სიახლეები

რუსეთის მორიგი თავდასხმა ხარკოვზე – დაიღუპა 6 ადამიანი

06.04.2024
რუსეთის მორიგი თავდასხმა ხარკოვზე – დაიღუპა 6 ადამიანი

შაბათს, 6 აპრილს, გამთენიისას, რუსეთის დარტყმის შედეგად უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათი დაიჭრა.

ამის შესახებ ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი წერს სოციალურ ქსელებში.

მისი განცხადების თანახმად, შეტევა „შაჰედებით“ მოხდა საცხოვრებელ უბნებში. დაზიანდა მინიმუმ 9 მაღალსართულიანი კორპუსი, სამი საერთო საცხოვრებელი, რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, მაღაზია, ბენზინგასამართი სადგური, ავტოგასამართი სადგური და ავტომობილები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, გასულ ღამეს რუსეთმა 32 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა უკრაინაზე თავდასხმისთვის. მათგან 28 დრონი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

გარდა ამისა, 6 აპრილს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მასშტაბით გაუშვა ექვსი სხვადასხვა ტიპის რაკეტა: სამი S-300 ბელგოროდის რეგიონიდან, ორი X-101/X-555 – სარატოვის რეგიონიდან და ერთი კალიბრის რაკეტა – შავი ზღვიდან.

ბოლო დღეებია რუსეთი განსაკუთრებით უტევს ქალაქ ხარკოვს. 5 აპრილს ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

_____________

ფოტოზე: ხარკოვი, 6 აპრილი. ფოტო: უკრაინის პოლიცია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: