უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 630 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
- ტანკი – 8 653 ერთეული [+11]
- ჯავშანტექნიკა – 16 955 ერთეული [+17]
- საარტილერიო სისტემა – 18 009 ერთეული [+73]
- MLRS – 1 184 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 945 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+1]
- ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 033 ერთეული [+43]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 591 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 24 481 ერთეული [+93]
- სპეცტექნიკა – 3 061 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 642 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 31 457 უპილოტო საფრენი აპარატი
- 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 17 993 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 452 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 14 488 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 25 945 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უკრაინამ 144 დრონით შეუტია რუსეთის 9 რეგიონს – რუსული მედია
რუსეთი დაუსწრებლად ასამართლებს ქართველ სნაიპერ ქალს, რომელიც უკრაინაში იბრძვის