მთავარი,სიახლეები • • • •

2027 წელს აჭარის ბიუჯეტიდან ხელფასებში 7,5 მილიონით მეტი, ჯამში 91,1 მილიონი ლარი დაიხარჯება

03.11.2026
2027 წელს აჭარის ბიუჯეტიდან ხელფასებში 7,5 მილიონით მეტი, ჯამში 91,1 მილიონი ლარი დაიხარჯება

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით 57 მილიონი ლარით იზრდება. იზრდება იმ თანხის ოდენობაც, რომელიც აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა ხელფასებში დაიხარჯება.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აჭარის სამინისტროებსა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დღეს შტატით დასაქმებული 3 456 პირი იღებს ხელფასს, მომავალ 2027 წელს კი 3 452 პირი აიღებს.

ანუ, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 4-ით შემცირდება, ხელფასისთვის გათვალისწინებული თანხა კი ჯამში 7,5 მილიონი ლარით გაიზრდება.

ამავე პროექტის მიხედვით საჯარო მოხელეებისთვის ხელფასებში წელს ჯამში 83 567 700 ლარია გათვალისწინებული, მომავალ 2027 წლისთვის კი – 91 136 500 ლარი.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელფასო თანხა 2027 წელს იზრდება:

  • აჭარის უმაღლეს საბჭოში – 826,8 ათასი ლარით [ჯამში იქნება 7,1 მილიონი ლარი]
  • აჭარის მთავრობაში – 360 ათასით [იქნება 3,8 მილიონი ლარი]
  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში – 1,2 მილიონი ლარით [იქნება 14,4 მილიონი ლარი]
  • აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროში – 1,1 მილიონი ლარით [იქნება 14 მილიონი ლარი]
  • აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში – 403 ათასი ლარით [იქნება 6,1 მილიონი ლარი]
  • აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში – 312,7 ათასი ლარით [იქნება 11,3 მილიონი ლარი]
  • აჭარის კულტურის სამინისტროში – 3,1 მილიონი ლარით [იქნება 32,6 მილიონი ლარი]

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 59 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში 2026 წლის 12 ნოემბრიდან დაიწყება.

ამავე თემაზე:

ზურაბ პატარაძის და ცოტნე ანანიძის ხელფასები 13 600 ლარიდან 14 747 ლარამდე იზრდება

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: