მთავარი,სიახლეები

რუსმა ჯარისკაცებმა ტყვეს გენიტალიები მოაჭრეს, წამება ვიდეოზე გადაიღეს და გაავრცელეს

29.07.2022 • 4188
რუსმა ჯარისკაცებმა ტყვეს გენიტალიები მოაჭრეს, წამება ვიდეოზე გადაიღეს და გაავრცელეს

28 ივლისს სოციალურ ქსელ „ტელეგრამის“ რუსულ არხებზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, ხელებშეკრულ, უკრაინელი სამხედრო ტყვეს წამება და მკვლელობა. ვიდეოში ჩანს, რუსულ ენაზე უაქცენტოდ მოსაუბრე ორი ჯარისკაცი, რომლებმაც სამხედრო ტყვეს გენიტალიები დანით მოკვეთეს. ასევე ჩანს მანქანა რომელსაც ასო Z აწერია, რაც რუსეთის ომის სიმბოლოა.

ვიდეოს გამოეხმაურა არა ერთი საერთაშორისო ჟურნალისტი და რიგი პოლიტიკოსებისა. გენიტალიების მოკვეთა არის წამების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა, რომელიც ყველა გარემოებაში აკრძალულია საერთაშორისო კანონმდებლობითა და ჟენევის კონვენციით.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, დღეს, 29 ივლისს, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ვიდეოს ეხმაურება უკრაინის რადას დეპუტატი ინნა სოვსუნი. იგი ტვიტერზე წერს, რომ „ეს არის, რასაც ნაცისტები აკეთებენ“ და უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება შესაბამისი შეიარაღება „ამ კოშმარის დასასრულებლად“.

ფაქტს გამოეხმაურა  ამნესტი ინტერნეიშენალი. ორგანიზაციის შეფასებით, „ეს საშინელი თავდასხმა კიდევ ერთი აშკარა მაგალითია უკრაინაში ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების სრული უგულებელყოფისა, რომელსაც რუსული მხარე სჩადის“.

ვიდეოზე ასახულ მამაკაცს, რომელმაც კასტრაცია განახორციელა, თავზე ახურავს „ქაუბოის“ ქუდის მსგავსი რამ, რაც ერთ-ერთი მანიშნებელი აღმოჩნდა მის იდენტიფიცირებაში. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ, ტელეგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა დეტალური მონაცემები, ფოტო და ვიდეო მასალით, იმ კაცის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ვიდეოზეა ასახული.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ეს რუსეთში, ყალმუხის რესპუბლიკაში მცხოვრები, 1983 წელს დაბადებული ვიტალი აროშანოვია. მისი ფოტოები ასევე გამოქვეყნდა უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის twitter-ის გვერდზე. როგორც პოსტში ვკითხულობთ, ქართული ლეგიონი მასზე „ნადირობას აცხადებს“.

ვიდეოს, ასევე გამოეხმაურა აშშ-ს კონგრესის უფროსი მრჩეველი პოლ მასარო. მან ფაქტს საზარელი ბოროტება უწოდა და დასავლეთს მოუწოდა უკრაინას სასწრაფოდ მიაწოდონ შორდისტანციაზე მოქმედი რაკეტები ATACMS.

„რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტებმა აღფრთოვანებით აჩვენეს, თუ როგორ დაასახიჩრა რუ-ტირანთა ჯგუფმა უკრაინელი ტყვე. მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს: რუსეთი – კანიბალების ქვეყანაა, რომლებიც სიამოვნებას იღებენ წამებითა და მკვლელობით. მაგრამ ჯალათებს ომის ნისლი ვერ დაეხმარება სასჯელის თავიდან აცილებაში. ჩვენ გამოგავლენთ და მოგწვდებით თითოეულ თქვენგანს“, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მომხდარს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მსხვერპლი წამების შემდეგ მოკლეს კიდეც. თუმცა, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ იძებნება.

წამების  ვიდეო სოციალურ ქსელებში გუშინ და დღეს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საკითხია და არსებობს მოსაზრებები, რომ რუსეთმა ოლენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების ადგილსამყოფელი საერთაშორისო მედიის ყურადღების გადასატანად დაბომბა.

დაბომბვას დღეს 53 ტყვე უკრაინელი ჯარისკაცი იმსხვერპლა, მათ შორის „აზოვის პოლკის“ მებრძოლები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: