ქედელ მეღვინეებს ღვინის დაყენების სპეციფიკა გააცნეს

აჭარის აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლებმა ქედელ მეღვინეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მათ ვაზის წარმოება და ღვინის დაყენების სპეციფიკა გააცნეს. შეხვედრაზე მებაღეობა, მევენახეობის და ღვინის სამეცნიერო ინსტიტუტის დამფუძნებელმა, დავით თამარაშვილმა, ქედაში წარმოებული ღვინის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და ფერმერებს ყურძნის მოყვანის თანამედროვე ხერხები გააცნო. „მევენახე ფერმერები და ღვინის მწარმოებლები აჭარაში ცოდნის ნაკლებობას განიცდიან, თუმცა ამ ხალხს შენარჩუნებული აქვს ღვინის …

გიორგი ერმაკოვი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე

ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი, ეხმაურება წერილს, რომლითაც საინიციატივო ჯგუფი  ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას მოითხოვს. „ბოლო პერიოდში საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხი და მის გარშემო განვითარებული მოვლენები. ჩვენთან შემოვიდა საინიციატივო ჯგუფის წერილი ახალი მეჩეთის აშენების მოთხოვნით, რომელსაც დართული აქვს 12 000-მდე ხელმოწერა. ჩვენი ვალდებულებაა, მიღებული გადაწყვეტილება იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და ადეკვატურად ასახავდეს …

უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ახალი სია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „მარჩიელები“ კიდევ ერთხელ უწოდა მათ, ვინც მიიჩნევს, რომ არჩილ ხაბაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ისევ სამთავრობო კანდიდატად გამოცხადებულ დავით კვაჭაძეს წარადგენს. აჭარის მთავრობამ უსკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველთა სია უკვე გამოაქვეყნა. ამ სიაში ყოფილ გამგებელსაც ნახავთ და უმაღლესი საბჭოს იმ წევრის შვილსაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ უსკოს თავმჯდომარის ექვსი დეპუტატის მხარდაჭერით …

აჭარის მაღალმთიანეთში გათოვდა [ვიდეო]

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში თოვს. ვიდეო: ნინო ხიმშიაშვილი

BIAFF კინოჩვენებებისთვის ალტერნატიულ სივრცეს ქმნის

16 მარტს, 17.30 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კონფერენსდარბაზში გაიმართება BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტის მიერ ინიცირებული პროექტის პრეზენტაცია – „ბათუმში კინოჩვენებებისთვის ალტერნატიული სივრცეების შექმნა“. „ბათუმში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი კომერციული კინოთეატრი „აპოლო“, ალტერნატიული სივრცეების ნაკლებობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის (BIAFF) და ასევე ქალაქის მოსახლეობაც მოკლებულია დიდ ეკრანზე არაკომერციული კინოფილმების ნახვის შესაძლებლობას,“- ნათქვამია BIAFF-ის მენეჯმენტის განცხადებაში. …

„ენერგო-პრო ჯორჯია“: აჭარის სოფლებში გეგმიური გათიშვები ხვალაც გაგრძელდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალში აცხადებენ, რომ აჭარის მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გეგმიურია და უამინდობას არ უკავშირდება. კომპანიის ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოები ხვალ, 16 მარტსაც გაგრძელდება და დილის 11 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაბა ქედას, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზვარეს, ზესოფელს, ვაიოს, ზენდიდსა და კვაშტას. დღეს ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში …

უამინდობა და შტორმი ბათუმში [ვიდეო]

ბათუმის სანაპიროსთან ამ დროისთვის შტორმის სიძლიერე 5 ბალს აღწევს. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შტორმი და უამინდობა მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ხვალ, 16 მარტს კი, ამინდის გაუარესების გამო, აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია თოვა, ხოლო სანაპირო ზოლში ნალექი წვიმის, ან შესაძლოა თოვლჭყაპის სახით მოვიდეს.

წერილი ბათუმის ციხის „ანტივანდალური საკნიდან“

„ჩვენს საკანში  საერთოდ არ არსებობს  ფანჯარა, საიდანაც შემოვა ელემენტარული, სიცოცხლისთვის აუცილებელი ჰაერი. საკანში არის საშინელი უჰაერობა, რასაც ხშირად მოჰყვება ჩვენი გონების დაბინდვა, თავბრუს ხვევა, ცუდად გახდომა“, – ეს ამონარიდია წერილიდან, რომელიც სამმა პატიმარმა ბათუმის მე-3 საპყრობილედან „ბათუმელებს“, ასევე უფლებადამცველებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუგზავნა. პატიმრები ე.წ. „ვანდალური საკნის“ პირობებს აღწერენ, სადაც დროის გარკვეულ მონაკვეთში გადაჰყავთ  ის …

რას ელიან „ქართულ ოცნებაში“ ბათუმის ორგანიზაციის ახალი ლიდერისგან

პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ირაკლი ჭეიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. მან ლაშა სირაბიძე ჩაანაცვლა, რომელიც ახლა უკვე ამბობს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ აჭარაში ბოლო სამი წლის განმავლობაში არ არსებობდა. რატომ შეიძლება დაიჯეროს ამომრჩეველმა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გააქტიურება და ორწლიანი პაუზის შემდეგ ამოქმედებული პარტიული ოფისი პარტიის განვითარებას ემსახურება და არა მოახლოვებული …

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პაციენტთა შესახებ ინფორმაციის გამხელაზე

„ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები დაცულია გამხელისგან და ის არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თავად მოქალაქის თანხმობის გარეშე,“ – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწერილ წერილში. ინსპექტორს ვთხოვეთ განემარტა, აქვთ თუ არა სამედიცინო დაწესებულებებს პაციენტების შესახებ არსებული ინფორმაციის, სამართალდამცველებისთვის მიწოდების უფლება. საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, როცა კანონი შეიცვლა და ექიმებს აღარ აქვთ ვალდებულება, ნარკოტიკული ნივთიერებების ზედოზირების შემთხვევებზე …

სტუდენტების საპროტესტო აქცია ბათუმის უნივერსიტეტში [ვიდეო]

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის წინ სტუდენტთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს და მოითხოვენ, ოდეერებისგან ბათუმის უნივერსიტეტიც გათავისუფლდეს. აქციაში სტუდენტებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადდგენლები და სტუდენტების მშობლებიც მონაწილეობენ. „ჩვენ, სტუდენტები, ვაპროტესტებთ იმ სიტუაციას, რაც დგას თითქმის ყველა უნივერსიტეტში. ეს არის ავტონომიურობის პრობლემა და გარე ძალების მიერ საუნივერსიტეტო პროცესების მართვა.  ჩვენ მოვითხოვთ, …

ახალი ნარგავები ბათუმის ბულვარში

„ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის“ ინფორმაციით, ბულვარს ახალი  წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები შეემატა. „ფიჭვის, სოჭის, ნეკერჩხლის, მუხის, მაგნოლიას, კიპარისისა და სხვადასხვა ჯიშის 2 100-მდე ახალი ნერგები ძველი და ახალი ბულვარის პერიმეტრზე ეტაპობრივად დაირგვება, ამასთანავე დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული ხეების ჩანაცვლებაც მოხდება. გამწვანების სამუშაოები აპრილის ბოლომდე გაგრძელდება“-ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.  

ოდეერები ბსუ-ში და ყველგან

„ყველამ ვიცით მათი არსებობის შესახებ და თავს რატომ ვიტყუებთ. თანაც დღეს სრულიად უკანონო სტატუსით იმყოფებიან ისინი. ვაღიაროთ და გავთავისუფლდეთ მათგან“, – ეს კომენტარი ეკუთვნის სამართლის დოქტორ მალხაზ ნაკაშიძეს, რომელიც ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მუშაობს. მან ეს კომენტარი ამავე უნივერსიტეტში ოდეერების არსებობას მიუძღვნა. ოდეერის ყოფნა საუნივერსიტეტო დაწესებულებაში უკანონობაა. ოდეერი საბჭოთა KGB-ს დროინდელი ინსტიტუტია, რომელიც ბევრ სახელმწიფო დაწესებულებას …

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტთა განცხადება

დღეს, 14 მარტს, 18:00 საათზე, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას გამართავენ. სტუდენტებმა ფეისბუქში გაავრცელეს ტექსტი აქციის შესახებ, სადაც ნათქვამია: „ბათუმელ სტუდენტებს მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტები დღეს არ არის ავტონომიური, თავისუფალი სივრცე, სადაც მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესები. ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ გარე ძალების მიერ პროცესების მართვის მცდელობებს, ჩარევებს, რისთვისაც იყენებენ სტუდენტურ თვითმმართველობას და ადმინისტრაციას როგორც მიზნის მიღწევის …

დისკუსია თემაზე – ქართული ენერგეტიკის გეოპოლიტიკა

16 მარტს ბათუმში, 18:00 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“  მკვლევარი ენერგეტიკის საკითხებში, გიორგი მუხიგულიშვილი  დისკუსიას გამართავს თემაზე – „ქართული ენერგეტიკის გეოპოლიტიკა“. პროგრამის კოორდინატორია, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“.  დისკუსია გაიმართება „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ მხარდაჭერით.  

უმაღლესი საბჭოს წევრი: უსკოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატები პარტიული პირები არიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე, დღეს 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატები, კვლავ პარტიული ნიშნითაა შერჩეული. „რამდენიმე დღეა გამოქვეყნდა ახალი კანდიდატების სია, სადაც კვლავ არიან ის პირები, რომლებიც დღესაც წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიას და არიან „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი  არტიების წევრები. მე მოვუწოდებ აჭარის მთავრობის …

ბათუმის საკრებულოს წევრი: პლაჟების მართვა მერიის დაქვემდებარებაში უნდა დარჩეს

ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ჯაბა ბერიძე მიიჩნევს, რომ ბათუმის პლაჟების  გადაცემა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე  არასწორია და მისი განკარგვა ბათუმის მერიის მიერ უნდა მოხდეს. „ეს პრაქტიკა წინა წლებშიც იყო, რაც ჩემი აზრით მიუღებელია, რადგან ეკონომიკის სამინისტრო პლაჟებს  ექვსთვიანი იჯარით გასცემს, რაც ბიზნესის განვითარებისთვის არ არის მომგებიანი. ბარცხანიდან მოყოლებული ჩაქვამდე, ჩემი მაჟორიტარული უბანია, …

ნანა ცხადაძე, სერჟანტი, აგვისტოს ომის ვეტერანი

,,მე გავაკეთე ჩემი არჩევანი: ჩავიცვი ფორმა, რომ ვყოფილიყავი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგითი ჯარისკაცი“ ნანა ცხადაძე იმერეთის პატარა სოფელში დაიბადა. იქვე დაამთავრა სკოლა, სწავლა კი სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო. სწავლის დასრულების შემდეგ მომავალი ჯარისკაცი, 5 წლის განმავლობაში, თავისი პროფესიით სამოქალაქო მიმართულებით, კათედრაზე მუშაობდა. ნანა ცხადაძე: „როდესაც კარიერის სამხედრო მიმართულებით გაგრძელება გადავწყვიტე, ყველას გაუკვირდა. ამის მიუხედავად, ოჯახი გაგებით …

ახალი ნარგავები ბათუმში

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის გამყოფ ზოლში ქალაქის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი მცენარეები დაირგო. „მთავარ მაგისტრალზე პალმის, მაგნოლიას, დრაცანას და სხვა დეკორატიული მცენარეები, სულ 7 სახეობის 100-მდე ნერგი განთავსდა“-ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით,  მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, აქციაში პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

დისკრიმინაციის ფაქტი ბათუმის დელფინარიუმში სასამართლომ დაადასტურა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი ბათუმის დელფინარიუმის და მერიის წინააღმდეგ. ორგანიზაცია დელფინარიუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ, მომსახურების განსხვავებულ ტარიფებს ასაჩივრებდა. „ჯერ არ ჩაგვბარებია სასამართლოს გადაწყვეტილება. უნდა გავეცნოთ, ვიმსჯელოთ და შემდეგ მივიღებთ გადაწვეტილებას, გავასაჩივრებთ, თუ არა. იურიდიულად სწორად უნდა მოვიქცეთ“ -უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის დელფინარიუმის დირექტორმა – დავით ლეკვეიშვილმა. მანამდე, სასამართლო განხილვის ეტაპზე, ბათუმის …

შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

შმაგი ბოლქვაძემ (66) საქართველოს ბერძნულ-რომაულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოუტანა. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ლატვიელი ნიკიტა მასიუკი 6-4 დაამარცხა. ფედერაციის ინფორმაციით „საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75) გახდა, ვერცხლის მედალს რობერტ კობლიაშვილი (85) დაეუფლა, ბრინჯაოს კი …

გამოხმაურება შიმშილობის ზღვარზე მყოფი 6 თვის ბარბარეს ამბავზე

გაზეთ „ბათუმელების“ 7 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას 6 თქვის ბარბარეს შესახებ, მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაზეთ “ბათუმელებს” უკავშირდებოდნენ როგორც საჯარო სამსახურების წარმომადგენლები, ასევე ფიზიკური პირები, რომლებსაც პატარა ბარბარეს ოჯახთან სურდათ დაკავშირება და დახმარება. ექვსი თვის გოგონას დახმარების სურვილი გამოთქვეს სოციალურ ქსელ FACEBOOK-ში არსებული ჯგუფის: „ქართველი დედების კლუბის“ წევრებმა. მათ თბილისში შეაგროვეს საჩუქრები, რომლებიც …

ნარკოტიკების ზედოზირება – პოლიცია საავადმყოფოსგან ინფორმაციას მაინც იღებს

ექიმებს აღარ აქვთ ვალდებულება, შეატყობინონ სამართალდამცველებს იმ პაციენტების შესახებ, რომლებიც კლინიკაში ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირების დიაგნოზით ხვდებიან. ცვლილება საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში 2014 წლის 11 სექტემბერს შევიდა. ამის მიუხედავად, ბათუმის სამედიცინო კლინიკებში არ მომატებულა ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევები. მიზეზი მარტივია – პოლიციას ისევ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია კლინიკაში მისული ნარკოტიკების მომხმარებლის შესახებ და პასუხისგებაშიც მისცეს …

ვინ განსაზღვრავს რეგიონის ეკონომიკურ პოლიტიკას

ინვესტიციის გაზრდითა და ამ მიმართულებით გაფორმებული ახალი შეთანხმებებით აჭარის მთავრობა ხშირად იწონებს თავს. ინვესტიცია უმეტესწილად სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობა-ფუნქციონირებას გულისხმობს. ამ მხრივ ინვესტორის ინტერესები ქალაქის ცენტრში არსებულ მუნიციპალურ ქონებაზე გადის. ეს ქონება ბათუმის საკუთრებაა – მას თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით ბათუმის მერია და საკრებულო უნდა განკარგავდეს. რეგიონში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ბათუმის ცენტრში ინვესტორის დაინტერესების შემდეგ …

როცა ქვიშა ფულად იქცევა – მასალები პროკურატურას გადაეცა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი ორი თვის განმავლობაში პროტესტის ნიშნად არ დადიოდა სამსახურში. ამის მიუხედავად, ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ მოხელეს არათუ ხელფასს, არამედ სახელფასო დანამატსაც უხდიდნენ. დოკუმენტი, რომელიც „ბათუმელების“ რედაქციაში ინახება და რომელშიც ბევრი საჯარო მოხელისა თუ ბიზნესის წარმომადგენლის სახელი ფიგურირებს, ადასტურებს ამ უწყების თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებას ბიზნესთან. იმავე დოკუმენტზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, …

დაისჯება თუ არა ვახტანგ წულაძე „თვითნებობისთვის“

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ყველა ინსტანციის სასამართლო წააგო ქალის წინააღმდეგ, რომელიც სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ, დაახლოებით ორი წლის წინ გაათავისუფლა. „უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“ – ეს „ბრალდებები“ ვახტანგ წულაძის გამოცემულ ბრძანებაში წერია. ეს ბრძანება უზენაესმა სასამართლომ გააბათილა და სამმართველოს უკანონოდ გათავისუფლებული მ.მ.-ს აღდგენა დაავალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვახტანგ წულაძის უწყებამ დაზარალებულს …

„გერმანული თეატრის ისტორია და დღევანდელობა“ ბათუმში

15 და 16 მარტს, 16:00 საათზე, ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, წარმოდგენილი იქნება ლექციებისა და ვიდეოჩვენებების ციკლი „გერმანული თეატრის ისტორია და დღევანდელობა“. პროექტს „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ გოეთეს ინსტიტუტისა და ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ „კავკასიას“ მხარდაჭერით წარმოადგენს. 15 მარტს  წარმოდგენილი იქნება ლექციების ციკლი, გერმანელი რეჟისორის,  გერმანული სცენიური ნატურალიზმის ფუძემდებლის ოტო ბრამის შესახებ.  16 მარტს კი  გერმანული …

ბათუმში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნება გააპროტესტეს [ვიდეო]

დღეს 12 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება გააპროტესტეს. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია გამოიძიოს თუ ვის მიერ მოხდა  ფარული ჩანაწერის  youtube-ზე ატვირთვა და კანონის შესაბამისად დაისაჯოს.   პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი, 11 მარტს გავრცელდა. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით ვიდეომასალის …

არღვევს თუ არა „სოკარი“ მომხმარებლის უფლებებს?

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ თებერვლის თვეში ბუნებრივი გაზის თითქმის შვიდმაგი გადასახადი მიუვიდათ. მოქალაქეების თქმით, გასული წლის სექტემბრიდან დღემდე, მოხმარებული გაზის გადასახადს „სოკარის“ წარმომადგენლების ზეპირი მითითების საფუძველზე, ქვითრის გარეშე იხდიდნენ. „თებერვლის ქვითარზე კი 500 ლარი და მეტი თანხა იყო დაწერილი“, –  აცხადებენ ისინი. მათი აზრით, კომპანია მომხმარებლის უფლებებს არღვევს. მოქალაქეები თანხის …

კაზინოები და ტურიზმი ბათუმში

ბათუმში დღეს 11 მოქმედი კაზინოა, მალე კიდევ 12 კაზინო უნდა ამოქმედდეს. რეგიონის მთავრობა კაზინოების ამოქმედების პირობით, დამატებით, სხვა პროექტებსაც სთავაზობს ინვესტორებს. რა ეფექტი აქვს სათამაშო ბიზნესს ტურიზმის განვითარების მხრივ და რამდენად იყენებს არსებულ შესაძლებლობას ბათუმი? „იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, აზერბაიჯანში სათამაშო ბიზნესი აკრძალულია, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ეწვიოს საქართველოს და, შესაბამისად, სათამაშო ობიექტებს. …

„უთქმელი ისტორიები“ – დისკუსია ქალი მოღვაწეების შესახებ

დღეს, 12 მარტს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართება საჯარო დისკუსია ისტორიული ქალი მოღვაწების შესახებ. დისკუსიის თემაა – „უთქმელი ისტორიები“. შეხვედრის მიზანია, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ ქალების შესახებ, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით წვლილი შეიტანეს თავიანთი თემის, რაიონისა თუ მთლიანად ქვეყნის ან ქალთა მოძრაობის განვითარებაში. შეხვედრას უძღვება ქალთა კლუბის წევრი, ნინო ტავლალაშვილი.  

რატომ ჭრიან ქალაქში ჭადრებს? [ვიდეო]

დღეს  12 მარტს, ბათუმში  ლერმონტოვის ქუჩაზე ოთხი ჭადარი ამოიღეს.  უფრო ადრე, 9 მარტს, ჭადრები  გამსახურდიას და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაშიც მოჭრეს და მის ნაცვლად პალმები დარგეს. რატომ ჭრიან ჭადრებს ქალაქში? – ამ კითხვით ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს მივმართეთ. სამსახურის უფროსის მოადგილის, შავლეგ ფხაკაძის განცხადებით, ხეები ქუჩის რეაბილიტაციას უშლიდა ხელს და ამიტომ მოხდა მისი ამოღება. „სამი ჭადარი ამოვიღეთ, …

წაბლანა-ყინჩაურის გზის მონაკვეთი გადაკეტილია – საპროტესტო აქცია ხულოში

დღეს, 12 მარტს, ხულოს მუნიციპალიტეტში წაბლანა-ყინჩაურის გზის მონაკვეთი გადაკეტილია. სოფლის მოსახლეობა, მათივე თქმით, ჰესების მშენებლობის შედეგად მათი კერძო საკუთრების დაზიანებას აპროტესტებს. სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, გვირაბის მშენებლობის შედეგად დაზიანდა მათი კერძო სავარგულები და საყანე ადგილები. მოსახლეობა როგორც ხელისუფლებას, ასევე ნორვეგიულ კომპანიას სთხოვს, რომ დაიცვან მათი უფლება და ზიანი არ მიაყენონ მათ საკუთრებას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ …

ბსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტისა და სახელისუფლო ძალებს შორის ბრძოლაზე

გიორგი ბაგრატიონი, სტუდენტი ვფიქრობ, ყველა კარგად ვხდებით, თუ რა ხდება დღეს საუნივერსიტეტო სივრცეში. ეს არის ბრძოლა უნივერსიტეტსა და სახელისუფლებო ძალებს შორის, უნივერსიტეტიის დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის დასაცავად. მიუხედავად ამისა, საზოგადოება მაინც ორად იყოფა: ისინი, ვინც აანალიზებენ და იცავენ უნივერსიტეტს და ისინი, ვინც გარკვეული არიან სიტუაციაში, მაგრამ ვერ აღიარებენ, შესაბამისად, უნივერსიტეტს ვერც იცავენ. სწორედ მეორე კატეგორიას შემიძლია მივაკუთვნო …

დისკუსია ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ებზე, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა

რისთვის იყენებს ბათუმის მუნიციპალიტეტი ა(ა)იპ-ებს? – თემაზე დისკუსია დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. ვინაიდან ა(ა)იპ-ებს არ აქვთ კონკურსის ჩატარების ვალდებულება, წლების განმავლობაში ფიქსირდება ეჭვი, რომ ა(ა)იპ-ებს მმართველი პოლიტიკური ძალა აქტივისტებისა და ახლობლების დასასაქმებლად იყენებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ბათუმის ა(ა)იპ-ებში საშტატო ერთეულების რაოდენობა 122-ით გაიზარდა. „საშტატო ერთეულები გაიზარდა იმიტომ, …

ბათუმში ახლა პირველი საათია

ბათუმში ახლა პირველი საათია – ყოველ შემთხვევაში ამ დროს უჩვენებს ერას მოედანზე დამონტაჟებული საათის ისრები. ქალაქში, სადაც ტურისტის მოსაზიდად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ხარჯავენ, ტურისტულ ადგილებში დამონტაჟებული საათები გაუმართავია. ბათუმის მერია, რომელიც ქალაქის მართვაზეა პასუხისმგებელი, ტურისტულ ადგილებში საათების გამართვასაც კი ვერ უზრუნველყოფს. კითხვაზე – უხერხული ხომ არ არის ბათუმში ტურისტების თავშეყრის ადგილებზე დამონტაჟებული საათის ისრები არარეალურ …

Exit mobile version