მთავარი,სიახლეები

მოიჯარეები ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის განხილვაზე მივიდნენ | LIVE

27.04.2021
მოიჯარეები ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის განხილვაზე მივიდნენ | LIVE

დღეს, 27 აპრილს, ბათუმში ბულვარის განაშენიანების გეგმას  არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აქტივისტებთან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განიხილავენ.

ბულვარის განაშენიანების გეგმის განხილვის დაწყებამდე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან ჩოჩქოლია. განხილვაზე მივიდნენ მოიჯარეები, რომლებიც ბათუმის მერიასთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე  ბულვარში მოქმედ კომერციულ ობიექტებს ფლობენ.

ისინი ამბობენ, რომ „ბულვარის მათი ობიექტებისგან გაწმენდა იგეგმება.“

მოიჯარეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ბათუმის ბულვარის ყოფილ დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს. მან განაცხადა, რომ ის აღარ არის ბულვარის დირექტორი და მისთვის გაუგებარია მოიჯარეების პრეტენზიები.

ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს.

„ბათუმელებისთვის“ დღეს  ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის ჩაშლას გეგმავდა. „ბათუმელები“ რამდენიმე დასახელებულ პირს დაუკავშირდა, თუმცა მათ ინფორმაცია უარყვეს.

ბულვარის განაშენიანების გეგმის ავტორი შპს „ბაუ დიზაინია“.

ხვალ, 28 აპრილს, 16 საათზე, ბულვარის განაშენიანების გეგმის განხილვა საჯაროდ გაიმართება სასტუმრო „რედისონში“.

ამავე თემაზე: 

როგორი იქნება ბულვარი ახალი გენგეგმის მიხედვით – გრაფიკული ნაწილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: