მთავარი,სიახლეები

ბათუმის საბავშვო ბაღებში სწავლა 20 იანვარს განახლდება

19.12.2016
ბათუმის საბავშვო ბაღებში სწავლა 20 იანვარს განახლდება

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი 28 დეკემბერს შეწყდება და 2017 წლის 20 იანვარს განახლდება. გაერთიანების ხელმძღვანელის, ნატალია ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ხანგრძლივი არდადეგების მიზეზი მშობლების სურვილია.

„გამომდინარე იქედან, რომ ათი დღის გაცდენა ითვლება არასაპატიოდ და კანონი აღსაზრდელის გაშვებას გვავალდებულებს, მშობლების სურვილით გადავწყვიტეთ, რომ არდადეგები გაგვეხანგრძლივებინა.  ბათუმში ბავშვების დიდ ნაწილს ბრონქული პრობლემები აქვს, მშობლებს სურვილი აქვთ, ჰაერის გამოცვლის მიზნით ბავშვები  ბაკურიანში ან სხვა  კურორტებზე გაიყვანონ. გადავწყვიტეთ მშობლების თხოვნა გაგვეთვალისწინებინა,“-გვეუბნება ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, რადგან გასულ წელს პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, წელს მშობლების სურვილი გაითვალისწინეს.

„გასულ წელს ჩვენ დავდექით პრობლემის წინაშე, რადგან  მშობლებმა წაიყვანეს ბავშვები დასასვენებლად,  კანონი კი გვავალდებულებს, რომ ათ დღეზე მეტი გაცდენის შემთხვევაში, აღსაზრდელი გავუშვათ ბაღიდან. რადგან ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მშობლებს ხელი შევუწყოთ“.

ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, 28 ივლისს  შეწყდება და სექტემბერში ნახლდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: