მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 ივნისი

19.06.2024 •
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 529 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
  • ტანკი – 7 984 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 15 319 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 14 007 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 104 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 857 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 221 ერთეული [+34]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 297 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 078 ერთეული [+47]
  • სპეცტექნიკა – 2 351 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 25 934 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 531 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 374 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 344 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 645 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 687 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

სირსკი: დამატებითი შეიარაღებისა და F16-ების მიღების შემდეგ დრო ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს

„რუსები წყვეტენ ხალხს, მაგრამ დონბასის საზღვარზე ვერ გადიან“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: