უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 623 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
- ტანკი – 8 632 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 16 878 ერთეული [+0]
- საარტილერიო სისტემა – 17 774 ერთეული [+29]
- MLRS – 1 178 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 942 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 784 ერთეული [+52]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 588 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 24 171 ერთეული [+55]
- სპეცტექნიკა – 3 037 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 642 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 31 098 უპილოტო საფრენი აპარატი
- 578 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 17 953 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 447 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 14 226 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 25 766 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას – IRIST-T-ს გადასცემს