჰორმონალური დისბალანსი;

მოზარდთა რეპროდუქტოლოგია (მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჭარბი ან  შემცირებული გათმიანება და გამონაყარი).

 

 

მსურველები უნდა ჩაეწერონ წინასწარ.

ტელ: +995 32 215 77 77


 

მისამართი: ბათუმი, გორგასლის (ყოფილი ცხაკაიას) ქუჩა, #159 ბ, მეოთხე სართული (სისხლის ბანკის გვერდით).



 

 

 

 

 

 

 

ბულვარის ადმინისტრაცია გაფრთხილებთ

 

ბულვარის ადმინისტრაციას გარკვეული სანქციები გასულ წლებშიც ჰქონდა დაწესებული იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ბულვარს ანაგვიანებდნენ, თუმცა ბულვარი, განსაკუთრებით სანაპირო ზოლი, მიუხედავად დღეში ორჯერადი დასუფთავებისა, ყოველ საღამოს მაინც წარმოუდგენლად დაბინძურებული იყო. 

 

წელს ბულვარის ადმინისტრაციამ დამატებითი ნაგვის ურნებიც განათავსა ბულვარის ტერიტორიაზე.

ვის შეუძლია გახდეს კვერცხუჯრედის დონორი

 

ნანა კვერნაძე, რეპროდუქტოლოგი
ნანა კვერნაძე, რეპროდუქტოლოგი

რეპროდუქციის სკანდინავიური ცენტრის – Neo-Est-ის ექიმი-რეპროდუქტოლოგი ნანა კვერნაძე ამბობს, რომ კვერცხუჯრედის დონაცია გამოიყენება უშვილო წყვილებისთვის, კერძოდ იმ ქალებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ ან დაქვეითებული აქვთ საკვერცხეების რეზერვი. მისივე თქმით, თუ ჩვეულებრივი, ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების მაჩვენებელი 40-45%-ია, ამ მეთოდით შვილის გაჩენის ალბათობის მაჩვენებელი 50-60%-მდეა. ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი წყვილი მიმართავს კვერცხუჯრედის დონორის სერვისს ყოველწლიურად – არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ საქართველოში ასეთი საჭიროება, უშვილო წყვილთა 10%-ს აქვს.

 

„უშვილო წყვილებში ეს მეთოდი საკმაოდ აქტუალურია. ესენი უფრო გვიან რეპროდუქციული ასაკის, ანუ 40 წელს გადაცილებული ქალები არიან. სწორედ 40-45 წლის ქალბატონებში, ძირითად შემთხვევებში საკითხი დგება დონორის კვერცხუჯრედის გამოყენების შესახებ“, – ამბობს კლინიკა ინვიტროს ექიმი-რეპროდუქტოლოგი ანი მორჩილაძე. კვერცხუჯრედის დონაცია განუყოფელია ექსტრაკორპორაციული (ხელოვნური) განაყოფიერებისგან, როდესაც პოტენციური დედის კვერცხუჯრედი არ იძლევა განაყოფიერების საშუალებას, ის შეიძლება შეიცვალოს დონორის კვერცხუჯრედით.

 

ვის შეუძლია გახდეს დონორი? – ნანა კვერნაძის თქმით, დონაციისთვის სასურველია ქალი იყოს 30 წლამდე ასაკის, რომელსაც უკვე ჰყავს ჯანმრთელი შვილი. „30 წლამდე იმიტომ, რომ წლების მატებასთან ერთად ქვეითდება კვერცხუჯრედების ხარისხი და რაოდენობა ქალის ორგანიზმში. ჯანმრთელი შვილის ყოლა იმიტომ არის სასურველი (თუმცა შვილი არ არის სავალდებულო კრიტერიუმი), რომ არ იყოს გამოვლენილი რაიმე გენეტიკური ხარვეზი. ამ კონკრეტულ ნიუანსს კანონი არ არეგულირებს, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით უპირატესობას ვანიჭებთ ისეთ დონორს, რომელსაც უკვე ჰყავს ჯანმრთელი შვილი“, – ამბობს ის.

 

რა შემოწმებას გადის კვერცხუჯრედის დონორი? – ექიმ-რეპროდუქტოლოგის თქმით, დონორს უტარდება სისხლისა და შარდის საერთო ანალიზები, ჰორმონალური გამოკვლევები, ასევე აუცილებლად მოწმდება ინფექციებსა და სხვადასხვა დაავადებაზე. უტარდება ექოსკოპია. `შემოწმებები შესაძლოა ერთ კვირაშიც მოესწროს, ან დროში გაიწელოს, რადგან ზოგიერთი ანალიზი აუცილებლად ციკლის პირველ დღეებში უნდა გაკეთდეს“, – ამბობს ნანა კვერნაძე.

 

როგორია უშუალოდ პროცესი? – „დასაწყისში ხდება საკვერცხეების ჰორმონალური სტიმულაცია მედიკამენტებით, რაც შესაძლოა 10-14 დღე გაგრძელდეს“, – ამბობს ნანა კვერნაძე. უშუალოდ პროცედურა ნარკოზის ქვეშ კეთდება და უმტკივნეულოა, ხანგრძლივობა 15-დან 30 წუთამდეა.

 

ანი მორჩილაძის თქმით, რეპროდუქტოლოგი პუნქციით/ნემსით აწარმოებს ფოლიკულის საკვერცხიდან ასპირაციას (ამოღებას), რის შემდეგაც ფოლიკულარულ სითხეში მიკროსკოპით ნახულობენ კვერცხუჯრედებს.

 

ნანა კვერნაძის თქმით, ამოღებული კვერცხუჯრედების იმავე დღეს უნდა განაყოფიერდეს, 2-3 დღის შემდეგ კი შერჩეულ ემბრიონებს მომავალი დედის საშვილოსნოს ღრუში გადაიტანენ. პროცედურის შემდეგ შესაძლოა დონორს საკვერცხეების არეში ზოგადი დისკომფორტის შეგრძნება ჰქონდეს.

 

ნანა კვერნაძის თქმით, რისკი იმისა, რომ ამ პროცესის დროს ქალის ორგანიზმში შესაძლოა რამე დაზიანდეს, რაც მომავალში დონორის შვილის ყოლის უნარზე აისახება –  თითქმის არ არსებობს. „ეს უფრო თეორიული რისკია, ჩემს მრავალწლიან პრაქტიკაში ასეთი არაფერი მომხდარა“, – ამბობს ის.

 

რამდენჯერ შეიძლება გახდეს ქალი დონორი? – მიიჩნევა, რომ შვიდჯერაც რომ გაკეთდეს სტიმულაცია, რამდენიმეთვიანი ინტერვალებით, ეს არ ვნებს ქალის ჯანმრთელობას, თუმცა ანი მორჩილაძის განმარტებით, სასურველია გათვალისწინებული იყოს მომავალში შემთხვევითი ინცესტის რისკი: „სწორედ ამ რისკის თავიდან ასაცილებლად, სასურველია დონორი სამზე მეტჯერ აღარ იყოს გამოყენებული, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ინცესტის თავიდან აცილების მიზნით, არ შეიძლება, რომ ერთი და იმავე ადამიანის გენეტიკური მასალა ბევრ სხვადასხვა ოჯახში გადანაწილდეს“, – ამბობს ის.

 

საქართველოს კანონმდებლობა დღეს ერთი და იმავე დონორის სამზე მეტჯერ გამოყენებას არ კრძალავს, თუმცა ანი მორჩილაძის თქმით, სახელმწიფო ამ რეგულაციებზე უკვე მუშაობს და სულ მალე ასეთი დეტალები უფრო დაწვრილებით გაიწერება კანონში.

 

რამდენია დონორის კომპენსაცია? – რეპროდუქტოლოგების თქმით, კვერცხუჯრედის დონაციის ფინანსური და სამართლებრივი ნაწილი კლინიკებს არ ეხება, დონორსა და წყვილს დონაცია/სუროგაციის სააგენტოები აკავშირებენ ერთმანეთთან, რის შემდეგაც მათ შორის ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება ფორმდება, შესაბამისად წყვილისთვის ცნობილია, თუ ვინ არის მათი დონორი. საქართველოში კვერცხუჯრედის დონორების რეგისტრაციას რამდენიმე სააგენტო ახორციელებს. მათი ცნობით, დონორის კომპენსაცია 2000-დან 3000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

მხოლოდ სამედიცინო პროცედურა – კვერცხუჯრედების ასპირაციის მიზნით, დონორის პუნქცია, კვერცხუჯრედების განაყოფიერება პარტნიორის სპერმატოზოიდებით და მიღებული ემბრიონის დედის საშვილოსნო ღრუში გადატანა, წყვილისთვის 3400-4000 ლარი ღირს. ამაში არ შედის არც სააგენტოსა და არც დონორის კომპენსაცია.

ინტერვიუ ბსუ-ს ახალ კანცლერთან

 

ჯემალ ანანიძე

 

ბატონო ჯემალ, რის შეცვლას აპირებთ იმ პოლიტიკაში, რასაც თქვენი წინამორბედები ატარებდნენ?

ჩემი მენეჯმენტის მიმართულება არის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. გარკვეული მონახაზი უკვე გვაქვს – მომავალი ორი წლის განმავლობაში ყველა აუდიტორია და ლაბორატორია უნდა აღიჭურვოს მინიმალური ტექნოლოგიებით, რაც აუცილებელია სასწავლო-სამეცნიერო პროცესების წარმართვისთვის. ასევე ვფიქრობთ მოვაწყოთ ეგრეთ წოდებული სიმულაციური კაბინეტები, პრაქტიკასთან მიახლოებული იქნება ჩვენი თეორიული სწავლება. დავიწყებთ მუშაობას რომ ჩავრთოთ კერძო კომპანიები, მათი ინტერესიც უნდა იყოს, რომ, ვთქვათ, მინიმალურად 5 ათასი ლარის ფარგლებში გაგვიწიონ დახმარება ტექნიკის მოწოდებით და შესაბამისად, კაბინეტებს დავარქმევთ მათ სახელებს, განვათავსებთ მათ ლოგოებს.

 

ვაპირებთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ ძირითად კორპუსებს, გვაქვს სახელმწიფო მხარდაჭერა, რესურსები გამოყოფილია საქართველოს განათლების სამინისტროდანაც. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი 2-3 წელი იქნება ის პერიოდი, როცა ბათუმში დასრულდება უნივერსიტეტში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვა.

 

გარდა ამის, ჩაფიქრებული გვაქვს ანაზღაურების სისტემის მოწესრიგება, მოწვეული სპეციალისტებს აქვთ მინიმალური ანაზღაურება და ამის შესახებ არსებობს პრეტენზიები.

 

ამასთან, გვინდა სტუდენტებთან მიმართებაში დაფინანსების მხარდაჭერა. ზოგჯერ ჩვენ სტუდენტებს სტატუსი უჩერდებათ თანხის ვერგადახდის გამო. ჩვენ ვაკეთებ უფასო სესხის პროექტს სტუდენტებისთვის – ძირითად თანხას დაფარავს სტუდენტი, ხოლო საპროცენტო განაკვეთს, თუ შესაძლებელი იქნება, მერიის ან აჭარის მთავრობის სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამა.

 

ვმუშაობთ იმაზეც, რომ სტუდენტებმა მიიღონ უპროცენტო სესხი ბანკებიდანაც.

 

ჩამოთვლილთაგან რომელიმე არის თუ არა კონკრეტულად თქვენი იდეა, თუ თქვენს მისვლამდეც არსებობდა ეს გეგმები?

ჩემი იდეაა მატერიალურ ტექნიკური-ბაზის გაუმჯობესებაში კერძო კომპანიების ჩართვა. ახალი იდეაა მუნიციპალური ან სახელმწიფო პროგრამების შემოღება სტუდენტებისთვის უპროცენტო დაფინანსებით მხარდასაჭერად. ასევე გვსურს, აქტიურად ვითანამშრომლოთ რეგიონის სკოლებთან, დასავლეთ საქართველოსთან და გვქონდეს მათთვის კონკურსები, რომლის ფინალური ეტაპი ჩატარდება უნვერსიტეტში და აქვე დავაჯილდოვებთ მათ. ამ გზით მოსწავლეებს, სკოლებს წავახალისებთ.

 

ბათუმის სკოლებისთვის გვინდა შემოვიღოთ პროექტი – ერთი დღე ბსუ-ში, სადაც სკოლაში მიღებული ცოდნის შესაბამისად ცდებს ჩაატარებენ ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ჩვენს ლაბორატორიებს დავუთმობთ.

 

ასევე გვსურს ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია, ზოგიერთის სამსახურებრივი დატვირთვა მოძველებულია, გვინდა თანამედროვე მართვის სტრუქტურა ჩამოვაყალიბოთ. ასევე ვგეგმავთ ბიუჯეტის ოპტიმიზაციას – ვცდილობთ, მოკლე პერიოდში გავცხრილოთ არაეფექტური საბიუჯეტო ხარჯები, გრძელვადიან პერიოდში კი ჩვენი სტრატეგია იქნება ის, რომ ყოვეწლიურად მინიმუმ 300-500 სტუდენტით გაიზარდოს უნივერსიტეტის სტუდენტების კონტგენტი.

 

ამბობთ, რომ აპირებთ გადახედოთ მოწვეული სპეციალისტების სახელფასო განაკვეთს. შეგიძლიათ დეტალურად თქვათ რას აპირებთ?

ვფიქრობ, რომ 70-80 პროცენტით უნდა გაიზარდოს მათი ხელფასები და მიუახლოვდეს  ძირითადი საშტატო დატვირთით მყოფ აკადემიური პერსონალის ანაზღაურებას. ეს შესაძლებელია ახალი სასწავლო წლიდან. მართალია, გარკვეული ხარჯები გაიზრდება მაგრამ მე ვთვლი, რომ ამ ხარჯების გაზრდა აუცილებელია, რადგან ეს სწავლების ხარისხზე აუცილებლად აისახება. როცა ანაზღაურება დაბალია, ვერ ვაწესებთ მაღალ სტანდარტებს და ამითი ხარისხი იკარგება. ხელფასები იმდენად დაბალია, რომ ზოგჯერ ადგილობრივ აკადემიურ პერსონალს არ სურს აკადემიური საათების აღება და სხვა სპეციალისტები მოგვყავს.

 

ასევე გვინდა საბიბლიოთეკო ფონდის გადახალისება. სტუდენტს არ უნდა სჭირდებოდეს წიგნის დაქსეროქსება, მისთვის საკმარისი ლიტერატურა უნდა იყოს ბიბლიოთეკაში. გვაქვს ასევე პრობლემა კვების ბლოკთან დაკავშირებით –  ამ სისტემის მოდერნიზაციაც აუცილებელია. ასევე გადაიხედება არსებული საიჯარო ხელშეკრულებები.

 

თქვენს ამ გეგმებს უნივესიტეტის მმართველი რგოლი უკვე იცნობს?

არჩევით თანამდებობაზე გეგმის წარდგენა პროცედურული აუცილებლობა იყო. სხვაგვარად, თუ არ წარვუდგენდი კონცეფციას, აკადემიური თუ წარმომადგენლობით პერსონალისგან მხარდაჭერას  ვერ მივიღებდი.

 

ამ თანამდებობაზე კონკურენტი არ გყოლიათ. თქვენი აზრით, ასე რატომ მოხდა?

ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. მოთხოვნაში არ იყო არავითარი შეზღუდვა. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მონაწილეობის მიღება, ვისაც მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო სტაჟი ჰქონდა და წარადგენდა სამოქმედო გეგმას. როცა გამოცხადდა კონკურსი, მე ერთი კვირის შემდგომ შევიტანე განაცხადი,  იმის გამო, რომ მიკერძოებაში ან რაიმე ზემოქმედებაში არ ჩამთვლოდა, არავისთან არანაირი წინასაარჩევნო შეხვედრა არ მქონია.

 

უნივერსიტეტში არსებობს ჯგუფები, რომლებიც იყვნენ და არიან ფინანსების გადანაწილებით უკმაყოფილო. ამის ნიადაგზე მუდმივად არის დაპირისპირებები, რომლებიც ზოგჯერ საჯარო ხდება, ზოგჯერ მხოლოდ უნივერსიტეტის ფარგლებს არ სცდება.  ამ ჯგუფებს შორის ლავირებისთვის თუ გაქვთ რამე კონკრეტული გეგმა?

მე უნივერსიტეტში ვმუშაობ 1994 წლიდან – რამდენიმე წლიანი წყვეტა მქონდა ჩემი მერიაში მუშაობის დროს. ასე რომ, ჩემთვის ცნობილია, როგორც უნივერსიტეტის პრობლემები, ისე წარმატებები. მე ასეთი მიდგომა მაქვს –  რადგანაც ფინანსები  შეზღუდულია, ვფიქრობ ფაკულტეტების მიხედვით გარკვეული ლიმიტები შემოვიღოთ. ეს ლიმიტები დამტკიცების მიზნით უნდა წარვუდგინოთ აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს. ყველა ფაკულტეტს ეცოდინება, რომ მისი რესურსების ფარგლებში შეეძლება თავისუფალი მოქმედება – კონფერენციებში მონაწილეობა, მივლინებებში წასვლა. არ შეიძლება ერთი ფაკულტეტი იყოს პრივილეგირებული და მეორეს არ ჰქონდეს ამის საშუალება.

 

ყველა ფაკულტეტმა წინასწარ უნდა იცოდეს თავისი ლიმიტები და თვითონ გადაწყვეტს ვინ ისარგებლებს ამ ლიმიტით. ვფიქრობ, ამ გზით საწყის ეტაპზე პრობლემები დარეგულირდება. შეხვედრები მქონდა დეკანებთან, სხვადასხვა სამსახურებთან, რომლებსაც ვთხოვე, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე წარმოადგინონ აუცილებელი მოთხოვნები და პრობლემის გადაწყვეტის მათეული ხედვა, რომ ახალ სასწავლო წელს შევხვდეთ მაქსიმალურად გამართულად.

 

თქვენს გეგმებს შორის ყველაზე რთულად შესასრულებლად რა მიგაჩნიათ?

რთული არაა მაგრამ როგორც ვატყობ, ცოტა მოიკოჭლებს ფუნქციების დელეგირება. ყველა პირს უნდა ჰქონდეს საკუთარი პასუხისმგელობა და არა ზოგადი პასუხისმგებლობა. აქ ასეა – დეპარტამენტი ინაწილებს პასუხისმგებლობას. ცალკეულ სპეციალისტზე ვაპირებ ამ პასუხისმგებლობების ჩაშლას. არ მსურს ახალი ადამიანიური რესურსების მოყვანა, ცოტა ეჭვი კი მეპარება, მაგრამ მგონი არსებულ რესურსებს აქვთ ის ძალა, რომ ახლებური მიდგომით გამოვაცოცხლოთ უნივერსიტეტი. მთავარი პრობლემა ეს არის, უნივერსიტეტში ფინანსების მოძიება. ჩვენ გვაქვს ფაკულტეტები, სადაც ძალიან ნაკლებია სტუდენტური ნაკადი, არადა ხარჯი იგივეა. ამიტომაც საჭიროა გავზარდოთ კონტიგენტი სამომავლოდ. თუ ჩვენ სწორედ წავიყვანთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, თუ სწორად მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს შესახებ მომავალ სტუდენტებს, ეს ერთ-ორ წელიწადში პოზიტიურად აისახება ჩვენს კონტიგენტზე.

 

გამოფენა კულტურის ცენტრში

ვარდო დევაძის ნამუშევრების გამოფენა

 

წიგნის პრეზენტაცია

გამოფენაზე ხელნაკეთი ნამუშევრების გარდა წარმოდგენილი იყო პოეტის წიგნი „გვიყვარდეს ერთმანეთი“. ლექსების კრებულზე პოეტი რამდენიმე წელი მუშაობდა.წიგნში 250 ლექსია დაბეჭდილი.

 

 

ოპერის მომღერალი: ჰიტლერია საჭირო ამათთვის

 

 

ინჯა ჯახუტაშვილი „კარმენის“ როლში

 

ქალბატონო ინგა, დღეს სოციალურ ქსელში თქვენს სტატუსს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. რატომ დაწერეთ ეს?  

ღმერთმა კაცი იმიტომ გააჩინა, რომ ქალთან ჰქონდეს ურთიერთობა. ამიტომ, ერთი სქესის ადამიანებს შორის ქორწინება არის საშინელება. მე თვითონ ბიჭი მყავს შვილი და ნამდვილად არ მსურს ბიჭი შემომივიდეს სახლში რძლად. მე ვეთანხმები ჩემს რელიგიას და ჯანმრთელი წესით ცხოვრებას და იმ ადამიანების აზრს ვიზიარებ, რომლებიც ამას არ თანაუგრძნობენ და არ უდგანან გვერდით.


გახსოვთ ალბათ, როცა თამარ ივერმა ჰომოფობიური განცხადება გააკეთა, მისი კონცერტების გაუქმება დაიწყო ევროპის ბევრ ქვეყანაში. არ ფიქრობთ, რომ  მსგავსი ჰომობიური განცხადებები თქვენს კარიერასაც ზიანს მიაყენებს?

 

ძალიან კარგად მახსოვს ეგ ფაქტი, მაგრამ მე ჩემს აზრს ვერ შევიცვლი. თამარ ივერისთვის ნორმალურ ადამიანებს არ შეუქცევია ზურგი, შეაქცია მან, ვინც ამის მომხრეა. კარიერის გულისთვის ვერ მოვიწონებ ამას. ამერიკამაც დააკანონა და თურქეთშიც რაღაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, მაგრამ მე ვარ იმ აზრზე, რომ ჯანსაღი ცხოვრება არის კარგი.


ქორწინება არის ადამიანის უფლება და დღეს საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ადამიანის უფლებები ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა, თქვენ ასე არ ფიქრობთ?

 

კი,  მაგრამ ეს ჩემთვის მაინც არ არის მოსაწონი. შეიძლება არც მათთვის არის მოსაწონი ის, რომ მე მამაკაცი მყავს.   


რატომ წაშალეთ სტატუსი, ხომ არ ინანეთ?

 

შეიძლება ბევრი რამე ვინანო ცხოვრებაში, მაგრამ ამ აზრს ვერასდროს ვერ გადავუხვევ.  

 

ქედის სასპორტო სკოლაში თავისუფალ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა

 

 

 

ტურნირი 28 ივნისს დაიწყო. მასში 13 წონით კატეგორიაში, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის, 100-მდე მოჭიდავე ასპარეზობდა.

საფინალო ტურში 1-2 ადგილის მფლობელი 13 მონაწილე გახდა, ხოლო მესამე ადგილი 26-მა სპორტსმენმა მოიპოვა.

 

პირველ ადგილზე გამარჯვებულთა შორის ლიდერობა ბათუმელმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს.

 

საფინალო ტურნირში ერთმანეთს შეეჭიდნენ ძმები კობა და ანრი გოგუაძეები, ძმებს შორის გამარჯვება უფროსმა, რვა წლის ანრიმ მოიპოვა და ის მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

 

კობა და ანრი გოგუაძეები შოთა ფარტენაძესთან ერთად

 

პატარა ქედელი მოჭიდავეების მწვრთნელი  საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი შოთა ფარტენაძეა. ის ქედის სასპორტო სკოლაში გამართულ ტურნირის ფინალურ ტურს მსაჯობდა.

 

„ტურნირზე ჩემი მოსწვალეები, დიშვილები კობა და ანრიც ასპარეზობდნენ, ისინი ქედის მუნიციპალიტეტს წარმოადგენდნენ, ანრი მე-2 ადგილის, კობა კი მე-3 ადგილის მფლობელი გახდა, კმაყოფილი ვარ შედეგებით. ეროვნულ ნაკრებში გადასვლამდე ქედის სასპორტო სკოლაში ვვარჯიშობდი, აქ ყველა პირობა არის იმისთვის, რომ მსოფლიო დონის სპორტსმენი გაიზარდოს“ – ამბობს ტურნირის მსაჯი შოთა ფარტენაძე.

 

გურამ ჯიჯავაძის სახელობის 2015 წლის ტურნირის თასის მფლობელი ბათუმელი გურამ კუნჭულია გახდა.

 

გურამ კუნჭულია

 

ტურნირის დასრულების შემდეგ, საპრიზო ადგილზე გამარჯვებული სპორტსმენები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მწვრთნელებმა სიგელებითა და სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

 

 „მესამე წელია, რაც ქედის სასპორტო სკოლაში ვვარჯიშობ, ჩემი მომავალი მიზნებიც სპორტს უკავშირდება, რესპუბლიკიური ტურნირის პრიზიორი ვარ, დღეს კი პირველი ადგილის მფლობელი გავხდი“ – ამბობს ქედელი  მოჭიდავე ლევან ლორთქიფანიძე გურამ ჯიჯავაძის სახელობის ტურნირი ქედაში მეცხრე წელია ტარდბა. გურამ ჯიჯავაძე წლების განმავლობაში ქედელ ახალგაზარდებს თავისუფალ ჭიდაობას ასწავლიდა, ჯიჯავაძეების ოჯახისთვის ტრადიციად ქცეულ სპორტის ამ სახეობას,  გურამ ჯიჯავაძის შვილი სულხან ჯიჯავაძე აგრძელებს და ის ქედის სასპორტო სკოლაში ახალგაზრდებს თავისუფალ ჭიდაობის ხელოვნებას ასწავლის.

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე აცხადებს, რომ სამომავლოდ ტურნირის დაფინასება გაიზრდება.

 

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ტურნირის მონაწილეს აჯილდოებს

 

 

„ეს არის ჩვენი სახელოვანი ფალავანის გურამ ჯიჯავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, რაც შეეხება დაფინასება, ტურნირი ქედის მუნიციპალიტეტიდან 3 000 ლარით ფინასდება, ვფიქრობ მომავალი წლიდან გავზარდოთ დაფინასება“ – აცხადებს დავით დუმბაძე.

 

ქედის სასპორტო სკოლაში რესპუბლიკური ტურნირი, ქედის გამგეობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

 

 

 

3 ივლისს ბათუმში ნინო ქათამაძე იმღერებს


 ნინო ქათამაძის გარდა, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სხვა შემსრულებლებიც. მათ შორის, ლაშა ღლონტი, სოფო ხალვაში,  ზვიად ბოლქვაძე, აჩიკო ბერიძე, გიორგი ნაკაშიძე, აჩიკო გოგიტიძე, თეო ჩიტიშვილი, ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, ირაკლი კახიძე, ვაჟა ტუღუში, აკე პატარაია,  ანი კეკუა, ნიკა კიკნაძე, მუხრან ვახტანგაძე.

 

ასევე, ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“, აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ხორუმი“,  მელიტონ კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, მერიასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი “ბათუმი“,  ლაშა ღლონტის სტუდია „ლალე“.

 

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ მითითებულ საბანკო ანგარიშზე GE30TB7600236080100002

ინფორმაცია მოწოდებულია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მიერ. 

 

ნინო ქათამაძე

სინერჯი ჯგუფი ზაფხულში, აჭარაში მოქმედ ორგანიზაციებს სტრუქტურის განვითარებაში დახმარებას სთავაზობს

სტრუქტურის განვითარების მიზნით შეთავაზების ფარგლებში მენეჯმენტის უშუალო და აქტიური მონაწილეობით მოხდება ორგანიზაციის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე შეთანხმება, ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს-პროცესების დამუშავება, ახალი სტრუქტურის მოდელის ფორმირება და მის დანერგვაში მხარდაჭერა.

ივლისი-აგვისტოს თვეებში სინერჯი ჯგუფის წარმომადგენლები იქნებიან ბათუმში და დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ დაეკონტაქტონ მათ საიტზე მითითებულ ნომრებზე.

სინერჯი ჯგუფი 15 წელია ეხმარება კერძო და საჯარო ორგანიზაციებს სტრუქტურების დამუშავებაში, დანერგვასა და განვითარებაში. კომპანიას ამ ხნის განმავლობაში განხორციელებული აქვს 300-მდე პროექტი, 10-ზე მეტ განსხვავებულ სფეროში.

მერიამ „შინმოვლის“ პროგრამა სამჯერ დისკვალიფიცირებულ სამშენებლო კომპანიას მისცა

 

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ბათუმი

როგორც კოალიცია „შინმოვლა საქართველოში“ აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ვახანიამ „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, მონიტორინგის ჯგუფის შექმნა პროგრამის ეფექტურად განხორციელების აუცილებელობამ განაპირობა.

უჩა ვახანიას განცხადებით, მიმდინარე წელს, ბათუმის მერიამ „შინმოვლის“ პროგრამის განხორციელება სამჯერ დისკვალიფიცირებულ სამშენებლო კომპანიას მიანდო, რაც კოალიციის დირექტორის განცხადებით,  ბევრ კითხვას აჩენს.

„შინმოვლის“ პროგრამა გათვლილია საწოლში მყოფი ადამიანების დასახმარებლად. შესაბამისად, სერვისი მიწოდება კვალიფიციურმა და გამოცდილების მქონე ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს. ბათუმის მერიამ კი ტენდერი ოთხჯერ მოაგებინა ერთი და იგივე კომპანიას -„TRUST COLLABORATION“ -ს, რომელისაც არ აქვს შინმოვლის პროგრამის განხორციელებისთვის არანაირი კვალიფიკაცია“ – ამბობს  უჩა ვახანია.

პირველად ტენდერი როგორც უჩა ვახანია ამბობს, 2014 წელს გამოცხადდა. ტენდერის შედეგები კოალიციამ იმავე წელს გაასაჩივრა:

„დავების საბჭომ სამშენებლო კომპანიას დისკცალიფიკაცია მისცა, რადგან მან ვერ წარმოადგინა შინმოვლის სერტიფიკაცი. ამის შემდეგ, მერიამ თავიდან გამოაცხადა ტენდერი და ისევ ამ კომპანიას მიანიჭა გამარჯვება, ჩვენ ისევ გავასაჩივრეთ და ისევ დისკვალიფიცირებულ იქნა კომპანია.  ამის შემდეგ, მერიამ მესამედ გამოაცხადა ტენმდერი სადაც  გამარჯვებული გახდა პლასტიკური ქირურქიის კლინიკა „სალვე“. ეს სრულიად არაპროფილურია ამ პროგრამისთვის, რადგან საწოლში მყოფ ადამიანებს პლატიკური ქირურგია არ სჭირდებათ. შემდეგ აღმოვაჩინეთ რომ ამ კლინიკას უკან, ისევ სამშენებლო კომპანია იდგა, ისევ გავასაჩივრეთ და უკვე მესამედ მიიღო კომპანიამ დისკვალიფიკაცია“.

სამჯერ მიღებული დისკვალიფიკაციის მიუხედავად, როგორც უჩა ვახანია ამბობს, „შინმოვლის“ პროგრამა მეოთხედ, ისევ „TRUST COLLABORATION“-ს მისცეს.

„მეოთხე ტენდერზე საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან მერიამ ამოიღო ის პუნქტები, რაც კომპანიის დისკვალიფიკაციის საფუძველი ხდებოდა. კომპანია, რომელის სასაფლაოებს აკეთებს და დასუფთავების სერვისი აქვს, ვერ ვხვდები რატომ იმარჯვებს ამ ტენდერში. წინა წლებში გამარჯვებული ორგანიზაციები იყო „გენეზისი“ და ბათუმის ონკოლოგიური საავადმყოფო. მათ ტენდერში მონაწილეობა მიიღეს, მაგრამ  გამარჯვება მაინც ამ კომპანიას მიანიჭეს“- ამბობს კოალიციის დირექტორი.  

თავდაპირველად „შინმოვლის“ პროგრამის ბიუჯეტი 170 ათასი ლარი იყო. თუმცა, ტენდერში მონაწილე კომპანიამ, სატენდერო თანხა საბოლოოდ 40 ათას ლარზე დაიყვანა.

„შედეგად მივიღეთ ის, რომ  პროგრამას მაინც სამჯერ დისკვალიფიცირებული კომპანია განახორციელებს, სამჯერ შემცირებული ბიუჯეტით. გარდა ამისა, უკვე ნახევარ წელზე მეტი გავიდა და პროგრამის განხორციელება ჯერ არ დაწყებულა. 90 ადამიანი კი, რომელიც საწოლში წევს,  ექვსი თვეა ელოდება  სერვისის მიწოდებას“.

უჩა ვახანიას აზრით, სამოქალაქო მონიტორინგის შექმნა სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ  მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს და საჭიროების შემთხვევაში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი თვითმმართველი ორგანოების მხრიდან.   

„სამოქალაქო მონიტორინგი ხარისხიანი შინმოვლისთვის“ პროექტის ფარგლებში სამ ქალაქში – ბათუმში, გორსა და თბილისში  150 ადამიანთან მოხდება შეხვედრა, მონიტორინგისთვის კი 36 ადამიანი გადამზადდება.  

„ბათუმის ბულვარი “ საინფორმაციო კამპანიას იწყებს

ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით პიარ-კამპანიის მიზანი  მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და ბულვარის ტერიტორიაზე  შემოღებული საჯარიმო სანქციების შესახებ მაქსიმალური ინფორმირებულობაა.

კამპანიის ფარგლებში ელექტრონული ბანერების გავრცელება, საინფორმაციო ბულკეტების დარიგება, სოციალური რეკლამა და  სხვადასხვა პიარ-აქტივობაა ჩანიშნული.

საინფორმაციო დაფები  საჯარიმო სანქციებტან დაკავშირებით ბულვარში უკვე განათავსეს.

საჯარიმო სანქციებსა და ტერიტორიაზე გამოვლენილ დანაგვიანების ფაქტებს კონტროლს უწევს ბულვარის ადმინისტრაციასთან არსებული შესაბამისი მონიტორინგის სამსახური.

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირში იასპარეზებს

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი

 

  მასში მონაწილეობას მიიღებს ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც გასულ კვირას საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ტურნირის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში რუმინელ ვიქტორ ჰანესკუს 6:4, 6:2 სძლია, შემდეგ 26-ე ნომრად განთესილ უზბეკ ფარუხ დუსტოვს მოუგო – 6:3, 6:3, ბოლო რაუნდში უნგრელი მარტინ ფუჩოვიჩი 6:4, 6:4, 3:6, 6:2 დაამარცხა.

 

  საერთო ჯამში კი 35 ქულა მოიპოვა. 23 წლის ჩოგბურთელი მსოფლიოს 153-ე ჩოგანია და ლეილა მესხის, ირაკლი ლაბაძისა და ანა ტატიშვილის შემდეგ მეოთხე ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ითამაშებს. 

 

 

„აი სი ჯგუფის“ შეთავაზება აჭარის სასტუმროებს

 

აი სი ჯგუფი სასტუმროს კლიენტებს სთავაზობს:

 

– კვალიფიციური ექიმების სერვისს

– „აი სი ასისტანსი“ – 24-საათიან სამენოვან;

– საინფორმაციო მომსახურებას;

– მრავალპროფილური ექიმის პირველად დიაგნოსტირებას, რომელიც ტურისტს განუსაზღვრავს მკურნალობის სქემას;

– საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს კლინიკურ/ლაბორატორიული კვლევებისა და სტაციონარის ორგანიზებას.

 

პროდუქტი ცალსახად კომფორტულია დამსვენებლისთვის და უამრავ ბენეფიტს მოიცავს თავად აჭარაში არსებული სასტუმროებისთვის. მაგალითად:


 – სასტუმროს იმიჯის ამაღლება;

– უსაფრთხოების განცდის შექმნა;

– ხარისხზე ორიენტირებულობა;

– უბედური შემთხვევების პრევენციის ხელშეწყობა და სხვა.

 

 

დამსვენებლის დაზღვევასთან ერთად „აი სი ჯგუფი“ თავად სასტუმროებსაც სთავაზობს კომპლექსურ დაზღვევას. პირველად საქართველოში კომპანიამ ბაზარზე გამოიტანა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა:

 

– ბიზნესის შეფერხებისგან დაზღვევა;

– სატრანზიტო საქონლის დაზღვევა;

– დამსაქმებელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა;

– სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა;

– პროდუქტის პასუხისმგებლობის დაზღვევა;

– იურიდიული მომსახურების დაზღვევა.

 

თბილისი 0162, ფალიაშვილის ქ. 85 

ტელ.: [+995 32] 208 888. შიდა: 130

მობ.: [+995 77] 12 02 95

 

მემორანდუმი სოფლის სკოლებში სანიტარული ნორმების გასაუმჯობესებლად

 

 მემორანდუმი იტვალისწინებს  აჭარის სოფლების 20 საჯარო სკოლის და 10 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების (პჯდ) WASH ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, სკოლების პერსონალისა და მოსწავლეების განათლებას და თემის მობილიზაციას. მემორანდუმის მიზანია აჭარაში WASH ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ქცევითი სტანდარტების შეცვლის წახალისება, რაც მოწოდებულია დიარეული დაავადებების ინციდენტობის შემცირებისათვის.

 

WASH–ის გაიდლაინების მიხედვით ტრეინინგები ჩაუტარდება პჯდ–ების 20 თანამშრომელს, სკოლის მასწავლებლებს და სამეურვეო საბჭოების წევრებს (200 ადამიანი), თანასწორთა განმანათლებლებს (200 ბავშვი) და მოსწავლეებს (დაახლოებით 2000 ბავშვი). დამატებით, თითოეულ სამიზნე დაწესებულებაში მომზადდება ინფრასტრუქტურის მოვლა–პატრონობისათვის პერსონალი.

 

Exit mobile version