სოფელი ცივი ზამთრის მოლოდინში

თოვლმა პრობლემები შექმნა უკვე აჭარის მთიანეთში. ჩაიკეტა სოფლებში შიდა გზები, ზოგიერთ სოფელს შეუწყდა შუქის მიწოდება და რიგ სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. რამდენად მომზადებული ხვდება მთიანი აჭარა დაანონსებულ ცივ ზამთარს? ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი კურცხალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია ხულოში. აქ ნალექი უხვად მოდის და ზამთარი დიდხანს გრძელდება. გასულ კვირას მოსულმა თოვლის საფარმა კურცხალში …

სააპელაციო სასამართლო გამართლებულ პირებს ციხეში აბრუნებს

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა. წელს, ნოემბრის ჩათვლით, სასამართლომ 15 პირი სრულად გაამართლა, 2015 წელს – 7. ნიშნავს თუ არა ეს მაჩვენებელი იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდა – ზოგიერთი ადვოკატი ფიქრობს, რომ არა. ისინი მეორე ინსტანციის სასამართლოზე მიგვითითებენ, სადაც, მაგალითად, წელს ბათუმის სასამართლოს მიერ გათავისუფლებული 4 ადამიანი უკან, ციხეში …

100 ათასი ევრო – ჯილდო ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილზე ინფორმაციისთვის

გერმანიის პოლიციამ ბერლინის ტერაქტის ჩადენაში  სავარაუდო ეჭვმიტანლის ვინაობა დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, პირი, რომელიც 19 დეკემბერს სატვირთო ავტომანქანას მართავდა და ამ მანქანით ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე შევარდა, სავარაუდოდ 24 წლის ტუნისელი  ანის ამრია. პოლიციის ინფორმაციით, ბერლინის ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი ასე გამოიყურება: სიმაღლე – 178 სანტიმეტრი, წონა – დაახლოებით 75 …

საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარის ღია წერილი გიორგი ერმაკოვს

საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი ღია წერილით მიმართავს ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვს. წერილის ვერსიას უცვლელად გთავაზობთ: „მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს ჩვენ, ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და მდგრადი განვითარებით დაინტერესებულმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და მოქალაქეებმა, თქვენთან, როგორც მერობის კანდიდატთან, გავაფორმეთ მემორანდუმი ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის დაცვისთვის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მიზნით. მხარეები შევთანხმდით, რომ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების …

მანქანის გატაცების საქმე ბათუმის სასამართლოში

ავტომანქანის ქურდობას გამოძიება ნუკრი ფ.-ს ედავება. საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. დღეს, 21 დეკემბერს მოსამართლემ იმ გამომძიებლის ჩვენება მოისმინა, ვინც ბრალდებული გაჩხრიკა და დააკავა. ავტომანქანის გატაცების შემთხვევა ბათუმში მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. გამოძიების ვერსიით, პოლიციამ მანქანის მძღოლი გატაცებიდან რამდენიმე წუთში, სვიშევკის ქუჩაზე დააკავა. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისი მტკიცებით, ავტომანქანა მეგობარმა ათხოვა, ვის დედასაც …

მოქალაქემ საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა მოუგო

საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა ჯაბა აბულაძემ მოუგო. მისი სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ რამდენიმე წუთის წინ დააკმაყოფილა. ჯაბა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ჯარიმის, 250 ლარის შეფარდებას აპროტესტებდა. ადმინისტრაციული დავის მთავარი საგანი ვადები იყო – შემთხვევა 2015 წლის 9 სექტემბერს მოხდა, ჯაბა აბულაძე კი, 2016 წლის  აგვისტოში დააჯარიმეს. სასამართლო პროცესზე ადვოკატი, მალხაზ აბულაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლზე მიუთითებდა, …

მერიის წინ მოპედს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა

მერიის წინ, გორგილაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა მოპედს დაეჯახა. მოპედის მძღოლი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულს კეფის არეში ჰქონდა ნაფლეთი ჭრილობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს.

საახალწლო სამზადისი [ფოტო]

ბათუმში, 6 მაისის პარკის შესასვლელთან და ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხეები მონტაჟდება. როინ გუნდაძის ფოტორეპორტაჟი: მერიის საახალწლო ღონისძიებების პროგრამა ბათუმს ახალი ნაძვის ხე ექნება

პედაგოგები განვითარების სქემისა და გამოცდების შესახებ

რას ფიქრობენ პედაგოგები განათლების მინისტრის მოსაზრებაზე, რომ გამოცდები არ უნდა იყოს მასწავლებლისთვის სავალდებულო? რა ზიანი ადგება განათლების სისტემას დაუსრულებელი რეფორმებით და რამ უნდა განსაზღვროს პედაგოგის კომპეტენცია? თემაზე „ბათუმელებთან“ საჯარო სკოლის პედაგოგებმა ისაუბრეს. ქეთევან გიორგაძე უფროსი კატეგორიის ლიტერატურის მასწავლებელია ბათუმის #6 საჯარო სკოლაში. ის მიიჩნევს, რომ მასწავლებელმა უნდა იცოდეს თავისი საგანი და არც საგნის ჩაბარება არ …

მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა – რა ვითარებაა სოფლებში

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად თოვდა, გამოიდარა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით არც ერთ სოფელში სწავლის პროცესი არ შეჩერებულა, ასევე ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. „ძირითადი პრობლემა გვაქვს გზებზე,  ყველა სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდას ერთ დღეში ვერ მოვასწრებდით. დღესაც და ხვალაც გაიწმინდება გზები, ძირითადად დარჩენილია  სხალთა-ფუშრუკაულის მიმართულებით არსებული …

სოფლებში ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამას მუნიციპალიტეტები დააფინანსებენ

2017 წლიდან „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“ პროგრამა აჭარის ბიუჯეტიდან [არსებული პროექტის მიხედვით] აღარ დაფინანსდება. ამ პროგრამას მუნიციპალიტეტებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებდა. პროგრამის მიზანი იყო  სოფლის მოსახლეობისთვის მედიცინის დის დონეზე ექიმამდელი სამედიცინო მომსახურების უწყვეტად მიწოდება. აჭარის მთავრობის განცხადებით „თემის სამედიცინო პუნქტების მედდების სამედიცინო საქმიანობას კოორდინაციას უწევს თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის სოფლის ექიმები. თემის სამედიცინო პუნქტების …

უსკო დაფინანსების გაზრდას ითხოვს

„სტრატეგიული განვითარების სამსახური“, – ამ სახელწოდებით ახალი სამსახურისა და შესაბამისად შტატების დამატებას აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] ითხოვს. ახალმა სამსახურმა არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო მოხელეების განათლებისა და უსკოს შესაძლებლობების გაზრდაზე უნდა იმუშაოს. ამჟამად უსკოს ყოველწლიური ბიუჯეტი [საარჩევნო წლის გარდა] ნახევარ მილიონზე მეტია და  იგი მიმდინარე წელს 582 500 ლარს შეადგენს. თუკი უსკოს მოთხოვნას უმაღლესი საბჭო დააკმაყოფილებს, …

დენის გათიშვის გრაფიკი აჭარაში – 21-23 დეკემბერი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით, აჭარის ტერიტორიაზე, 21-23 დეკემბერს ელექტროენერგია დროებით გაეთიშებათ:   21 დეკემბერს: ბათუმში [ურეხი, ინჯალო, ციხე და ხახულის ქუჩა] 11:00-დან 14:00-მდე; განთიადი, მახინჯაური და მწვანე კონცხი 11:00-დან 17:00-მდე; ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში ავგია და ახალისოფელი 11:00-დან 17:00-მდე; ქობულეთში აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე 11:00-დან 14:00-მდე. 22 დეკემბერს: ბათუმში [აღმაშენებლის, ტაბიძის და რურუას ქუჩებზე]  11:00-დან …

შსს: ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულზე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ტ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა ა.ტ. მის დროებით საცხოვრებელ ბინაში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქეს 199 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ 2400 ლარად მიჰყიდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 10 აბი „ექსტაზი“ და 3 აბი „მდმა“ ამოიღო. ასევე, …

8,5 წლით გახანგრძლივებული პატიმრობა – სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

„გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ – ამ სახელწოდების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 20 დეკემბერს დაიწყო. გიორგი ქართველიშვილი 1998 წლიდან პატიმარია. 2012 წელს გათავისუფლებამდე ორი კვირა ჰქონდა დარჩენილი, როცა სასჯელი რვანახევარი წლით გაუზარდეს – გიორგის ციხის ადმინისტრაციისთვის საქმიანობის ხელის შეშლა დაუდასტურა სასამართლომ. „ვასაჩივრებთ სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მეოთხე ნაწილს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული …

სოლიდარობა ალეპოს – აქცია ბათუმში

დღეს, 20 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე მოხალისე ახალგაზრდებმა სირიაში, ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორის, გიორგი ბოლქვაძის განმარტებით, მსგავსი აქცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში იმართება. „ჩვენი აქციის მიზანია სოლიდარობა გამოვუცხადოთ ალეპოში ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, ასევე მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და შესაბამის სტრუქტურებს, რომ თავადაც გამოხატონ სოლიდარობა, ასევე ვთხოვთ პარლამენტს, რომ …

სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნა

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტის საქმეს განიხილავს. მოდავე მხარეები ამ დრომდე ერთ ოჯახში ცხოვრობენ: მანანა დ.-მ და ომარ წ.-მ დაახლოებით 10 წლის წინ გააფორმეს სამისდღეშიო ხელშეკრულება, რაც იმას გულისხმობდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ომარი მანანას რჩენის ვალდებულებას იღებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, მანანას საცხოვრებელ ბინას ომარი მიიღებდა წერეთლის ქუჩაზე. მანანა დ. ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს. „თვითმხილველი …

გაძვირდება თუ არა დენი – სემეკის წევრის განმარტებები

ელექტროენერგიის ტარიფი 2015 წელს 3,95 თეთრით გაიზარდა. მაშინ გაძვირების მიზეზად დოლარის მიმართ ლარის გაუფასურება დასახელდა. ლარი დოლართან მიმართებაში დღითი დღე უფასურდება. გადახედავენ თუ არა მომავალი წლისთვის დენის ტარიფს და როგორია სემეკის პოზიცია? ამ თემაზე  „ბათუმელებთან“  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გოჩა შონიამ ისაუბრა. ბატონო გოჩა, ბოლო დღეებია მედიაში ინტენსიურად საუბრობენ იმაზე, რომ …

კონკურსი და საჯარო ლექციები ბსუ-ში

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს  ლექციების  კურსი თემაზე, – კულტურა და საზოგადოება“. დღეს 20 დეკემბერს თემაზე, – „ადამიანის უფლებები და კულტურა“, ლექცია წაიკითხა გეორგ ლომანიმ. მეორე ლექციას კი თემაზე , – „თანამედროვე ხელოვნება და განვთარება“, ფილოსოფოსი, გიორგი მაისურაძე კითხულობს. ლექციების კურსი გაგრძელდება ხვალაც.  21 დეკემბერს დაგეგმილია  გეორგ ლომანის კიდევ ერთი ლექცია „ადამიანის უფლებები, განათლება …

2 მილიონამდე ლარი – ხელფასი, დანამატი და პრემია აჭარის მთავრობაში

2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით აჭარის მთავრობის აპარატში ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით 2 მილონამდე ლარი გაიცა. აქედან მილიონ 37 ათას 643 ლარი ხელფასის, 519 762 ლარი დანამატის, ხოლო 308 640 ლარი პრემიის სახით. ეს თანხა 118 თანამშრომელზე გადანაწილდა. დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი გოჩა ჯაში აწერს, მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს 2016 …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალი მინისტრები წარადგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს მინისტრი, ინგა შამილიშვილი წარუდგინა. ინგა შამილიშვილი ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი დღემდე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ,,ვფიქრობ, ინგა შამილიშვილი არის ნამდვილი პროფესიონალი, რომელსაც საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი აკმაყოფილებს ყველა იმ აუცილებელ კრიტერიუმს, რომელიც რეგიონში განათლების, კულტურისა და სპორტის …

უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები „ქართული ოცნებიდან“ შეთავაზებას ელოდებიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის წევრი აკაკი ძნელაძე ისევ უმაღლეს საბჭოში დასაქმდა. ის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნა. ამ კომისიას უმაღლეს საბჭოში განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლადო მგალობლიშვილი ხელმძღვანელობს. ჯერ-ჯერობით შეთავაზებას ელოდება უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, აგრარულ და გარემოს დაცვის, შემდეგ კი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ანზორ …

აჭარის მთავრობა „მანთაშევის“ გადასასვლელზე

„მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელის განტვირთვის მიზნით საავტომობილო ხიდის მშენებლობა ტექნიკური და ფინანსური თვალსაზრისით მოითხოვს დასაბუთებას, რადგან აუცილებელია იქ არსებული მრავალსართულიანი ბინების ათვისება, ასევე ჩამოყალიბებული ურბანული ტერიტორიის გადაგეგმარება, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების გადატანა. ისიც იმ შემთხვევაში, თუ საინჟინრო-გეოლოგიური მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის განხორციელება კვლევის საგანს წარმოადგენს“ – ესაა აჭარის მთავრობის პოზიცია, რომელსაც თანხა ბიუჯეტში არც ასეთი …

ხანძარი „ოცნების ქალაქში“

დღეს, 20 დეკემბერს, გამთენიისას ეგრეთწოდებულ „ოცნების ქალაქში“ ბაგრატ მახარაძის საცხოვრებელი ქოხი დაიწვა. დაახლოებით 20 კვ/მ ფართობში სამი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა თქმით, სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადა ადგილზე, გამოძახებიდან 35 წუთის შემდეგ მივიდა: „ცეცხლი ახალი მოკიდებული იყო, წყალი რომ ყოფილიყო კი ჩავაქრობდით, თუმცა წყალიც არ მოდიოდა… …

აჭარაში შესაძლოა მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი შეიქმნას

ქედის მუნიციპალიტეტის მწირი შემოსავლების გამო ტრანსფერის გაზრდის მოთხოვნის პასუხად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დამატებით პროექტების წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია ტრანსფერის გაზრდა მომდევნო პერიოდში. ქედის მუნიციპალიტეტისთვის ტრანსფერის გაზრდა ერთ-ერთი საკითხი იყო უმაღლესი საბჭოდან მთავრობაში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გაგზავნილ შენიშვნებში. 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის  პროექტით ქედის მუნიციპალიტეტისათვის კაპიტალური ტრანსფერის სახით გათვალისწინებულია …

ბათუმი-ქედის გაზსადენის პროექტს აჭარის მთავრობა შეისყიდის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან მიმოწერის შემდეგ „ირკვევა, რომ  მიმდინარე ეტაპზე შესაძლებელია ბათუმი-ქედის მონაკვეთზე ბუნებრივი აირის საშუალო წნევის  დაახლოებით 30 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც მოხმარდება საორიენტაციოდ 4 600 აბონენტს“. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმი-ქედის მონაკვეთის გაზსადენის პროექტირების სამუშაოების ღირებულება საორიენტაციოდ 250 ათას ლარს შეადგენს. „მიმდინარე ეტაპზე საქართველოს …

ბათუმის საბავშვო ბაღებში სწავლა 20 იანვარს განახლდება

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი 28 დეკემბერს შეწყდება და 2017 წლის 20 იანვარს განახლდება. გაერთიანების ხელმძღვანელის, ნატალია ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ხანგრძლივი არდადეგების მიზეზი მშობლების სურვილია. „გამომდინარე იქედან, რომ ათი დღის გაცდენა ითვლება არასაპატიოდ და კანონი აღსაზრდელის გაშვებას გვავალდებულებს, მშობლების სურვილით გადავწყვიტეთ, რომ არდადეგები გაგვეხანგრძლივებინა.  ბათუმში ბავშვების დიდ ნაწილს ბრონქული პრობლემები აქვს, მშობლებს …

მერიის საახალწლო ღონისძიებების პროგრამა

მერიის ინფორმაციით, ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბერს დაიწყება. ევროპის მოედანზე ნაძვის ხის გვერდით გამართულ „სანტას კუთხეში“ დღის 12:00 საათიდან 19:00 საათამდე საბავშვო ღონისძიებები გაიმართება. „ნაძვის ხის გვერდით განთავსებულ დიდ სცენაზე 20:00 საათიდან 24:00 საათამდე გაიმართება კონცერტი (წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე) 20:00 -21:20 გიგი ადამაშვილი ანსამბლი „ბათუმი“. 21:20- 21:30 ქალაქის მერი მიესალმება საზოგადოებას, შემდეგ კი ანსამბლ „ბათუმის“ …

ქალაქი და ურბანული სივრცის მუსიკა ბათუმში

ხვალ, 20 დეკემბერს, „თანამედროვე ხელოვნების  სივრცეში“, წარმოდგენილი იქნება ლექციების სერია.  ალეკო ელისაშვილი ისაუბრებს თემაზე, – „ქალაქის სივრცითი მახასიათებლები და ისტორია“,  ნიკო ნერგაძე კი თემაზე – „მუსიკა ურბანულ სივრცეში“. პროექტის მიზანი ისტორიული ბათუმის, ჯერ კიდევ შენარჩუნებული ნაწილის, არქიტექტურის მნიშვნელობის აღქმა, გააზრებაა და მუსიკის ადგილი ურბანულ სივრცეში. ორგანიზატორთა ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება ბათუმის მერიის პროგრამის  „კულტურის სფეროში თავისუფალი …

ენმ ბათუმის მერიას: სად არის ნაძვის ხე?

დღეს 19 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნოდარ დუმბაძემ საახალწლო სამზადისთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, არც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და არც ქალაქის სკვერებში,   არ არის განთავსებული საახალწლო ნაძვის ხეები. „დილიდან დავდივარ ქალაქში, მაინტერესებდა სადმე თუ მიმდინარეობს ნაძვის ხის მონტაჟი და ვერსად ვერ ვნახე. ნაძვის ხე არ დაუდგამთ ევროპის მოედანზეც სადაც, ტრადიციულად ამ დროისთვის …

აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა

დღეს 19 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭი უყარეს. 14 ხმით, მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „პატრიოტთა ალიანსის“ და „ბურჯანაძე-დემოკრატების“ წარმომადგენლები უმაღლეს საბჭოში. აჭარის მთავრობაში განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები შეიცვალა, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრებად კი დარჩნენ ისინი, რომლებიც არჩევნებამდე დაინიშნენ. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის …

ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მერია ეძებს კომპანიას, რომელიც სცენას მორთავს

ახალი წლის დადგომამდე ორი კვირა რჩება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი კომპანია გაუწევს ორგანიზებას საახალწლო ღონისძიებებს, რადგან ამ მომსახურებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ ნოემბრის ბოლოს გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთმა მონაწილე კომპანიამ, „კრეატივ-ჯგუფმა“ ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა და დისკვალიფიკაცია მიიღო. საახალწლო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 340 000 ლარია გამოყოფილი, აქედან ღონისძიებებისთვის საჭირო დეკორაციებისა და ინვენტარის შეძენა-განთავსებაზე 105 755 ლარი …

ნარკოტესტირებაზე სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელის განხილვა დაიწყო. სარჩელი ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირებას“ ეხება. სახალხო დამცველის შეფასებით, ქუჩაში ადამიანების მასობრივად დაკავება და მათი ტესტირებისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა ანტიკონსტიტუციურია. სარჩელზე მოპასუხეები არიან: საქართველოს პარლამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სახალხო დამცველი ამ უწყებების მიერ გამოცემულ სხვადასხვა სამართლებრივ აქტებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც „დასაბუთებული ვარაუდის“ საფუძველზე …

7,5 მილიონი ლარი ბათუმის ბულვარისთვის

ბათუმის ბულვარის მართვასა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლისთვის 7 მილიონ 590 ათას 200 ლარი გამოყო. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი უმაღლეს საბჭოში გადაგზავნილია და ის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ბათუმის ბულვარის მართვას 1 მილიონ 55 ათას 400 ლარი მოხმარდება; აქედან 924 ათას 500 ლარი კი ხელფასებში დაიხარჯება. …

საქველმოქმედო აქცია სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრი ორგანიზაცია „იალქანი,“ საქველმოქმედო აქციას – „წერილები თოვლის პაპას“  ანახლებს. პროექტი ორი წლის წინ, მედიის მხარდაჭერით დაიწყო. „სწორედ მათი დახმარებით მიიღო პროექტმა მასშტაბური სახე მიიღო და მასში აქტიურად ჩაერთნენ როგორც ბიზნესის, ისე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, კონკრეტული მოქალაქეები. მათი დახმარებით უკვე ორჯერ ვაჩუქეთ ბავშვებს ჯადოსნური დღესასწაული. ჩვენი ბენეფიციარი ბავშვები  სოციალურად დაუცველი და …

სოლიდარობის აქცია სირიელი ხალხის მხარდასაჭერად

ხვალ 20 დეკემბერს, ბათუმში ევროპის მოედანზე სირიელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუკში ვრცელდება. აქციის ორგანიზატორები საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს მთავრობას მიმართავენ: „ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე და გვსურს, დახმარება გავუწოდოთ დაზარალებულ მოსახლეობას.  დაგვეხმარეთ, რომ შეიქმნას ერთიანი ბაზა, სადაც შეძლებს გაერთიანებას ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა,  არასამთავრობო …

Exit mobile version