უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 272 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
- ტანკი – 4 623 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 8 834 ერთეული [+6]
- საარტილერიო სისტემა – 6 027 ერთეული [+24]
- MLRS – 776 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 525 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 769 ერთეული [+27]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 462 ერთეული [+7]
- გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 8 571 ერთეული [+34]
- სპეცტექნიკა – 901 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 472 თვითმფრინავი
- 249 ვერტმფრენი
- 6 865 უპილოტო საფრენი აპარატი
- 437 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 931 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 151 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 426 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 13 121 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„ყოველდღე მივდივართ წინ, ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს მოსვენება“ – ზელენსკი