მთავარი,სიახლეები

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებას 57 მილიონი დააკლდა – 3 კვარტლის ანგარიში

21.11.2021 • 1741
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებას 57 მილიონი დააკლდა – 3 კვარტლის ანგარიში

სამი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, აჭარის ბიუჯეტი ვერცერთ ნაწილში ვერ შესრულდა. 2021 წლის 9 თვის შედეგებით, შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი შესრულებულია 78.1%-ით, ანუ გეგმის შესრულებას 57 მილიონ 799 700  ლარი დააკლდა. გადასახდელების ფაქტობრივი მაჩვენებელი კი, 9 თვის გეგმის 74 %-ია და 65  მილიონ 207 000 ლარით ჩამორჩება გეგმურ მაჩვენებელს.

გარდა ამისა, 2021 წლის 9 თვეში, ბიუჯეტში ნაშთის სახით არსებული თანხა კიდევ 21 მილიონ 007 000 ლარით გაიზარდა და 42 მილიონ 678 300 ლარს მიაღწია.

ბიუჯეტის გეგმა შეუსრულებელია შემოსავლების ნაწილშიც. კერძოდ: საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლების მოცულობამ 198 მილიონ 464 400 ლარი, ანუ წლიური გეგმის − 65.3%, ხოლო 9 თვის გეგმის 86.4% შეადგინა.

უფრო მეტი სიზუსტით რომ დავასახელოთ ციფრები, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილ თავისივე ანგარიშში წერს:

2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების სამი კვარტლის დაზუსტებული გეგმა 264 მილიონ 663 500 ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 206 მილიონ  833 800 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 78,1 პროცენტია.

აჭარის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტრო გარღვევებს ბიუჯეტში პანდმიის გარდა კიდევ რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით ხსნის, თუმცა სახელმწიფო აუდიტის შეფასებით, ეს  მონაცემები საბიუჯეტო პარამეტრების არასათანადო განსაზღვრაზე მიუთითებს.

  • შემოსავლები

აჭარის  2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშგების შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლები 198 მილიონ 464 400 ლარი, ანუ წლიური გეგმის − 65.3%, ხოლო 9 თვის გეგმის 86.4% შეადგინა. 2021 წლის 9 თვეში მიღებული შემოსავალი, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11,212.7 ათასი ლარი ნაკლები, ხოლო 2020 წლის მაჩვენებელზე – 22მილიონ 440 800 ლარით მეტია.

2021 წლის 9 თვეში საშემოსავლო გადასახადის სახით მიღებულია 191 მილიონ 789 600 ლარი, რაც წლიური გეგმის − 66.1%, ხოლო 9 თვის გეგმის 87.1%-ია და 16.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე და 9.1 პროცენტული პუნქტით – 2020 წლის მაჩვენებელზე.

რესპუბლიკურ ბიუჯეტში 2021 წელს განხორციელებული ცვლილების შედეგად, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მოცულობა არ შეცვლილა და 290 მლნ ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი განმარტებით, ბიუჯეტის ცვლილება ქვეყანაში დაფიქსირებულმა ეკონომიკურმა აქტივობამ განაპირობა, თუმცა აღნიშნული ცვლილებით საშემოსავლო გადასახადის გეგმა არ  შეცვლილა, ხოლო ფაქტობრივი შესრულება კი მნიშვნელოვნად ჩამორჩა გეგმურ მაჩვენებელს“, – გამარტავს აუდიტორი.

სხვა შემოსავლები

2021 წლის 9 თვის მდგომარეობით, „სხვა შემოსავლების“ მუხლით მობილიზებული სახსრების ოდენობამ 6 მილიონ 674 900 ლარია, რაც წლიური გეგმის − 47.9%, ხოლო 9 თვის გეგმის 70.9%-ია. ამასთან, არ შესრულებულა „სხვა შემოსავლების“ არც ერთი კომპონენტის გეგმური მაჩვენებელი და მათი შესრულება 3.9%-დან, 61.9 %-მდე მერყეობს.

გადასახდელები

2021 წლის 9 თვეში რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობამ 185 მილიონ 826 800 ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 74 %-ია და 17.1 და 22.2 პროცენტული პუნქტებით ნაკლებია 2019 და 2020 წლების მაჩვენებლებზე. რესპუბლიკურ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2021 წლის გადასახდელების გეგმა 85 მილიონ 747.9 ათასი ლარით გაიზარდა, თუმცა 9 თვის შედეგებით გეგმის შესრულებას 65 207 000 ლარი დააკლდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე
წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების წლიური გეგმა [414 მილიონ 221 900 ლარი) სრულად იქნება ათვისებული, წლის ბოლო სამი თვის გადასახდელების საშუალო თვიური მაჩვენებელი 76 მილიონ 131.7 ათას ლარს გაუტოლდება, რაც  წლის პირველი ცხრა თვის ფაქტობრივი გადასახდელების საშუალო მაჩვენებელს [20,647.4 ათასი ლარი)] 72.9 %-ით, ანუ 3.7-ჯერ გადააჭარბებს.

შემოსავლების სტრუქტურაში უდიდესი წილი საშემოსავლო გადასახადზე მოდის, რაც მთლიანი შემოსავლების 95.4%-ია. ხაზინის მონაცემებით, 2021 წლის 9
თვეში საშემოსავლო გადასახადის სახით მიღებულია 191,789.6 ათასი ლარი, რაც
წლიური გეგმის − 66.1%, ხოლო 9 თვის გეგმის 87.1% – ეს 16.4 პროცენტული
პუნქტით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, ხოლო 9.1 პროცენტული პუნქტით -2020
წლის მაჩვენებელზე.

სამინისტროს განმარტება

იგივე პერიოდის ანგარიშში, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოს თავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წარუდგინა, მოცემულია რამდენიმე განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ შესრულდა ბიუჯეტი. სამინისტრო ბიუჯეტის გარღვევების მიზეზად უმეტესწილად პანდემიას ასახელებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: