თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ნუმან კურთულმუში სოციალურ ქსელში, X-ზე ეხმიანება 26 ნოემბერს, ბათუმში მომხდარ დაპირისპირებას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის.
…ამ ღირსეულ პოზიციაზე ძალადობით პასუხის გაცემა შეუთავსებელია სპორტის უნივერსალურ ღირებულებებთან და წარმოადგენს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების აშკარა დარღვევას.
ჩვენ მოველით, რომ შესაბამისი უწყებები და საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები ამ მძიმე ინციდენტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს.
თურქეთი მუდამ მხარში უდგას თავის სპორტსმენებსა და მოქალაქეებს; ჩვენ სრულად დავიცავთ მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
„ბეშიქთაშის“ ოჯახსა და ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც ძალადობის მსხვერპლი გახდა, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“ – წერს თურქეთის პარლამენტის სპიკერი X-ზე.
26 ნოემბერს ბათუმში საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და გულშემატკივრებს.
შსს-ს ცნობით, გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად 3 პოლიციელი დაშავდა და 16 პირი დააკავეს. პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ ინციდენტი პალესტინის დროში გაშლას მოჰყვა.






