უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 674 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420]
- ტანკი – 9 014 ერთეული [+17]
- ჯავშანტექნიკა – 18 002 ერთეული [+33]
- საარტილერიო სისტემა – 19 510 ერთეული [+51]
- MLRS – 1 232 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 978 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 104 ერთეული [+54]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 620 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 26 815 ერთეული [+83]
- სპეცტექნიკა – 3 446 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 646 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 33 704 უპილოტო საფრენი აპარატი
- 582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 18 632 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 472 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 16 246 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 27 295 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რუსეთში ჩრდილოეთ კორეელებისგან ბატალიონი შექმნეს, 18 ჯარისკაცი უკვე გაიქცა – მედია






