გაფრთხილება სკოლის მოსწავლეებს – ყურადღება არ შეეხოთ

 

რატომ არის სკოლის შენობაზე ისეთი ნივითი განთავსებული, რომელსაც აწერია, რომ სიცოცხლისთვის საშიშია? – ამ კითხვის პასუხად სკოლის დირექტორი რევაზ ძირკვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს კარადა სიცოცხლისთვის საშიში არ არის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ბავშვები გახსნიან, რადგან „ამ კარადაში არის სადენები, რომელშიც დენი არ გადის. უბრალო ჩამრთველებია შიგნით. ჩვენ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ბავშვებმა არ ითამაშონ და არ ჩამოგლიჯონ“.

რეზო ტაკიძე: პოლიციაში ცემის შემდეგ ფეხზე ვერ ვდგები

 

რევაზ ტაკიძე
რევაზ ტაკიძე

რეზო ტაკიძის თქმით, მან ჩვენება მისცა როგორც აჭარის პროკურატურას, ისე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. „პროკურატურაში, ბათუმში ვიყავი დაბარებული, იუსტიციის სახლში, ხოლო გენერალურმა ინსპექციამ ქუთაისში დამიბარა. იქ ჩემს ადვოკატთან ერთად ვიყავი. არ ვიცი იმათი სახელები და გვარები, ვინც გამომკითხა“, – უთხრა „ბათუმელებს“ რეზო ტაკიძემ.

 

დაზარალებული ამბობს, რომ „თავსა და ფეხზე ჯერ კიდევ ემჩნევა ის დაზიანებები, რაც ცემის შედეგად მიიღო“. მისი თქმით, ჯერ კიდევ ელოდება ექსპერტიზის დასკვნებს, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩაუტარდა. მას ეს დასკვნა ჯერჯერობით არ მიუღია.

 

რეზო ტაკიძემ 2 ნოემბერს თქვა, რომ ის პოლიციამ სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავა და მისგან ქობულეთში მომხდარი ყაჩაღობის აღიარებას ითხოვდნენ. მან დაასახელა იმ პოლიციელების გვარები, ვინც პოლიციის შენობაში მასზე იძალადა: „27 რიცხვში დამაკავეს სარფის გამშვებ პუნქტზე ანთაძემ და დიასამიძემ. გამომიყვანეს ქობულეთის პოლიციაში. შაქარიშვილი იჯდა იქ და მკითხა, მე მიცნობ ბიჭო? მე მგონი ირაკლი ხარ შაქარიშვილი-მეთქი. მომკლა ცემაში, მაგინებდა, გამაგდენ პოლზე. სასაკლაოზე ხარ მოყვანილი, თუ იცი შენო. შარვალი გამხადა ბუტა ანთაძემ, გაუპატიურებით მემუქრებოდა, მაცივრიდან გამოღებულ ცივ წყალს მასხამდნენ. არაფერი არ ვიცოდი ყაჩაღობის შესახებ. თქვი, რომ შენ იყავიო, თუ არა წამლით გაგივსებ ჯიბეებს და მაინც გაგიშვებ „სროკზეო“.

 

დისკუსია წამების კადრების გავრცელების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის

 

დღევანდელ დისკუსიაზე მომხსენებლები არიან ნატა იმედაიშვილი (ჟურნალისტი რადიო თავისუფლება, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი); ირაკლი ჭეიშვილი (ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე); გიორგი ხიმშიაშვილი (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე) და ჯემალ დუაძე (თავისუფალი თაობის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი).

 

მომხსენებლები დღეს ისაუბრებენ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრების მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელების ეთიკურობაზე და იმაზეც, რამდენად კანონიერია ამ კადრების ტირაჟირება; არის თუ არა ეს იმ ადამიანებისთვის ტანჯვისა და ტკივილის კიდევ უფრო გაღრმავება, ვინც წამების მსხვერპლია.

 

წამების თემაზე დღეს დაგეგმილი დისკუსიის ორი მომხსენებლის, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის – ირაკლი ჭეიშვილისა და თავისუფალი თაობის წარმომადგენლის – ჯემალ დუაძის შეხედულება ამ საკითხზე ცნობილია: ირაკლი ჭეიშვილმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გააზიარა წამების კადრები და ასევე საზოგადოებას გააცნო თავისი შეხედულება თუ რატომ გააკეთა ეს. ჯემალ დუაძემ კი არამხოლოდ გაავრცელა იგივე კადრები, არამედ ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო.

 

დღევანდელი დისკუსიის მოდერატორი იქნება იურისტი გენო გელაძე.

 

ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა 5,85 მილიონ დოლარად არ გაიყიდა

  

აუქციონზე შენობასთან [არასაცხოვრებელი ფართობი ჯამში: 2 706,9  კვ/მ] ერთად,  მასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებები და იაფფასიანი ინვენტარიც იყიდებოდა. აღნიშნულ შენობაში ადრე ეროვნული ბანკი ფუნქციონირებდა, წინა ხელისუფლების დროს კი მას გუმბათი მიაშენეს. მომავალმა მესაკუთრემ უნდა გაითვალისწინოს, რომ შენობის გუმბათზე დამონტაჟებული საათი წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

 

აუქციონის პირობების მიხედვით, მომავალმა მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შენობის პირველ სართულზე არსებული 148,7 კვ/მ და 72,8 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართობები  2015 წლის ივლისში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად სარგებლობაში გადაცემულია 2 წლის ვადით; ხოლო ასევე შენობის პირველ სართულზე არსებული 21,2 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართობი 2014 წლის  ივლისში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად სარგებლობაში გადაცემულია 5 წლის ვადით. 

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ უძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევაში, ქონების [148,7 და 72,8 კვ/მ] მოსარგებლე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამინისტროს შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოფს ფართობის გამოთავისუფლებას, ხოლო რაც შეეხება   21,2 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართობს, მყიდველი ვალდებული იქნება უზრუნველყოს  საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“-ს მიერ  იჯარით აღებული ფართობის სარგებლობის უფლება უზრუნველყოს ხელშეკრულების ვადის გასვლამდე (დასაშვებია საქველმოქმედო ფონდი “საქართველოს კარიტასი”-სა და ქონების შემძენს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სარგებლობის ვადაში შეტანილ იქნას ცვლილებები).

 

ქონების მყიდველს ნასყიდობის საფასურის გადახდა ორ ნაწილად შეეძლება, კერძოდ: პირველი ნაწილის (საპრივატიზებო ღირებულების 50%-ის) არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივნისამდე და მეორე ნაწილის (დარჩენილი საპრივატიზებო ღირებულების) სრულად დაფარვა არაუგვიანეს 2016 წლის 10 დეკემბრამდე, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით. ქონების გაყიდვაზე აუქციონი 4 ნოემბერს არ შედგა. ქონება ხელახლა აუქციონზე სამინისტროს ჯერ არ გაუტანია.

 

ბათუმი / ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა მარჯვნივ/

 

 

 

10 ვაკანსია ქობულეთის გამგეობაში

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა

კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (www.hr.gov.ge) და გააკეთონ განაცხადები სასურველ პოზიციაზე. გამგეობის ინფორმაციით, კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდება – განაცხადების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველს უფლება აქვს „განაცხადი წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს 5 ვაკანსიაზე. 5-ზე მეტი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან“.

 

გამგეობის მიერ ვებგვერდზე გამოცხადებული პირობების მიხედვით, „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირი უფლებამოსილია განცხადებასთან და სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად წარმოადგინოს მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტესტირების ეტაპის შედეგის დამადასტურებელი ცნობა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ტესტირების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვარის გადალახვისათვის საკმარისი შედეგის შემთხვევაში კონკურსის მონაწილეს ტესტირების ეტაპი გადალახულად ჩაეთვლება“.

 

გამგეობაში ამბობენ, რომ კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღის და დროის შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებენ ვებ გვერდზე www.kobuleti.org.ge ასევე აპლიკანტებს ამის შესახებ აცნობებენ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ნივრის სადემონსტრაციო ნაკვეთები მაღალმთიან აჭარაში

 

 

აგროსერვის ცენტრის ცნობით, „ენპარდ აჭარა“-ს პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან რაიონებში სადემონსტრაციო ნაკვეთების სახით მაღალმპროდუქტიულ, უკრაინული ჯიშის ნიორი შეაქვს. პროგრამის მთლიანი ღირებულება 15 800 ლარს შეადგენს. მისი მიზანი რაიონებში ნივრის ახალი, მომგებიანი ჯიშების შეტანა და დანერგვაა. აგროსერვის ცენტრის მიერ ფერმერებისთვის შეთავაზებული ნიორის ჯიში რეგიონისთვის ახალია, რის გამოც სადემონსტრაციო ნაკვეთების მფლობელი ფერმერები წინასწარ გადამზადდნენ მისი მოვლა-მოყვანისა და დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ. 


“ნიორი ერთწლიანი კულტურაა და ის მაღალმთიან აჭარაში ტრადიციულად მოყავთ. თუმცა ჩვენს მიერ  რაიონებში შეტანილი ნივრის ჯიში მაღალმპროდუქტიულობით გამოირჩევა. ამ კულტურისგან  ფერმერებს კარგი მოგების მიღება შეუძლიათ. ჩვენ მიზანი ნივრის ახალი ჯიშის რაიონებში დანერგვაა, რათა სამომავლოდ ფერმერებმა ზამთრობით გამოუყენებელი ტერიტორიები აითვისონ და იქ ეს კულტურა გააშენონ. გარდა პროდუქციის რელიაზაციისა, ჩვენი მიზანია ფერმერებმა სადემონტრაციო ნაკვეთებში ნივრის კარგი სათესლე მასალაც აწარმოონ, რაც სამომავლოდ ამ კულტურის გავრცელებას შეეწყოს ხელი,“ –  განცხადა აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ.  


ბათუმისა და ”ბენზეს” საოჯახო მედიცინის ცენტრები გაიყიდა

 

შპს “თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“ და შპს “საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრის“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები ერთ ლოტად, ელექტრონულ აუქციონზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 9 ნოემბერს გარკვეული პირობებით გაყიდა. სამინისტროს ინფორმაციით, მყიდველი ფიზიკური პირი ზურაბ ვაშაყმაძეა.

 

მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის განმავლობაში უზრუნველყოს თამარის დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობისათვის საჭირო სარემონტო სამუშაოების დაწყება და არაუგვიანეს 14 თვის ვადაში დასრულება;  20 თვის ვადაში კი უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი აპარატურით აღჭურვა და სრულად ამოქმედება. 
   

ახალმა მესაკუთრემ სარემონტო სამუშაოებების მიმდინარეობის პროცესში სამედიცინო დაწესებულებებს ფუნქციონალური დანიშნულება უნდა შეუნარჩუნოს და მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მიწოდება არ უნდა შეუწყვიტოს. 

                

რაც შეეხება “საოჯახო მედიცინის რეგიონალურ ცენტრს“, ის მისამართსაც და სახელწოდებასაც შეიცვლის. მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში უზრუნველყოს ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩა N30-ში მდებარე პოლიკლინიკის შენობის ერთკილომეტრიან რადიუსში სამედიცინო დაწესებულებისათვის შესაბამისი უძრავი ქონების [შემდგომში „ახალ სამედიცინო დაწესებულება“]  თაობაზე სარგებლობის უფლების [არანაკლებ 20 წლის ვადით] ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

 

მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს „ახალ სამედიცინო დაწესებულებაში“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობისათვის საჭირო სარემონტო სამუშაოების დაწყება და არაუგვიანეს 14 თვის ვადაში დასრულება. ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 თვის ვადაში უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი აპარატურით აღჭურვა და სრულად ამოქმედება.

 

ხელშეკრულების გაფორმებიდან 21 თვის ვადაში ახალმა მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს, სახელმწიფო, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტითა და აჭარის  ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებით გათვალისწინებულ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში მონაწილეობის მიღება, ყოველწლიურად, 20 წლის განმავლობაში.

         

მყიდველმა 2015 წლის 1 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს ასევე საწარმოთა საბალანსო ღირებულების, ჯამში 324 243 ლარის გადახდა აჭარის ბიუჯეტში.  

 

თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი

სტუდენტების წარმოდგენა – ”იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ”

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი

 

„იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ“ ახალგაზრდებს ეხება. დამდგმელი რეჟისორი რუსლან დუმბაძეა, იდეის ავტორი კი, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მესამე კურსის სამსახიობო სპეციალობის სტუდენტი კოკა ხუბუტია.  

 

„იდეის წყარო ის არის, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება: ახალგაზრდები, როდესაც ვერთობით თუ დავდივართ სადმე, სხვის აზრებზე ვართ დამყარებული, სხვებს უფრო მეტს ვუსმენთ. ეს აქტუალური დღევანდელობა მგონია ჩვენს საზოგადოებაში“, – ამბობს კოკა ხუბუტია.

 

„იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ“ პირველად იდგმება და 12 წუთს გაგრძელდება, მანამდე კი, გაიმართება ხელოვნურად შექმნილი ქალაქის ჩვენება, რომლის ავტორია გიორგი ხუხუნაიშვილი.

 

ეს წარმოდგენა აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ღონისძიების „ახალგაზრდობის კლუბების მხარდაჭერის“ ფარგლებში ხორციელდება.

 

დასწრება თავისუფალია.

 

 

პარლამენტის შუამდგომლობას მოსამართლეების აცილებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში უპასუხეს

 

 

გიორგი ლომთაძე

 

პარლამენტის განცხადებას დღეს 9 ნოემბერს ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უპასუხეს: „დღეს დილით საკონსტიტუციო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე პარლამენტის მხრიდან გამოიგზავნა აღნიშნული შუამდგომლობა, თუმცა გასაკვირია ის გარემოება, რომ შუამდგომლობა წერილობითი ფორმით  არ შემოსულა სასამართლოში, ისე გავრცელდა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში.  

 

საკონსტიტუციო სასამართლო კანონით დადგენილი წესით, რუსთავი 2-ის საქმის განხილვის პარალელურად განიხილავს პარლამენტის შუამდგომლობას, რომელიც ჯერ არ არის დარეგისტრირებული სასამართლოში და ბუნებრივია  მოსამართლეებს არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია“- აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსი მრჩეველი გიორგი ლომთაძე.

 

მისი განცხადებით, პარლამენტის შუამდგომლობის განხილვა რუსთავი 2-ის საქმის განხილვის პროცესს არ შეაფერხებს.

 

„თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე,  თუ როგორ განვითარდება მოვლენები და იქნებიან თუ არა აღნიშნული მოსამართლეები აცილებული ამ საქმიდან“.

 

გიორგი ლომთაძე ამბობს, რომ  მოსამართლეების აცილების მოთხოვნით მსგავსი შუამდგომლობებია დრეც ყოფილა თუმცა სასამართლოს არ გაუთვალისწინებია.  

 

პარლამენტს მიაჩნია, რომ   „არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წევრების მიუკერძოებლობაში. ამის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ მათ აკავშირებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა მოსარჩელე მხარის – შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ამჟამად დროებით უფლებამოსილებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორთან ბატონ ნიკა გვარამიასთან. 

მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ქალბატონი ანა ჟვანია ბატონი ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო ქალბატონი მაია კოპალეიშვილი ბატონი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა მისი ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას“- აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.

პრემიერის განცხადებას უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე ბათუმში გამოეხმაურნენ

 

 

„მე არ მომწონს არც ეს ტემპი და არც კერძო საკუთრების დაბრუნების ფორმა. მარტო ავტომანქანების დაბრუნებაზე არ უნდა იყოს ხელისუფლება ორიენტირებული, რადგან 2010 წელს თუ უფრო ადრე ჩამორთმეული ქონების ღირებულება დაკარგულია, რადგან ამ ხნის მანძილზე ვიღაც ხომ სარგებლობდა ამ მანქანებით? ერთ-ერთი დაზარალებული მეუბნება, რომ ავტომანქანა რომელიც ჩამორთვეს შვიდი წლის წინ, დღეს ის უკვე უვარგისია.

 

მარტო ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე  ასობით უძრავ-მოძრავი ქონებაა რეგისტრირებული, რომლის დაბრუნება შესაძლებელია პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში. თუ პროცედურულად არსებობს რაიმე დაბრკოლება ამ ქონების დასაბრუნებლად, ხელისუფლებას შეუძლია სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცეს ეს ქონება ძველ მეპატრონეებს, რომლებსაც თავის დროზე უკანონოდ ჩამოართვა წინა ხელისუფლებამ“.

 

თამაზ ბაკურიძის თქმით, არიან მოქალაქეები, რომლებსაც წინა ხელისუფლებამ ჩამოართვა კერძო სახლები, მიწა და კიდევ სხვა ტიპის ქონება, თუმცა მათ დაბრუნებისთვის ხელისუფლება შესაბამის ზომებს არ იღებს.

  

რექტორი და სტუდენტები ახალი ვალდებულებების შესახებ

 

მერაბ ხალვაში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი: აქამდე არსებული წესით, სტუდენტი ვალდებული იყო მონაწილეობა მიეღო ჯგუფში მუშაობის მხოლოდ მესამედში. თუ იყო 15 თემა, აქედან ხუთი თემა რომ მოემზადებინა სტუდენტს, მას შეეძლო უმაღლესი შეფასება მიეღო. ანუ საერთო მასალის მესამედში შეეძლო უმაღლესი ქულის მიღება. ამიტომ ეს სისტემა მოვშალეთ და ვთქვით, რომ სტუდენტი აქტიური უნდა იყოს ყველა მეცადინეობაზე, ვალდებულია ყველა თემა მოამზადოს. ეს თემები არის ჯგუფში სამუშაო და, ბუნებრივია, პროცესში სტუდენტი ჩართული უნდა იყოს. რაც შეეხება ლექციებზე დასწრებას, აქ საუბარია არა საერთო მეცადინეობის 50 პროცენტზე, არამედ მხოლოდ სალექციო მუშაობის 50 პროცენტზე. 5 კრედიტში არის 15 ლექცია და 30 ჯგუფში მუშაობა. სულ 45 საათი. ჩვენ ვეუბნებით სტუდენტს, რომ 45 საათიდან რვა შეხვედრაზე უნდა მოვიდეს, სალექციო 15-დან – რვაზე. ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებიც მუშაობენ და დასწრების პრობლემა ექმნებათ, ხელს შევუწყობთ. დეკანებს ვთხოვე, რომ ასეთი სტუდენტების სია შეადგინონ და მათთვის საკონსულტაციო რეჟიმს დავაწესებთ.

მაია ებრალიძე, სტუდენტი: მე არ მომწონს ეს გადაწყვეტილება, რადგან სწრებადობა ყოველთვის არ განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნას. შეიძლება რაღაც პრობლემის გამო ლექციაზე ვერ მივიდე, მაგრამ შემდეგ ვიმუშაო და ავინაზღაურო, ახლა კი „არა“- ების გამო შეიძლება გამოცდაზე ვერ გავიდე და აკადემიური წელი ჩამივარდეს. უნივერსიტეტმა სტუდენტს ყველაფერში უნდა შეუწყოს ხელი. არის ისეთი ლექციებიც, რომლებიც ნაკლებად საინტერესოა და შეიძლება მოვადუნო ყურადღება, მაგრამ ეს ცვლილებები ლექციების ხარისხს არ შეცვლის. სტუდენტს თუ სწავლა უნდა, მაინც ისწავლის და დამატებითი სანქციები და ვალდებულებები, ვფიქრობ, არ არის საჭირო.

 

ბექა მაკარაძე, სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე: პირადად ჩემთვის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მისაღებია, რადგან ყოველთვის ყველა სემინარზე მომზადებული მივდივარ. თუმცა, არიან სტუდენტები, რომლებიც ვერ ახერხებენ ლექციებზე დასწრებას. სტუდენტი იმიტომ სწავლობს ამა თუ იმ საგანს, რომ მისი მომავალი პროფესიისთვის არის აუცილებელი. თუ ლექციაზე არ დაესწრება, როგორ ისწავლის. თუმცა, ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ ეს არის საპილოტე პროგრამა და ადმინისტრაცია გაითვალისწინებს სტუდენტების აზრს. თუ არ გაამართლებს, შეცვლის გადაწყვეტილებას.

ინგა აშლარბა, სტუდენტი: არ ვეთანხმები ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას – სტუდენტს ყველა ლექციაზე დასწრება არ შეუძლია. მიზეზები შეიძლება იყოს როგორც ოჯახური, ასევე ჯანმრთელობასთან ან სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები. არ მიმაჩნია სამართლიანად, რომ ამის გამო სტუდენტს გაუფუჭდეს ნიშანი. შეიძლება ყველა ლექციას არ დავესწრო, მაგრამ შემაჯამებელში მაღალი ქულა მივიღო. ლექციებზე დასწრება ყოველთვის კარგად სწავლას არ ნიშნავს.

არქეოლოგი ქალი აჭარიდან

ნინელი ვაშაკიძე

ნინელი ვაშაკიძე პირველ არქეოლოგიურ ექსპედიციაში 1961 წელს წავიდა. „როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, ნიკო ბერძენიშვილმა დამიბარა და მითხრა: ბიძია, გინდა არქეოლოგობა? კი, მინდა-მეთქი – ამოვიკნავლე. მაშინ წადი ბათუმშიო – მითხრა. ნიკო ბერძენიშვილთან საუბრის დროს მე კი არა, გამოცდილი მეცნიერებიც კი იწმენდნენ შუბლზე ოფლს, ისეთი რიდი ჰქონდათ“, – ამბობს ნინელი ვაშაკიძე.

ბათუმის კვლევითი ინსტიტუტი მაშინ ახალი დაარსებული იყო და როგორც არქეოლოგი იხსენებს, კადრებიც ნაკლები იყო. „ამირანი იყო მარტო კახიძე, რომელიც თბილისში, ასპირანტურაში სწავლის დროს გავიცანი. ჩემთან ერთად იყო ლილი ჩხაიძე, რომელიც ჩემზე ადრე წამოვიდა ბათუმში სამუშაოდ. მალე ინსტიტუტის ყველა განყოფილება კადრებით შეივსო. თქვენ ჩემი ოქროს ფონდი ხართო – ასე გვეუბნებოდა მაშინდელი კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ასლან ინაიშვილი“.

ყველაზე დიდი ემოცია ფიჭვნარში, ბერძნულ სამაროვანში „კრატერის“ აღმოჩენისას ჰქონდა. ეს მისი პირველი არქეოლოგიური აღმოჩენა იყო. „რაღაც სასწაული განცდა იყო. კრატერს ბერძნები ღვინის გასაზავებლად იყენებდნენ, რადგან ისინი სუფთა ღვინოს არ სვამდნენ“, – გვეუბნება ნინელი ვაშაკიძე.

სამარხში კრატერის გვერდით აღმოაჩინეს ღვინის ამოსაღები ჩამჩა, კილიკი და ამფორები. ნინელი ამბობს, რომ ფიჭვნარის აღმოჩენები ყველაზე რეზონანსული და გამორჩეული იყო. ეს ადგილი არქეოლოგებისთვის დღემდე მნიშვნელოვან საკვლევ ადგილად რჩება.

„გათხრებს გურიაშიც ვაწარმოებდით. ყველაზე დიდი სამაროვანი ფარცხმაში გავთხარეთ, სადაც 32 ქვევრი აღმოვაჩინეთ. აღმოჩენები ძვ.წ. აღრიცხვით III-IV საუკუნით თარიღდება. ბევრ ექსპედიციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. მცხეთაში, სიონის ექსპედიციაში, მთა ქართლის, სვანეთის ექსპედიციაში, ლარილარის სამაროვანის ექსპედიციაშიც ვიყავი, რომელსაც შოთა ჩართოლანი ხელმძღვანელობდა“.
ნინელი ვაშაკიძე ექსპედიციებში ხშირად მთელი ოჯახით მიდიოდა.

ასლან ინაიშვილი, ნინელი ვაშაკიძე და ამირან კახიძე- მუზეუმის ფოტოარქივი

„ჩემი შვილი დათო კალანდაძე, რომელიც დღეს ბრიტანეთის საელჩოში მუშაობს, ექსპედიციაშია გაზრდილი. ძალიან მოსწონდა იქ ყოფნა. 1980 წელია, მაშინ დათო მერვეკლასელი იყო. ჩვენი არქიტექტორი ანზორ ჯაველიძე და გია თავამაიშვილი კარგად მღეროდნენ და ჯგუფიც ჰქონდათ – „ორნანო“. მოსკოვში ოლიმპიადაზე უნდა ემღერათ, მაგრამ გაგანია ექსპედიცია იყო, არადა უნდა წასულიყვნენ. ანზორი მოუბრუნდა დათოს და უთხრა, ბიძია გასწავლი ახლა მე ყველაფერს და ექსპედიციას შენ უხელმძღვანელეო. მართლა ასწავლა როგორ უნდა ემუშავა, როგორ უნდა გადაეტანა გეგმაზე განათხარი მასალები და ყველაფერი მილიმეტრებში გაეზომა. მოვიდა დირექტორი, დავით ხახუტაიშვილი და გვათვალიერებს, უყურებს დათოსაც. ის ზის და ხატავს, ხაზავს, არის ერთ ამბავში. ბოლოს ვეღარ მოითმინა და იკითხა, ვინ არის ეს ბიჭიო. ეგ არის ახლა ჩვენი ექსპედიციის უფროსიო, რომ უთხრეს, სახეზე ფერი ეცვალა, მაგრამ ახლოს რომ მივიდა, ისე მოეწონა მისი ნამუშევარი, თქვა: „ჩამიწერეთ ექსპედიციაშიო“.

ნინელი ამბობს, რომ დათოს არქეოლოგია არ აურჩევია, თუმცა მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. „რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდეს, პირველად მუზეუმებში მიდის და იქედან მიგზავნის ხოლმე ამბებს. ლონდონის მუზეუმიდან მისი გამოგზავნილი მასალები და კომენტარები ლექციების დროსაც გამოვიყენე, რაც ძალიან მოსწონდათ სტუდენტებს.“

ნინელი ვაშაკიძე ამბობს, რომ მას არა მარტო პროფესიაში, ოჯახშიც გაუმართლა. „მეუღლე ძალიან მიწყობდა ხელს. არასდროს უთქვამს რა გინდა ექსპედიციაშო, ყოველთვის ჩემ გვერდით იყო“, – ამბობს ნინელი და ექსპედიციის ფოტოებს გვაჩვენებს.

„ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით: მე, ამირანი, ლილი, ასლანი… სულ ერთად ვიყავით, ყველგან. ეს ერთსულოვნება რომ არა, ალბათ ვერ მივაღწევდით ამდენს. ამ მუზეუმში გამოფენილი ყველა ნივთი ჩვენი აღმოჩენილია. მათ შორის ოქროს ფონდიც.

ზოგჯერ მე და ამირანი გავხედავთ ხოლმე საგამოფენო დარბაზს და ვამბობთ – „ეს ხომ ჩვენი ბიოგრაფიაა?“ მართლა ასეა, იცით რითი დავიწყეთ? მე და ამირანი ჩაიში დავდიოდით და იქ ვაგროვებდით ხოლმე ნატეხებს. შემდეგ კი დაიწყო ბერძნული, კოლხური, ელინისტური ხანის სამაროვნები. ასე გავიდა 80 წელი. ბოლო სამი წელია აქტიურად ვეღარ ვერთვები ექსპედიციებში, თორემ მთელი ცხოვრება სამაროვნებში გავატარე.

შვილის – დათოს პირველი აღმოჩენა

მე და ლილი ოთახში თუ ვიჯექით, შემოვიდოდა ხოლმე ამირანი და გვეტყოდა: „თქვენ ზარმაცებოო“ და ისევ ახალი ექსპედიციის დაგეგმვაზე დავიწყებდით ფიქრს.

ნინელი ვაშაკიძე კარადიდან ფიჭვნარის შესახებ გამოცემას იღებს და შლის.

„ახლა მეორე წიგნზე ვმუშაობთ მე და ნინო ინაიშვილი. ციხისძირში 314 სამარხი გავთხარეთ და ამ ექსპედიციის მასალები უნდა შევიტანოთ წიგნში. როცა ეს დასრულდება, ალბათ დავასრულებ მეც მუშაობას“, – გვეუბნება ის და ციხისძირის სამარხებში აღმოჩენილ ამფორებს გვათვალიერებინებს.

დაწყებითის 2 191 -მა პედაგოგმა საგნობრივი გამოცდები ვერ ჩააბარა

 

მანანა რატიანი

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რამ განაპირობა დაბალი შედეგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდაზე, მანანა რატიანი ამბობს: „დაწყებითი განათლების საფეხური თავისებურია, რაც გამოიხატება იმაში, რომ პედაგოგები საგნებს ინტეგრირებულად ასწავლიან. მაგალითად, ქართულს, მათემატიკას, ბუნებისმეტყველებას ერთი პედაგოგი ასწავლის. საგამოცდო ტესტებშიც სხვადასხვა მიმართულებაა წარმოდგენილი, რაც განაპირობებს მის სირთულეს. ამიტომ ერთ გამოცდაზე რამდენიმე საგანზე კონცენტრირება საკმაო სირთულეს წარმოადგენს“.

 

სირთულის მიუხედავად განათლების ექსპერტი მიიჩნევს, რომ საგნობრივ გამოცდებზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (60 პროცენტი) მისაღებია. „ბარიერის დაწევა მხოლოდ იმიტომ, რომ მეტმა ადამიანმა გადალახოს, არასწორია. ჩვენ იმით კი არ ვართ დაინტერესებული, რომ მასწავლებელმა ყველა შემთხვევაში გადალახოს ბარიერი, არამედ იმით – კარგად მოემზადონ და საგანში კომპეტენცია აიმაღლონ„.

 

ზაფხულში ჩატარებულ საგნობრივ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს დაწყებითი საფეხურის იმ პედაგოგებმაც, რომლებიც არ ატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილებს და მხოლოდ ერთ საგანს ასწავლიან.

 

მანანა რატიანის თქმით, წელს საგნის ნაწილში შინაარსობრივი ცვლილება არ ყოფილა. „საუბარია იმაზე, რომ მასწავლებლებმა ნაკლებად მოინდომეს, ნაკლებად მოემზადნენ გამოცდისთვის. სქემის მიხედვით, საგნის გამოცდა არის სავალდებულო. იმედი გვაქვს, მასწავლებლები უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდებიან მომზადების საკითხს, რადგან ეს არ არის მხოლოდ გამოცდისთვის მზადება, აქ საუბარია იმაზე, რომ მასწავლებელი, რომელიც კონკრეტულ საგანს ასწავლის, მას კარგად უნდა ფლობდეს“, – ამბობს მანანა რატიანი.

 

დაწყებით განათლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მშობლები, რადგან საბაზისო საფეხურია. ექსპერტების თქმით, პედაგოგებმა ნდობა უნდა გაამართლონ.

 

„მოსწავლე სწორედ დაწყებითის საფეხურზე უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ მსწავლელად და ეს მასწავლებელმა უნდა ასწავლოს. ეს საფეხური მნიშვნელოვანია ასაკობრივადაც, რადგან ამან ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს სოციალურ ინტეგრაციაში და მთლიანობაში აუღოს ალღო სწავლა-სწავლების პროცესს. გარდა ამისა, მასწავლებელმა უნდა იცოდეს ასაკობრივი ფსიქოლოგია და სწავლების სხვადასხვა მეთოდი, მრავალმხრივად უნდა მიუდგეს სწავლების პროცესს“.

 

მანანა რატიანის თქმით, საგამოცდო ტესტებში თეორიული ნაწილის მხოლოდ 30 პროცენტი მოდის მეთოდოლოგიაზე და ჩაბარების შემთხვევაში, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იმ სტრატეგიების სწავლებაზეც იზრუნებს, რომელიც მნიშვნელოვანია ასაკობრივი თავისებურებების მართვის დროს. „პედაგოგებისთვის დაგეგმილი გვაქვს ხუთკრედიტიანი უფასო ტრენინგ-კურსები, რომელიც სავალდებულოა მათთვის. ეს კურსი მათ ამ უნარების განვითარებაში დაეხმარება“.

 

როგორც მანანა რატიანი ამბობს, გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე, ცენტრმა მოამზადდა სპეციალური პროგრამა, რომელიც პედაგოგებს იმ ცოდნის მიღებაში დაეხმარება, რისი საჭიროებაც გამოცდებმა აჩვენა. „სპეციალური ტრენინგ-კურსი მოიცავს 25-30 საათამდე თითოეულ საგანში და იმ მასწავლებლებს, რომლებიც ზამთრის გამოცდებისთვის არიან დარეგისტრირებული, შესაძლებლობა ექნებათ ეს კურსი უფასოდ გაიარონ“.

 

ზამთრის გამოცდებზე ათი ათასამდე პედაგოგია რეგისტრირებული. ტრენინგ-კურსების გავლის ვალდებულება, როგორც ექსპერტი ამბობს, მხოლოდ პრაქტიკოს მასწავლებლებს აქვთ, დანარჩენი პედაგოგებისთვის კი ტრენინგები ნებაყოფლობითია. დაწყებითი საფეხურის განათლების ექსპერტის ნინო ლაბარტყავას თქმით, ტრენინგები პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომია.

 

 

ნინო ლაბარტყავა ტრენინგის დროს

„ჩვენ ყოველ შაბათ-კვირას ვუკავშირდებით ხოლმე მათ და საჭიროებიდან გამომდინარე ვადგენთ გრაფიკს“, –  გვეუბნება ის. მისი თქმით, 2013 წელს ცხრა ათასზე მეტმა პედაგოგმა გაიარა საგნობრივი ტრენინგი. 2014-2015 წლებში კი ხუთი ათასი დამრიგებელი გადამზადდა წიგნიერების კომპეტენციის განვითარებაში სადამრიგებლო საათზე. 2015 წელს 400 პედაგოგი დაწყებით კლასებში, ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებაშია გადამზადებული.

 

„ტრენინგები ეხებოდა საკლასო გარემოში მოქმედი ფაქტორების, სტიგმისა და დისკრიმინაციის გამომწვევ მიზეზებს, კონფლიქტების მოგვარებას და ა.შ რომელიც მიმდინარეობდა სწავლა-სწავლების ტრენინგების კომპლექტში. მისი მიზანია მცირეკონტინგენტიან სკოლებში შერეული კლასების პედაგოგებმა სწორად შეძლონ გაკვეთილების დაგეგმვა. ამ ტიპის ტრენინგებზე მოთხოვნა მაღალია. ასევე იგეგმება კითხვისა და წერის სტრატეგიების, ესეის დაწერის, თანამედროვე მათემატიკის, ბუნებისმეტყველების სწავლების მეთოდიკის ტრენინგები“, – ამბობს ნინო ლაბარტყავა.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, აღნიშნული ტრენინგების ფონზე რატომ ვერ ახერხებენ პედაგოგები ბარიერის დაძლევას, ნინო ლაბარტყავა პასუხობს, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პედაგოგმა საგნობრივ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახოს. ექსპერტის თქმით, საგნობრივ გამოცდებზე წარმატების მისაღწევად, გარდა ტრენინგებისა, აუცილებელია პროფესიული ლიტერატურის მუდმივი კითხვა და დამუშავება.

საერთაშორისო კონფერენცია A Soul for Europa ბერლინში იმართება

 

 

ფოტო: აჭარის განათლების და კულტურის სამინისტრო

 

 

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე დაგეგმილია ასევე, შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის გენერალურ მდივანთან კარლ ერიკ ნორმანთან. საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის დაახლოებას კულტურის სფეროში მოქმედ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, დაგვეხმარება მოვიძიოთ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები.

 

ასევე აჭარაში არსებულ კულტურის ორგანიზაციებს მისცემს შესაძლებლობას, გაეცნონ კულტურის პოლიტიკის თანამედროვე ევროპულ ტენდენციებს და დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი პროექტები. ჩვენი სურვილია, აჭარა აქტიურად ჩართოს ევროპისქვეყნების კულტურულცხოვრებაში, ვინაიდანევროპის კულტურისპარლამენტის პრიორიტეტისწორედ პერიფერიების,რეგიონების განვითარებაადა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისკულტურულ ცხოვრებაშიინტეგრირება.

 

 
კონფერენციაში ევროპის 40 მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ორდღიან კონფერენციას ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი დახურავს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი მთავრობას პირდაპირი შესყიდვების გამო აკრიტიკებს

 

 

 

„ბოლო ორი წლის განმავლობაში 150-ზე მეტი ხელშეკრულებაა გაფორმებული  კერძო პირებთან ტენდერების გარეშე. ვფიქრობ, რომ აქ არის კორუფციის ნიშნები. მესმის, რომ  წყალდიდობა როცა მოხდა ქობულეთში, სასწრაფო წესით გაუფორმა რომელიმე კომპანიას ხელშეკრულება, მაგრამ ისეთი სამუშაოების შესყიდვა, რომელიც არ არის დროში შეზღუდული, პირდაპირი შესყიდვის წესით არ უნდა განხორციელებულიყო, “ – ამბობს რეზო ხარაზი.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე,  კონკრეტულად რომელ სახელმწიფო შესყიდვაში იკვეთება კორუფციის ნიშნები? – რეზო ხარაზი ამბობს, რომ შესყიდვების მასალები ჯერ არ შეუსწავლია:  „ჩვენ ჯერ დოკუმენტები გამოვითხოვეთ. ერთ მილიონ ლარზე დიდ თანხებზეა ხელშეკრულებები გაფორმებული და ეს აჩენს კითხვის ნიშნებს.  იმის თქმა მინდა, რომ როცა წინა ხელისუფლების მისამართით არსებობდა პრეტენზია, რომ ის არ აცხადებდა ტენდერს და პირდაპირი მიყიდვის ფორმას იყენებდა, რატომ აკეთებს იმავეს ახლანდელი ხელისუფლება?“.

 

 

ბათუმის მე-6 საბავშვო ბაღიდან აღმზრდელი ბავშვის შეურაცხყოფის გამო გაათავისუფლეს

 

 ინცინდენტი პარასკევს 6 ნოემბერს მოხდა. როგორც ნატალია ზაქარეიშვილი ამბობს,  ბაღის აღმზრდელმა ქეთევან კერელაძემ,  4 წლის ბავშვის შეურაცხყოფის ფაქტი წერილობით აღიარა:

 

„წერდა რომ მან გადაამეტა თავის უფლებამოსილებას. აღმზრდელი სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე გავათავისუფლეთ“- ამბობს ნატალია ზაქარეიშვილი.

 

მისი თქმით, ვიდეოში ასახულ კადრებში ნამდვილად იკვეთება ბავშვის უფლებების ხელყოფა აღმზრდელის მხრიდან: „მე რაც მოვისმინე, იყო ძალიან შეურაცხმყოფელი და ვფიქრობ ეს არ უნდა დარჩენილიყო რეაგირების გარეშე“.

 

ნატალია ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საბავშვო ბაღში თანამშრომლებს შორისაც არსებობს დაპირისპირება:  „მე როგორც გავიგე, ხელითაც კი შეხებიან ერთმანეთს. ბავშვის  სიტყვიერი შეურაცხყოფის კადრები საბავშვო ბაღის ყოფილი გამგის შვილმა გადაიღო, რომელიც ამავე ბაღის თანამშრომელია“- ამბობს ბაღების გაერთიანების  დირექტორი.

 

აღმზრდელთან ერთად დადგენა თუ არა ბაღის გამგეს პასუხისმგებლობის საკითხი, ნატალია ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით შექმნილია კომისია და ამ საკითხსაც განიხილავენ.

 

ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის სამართალდარღვევას, ამის დადგენის მიზნით ბათუმის მერიამ  შს სამინისტროს განცხადებით მიმართა.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, „ბათუმის მერიიდან შემოსული განცხადების საფუძველზე დაწყებულია წინასაგამოძიებო მოქმედებები, მიმდინარეობს მონაწილე პირების გამოკითხვები ფაქტთან დაკავშირებით“.

 

ვაკანსია სპორტის სპეციალისტის თანამდებობაზე

 

დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პირობების მიხედვით, კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება – პირველი ეტაპი განცახადებების შეფასება-გადარჩევა იქნება, ხოლო მეორე ეტაპზე კონკურსანტები გასაუბრებას გაივლიან.


კონკურსის მოთხოვნებით, კონკურსანტი უნდა იყოს 21 წელს გადაცილებული, უნდა ჰქონდეს საშუალო განათლება, ბაკალავრის ხარისხი, უნდა იცოდეს კომპიუტერული პროგრამები და სამართლებრივი აქტები (საქართველოს კონსტიტუცია, აჭარის კონსტიტუცია; საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი; სპორტის შესახებ საქართველოს კანონი; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დებულება).


სპორტის სპეციალისტის მოვალეობაში შედის: სპორტის სფეროში ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის პროექტის შემუშავება; სპორტულ ღონისძიებათა კალენდარული გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა; ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე წინადადებების შემუშავება; სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტის სხვა მუშაკთა მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის ჯილდოების დაწესების თაობაზე წინადადებების შემუშავება; სპორტის სფეროს განვითარების მიზნით პროგრამების პროექტების შემუშავება; საქართველოს კანონმდებლობით, დებულებითა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


სამუშაო მოიცავს  სრულ განაკვეთს, თანამდებობრივი სარგოთი – 750 ლარი.


როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში `ბათუმელებს” უთხრეს, სპორტის სპეციალისტის თანამდებობა მას შემდეგ არის ვაკანტური, რაც თორნიკე ჯავახაძე სექტემბრის ბოლოს თანამდებობა დატოვა და მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების მიზნით თბილისში წავიდა.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებთან ერთად უნდა წარადგინონ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: www.hr.gov.ge დეპარტამენტის განცხადებით, თუ ამ დოკუმენტებს არ წარადგენს კონკურსანტი, ის ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე.


განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა 14 ნოემბერია. კონკურსში გამარჯვებული აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვიდან ერთ თვეში გახდება ცნობილი.



შსს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

 

როგორც “ბათუმელებს”შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, მირიან თოფურიამ შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთრი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

 

პოლცელ თოფურიას მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა 2012 წლის ნოემბერში დააკავეს ნარკოტიკის მოხმარებისა და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით. “გუნავას საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ხმამაღალი განცხადებით გაუშვეს სამსახურიდან თენგიზ გუნავას საქმის გამო, თუმცა, არ მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დაწინაურებულია… ის დროებით იყო ჩამოშორებული სამსახურებრივ მოვალეობას და მერე დააწინაურეს”, – განაცხადა დავით საყვარელიძემ მირიან თოფურიასთან დაკავშირებით 2013 წლის 29 მაისს, “`რუსთავი 2”-ის ეთერში.

 

მაშინ თენგიზ გუნავა აცხადებდა, რომ მას იარაღი ჩაუდეს, ნარკოტიკი კი დაკითხვისას იძულებით მიაღებინეს. საქმის გამოძიება დაიწყო იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც და დაადგინა, რომ პოლიციელების მიერ გუნავასთვის იარაღის ჩადება არ დადასტურდა.

დარღვევად დაფიქსირდა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების არასწორად შევსება, დროს არასწორად მითითება. პროკურატურამ გუნავას წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა. გამოძიების შეწყვეტის დადგენილებაში წერია, თუ რა როლი ჰქონდა გუნავას საქმეში მირიან თოფურიას. 

დოკუმენტის მიხედვით, მირიან თოფურიამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2012 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, შეადგინა პატაკი, რომლის მიხედვითაც თენგიზ გუნავა უნდა ყოფილიყო თბილისში, საბურთალოს ქ.№59ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე; თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც მას არ ჰქონდა. პატაკს რეზოლუცია დაადო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი კიკალიშვილმა. მირიან თოფურიას პატაკისა და გიორგი კიკალიშვილის რეზოლუციის საფუძველზე დაიწყო საქმის გამოძიება. მირიან თოფურიას დავალებით შეიქმნა ჯგუფი დეტექტივ-გამომძიებლების: ბესიკ შარაშენიძის, ნიკა არგანაშვილის, გიორგი ბლიაძის, თევდორე შონიას და ნიკოლოზ შატაკიშვილის შემადგენლობით.

 

 აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ბესიკ ამირანაშვილის მოადგლის თანმდებობა  ამ ეტაპზე ვაკნტურია. 

მომავალ წელს ბათუმის მიმართულებით რუსული ავიაკომპანიის ფრენები იგეგმება

 

 

ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტი 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში ახორცილებს პროგრამას რეგიონის ტურისტული მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, რომლის ფარგლებში 2015 წელს დეპარტამენტმა აწარმოა სარეკლამო და მარკეტინგული ღონისძიებები 9 საერთაშორისო მიზნობრივ ბაზარზე.

 

„გამომდინარე იქედან, რომ ყოველწლიურად იზრდება საქართველოში და აჭარაში შემოსული ტურისტების რაოდენობა, დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში დაემატა ახალი მე-10 ქვეყანა – რუსეთის ფედერაცია, სადაც ტურიზმის დეპარტამენტი გეგმავს ჩაატაროს რეგიონის პრომოუშენის მიზნით სხვადასხვა მარკეტინგული თუ სარეკლამო აქტივობები.

 

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია “Ural-Airlines” ბოლო წლებში შედის რუსეთის ხუთ წამყვან ავიაკომპანიებს შორის მგზავრთა გადაყვანის მოცულობის მიხედვით“- აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში.

გათბობის პრობლემების გამო აგრარული მიმართულების სტუდენტები სხვა შენობაში ისწავლიან

 

აგრარული ფაკულტეტის შენობა მწვანე კონცხზე

 

„გარდა გათბობისა, შენობას სხვა პრობლემებიც აქვს, გასარემონტებელია და დასადგენია შენობის მდგრადობაც, რადგან  ბზარები აქვს. არსებობს ტრანსპორტის პრობლემაც. ამიტომ,  სტუდენტები  ზამთრის განმავლობაში, ბენზეში არსებულ მემბრანებისა და აგრარული ტექნოლოგიების  ინსტიტუტის შენობის პირველ სართულზე განთავსდებიან,“-  ამბობს  რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მერაბ ხალვაში. 

 

აგრარული  მიმართულების ფაკულტეტი ამჟამად მწვანე კონცხზე არსებულ შენობაშია განთავსებული,  სადაც  189  სტუდენტი სწავლობს.     

 

„ლაბორატორიებით სარგებლობის შესაძლებლობა სტუდენტებს  ახალ შენობაშიც აქვთ,  თუმცა, იმ შემთხვევაში თუკი  სასწავლებლის ბაზაზე არსებული ლაბორატორიებით სარგებლობა დასჭირდებათ,  ტრანსპორტს გამოვუყოფთ და მწვანე კონცხზე ავიყვანთ“- ამბობს რექტორი.  

 

რექტორის თქმით, უნივერსიტეტს აგრარული მიმართულების ფაკულტეტის შენობის  სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსები არ გააჩნია. „ვეძებთ ფინანსებს, თუმცა სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე ექსპერტიზა გვინდა ჩავუტაროთ, თუ რამდენად არის მდგრადი და ექვემდებარება გარემონტებას“.

  

ბათუმში ახალგაზრდული ცენტრის მშებელობა იგეგმება

 

წერილში კი, რომლითაც ქონების მართვის სააგენტომ ბათუმის მერიას მიმართა, ნათქვამია, რომ სამინისტრო ახალგაზრდული ცენტრისთვის ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე #1 სა და #2 საცხოვრებელ სახლებს შორის არსებულ  ნაკვეთს ( 1024კვ/) ითხოვს.

 

აღნიშნული ნაკვეთი ბათუმის საკრებულომ ქონების ეროვნულ სააგენტოს „მასზე ახალგაზრდული ცენტრის აშენების პირობით“ უსასყიდლოდ, გასულ კვირას გადასცა. 

ხელბურთელები თელ-ავივში გაემგზავრებიან

საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასეთია: მეკარეები: შოთა თევზაძე (რეშიცა, რუმინეთი), გიორგი სამყურაშვილი (ქუთაისი), კორნელი ანდრიაძე (ბათუმი), ზურაბ ცინცაძე (პეგასი); მარცხენა გარემარბები: ზურაბ აბრამიშვილი (ბათუმი), უჩა გამზარდია (ფოთი), ილია გოგალაძე (ბათუმი); მარცხენა ინსაიდები: სერგო დათუკაშვილი (ვოივოდინა, სრბ), ლექსო წითელიშვილი (სამტრედია), თემურ ორჯონიკიძე (სტუ), ირაკლი კბილაშვილი (ქუთაისი); გამთამაშებლები: ირაკლი ჩიქოვანი (ტიმიშოარა, რუმ), აკაკი ტალახაძე (თავრიზი, ირა), ირაკლი თევზაძე (სამტრედია); პივოტები: უჩა მაისურაძე (ბათუმი), გიგა კოხრეიძე (პეგასი), გიორგი წივწივაძე (ბათუმი); მარჯვენა ინსაიდები: რატი მსხვილიძე (ტრაბზონ აქჩაბათი, თურქეთი), გიორგი ტიელიძე (გორი), შალვა სტურუა (სტუ), ლევან ბერძენიშვილი (ბათუმი); მარჯვენა გარემარბები: რევაზ ჭანტურია (სტრუმიცა, მაკედონია), გიორგი დიხამინჯია (პეგასი), ირაკლი გოგოლაძე (სამტრედია).

მთავარი მწვრთნელი ლევან გელაშვილი, მწვრთნელი გიორგი გვაზავა, ექიმი ლევან ლინნიკი.

მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში 2017 საფრანგეთში ჩატარდება. მანამდე გუნდებმა საკვალიფიკაციო ეტაპები უნდა გადალახონ. კვალიფიკაციის პირველი ეტაპი 4-5 ნოემბერს დაიწყება. საქართველო მეოთხე ჯგუფშია მოხვედრილი პორტუგალიასთან, ისრაელთან და ესტონეთთან ერთად. 5 ნოემბერი: პორტუგალია-ესტონეთი, ისრაელი-საქართველო; 6 ნოემბერი: ესტონეთი-ისრაელი, საქართველო-პორტუგალია; 7 ნოემბერი: ესტონეთი-საქართველო, პორტუგალია-ისრაელი. პლეიოფში გავა თითო გამარჯვებული.

 

 

ქართველმა ძიუდოისტმა აბუ-დაბიში გრან სლემი მოიგო

 

ამირან პაპინაშვილი

 

ამირან პაპინაშვილი 60 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან ხუთი მეტოქე დაამარცხა. ფინალში კი მონღოლეთის წარმომადგენელ ცენდოჩირ ცოგტბაატარს სძლია. ტურნირზე საქართველოს ნაკრების სხვა წევრებიც ჭიდაობდნენ, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი.




ხელვაჩაურის სასპორტო სკოლას დაფინანსება გაეზარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლა

საკრებულოს თავმჯდომარის ჯუმბერ ბერიძის თქმით, ეს თანხა დამატებითი შტატებისთვის, მწვრთნელების ხელფასებისთვის გამოიყო. სასპორტო სკოლის სასწავლო ნაწილის შალვა წულუკიძის ინფორმაციით კი, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში გაკეთდა ახალი სპორტული თამაშების დარბაზი და ამის გამო მწვრთნელების რაოდენობა გაიზარდა.

 

 

 

როინ შავაძის ქვრივი: „კითხვები ისევ უპასუხოდ რჩება“

2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში წამებით მოკლული ბათუმელი სერჟანტის, როინ შავაძის საქმე ისევ გამოუძიებელია. შავაძის ქვრივმა ყველა ინსტანციას მიმართა, შემდეგ კი  ევროსასამართლოს მიმართა, საიდანაც ორი წლის წინ საქმის ნომერი გამოუგზავნეს.

„სახელების ჩამოთვლაც აღარ მინდა, თუ ვის მივმართეთ და რამდენჯერ. სათქმელიც არაფერი მაქვს, ახალი არაფერია, არავინ არაფერს გვეუბნება. მიდის გამოძიება… მიდის გამოძიება… სად მიდის, ვინ იძიებს –  არც ადვოკატს აყენებენ საქმის კურსში. უჩა ნანუაშვილი, ეკა ბესელია… ყველა საქმის კურსშია -ვის მივმართო ისიც კი არ ვიცი. მისამართი აღარ დაგვიტოვებია – პასუხი მხოლოდ ერთია, მიდის გამოძიება“, -ამბობს ციცინო შავაძე. ახლა ის სახალხო დამცველთან შეხვედრის მოლოდინშია. მასთან შეხვედრა ორი თვის წინ ითხოვა და დღემდე პასუხი არ მიუღია.

ბოლო დროს ციცინო შავაძეს ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვები აკვირვებს: „მეკითხებიან, რატომ ვითრევ ფეხს. უბრალოდ, სათქმელი არ მაქვს, რა მოვყვე? რა ვუთხრა, სად წავიდე? –  შვიდი წელი გავიდა და დაზარალებულად არ ვარ ცნობილი. როცა მეუბნებიან სახელმწიფოსგან რა დახმარებას იღებო, სისხლი მეყინება. მხოლოდ ის მინდა, რომ ყველაფერი გამოიძიონ. სხვა რამ როგორ შემიძლია ვთხოვო სახელმწიფოს ან რატომ?  მე სიმართლეს ვეძებ. არც მიმიმართავს ვინმესთვის, რომ თანხით ან სხვა სახის დახმარება მომცეს. მე რომ თანხა მდომოდა, მკვლელებისგან ავიღებდი. სისხლის სანაცვლოდ თუ ფულს აიღებ, სულერთია, ვისგან აიღებ“.

ციცინო შავაძის თქმით, როინ შავაძის მკვლელობის შემდეგ მის ოჯახსაც ემუქრებოდნენ: „ყველაფერი დაკეტილი გვქონდა. მთელი სანათესაო ვიჯექით სოფელში, ჩელტაში. სოზარ სუბარი მაშინ სახალხო დამცველი იყო, ჩემთან ღამეებს ათევდა, ვერაფერს გახდა. იქ იყო მურმან დუმბაძეც. ტელეფონზე რეკავდნენ და პირდაპირ გვეუბნებოდნენ დაგწყვეტთ, მოგკლავთ, ხმა არ გაიღოთ, აიღეთ ფული, შეცდომა მოხდაო“.

ციცინო შავაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლამდე ახალი მთავრობის წევრები ჰპირდებოდნენ, რომ გამოძიებას დააჩქარებდნენ. საქმე წინ არ წასულა: „ახლა ხმას არავინ იღებს. ალბათ ამ მთავრობასაც სჭირდება ის ხალხი. ვფიქრობ, სხვა ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდა ძველი დამოკიდებულება ამ საქმეზე. მე შეიძლება რაღაც შეცდომა მომივიდეს, სიტყვა არასწორად ვთქვა, მაგრამ პრემიერ-მინისტრი გლეხი კაცი ხომ არ არის? – როგორ შეიძლება პრემიერმა თქვას, რომ არ უნდა დაისაჯონ მკვლელები. ჩემს მეუღლეს 18 წლის ასაკიდან ფორმა არ გაუხდია, აფხაზეთი, ავღანეთი, ერაყი – ყველაფერი მოიარა. როცა დაღუპულ ჯარისკაცებს ტელევიზიით გმირებად მოიხსენიებენ, მე სახლში ვერ ვჩერდები.“

23-ე ბატალიონის სერჟანტი, როინ შავაძე ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. თვითმხილველების თქმით, სპეცოპერაციის დროს ნიღბიანები იძახდნენ, რომ სამშობლოს მოღალატეს აკავებდნენ. საღამოს როინ შავაძე ოჯახის წევრებმა მორგში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, სერჟანტი ნარკოტიკული საშუალების შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს. ხოლო მისი ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის გამო მოხდა. ციცინო შავაძის თქმით, ის სასტიკად იყო ნაწამები: „მისი სხეული ტყვიებით იყო დაცხრილული. თითქმის ყველა თითი, მკლავები და ფეხები დამტვრეული, ხორცები დაგლეჯილი ჰქონდა“.

სერჟანტი როინ შავაძე ცხინვალის კონფლიქტში 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. მანამდე იგი ასლან აბაშიძის სპეცდანიშნულების რაზმის რიგითი წევრი იყო.

რა პრობლემებს ქმნის არაოფიციალური ჯგუფები კარატეში

 

გოჩა სურმანიძე

 

ბატონო გოჩა, რა პრობლემებს ქმნის არაოფიციალური ჯგუფების არსებობა?

– დავუშვათ, ვიღაცამ ჩამოაყალიბა კარატეს რომელიმე სახეობაში ჯგუფი, ერთი-ორი თვე იმუშავა, ვერ მოაბა თავი და მერე წავიდა სხვა საქმეს მოჰკიდა ხელი. ბავშვს, რომელიც ამ ჯგუფში იყო, ეკარგება წარმოდგენა კარატეზე და მეორედ აღარ მოვა. ზოგადად, შეიძლება სხვა სპორტზეც დაკარგოს წარმოდგენა.

 

ვინ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა?

– ფეხბურთელები და მოცეკვავეები არ დაგვილაგებენ ამ სიტუაციას. ეს ჩვენი მოსაგვარებელია.

 

 – საქართველოს ფედერაციასთან ერთად თუ მუშაობთ ამ არაოფიციალურ ჯგუფებთან მიმართებაში, თუ საუბრობთ იმაზე, რომ საჭიროა რაღაც სტრუქტურის შექმნა?

– კი, იმიტომ ატარებს საქართველოს ეროვნული ფედერაცია ატესტაციას. იმიტომ გაკეთდა წელს ლიცენზიები და აჭარიდან შვიდმა კარატისტმა, ზოგიერთმა D კატეგორიის, ზოგიერთმა E კატეგორიის ლიცენზია მოიპოვა. ლიცენზიები არ არის ჩაკეტილი და ლიმიტირებული, მისი მოპოვება ყველა მსურველს შეუძლია. შეიძლება მე პილოტობა მინდა, მაგრამ თვითმფრინავის წაყვანა თუ არ ვიცი, ხალხს ხომ დავღუპავ? არც სკოლაში უნდა მივიდეს არალიცენზირებული ინსტრუქტორი. ბავშვს ავარჯიშებ, მაგრამ შეიძლება უარყოფითი შედეგები მისცე, თუ არასწორად მოამზადე, შედეგად ბავშვი შეიძლება აგრესიული გახდეს.

 

ამჟამად ბათუმში რამდენი არაოფიციალური ჯგუფი ფიქსირდება?

– ვერ გეტყვით ზუსტად რამდენია, მაგრამ ერთი რამ არის _ ეს შვიდი ლიცენზია, რომელიც ახლა გავეცით, მსოფლიო კარატეს ფედერაციის წესებს ექვემდებარება. აჭარის კარატეს ფედერაციას აღიარებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია და, შესაბამისად, მსოფლიოს კარატის ფედერაცია, რომლის ოფიციალური წევრები ვართ ჩვენ. მაქსიმალურად ვცდილობთ ვითანამშრომლოთ აჭარის განათლების სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან. სკოლას, სადაც კარატეს სპორტული წრე იხსნება, აქვს ასეთი პირობები – დირექტორი აცხადებს ტენდერს და ვინც გაიმარჯვებს, იმას აძლევს დარბაზს არენდით, ხელშეკრულებას უფორმებს. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას იხნის – იმის პროფესიონალიზმს დირექტორი ვერ შეამოწმებს. ამიტომ ჩვენ, აჭარის კარატეს ფედერაცია ვაპირებთ მივმართოთ განათლების სამინისტროს, რესურსცენტრებს, რომ ხელშეკრულების გარდა სკოლის დირექტორმა მოსთხოვოს მათ ლიცენზიები. ზოგიერთს ჰგონია, რომ მონოპოლიის ჩაგდება გვინდა ხელში, მაგრამ ასე არ არის. მე ლიცენზიებს არ ვიძლევი, მე შემიძლია დახმარება კონტაქტების მოძიებაში.

 

თუკი რესურსცენტრებს დაელაპარაკებით – სკოლებში მხოლოდ ლიცენზირებული ინსტრუქტორები მიიღონ, საკმარისი იქნება კარატეს სწავლებისთვის ის შვიდი ინსტრუქტორი, რომლებმაც ახლა მიიღეს ლიცენზია?

– მათ გარდა არიან სხვა ლიცენზირებული მწვრთნელებიც, სხვადასხვა სახეობაში.

 

რა დრო და პროცედურები სჭირდება ლიცენზიის მოპოვებას?

– თუკი ინსტრუქტორი შავი ქამრის მფლობელია, ჯგუფი ჰყავს და ვარჯიშობს, ამ შემთხვევაში არ არის რთული. თუკი დამწყები სპორტსმენია და სურს გახდეს ინსტრუქტორი, მაშინ მინიმუმ სამი წელი სჭირდება. არ მინდა კარატისტებმა ან ხალხმა არასწორად გაიგონ და იფიქრონ, რომ ხელს ვუშლიდე მათ, პირიქით – ამით მინდა კარატეს პოპულარიზებას და სწორ მიმართულებას შევუწყო ხელი, რომ კარატის ჯგუფები შეიქმნას არა ერთი ან ორი თვით, არამედ ხანგრძლივი ვადით და მუდმივად მიმდინარეობდეს სწავლება.

 

 

ხულოში ტბელობას აღნიშნავენ

 

 

ღონიძიებაზე ხულოს და შუახევის მუნიცილაიტეტის გამგებლები, ეროვნული სამოსით, ჩოხებით მივიდნენ.
ღონიძიებაზე ხულოს და შუახევის მუნიცილაიტეტის გამგებლები, ეროვნული სამოსით, ჩოხებით მივიდნენ.

ტბელ აბუსერიძისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას მისსავე სოფელში ადგილობრივ მოსახელობასთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებიან. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ხულოში მცხოვრებ ოთხ უხუცეს პედაგოგს 500-ლარიან ფულად ჯილდოსა და ტბელ აბუსერისძის სახელობის დიპლომებს გადასცემს.  
„ტბელობა“ სოფელ სხალთაში 2002 წლიდან აღინიშნება.

 

ღონიძიებაზე ხულოს და შუახევის მუნიცილაიტეტის გამგებლები, ეროვნული სამოსით, ჩოხებით მივიდნენ.
ღონიძიებაზე ხულოს და შუახევის მუნიცილაიტეტის გამგებლები, ეროვნული სამოსით, ჩოხებით მივიდნენ.

ბათუმის მერიის თანამშრომლებს გადაამზადებენ

 

განკარგულებაში, რომელიც ბათუმის მერიის საჯარო მოხელეთა სწავლებას ითვალისწინებს, ნათქვამია, რომ პროექტის მიზანი  მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებაა „დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულების მიზნით“.

 

რატომ საჭიროებენ სწავლებას ბათუმის მერიის თანამშრომლები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ტესტირება წარმატებით ჩააბარეს და საკონკურსო კომისიასაც მოაწონეს თავი?

 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით საჭიროებებზე კვლევა საჯარო სამსახურის ბიურომ ჩაატარა. საჯარო სამსახურის ბიურო უზრუნველყოფს ტრენინგების ჩატარებასაც, ბათუმის მერიიდან 150 საჯარო მოხელეს გადაამზადებენ.  

 

განკარგულების მიხედვით, რომელიც გასულ კვირას საკრებულომ დაამტკიცა, საჯარო მოხელეებს სწავლება ჩაუტარდებათ სფეროებში: მოქალაქეთა მომსახურების ტექნოლოგიები; თვითმმართველობის მოხელეთა ზოგადი უნარები და კომპეტენციები; ფინანსური მართვა და ბუღალტერია; მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა; საზოგადოებასთან ურთიერთობა … და  სხვა.

 

განკარგულებაში ნათქვამია ასევე, რომ პროექტის დაფინანსების წყარო ბათუმის ბიუჯეტი იქნება. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით საჯარო მოხელეების გადასამზადებლად მერია ბიუჯეტში 60 000 ლარის გათვალისწინებას გეგმავს, სწავლება მომავალი წლის მეორე კვარტალში უნდა დაიწყოს.

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

ბათუმში მედრესე მომავალ წლამდე არ გაიხსნება

სამუფთო რეზიდენციის გახსნა

სამუფთო რეზიდენციის გახსნა

დასავლეთ საქართველოს მუფთი, ბეგლარ ქამაშიძე მედრესესა და სწავლების ფორმასთან დაკავშირებით ადრე ამბობდა: „ვიმუშავებ ჯგუფთან ერთად და ყველაფერი შეთანხმდება. ვეცდებით, რომ სექტემბრამდე ეს ყველაფერი მოვასწროთ“.

მუფთმა ამჯერად „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს მედრესეს  გახსნა ვერ მოესწრება: „პირველ რიგში აუცილებელია შენობის გარემონტება, შესაბამისად მოწყობა და რამდენად მოვასწრებთ, ვერ გეტყვით… სასწავლებლის გახსნა, ვფიქრობ, მომავალ წლამდე ვერ მოხერხდება. ამასთან, შესაძლოა აქ პანსიონიც გაიხსნას. საბოლოოდ შეჯერებული არ ვართ“.

მუფთი ბეგლარ ქამაშიძე ასევე აცხადებდა, რომ სურთ საქართველოში იყოს  ისლამური თეოლოგიური უნივერსიტეტი და ამაზე მიდის მუშაობა… `მედრესეში კი რელიგიის სწავლების გარდა შეიძლება გვქონდეს ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, უცხო ენების გაკვეთილები და ა.შ. ის, რაც აქამდე მედრესეების სახელით იყო ცნობილი, რეალურად ესენი მედრესეები არ არის, პანსიონებია, რომლებსაც სამართლებრივად სხვა სტატუსი აქვთ. მედრესე კი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ისე დაიწყებდა ფუნქციონირებას.“

მუფთის განცხადებით, ამ დროისთვის არც ეს საკითხებია საბოლოოდ გადაწყვეტილი და მათზე მუშაობა მიმდინარეობს.

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სახელმწიფო ქონება მისი, როგორც იურიდიული პირის არსებობის მანძილზე სარგებლობის უფლებით გადაეცა –  გადაცემული ქონების [შენობებისა და მიწის ნაკვეთის] მოვლა-პატრონობისა და დაცვის პირობით.

ზემოაღნიშნული ქონება საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით [4 მილიონ 486 ათას 400 ლარი], კერძო მესაკუთრეებისგან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეისყიდა.

ბათუმსა და გონიოში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 5 პირი პასუხისგებაში მისცეს

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ბათუმსა და გონიოში, თავიანთი კუთვნილი და დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკოკლუბების ფართებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებისა და დისკოკლუბების მომსახურე პერსონალი და ქალები მოწმის სახით დაკითხეს.


გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).


შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველო
შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველო

მაღალმთიანი აჭარა [ფოტო]

პაქსაძეები, ხულო

სოფელ ჯვარიქეთის ‘სოფლის სახლი’, ხულო

კაკალი

შემოდგომა, სოფელი ჯვარიქეთი, ხულო

გოდერძის უღელტეხილზე თოვლია

თედო ჯორბენაძის ფოტოები, 7.11.2015

 

ყოფილი თანამშრომელი ბათუმის საკრებულოს უჩივის

 

ლიანა დიასამიძე
ლიანა დიასამიძე

 

 

ლიანა დიასამიძემ გასაუბრების მეორე ეტაპზე, რაც ტესტირებას ითვალსიწინებდა სამოციდან 57 კითხვას უპასუხა სწორად და მესამე ეტაპზე გადავიდა, თუმცა მისთვის საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება წარმატებული არ აღმოჩნდა. რის შემდეგაც მან კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

 

„ გავასაჩივრეთ კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც ქალბატონ ლიანას მიენიჭა 2,8 ქულა მესამე ეტაპზე, ანუ გასაუბრებაზე და ითქვა, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და კომისიამ დაარღვია საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული პრინციპები, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა კონკურსის ჩატარებისას. ლიანა დიასამიძეს დაუსვეს ცხრა კითხვა, მან რვა კითხვას სწორი პასუხი გასცა, ამას მოწმეებიც  ადასტურებენ. “ – განმარტავს საქართველოს ახალგაზდა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის (საია) იურისტ- კონსულტანტი ანნა მდინარაძე, რომელიც სასამართლოში ლიანა დიასამიძის უფლებებს იცავს.

 

საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს, სასამართლომ  დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა და კონკურსი შეაჩერა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა, შემდეგი მოსმენა 19 ნოემბერსაა ჩანიშნული.

 

 

ლიანა დიასამიძე წინა მოწვევის საკრებულოში აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ახალი მოწვევის საკრებულოს არჩევის შემდეგ ის საქმის წარმოების განყოფილების უფროსად გადაიყვანეს.

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საკრებულოს აპარატმა აპარატის საქმის წარმოების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი  1 დეკემბრამდე უნდა ჩაატაროს.

 

 

ჩვეულებრივი ბიჭი ლუკა გადარჩენას ითხოვს

 

ლუკა ჩხარტიშვილი
ლუკა ჩხარტიშვილი

ლუკა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბიჭია, უხარია, წყინს… მაგრამ ბევრი მისი თანატოლისგან განსხვავებით, შიგადაშიგ აუტანელი ტკივილი აწუხებს. ზოგჯერ იმდენად გაუსაძლისია ტკივილი, რომ კომაში ვარდება… ლუკა ძალიან მძიმედ არის ავად – დაუდგინდა ტერფის ძვლის სიმსივნე და კიდევ სხვა რამდენიმე ვერაგი დაავადება, მაგრამ მაინც ახერხებს გაუმკლავდეს ამ ტკივილს.

 

ლუკას ამ ეტაპზე მინიმუმ 10 ათასი დოლარი სჭირდება, ავსტრიაში რომ გაემგზავროს, რათა კვალიფიციურმა ექიმებმა დაგეგმონ, როგორ უნდა გაგრძელდეს ბიჭის მკურნალობა.

 

ლუკას დედა ამბობს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობა ბეწვზე ჰკიდია, მაგრამ, როგორც მას ეუბნებიან, პროცესი ჯერჯერობით შექცევადია. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ბიჭი კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდება.

 

ლუკას დედამ – ინგა ცენტერაძემ იცის, რომ მისი შვილის მსგავსად დახმარება ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის ბავშვებსაც სჭირდებათ, მაგრამ ამის მიუხედავად, იმედი აქვს, რომ საზოგადოება მაინც ვერ დარჩება გულგრილი და  შეძლებს მონაწილეობის მიღებას მისი შვილის გადარჩენაში. ინგა განსაკუთრებული თხოვნით  შეძლებულ ადამიანებს, ბიზნესმენებს მიმართავს.

 

„ლუკას შესახებ ინფორმაცია უამრავმა ადამიანმა გაიგო, მაგრამ საზოგადოების მხრიდან ყურადღება, ძირითადად შეჭირვებული ადამიანებით შემოიფარგლება. ვისაც ლუკას გადარჩენა ხელგეწიფებათ, თხოვნით მოგმართავთ – მიიღეთ ჩემი ბიჭის გადარჩენაში მონაწილეობა. მჯერა, რომ თქვენ ამას შეძლებთ“, – ამბობს ინგა.

 

ლუკას მხარდასაჭერად 15 ნოემბერს 19:00 საათზე, ბათუმში, ბენზეს დასახლებაში არსებულ მუსიკალურ ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი შემსრულებლები:

 

ნინო ქათამაძე, სოფო ხალვაში, აჩიკო გოგიტიძე, აჩიკო ბერიძე, ბაჩუკი ნაკაშიძე, ირაკლი კახიძე, ლაშა ღლონტი, ძმები ბერიძეები, ანსამბლი „ბათუმი“, ანსამბლი „ხორუმი“, მერიის მოცეკვავეთა ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი, მერიის მომღერალთა ანსამბლი, კვარტეტი ნოტა.

 

ლუკას მხრადამჭერის მსურველებმა ჯეოსელიდან, მაგთიდან და ბილიანიდან დარეკეთ ნომერზე 0901700154. ზარის ღირებულება 1 ლარი.

 

მას, ვისაც უფრო მეტი თანხით შეუძლია ლუკას მხარდაჭერა, თანხა უნდა გადარიცხოს შემდეგ ანგარიშის ნომერზე (ანგარიში ლარებში):

 

 

თიბისი ბანკი. საბანკო კოდი – TBCBGE22

მიმღების დასახელება – ინგა ცენტერაძე

ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB7406345165100013

ინგა ცენტერაძის ტელეფონის ნომერი 55737 34 35.

 

 

სპორტული ბაზა მრავალწლოვანი ევკალიპტების ნაცვლად

 

მისივე განმარტებით ხეების შესაძლო გაჩეხვის შესახებ ინფორმაცია მას მოსახლეობამ მიაწოდა: „ამაზე ქალაქის მერსაც ვუთხარი და მიპასუხა, რომ შეეცდებიან გადაარჩინონ ხეები. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ხეების გადარჩენა კი არ უნდა გვჭირდებოდეს, ამის გათვალისწინება უნდა მომხდარიყო სპორტული ბაზის დაპროექტებისას“ – ამბობს დავით ბერიძე.

 

როგორ აპირებს მერი ხეების გადარჩენას, მაშინ როცა ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობა უკვე დაწყებულია და როგორც დავით ბერიძე განმარტავს, პროექტი ევკალიპტების ხეივნის ადგილზე სპორტული ბაზის პარკირების მოწყობას ითვალისწინებს, ამაზე პასუხის მიღება დღეს მერიიდან ვერ შევძელით. 


შავი ზღვის ეკოლოგია და თევზის მეურნეობა საქართველოში

საზღვაო თევზჭერის მოკლე ისტორიული მიმოხილვა


მაია შავლაყაძე

ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე და გეორაფი სტრაბონი აღნიშნავდნენ,        რომ კოლხთა მთავარ საქმიანობას თევზჭერა წარმოადგენდა. არგონავტებს ოქროსთან ერთად ხე-ტყე, თაფლი, თევზიც გაჰქონდათ.  გემოთი და ცხიმოვნებით გამორჩეული ზუთხი ხმელთაშუა ზღვაში არ მოიპოვებოდა.

ისტორიული დოკუმენტები მიუთითებენ, რომ მე-19 საუკუნის საქართველოში საზღვაო თევზჭერის საშუალო წლიური მოცულობა 5700 ტ შეადგენდა.

საქართველოს თევზის მეურნეობის განვითარება 1930წ სააქციო საზოგადოება `საქთევზის~ დაარსებით დაიწყო და ბათუმში, ფოთში, სოხუმსა და გაგრაში თევზის გადამამუშავებელი ქარხნები აშენდა, შეიქმნა გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, ხოლო 1960წ ფოთში საოკეანო თევზჭერის დეპარტამენტიც დაარსდა.

1930-1950წწ საზღვაო თევზჭერის საშუალო წლიური ჭერილი 2300-7600 ტ შორის მერყეობდა. Nნადავლის შემადგენლობას ქაფშია, სტავრიდა და ორაგული, კეფალების, ქაშაყებისა და ზუთხების რამოდენიმე სახეობა ქმნიდა.

70-იანი წლებიდან თევზმჭერი ტექნიკა და მეთოდები სრულიად შეიცვალა. შედეგად, ჭერილი 36 ათას ტონამდე გაიზარდა.

ჭერილის ყველაზე დიდი ოდენობა –  212 ათასი ტონა – 1980 წ დაფიქსირდა. ამ დროისათვის თევზჭერის სტატისტიკაში შავი ზღვის ქაფშიას დომინანტური პოზიცია  ეკავა და სრული ჭერილის 40% შეადგენდა.  

ქაფშია ყველაზე მასიური და ეკოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობა იყო და არის შავ ზღვაში. მისი   ქარავნის ჩამოყალიბება ხდება, ძირითადად, გამოზამთრების არეალში თურქეთის ანატოლიისა და საქართველოს სანაპიროსთან, რასაც ემყარება რეწვა.   

საქართველოს სანაპიროზე 80-იან წლებში, ყველაზე ინტენსიური რეწვის პერიოდში ქაფშიის წილი  ზღვის  მთლიანი ჭერილის 90%, რაც თავის მხრივ შავი ზღვის აუზში ქაფშიის მთლიანი ჭერილის დაახლოებით 40% შეადგენდა: საშუალო მარაგი 400 ათასი ტონა და საშუალო ჭერილი 80 ათასი ტონა დაფიქსირდა. მარაგის მაქსიმალური ოდენობა 550 ათას ტონა და ჭერის მაქსიმალური მაჩვენებელი 175 ათასი ტონა 1988 წ აღინიშნა. ჭარბჭერის მიზეზი საქართველოს სანაპიროზე პოლიტიკურ წიაღსვლებს უკავშირდება. საზღვაო კონვენციის რატიფიკაციით საბჭოთა მთავრობა აიძულეს გაეწვია თევზმჭერი ფლოტი უცხო ქვეყნების სანაპიროებიდან და საქართველოს ვიწრო და მოკლე შელფში 220 ერთეულ სეინერს ოპერირების უფლება დართეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგივე პერიოდში თურქეთის თევზმჭერმა ფლოტმა ქაფშიის მაქსიმალური ოდენობა ამოიღო. შედეგად, 1990/91 წლების სეზონზე მდგრადი მოზამთრე ქარავანი ვერ შეიქმნა.

 ჭარბჭერას ორივე ქვეყნის სანაპიროზე კიდევ ერთი ანთროპოგენული პრესის შედეგი დაერთო. საერთაშორისო ნორმებით არარეგულირებადმა ოპერირებამ შავ ზღვაში უხერხემლო მტაცებლის – სავარცხლურას შემოსახლება და მასიური გამრავლება გამოიწვია. შექმნილი დრამატული სიტუაცია გახდა მიზეზი 90-იან წლებში მთლიანად შავ ზღვაზე, მათ შორის საქართველოს სანაპიროზე ქაფშიის მარაგის, და შესაბამისად, ჭერილის მკვეთრი შემცირების.

დამოუკიდებელ საქართველოს ქაფშიის 270 ათასი ტ ყოველწლიური საშუალო მარაგი და 2-7 ათასი ტონა – ყოველწლიური ნადავლი ერგო. ამორტიზირებული თევზმჭერი ფლოტი 36 ერთეული საშუალო სიმძლავრის სეინერისგან შედგებოდა. ამ მონაცემებში არ ფიგურირებს აფხაზეთის სანაპიროზე კონცენტრირებული ქარავნის ოდენობა, ჭერილი და ჭერის საშუალება. შეწყდა საოკეანო ჭერა. პრობლემებს ქმნიდა გასაღების ბაზრის უქონლობა, საწვავ-საპოხის სიძვირე, სათადარიგო ნაწილების არარსებობა და სხვა.

1997 წლიდან  ქაფშიის ჭერის მოცულობა გაიზარდა უკრაინული და თურქული სეინერების შემოსვლით. მხოლოდ უკრაინის მხარესთან გაფორმდა ხელშეკრულება თევზჭერის თაობაზე. უკანონო, აღურიცხავი თევზჭერით ქვეყნის ბიუჯეტში მიზერული თანხები შედიოდა. ქართული ფლოტის წვლილი კი უმნიშვნელო იყო, რასაც ეკონომიკური პირობები იწვევდა. რეწვას ეწეოდა სულ 71 ერთეული სეინერი.  

90-იანი წლების დასასრულისათვის თურქეთის ტერიტორიულ წყლებში სეინერების რაოდენობა 250-დან 350 ერთეულამდე, ხოლო ჭერილი 250 ათას ტონიდან 300 ათას ტონამდე გაიზარდა, რითაც კიდევ ერთხელ ჩავარდა საფრთხეში ქაფშიის მარაგი შავ ზღვაზე.

საქართველოს სანაპიროზე არარეგულირებადი ჭერისა და დაბინძურების შედეგად შემცირდა ჭერილში სარეწაო მნიშვნელობის სახეობათა რაოდენობა რამოდენიმე ათეულიდან 4 ერთეულამდე. 

სამეცნიერო კვლევები

საზღვაო ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ზღვის შელფის ათვისების საქმეში სახელმწიფოს ინტერესების დაცვის საფუძველს ქმნის კვლევები, ანუ სათევზმეურნეო-ეკოლოგიური მეცნიერების, როგორც გამოყენებითი დარგის ფუნქციონირება. მეცნიერების აღნიშნულ დარგს ემსახურებოდა ბათუმში განთავსებული ყოფილი სსიპ ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ინსტიტუტს გავლილი ჰქონდა რუსული და ევროპული აკადემიური სკოლა, ფლობდა შესაბამის უნარ-ჩვევებს, საკუთრებაში მქონე სეინერი უზრუნველჰყოფდა კვლევების ჩატარებას. მაღალკვალიფიციური კადრები მცირე ოდენობით კვლავ შენარჩუნებულია ინსტიტუტის სამართალმემკვიდრე უწყებაში, დიდ თანხებსა და დროზე დამოკიდებული ახალი კადრების ჩამოყალიბება არ ხდება.

1932 წელს დაარსებული ინსტიტუტი შიდა სახმელეთო წყალსატევებისა და შავი ზღვისპირეთის ქვეყნებთან ერთად აუზის კომპლექსურ (წყლის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობის დადგენას, ბაქტერიოლოგიურ, ფიტო და ზოოპლანქტონურ, ზოობენთოსურ, იქთიოლოგიურ), ანუ თევზის საარსებო გარემოს შესწავლას და თევზის, როგორც ბიორესურსის რაციონალური ექსპლუატაციის საფუძველს ქმნიდა. კვლევები მკაცრად საერთაშორისოდ უნიფიცირებული მეთოდების გამოყენებით ხორციელდებოდა.

1996 წლიდან ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვის რეგიონალური ცენტრი. ინსტიტუტი აწარმოებდა შედეგების ურთიერთგაცვლას, მონაწილეობდა გაეროსა (FAO), ევროკავშირის გარდა, შავი ზღვის ეკოლოგიური პროგრამის (BSEP), NATO-ASI, UNESKO, UNDP  და სხვა ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ საერთაშორისო პროექტებსა და კონფერენციებში, ხდებოდა შესაბამისი პუბლიკაცია. ქვეყნის ეკონომიკური დეგრადაციის შეაბამისად ინსტიტუტმა დაკარგა მცურავი საშუალება, თუმცაღა, განაგრძობდა არსებობას საერთაშორისო დახმარების საფუძველზე.

 სარეწაო მნიშვნელობის თევზის ჭერის პროგნოზირება ხდებოდა თევზის საარსებო გარემოს შესწავლის, მათ შორის თევზის მრავალფეროვნების განსაზღვრის, და მარაგის დადგენის საფუძველზე. კვლევის ანგარიში ყოველწლიურად წარედგინებოდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რის საფუძველზეც მიმდინარეობდა ქაფშიის ადგილობრივი თუ საერთაშორისო მნიშვნელობის რეწვა.

1997-2004 წწ ქაფშიის ბიომასის შეფასება თევზჭერის სეზონზე ხდებოდა საქართველო-უკრაინის ერთობლივი კვლევის შედეგად. გამოიყენებოდა ჰიდროაკუსტიკური დანადგარი მარაგის პირდაპირი შეფასებისათვის, რომელსაც უზრუნველყოფდა უკრაინული მხარე, ქართველი ექსპერტები კი მატემატიკური მოდელირებით (ბიომეტრიის-ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების გამოყენებით) ეკოლოგიური სიტუაციის განსაზღვრის ფონზე  ახდენდნენ რეტროსპექტრულ გაანგარიშებებს.

სამეცნიერო სახე ინსტიტუტს დაუკარგა ყოფილმა მთავრობამ. ამ სტრიქონების ავტორს სამსახურიდან დათხოვნის ძირითადი მიზეზი პრეზიდენტისა და მინისტრებისადმი გაგზავნილი საპროტესტო წერილები გახდა, სადაც ევროპისაკენ მიმავალ ქვეყანაში ევროპული სტილის ინსტიტუტის დაშლას აპროტესტებდა. სამინისტრომ „კონკურსის“ შედეგების საფუძველზე არასასურველი პირები დაითხოვა სამსახურიდან, თაობათა ჩანაცვლების მაგივრად მათი დაპირისპირება მოახდინა, ხოლო ინსტიტუტი სამმართველოდ აქცია. ცხადია, კვლევის მეთოდებისა და უნარ-ჩვევების  არ ფლობის,  საკვლევი სეინერის არ ქონის პირობებში შედგენილი თევზჭერის პროგნოზი ქვეყნისთვის საზიანოა, უცხოეთისთვის სასაცილო.

კვლევის სირთულესთან დაკავშირებით სამინისტროს წარმომადგენლები იძულებული გახდნენ მარაგის შესწავლის სპეციალისტები ინდმეწარმის სტატუსით დაესაქმებინათ სამმართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს თევზის მომპოვებელ ლიცენზიანტთა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერითა და მცურავი საშუალების უზრუნველყოფით. სათევზმეურნეო-ეკოლოგიური კვლევების მსგავსი დაფინანსება ბევრ ქვეყანაში ხდება. პროექტი 10 წლის (გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება #108, 2,X, 2006) ხანგრძლიობით უნდა ჩატარებულიყო, კვლევები მხოლოდ 4 წელი მიმდინარეობდა სამინისტროს სამსახურებთან დაუმთავრებელ წინააღმდეგობაში, უკანასკნელ სეზონებზე კი თევზჭერის პროგნოზს სამინისტრო უპრობლემოდ ღებულობდა გაურკვეველი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციიდან. დიახ, თაობების მიერ რუდუნებით, უცხო ქვეყნების დახმარებით შექმნილი სათევზმეურნეო-ეკოლოგიური მეცნიერება განვითარების ნაცვლად ძირშივე იქნა ლიკვიდირებული და იგნორირებული.  

უხეში რეორგანიზაციის შედეგად დაკარგულია ინსტიტუტის თევზის ნედლეულის გადამუშავებისა და პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური ნაწილი, შიდა წყალსატევების დათევზიანების, მათ შორის იქთიოპათოლოგიური მართვის ფუნქცია.

გასაგებია, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიზნებში არ შედის მეცნიერების განვითარება და ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეროგატივაა. მთავრობას ჭირდება შესაბამისი მომსახურება, რაც მხოლოდ მეცნიერებას და არა უწყებრივ  სამსახურს ხელეწიფება. განსაკუთრებული სიმწვავით დგება საკითხი, როცა  საქმე ეხება საერთაშორისო მნიშვნელობის რესურსს.  ახლო მომავალში შედგება და საქართველოც შეუერთდება შავი ზღვის თევზჭერისა და ცოცხალი რესურსების დაცვის კონვენციას, რომლის საფუძველს ქვეყანას სათევზმეურნეო-ეკოლოგიური მეცნიერების  მონაცემები უქმნის. სამწუხაროდ, მეცნიერების ამ დარგით დაინტერესება არც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, არც ბათუმის ან თბილისის უნივერსიტეტს  გამოუჩენია. 

 

თევზჭერის იურიდიული და ეკონომიკური ასპექტები, მენეჯმენტი

თევზის მარაგის მდგომარეობაზე ზეგავლენას ახდენს სათევზმეურნეო-ეკოლოგიური პოლიტიკის არქონა არც საქართველოს და არც მთლიანად შავი ზღვის მასშტაბით. სხვა რეგიონებთან შედარებით შავ ზღვაზე ბუნებათსარგებლობა ველური გზით მიმდინარეობს, რაც შეთანხმებულ პოლიტიკურ უთანხმოებას უკავშირდება, ძირითადად კი თურქეთის ევროკავშირში არგაწევრიანებას.

ცნობილია, რომ სათევზმეურნეო-ეკოლოგიური პოლიტიკა საზღვაო ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკის ნაწილს შეადგენს. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს თევზის მეურნეობის ეროვნული პოლიტიკა, რომელიც საზღვაო და შიდა წყალსატევების მეურნეობის საქმიანობას დაარეგულირებდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებობდა თევზის მეურნეობის დეპარტამენტი, რომლის ფუნქცია იყო თევზჭერის სტატისტიკური მონაცემების  შეგროვება და ანალიზი. აღნიშნული დეპარტამენტით 2004 წლიდან FAO ახორციელებდა საქართველოს დახმარებას თევზის მეურნეობის სექტორის აღორძინების მხარდამჭერი პროექტით. შეიქმნა „საქართველოში თევზის მეურნეობის სექტორის განვითარების გენერალური გეგმა 2005-2020 წლებისათვის„. პროექტი გაურკვეველი მიზეზით შეწყდა.

საქართველომ მოახდინა რამოდენიმე საერთაშორისო კონვენციის რატიფიკაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს საზღვაო კონვენცია, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობის ქვაკუთხედაად მიიჩნევა; ბუქარესტის კონვენცია შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის შესახებ, რომლის მიღება საბჭოთა კავშირის დაშლამდე ვერ მოხერხდა; რიო-დე-ჟანეიროს  კონვენცია   ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ, რომელსაც მსოფლიოს გარემოსდაცვით პოლიტიკაში დიდი ცვლილებები მოჰყვა და სხვა; შეუერთდა ახალი ტიპის პოლიტიკური დოკუმენტის „დღის წესრიგი 21“ შესაბამისად შექმნილ ოდესის დეკლარაციას. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ზღვის დაცვის დეტალურ ზომებს.

საქართველოს კონსტიტუციის გარდა მიღებულია რამოდენიმე საკანონმდებლო და ადმინისტრაციული აქტი: კანონი გარემოს დაცვის შესახებ,  ცხოველთა სამყაროს შესახებ, კონტინენტური შელფის, დაცული ტერიტორიების შესახებ, წყლის შესახებ, გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ; საზღვაო კოდექსი, საგადასახადო კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი, კანონი სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ და სხვა.

1993 წელს  ჩამოყალიბდა შავი ზღვის გარემოსდაცვითი პროგრამა (BSEP). მისი ამოცანა იყო ინსტიტუტების, სპეციალისტების და დაინტერესებულ პირთა ძლიერი საერთაშორისო ქსელის შექმნა. პროგრამას ხელმძღვანელობდა კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში  შედიოდნენ ყველა ქვეყნის მთავრობის, სპონსორი და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში შემუშავდა ზღვის რეაბილიტაციისა და სტრატეგიული სამოქმედო გეგმა (ხელმოწერის დღე 1996 წლის 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის დღედ გამოცხადდა). შესაბამისი გეგმა შემუშავდა საქართველოშიც. ფინანსური და დიპლომატიური საკითხების ხანგრძლივი განხილვების გამო ამ უკანასკნელის  ამუშავება შეუძლებელი გახდა. უნდა ჩამოყალიბებულიყო სტამბულის კომისიის სამდივნო, რომელსაც უნდა ეტვირთა გეგმის განხორციელების კონტროლი. სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს შემდეგი მიმართულებების განვითარებას:

1.            დაბინძურების შემცირება,

2.            ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და აღდგენა,

3.            მდგრადი განვითარება.

საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის ამოქმედების საქმეში წინსვლის მოუხედავად, გარდატეხა წყლის რესურსების და გარემოს დაცვის საქმეში რეალურად არ მომხდარა.

დაბინძურების შემცირების წინაპირობად დაბინძურების მონიტორინგი და შეფასება მიიჩნევა, რომელიც ნაოსნობის გარემოსდაცვით საკითხებთან ერთად დაბინძურების სხვადასხვა ტიპის წყაროების შესწავლას მოითხოვს.

ზღვის დეგრადაციის გამომწვევი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია მუნიციპალური, სამრეწველო, სოფლის მეურნეობის წყაროებიდან აზოტისა და ფოსფორის ნაერთების ჭარბი რაოდენობით მოხვედრა. არ ხდება ხმელეთზე განლაგებული დაბინძურების აღნიშნული წყაროების აღრიცხვა.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს სახელმწიფო თუ კერძო პროექტის  განხორციელების  შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და გარემოს დაცვითი ნებართვის არსებობას. აღნიშნული კანონები იგნორირებულია საქართველოს სანაპიროზე განთავსებული ნავთობისა და გაზის ტერმინალების ფუნქციონირებისას. 2000 წელს მოეწყო ბაქო-სუფსის მილსადენის, სუფსის ტერმინალის და საზღვაო ჩასატვირთი მოწყობილობის პროექტის საჯარო განხილვა, ბიბლიოთეკებს მიეწოდა პროექტის დოკუმენტები. ცნობილია, რომ რომ ნავთობის შემთხვევათა დაღვრის მნიშვნელოვანი წილი ტანკერებში ნავთობის გადაქაჩვის დასრულებისას ხდება. ამდენად, ტივტივას  ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ შესაძლო ზეგავლენაზე დაკვირვებისათვის უნდა დადგმულიყო ბენთოსური სადგურები, რომელთა  მეშვეობითაც მოხდებოდა სინჯების აღება ისეთი პარამეტრების ანალიზისათვის, როგორიცაა სრული ნახშირწყალბადური შემადგენლობა, სრული ორგანული ნახშირწყლები და ზღვის ფსკერის დასახლების შემადგენლობა. აღნიშნულ ბენთოსურ სადგურებზე დაკვირვება არ მომხდარა. ტერმინალის სამოქმედო არეალი დაახლოებით 32.72 კმ2 შეადგენს, ნაცვლად პროექტით გათვალიწინებული 500მ რადიუსის მქონე აქვატორიისა, რაც თევზჭერის არეალის შემცირებას და მეთევზეთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. არეალის შეკვეცითა და რესურსისადმი მიყენებული ზარალის შესაბამისად BP-ს მიერ უნდა ხდებოდეს თევზის საზღვაო მეურნეობისადმი ყოველწლიურად მიყენებული ზარალის კომპენსაცია.

მუნიციპალური წყლების გასაწმენდად ბათუმისა და ფოთის პორტებს მსოფლიო ბანკმა 18 მლნ $ გამოუყო, თუმცა, ნაგებობები არც შერემონტებულა. წინგადადგმულ ნაბიჯად ამ საქმეში ადლიის გამწმენდი ნაგებობის შექმნა ითვლება.

დაბინძურება საზღვაო წყაროებიდან

საქართველოს არც ერთი პორტის აღჭურვილობა არ აკმაყოფილებს საერთაშორისო  საზღვაო ორგანიზაციების მოთხოვნებს. ფოთის პორტში გემებიდან მყარი და თხევადი ნარჩენების  განთავსების სისტემა ვერ პასუხობს გარემოსდაცვით მოთხოვნებს. ბათუმის პორტს არ გააჩნია ბალასტური და ნარეცხი  ნავთობშემცველი წყლების მიმღები და გამწმენდი ნაგებობა. რისკის ფაქტორს შეიცავს ნავთობისა და გაზის ტერმინალების გვერდიგვერდ არსებობა. ტექნიკური უსაფრთხოების გაძლიერებისათვის  უპრიანია უნაპირო ნავმისადგომთან გადასაქაჩი მილსადენის მოდერნიზაცია ტივტივას გამოყენებით, 30-100 000 ტონა ტევადობის ტანკერისათვის შტორმის პირობებში ღუზის ირგვლივ მოძრაობისათვის აქვატორიით უზრუნველყოფა.

არც სუფსის პორტში ხდება გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. სეგრეგირებული ტანკერების გამოყენების შემთხვევაშიც კი გადაუჭრელი ხდება ბალასტური და ჩაკირული წყლების ჩაბარების პრობლემა.

ქალაქების-ბათუმის, ფოთის, სავარაუდოდ, სოხუმის ნარჩენების განთავსება უშუალოდ საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელებზე ხდება. საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად აქ მოიპოვება სამედიცინო, ინდუსტრიული და სხვა სახის ტოქსიკური ნარჩენები. საქალაქო ნაგავსაყრელების მდინარისა და ზღვის პირას უშუალო სიახლოვე  ტოქსიკურ ნივთიერებათა ზღვიდან ქალაქის პლაჟებზე მოხვედრას უზრუნველჰყოფს.

ზღვის ეკოსისტემებში განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს ნავთობი და ნავთობპროდუქტები. ამ პოლუტანტებით დაბინძურება დღითიდღე მატულობს, მათ შორის მნიშვნელოვანი წილი გემებიდან შემთხვევით გაჟონილ ფაქტებსა და ტერმინალებზე მოდის. რაც შეეხება სხვა ტოქსიკური ნივთიერებებით, როგორიცაა პესტიციდები, მძიმე მეტალები, არ წარმოადგენენ ძლიერ პრობლემას. ეკონომიური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად მნიშვნელოვნად იკლო ამ ნივთიერებათა გამოყენების დონემ. ექსპერტთა აზრით, რადიოაქტიური ნივთიერებების დონე შავ ზღვაში ორჯერ მეტია მეზობელ  ხმელთაშუა ზღვასთან შედარებით, ამასთან, დნეპრის წყალსაცავში დიდი რაოდენობით დალექილი რადიოაქტიური ნივთიერებები მიწისძვრის დროს დიდი საფრთხის შემცველია.

სანაპირო ეკოსისტემას გამუდმებით ემუქრება ნავთობისაგან დაბინძურების საფრთხე. დაბინძურების დონე მაღალია სანაპიროსთან და მდინარეთა შესართავთან, დაბალია ღია ზღვაში. ზოგადად, დაღვრა ავარიული და საოპერაციო ჩაშვების შედეგად- ჩამტვირთავი მილსადენის გემიდან მოშორებისას ხდება.

სუფსის ტერმინალის სამოქმედო არეალში ტანკერული ოპერაციების დროს ხმაურის სტრესულ ეფექტს განიცდის ყოველწლიურად გამოსაზამთრებლად სუფსის კანიონში ჩაწოლილი, საშუალოდ, 100 ათასი ტონა ქაფშია. არაფერს ვამბობთ მოსალოდნელ ინვაზიაზე, მდინარის მიერ შემოტანილი დაბინძურებული წყლების ზემოქმედებაზე თევზთა სამიგრაციო გზებზე, გამოსაზამთრებელ თუ სატოფო სუბსტრატზე. კავიტაციისა და გამაცივებელი სისტემების მუშაობის შედეგად ნორმალურ (არაავარიულ) პროცესში მექანიკურ ზემოქმედებას განიცდის პლანქტონური ორგანიზმები. აკუსტიკური ზემოქმედება დაბინძურების ძლიერ  სახეს განეკუთვნება. წყლის გარემოში ბგერა დაახლოებით ხუთჯერ სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჰაერში, შესაბამისად, 1500 მ/წმ და 330მ/წმ სიჩქარით, გარდა ამისა, ჰაერისგან განსხვავებით წყალი ბგერითი ტალღების ენერგიას სუსტად შთანთქავს. ამდენად, წყლის გარემოში ბგერა დიდი მანძილზე ვრცელდება. 

ბათუმის ნავთობის ტერმინალის მესვეურთ მოეთხოვებათ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება-ატმოსფეროში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში, ნიადაგში მავნე ნივთიერებათა ემისიის შემცირება, ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული მიწებიდან გამონაჟონის შეკრება და უტილიზაცია.

მნიშვნელოვანია ზღვაში ნახმარი ძრავის ზეთის მოხვედრა. მანქანის ძრავის მხოლოდ 1 ბოთლი ზეთი საკმარისია 56 ტ ზღვის წყლის დასაბინძურებლად. ამ სახის დაბინძურების აღკვეთა ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა.

ნავთობით დაბინძურება შეიძლება უმნიშვნელოდ ჩაითვალოს, სანამ არ იქნება გამოვლენილი მისი  ზემოქმედების შედეგები პოპულაციების დონეზე. ეს პროცესი ხანგრძლივ დაკვირვებას-მონიტორინგს მოითხოვს.

აღნიშნული სამოქმედო გეგმით 2000 წლისათვის უნდა დასრულებულიყო გემებიდან ნაგვის, ნავთობპროდუქტების ნარჩენების, ქიმიური ნივთიერებების მიმღები საშუალებების დამონტაჟება. ინფორმაცია ზღვის გარემოს მდგომარეობის შესახებ პერიოდულად უნდა გაცვლილიყო.                     

არ არსებობს აკრედიტებული წყლის ხარისხის მონიტორინგის ლაბორატორია, სადაც მიიღწევა სასმელი, საბანაო, პორტების თუ აქვაკულტურის  წყლის სტანდარტის ჰარმონიზება. საინფორმაციო ცენტრი უნდა იძლეოდეს კანალიზაციისგან დაბინძურების ინგრედიენტის -ბაქტერიების სახეობრივ და რაოდენობრივი მაჩვენებლების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან ფარდობის თვალსაჩინოებას.

საშურია ეკოლოგიური მონიტორინგი თითოეული -ბათუმის, სუფსის, ყულევის ტერმინალის საქმიანობაზე, შედარებების მოხდენა დღევანდელ თუ გადაზიდვის სრული ამოქმედების შემდეგ არსებულ სიტუაციაზე წყლის დაბინძურების ხარისხის, ბაქტერიოლოგიური, ფიტო და ზოოპლანქტონურ, ზოობენთოსურ, იქთიოლოგიური სინჯების დამუშავებით.

ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ცხოველების, მცენარეებისას, მიკროორგანიზმების სახეობების და ეკოსისტემების „უთვალავი ფერით“კვლავ არსებობას გულისხმობს. გასული  საუკუნის განმავლობაში გარემოს განადგურებამ  გამოიწვია ბიომრავალფეროვნების ყველაზე სასტიკი შემცირება პლანეტის მთელი ისტორიის მანძილზე.

ცნობილია, რომ შავი ზღვა საკმაოდ პროდუქტიულია, ამავე დროს, ნაკლებად მრავალფეროვანია, ვიდრე მეზობელი ხმელთაშუა ზღვა. მრავალი მეცნიერი სწავლობდა შავი ზღვის ცოცხალ სამყაროს, რის შედეგადაც სევასტოპოლში, კონსტანცაში, ვარნაში, ოდესაში, ქერჩსა და სტამბულში ჩამოყალიბდა ბიოლოგიური სადგურები. მოგვიანებით მათ რიცხვს ბათუმის ბიოლოგიური სადგური შეუერთდა, რომელიც, სამწუხაროდ, 80-წლიანი არსებობის შემდეგ სათევზმეურნეო-ეკოლოგიურ მეცნიერებას გამოაკლდა.

თევზთა ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლები სიმრავლის გამო რეწვის ობიექტები ხდებიან. ამდენად, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება სარეწაო მნიშვნელობის თევზების მარაგების დაცვასაც გულისხმობს. თევზის მარაგის შემცირებას რეწვის შემცირება, შესაბამისად, თევზის მეურნეობის დეგრადაცია მოჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად გამოსწორდა ეკოსისტემის  მდგომარეობა სავარცხლურას რაოდენობრივი შემცირების ხარჯზე, თევზის მარაგი და თევზის მეურნეობა საგრძნობლად შერყეულია. თევზის მეურნეობის მართვა მხოლოდ თევზის რეწვის რეგულირებით არ უნდა შემოიფარგლოს, ყურადღება უნდა გამახვილდეს მარაგის აღდგენისაკენ მიმართულ უფრო ფართო ეკოლოგიურ მოთხოვნებზე, რამდენადაც მუნიციპალური, სამეურნეო, სამრეწველო,

მდინარის თუ ჰაერით დაბინძურებული წყალი საბოლოოდ ზღვაში ჩაედინება. ჩვენს ქვეყანაში  თევზჭერის რეგულირება შეუძლებელი გახდა, ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა ხომ ფუფუნების საგანს წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნის სტატუსის მქონე საქართველოსთვის.

თევზის საზღვაო მეურნეობის ჩავარდნის მიზეზი სამთავრობო სტრუქტურებში უნდა ვეძებოთ. პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ წყალში მყოფ თევზის დაცვა  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეროგატივაა, ხოლო წყლიდან ამოღებული თევზი, როგორც პროდუქტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზრუნვის საგანია. ორი ძიძის ხელში რესურსი ადვილად იკარგება.

ეკოსისტემის ნატიფ სტრუქტურაზე ზეგავლენას ახდენს გემებიდან დაღვრილ ბალასტურ წყლებს შემოყოლილი მიგრანტი სახეობები (მაგ. სავარცხლურა), რომლებიც უზომოდ მრავლდებიან და ხდებიან ადაპტირებულნი ბუნებრივი მტაცებლების არდახვედრის გამო. გასული საუკუნის 40-იან წლებში იაპონიის სანაპიროებიდან შემოტანილ იქნა მოლუსკი რაპანა, რომელმაც გაანადგურა შავი ზღვის ხამანწკების ბიოცენოზი, განსაკუთრებით აფხაზეთის სანაპიროსთან. ეკოსისტემაზე ზეგავლენას ახდენს, ასევე, ეგზოტიკური სახეობების მოშენება მაგ. კეფალის სახეობა პილენგასი, რომელიც მოაშენეს აზოვის ზღვაში, გავრცელდა შავ ზღვაში და შეავიწროვა კეფალების ადგილობრივი სახეობები.

თევზი ეკოსისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მისი გამრავლებისათვის აუცილებელია დაუბინძურებელი და დაცული ეკოსისტემა, ხოლო ეკოსისტემის არსებობისთვის თევზის რეწვის შესაბამისი მართვა. სწორედ ეკოსისტემის რღვევის გამომწვევი ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორი ჭარბჭერაა. ზღვის მთლიანი თევზჭერის რეგულირება ითვალისწინებს ზღვის ეკოსისტემის რეაბილიტაციისა და მდგრადი თევზის მეურნეობის მართვის პოლიტიკის გაფართოებას, ხოლო თევზჭერის დონე უნდა შეესაბამებოდეს თევზის მარაგის მდგომარეობას. ამ მიმართულებით არსებობს 1961 წლის ვარნის  კონვენცია თევზის მეურნეობის შესახებ, თუმცა ის არაეფექტური აღმოჩნდა თურქეთის მონაწილეობის გარეშე. ამ უკანასკნელს ზღვის აქვატორიის ნახევარი უჭირავს და თევზჭერის მაჩვენებლით პირველია ზღვისპირეთის ქვეყნებს შორის.

ბიოლოგიურ მრავალფეროვნებასთან ერთად დაცვას საჭიროებს ცოცხალ ორგანიზმთა საცხოვრებელი გარემო, რომელიც ბუნებრივია, უნდა ხდებოდეს ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე. ბუქარესტის კონვენცია ერთადერთი კანონია, რომლის კონკრეტულ მიზანს  შავი ზღვის დაცვა წარმოადგენს და ისიც მხოლოდ დაბინძურებაზე აკეთებს აქცენტს, კანონის დამატებითი ნაწილი ბიოლოგიური და ლანდშაფტის მრავალფეროვნების დაცვას ითვალისწინებს. ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვისათვის მიღებულ იქნა საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების შესახებ.

ბიომრავალფეროვნების, გარემოს და ლანდშაფტების დაცვა  დიდადაა დამოკიდებული ადამიანის მიერ სანაპირო ზონის გამოყენებაზე. სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის განხორციელება რთული პროცესია. იშვიათად თუ იქნება შესაძლებელი სანაპირო ტერიტორიაზე ყველა დაინტერესებული პირის მოითხოვნის დაკმაყოფილება, გამოსავალი კომპრომისის ძიებაშია და ხშირად ხორციელდება მთავრობების, საერთაშორისო დონორების, საზოგადოების მხარდაჭერით. მაგალითად, ყულევის ტერმინალის აშენებით დაირღვა რამსარის კონვენცია, საოცნებო აბრეშუმის გზის აღდგენისკენ მიმართულიAანაკლიის პორტის აშენება შეუთავსებელია ტურისტული დასასვენებელი ადგილის  განვითარებასთან, კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირებასთან.

სანაპირო ზოლისათვის დიდი პრობლემას წარმოადგენს ეროზია და მიწის დეგრადაცია. მდინარეებს ჩამოაქვთ ქვიშა და კენჭები, ანუ ინერტული მასალა და კვებავენ პლაჟებს. ჭოროხზე კაშხლების კასკადის მშენებლობა ხელს უშლის ამ პროცესს და დროთა განმავლობაში შეუქცევად მოვლენასთან გვექნება საქმე. ამას ემატება ჭოროხის შესართავის მეანდრირებული ნაწილებიდან ინერტული მასალის მოპოვება სამშენებლო მიზნისათვის. ცნობილია, რომ მშენებლობისთვის მთის კარიერები გამოიყენება. სათევზმეურნეო  კანონმდებლობის არქონით შეუძლებელი ხდება გარემოსადმი მიყენებული ზარალის კომპენსაცია, რომელიც მიადგა ქვეყანას კაშხლების კასკადის აგებით, სატოფო გზების დაბლოკვით. როგორც ცნობილია, მდინარე ენგურსა და რიონზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისათვის აშენდა აფხაზეთში შავწყალას საკალმახე თევზსაშენი და ვარციხის ზუთხის თევზსაშენი. ჭოროხი ე.წ. საორაგულე მდინარეს წარმოადგენს. ანადრომული ტიპის ეს სახეობა გამრავლებისათვის ზღვიდან შემოდის, გასასვლელების შექმნის პირობებშიც კი ვერ მოახდენს რამოდენიმე კაშხლის გავლას. უკანასკნელ პერიოდამდე ჭოროხში კატადრომული ტიპის მდინარის გველთევზაც შემოდიოდა. გველთევზას მოზარდი სარგასის ზღვიდან გოლფსტრიმის დინებას მოჰყვება, მასზე ჯერ კიდევ არისტოტელე წერდა. უპრიამი იქნება საქართველოც შეუერთდეს კონვენციას საერთო მდინარეების დაცვის შესახებ.

გარემოსდაცვითი პოლიტიკა ხშირად ზღუდავს ეკონომიკურ საქმიანობას, რაც თავის მხრივ ფასების ზრდისა და უმუშევრობის რისკს შეიცავს. ამდენად, უნდა ხდებოდეს ეკონომიკისა და ეკოლოგიის ჰარმონიზება. კერძოდ, ეკოლოგიისათვის უსაფრთხო ტექნოლოგიების შემუშავება და მდგრადი განვითარება. მდგრადი განვითარების გარანტი აქვაკულტურისა და ეკოტურიზმის განვითარებაა.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება და შავი ზღვისპირეთის ქვეყნებში სათევზმეურნეო საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რასაც ვერ ვიტყვით ქართულ მხარეზე. განათლების სისტემაში  ეკოლოგიური მიმართულების გააქტიურება საშური საქმეა.

ბიორესურსების მოცულობის შემცირების პირობებში თევზის საზღვაო მეურნეობა მიმართავს  მარაგის რეგულირებას ლიცენზირების გზით. ამასთან, გამოსავალს სამეურნეო და ძვირფასი  სახეობის თევზების აღწარმოება და მოშენება წარმოადგენს.

ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული გზების ძიების პროცესში, საზღვაო თევზჭერის საქმიანობაში ბიუროკრატიული მექანიზმების და კორუფციის შემცირების მიზნით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 2006 წლიდან ქაფშიის ჭერის 10 წლიანი ძვირადღირებული ლიცენზია აუქციონის წესით გაყიდა. უქციონზე გამარჯვებულმა ფირმებმა შექმნეს თევზის მომპოვებელ ლიცენზიანტთა ასოციაცია. ბენდუქიძის პროექტი უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო საზღვაო თევზჭერაში, რამდენადაც ათასობით ტონა თევზი ისე ტოვებდა ქვეყნის საზღვრებს ჯერ ჩრდილოეთ, შემდეგ დასავლეთის მიმართულებით, რომ ეკონომიკაზე ზეგავლენას ვერ ახდენდა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ უცხოელებს 1 ტონაში მხოლოდ 3 $  ახდევინებდნენ, მაშინ როცა საზღვარგარეთ თითქმის იგივე თანხა ღირდა 1 კგ ქაფშია. ამასთან, გაედინებოდა უფრო მაღალი კვებითი ღირებულების მქონე ქამბალა-კალკანი, ხონთქარა, მერლანგი, ნადავლი ფაქტობრივად აღურიცხავი რჩებოდა.

7 ქართულმა ფირმამ თევზჭერის უფლება 8 მლნ ლარად შეიძინა. ხოლო ყოველწლიურად რესურსით სარგებლობის მოსაკრებელი 1ტ ქაფშიაზე 25 ლარის დაფიქსირებით 1.5-1.6 მლნ ლ შეადგენდა. მთავრობა ლიცენზიანტებს არა ფაქტობრივი ჭერილის, არამედ ასათვისებელი კვოტის მიხედვით ახდევინებდა გადასახადს, რასაც კიდევ ერთი გაუგებარი გადასახადი დაუმატეს. ცხადია, ზედმეტი ხარჯვა ბიზნესის განვითარებას  შეაფერხებს. ლიცენზიანტებს, მცირე გამონაკლისის გარდა, ჭერის კვოტა არ აუთვისებიათ. ინსტიტუტი რეკომენდაციას იძლეოდა მარაგის იმ ოდენობის ამოღებით, რომელიც ზიანს არ მიაყენებდა გარემოს, ანუ თევზი შეძლებდა მარაგის იგივე მოცულობის აღდგენას. მიღებულია მარაგიდან 40%-მდე უტილიზაცია. კვოტის ათვისებისათვის  სამინისტროს ხელთ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია არამარტო თევზის ფიზიოლოგიური, რაოდენობრივი, ბიომეტრული ანალიზის, არამედ თურქული და ქართული სეინერების ზუსტი რაოდენობის, ჭერადობის, სარეწაო დღეთა რაოდენობის შესახებ, ადგილზე ჭერილის გაკონტროლების, საბაჟოებიდან ზუსტი მონაცემების მიღების საშუალება და სხვა. უმეტეს შემთხვევაში ვერ სახელდებოდა თურქულ სეინერთა მიახლოებითი რაოდენობა.

პროექტს არაორდინარული მხარეც გააჩნდა-გაიყიდა ჯერ კიდევ არ გაჩენილი თევზის დაჭერის უფლება. ქაფშია მხოლოდ 3, იშვიათად – 4 წელიწადს ცოცხლობს. ცოცხალი რესურსის მარაგი დინამიურობით ხასიათდება, რამდენადაც მასზე ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი. ამდენად, ბიომასის შეფასება ყოველწლიურად ხდება. შედარებისთვის, ქვანახშირისა თუ ნავთობის მარაგი ერთჯერადი გაზომვით ფასდება, მას მხოლოდ აკლდება ამოღებული ყოველწლიური მოცულობა. 

ლიცენზიანტებს უფლება მიეცათ რეწვისათვის გამოეყენებინათ თურქული წარმომავლობის სეინერები ლიზინგის სახით. არენდით სარგებლობამ თითქმის მთელი ნადავლის თურქეთში გადინება განაპირობა. ფაქტობრივად, თურქეთის სეინერები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საერთაშორისო ხელშეკრულების არარსებობის პირობებში ეწევა რეწვას. ამასთან, ოპერირება ხდება შიდა წყლებში და არა ეკონომიკურ ზონაში, როგორც ამას საზღვაო კონვენცია ითვალისწინებს, ისიც ჭარბი მარაგის შემთხვევაში. უფრო მეტიც, არალეგალური ჭერა მიმდინარეობს კოლხეთის ეროვნული პარკის ზონაშიც. ასევე, რეწვა მიმდინარეობს საქართველოს კანონების დარღვევით.

თანამედროვე ჰიდროლოკაციის ჰორიზონტალური ტრაქტითა და აკუსტიკური აპარატით აღჭურვილი თურქული სეინერები კანიონებიდან თევზის მოპოვებას ადვილად ახერხებენ, ხშირად ყრიდნენ მცირე ზომის თევზს. თურქული წარმოშობის სეინერი და ჭერის იარაღი ბევრად აღემატება ქართული წარმოშობის იგივე საშუალებებს. თურქული ფლოტის სიმძლავრე 720-3648 ცხ.ძ შეადგენს; ქართული თევზმჭერი ფლოტის სეინერთა ძრავის სიმძლავრე, ძირითადად, 40-220, ერთეულ შემთხვევაში კი 440 ცხ.ძ შეადგენს. ჭერის იარაღი სეინერის ძრავის სიმძლავრეს შეესაბამება. საქართველოს სანაპიროზე თურქი მეთევზეები ქაფშიის მოსაპოვებლად 1500 მ (ნაცვლად 400მ-ისა) სიგრძის ქისა ბადეს იყენებენ. რაც ქართული კანონმდებლობით დაუშვებელია და ქართველი მეწარმეების უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზიცაა. ამასთან,  ადგილობრივი მეთავზეები ნაკლებად იყვნენ დასაქმებულნი რეწვის პროცესში. FAO -ს მონაცემებით თურქული სეინერი დღეში 300-500 ტ, ზოგჯერ კი 1000 ტ თევზს იჭერს. შესაბამისად, საშუალოდ 20 სეინერი დღეში 6-10 ათ ტ, თვეში 20 სარეწაო დღის განმავლობაში 120-200 ათ ტ დაიჭერს. ჭერას თურქები იანვრიდან იწყებენ. 2008 წლის ჭერის კვოტა სულ 60 ათ ტ-ით იყო განსაზღვრული, ხოლო ოფიციალური ჭერილი 35 ათ ტ დაფიქსირდა. როგორც იტყვიან, ფაქტები კომენტარს არ საჭიროებენ.

მცირე გამონაკლისის გარდა  ლიცენზიანტებმა ვერ შეძლეს მცურავი საშუალებების შეძენა და გადამამუშავებელ საწარმოთა შექმნა, რაც უზრუნველჰყოფდა პროდუქციის შექმნას. მიუხედავად ადგილობრივი მეთევზებისადმი გაწეული  დახმარებისა, რაც იმაში გამოიხატება, რომ მათ ჭერის მოცულობის 10% უფასოდ გადაეცათ, ქართველი მეთევზენი უკმაყოფილებას გამოთქვამენ. თევზჭერის სტატისტიკის არსებული მონაცემებით, საშუალოდ, ჭერის ქვოტის 60 ათ ტ პირობებში ქართული ფლოტისთვის გამოყოფილი 6 ათ ტ არასაკმარისი აღმოჩნდა. დაახლოებით 40 სეინერს, თითოეული დღეში საშუალოდ 4 ტ ჭერადობით, 55 ერთეული სარეწაო დღის პირობებში 8-10 ათ ტონის მოპოვება შეუძლია. ჭერის მაქსიმალური ოდენობა უკანასკნელ სეზონებზე „მალთაყვამ„ აჩვენა – 1230 ტ, უფრო ხშირად 100-200 ტ ნადავლზე უთითებენ, რაც რეალობას არ ასახავს.

ლიცენზია მოპოვებული თევზის 2/3-ის ხმელეთზე გადამუშავების ვალდებულებას ითვალისწინებდა, მხოლოდ 1/3 -ის ოდენობის გატანის უფლება მიეცათ.

აქცია ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი არ აღმოჩნდა ქვეყნისათვის, რამდენადაც ექსპორტზე გადიოდა არა თევზის პროდუქცია, არამედ ფაქტობრივად ნედლეული-ახლადგაყინული სახით. ჩვენგან გატანილი პროდუქცია შემდგომ დიდი მოგების შემძენია ევროპის ბაზარზე თურქებისათვის.

ადგილობრივი ბაზარი სეზონზე დაახლოებით 1 ათ ტ ქაფშიას მოხმარს ნედლი სახით.

თევზის პროდუქტი მაღალ ფასებში იყიდება უცხოეთში, შედარებისათვის, 1 ტ თევზის ფქვილისა და ზეთის ფასი, შესაბამისად,  1200-1700 $. ასევე, თევზის ფქვილისა და ზეთისგან დამზადებული საკვები პროდუქტი რელევანტურია ადგილობრივი ბაზრისათვის, ის მეთევზეობის, მეფრინველეობის და სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარებას შეუწყობდა ხელს.

ქაფშიასთან ერთად გადიოდა მერლანგისა და ხონთქარას ჭერილი. ფსკერისპირას ბინადარი  ეს ორი სახეობის თევზი ნებადართული ქისა ბადით არ მოიპოვება, არც მისი გატანა იყო გათვალისწინებული თურქეთში.

პრობლემურია ქაფშიის ჭერის იარაღის შერჩევა. საყოველთაოდ მიღებულია ქაფშიის ქისა ბადით მოპოვება. 90-იან წლებში აფხაზეთიდან დევნილები აცხადებდნენ, რომ ქისა ბადის წამოღება შეუძლებელი გახდა და ტრალით სარგებლობის უფლება დაუკანონდათ, შემდგომ კი ძვირადღირებული ქისა ბადის იაფფასიანი ტრალით ჩანაცვლება მოხდა მთელს სანაპიროზე მთელი წლის მანძილზე ყველა სარეწაო სახეობის მოსაპოვებლად. როგორც მეთევზეები ხუმრობენ, ტრალით ისე გადაიხნა საქართველოს სანაპირო,  სიმინდის დათესვა შეიძლებაო. წყლის სიზრქეში თევზჭერისათვის დაშვებული პელაგური, ანუ მრავალსიღრმისეული ტრალით მუშაობა გამოცდილი კაპიტნებისათვის ფსკერზე თავისუფლად ოპერირების საშუალებას იძლევა.

თევზჭერის იარაღები უნდა შეესაბამებოდეს გარკვეულ სტანდარტებს, რათა ბადეში არ მოჰყვეს ქაფშიის მოზარდი, თუმცაღა, ეს საკითხი უკვე სხვა პრობლემებთანაა დაკავშირებული.

საქართველოს სანაპიროზე თურქული სეინერები შემოჰყავთ გვიან, მას შემდეგ, რაც ძირითად მასას დაიჭერენ ანატოლიის სანაპიროზე. ჩვენი სანაპიროსკენ შედარებით დიდი ზომის ქაფშია ნოემბერში მიგრირებს. ხშირი იყო შემთხვევები, როცა ფასების შენარაჩუნების მიზნით ადგილობრივი მეთევზეები ჭერის ინტენსიობას ანელებდნენ. ყოველივე ეკონომიკურად წამგებიანია.

გარდა ზემოთჩამოთვლილისა, საქართველოს თევზის საზღვაო მეურნეობისთვის მტკივნეული აღმოჩნდა განუკითხაობის წლებში ბათუმის თევზის პორტის მოშლა. პორტი განვითარებული ინფრასტრუქტურით-საზღვაო, საავტომობილო, სარკინიგზო კვანძით, მძლავრი სამაცივრო დანადგარებითა და ტექნოლოგიური ხაზებით გამოირჩეოდა. ბათუმში დაიშალა თევზმჭერი კომპანიები, დარჩენილი სეინერებისათვის ნავმისადგომიც მიუწვდომელი გახადეს და იახტკლუბის მოწყალების იმედზე დატოვეს.

ბუქარესტის კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ საზღვაო კონვენციურ ინსპექციას, რომელიც მოწოდებულია ნავთობით დაბინძურების აღსაკვეთად, დაევალა თევზჭერის ლიცენზიის პირობების კონტროლი. ჭერილის ფიქსირებაც კი ინსპექციის მოვალეობაში შედის.  ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ თევზჭერის კონტროლია. ჭერილი ადგილზე, სეინერის  პორტში შემოსვლამდე, მითუმეტეს, საზღვრის დატოვებამდე უნდა შეფასდეს. კონტროლი კი შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოითხოვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტების მონაცემებით ხდება გატანილი თევზის ოდენობის გადამოწმება. დიდი სხვაობა აღმოჩნდა ჩვენსა და თურქეთის საბოჟოს მონაცემთა შედარებისას.  

აფხაზეთის პრობლემის გამო თევზჭერა მხოლოდ 180 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ხაზის ამარა რჩება. კოლხეთის ეროვნული პარკი 5 საზღვაო მილის სიდიდით ფოთის შუქურიდან ანაკლიამდე გრძელდება. ამას ემატება სუფსის ტერმინალის მიერ შემოკავებული აქვატორია. საბოლოოდ, თევზჭერის არეალი ძლიერ შემცირებულია.  

დიდი ეკონომიკური ეფექტის მომტანია ჰიდროაკუსტიკური აპარატურით აღჭურვილი სეინერის შეძენა, რომელიც კვლევითი სამუშაოს უზრუნველყოფასთან ერთად ქარავნის დაზვერვის (ლოკაციის) და თევზმჭერი ფლოტის განლაგების საშუალებას იძლევა.

სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამაში თევზი მოხსენებულიც არ იყო. შესაბამისად, არ არსებობს საერთაშორისო დახმარება თევზის სექტორში. ქართული საბანკო სისტემის მოუქნელობა, მაღალი საპროცენტო განაკვეთები არ აძლევენ ადგილობრივ მეწარმეებს ინვესტიციების განხორციელების საშუალებას, რაც თევზის საზღვაო მეურნეობის განვითარების შემაფერხებელი გარემოებაა.

თევზის საზღვაო მეურნეობის საკითხებს ეკოლოგიური თვალსაზრისით უნდა მივუდგეთ. მეცნიერებაში ჰექსლის მიერ შემოღებული ტერმინი „ეკოლოგია„ ბუნების ეკონომიკას აღნიშნავდა. ეკოლოგიის მიზანს მდგრადი განვითარება-საზოგადოების  განვითარების ისეთი სისტემის შექმნა წარმოადგენს, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ჰარმონიული ნაზავია და რომელიც უზრუნველჰყოფს მომავალი თაობების უფლებას-ისარგებლოს შეუქცევადი რაოდენობრივი და თვისობრივი ცვლილებებით მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.

სამოქმედო გეგმით საქართველო ადასტურებს ვალდებულებებს ეროვნულ დონეზე ზღვის რეაბილიტაციისა და დაცვის, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვისა და რესურსების მდგრადი გამოყენების საქმეზე.

შავი ზღვის თევზჭერისა და ცოცხალი რესურსების დაცვის კონვენცია რეწვის ცივილური ფორმას დაამკვიდრებს ზღვის მთლიან აქვატორიაში, რაც ცოცხალი ობიექტების სახეობრივი და რაოდენობრივი შეფასების იდენტიფიცირებას, სარეწაო ზომების ერთიანი მეთოდით დადგენას, სარეწაო თევზის მარაგის რეგულარულ ერთობლივ შეფასებას, რეგიონალური ლიცენზირების სისტემის და კვოტური სისტემის არსებობას, სეინერის რაოდენობის შეთანხმებას, მოზარდი თევზების ბადეში მოხვედრისგან დასაცავად უნიფიცირებული ჭერის იარაღების  გამოყენებას, კონტროლის მექანიზმების, თევზჭერის წესების დანერგვას, არალეგალური ჭერის აღკვეთას და სხვა მარეგულირებელ პროცესს ითვალისწინებს. ასევე, განსაზღვრავს ბიორესურსისა თუ გარემოსადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესებს.

თევზის საარსებო გარემო, მარაგი და ჭერილი

 

ცნობილია, რომ ჰიდრობიონტები ძლიერ არიან დამოკიდებული საარსებო გარემოზე, ვიდრე ხმელეთის ბინადარნი. ამდენად, ზღვის სარეწაო თევზის მარაგის დადგენა კომპლექსური კვლევის საგანია და გულისხმობს ეკოლოგიური სიტუაციის განსაზღვრას, თევზის ბიომრავალფეროვნების დადგენას, თევზჭერის მენეჯმენტის შემუშავებას.

ლიტერატურული მონაცემებით, უკანასკნელ ათწლეულში შავი ზღვის, მათ შორის საქართველოს სანაპიროზე ეკოლოგიური მონაცემების ძლიერი რყევები არ შეიმჩნევა- წყლის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები, ჰიდრობიონტთა ბიომრავალფეროვნება  სტაბილურია. შემოჭრილი უხერხემლო მტაცებელი სავარცხლურაც თითქოს „ჩაჯდა“ ეკოსისტემაში, რამდენადაც მეცნიერება უძლური აღმოჩნდა მასთან ბრძოლაში, ზღვამ თვითრეგულაცია მოახდინა.  სავარცხლურა სითბოსმოყვარული თევზების ქვირითს, მოზარდს და საკვებს ანადგურებს. სავარცხლურას ქცევას ხშირად მგლის გაუმაძღრობას ადარებენ. ის სანაპიროს გასწვრივ 0-25 მ, ანუ აქტიურ ზონაში ბინადრობს. მისი ნათება შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია ღამის საათებში სანაპიროსთან წყლის მსუბუქი შერხევით.

თევზის მარაგის აღდგენის და მოპოვების პროცესი საქართველოს სანაპიროზე, ბუნებრივია, შავი ზღვის პრობლემებს იმეორებს. ცვლილებები აისახა ეკოსისტემათა სხვასასხვა რგოლზე. ზღვამ ნაწილობრივ დაკარგა ბაქტერიოციდული თვისებები, რაზეც მიუთითებს პათოგენური და პირობითპათოგენური  მიკროორგანიზმების მრავალფეროვნება და ზღვის ჭეშმარიტი ბინადარი მიკროორგანიზმების დაკნინება. დაბინძურების, კონკრეტულად, სავარცხლურას ზემოქმედების შედაგად საკვები ზოოპლანქტონის, ძირითადად, ნიჩაბფეხიანი კიბოსნაირების ბიომასა 20-ჯერ შემცირდა, შემდგომ შეძლო აღდგენა განახევრებული ოდენობით. ცვლილებები განიცადეს მაკროფიტებმა, მოლუსკებმა.

ზღვის ფსკერზე დანალექი ნივთიერებების არსებობა ევტროფიკაციით ვლინდება, ასევე, ეფექტურია ეკოსისტემის რესტრუქტურიზაციის საქმეში. შედეგად, შეიმჩნევა მედუზების რიცხოვნების ზრდა. ჩვენს სანაპიროზე ევტროფიკაციის პროცესი ნაკლებად შეიმჩნევა, თუმცაღა, დაბინძურების მაჩვენებელი ფიტოპლანქტონის ინდიკატორი ფორმები ფიქსირდება. ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით წყლის დაბინძურება აბრკოლებს Fფოტოსინთეზის პროცესის წარმოებას, ატმოსფერული ჟანგბადის გახსნას წყალში. პოლუტანტთა გარდაქმნაზე დიდი რაოდენობით იხარჯება ჟანგბადი. ჰიპოქსია ჯაჭვური რეაქციით იწვევს ჰიდრობიონტთა სასიცოცხლო პროცესების დათრგუნვას. პოლუტანტთა გარდაქმნის საბოლოო პროდუქტები კუმულირდება ჰიდრობიონტთა ორგანიზმში, გრუნტსა და წყალში. დაბინძურების ხარისხს  უჩვენებს ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა, ჟანგვადობა, ჟანგბადის ბიოქიმიური მოხმარება. ტოქსიკურ ნივთიერებათა მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობით თევზის ქვირითი და მოზარდი გამოირჩევა, ზრდასრულ თევზებს უნარი შესწევთ აღმოაჩინონ და თავი აარიდონ წყლის დაბინძურებულ მასებს. ზღვის ფსკერი ბევრი ჰიდრობიონტის გამრავლების ადგილს წარმოადგენს.

რაც შეეხება თევზის ბიომრავაფეროვნებას, შემცირებულია როგორც სახეობრივი, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით. გასული საუკუნის 80-იან წლებში  შავ ზღვაში გავრცელებული თევზის 184 სახეობა და ქვესახეობიდან  ჩვენს სანაპიროზე 104 ერთეული აღირიცხებოდა. საუკუნის დასაწყისში 69 და უკანასკნელ ათწლეულში ქვეყნის იურისდიქცირებად ზონაში იქთიოფაუნის მხოლოდ 52 წარმომადგენელი დაფიქსირდა. მათგან ქაფშიის გარდა შედარებით მცირე სარეწაო მნიშვნელობა სტავრიდამ, მერლანგმა და ხონთქარამ შეინარჩუნა.   ყოველივე განპირობებულია ანთროპოგენული სტრესით: ჭარბჭერით, გარემოს დაბინძურებით, უკონტროლო ტრალვით, ზოგადად, სათევზმეურნეო-ეკოლოგიური პოლიტიკის უქონლობით. ქაფშიის ბიომასა თითქმის ორჯერ შემცირდა, აღდგენა პირვანდელი ფორმით კი ვერ შეძლო. ეკოლოგიური პრობლემებით დაინტერესება ფუფუნების საგნად მიიჩნევა განვითარებად ქვეყნებში, შესაბამისად, სავარცხლურას ბიოლოგიური ასპექტების შესწავლის ნაცვლად მოვახერხეთ მის ბიომასასა და თევზის ბიომეტრულ მონაცემებს შორის კორელაციური კავშირის დადგენა. შედეგები სრული სიზუსტით ასახავდა ზღვის დაბინძურების რეალურ სურათს.

თევზის ბიომრავალფეროვნებას ზღვის გეომორფოლოგიური თავისებურება განსაზღვრავს. საქართველოს კონტინენტური შელფის სივიწროვე და გოგირდწყალბადის ჭარბი რაოდენობა განაპირობებს პელაგური თევზის (ქაფშია, შპროტი და სხვა) სიმრავლეს და ფსკერული და ფსკერისპირა ფორმის (ქამბალა-კალკანი, ხონთქარა, მერლანგი, ღორჯოების რამოდენიმე სახეობა და სხვა) სიმცირეს. გავრცელებითა და ცხოვრების ნირით თევზები კარგად გამოხატავენ ზღვის გეოლოგიური წარმოშობის ისტორიას. შესაბამისად, არჩევენ  ზღვის იქთიოფაუნის შემდეგ ელემენტებს: პონტო-კასპიურ რელიქტებს, ანუ თევზთა სახეობები შავი და კასპიის ზღვის ერთიანი არსებობის დროიდან; ბორეალური რელიქტები, რომლებიც ჩრდილოეთის ზღვებიდან შემოიჭრნენ ბოსფორის სრუტის შექმნის ადრეულ ეტაპზე; ხმელთაშუა ზღვის ემიგრანტები, რომლებიც შემოვიდნენ წყლის მარილიანობის მომატების შემდეგ. ეს უკანასკნელი ჯგუფი ზღვის ყველაზე ახალგაზრდა ბინადარია და, ამავდროულად, მრავალფეროვნების უდიდეს 80% შეადგენს. 90-იან წლებში პირველად დაფიქსირდა კეფალების წარმომადგენელი პილენგასი.

უკონტროლო ტრალვა შეუქცევად ზიანს აყენებს ეკოსისტემას, გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს ფსკერსა და ფსკერისპირას ბინადარი ყველა სახეობის თევზის მოპოვება, ხდება წყლის ამღვრევა, ბიოცენოზის დაზიანებით წყდება წყლის ფილტრაცია, ნელდება ფოტოსინთეზის პროცესი, შესაბამისად ირღვევა კვებითი ჯაჭვი და ფერხდება თევზის საკვებით უზრუნველყოფა.

ფაქტობრივად, ტრალვით გამოწვეული თევზის საარსებო გარემოს მკვეთრი გაუარესების შედეგად ჩვენი სანაპიროდან გაქრა ბუდეების მკეთებელი და მცველი, წყალმცენარეებსა და წყალქვეშა საგნებზე ქვირითისმყრელი, დემერსალური ქვირითის მქონე თევზთა სახეობები. შედარებით შენარჩუნდა პელაგიალში ქვირითისმყრელი სახეობები, რაც გარკვეულწილად, სედიმენტების, მათ შორის ნავთობპროდუქტების  დაშლის საბოლოო პროდუქტების  ფსკერზე დალექვით გამოწვეულ დეპრესიას და  შედარებით სუფთა წყლის შენარჩუნებას უკავშირდება.

ასევე, გაქრნენ ჩვენი სანაპიროდან ხმელთაშუა  ზღვიდან შემომავალი ფორმები -თინუსი, შიმშერი, სფირენა და სხვა სახეობები, რაც ბოსფორის სრუტის დაბინძურებითაა განპირობებული.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული ენერგომატარებელთა სატრანზიტო ფუნქცია დამატებით ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს. რამდენადაც მიმდინარეობს საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის სატრანზიტო როლის ჩამოყალიბება და მასზე იგება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტები, გარემოსადცვით საკითხებთან შედარებით ხდება ეკონომიკური ინტერესებისათვის პრიორიტეტის მინიჭება.

როგორია ქაფშიის მარაგის მდგომარეობა უკანასკნელ პერიოდში და  როგორ აკონტროლებს მის მოპოვებას გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო?

არსებობს თევზის საზღვაო მეურნეობის მდგრადი განვითარების პოტენციალი, თუკი მოხდება სამთავრობი დონეზე ცნობიერების ამაღლება და ქმედითი დახმარება ინვესტიციების მოზიდვით, დეგრადირებული ფლოტის განახლებით.

დღეისათვის ქაფშიის რეწვის პრობლემა არა რაოდენობაში, არამედ მის მოპოვებასა და აღრიცხვაშია. როგორც აღინიშნა, ჭერის რეგულირების 10 წლიანი ვადა გასულია. თევზჭერის ლიცენზიის მოპოვება ქართველ მეთევზეთათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სავარაუდოდ, ლიცენზიის ფასი 1 ტ თევზის მოსაპოვებლად მისი გასაყიდი ფასის 10-15% არ უნდა აღემატებოდეს.

ქაფშიის მარაგის დადგენისაკენ მიმართული სამეცნიერო კვლევები უკანასკნელ ოთხ სეზონზე არ ჩატარებულა. 2004-2011 წლებში ბიომეტრიული მეთოდის გამოყენებით ქაფშიის საშუალო მარაგი 141 ათას ტ-ით განისაზღვრა. მეტი სიზუსტისთვის პელაგური თევზების მარაგის შეფასება ბიოლოგიურთან ერთად უნდა მოხდეს იზობათების, გალსების შესაბამისად აგეგმვითი მეთოდით ჰიდროაკუსტიკური აპარატურის, ექოინტეგრატორის გამოყენებითა. როგორც აღინიშნა, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საკვლევი სეინერი ეკონომიკურად მომგებიანია, რადგან კოორდინატების მიწოდებით თევზმჭერი ფლოტი დაზოგავს დროს და საწვავს თევზის ქარავნის ძებნაში.

აღნიშნულ პერიოდში  ყოველწლიური ნადავლი  26-40 ათას ტონას შორის მერყეობდა. რეწვაში მონაწილეობდა 43 ერთეულამდე ქართული და 20-23 ერთეული თურქული ფლოტის სეინერი. თუმცაღა, ამ უკანასკნელის რაოდენობა ხშირად არ სახელდება. იგივე პერიოდში თურქეთის სანაპიროზე კვლავ იმატა ჭერილის ოდენობამ და 400 ათას ტონას მიაღწია.

ვფიქრობ,  უპრიანია სამთავრობო დონეზე მოხდეს ქაფშიის მარაგის შენარჩუნების, აღწარმოების და ოპტიმალური მოხმარების მიზნით თევზჭერის კონვენციის მიღებამდე თურქეთთან ხელშეკრულების გაფორმება. შეთანხმება უნდა მოხდეს მარაგის დინამიკაზე დაკვირვებისათვის, თევზჭერის წესებზე, აქვატორიის მათ შორის მდინარეების, საჰაერო გზით, დაბინძურებისგან დასაცავად მიმართულ საქმიანობაზე,  თევზის რესურსისა და გარემოსადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე და სხვა ასპექტზე. ჭარბჭერა ანატოლიის სანაპიროზე ავტომატურად გამოიწვევს მარაგის შემცირებას საქართველოს სანაპიროზე, რისი ისტორიული გამოცდილება უკვე მივიღეთ. თევზჭერა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ქართულმა ფლოტმა უნდა აწარმოოს, აუცილებლობის შემთხვევაში თურქულ სეინერებს მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მიეცეს ოპერირების უფლება.

თურქი მკვლევარების მონაცემებით 2011 წლის დასაწყისისათვის აფხაზეთის სანაპიროზე რუსეთის, უკრაინის და თურქეთის ფლოტის მიერ 30 სეინერით  მოპოვებულია 50 ათ ტ ქაფშია, სხვა ინფორმაცია ჭერის შესახებ არ არსებობს. აფხაზეთის სანაპიროზე სასურველია და შესაძლებელია ეკოლოგიური მონიტორინგის წარმოება საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მონაწილეობით.

უთუოდ, მომავალში კოოპერატივში გაერთიანებული მეთევზეთა ბრიგადები შეღავათიან ფასებში შეიძენენ საშუალო სიმძლავრის თანამედროვე სეინერებს, ძვირადღირებულ ქისა ბადეს. მოხდება ნედლეულის ადგილზე გადამუშავება. პროდუქტები ახლადშეყინული ნედლი ფორმით, კონსერვის, ფქვილის, ზეთის სახით მოხმარდება უცხო და ადგილობრივ ბაზარს, ცხადია, სათანადო ავტორიზებული ლაბორატორიის მიერ გაცემული სერთიფიკატის მიღების შემდეგ.

საქართველოს სანაპიროზე ქაფშიის მარაგის რამოდენიმეჯერ შემცირებული, მაგრამ საკმარისი ოდენობა აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ სეზონებზე მარაგის შესწავლა არ მომხდარა, ექსპერტული ხასიათის პროგნოზი 2015/16 წლების სეზონზე 60 ათ ტ ქაფშიის მოპოვების გარანტიას იძლევა.        

განვითარებადი ქვეყნის სტატუსი ზღვისპირეთის ქვეყნებს შორის შავი ზღვის ეკოლოგიური ფონდის შექმნის შეღავათს გვაძლევს, პროექტი შემუშავდა ჯერ კიდევ ინსტიტუტის არსებობის პირობებში. ფონდის ფუნქციონირებას   სარგებლობის მოტანა შეუძლია ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობისათვის, ისევე, როგორც მომგებიანი იყო პირველი ლიცენზირებული ბუნებათსარგებლობის  (თევზჭერის დებულების) პროექტი სათანადო კანონის მიღებამდე.

 

თადარიგი ერთი წლით ადრე უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში მოსახვედრად

 

არაოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა სურს. პარტიის ბათუმის ორგანიზაციას ამ დრომდე საკრებულოს ინფრასტრუქტურული კომისიის თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ხელმძღვანელობს. სწორედ მას ჰპირდებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, რომლის შესაქმნელადაც წინა სხდომაზე საკრებულოს რეგლამენტში ცვლილება შეიტანეს.  „ბათუმელების“  წყაროს ინფორმაციით, ლაშა სირაბიძე პარტიაში თანამდებობის შესაძლო დაკარგვის გამო იყო განაწყენებული და ირაკლი ჭეიშვილმა მისთვის მოადგილის თანამდებობის შექმნით „ურთიერთობები დაალაგა“.

 

არაოფიციალური ვერსიით, პარტიის ხელმძღვანელის პოსტი ირაკლი ჭეიშვილს იმისთვის სჭირდება, რომ მომავალ არჩევნებზე აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში პირველი ნომერი იყოს; კიდევ ერთი ვერსიით კი, მას ქვეყნის პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარობა სურს. ინფორმაცია თავად ირაკლი ჭეიშვილთან ვერ გადავამოწმეთ, უკვე რამდენიმე კვირაა ის `ბათუმელებისთვის~ ინტერვიუს მისაცემად მზადაა – ეს მისი პასუხია, თუმცა შესახვედრად დრო ვერ გამონახა.

 

 

 

 

ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს თავად ლაშა სირაბიძე. მისი თქმით, ნოემბერში პარტია ყრილობას და ერთგვარ რებრენდინგს გეგმავს, რის შემდეგაც გამოჩნდება შეიცვლებიან თუ არა ქალაქებში პარტიების ორგანიზაციების თავმჯდომარეები. ერთი წელი არჩევნებამდე კი დიდი დროა იმისთვის, რომ ვინმემ სიაში მოსახვედრად თავი გამოიჩინოს.

 

„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველ ნომრად შეიძლება განიხილონ უმაღლესი საბჭოს წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი ხელმძღვანელის, კაკო ძნელაძის კანდიდატურაც, მას ბათუმის მომავალ მაჟორიტარადაც ასახელებენ საქართველოს პარლამენტში: `მითუმეტეს, რომ ის ბიძინასაც მოსწონს“.

 

ვარაუდობენ, რომ შესაძლოა საკრებულოდან უმაღლეს საბჭოში გადასვლის სურვილი ჰქონდეს ნატალია ზოიძესაც, ის ამ დროისთვის ბათუმის საკრებულოს რიგითი წევრია და წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე მმართველი კოალიციის სიაში მე-11 ნომერი იყო „ქართული ოცნების“ კვოტით.

 

მოიაზრება, რომ ბათუმის საკრებულოდან არჩევნების კიდევ ერთხელ მოსაგებად, ამჯერად უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად, საკრებულოს კიდევ ორი წევრი –   „კონსერვატორებიდან“ დიმა დარჩია და  „რესპუბლიკელი“ ზაურ ახვლედიანი იბრძოლებენ. ინფორმაციას ზაურ ახვლედიანი არ უარყოფს:  „შეიძლება ასეც მოხდეს. თუ მე უმაღლესი საბჭოს სიაში გადავინაცვლე, საკრებულოში `რესპუბლიკელებიდან~ ქალბატონი ლალი ანდღულაძე ჩამანაცვლებს. არც ისაა გამორიცხული, რომ მე საკრებულოში დავრჩე და ლალი უმაღლესი საბჭოს სიაში ჩავწეროთ. ამაზე ჯერ ადრეა საუბარი“.

 

 

ლალი ანდღულაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

აჭარის ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში კონსერვატორების კვოტით დავით ბაციკაძე შევიდა, მას ვიცე-სპიკერის პოსტიც ჩააბარეს, თუმცა მოგვიანებით ისევ უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ეს თანამდებობა დაატოვებინეს. ისევე როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ყოფილ ხელმძღვანელს ალექსანდერე ჩიტიშვილს.

 

„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, გამომდინარე იქედან, რომ ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო მწვავე კრიტიკის ობიექტი ბევრჯერ გახდა და მათი მუშაობით ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა, საბჭოს წევრებს ახალ სიაში მოხვედრის შანსი ნაკლებად აქვთ. თანაც პარტია გეგმავს საარჩევნო სია უმეტესწილად ახალი სახეებით შეავსოს: „ამიტომ, ალბათ, სიაში დიმა დარჩიას ჩაწერენ და არა დავით ბაციკაძეს. დიმა დარჩია მაჟორიტარი არ არის და მას ბათუმის საკრებულოში ვინმე ისევ კოალიციის სიიდან ჩაანაცვლებს. ეს კი სიის მიხედვით ნატალია ძიძიგური იქნება.  ისიც ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორია“.

 

რაც შეეხება დიმა დარჩიას, ის ამბობს, რომ „კონსერვატორებში“ ჯერ არჩევნებისთვის მზადება არ დაუწყიათ: „ვიცი, რომ ზოგიერთ პარტიაში დაიწყო ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაოები, მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენ ჯერ არაფერზე შევთანხმებულვართ. მე ერთი წელია რაც თვითმმართველობაში ვარ. თუ პოლიტიკაში ხარ, ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გაიარო. ეს ძალიან საინტერესო ეტაპია.“

 

ამბობენ, რომ „რესპუბლიკელები“ უმაღლესი საბჭოს საარჩენო სიის ათეულში ისევ გიორგი მასალკინის ჩაწერას გეგმავთ, ასეა?  – კითხვაზე  „რესპუბლიკური“  პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი პასუხობს:

 

„გიორგი მასალკინი ჩვენი კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტში, თუმცა ისევ ვამბობ, რომ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. ჯერ ისაა გასარკვევი, რამდენი მაჟორიტარული ოლქი ექნება აჭარას. შეიძლება სამ მაჟორიტარულ ოლქად დაიყოს – პარლამენტი მუშაობს ამ საკითხზე. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს სიას, ჯერ ისაა გადასაწყვეტი, კვოტები როგორ გადანაწილდება. კოალიციაში ექვსი პარტია შედიოდა. ახლა თავისუფალი დემოკრატები აღარ გვყავს, ამიტომ წრე უფრო ვიწროვდება.“

 

აღმასრულებლიდან აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეიძლება გადაინაცვლოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ლადო მგალობლიშვილმა. ყოველ შემთხვევაში მას ასე სურს და თავის სურვილს საჯაროდაც ადასტურებს: „ამაზე ჯერ არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა, თუმცა არ უარვყოფ, რომ სურვილი მაქვს. თუ იქნება შემოთავაზება, დავთანხმდები.“

 

უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში კანდიდატებს `მრეწველები“ და  „ეროვნული ფორუმიც“ წარადგენენ, თუმცა მანამდე კოალიციის შიგნით კვოტების განაწილების ახალ ფორმულაზე უნდა შეთანხმდნენ.

Exit mobile version