უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 612 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
- ტანკი – 8 571 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 16 699 ერთეული [+18]
- საარტილერიო სისტემა – 17 549 ერთეული [+27]
- MLRS – 1 174 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 939 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 369 ერთეული [+21]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 556 ერთეული [+3]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 23 706 ერთეული [+52]
- სპეცტექნიკა – 2 965 ერთეული [+15]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 640 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 30 649 უპილოტო საფრენი აპარატი
- 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 17 593 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 426 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 13 741 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 25 335 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ზელენსკი: ვაგრძელებთ კურსკში ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის ზრდას