უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 556 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030]
- ტანკი – 8 191 ერთეული [+9]
- ჯავშანტექნიკა – 15 755 ერთეული [+23]
- საარტილერიო სისტემა – 15 158 ერთეული [+48]
- MLRS – 1 119 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 888 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 035 ერთეული [+26]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 397 ერთეული [+5]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 20 409 ერთეული [+84]
- სპეცტექნიკა – 2 543 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 627 თვითმფრინავი
- 277 ვერტმფრენი
- 27 536 უპილოტო საფრენი აპარატი
- 546 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 16 560 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 376 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 11 768 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 23 597 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„უკრაინა შეაჩერებს პუტინს“ — ბაიდენმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სიტემების გადაცემა დააანონსა