უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 681 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350]
- ტანკი – 9 079 ერთეული [+8]
- ჯავშანტექნიკა – 18 199 ერთეული [+24]
- საარტილერიო სისტემა – 19 623 ერთეული [+34]
- MLRS – 1 234 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 981 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 404 ერთეული [+71]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 625 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 27 111 ერთეული [+77]
- სპეცტექნიკა – 3 499 ერთეული [+20]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 646 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 34 095 უპილოტო საფრენი აპარატი
- 583 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 18 753 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 478 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 16 530 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 27 468 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.