მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 აგვისტო

01.08.2024 •
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 579 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 370]
  • ტანკი – 8 399 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 16 203 ერთეული [+42]
  • საარტილერიო სისტემა – 16 119 ერთეული [+33]
  • MLRS – 1 132 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 907 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 363 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 968 ერთეული [+115]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 407 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 21 816 ერთეული [+77]
  • სპეცტექნიკა – 2 713 ერთეული [+16]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 631 თვითმფრინავი
  • 278 ვერტმფრენი
  • 28 795 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 559 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 734 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 395 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 12 666 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 24 250 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

Bloomberg: უკრაინამ პირველი F-16-ები მიიღო

უკრაინამ რუსეთში, კურსკთან სამხედრო ტექნიკის საწყობს დაარტყა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: