მთავარი,სიახლეები

„ბათუმელების“ 12 სტატია, რომლებსაც წელს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა

30.12.2019 • 2390
„ბათუმელების“ 12 სტატია, რომლებსაც წელს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა

2019 წლის ბოლოს გთავაზობთ „ბათუმელებზე“ გამოქვეყნებულ ყველაზე პოპულარულ სტატიებს, რომლებიც ათიათასობით ადამიანმა წაიკითხა.

ინტერვიუ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ბერიკა შუკაკიძესთან 2019 წელს „ბათუმელების“ ყველაზე ხშირად წაკითხული სტატიაა.

19 წლის ჩინარა კოჯაევას ისტორია, რომელსაც დაქორწინებას აიძულებდნენ, თუმცა მან ქორწილამდე 3 დღით ადრე შეძლო არასასურველი ქორწინებისგან თავის დაღწევა.

„ამას წინათ მარნეულში ვნახე ერთი ქალი, 28 წლისაა. იმდენი იტირა ჩემთან, რა მოხდებოდა მეც გამებედა, ასე ადრეულად არ გავთხოვილიყავი და მესწავლა. მეც უდნა გამებედა და წინააღმდეგობა გამეწიაო“.

ვისთან მოუწევთ შეჯიბრი მოქმედ მასწავლებლებს 2020 წელს? – ინტერვიუ ბერიკა შუკაკიძესთან.

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლის, ანასტასია ასანიშვილის ესეი.

ინტერვიუ ავტომრბოლელი საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, მევლუდ მელაძესთან, რომლის 15 წლის შვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

„საკუთარ შვილს ავტომანქანის მართვას არ ვასწავლიდი. მაინც ვერ მიშველა ამან, ვერ გავთვალე, რომ შეიძლებოდა უკანა სავარძელზე მჯდარიყო და მისი მეგობარი – საჭესთან. ჩემი შვილი დაიღუპა, ის 15 წლის იყო, მისი მეგობარი – 13 წლის, რომელიც საჭესთან იჯდა“.

საზღვაო სასწავლებლის მეორე კურსის სტუდენტს, 25 წლის მამუკა ხილაძეს სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეჩერებული ჰქონდა, როცა მან 23 აგვისტოს, შტორმის დროს, სამი მოზარდის გადარჩენა შეძლო.  მოზარდების გადარჩენისთვის მამუკა საზღვაო სასწავლებლის მესამე კურსის გადასახადისგან გაათავისუფლეს და სტუდენტის სტატუსიც აღუდგინეს.

ფოტოამბავი, რომელიც ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, წუნდებული ფეხსაცმელის განაწილებას ასახავს.

საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადავო ნორმების მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეს შეუძლია, თავისი რელიგიური შეხედულებების გამო იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც ელექტრონული მატარებელი ანუ “ჩიპი” არ ექნება.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელმა გოგომ ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. გახმაურებული ამბავი, რომელიც პირველად „ბათუმელებმა“ გააშუქა.

ბავშვების ნახატებზე, რომლებიც პედოფილიის მსხვერპლები გახდნენ, ფსიქოლოგი ქეთი დევაძე საუბრობს.

„თერაპიის დროს ბავშვმა რამდენჯერმე თქვა, რომ ის ყოველ საღამოს შიშით ელოდა, როდის გაიგებდა კარის ჭრიალის ხმას, როდის შემოვიდოდა ოთახში მოძალადე, რომელიც მათი ოჯახის ახლობელი იყო… კარის ხმა მისთვის უსიამოვნების დაწყებას ნიშნავდა“.

სტატია ქობულეთის შემოვლით გზაზე, სადაც წელს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

ბათუმელი რაულ თებიძე იმ დღეს იხსენებს, როდესაც მან 19 დეკემბერს, ბათუმში დაჭრილ პოლიციელს პირველადი დახმარება გაუწია.

„როგორც კი მივედი, დავინახე, პატრული მორბის. მოვიდა მანქანასთან და გაჩერდა, თუმცა მოასწრო რაციით გადაცემა, დაჭრილი ვარო და ჩაიკეცა. გავიფიქრე, სროლა ხომ არ იყო-მეთქი. პირდაპირ მასთან მივედი და შევხედე. „ძმაო, დამეხმარე, ვკვდებიო“ – მითხრა და წაიქცა.  ხელი დავუდე, თავი არ ეტკინოს-მეთქი, შემდეგ სისხლი დავინახე, დაჭრილი ვარო. პერიოდულად გონზე მოდიოდა, სისხლი მოსდიოდა ჭრილობიდან, არტერიაზე მოვუჭირე ხელი და სისხლდენა შევაჩერე“.

________________________

ფოტოზე: ფოტოკოლაჟი „ბათუმელების“ 2019 წლის პოპულარული სტატიებიდან 

გადაბეჭდვის წესი