მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 დეკემბერი

19.12.2024 •
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 768 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 530]
  • ტანკი – 9 576 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 19 799 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 21 178 ერთეული [+14]
  • MLRS – 1 256 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 026 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 521 ერთეული [+51]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 943 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 31 678 ერთეული [+68]
  • სპეცტექნიკა – 3 656 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 650 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 38 064 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 844 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 502 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 19 822 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 326 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკი: უკრაინას არ აქვს ძალები ყირიმისა და დონბასის სამხედრო გზით დასაბრუნებლად

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: