მრავალსართულიანი ახალი შენობა ბულვარში და ძეგლის საზღვრები

ბათუმის ბულვართან ე.წ. „ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ შენობის გვერდით, ათსართულიანი ნაგებობის ასაგებად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებარე ობიექტის საზღვრები არ ემთხვევა აქ არსებული, სამსართულიანი შენობის საძირკვლის საზღვრებს, რომლის დემონტაჟის შედეგად შენდება ახალი ნაგებობა.  „ბათუმელები“ შეეცადა გადაემოწმებინა იზრდება თუ არა შენობის მოცულობა ძველი ბულვარის ტერიტორიის ხარჯზე. „ბათუმი თაუერი“ ჩვენ არ გვეკუთვნის და კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ.  სავარაუდოდ, ბათუმის მერიას უნდა …

ჩამქრალი საახალწლო განათებები მემედ აბაშიძის ქუჩაზე

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე საახალწლო განათებები რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს, თუმცა, განათებების ნაწილი უკვე ჩამქრალია. საახალწლო განათებების მონტაჟს ქალაქში, შპს „აჭარგანათება“ უზრუნველჰყოფს. „აჭარგანათების“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით,  განათებებს ხვალ 29 დეკემბერს შეაკეთებენ. „როცა რაღაცის ინსტალაცია ხდება, დაზიანებებიც ხდება ხოლმე. თუმცა, პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული განათებების აღდგენა. ხვალისთვის მემედ აბაშიძის ქუჩაც შეკეთდება“-გვეუბნება ის.

სამინისტროს ინფორმაციით საექსპორტოდ 24 603 ტონა მანდარინი გავიდა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე 24 603 ტონა მანდარინი გავიდა საექსპორტოდ, 7 135 ტონა კი გადამუშავებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იოსებ აბულაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ციტრუსის დაკრეფის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია. იოსებ აბულაძის ინფორმაციით, წელს ყველაზე მეტი ციტრუსი საექსპორტოდ რუსეთის ბაზარზე გავიდა: „90 ათასი ტონა გავიდა რუსეთის ბაზარზე, შემდეგ ყველაზე მეტი უკრაინაში. ნაწილი გატანილია ბალტიისპერეთის ქვეყნებში …

ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

დღეს 28 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გემგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ქოქოლაძე დააკავეს. გამგეობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია თუ რომელი სამსახურის მიერ იქნა დაკავებული დავით ქოქოლაძე. დაზუსტებულ ინფორმაციას არც გამგებელი ფლობს: „ალბათ ანტიკორუფციული  უსაფრთხოების სამსახურია, ზუსტად არ ვიცი“-გვეუბნება ნადიმ ვარშანიძე.

პეტიცია ბათუმის ძველი ბულვარის დასაცავად

საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“  პეტიციას აქვეყნებს და აჭარის მთავრობას მიმართავს ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას. „ბათუმის ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, რომელიც უკვე 130 წელია ყალიბდება. დაარსებიდან დღემდე ბულვარი ბათუმის ისტორიის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მიგვაჩნია, რომ გადაკეთებითა და შეცვლით ბულვარი დაკარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რის გამოც იგი კულტურული მემკვიდრეობის …

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აჭარის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

დღეს 28 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, მან სახელმწიფო შპს „სტადიონიდან“ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.  მისი განცხადებით, უმაღლესი საბჭოს წევრისთვის საჯარო ინფორმაციის დამალა არის საგანგაშო და აჩენს კითხვებს. მედეა ვასაძე, შპს „სტადიონის“ დირექტორის გიორგი ზირაქიშვილის, მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძისა და ფინანსთა და …

საიას აჭარის ფილიალი 20 წლის გახდა [ვიდეო]

27 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალმა 20 წლის იუბილე აღნიშნა. 100-მდე ადამიანი ყვებოდა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება მოახერხა საიამ ამ წლების განმავლობაში. ჩამონათვალი მრავალფეროვანია და თითქმის ყველა სოციალურ ჯგუფს ეხება. საიას აჭარის ფილიალმა, როგორც მისი მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, მარტო 2015 წელს 5 ათასამდე მოქალაქეს გაუწია იურიდიული კონსულტაცია. საიას თავმჯდომარის ანა …

BIAFF მიმდინარე წლის შედეგებს შეაჯამებს

ხვალ 29 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება BIAFF  2015 კინოფესტივალის შედეგების შეჯამება, არსებული პრობლემების შესახებ ინფორმირება და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია. „2015 წელი BIAFF-თვის იყო საიუბილეო,  10 წელი შეუსრულდა ფესტივალის დაარსებიდან და ამ ათწლეულში, BIAFF კინოფესტივალი განვითარდა და ჩამოყალიბდა ქვეყანაში ერთ-ერთ უმნიშნველოვანეს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებად, რომელიც მნიშვნელვოან როლს ასრულებს არაკომერციული, არტ-ჰაუს კინოს …

29 დეკემბერს ბათუმის ბულვარის დასაცავად მორიგი აქცია გაიმართება

“ამ აქციის მიზანია ხელი შევუშალოთ ბულვარის ისტორიული დაგეგმარების და ძველი სტილის დამახინჯებას. კონკრეტულად, შუაში მდებარე ხეივანის გაუქმებას,რაც გამოიწვევს ბულვარის, როგორც ისტორიული ძეგლის განადგურებას და მისი ფუნქციის შეცვლას” – წერია ფეისბუქში დაანონსებული აქციის ანოტაციაში. აქცია 29 დეკემბერს, ბულვარის კოლონადებთან, 13 საათზეა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ძველი ბულვარის რეკონსტრუქცია, აჭარის მთავრობამ, რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. სამი სავალი …

ისტორიული ბაღები ფლორენციის ქარტია – 1982

აჭარის ხელისუფლებამ დაანონსა, რომ ის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობს. შესაბამისი ვიდეოკლიპის გავრცელებამ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული კონცეფცია ფლორცენციის ქარტიისთან შესაბამისობაშია. „ბათუმელები“ აქვეყნებს ქარტიის სრულ ვერსიას იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირებმა თავად განსაზღვრონ, ეწინააღმდეგება თუ არა ბულვართან დაკავშირებული სახელისუფლო გეგმები ფლორენციის ქარტიას. პრეამბულა ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო კომიტეტისა (ICOMOS) და ლანდშაფტის …

ემილ ლევიეს ბათუმი

სულხან სალაძე 1890 წელს შვეიცარიაში, ჟურნალ „Bibliotheque Universelle”-ს ფურცლებზე, ერთი ბოტანიკოსის ცოლმა, დღიურებად მომზადებული სტატიების – „A Travers Le Caukase” გამოქვეყნება დაიწყო. დღიურები საქართველოში იწერებოდა და შემდეგ პირდაპირ ფლორენციაში იგზავნებოდა. ამ დღიურებს ცნობილი ბოტანიკოსი ემილ ლევიე წერდა. ბატონმა ემილმა პირველი წერილი ბათუმში დაწერა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1890 წელს ფლორენციაში შეკრებილმა მეცნიერებმა კავკასიის გამოკვლევა …

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ „გაზპრომის“ პროდუქციას შეიძენს

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ რუსული „გაზპრომის“ პროდუქციას შეიძენს. 92 ათასი ლარის ღირებულების საცხებ-საპოხ მასალებზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 31 დეკემბრამდე უნდა გაფორმდეს. სატრანსპორტო საშუალებებისთვის საჭირო საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვაზე ტენდერი „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 2015 წლის 10 დეკემბერს გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 110 780 ლარი. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა: „ჯენტო ტრეიდინგი“ [საბოლოო ფასი – 105 900 ლარი],  „თეგეტა მოტორსი“ [96 585 ლარი] და …

როგორ შეიქმნა ისლამური სახელმწიფო

ინტერვიუ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორთან, გიორგი სანიკიძესთან. ბატონო გიორგი, ISIS-ის პრეისტორიაზე რომ მოყვეთ, რა ხელშეწყობა ჰქონდა მას და რა გარემოებებში შეიქმნა? 2003 წელს ერაყში, სადამ ხუსეინის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, მოსახლეობის ანგარიშგასაწევი ნაწილი ჩამოშორდა ხელისუფლებას და გაჩნდა ნოყიერი ნიადაგი რადიკალური იდეების გავრცელებისთვის. შემდგომ, 2005 წელს, ვირტუალურად შეიქმნა ერაყის ისლამური სახელმწიფო, რომელიც რადიკალებს აერთიანებს. მასში არიან როგორც რადიკალი …

ენერგოპრო: ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ელექტროენერგია გაითიშება

“ენერგოპრო ჯორჯიას” ინფორმაციით, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, 27 დეკემბერს, 12:30-დან 13:30 სთ-მდე, ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება პუშკინის, ტბელ აბუსერიძის, გრიბოედოვის, ფიროსმანის ქუჩებს, ლერმონტოვიდან ინასარიძის ქუჩამდე მონაკვეთში. ასევე, 12:30 სთ-დან 20 წუთის განმავლობაში ელექტროენერგია გაითიშება დუმბაძის ქუჩასა და ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. “ენერგოპრო ჯორჯიას” ინფრომაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ბულვარში სავალი ბილიკის გაუქმებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებს

ბათუმის ძველ ბულვარში სამი სავალი ბილიკიდან ერთი უქმდება და მის ადგილს,  სავარაუდოდ, მწვანე საფარი დაიკავებს. ვინაიდან „ძველი ბულვარი“ კულტურული მენკვიდრეობის ძეგლია, იქ მიმდინარე სამუშაოები უნდა შეთანხმდეს აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი აცხადებს, რომ სამუშაოები გეგმიურია, სააგენტოსთან შეთანხმებულია და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. „ბათუმელებმა“ გადაამოწმა სატენდერო დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ კომპანიასთან …

გააჩუქე თბილი ტანსაცმელი, რომელიც არ გჭირდება – საქველმოქმედო აქცია ევროპის მოედანზე

ბათუმში, ევროპის მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხესთან არასამთავრობო ორგანიზაცია „სანშაინის“ მოხალისეები სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ადამიანებისთვის თბილ ტანსაცმელს აგროვებენ. „სანშაინის“ თავმჯდომარე ედო მჟავანაძე ამბობს, რომ აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს და ჯერჯერობით მათ უფრო მეტმა ბენეფიციარმა მიმართა, ვიდრე დახმარების მსურველმა და მხოლოდ მცირე რაოდენობით თბილი ტანსაცმელი შეგროვდა. „ვაგროვებთ თბილ ტანსაცმელს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება დახმარება. 27 დეკემბერს, …

ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია 2 მილიონზე მეტი დოლარითაა დაჯარიმებული

ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებაზე  ხელშეკრულება ტენდერისა და კონკურსის გარეშე გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც ნასყიდობის სხვა ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, ადრე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაჯარიმებული ჰყავს. საუბარია შპს „სანატორიუმი-სასტუმრო ოაზისზე“. კომპანიას მაშინ ჯარიმა აპატიეს, თუმცა პირობები მაინც ვერ შეასრულა, რის გამოც გაუცოცხლდა ძველი და დაეკისრა ახალი საჯარიმო სანქციები. ბულვარის კონცეფციასთან დაკავშირებით შექმნილი კომისის …

ნინო ქათამაძის კონცერტი და ნაძვის ხის ანთება ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე საღამოს რვის ნახევარზე აანთეს, რის შემდეგაც ნინო ქათამაძისა და ჯგუფ „ინსაითის“ კონცერტი დაიწყო, რომელიც საათ ნახევარს გაგრძელდა. ნაძვის ხის ანთება ბათუმში 2016 | 25 დეკემბერი, 2015 კონცერტი თბილისიდან მოწვეულმა ალტერნატიულმა ბენდმა “LOUDSPEAKER” გააგრძელა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კონცერტის ორგანიზატორია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, რომლის ორგანიზებითვე  ღონისძიებები ჩატარდება 26 და 27 …

ადვოკატი ირაკლი შავაძე ბათუმში მოსამართლედ აირჩიეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში იუტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით სამი მოსამართლე გაამწესეს: ხათუნა ბოლქვაძე, ირაკლი შავაძე და გიორგი გრატიაშვილი. არჩევნები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ხათუნა ბოლქვაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში წლებია მუშაობს, ირაკლი შავაძე კი ადვოკატია. რაც შეეხება გიორგი გრატიაშვილს, იგი 2009-2011 წლებში აჭარაში ზედამხედველ პროკურორად მუშაობდა. მისი სახელი ბიზნესმენებისთვის ძვირადღირებული მანქანების ჩამორთმევის სკანდალს უკავშირდება. ეს მანქანები ახალმა ხელისუფლებამ …

ლეონიდ ჩერნოვეცკის განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაზე

ახლახან შექმნილი პარტიის – „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი, კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვიცკი განცხადებას ავრცელებს. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ეხება. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „დემოკრატიას საქართველოში ბზარი გაუჩნდა და ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა შესაძლოა საქართველო სახელისუფლებო კოლაფსამდე მიიყვანოს. პირველად გავიგე ევროპული ქვეყნის შესახებ, სადაც საზოგადოება მთავრობის მეთაურისგან, თავისი გადადგომის მიზეზების შესახებ მკაფიო განმარტებას არ იღებს. …

გამაფრთხილებელი აქცია ბათუმში ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად

25 დეკემბერს ბათუმის ბულვარში ძველი ბულვარის დასაცავად გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქალაქის ისტორიულ ბულვარში ახალი კონცეფციის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. ახალი კონცეფციის თანახმად, ბულვარში უქმდება ფეხით სავალი ერთი ზოლი, ამ ნაწილს გამწვანება და კაფე-ბარები ემატება, იცვლება სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაც. სწორედ ამ ცვლილებების წინააღმდეგ გამოვიდნენ დღეს ძველ ბულვარში მოქალაქეები. დღის პირველ საათზე ბულვარში, სასტუმრო „ინტურისტის“ წინ ხალხი …

დებატები ბათუმის საკრებულოში ბულვარის კონცეფციაზე [ვიდეო]

25 დეკემბერს ბათუმის ძველი ბულვარის კონცეფცია მწვავე განხილვისა და დებატების მიზეზი გახდა ბათუმის საკრებულოში. ქალაქის საკრებულოში სხდომა ბათუმის ბულვარში, ძველი ბულვარის დასაცავად გამართული აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

ქრისტეშობის დღე ბათუმში

ქრისტიანული ეკლესიების დიდი ნაწილი დღეს, 25 დეკემბერს იესო ქრისტეს შობას ზეიმობს. საზეიმო ღვთისმსახურება ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში 24 დეკემბერს, ღამით დაიწყო. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კი ქრისტეშობას ძველი სტილით, 7 იანვარს აღნიშნავს. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის გაბრიელ ბრაგანტინის თქმით, წლევანდელი შობის ზეიმი განსაკუთრებულია: „რომის პაპის მიერ ეს წელიწადი გამოცხადდა გულმოწყალების წლად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთონ გაჭირვებული …

კომპანია, რომელიც ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა აღარ არსებობს

შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა, 24 დეკემბრიდან ცალკე იურიდიულ კომპანიად აღარ არსებობს. რეორგანიზაციის შედეგად მოხდა სამი კომპანიის, მათ შორის „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისის“ შერწყმა და ახალი კომპანია დარეგისტრირდა. „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“ და „ჰოტელ ოაზისი“ შეერწყა „კომპანია საქტურკურორტს“, რეორგანიზაციის შედეგად კი ფუნქციონირებას აგრძელებს ახალი კომპანია სახელწოდებით: შპს „დრიმლენდ ოაზისი“. კომპანიების რეორგანიზაციის გადაწყვეტილება ავსტრიაში, …

ბათუმი – “მკვდარი ჩრდილების ქალაქი” [ფოტოპროექტი]

„მკვდარი ჩრდილების ქალაქი“ ფოტოგრაფ ლაშა ფალავანდიშვილის პროექტია. ლაშა ამბობს, რომ ამ პროექტით სურს აჩვენოს ქალაქის ურბანიზაციის ქაოტური პროცესი, უზარმაზარი და გაუგებარი ჩრდილები მთელს პერიმეტრზე, ადამიანთა კოლბებში გამომწყვდევა და მკვდარი ქალაქის რეალობა.

კობა ჩხეიძე: „საქმე გვაქვს ბიუჯეტის არასწორ დაგეგვასთან“

ხვალ, 25 დეკემბერს ბათუმის საკრებულო 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 141 მილიონი ლარი იქნება. საკრებულოს ოპოზიციას კი თითქმის იდენტური პრეტენზიები აქვს, რაც გასული წლის ბოლოს ჰქონდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“  საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე ესაუბრა. მერიამ განსახილველად შემოიტანა 137-მილიონიანი ბიუჯეტი, რომელზეც მოვამზადეთ რეკომენდაციები. ამის შემდეგ მერიამ უკან დააბრუნა და …

2016 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტი ჩავარდა

24 დეკემბერს აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭი უყარეს 2016 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს. ახალი ბიუჯეტი არ დამტკიცდა, რადგან ექვსმა დეპუტატმა ხმა არ მისცა, სამმა თავი შეიკავა, ერთი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, სულხან ღლონტი კი სხდომას არ ესწრებოდა. ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა. ასევე, ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ. „თავისუფალი დემოკრატების“ …

რეზინის ბოტები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვებისთვის – მიმართვა მოქალაქეებს

ალბათ ყველას გსმენიათ, რომ ხელვაჩაურში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ბავშვები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ. მათი მშობლები ვერ ახერხებენ ბავშვების უზრუნველყოფას სრულფასოვანი კვებითა თუ ტანსაცმლით. ჩვენ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეები, ვეცდებით, ამ ბავშვებს ერთი დღით მაინც გავუმრავალფეროვნოთ ცხოვრება. დაგეგმილი გვაქვს მათი წაყვანა ბავშვთა გასართობ ცენტრში, ამას ჩვენი ორგანიზაციის სახსრებით შევძლებთ. გარდა ამისა, ძალიან გვინდა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ …

ქობულეთში 20-ზე მეტი მუხის ნერგი გადატეხეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე დარგული 20-ზე მეტი იაპონური მუხის ნერგები შუაზე გადატეხეს. როგორც გამგებელი ამბობს, ნერგები ტენდერით იყო შეძენილი და დაახლოებით ათი ათასი ლარი დაჯდა. გამგებელი ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა  ეჭვმიტანილების ვინაობა არ არის ცნობილი. „ნეტა დამაჭერინა ვინც ეგ გააკეთა. „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურზეა ერთი ვიდეოთვალი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ მოხდა დამნაშავეების დადგენა. …

25 დეკემბერს ბათუმში ნინო ქათამაძე ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან იმღერებს

ხვალ, 25 დეკემბერს, ევროპის მოედანზე, საღამოს 7 საათზე, საახალწლო შოუ ევროპის მოედანზე ნინო ქათამაძისა და ჯგუფ ინსაითის კონცერტით გაიხსნება. კონცერტის დაწყებამდე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ნინო ქათამაში კონცერტის შემდეგ, 20:30 წუთზე, ქართველი მსმენელის წინაშე დედაქალაქიდან მოწვეული ქართული ალტერნატიული ბენდი „LOUDSPEAKER“ წარდგება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, კონცერტის დაწყებამდე, 18:30 წუთზე ევროპის მოედანზე …

საუკეთესო სასტუმრო და რესტორანი აჭარაში – ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულები

22 დეკემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ტურიზმის რეგიონალური ფორუმი „მაგნოლია 2015“ გაიმართა, სადაც ტურიზმის სექტორის წარმატებული კომპანიები დაჯილდოვდნენ. ფორუმი წელს პირველად ჩატარდა. ფორუმზე პროექტ „იდუმალი სტუმრის“ შედეგებიც იყო წარმოდგენილი. პროექტის ფარგლებში 2015 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 150 ობიექტში, მათ შორის განთავსებისა და კვების ობიექტში, ასევე ტურისტულ სააგენტოებში ფარული ვიზიტი განახორციელა სერვისების ხარისხის კვლევის მიზნით. საუკეთესო …

გადადგება თუ არა არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე დღეს, 24 დეკემბერს სამსახურში არ იმყოფება. ქვეყნის პრემიერის გადადგომის შემდეგ ხომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას არჩილ ხაბაძეც? საქართველოს და აჭარის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ავტომატურად გადადგომას, იმ შემთხვევაში თუ თანამდებობას ქყვეყნის პრემიერი. თუმცა, იმის გათავალისწინებით, რომ არჩილ ხაბაძე ითვლებოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვლის გუნდის წევრად, არ არის გამორიცხული ახალი …

ხმაური და დაპირისპირება ბათუმის ძველი ბულვარის გარშემო [ვიდეო]

23 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ძველი ბულვარის განვითარების კონცეფციის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე შედგა. დარბაზი ხალხით იყო სავსე, პრეზენტაციას მთავრობის წევრები, ბულვარში მდებარე კაფეების მეპატრონეები, არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ. რატომ გახდა აუცილებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ძველი ბულვარის რეკონსტრუქცია, მაშინ როცა ქალაქში არა ერთი ქუჩა თუ სკვერი ცუდ მდგომარეობაშია? ხომ არ …

მურმან დუმბაძე: ჩათვალეთ რომ პრემიერი გადამდგარია

დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ. საგანგებო ბრიფინგი დღეს 18:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია რომ ბრიფინგი 20:00 საათზე გაიმართება. რამდენად რეალურია და რას უკავშირდება პრემიერის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია? „ბათუმელებთან“ ამ საკითხზე კომენტარს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე აკეთებს. „შესაძლო არა, ჩათვალეთ რომ პრემიერი გადამდგარია. მე …

დისკუსია საბავშვო ბაღების რეფორმაზე, ბაღების თანამშრომლების გარეშე

რატომ არ ესწრებოდნენ საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები და პედაგოგები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონპროექტის“ განხილვას და იწყებს თუ არა ხელისუფლება მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყებას იმ სფეროს წარმომადგებლების გარეშე, ვისაც უშუალოდ ეხება რეფორმა? ამ საკითხზე „ბათუმელები“ ბათუმის მე-3 საბავშვო ბაღის გამგეს ნანა თედორაძეს და ბათუმის საბავშვი ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ნატალია ზაქარეიშვილს ესაუბრა. „მე მივიღე წერილი …

„საწოლზე ცელოფანს ვიფარებთ, რომ არ დავსველდეთ“ [ვიდეო]

„ჯავახიშვილის 74“ – აწერია რკინის ჭიშკარს, რომელსაც ჟანგი აქვს მოდებული. ეზოს ერთ კუთხეში ძველი მანქანის სავარძლები აწყვია, აქვეა მაგნიტოფონი და ორი სტაფილოსფერი ვედრო. ყველაფერს აწვიმს. 58 წლის თალიკო სილაგაძე თოკებზე გაფენილ ტანსაცმელს ხსნის ქოლგით ხელში და შინ შეაქვს. კარების გაღებისთანავე სამი კატა ეგებება ფეხებში: „ისეთი ამინდია, ამათ გარეთ ვერ ვუშვებ და შევიფარე“.   შესასვლელში კარჩამოვარდნილი …

Exit mobile version